You are on page 1of 55

ჰომოსექსუალობა საბჭოთა

კავშირში
რევოლუციამდელი პერიოდი
 შუა საუკუნეებში რუსეთში ჰომოსექსუალობა
საეკლესიო სამართლის რეგულირების საგანს
წარმოადგენდა.
 ჰომოსექსუალობის სეკულარული რეგულირება
პირველად მოახდინა რუსეთის იმპერატორმა
პეტრე პირველმა. მის დროს სამხედრო
დანაწესებით აიკრძალა ჰომოსექსუალობა
ჯარში.
 სამოქალაქო პირებს შორის ჰომოსექსუალური
კავშირი აკრძალა ელიზავეტა პეტროვნამ (1741-
1761)
რევოლუციამდელი პერიოდი
 მამათმავლობა (мужеложесто)იკრძალებოდა
რუსეთის იმპერიის 1903 წლის დანაწესებით. ეს
საკანონმდებლო აქტი მოქმედებდა 1917
წლისათვის, როდესაც რუსეთში მოხდა
თებერვლის რევოლუცია.
 დროებითმა მთავრობამ შექმნა კომისია,
რომელსაც უნდა გადაესინჯა 1903 წლის
დანაწესი. კომისიის შემადგენლობაში შედიოდა
ნაბოკოვი, რომელიც მამათმავლობის
დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით იყო
ცნობილი.
პირველი კოდექსისთვის მზადება
 საბჭოთა რუსეთის სისხლის სამართლის
პირველმა კოდექსმა, 1922 წელს გააუქმა მეფის
რუსეთის დროს არსებული დანაშაული
მამათმავლობა.
 ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის
შემდეგ, ხელისუფლება ხელში აიღეს
ბოლშევიკებმა. მათთან ერთად
თავდაპირველად კოალიციაში იმყოფებოდნენ
სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერები)
მემარცხენე ფრთა. იუსტიციის კომისარად
დაინიშნა ესერი ისააკ შტეინბერგი.
პირველი კოდექსისთვის მზადება
 შტეინბერგის მოადგილე შრეიდერმა შეიმუშავა
ახალი კოდექსის, პროექტი, სადაც ერთი სქესის
წარმომადგენელთა შორის ნებაყოფლობითი სექსი
ამოღებული იყო.
 პროექტში შენარჩუნებული იყო დანაშაული
მამათმავლობა. ეს უკანასკნელი გულისხმობდა
სექსს ჩადენილს:
 ძალადობით
 არასრულწლოვანის და გონებრივი ჩამორჩენილობის
მქონე პირის მიმართ.
 პროექტმა პასუხისმგებლობა დაუკავშირა ადამიანის
უნარს გააცნობიეროს სექსუალური აქტის ხასიათი
და მნიშვნელობა.
პირველი კოდექსისთვის მზადება
 ესერების მიერ მომზადებულ ვარიანტში 16 და
მეტი ხნის ასაკის ერთი სქესის
წარმომადგენლებს შორის ნებაყოფლობითი
სექსი იყო ნებადართული.
 იკრძალებოდა ნებაყოფლობითი სექსი 16 წელს
მიუღწეველ არასრულწლოვანთან.
 14-15 წლის ერთი სქესის წარმომადგენლებს
შორის დაიშვებოდა ნებაყოფლობითი სექსი.
 აღნიშნულ კოდექსში მთლიანად იყო
გათვალისწინებული დროებითი მთავრობის
წევრის ნაბოკოვის მოსაზრებები.
პირველი კოდექსისთვის მზადება
 ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდეგ ესერებმა
დატოვეს კოალიცია. შრეიდერი გაათავისუფლეს
იუსტიციის კომისრის მოადგილის
თანამდებობიდან. ესერების მიერ
მომზადებული პროექტი გააკრიტიკეს, იმ
მოტივით, რომ ემსახურებოდა ბურჟუაზიის
ინტერესებს.
 იუსტიციის კომისრად დაინიშნა სტუჩკა,
რომელიც რამდენიმე თვეში შეცვალა კურსკიმ.
კოდექსზე მუშაობა შეჩერდა. თუმცა ხდებოდა
,,პედერასტებთან” დაკავშირებული საქმეების
ანალიზი.
პალადიას საქმე
 იუსტიციის კომისარიატის მე-7 განყოფილებამ საქმე
აღძრა ზვენიგოროდსკის ეპისკოპოსის პალადიას
წინააღმდეგ. ეპისკოპოსს მეფის რუსეთის დროს
მიღებული დანაწესებით ბრალი ედებოდა
არასრულწლოვანი ბიჭის, ივან ვოლკოვის გარყვნაში
(პედერასტია). პალადია იყო რუსეთი პატრიარქ
ტიხონის მეგობარი და პროცესი ემსახურებოდა
მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციას.
 ივან ვოლკოვი იყო 15 წლის. იგი მატერიალურად
იყო დამოკიდებული ეპისკოპოსზე. პალადია
ამნისტიით იქნა გათავისუფლებული. სამი თვით
ადრე პალადია მოათავსეს ფსიქიატრიულში.
