You are on page 1of 30

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის

მართვის პრობლემების ანალიზი

ორგანიზაცია “ბათომი”, 2019 წ.


დოკუმენტი მომზადდა საზოგადოება „ბათომის“ მიერ „იკომოს საქართველოს“ პრეზიდენტის,
ნატო ცინცაბაძის კვლევის საფუძველზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.
კვლევის ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის
შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
დაფინანსებით.
ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საზოგადოება „ბათომი“. ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ის
შეხედულებებს.

2
სარჩევი
შესავალი ................................................................................................................................................... 4
კვლევის შეჯამება და ძირითადი მიგნებები .......................................................................... 5
კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემა .............................................................. 8
მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვის პრინციპი ................................................. 10
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკანონმდებლო და
მარეგულირებელი ინსტრუმენტები ....................................................................................... 10
ბათუმის კულტურული და ურბანული მემკვიდრეობის
იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია .................................................................................................. 12
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის ინსტიტუციები .............................. 16
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა .......................................................... 16
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო16
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო ..................................................................................................................................... 17
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ....................................................... 18
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის სათათბირო
ორგანო - კულტურული მემკვიდრეობის საბჭო........................................................... 19
ქ. ბათუმის მერია ........................................................................................................................... 20
ქალაქ ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების საკითხთა საბჭო ............................................................................................ 21
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
................................................................................................................................................................ 21
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ............................................................................. 23
სამოქალაქო ჩართულობა, ადგილობრივი თემი, არასამთავრობო
ორგანიზაციები.............................................................................................................................. 24
დასკვნა ................................................................................................................................................... 26
დანართი 1 - ძირითადი გამოყენებული წყაროები .......................................................... 28

3
შესავალი

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით სახელმწიფოს


ვალდებულება - ზრუნავდეს ეროვნული ფასეულობებისა და
თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კულტურის
განვითარებაზე - საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული
(მუხლი 5). ამავდროულად, „ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვაზე’’ (მუხლი 20), ვინაიდან, კულტურული
მემკვიდრეობა არა მხოლოდ განსაზღვრავს სოციალური ჯგუფების
თვითმყოფადობას, წარმოდგენს არა მხოლოდ ხალხთა მრავალფეროვნების
შემეცნებისა და ურთიერთგაგების გაღრმავების საუკეთესო საშუალებას,
არამედ, ასევე, ქვეყნისა თუ ადგილობრივი თემის ეკონომიკური და
სოციალური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსს. ამიტომ,
კულტურული ფასეულობის განადგურება აუნაზღაურებელი დანაკარგია
როგორც ქვეყნისთვის, ასევე, მთელი კაცობრიობისთვის.

კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისა და განადგურების მრავალი,


როგორც ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით, ასევე სოციალური და
ეკონომიკური ცვლილებებით განპირობებული საფრთხე არსებობს, რომელთა
შორისაა: უკონტროლო ურბანული განვითარება, არასწორი ურბანული
პოლიტიკა, ინდუსტრიის სწრაფი განვითარება და სწრაფად მზარდი
ტურიზმი. ქალაქების უკონტროლო და დაუგეგმავი ზრდისა და გაფართოების,
ასევე, არასწორი ურბანული დაგეგმარებისა და ისტორიული უბნების
შეუფერებელი მოდიფიკაციების შედეგად, შესაძლებელია განადგურდეს არა
მხოლოდ მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლები, არამედ, ასევე,
ძეგლების გარშემო ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი, მთლიანად
ისტორიული უბნები და - ქალაქებიც კი.

ბათუმის ისტორიულ ნაწილში 2005 წლიდან განვითარებული მოვლენები -


ისტორიულ ქსოვილში უხეში ჩარევა, ბათუმის ისტორიული ნაგებობების
ნგრევა და შეუსაბამო ტრასფორმაცია - მსგავსი საფრთხეებისა და ნეგატიური
პროცესების ხელშესახები ილუსტრაციაა.

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება „იკომოს საქართველოს“ პრეზიდენტის, ნატო


ცინცაბაძის კვლევას და ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის
პრობლემების იდენტიფიცირებასა და ანალიზს ისახავს მიზნად. ის
განიხილავს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის საკანონმდებლო
და მარეგულირებელი ინსტრუმენტების, ასევე, ურბანული მემკვიდრეობის
მართვის ინსტიტუციების არაეფექტურობის მიზეზებსა და შედეგებს,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დოქტრინებთან და
სახელმძღვანელო პრინციპებთან მიმართებაში. დოკუმენტი შედგება მოკლე
(„კვლევის შეჯამება და ძირითადი მიგნებები“) და ვრცელი ნაწილისგან.

