Professional Documents
Culture Documents
momxseneblebi:
moderatori:
1
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
2
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
1933 წელს ალექსანდრ ზარხიმ1 გადაიღო ფილმი „ჩემი სამშობლო―, ფილმი ძალიან
მოეწონათ, რეჟისორი დააჯილდოვეს საგზურით სოჭში თუ სოხუმში, მაგრამ როცა ის
მოსკოვში დაბრუნდა, ფილმი უკვე აკრძალული დახვდა. აკრძლავას დაემთხვა
სტალინის სტატია სათაურით „იდეურად არასრულფასოვანი ფილმი―, ქვესათაურით
–„Вредная картинка―. ფილმში ნაჩვენები იყო საბჭოთა სამხედრო ტექნიკა. სტალინი
ამბობდა – მტერი ნახავს, როგორ ვემზადებით, რეჟისორმა გაგვყიდაო. 1933 წელს ჯერ
არ ხვრეტდნენ, ამიტომ შეიკრიბნენ კინოსტუდიაში და გადაწყვიტეს, ფილმიდან
სამხედრო ტექნიკის ამსახველი კადრები ამოეღოთ. ამოიღეს, ისევ გაუშვეს ფილმი
ეკრანებზე, ისევ ნახა სტალინმა და თქვა – საშინელი ფილმია, რადგან არ ჩანს, რითი
ვიბრძვით, იარაღი არ ჩანს, ხელებით ხომ არ ომობენო.
30-იანი წლების კინოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ფილმს, რომელიც ფართო
მაყურებლისთვის იყო განკუთვნილი და აკრძალეს. ე.წ. საკასო ფილმები
1
ალექსანდრ ზარხი (1908–1997) - საბჭოთა კინორეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი
2
ბორის შუმიაცკი(1886–1938) - რევოლუციონერი, საბჭოთა ჟურნალისტი, დიპლომატი. 30–იან წლებში
ხელმძღვანელობდა საბჭოთა კინოს.
3
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
3
გრიგორი ალექსანდროვი (1903-1983) საბჭოთა კინორეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი. ავტორი ფილმებისა,
„ვოლგა, ვოლგა―, „პირველი მაისი― „ცირკი― და სხვ.
4
სერგეი ეიზენშტეინი (1898—1948) საბჭოთა კინორეჟისორი, კინოს თეორეტიკოსი, პედაგოგი. ავტორი
ფილმებისა „ჯავშნოსანი პოტიომკინი―, ალექსანდრ ნეველი―, „ივანე მრისხანე―, „მექსიკური სიმფონია― და ა. შ.
5
პავლე მოროზოვი (1918–1938) კულაკებთან მებრძოლი ბიჭი, რომელიც სასამართლოში გამოსვლის გამო ბაბუამ
და ბიძებმა მოკლეს. სასამართლოში მან მამა ამხილა. პავლიკ მოროზოვის სახის ჰეროიზაციას საფუძველი დაუდო
მაქსიმ გორკის სიტყვებმა – „ეს ბიჭი მონუმენტს იმსახურებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ძეგლს
დავუდგამთ―.
4
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
60-იან წლებში ქართულ კინოში მოვიდა ახალი თაობა, რომელიც გააკეთა ის, რასაც
დღევანდელი თაობა ვერა და ვერ აკეთებს. მაშინ ლანა ღოღობერიძემ, მერაბ
კოკოჩაშვილმა და სხვებმა, არა ლოზუნგებით, როგორც ფრანგებმა, მაგრამ მაინც,
ყველაფრის უარყოფა დაიწყეს, რასაც წინა თაობა სტალინის ეპოქაში აკეთებდა.
მოგეხსენებთ, 70-იან წლებში, როცა ქართული კინო ძალიან წარმატებული იყო,
რუსეთში კინო კრიზისს განიცდიდა – არ იცოდნენ, რომელი ფილმები წაეღოთ
ფესტივალებზე.