კოზლოვსკის პროექტი
 1920 წელს განახლდა მუშაობა ახალ კოდექსზე.
აღნიშნული დაევალა კოზლოვსკის.მისი
პროექტის პირველ ვარიანტში გაჩნდა ფრაზა
,,ქალის ღირსების შეურაცხყოფა.” მეორე
ვარიანტში გაჩნდა ფორმულირება ,,დანაშაული
ჩვეულების წინააღმდეგ”
 საბოლოო ვარიანტში ჩადებული იყო 5 სახის
სექსუალური დანაშაული, მათ შორის
მამათმავლობა (ძალადობით ან
არასრულწლოვანთან). თანხმობის მიცემის
ასაკად განისაზღვრა 14 წელი.
1922 წლის სისხლის სამართლის
კოდექსი
 ახალი კოდექსით უარყოფილი იქნა კოზლოვსკის
მიერ შეთავაზებული არქაული ტერმინები
(მაგალითად ,,მამათმავლობა). მეფის რუსეთის
დროინდელი და საეკლესიო დასახელებები შეცვალა
სამედიცინო ტერმინებმა.
 სექსუალური დანაშაულები მოთავსებული იქნა
,,პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და
ღირსების” თავში.
 ის თუ რამდენად შეეძლო ადამიანს სექსუალური
აქტის მნიშვნელობა გაეგო, დგინდებოდა
ინდივიდუალურად, ასაკის მიუხედავად.
ჰომოსექსუალობის დასჯადობა
 1922 წლის სსკ-ის 167-ე მულით ისჯებოდა
სექსუალური კავშირი, რომელსაც
გაცნობიერებული არა აქვს სექსუალური აქტის
მნიშვნელობა, ასევე იმავე პირთან სექსუალური
მოთხოვნების დაკმაყოფილება გარყვნილი
ფორმით.
 სექსუალური მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება გარყვნილი ფორმით
გულისხმობდა:
 გაუკუღმართებული ფორმით სექსსუალურ
კავშირს :
ჰომოსექსუალობის დასჯადობა
 მამაკაცებს შორის (მამათმავლობა ან პედერასტია)
 ქალებს შორის (ლესბოსური სიყვარული);
 ჯგუფურ სექსს
 ანალურ სექსს სხვადასხვა ქალსა და მამაკაცს
შორის.
 1926 წელს მიღებული იქნა ახალი სისხლის
სამართლის კოდექსი. აღნიშნული კოდექსით
დასჯადი გახდა ნებაყოფლობითი სექსი
როგორც იმ ადამიანთან, ვისაც არა აქვს
გაცნობიერებული სექსუალური აქტის
მნიშვნელობა, ასევე სექსუალური აქტი
მცირეწლოვანთან და არასრულწლოვანთან.
ჰომოსექსუალობის დასჯადობა
 მცირეწლოვანი გულისხმობს პირს 14 წლამდე
 არასრულწლოვანი გულისხმობს პირს 14-დან 16-
წლამდე პირს.
 ისჯებოდა მცირეწლოვანთან და
არასრულწლოვანთან გარყვნილი მოქმედება,
რაც გულისხმობდა:
 ანალურ სექსს
 ლესბოსურ სიყვარულს
 მოქმედებას რაც ვერ განხორციელდება
ჰეტეროსექსუალ წყვილებს შორის.
ჰომოსექსუალობის დასჯადობა
 გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარის
მქონე სრულწლოვანებს შორის ნებაყოფლობითი
სექსი არ ისჯებოდა.
 არც 1922 წლის და არც 1926 წლის სისხლის
სამართლის კოდექსში პირდაპირ არ იყო
მოხსენიებული ანალური აქტის ჩადენა
ძალადობით.
 1922 წლის კოდექსის 169-ე და 1926 წლის 153-ე
მუხლი ითვალისწინებდა გაუპატიურებას.
თუმცა არ იყო ნათელი, ეს ტერმინი რას
გულისმობდა.
პროტოტიპოვის კონცეფცია
 ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციას ხელი
შეუწყო მოწოდებამ ვიქტორ პროტოტიპოვმა,
რომელმაც აღნიშნა:
 ჰომოსექსუალები არიან უიღბლოები,
ინვალიდები, რომელთა არასრულფასოვნება
გამოწვეულია ფიზიოლოგიური ნაკლით, მაგრამ
არავითარ შემთხვევაში ჰომოსექსუალები არ
შეიძლება მივიჩნიოთ გარყვნილებად, რომლებიც
არღვევენ საზოგადოებრივი ნორმებს.
თანამედროვე საზოგადოებას უფლება არა აქვს
ციხეში გაუშვან ჰომოსექსუალები. ამის ნაცვლად
ისინი უნდა მოათავსონ კლინიკაში
სამკურნალოდ.
