Professional Documents
Culture Documents
– 1504 წელს, როცა მორი მხოლოდ 27 წლის იყო, პარლამენტში თემთა პალატის
წევრად აირჩიეს. ეს ჰენრი V||–ის მეფობის პერიოდში უკანასკნელი პარლამენტი იყო.
იმავე წელს მეფემ თემთა პალატისგან მოითხოვა ახალი სუბსიდია 38 ათასი
გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მისი უფროსი ძის, უელსის პრინც არტურის
რაინდად კურთხევისა და ასულ მარგარიტას გათხოვებასთან დაკავშირებული
ხარჯების დასაფარად. ამ უკანონო მოთხოვნას თომას მორი აღუდგა. იგი დეპუტატთა
წინაშე გამოვიდა და იმდენად გაბედულად და დამაჯერებლად უარყო მეფის
მოთხოვნა, რომ თემთა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი.
მეფემ შური იძია თომას მორის მამაზე, მცირე ხნით ჩასვა ტაუერის ციხეში და ასი
გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.
– მეფე ჰენრიხ V|||–ის სახელს უკავშირდება თომას მორის როგორც აღზევება, ისე –
დაცემა და საბოლოოდ, სიკვდილი. რატომ შეიძულა მეფემ ინგლისელი მოაზროვნე?
2
– ჰენრიხ V|||–მ საეკლესიო რეფორმის გატარება და ეკლესიის სათავეში მოქცევა
გადაწყვიტა, რითაც მას კათოლიკური ეკლესიის სიმდიდრის დაპატრონება სურდა.
მის ამ განზრახვას კათოლიციზმისა და პაპის ერთგული თომას მორი არ
დაემორჩილა, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად მეფე ჰენრი არ აღიარა და
ლორდ–კანცლერის პოსტი დატოვა.
– თუმცა, მეფე ჰენრიხმა არც ის აპატია თომას მორს, რომ მორმა, როგორც
ადვოკატმა, მეფეს პირველ ცოლთან განქორწინების საქმეში მხარი არ დაუჭირა.
1535 წლის 6 ივლისს დილაადრიანად ტაუერში მივიდა მისი მეგობარი თომას პაპი,
რომელმაც აუწყა, რომ დასჯიდნენ დილის 9 საათზე, ოღონდ არა იმგვარად, როგორც
პირვანდელი განაჩენით გადაუწყვიტეს, არამედ მას თავს მოკვეთდნენ.
თავდაპირველი განაჩენით იგი უნდა ჩამოეკიდათ სახრჩობელაზე, სანამ სანახევროდ
არ მოკვდებოდა, შემდეგ გადაჭრიდნენ თოკს, გაფატრავდნენ, მის სხეულის ნაწილებს
დაკიდებდნენ ქალაქის კარიბჭეზე, თავს კი – ლონდონის ხიდზე. ასეთი იყო
იმდროინდელი ინგლისი. განაჩენის შეცვლით გამოწვეული “შეწყალების” გამო
თომას მორმა ასე წამოიძახა: “ღმერთო, შენ დაიფარე ჩემი მეგობრები ასეთი
შეწყალებისგან”. თომას მორს აუკრძალეს სიკვდილის წინ ხალხისთვის მიმართვა,
რათა არ გამჟღავნებულიყო მისი სიკვდილით დასჯის ნამდვილი მიზეზი.
3
ინგლისი ვეღარ წარმოშობს, თუმცა მას შემდგომშიც ბევრი ეყოლება დიადი
ადამიანები”.