6
მიხეილ რომი (1901—1971) საბჭოთა კინორეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი. ავტორი ფილმებისა, „ლენინი
ოქტომბერში―, „ლენინი 1918 წელს―, „ცოცხალი ლენინი―, „ჩვეულებრივი ფაშიზმი―
7
იური ბოგომოლოვი (1937– ) რუსი კინოკრიტიკოსი და არაერთი წიგნის ავტორი.
5
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
6
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
ბოლოს მინდა გავიხსენო მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „ცხელი ზაფხულის სამი დღე―
(ნაწყვეტი ფილმიდან). ამ ნაწყვეტში კარგად ჩანს, რომ მითია, თითქოს შევარდნაძის
დროს ქართული კინო თავისუფალი იყო. თუ არ ჩავთვლით გელა კანდელაკის
ფილმს „უბედურება―, რომელიც არ გამოვიდა ეკრანებზე, ეს არის ერთ-ერთი
უკანასკნელი ფილმი, რომელიც შევარდნაძის დროს აკრძალეს. ფილმის პერსონაჟს
თამრიკო ჰქვია. მაშინ, როცა ფილმი ეკრანებზე უნდა გამოსულიყო, თამრიკო ჩხეიძე
დააპატიმრეს. კარგი იქნება, თუ ბატონი მერაბი ამაზე თვითონ გვიამბობს.
7
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
8
იმ პერიოდ ური კომიტეტის ( ცკ) პირველ
ში ცენტრალ ივანი.
ი მდ
8
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
merab kokoCaSvili – რაც შეეხება ეზოპეს ენას, ამ ენით ჯერ კიდევ 20-იან წლებში
ლაპარაკობდნენ. გავიხსენებ კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებულ ფილმს „ჩემი
ბებია―. ის ჩაფიქრებული იყო, როგორც აგიტფილმი ბიუროკრატიის
საწინააღმდეგოდ, მაგრამ ისე გააკეთა კოტე მიქაბერიძემ, ისეთი დეკორაცია შექმნა,
რომ ფიქრობდი არა ერთ-ორ ბიუროკრატზე, არამედ მთელი ქვეყნის
ბიუროკრატიულ სისტემაზე. „ჩემი ბებია― ამიტომ აკრძალეს. ფილმი დაახლობით 50-
60 – წლის შემდეგ გამოვიდა. კოტე მიქაბერიძეს, უნიჭიერეს ადამიანს აღარ მისცეს
საშუალება სერიოზულად ემუშავა კინოში.
9
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
10
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
ცხადია, უფრო მეტად უჭირდათ იმათ, ვინც ცდილობდა სათქმელი პირდაპირ ეთქვა.
გავიხსნებ ოთარ იოსელიანს, გიორგი შენგელაიას ზოგიერთ ფილმს, ლანა
ღოღობერიძეს. მე ეზოპეს ენით არ მილაპარაკია და ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად,
ჩემი სისუსტეც იყო. გავიხსენებ ფილმს, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის
მიხედვით გადავიღე, სადაც მოქმედება საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხდება.
იქით – თურქეთია, სადაც ქართველები ცხოვრობენ, აქეთ სარფია, საქართველო,
შუაში საბჭოთა ჯარისკაცები დგანან. ერთი ბიჭია, ასევე მესაზღვრე, რომელიც, როცა
გვერდზე ქართველის სახლი იწვოდა, იბრძოდა იმისთვის, რომ წყალი მიესხა და
გადაერჩინა. ეს ეპიზოდი ამომიჭრეს. მაშინ ყველა ფილმს მოსკოვში ვაბარებდით.
ჩავიტანე ფილმი მოსკოვში. მიმითითეს დარბაზი, სადაც ფილმი უნდა ეჩვენებინათ.
შევედი და სულ სამხედროები – გენერლები, პოლკოვნიკები, მაიორები დამხვდნენ;
გამოვბრუნდი, ვიფიქრე, შემეშალა, სხვა დარბაზში მოვხვდი-მეთქი. მოვდივარ და
შემხვდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და შემაბრუნა ისევ იმ დარბაზში.