სასამართლო პრაქტიკა
 საკანონმდებლო აკრძალვის არ არსებობას ხელი არ
შეუშლია იმისათვის, რომ დაესაჯათ
ნებაყოფლობით სექსუალურ ქმედებებში ჩართული
პირები.
 20-იანი წლების საბჭოთა პროპაგანდა და
სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესებული
იყვნენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაში
გარყვნილების მხილებით.
 სასულიერო პირები გამოცხადნენ მტრულად
განწყობილ კლასად. პროლეტარიატის დიქტატურის
პირობებში ჩამოერთვათ ხმის უფლება
მამა ვასილის საქმე
 1922 წელს ქალაქ ვოლგოგრადში გაიმართა
სასამართლო პროცესი, სადაც მამა ვასილს
ბრალი წაუყენეს მორჩილ ახალგაზრდა
მამაკაცთან ჰომოსექსუალური ურთიერთობის
ბრალდება.
 ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა,
დაზარალებულს სხეულის დაზიანება არ
გააჩნდა.
 ამის მიუხედავად მამა ვასილის 5 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
არქიეპისკოპოს ალექსანდრეს დანაშაულის
დაფარვისათვის ერთი წელი მიუსაჯა.
საბჭოთა პროპაგანდა
 საბჭოთა ჟურნალისტები მამა ვასილის პროცესს
შემდეგი პუბლიკაციით გამოეხმაურნენ:
 ბრალმდებელი სწორი იყო, როდესაც აღწერდა, რა
სამონასტრო ცხოვრების პირობებსა და
გარემოებებს, რაც გარშემომყოფებისათვის
წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო თითქოს,
როგორც გმირობის, ასკეტიზმის, ზნეობისა და
სიწმინდის ნიმუში, სინამდვილეში იყო სრული
სიცრუე და თვალთმაქცობა. საეკლესიო წესების
შესრულების ნაცვლად მღვდლები აყვნენ
სექსუალურ ვნებებს და ეწეოდნენ გარყვნილ
ცხოვრებას.
ლენინგრადის საქმე
 1927 წელს ქალაქ ლენინგრადში გაიმართა
დიაკონ ხრამოვსკის და ორი არქიდიკონის
ფეოდოროვისა და ბაბაევის საქმის განხილვა.
მათ ბრალი ედებოდათ არასრულწლოვანი
ბიჭების მიმართ გარყვნილ ქმედებაში.
 განაჩენში აღნიშნული იყო, რომ ხრამოვსკის
თავის სახლში კამფეტის იაფად მიცემის
პირობით აჰყავდა არასრულწლოვანი ბიჭები და
გარყვნილი ფორმით მათთან იკმაყოფილებდა
სექსუალურ მოთხოვნილებას. სექსუალურ
აქტში ჩართული იყვნენ ორი არქიდიაკონი.
ტკაჩენკოს საქმე
 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში გაიმართა
დიაკონი ტკაჩენკოს საქმის განხილვა. ვინაიდან,
ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი იმავე
სქესის წარმომადგენელთან არ ითვლებოდა,
დიაკონს ბრალი წაუყენეს ჯანმრთელობის
განზრახ დაზიანებაში (ვენერიული
ავადმყოფობის შეყრა). სასამართლო პროცესზე
და პრესაში დეტალურად წერდნენ
ბრალდებულის ჰომოსექსუალობაზე, როგორც
დანაშაულის მიზეზზე. სექსუალურ კავშირზე
საეკლესიო პირებთან.
კავკასია
 თუკი სსრკ-ს სხვა რეგიონებში ჰომოსექსუალური
კავშირები მიჩნეული იყო ბიოსამედიცინო
პათოლოგიად, კავკასიაში ჰომოსექსუალური
ურთიერთობის გაზრდილი რიცხვი სქესთა შორის
ჩაკეტილი ურთიერთობით და არქაული
ტრადიციებით აიხსნებოდა.
 საქართველო და აზერბაიჯანი იყო გამონაკლისი
საბჭოთა კავშირში, რომლთა 1920 წელს მიღებული
სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავდა
ნაბაყოფლობით სექსს ორ სრულწლოვან მამაკაცს
შორის. ასეთი აკრძალვა არ არსებობდა სომხეთის და
ჩრდილოეთ კავკასიის სისხლის სამართლის
კოდექსით.
შუა აზია
 საქართველოსა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით
შუა აზიაში ერთსქესიან ურთიერთობას
კომერციული სახე ჰქონდა.
 მშობლებისა და მეურვეების თანხმობით, უზბეკი და
თურქმენი ახალგაზრდები აწყობდნენ ბორდელებს,
სადაც მამაკაცი სექს მუშაკები - ბაჩეები იმავე სქესის
წარმომადგენლებს სექს მომსახურებას უწევდნენ.
 საბჭოთა იურისტებმა, რომლებმაც მოახდინეს
ქალების პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია
რუსეთში, შეინარჩუნეს სასჯელები მამაკაცი სექს-
მუშაკებისათვის შუა აზიაში.