4
კვლევის შეჯამება და ძირითადი მიგნებები

როგორც კვლევა ცხადყოფს, ფორმალურ-სამართლებრივ თუ პრაქტიკულ


დონეზე, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემა მრავალი
ხარვეზით ხასიათდება:
 ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის, როგორც უნიკალური
კულტურული ფასეულობის დაცვის მნიშვნელობა არ არის მკაფიოდ
გააზრებული მის მართვაში ჩართული მხარეების მიერ; შესაბამისად,
 ამ მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებისა და არსებული მართვის
სისტემის გაჯანსაღებისთვის მტკიცე პოლიტიკური ნება არ არსებობს;
 მართვის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ურბანული
მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ერთიან ციკლს; არ არსებობს
გამართული მარეგულირებელი გარემო, ადმინისტრაციული და
ინსტიტუციური ქსელი, ასევე - მართვის პროცესის მაკოორდინირებელი
სტრუქტურა;
 დარღვეულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბაზისო
პრინციპები; არ არის მკაფიოდ გაწერილი რას ვიცავთ; რისი
განვითარება გვინდა; ვინ, როდის, როგორ, რა ფინანსური რესურსებით
არის პასუხისმგებელი მართვის ფუნქციების შესრულებაზე თუ ამ
პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე; შესაბამისად,
 მართვის არსებულ სისტემაში ანგარიშვალდებულებისა და
გამჭვირვალობის პრინციპები არ არის დაცული, რაც კიდევ უფრო
ზრდის დაუსაბუთებელი და ბათუმის ისტორიული ნაწილისთვის
საზიანო გადაწყვეტილებების მიღების რისკებს; ამასთან,
 მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებისთვის არსებული პროფესიული და
ფინანსური რესურსები არასაკმარისია ან/და არაეფექტურად იმართება.

შედეგად, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემა არა თუ


ვერ უზრუნველყოფს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ადეკვატურ
დაცვასა და განვითარებას, არამედ, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო შედეგს
იძლევა.

თუმცა, როგორც კვლევა ასევე ცხადყოფს, ბათუმის ურბანული


მემკვიდრეობის ეფექტური მართვის სისტემის განვითარების პოტენციალი
არსებობს და შესაძლებელია არსებული რესურსების უფრო ეფექტურად
ამოქმედებაც. ამის უზრუნველსაყოფად, კვლევა ურბანული მემკვიდრეობის
ინტეგრირებული მართვის პრინციპის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და
გვთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს, ბათუმის ურბანული

5
მემკვიდრეობის მართვის ინსტიტუციური ჩარჩოს და არსებული პრაქტიკის
გასაუმჯობესებლად; კერძოდ, აუცილებელია:
 გაიზარდოს ბათუმის ისტორიული ნაწილის ეფექტური მართვისთვის
საჭირო მარეგულირებელი ინსტრუმენტებისა და კანონით
განსაზღვრული ურბანული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების
პრაქტიკული ქმედითობა; მოხდეს მათი ინტეგრირება არსებულ
ადმინისტრაციულ სისტემასა და ქალაქგეგმარებით რეგლამენტებში;
 დამტკიცდეს ბათუმის ისტორიული განაშენიანების, განაშენიანების
რეგულირებისა და ლანდშაფტური დაცვის ზოგადი ზონები; ასევე,
შემუშავდეს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის გეგმა,
ქალაქგეგმარებითი დეტალური რეგლამენტი და ისტორიული
ნაგებობების რეაბილიტაციის სახელმძღვანელო პრიციპები;
 დაიხვეწოს მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებასთან და სამშენებლო
ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, ბათუმის ურბანული
მემკვიდრეობის მართვაში ჩართული ინსტიტუციების მიერ
გადაწყვეტილებათა მიღების საფუძვლები და პროცედურები;
 მკაფიოდ გამოიკვეთოს, გაიმიჯნოს და გადანაწილდეს ბათუმის
ურბანული მემკვიდრეობის მართვის პროცესში ჩართული
ინსტიტუციების უფლება-მოვალეობები, განისაზღვროს მართვის
პროცესის სრულ ციკლში თითოეული სტრუქტურის ჩართულობის
შესაძლებლობები და ამ ჩართულობისთვის საჭირო რესურსები,
მემკვიდრეობის დაცვის ყველა საბაზისო პრინციპის ეფექტური
განხორციელებისთვის;
 გაუმჯობესდეს თანამშრომლობა მართვის სხვადასხვა ინსტიტუციას
შორის და განისაზღვროს მართვის პროცესის მაკოორდინირებელი
სტრუქტურა - გამართული, მაღალკვალიფიციური ერთეული, რომელიც
ურბანული მემკვიდრეობის მართვის ფართო და მნიშვნელოვანი
უფლებამოსილებების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი;
 უწყებათაშორისი საბჭოებისა თუ კომისიების ნაცვლად აქცენტი
დარგობრივ, პროფესიულ საბჭოებზე გაკეთდეს და კულტურული
მემკვიდრეობის დაგეგმვისა და მართვის პროცესში გაძლიერდეს
პროფესიული ექსპერტიზისა და კომპეტენციის როლი;
 მართვის ინსტიტუციებს შორის უფლება-მოვალეობების განაწილების
პარალელურად, მომზადდეს და განხორციელდეს ინტენსიური
დარგობრივი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.