დამთავრდა ფილმი, ადგა გენერალი და მეკითხება – წაიკითხეთ საბჭოთა არმიის
წესდება? – ვუთხარი, კი, წავიკითხე, ჯარშიც ნამყოფი ვარ-მეთქი. ცუდად იყავი შენ
ჯარშიო, რას ნიშნავს, როცა სამხედრო სამსახურს ამთავრებს შენი გმირი, სიცილ-
ხითხითში პანჩურს რომ ურტყამენო. ვუპასუხე, მეც ასე გამომიშვეს, ჯარიდან რომ
მოვდიოდი-მეთქი. უცებ გენერალმა მუშტი დაარტყა მაგიდაზე და დაიძახა –
„Встать!―. ყველანი, მაიორები, პოლკოვნიკები ფეხზე ადგნენ, მე არ ვიცი, უნდა ავდგე
თუ არა, მეხება თუ არა მე ეს ყველაფერი. მეუბნება – სამი თვის მერე პენსიაში
გავდივარ, და რა, მეც პანჩურს ამომარტყამენო?! 25 წუთი, ყველაფერი, რაც მთავარი
იყო, ამომიღეს ფილმიდან. ნოდარ დუმბაძის რომანი კი სრულად დაიბეჭდა
რუსულადაც. როგორც ჩანს, კინოსა და ლიტერატურას შორის მაინც იყო დიდი
განსხვავება, კინო ზემოქმედების უფრო აქტიური ფორმაა.
11
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
giorgi gvaxaria – ლიამ ახლა ახსენა, რომ უბრალო ჯაჭვიც რაღაცას ნიშნავდაო.
ეზოპეს ენას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ეს შემოქმედებით პროცესს
ზრდის, როცა რაღაცას უყურებ და ფიქრობ, რომ ამის უკან კიდევ რაღაც იმალება,
აქტიურად ხარ ჩართული, ფიქრობ; მეორე მხრივ, ჩვენ დღესაც ხშირად გვგონია, რომ
რაღაცის უკან რაღაც დგას. ესეც საბჭოთა ცხოვრების გავლენაა. მუდმივად
შეთქმულების თეორიებში ვცხოვრობთ. ქვეტექსტების ძებნის ვნებას მე ეზოპეს ენის
მემკვიდრეობას დავარქმევდი.
13
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
ეზოპეს ენა ჯერ კიდევ სტალინს ჰქონდა ათვისებული. ცნობილია, რომ სტალინი
ერთ-ერთ მიღებაზე მიუახლოვდა ლუბოვ ორლოვასა9 და მის ქმარს – ალექსანდროვს
და ჰკითხა, – ხომ არ აბრაზებთ ჩვენს სახალხო მსახიობს, ორლოვას? იცოდეთ, ჩვენ
თქვენ ჩამოგახრჩობთო. რაზეო – შეეკითხა შეშინებული ალექსანდროვი. რაზე და
კისერზეო. ღამით ალექსანდროვმა გააღვიძა ცოლი, ეს რა მითხრა ბელადამაო.
რეჟისორი სტალინმა გააფრთხილა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, სტალინი
ამის ოსტატი იყო.
lia jayeli – ჩვენ იმაზე გვიწევს საუბარი, რომ საბჭოთა დროს ეზოპეს ენას
იძულებით მიმართავდენენ, თორემ ეზოპეს ენა, ალბათ თვით ეზოპემდეც კი იყო...
როცა ნიჭიერი შემოქმედები ტოტალურად მიმართავენ ეზოპეს ენას, მაშინ სწორედ
იძულებასთან გვაქვს საქმე.
9
ლიუბოვ ორლოვა (1902–1975) მსახიობი, საბჭოთა კინოს ვარსკვლავი, სსრკ სახალხო არტისტი.