უზბეკეთის 1926 წლის სსკ-ი
 276-ე მუხლი:
 ნებაყოფლობითი მამათმავლობა - ქმედება რაც
გულისხმობს მამაკაცის სექსუალურ კავშირს
მამაკაცთან, გამოიწვევს დატუსაღებას 6 თვემდე ვადით
ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე
 279-ე მუხლი:
 იძულებითი მამათმავლობა - მამათმავლობა ჩადენილი
ძალის ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის
გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთ
წლამდე
 იგივე ქმედება ჩადენილი მცირეწლოვანის
არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების
აღკვეთით 7 წლამდე.
უზბეკეთის 1926 წლის სსკ-ი
 ბაჩეების სუტინიორობა - მამრობითი სქესის მქონე პირის
(ბაჩეის) რჩენა მამათმავლობაში მათი ჩართვის მიზნით,
აგრეთვე ამავე მიზნით მათი მომზადება და სწავლება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. იგივე
ქმედება ჩადენილი იმ პირის მიმართ, ვისაც არ
მიუღწევია სრულწლოვანებისათვის, ისჯება
თავისუფლების აღკვეთით 8 წლამდე
 მშობელსა ან მეურვესა და სუტინიორს შორის
შეთანხმება დაზარალებულის სუტინიორისათვის
ბაჩეობის მიზნისათვის გადაცემასთან დაკავშირებით,
მშობლის ან მეურვის მიმართ იწვევს თავისუფლების
აღკვეთას სამ წლამდე, ხოლო სუტინიორის მიმართ - 5
წლამდე.
წმენდა კომპარტიაში
 სტალინის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკამ
გამოიწვია შიმშილი საბჭოთა კავშირში
(გოლოდომორი უკრაინაში 1932-1933 წლები).
 აღნიშნული წარუმატებლობაზე
პასუხისმგებლობა მმართველ კომუნისტური
პარტიის მესვეურებს უნდა აეღოთ.
 1932 წელს სტალინმა გასცა კომპარტიის წმენდის
ბრძანება. ამ დროს სწავლობდენ როგორც
პარტიის წევრების პოლიტიკურ შეხედულებებს,
ისევე მათ პირად ცხოვრებას. ჰომოსექსუალური
იდენტობის პირებს პარტიიდან რიცხავდნენ.
ჰომოსექსუალობის ხელახალი
კრიმინალიზაცია
 1933 წელს რაიხსტაგის დაწვისათვის დააკავეს
ყოფილი კომუნისტი, ლუბე. კომინტერმა ლუბე
სოციალიზმის ღალატში დაადანაშაულა და მისი
საქციელი სექსუალური იდენტობით ახსნა. მას
სექსუალური კავშირი ჰქონდა ჰიტლერის
მოკავშირე რომასთან.
 ამ გარემოებამ ხელი შეუწყო სსრკ-ში 1933 წელს
ჰომოსექსუალობის ხელახალ
კრიმინალიზაციას.
 კანონში ცვლილების შეტანა უშუალოდ
გამოიწვია საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ
ჰომოსექსუალთა გამოვლენამ.
ჰომოსექსუალობის ხელახალი
კრიმინალიზაცია
 1933 წლის სექტემბერში სტალინის სახელზე
პატაკი დაწერა სახელმწიფო გაერთიანებული
პოლიტიკური სამმართველოს უფროსმა
იაგოდამ. პატაკში აღნიშნულია, რომ
დაკავებულია 130 ,,პედერასტი,” რომლებიც
მოსკოვსა და ლენინგრადში ქმნიდნენ სალონებს,
ამზადებდნენ კონტრევოლუციას, ცდილობდნენ
მშრომელი ახალგაზრდობის, არმიისა და
ფლოტის გადაბირებას.
 აღნიშნულ პატაკს დაადო შემდეგი რეზოლუცია:
 სამაგალითოდ დაისაჯონ ეს არამზადები და
სათანადო ცვლილება შევიდეს კანონმდებლობაში.
ჰომოსექსუალობის ხელახალი
კრიმინალიზაცია
 1933 წლის დეკემბერში ცაკის პრეზიდიუმს
წარედგინა იაგოდას მიერ მომზადებული
დადგენილების პროექტი:
 მამათმავლობა - მამაკაცის სექსუალური კავშირი
მამაკაცთან, მხარეთა ნებაყოფლობითი
თანხმობით მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა
რომელიმე მათგანმა ამით სექსუალურ
დაკმაყოფილებას - ისჯება თავისუფლების
აღკვეთით სამიდამ ხუთ წლამდე.
 იგივე ქმედება ჩადენილი დაზარალებულის
უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობით,
ფულის გადახდით, - ისჯება თავისუფლების
აღკვეთით სამიდან რვა წლამდე.