დასასრულს, კვლევა ასევე აღწერს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის


შესწავლისა და მართვის პროცესში ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტების, ადგილობრივი თემისა და სამოქალაქო საზოგადოების
პოტენციალსა და ჩართულობის პოზიტიურ გამოცდილებას და ყურადღებას
ამახვილებს მათი აქტიური მონაწილეობის როლზე საჭიროებათა კვლევისა

6
თუ მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების საქმეში; შესაბამისად,
რეკომენდირებულია:
 ერთი მხრივ, მოხდეს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის
საჭიროებათა ინტეგრირება ბათუმის სამეცნიერო კერების კვლევით
გეგმებში; მეორე მხრივ კი, კვლევით ინსტიტუტებში არსებული
ანალიტიკური მასალა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის
სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდეს;
 განხორციელდეს ადგილობრივ თემზე დაფუძნებული რებილიტაციის
საპილოტე პროექტი, რაც ხელს შეუწყობს მართვის ინსტიტუციებს,
დაინტერესებულ მხარეებსა და მოსახლეობას უფრო მკაფიოდ დაინახონ
სისტემის ხარვეზები და დახვეწის პერსპექტივები; და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია - თანამონაწილეობის უპირატესობები და
შედეგიანობა;
 ერთი მხრივ, გააქტიურდეს მართვის ოფიციალური ინსტიტუციების
თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, გაუმჯობესდეს
ადგილობრივი თემისა და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა
ურბანული მემკვიდრეობის მართვის პროცესის ყველა ეტაპზე; მეორე
მხრივ კი, სამოქალაქო აქტივისტებმა ხელი შეუწყონ საერთაშორისო
პრინციპებისა და სტანდარტების პოპულარიზაციას ოფიციალური
სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის.

ვინაიდან, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის პროცესში


სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებისა და საზოგადოებრივი კონტროლის
ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივ ხელისუფლებაში პოლიტიკური ნების
მიღწევისა და ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემის
გაჯანსაღების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილება.

7
კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემა

კულტურული მემკვიდრეობის ეფექტური მართვის სისტემა დამოკიდებულია


კონკრეტული მემკვიდრეობის რესურსის ტიპოლოგიაზე, მახასიათებლებზე
და კულტურულ კონტექსზე. მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის
სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, მემკვიდრეობის
მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მისი ადეკვატური მართვისთვის
მნიშვნელოვანია შემდეგი აუცილებელი კომპონენტები:
1. მემკვიდრეობის რაობის, ფასეულობის მკაფიო აღქმა ყველა ჩართული
და დაინტერესებული მხარის მხრიდან;
2. ციკლის არსებობა, რომელიც მოიცავს დაგეგმარების, შესრულების,
შეფასებისა და შედეგის ეტაპებს;
3. შესაბამისი რესურსების მობილიზება;
4. მართვის სისტემის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე მუშაობა.

კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემა ნიშნავს ისეთ


საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, ინსტიტუციურ სისტემას, რომელიც
უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის რესურსების დაცვისა და
განვითარების ციკლს:

დაგეგმარება

შედეგი შესრულება

შეფასება

ამ ციკლის ყოველ ეტაპზე ხდება მემკვიდრეობის დაცვის საბაზისო


პრინციპების დაცვა, რომელთა ჩამონათვალი და აღწერა მოცემულია ცხრილში
1:

8
ცხრილი 1 - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბაზისო პრინციპები

პრინციპები აღწერა
იდენტიფიკაცია/ იდენტიფიკაცია მოიცავს, როგორც გამოვლენას, ისე
ინვენტარიზაცია/ შეფასებას, დასაცავ ფასეულობათა კლასიფიცირებას,
ფიქსაცია- ინტერპრეტაციას, ისე ამ რესურსების ტიპოლოგიის
დოკუმენტირება შესაბამის ინვეტარიზაციას და დოკუმენტირებას.
კვლევა/ანალიზი მემკვიდრეობის რესურსების ანალიზი უწყვეტი პროცესია
და შეეხება არა მხოლოდ მემკვიდრეობის რესურსების
სამეცნიერო შეფასებას, არამედ რესურსების
მდგომარეობას, რისკებს, საფრთხეს, განვითარების
პოტენციალს და საჭიროებების გამოვლენას
დაგეგმარებისთვის.
დოკუმენტაციის/ დაგეგმვა სჭირდება მემკვიდრეობის რესურსების,
ინფორმაციის როგორც ყოვედღიურ მოვლა-პატრონობას, პრევენციულ
მართვა მოვლას, გადაუდებელ ღონისძიებებს, განათლებისა და
საზოგადოების გათვითცნობიერების პროგრამებს,
სამომავლო და მიმდინარე სარეაბილიტაციო
ღონისძიებებს შესაბამისი სტანდარტებით, ისე მისი
შესრულების მექანიზმებს, ადმინისტრაციული,
პროფესიული და ფინანსური რესურსების მობილიზებას,
შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნას.
მონიტორინგი/ მონიტორინგი ესაჭიროება, როგორც მემკვიდრეობის
ანალიზი დაცვის შესრულების პროცესს ყველა დონეზე, მათ შორის
მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციის პროცესს,
განათლებისა და საზოგადოების გათვითცნობიერების
აქტივობებს, ჩარევის მეთოდოლოგიას და ხარისხს, ასევე
რისკებს, სამომავლო საფრთხეებს და აშ.