14
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
lana RoRoberiZe – ეზოპეს ენა ერთ-ერთი საშუალება იყო. ერთი მხრივ, დიდი
ბედნიერება გვქონდა, იმიტომ, რომ ფილმებს ვიღებდით. გამარჯვებებიც იყო,
ჩავარდნებიც, მაგრამ საქართველოში კინოცხოვრება დუღდა. მაშინ ეჭვიც არ
მეპარებოდა, რომ საქართველო კინოს ქვეყანაა. ყველაფერი დამავიწყდა, ჩემი
თარგმანებიც, ფილოლოგიაც, საერთოდ აღარაფერი მახსოვდა კინოს მეტი. მეორე
მხრივ, საშინელი ცენზურა იყო, დღეს ამის წარმოდგენაც კი ძნელია. ცეკაში რაღაცას
რომ მეტყოდნენ, ქუჩაში მოვდიოდი და ვტიროდი. ცენზურა ხშირად აბსოლუტურად
აბსურდული იყო.
ჩემს პირველი ფილმში სამი ნოველაა. ერთი – „თავადის ქალი მაია―. რახან თავადის
ქალზე იყო, დიდი ღელვა გამოიწვია, ერთი თვე მიმდინარეობდა ფილმის მიღება.
ყოველ დღე უყურებდნენ, მსჯელობდნენ იმაზე, საბჭოთა მაყურებლისთვის იყო თუ
არა საინტერესო თავადის ქალის ვნებები. ფილმი იმიტომ გადარჩა, რომ კულტურის
მინისტრის მრჩეველს, კინორეჟისორ არმშტანს მოეწონა და თქვა, მშვენიერი
სურათიაო. სწორედ ამ ფილმით მიმიწვიეს ბერლინში, ეს იყო ჩემი პირველი გასვლა
საზღვარგარეთ. ფილმი რომ დაიწყო, მხოლოდ მაშინ გავარკვიე, რომ ერთი ნოველა
ამოეჭრათ და ასე დასახიჩრებული გაეგზავნათ. მაშინაც ბევრი ვიტირე...
მეც ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, დღეს რატომ ვეღარ ვიღებთ კარგ კინოს. ერთი მხარეა
– ფინანსები და ეს მართალაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კუსტარულად კინოს
ვეღარ გადაიღებ, ეს პერიოდი კინომ უკვე გაიარა. წინააღმდეგობის გაჩენა, ალბათ,
რაღაცას უშველის, როცა იცი, რომ რაღაცას უნდა ებრძოლო და უნდა თქვა, რომ
თავისუფალი ხარ. ენას სულ არა აქვს მნიშვნელობა – სულ ერთია, ეზოპეს ენით
იტყვი, ტარკოვსკის ფილოსოფიური, თუ ფარაჯანოვის სილამაზის ენით. აქ
ნიჭიერებაა მთავარი. მიშა კობახიძე ვახსენეთ, მან თავისი სტილი შექმნა, ის სულაც
არ არის იგავური, ეს კობახიძის სტილია.
16
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
17
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
10
სვეტლანა ალილუევა (1929) სტალინის ქალიშვილი. ფილოლოგი, მემუარისტი. 1967 წლიდან ემიგრაციაშია.
11
იაკობ ჯუღაშვილი (1907–1943) სტალინის ვაჟიშვილი, დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს.
18
www.sovlab.ge
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria
დღეს? თუკი ვინმე გამოვა და იტყვის, რომ კომპრომისებზე უწევდა წასვლა, ვფიქრობ,
ეს მნიშვნელოვანი იქნება. მე მაქვს ამის დეფიციტი. იმ პერიოდის შესახებ ბევრ რამეს
ვკითხულობ. არქივში ვზივარ და იმდროინდელ დოკუმენტებს ვეცნობი, რომელთაც
ეტყობათ, რომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხა, მაგრამ დღემდე არ ვყვებით, ვდუმვართ.
არ მესმის, ახლა რატომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ პირველ პირში იმაზე, რაც
ხდებოდა.
http://www.youtube.com/watch?v=ZtHoJ__YmZc
20
www.sovlab.ge