ჰომოსექსუალობის ხელახალი
კრიმინალიზაცია
 იაგოდას მიმოწერაში ფიგურირებდა
შეურაცხმყოფელი ტერმინი ,,პედერასტი,” ნაცვლად
ტრადიციული იურიდიული ტერმინისა
,,მამათმავალი”
 იაგოდას პროექტში მამაკაცური პროსტიტუციის
აღსანიშნად გამოყენებული იყო ტერმინი ,,თანხის
ანაზღაურების პირობით,” ,,საჯაროდ შეთავაზება,”
რაც მოგვიანებით ამოღებული იქნა.
 უკრაინა იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც 1934
წლის 11 იანვარს მამათმავლობის მუხლი შეიტანა
თავის სისხლის სამართლის კოდექსში.
ჰომოსექსუალობის ხელახალი
კრიმინალიზაცია
 ტაჯიკეთმა 1934 წლის 7 მარტს შეიტანა იაგოდას
ფორმულირება სისხლის სამართლის კოდექსში
 ყველა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებმა 1934 წლის
აპრილის თვეში მოახდინეს ჰომოსექსუალობის
კრიმინალიზაცია.
 განსხვავებული იყო რესპუბლიკების მიდგომა:
 ჰომოსექსუალობა სექსუალური დანაშაული
(უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი და საქართველო)
 ტრადიციით განპირობებული დანაშაული
(ტაჯიკეთი, უზბეკეთი)
 კლასიფიცირება არ მომხდარა (თურქმენეთი,
აზერბაიჯანი)
მიზანი
 ,,გაანადგურეთ ჰომოსექსუალიზმი და ფაშიზმი
გაქრება”- წერდა მაქსიმ გორკი ,,პროლეტრიატული
ჰუმანიზმის” ფუძემდებელი რუსულ
ლიტერატურაში გაზეთი ,,პრავდა” 1934 წლის 23
მაისი
 ჰომოსექუალობის კრიმინალიზაცია გამოიწვია
სახელმწიფოსგან უკონტროლო ,,სალონების”
გაჩენამ.
 მოსკოვის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ
ჰომოსექსუალობა განსაკუთრებით მაშინ ხდება
საშიში, როდესაც ის პირთა ჯგუფის მიერ
განსაზღვრული ფორმით არის ორგანიზებული.
ლესბოსელები სტალინურ რეჟიმის
პირობებში
 სტალინური რეპრესიების მსხვერპლი ძირითად
გახდნენ გეები, მამაკაცები, რომლებსაც
სექსუალური კავშირი ჰქონდათ მამაკაცებთან.
საბჭოთა ჰომოფობიურ დისკურსში არ
ფიგურირებენ ლესბოსელები.
 ქალის ფუნქცია საბჭოთა კავშირში, იყო
საწარმოში მუშაობა და იმავდროულად
შვილების აღზრდა. დედობა ქალის
მოვალეობად გამოცხადდა.
 აიკრძალა აბორტი
მამათმავლობის დევნის პრაქტიკა
 დანაშაულის გამოძიების ძირითადი საშუალება იყო
,,დაზარალებულის” საჩივარი:
 1941 წელს თეატრალურ-მუსიკალური ინსტიტუტის
სტუდენტმა გლაზუნოვმა უჩივლა თავის თანაკურსელს,
ანდრეევსკს იმის გამო, რომ სამჯერ იყო მასთან პასიურ
როლში სექსუალური აქტის დროს. პოლიციამ
ანდრეევსკისთან ერთად გამოავლინა და დააკავა მისი
სამი პარტნიორი.
 ბრალდებული ასახელებდა თავის სექსუალურ
პარტნიორებს:
 1937 წელს კონტრევოლუციის ბრალდებით დაკავებულმა
ტერეშკოვმა დაასახელა თავისი 9 სექსუალური
პარტნიორები.
მამათმავლობის დევნის პრაქტიკა
 დანაშაულის ჩადენის ადგილას ჩასაფრება:
 პოლიცია პატრულირებდა საზოგადოებრივ
ტუალეტებთან, სადაც მამათმავლობის მაღალი
რისკი.
 ერთი დანაშაულიდან სხვა დანაშაულზე
გასვლა:
 1935 წელს დააკავეს მზარეული ბეზბოროდოვი.
მან დაასახელა მხოლოდ სამი პარტნიორი. ერთ
ერთმა პარტნიორმა პოლიცია გაიყვანა სხვა
ჯგუფზე, გაიყვანა სხვა დანაშაულებრივ ჯგუფზე,
რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა
ბეზბოროდოვთან.(სულ გაასამართლეს 12 პირი)
მამათმავლობის დევნის პრაქტიკა
 აღიარებასთან ერთად იყენებდენენ შემდეგ
მტკიცებულებებს:
 ჩანაწერთა წიგნაკი, სადაც მითითებული იყო
მამაკაცთა მისამართები;
 ინტიმური მიმოწერები
 ფოტოები
 დღიურები;
 მილიციის ინფორმატორებს წარმოადგენდნენ :
 დაკავებულის მეზობლები
 თანამშრომლები
აღიარება გათავისუფლების
სანაცვლოდ
 პოლიციის ყველაზე ფასეულ ინფორმატორებს
წარმოადგენდნენ ახალგაზდა ჰომოსექსუალები:
 სექსუალური ურთიერთობის ახალგაზრდა
მონაწილეები, იღებდნენ მილიციისა და
პროკურატურისაგან დაუსჯელობის გარანტიას,
თუ ისინი დაასახელებდნენ მათ მოწიფულ
პარტნიორებს.