მონიტორინგის შედეგების ანალიზი და შეფასება იძლევა


საფუძველს შემდგომი დაგეგმარებისთვის.

ფუნდამენტური კვლევების საკვანძო მნიშვნელობის გარდა, მემკვიდრეობის


დაცვის პროცესს სისტემატიური მრავალდისციპლინარული კვლევა უნდა
სდევდეს თან, რაც რთულად მისაღწევი პროცესია, ვინაიდან უკიდურესად
მრავალდისციპლინარულ მიდგომას/ჩართულობას მოითხოვს.

9
მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვის პრინციპი

მემკვიდრეობის ერთი კონკრეტული ობიექტისთვისაც კი და მით უმეტეს


ურბანული, ტერიტორიული და ლადშაფტური მემკვიდრეობის დასაცავად
საჭიროა, როგორც ინტერ-დისციპლინარული, ისე უაღრესად ფართო
მრავალდისციპლინარული პროფესიული, ადმინისტრაციული რესურსი და
მექანიზმები.

დარგის საუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა მემკვიდრეობის


ინტეგრირებული მართვის პრინციპი (ინტეგრირებული კონსერვაცია),
რომლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მემკვიდრეობის
რესურსების, როგორც საჭიროებანი, ისე პოტენციალი, ინტეგრირებული იქნება
სხვა დარგობრივ სტრატეგიულ და განვითარების გეგმებსა და კონცეფციებში.
ამის მისაღწევად საჭიროა მკაფიო, გამართული მარეგულირებელი
საკანონმდებლო გარემო, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ქსელი,
სადაც გარკვეულია ვინ, სად და როდის მონაწილეობს ამ ციკლში, რომლის
კოორდინაციაზეც, როგორც წესი, კონკრეტული
ობიექტის/ძეგლის/ტერიტორიული მემკვიდრეობის ძეგლის მართვის ორგანო
ზრუნავს.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკანონმდებლო და


მარეგულირებელი ინსტრუმენტები

საქართველო მიერთებულია გაეროსა და ევროპის საბჭოს ყველა კონვენციას


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, რომელთა ჩამონათვალი,
ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, მოცემულია ცხრილში 2.

ცხრილი 2 - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს


მიერ რატიფიცირებული გაეროსა და ევროპის საბჭოს კონვენციები

მიღების წელი კონვენციის დასახელება


1954 იუნესკოს ჰააგის კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტის
დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ
1972 იუნესკოს კონვენცია მსოფლიო მემკვიდრეობის
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ
1985 ევროპის საბჭოს კონვენცია ევროპული არქიტექტურული

10
მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
1992 ევროპული კონვენცია არქეოლოგიური ძეგლების დაცვის
(განახლებული) შესახებ
2003 იუნესკოს კონვენცია არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
2005 იუნესკოს კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის
მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ
2005 ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისათვის
კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების შესახებ

შესაბამისად, საქართველო იზიარებს და აქვს ვალდებულება 1 გამოიყენოს


ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS)
15 ქარტია და რეკომენდაცია და ევროპის საბჭოს 18 დარგობრივი რეზოლუცია
და რეკომენდაცია. მათ შორისაა: საერთაშორისო ქარტია ძეგლთა დაცვისა და
რესტავრაციის შესახებ ”ვენეციის ქარტია”, ICOMOS, 1963; ქარტია -
ისტორიული ქალაქებისა და ურბანულ არეალთა კონსერვაციისთვის,
“ვაშინგტონის ქარტია”, ICOMOS, 1985.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის


დაცვისა და რესტავრაციის სახემძღვანელო და ბათუმის ურბანული
მემკვიდრეობის მართვის დეტალური რეგლამენტი არ არის დამუშავებული,
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი საკმაოდ ზუსტ
და ამომწურავ განმარტებებს იძლევა ძეგლებზე დასაშვებ სამუშაოთა
რაობაზე/მეთოდოლოგიაზე, ხოლო ამ კანონის VIII თავი - „კულტურული
მემკვიდრეობის დამცავი ზონები და მათი რეჟიმები” დეტალურ განმარტებებს
იძლევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების როგორც ინდივიდუალურ,
ისე ზოგად დამცავ ზონებზე და მათ რეჟიმებზე. ფაქტიურად, კანონში
მოცემულია დამცავი ზონების ზოგადი რეგლამენტი.

ამავე კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც განმარტავს,


რომ: “ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების
ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია
ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც
გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის
დოკუმენტაციის შედგენისას”, 2007 წელს ბათუმისთვის დამუშავდა ქ.
ბათუმის ისტორიული ნაწილის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა.

1ეს პროფესიული დოქტრინები შესაბამისი კონვენციების სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს.


ვენეციის ქარტია თავად წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საფუძველს. მათი დიდი
ნაწილი ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

11
ამავე მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ისტორიულ-კულტურული საყრდენი
გეგმა არის მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებული
სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც
მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში
არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ
ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი
დაცვისათვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი
რეგლამენტაციის შესახებ.”