 1937 წელს მოსკოვის ზოოპარკში მოზარდმა
კირილმა გაიცნო 40 წლის ექიმი სვეჩნიკოვი. მან
დაპატიჟა კირილი თავისთან სახლში და ღვინით
უმასპინძლა. კირილს სვეჩნიკოვთან ჰქონდა სექსი.
არასრულწლოვანიმა ჩვენება მისცა სვეჩნიკოვის
წინააღმდეგ.
მტკიცებულებები
 სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიულ
ექსპერტიზას იყენებდნენ:
 გაუგებარი იყო ჩვენებაში მითითებული ფაქტები;
 გენდერული როლების (აქტიური/პასიური)
დასადგენად.
 1937 წელს სერგეევი დააკავეს ტერეშკოვთან ერთობლივი
მანსტურბაციისათვის. ისინი დანაშაულის ადგილას
წაასწრეს ერთ-ერთ ტუალეტში. ამ დროს ექსპერტიზამ
დაადგინა, რომ სერგეევი იყო პასიური ჰომოსექსუალი.
 შერაცხადობის დასადგენად:
 1937 წელს სერბსკის ინსტიტუტისფსიქიატრებმა დაადგინეს,
რომ სამხედროებთან და მეზღვაურთა სექსუალური აქტის
ჩამდენი სნიაკოვი იყო ფსიქოპატი, თუმცა შერაცხადი.

სასამართლო პროცესები
 30-იან წლებში დიდი ტერორის დროს
გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისი
იყო მოწმეთა და ბრალდებულის აღიარებითი
ჩვენებები
 მხოლოდ 1940-1950 წლებში დაიწყეს სასამართლო-
სამედიცნო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის
დასკვნების გამოყენება. აღნიშნული გამოწვეული
იყო გამოძიების პროფესიული დონის ზრდით;
 პრესა ნაკლებ ყურადღებას იჩენდა მამათმავლობის
პროცესების მიმართ. ასეთი პროცესები არ ატარებდა
აღმზრდელობით ხასიათს.
თავშეყრის ადგილები
 აკრძალვამ საპირისპირო შედეგები გამოიღო.
სტალინური პერიოდი ჰომოსექსუალური
სუბკულტურის აღორძინების პერიოდია.
 პოპულარული თავშეყრის ადგილები:
 ვინმე პეტრეს მეტსახელად ,,ბარონესას” სახლი
მოსკოვში.
 საზოგადოებრივი ტუალეტი მოსკოვის ტრუბნის
მოედანზე. (ლევინის საქმე)
 ნიკიტინის ბულვარი;
 სევასტოპოლის სანაპირო, სადაც მეზღვაურები
სექსუალურ მომსახურებას ეწეოდნენ.
სასამართლო განაჩენები
 თავდაპირველ სასამართლო პროცესებს
აშკარად პოლიტიკური ელფერი ჰქონდა.
 მამათმავლობის საქმეებში ფიგურირებდნენ ე.წ.
,,სუტინიორები” რომლებიც უბიძგებდნენ
ადამიანებს მამათმავლობისაკენ. მათ უმეტეს
შემთხვევაში უფარდებდნენ მაქსიმალურ
სასჯელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.
 პროსტიტუციაში ჩართულ მამაკაცებს
ძირითადად უსჯიდნენ 3 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას.
სასამართლო განაჩენი
 მამათმავლობასთან დაკავშირებულ
განაჩენებსზე უმაღლესი სასამართლო
ყოველთვის ამსუბუქებდა სასჯელს, ვინაიდან
ნებაყოფლობითი სექსუალური აქტის მტკიცება
რთული იყო.
 ანდრეევსკის საქმეზე მსჯავრდებულის
ადვოკატმა შეძლო უმაღლესი სასამართლოს
დარწმუნება იმაში, რომ მისი დაცვის ქვეშს არ
დაუმყარებია იძულებითი კავშირი.
სასამართლომ ქმედება გადააკვალიფიცირა
ნებაყოფლობით მამათმავლობად და შეუფარდა
5 წელი.
ქორწინების მნიშვნელობა
 ქორწინება, რაც ქალთან ურთიერთობაზე
მიუთითებდა, ბრალდებულის შემამსუბუქებელ
გარემოებად ითვლებოდა.
 1935 წელს პასუხისმგებლობისაგან
გაათავისუფლეს ნებაყოფლობითი
ჰომოსექსუალური ურთიერთობისათვის
პასუხისგებაში მიცემული მასწავლებელი
ეფიმოვი, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა.
 მსახიობი მარკოვსკი გაამართლეს ქორწინებაში
ყოფნის გამო, მაშინ როდესაც მის თანამონაწილე
მარტოხელა ადამიანს 5 წლით თავისუფლება
აღუკვეთეს
დესტალინიზაცია
 1953 წლის მარტში გარდაიცვალა სტალინი.
ხელისუფლების სათავეში მოვიდა ხრუშჩოვი,
რომელიც საბჭოთა სისტემის ლიბერალიზაციას
შეეცადა.
 ლიბერალიზაციის პოლიტიკა არ შეხებიათ
ლგბტ თემს. ისინი კვლავაც რჩებოდნენ
იზოლირებული საზოგადოებისაგან.
 1958 წელს მიიღეს სისხლისსამართლებრივი
კანონმდებლობის საფუძვლები. შეიქმნა
სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა
გადაესინჯა სტალინის დროინდელი
დანაშაულები.
დესტალინიზაცია
 1955 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმმა გააუქმა აკრძალვა აბორტზე.
 1960 წელს რუსეთის მეხუთე მოწვევის
უმაღლესი საბჭოს მესამე სესიაზე დამტკიცდა
ახალი სისხლის სამართლის კოდექსი.
 აღნიშნულ კოდექსში დარჩა მამათმავლობის
მუხლი, თუმცა სასჯელის მინიმალური
ოდენობა 3 წლამდე გაუქმებული იქნა.
 მამაკაცური ჰომოსექსუალობა არის უკიდურესი
მორალური გახრწნა, რაც უნდა განიდევნოს
საზოგადოებიდან.
კრიმინალიზაციის გამართლება
 გულაგიდან დაბრუნებული პირები განსაკუთრებით
უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდნენ
ჰომოსექსუალობის მიმართ, ვინაიდან გულაგებში
ჰომოსექსუალური ხასიათის იერარქიული
ურთიერთობა ყალიბდებოდა პატიმრებს შორის.
 გულაგებში ჩაგრული მდგომარეობაში იყვნენ
პასიური, მაშინ როდესაც შედარებით უკეთეს
მდგომარეობაში იმყოფებოდნენ აქტიურები.
 საბჭოთა ფსიქიატრები აღნიშნავდნენ, რომ აქტიური
როლი არის არანორმალურ პირობებში ნორმალური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
კრიმინალიზაციის გამართლება
 ახალი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის
ავტორებს სჯეროდათ, რომ აქტიური
ჰომოსექსუალები გათავისუფლების შემდეგ
დაუბრუნდებოდნენ ჰეტეროსექსუალურ
ცხოვრებას. აკრძალვა ასეთი ცხოვრების
დაწყების სტიმულატორი უნდა ყოფილიყო
 აკრძალვის შენარჩუნება დასაბუთდა იმით, რომ
გულაგებიდან გათავისუფლებულ პირებს
საზოგადოებაში არ გაევრცელებინათ
,,ფსიქიკური ავადმყოფობა”
ჰომოსექსუალობასთან ბრძოლა
 სტალინის შემდეგომი პერიოდი
მამათმავლობასთან დაკავშირებული
გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობის
ზრდაში გამოიხატა. 1961-1970 წლებში 40%-ით
გაიზარდა განაჩენების რიცხვი.
 ქიმიური ექსპერტიზისათვის ეჭვმიტანილს
სასქესო ორგანოდან უღებდნენ ნაცხს.
 ქალები გათავისუფლდნენ იძულებითი
დედობისაგან, თუმცა ლესბოსური სიყვარული
ფსიქიატრიული გამოკვლევის საგნად იქცა.
ლესბოსური სიყვარული
 ლესბოსელებს ათავსებდნენ ქალთა შრომით-
გმასწორებელ კოლონიაში. კარაგადინის კოლონიაში
მოთავსებული ქალები 1954-1960 წლებში
ფსიქიატრების ელიზავეტა დერევენსკაიას და აბრაამ
სვიადეშემის კვვლევის საგანს.
 ლესბოსელები კოლონიებში სასჯელს იხდიდნენ
არასექსუალური დანაშაულისათვის (ქურდობა,
საბუთების გაყალბება), თუმცა გათავისუფლების
შემდეგ, ისინი კვლავ აგრძელებდნე ფსიქიატრიულ
მკურნალობას და მათ შეზღუდული ჰქონდათ
გადაადგილების უფლება. იგივე მდგომარეობაში
იყვნენ ტრანსგენდერი პირები.
საბჭოური კლასიფიკაცია
 დერევენსკაიამ მოახდინა თავისი პაციენტი
ლესბოსელების (ტრანსგენდერების) კლასიფიცირება
,,აქტიურად” და ,,პასიურად”
 ,,აქტიური” ქალები თავს თვლიდნენ მამაკაცებად,
მათ პარტნიორები მამრობითი სიტყვებით
მიმართავდნენ, ისინი ასრულებდნე კაცის
სოციალურ როლს.
 ,,პასიური” ქალები ასრულებდნენ თავისი
ბიოლოგიური როლის შესაბამის ფუნქციას.