ბათუმის კულტურული და ურბანული მემკვიდრეობის


იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია-აღიარების ეტაპები და


პროცედურები დინამიური და საინტერესო პროცესია, რომელიც ხასიათდება
ლოგიკური თანმიმდევრულობით:

საბაზისო
კვლევითი
აღიარება/
ზონირება დოკუმენტაციის
ძეგლების დაცვის
(დაცვის ზონის შექმნა
აღნუსხვა სტატუსის
მინიჭება) (ისტორიულ-
უზრუნველყოფა
კულტურული
საყრდენი გეგმა)

საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლების 1959 წლის


ნუსხაში 2 ბათუმის რაიონში მხოლოდ 14 ძეგლია აღწერილი. ბათუმის
ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის 3 მიხედვით, ბათუმის
კულტურული მემკვიდრეობის სისტემური შესწავლა XX საუკუნის 60-70-იან
წლებში დაიწყო და მას მნიშვნელოვანი ძეგლთა დაცვითი ღონისძიებების
ეტაპები მოჰყვა, რომელთა ჩამონათვალი, ქრონოლოგიური თანმდევრობით,
მოცემულია ცხრილში 3:

2 შემდგენელი: თეიმურაზ ბარნაველი


3 გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი, 2007

12
ცხრილი 3 - ბათუმის ძეგლთა დაცვითი ღონისძიებების ეტაპები, 1987-2018

წელი ღონისძიების შინაარსი


1987 ქალაქის საბჭოს აღმასკომის #748 დადგენილებით დამტკიცდა ქ.
ბათუმის არქიტექტურულ ძეგლთა სია და დადგინდა ქალაქის
ისტორიული ნაწილის დაცვის ზონის საზღვარი.
1994 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს #186
დადგენილებით „ქ. ბათუმის ისტორიული უბნის რეკონსტრუქციის
შესახებ” დადგინდა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობისთვის
დამცავი ზონა.
2004 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაკვეთით,
შესრულდა ქ. ბათუმის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია,
რომლის ფარგლებში ჩატარდა არსებული ძეგლთა სიის გადამოწმება-
დაზუსტება.
2006 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ
ჩატარდა ქ. ბათუმის ძეგლთა ახალი ინვენტარიზაცია.
2006 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის
სამინისტროს #3/133 და 4#3/311 დადგენილებებით დამტკიცდა ქ.
ბათუმის ძეგლთა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა ახალი სიები.
2007 საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით დამუშავდა
ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. ისტორიულ-
კულტურული საყრდენი გეგმის ძირითად დოკუმენტს
სარეკომენდაციო დაცვითი ზონები წარმოადგენდა.
2015 განხორციელდა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლების რეინვენტარიზაცია.
2017 ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით გის და დზ
საკონსულტაციო ცენტრმა გეოგრაფიკმა მომზადა საპროექტო
დოკუმენტაცია ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების
რეგულირების დაცვის ზონების დასამტკიცებლად, რომელიც
კანონის შესაბამისად ეყრდნობა (ამავე ორგანიზაციის მიერ ადრე
შემუშავებულ) ბათუმის ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმას.
ამ დოკუმენტით ბათუმში 224 უძრავი ძეგლია; 42
რეკომენდირებულია მისანიჭებლად და 13 სტატუსის მოსახსნელად.
2018 ქ. ბათუმის საკრებულომ განიხილა და მოიწონა საპროექტო
დოკუმენტაცია ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების
რეგულირების დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ, ხოლო 4
აპრილს, ქ. ბათუმის მერიამ ბათუმის ისტორიული ნაწილის დაცვის

13
ზოგადი ზონების პროექტი დასამტკიცებლად გაუგზავნა
საქართველოს კულტურის სამინისტროს.4

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის კომპლექსური ინვენტარიზაციის ამდენი


ეტაპი, რასაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფინანსური რესურსი
მოხმარდა, იშვიათია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ეს
ფუფუნებაა, რომელიც აშკარად არ არის გამოყენებული დღევანდელ
პრაქტიკაში. თუმცა,
პრობლემა: ამ პროცესს ახასიათებს გარკვეული ფორმალობა - იქმნება
დოკუმენტი, რომელსაც არ იყენებენ და ამას ამართლებენ იმით, რომ
საჭიროა შემდგომი მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელსაც,
სავარაუდოდ, ისევ არ გამოიყენებენ.

ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელიც ბათუმს გააჩნია,


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის შესაბამისად,
წარმოადგენს ოფიციალურ კვლევით ბაზას, ისტორიული ურბანული ძეგლის
შემდგომი დაცვა/განვითარებისთვის. ეს დოკუმენტი შეიქმნა იმისთვის, რომ
იგი გამოყენებული იქნას ურბანული მემკვიდრეობის მართვისთვის და
მაგალითად, მას შემდგომში დაეყრდნოს ურბანული მემკვიდრეობის
სახელმწიფო დაცვითი ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
მიუხედავად ამისა,
პრობლემა: ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა,
როგორც დარგობრივი კვლევითი დოკუმენტი, არ არის ინტეგრირებული
ქ. ბათუმის ისეთ მნიშვნელოვან ქალაქგეგმარებით რეგლამენტებში,
როგორიცაა „ქ. ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
წესებისა და მიწათსარგებლობის გეგმა” (2009-12), და უფლებრივი
ზონირების დოკუმენტი.
რეკომენდაცია: მოხდეს ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი
გეგმის ინტეგრირება ქ. ბათუმის მოქმედ ურბანულ მარეგულირებელ
დოკუმენტებში და გათვალისწინებული იქნას ისტორიულ ბათუმში
სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესში.

როგორც ქვემოთ ვნახავთ, არსებობს რამდენიმე საბჭო, რომელიც დებულებით


მოწოდებულია დაიცვას ბათუმის სწორედ რომ ურბანული კულტურული
მემკვიდრეობა, კულტურული მემკვიდრეობის ზონებში, თუმცა,

4 წინამდებარე დოკუმენტის მომზადება დაიწყო იმ დათქმით და იმედით, რომ ბათუმის მერიის ეს უკანასკნელი
ნაბიჯი, გარკვეულ გარანტიებს იძლეოდა, რომ მათ გააჩნიათ ნება წესრიგი დამყარდეს ურბანული მემკვიდრეობის
მართვის სფეროში. მოგვიანებით, 2018 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ მერიამ თვითნებურად შეცვალა
ბათუმის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონები და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამოიღო რამდენიმე არეალი,
სადაც მსხვილმასშტაბიანი მშენებლობები იგეგმებოდა. სწორედ სახეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია
გადაეგზავნა კულტურის სამინისტროს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად არათამიმდევრული და მყიფეა
ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკური ნება ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში.

14
პრობლემა: ნათელი არ არის ზუსტად რა იგულისხმება ამ საბჭოების
დებულებებში „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების” ქვეშ,
ვინაიდან იგივე დებულებები არ ახსენებენ არც კანონს კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ და არც ბათუმის ისტორიულ-კულტურულ
საყრდენ გეგმას, როგორც გადაწყვეტილების საფუძველს.

მეორე მხრივ, დღის წესრიგში დგას ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის


ახალი დაცვითი ზონის დამტკიცება (2017 წლის პროექტი). ერთი შეხედვით, ეს
უფრო საზღვრების გაფართოვებას ჰგავს, ვინაიდან,
პრობლემა: 1994 წელს დაცვის ზონა უკვე დამტკიცებული იყო და ამ
ზონის გაუქმება ოფიციალურად არ მომხდარა. როგორც ირკვევა, 1994
წლის დადგენილება არ ინახება საქართველოს ცენტრალურ საჯარო
რეესტრის არქივში, რაც იმით არის გამოწვეული, რომ დადგენილების
თარიღი ასლან აბაშიძის მმართველობას ემთხვევა. სამართლებრივად
შესაფასებელია, ამ გარემოებათა გამო, ძალაშია თუ არა ეს
სამართლებრივი აქტი. იგივე ეხება 1987 წლის დადგენილებასაც. რადგან,
არსებობს მოსაზრება, რომ ამ დადგენილებებში ძეგლის
ინდივიდუალური დაცვის ზონები იგულისხმება, რაც არ არის
შესაბამისობაში მაგალითად 2018 წელს შექმნილი ურბანული
განვითარების სამსახურის დებულებასთან, სადაც ისტორიული
განაშენიანების ზონაზეა ლაპარაკი, რაც პირდაპირ ზოგად დამცავ ზონას
ნიშნავს.
რეკომენდაცია: დამტკიცდეს და ძალაში შევიდეს 2018 წელს კულტურის
სამინისტროსთვის წარდგენილი ბათუმის ისტორიული განაშენიანების,
განაშენიანების რეგულირებისა და ლადშაფტური დაცვის ზოგადი
ზონები, რათა შეწყდეს სპეკულიაციები ზონების არსებობა-არ არსებობის
შესახებ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადი დამცავი ზონების პროექტის


დამტკიცება ფორმალურად მოაწესრიგებს საკითხს, ფაქტობრივი მოწესრიგება
კი მხოლოდ კანონით განსაზღვრული ურბანული მემკვიდრეობის დაცვის
მექანიზმების შინაარსობრივ გათავისებას და ადმინისტრაციულ სისტემაში
ინტეგრირებას შეიძლება მოჰყვეს, ვინაიდან აშკარაა, რომ ბათუმს დღეს უკვე
გააჩნია ისტორიული ნაწილის სწორად დაგეგმარებისთვის საჭირო
მარეგულირებელი ინსტრუმენტები, თუმცა, ურბანული მემკვიდრეობის
მართვის ინსტიტუციების ეფექტურობისთვის ეს ფაქტორი არასაკმარისია.

15
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის ინსტიტუციები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის


საბჭო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს -


(ე.წ. ზონალური საბჭო) დებულების თანახმად, საბჭო შექმნილია „აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონებში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-
არქიტექტურული გარემოს, განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და
იერსახის დაცვა-შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით.’’ და „განსაზღვრავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის
კანონმდებლობით განსაზღვრულ სტადიებზე ადმინისტრაციულ წარმოებაში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს
(შემდგომში - საბჭო), როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს
მონაწილეობის პირობებს, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს. ..საბჭოს
ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ
ზონებში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-არქიტექტურული
გარემოს, განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და იერსახის, ისტორიული
ნაწილის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის
(დაგეგმარების სტრუქტურა, შენობების მასშტაბი, ხედი, პანორამა, ხასიათი,
სილუეტი და სხვა) დაცვასა და შენარჩუნებას.’’
პრობლემა: მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო აბზაცი პირდაპირ
კულტურული მემკვიდრეობის კანონიდან არის გადმოტანილი,
დებულება არ ახსენებს ამ კანონს. სხვადასხვა წლებში დებულებაში
ცვლილებები ადასტურებს, რომ ეს საბჭო უფრო უწყებათაშორისო
სათათბიროა, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომელიც
მსჯელობს პროექტების დამტკიცება არ დამტკიცებაზე. მისი წევრები
ხელისუფლების სხვადასხვა შტოს თანამდებობის პირები არიან.
უწყებათაშორისო საბჭოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა,
როგორც წესი, ასეთი საბჭო დარგთაშორისი ინტეგრაციის, პოლიტიკის
საკითხებზე მსჯელობს და არა პროექტების განხილვაზე, რადგან ასეთი
კომპეტენცია მას არ გააჩნია. დებულების მიხედვით, საბჭოს წევრები,
არც მეტი არც ნაკლები, უნდა გაეცნონ საპროექტო დოკუმენტაციას,
რომელსაც მათ აჭარის კულტრული მემკვიდრეობის სააგენტო
უმზადებს. ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ამ
სიტუაციას იმით ამართლებენ, რომ ბოლო წლებში ის თანამდებობის
პირები, რომლებიც მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროს ან მერიის

16
ურბანულ სამსახურს წარმოადგენენ, განათლებით არქიტექტორები
არიან. თუმცა, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ საბჭო უწყებათშორისოა
და არა დარგობრივი.
რეკომენდაცია: დარგობრივი კონტროლის საკითხი პრინციპულია და
აუცილებელია ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ამაზე
მუშაობა. რეკომენდირებულია უწყებათაშორისი საბჭოები თუ
კომისიები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოები
ჰქვიათ, შეიცვალოს რეალურად დარგობრივ, პროფესიულ საბჭოებად,
როგორც ეს კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არის
დადგენილი.
პრობლემა: ამასთან, აღსანიშნავია, რომ “ე.წ. ზონალური” საბჭოს
დებულებაში არ არის განმარტებული, რის საფუძველზე იღებენ
გადაწყვეტილებას, რითი ხელმძღვანელობენ საბჭოს წევრები
მსჯელობისას. დებულებით, საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების
ვალდებულება არ გააჩნია, შესაბამისად, თანამდებობის პირებს სრული
უფლება აქვთ საკუთარი გემოვნების/განათლების/ეთიკის/პრინციპების
და ა.შ. შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში ძნელია
თავიდან აიცილო დაუსაბუთებელი და ბათუმის ისტორიული
ნაწილისთვის საზიანო გადაწყვეტილებები. შესაბამისად,
რეკომენდაცია: იმ პირობებში, როცა ბათუმის ისტორიულ ზონას არ
გააჩნია სპეციფიური მარეგულირებელი დოკუმენტი ან კონსერვაციის
გეგმა, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა გახდეს კანონი
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (თუ ეს კულტურული
მემკვიდრეობის ან ისტორიული ზონის საბჭოა) და კონკრეტულად ამ
კანონის 42-ე მუხლი, ისევე, როგორც ბათუმის ისტორიულ-
კულტურული საყრდენი გეგმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და


სპორტის სამინისტრო

2010 წლის 16 ნოემბრის #46 დადგენილებით შეიქმნა აჭარის კულტურული


მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, როგორც სამინისტროს უფლებამონაცვლე
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. შესაბამისად, სამინისტრო
დღეს შემოიფარგლება დარგობრივ საბჭოებში მონაწილეობით და რიგი
საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებით კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. თუმცა,
პრობლემა: არ ჩანს სამინისტროს, როგორც დარგის პოლიტიკის
განმსაზღვრელის და ინტერესების დამცველის როლი. სიტუაცია
იმეორებს საქართველოს კულტურისა და სპორტის (ახლა უკვე ყოფილი)

17
სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოს შორის განვითარებულ სცენარს, როცა სამინისტრომ
მთლიანად მოიცილა კულტურული მემკვიდრეობის მართვის
პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება მას შემდეგ, რაც მოახდინა
გარკვეული უფლება-მოვალეობების ეროვნულ სააგენტოზე
დელეგირება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ერთადერთი ინსტიტუციაა,