 დერევენსკაიას აზრით, სამედიცინო ღონისძიებები
გამოყენებული უნდა ყოფილიყო ,,აქტიური”
ქალების მიმართ.
ქალური ჰომოსექსულობის
მკურნალობა
 დერევენსკაია აღნიშნავდა, რომ პასიური ქალების იმ
საზოგადოებაში მოთავსება, სადაც ბევრი მამაკაცია ,
მედიკამენტოზური მკურნალობა (ამინიზინი),
იწვევს ჰეტეროსექსუალურ ქცევას.
 ამ მეთოდით აქტიური ჰომოსექსუალობის
მკურნალობამ დადებითი შედეგი ვერ გამოიღო.
 1973 წელს დერევენსკაიამ დააფუძნა ლენინგრადის
სექსოლოგიის ცენტრი.
 1960-1970 წლებში განვითარდა საბჭოური
სექსოლოგია, როგორც დამოუკიდებელი
დისციპლინა.
საერთშორისო რეაქცია
 საერთაშორისო სკანდალის საფუძველი გახდა
რეჟიმის მიმართ ინტელექტუალების გასამართლება.
 1974 წელს სერგო ფარაჯანოვს მაქსიმალური
სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
შეუფარდეს.
 1976 წელს ლენინგრადელ პოეტს გენადი
ტრიფონოვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა
შეუფარდეს.
 1977 წელს მოსკოვში ყოფნისას იტალიელმა
აქტივისტმა ანჯელო პაცენამ საჯაროდ გააკრიტიკა
საბჭოთა ხელისუფლება ფარაჯანოვის
დაპატიმრების გამო. ტრიფონოვის პოემა
,,წერილები ციხიდან” გამოიცა საზღვარგარეთ.
საბჭოთა აქტივიზმი
 1983 წელს ალექსანდრე ზარემბას
ხელმძღვანელობით ქალაქ ლენინგრადში შეიქმნა
მოძრაობა ,,გეი-ლაბორატორია,” რომელიც 30
ადამიანისაგან შედგებოდა. ისინი
ცდილობდნენსაბჭოთა ხელისუფლების
დარწმუნებას მოეხდინა ჰომოსექსუალებთან
მიმართებაში პოლიტიკის ლიბერალიზაცია.
მოძრაობა ატარებდა საინფორმაციო კამპანიას აივ
ინფექციასთან დაკავშირებით.
 1973 წელს ლენინგრადის უნივერსიტეტმა გამოსცა
იურიდიული სახელმძღვანელო, სადაც
გაკრიტიკებულია მამათმავლობის
კრიმინალიზაცია.
საბჭოთა ფსიქიატრია
 1970-1980 წლებში ცნობილი საბჭოთა ფსიქიატრი
ვასილენკო თვლიდა, რომ ჰომოსექსუალობა არის
ფსიქოლოსექსუალურ ორიენტაციის დარღვევის
ერთ-ერთი ფორმა. ფსიქიატრი სვამდა დიაგნოზს და
ნიშნავდა მამაკაცური ჰომოსექსუალობის
მკურნალობის კურსს.
 საბჭოთა კავშირში ფართოდ იყენებდნენ წამლებს და
ფსიქოთერაპიულ კურსს მამაკაცი
ჰომოსექსუალების მიმართ.
 აღნიშნული მოსაზრებები ადასტურებდა იმას, რომ
ჰომოსექსუალობა უნდა ყოფილიყო სამედიცინო და
არა სამართლებრივი ჩარევის საგანი.
პერესტროიკა
 შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციონერების
სურვილის საწინააღმდეგოდ, იურისტების მიერ
შედგენილი იქნა რუსეთის სისხლის სამართლის
კოდექსის პროექტი მამათმავლობის
დეკრიმინალიზაციის თაობაზე.
 ფსიქიატრმა იგნატოვმა ღიად მოითხოვა,
ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია.
 ამის მიუხედავად გორბაჩოვის შინაგან საქმეთა
სამინისტრო მხარს უჭერდა მამათმავლობის
შენარჩუნებას.
 გორბაჩოვის მმართველობის ბოლოს შედგა
კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ
მომხდარიყო ნებაყოფლობითი ჰომოსექსუალობის
დეკრიმინალიზაცია.
საკანონმდებლო გაფრომება
 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვსა და
ლენინგრადში ჩნდება პირველი ლგბტ
უფლებების დამცველმა ორგანიზაციები.
ესტონეთში ეწყობა კონფერენცია ამ თემაზე.
 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1993 წელს
ცვლილება შევიდა რუსეთის სისხლის
სამართლის კოდექსში, რითაც გაუქმდა
ნებაყოფლობითი მამათმავლობა. მიუხედავად
ამისა, 73 ადამიანმა ბოლომდე მოიხადა
დანიშნული სასჯელი.
 1999 წლის 1 ივნისს ნებაყოფლობითი
მამათმავლობა გააუქმა საქართველომაც.

You might also like