რომელსაც დებულებით გაწერილი აქვს აჭარის მთელ ტერიტორიაზე
ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლებზე და კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ზონებში საჭირო ღონისძიებათა შესრულების უფლება-მოვალეობა
დაწყებული ინვენტარიზაციიდან, კვლევის, დაგეგმვის, განათლების,
საზოგადოების გათვითცნობიერების, მონიტორინგის ჩათვლით, და
დამთავრებული პროგრამული უზრუნველყოფით. თუმცა,
პრობლემა: ვხედავთ, რომ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის
რეინვენტარიზაციის განმეორებითი ეტაპები გახდა საჭირო, რისთვისაც
რამდენჯერმე ტენდერის/კონკურსის საფუძველზე ჩაერთო გარე
რესურსი, ვინაიდან სააგენტომ ერთხელ ჩატარებული ინვენტარიზაციის
დოკუმენტაციის სისტემატიური მართვა და განახლება ვერ შეძლო.
სააგენტო ასევე ვერ ახორციელებს 2007 წელს დამუშავებული ბათუმის
ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის მართვას, რომელსაც
სისტემატიური განახლება ესაჭიროება.

ეს და სხვა მრავალი პრობლემა გასაგები გახდება, თუ გადავხედავთ სააგენტოს


რესურსებს. სააგენტო, გარდა სამუზეუმო განყოფილებისა, რომელიც
კონკრეტულ მუზეუმ–ნაკრძალებს ემსახურება, მათ შორის ისეთი მასშტაბისა
და მნიშვნელობის, როგორიცაა გონიო-აფსაროსის მუზეუმ–ნაკრძალი,
შედგება: ადმინისტრაცია - 10 თანამშრომელი, ნებართვების გაცემისა და
მონიტორინგის განყოფილება - 5 თანამშრომელი, სარესტავრაციო
განყოფილება - 2 თანამშრომელი, დირექტორი და 2 მოადგილე. 5 ექსპერტი
მუშაობს სანებართვო განყოფილებაში, ანუ ექსპერტიზას უკეთებს საპროექტო
დოკუმენტაციას მთელი აჭარის მასშტაბით, ბათუმში ადგილობრივ ძეგლებზე
და დამატებით უმზადებს საპროექტო დოკუმენტაციას ე.წ. ზონალურ საბჭოს;
ამასთან, ითავსებს მონიტორინგის ფუნქციას აჭარის ტერიტორიაზე.
სარესტავრაციო განყოფილების 2 ექსპერტი კი ვალდებულია მაგალითად დრო
და დრო მაინც შეასრულოს ძეგლების დოკუმენტაცია და იზრუნოს იმ უამრავ
ფუნქციაზე, რომელსაც სააგენტოს დებულება მოიცავს.

18
პრობლემა: ამ სტრუქტურაში ნათლად არ ჩანს სად შეიძლება
მოვიაზროთ კვლევისა და ანალიზის და მასზე დაფუძნებული
დაგეგმარების ფუნქცია, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააგენტო
თანამშრომლობს და ეყრდნობა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს და
კვლევით ინსტიტუციებს ბათუმში. თუმცა, როგორი კვალიფიკაციისაც
არ უნდა იყვნენ სააგენტოს ექსპერტები, ასეთ გარემოში შეუძლებელია
მათ თავი გაართვან ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის
კონსერვაციულ (ძეგლთა დაცვით) მდგომარეობას და უზრუნველყონ
საჭირო ციკლის შესრულება. შესაბამისად,
რეკომენდაცია: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს
პროფესიული, ტექნიკური და რაც მთავარია ფინანსური რესურსების
გაძლიერება აუცილებელი და პრიორიტეტულია. ასევე, მომავალში
მკაფიოდ უნდა იქნას გამოკვეთილი, გამიჯნული სააგენტოს
მოვალეობანი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მიმართ, ხოლო
ნაწილი გადანაწილდეს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებზე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის


სათათბირო ორგანო - კულტურული მემკვიდრეობის საბჭო

კულტურული მემკვიდრეობის საბჭო შექმნილია, როგორც სააგენტოს


დირექტორის მრჩეველი ორგანო 2010 წლიდან. საბჭოს ფუნქციაა, განიხილოს
აჭარის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (გარდა
არქეოლოგიური, საფორტიფიკაციო და საკულტო ნაგებობებისა)
ჩასატარებელი სამუშაოების პროექტები, ასევე ძეგლზე მიმდინარე და
დასრულებული სამუშაოთა ანგარიშები, სამუშაოების სანებართვო პირობებში
ცვლილების საკითხები და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს
გადაწყვეტილება, რაც საბჭოს თავმჯდომარისთვის სარეკომენდაციო
ხასიათისაა.
პრობლემა: საბჭოს დებულება და საქმიანობის წესი არ განსაზღვრავს
საბჭოს შემადგენლობის პრინციპს, ისე, როგორც ეს კულტურული
მემკვიდრეობის კანონშია მოცემული, თუმცა,
პრაქტიკა აჩვენებს, რომ არის ნება, საბჭო დაკომპლექტდეს
მრავალდისცილინარული, დარგისთვის შესაფერისი პროფესიული
რესურსებით. პრაქტიკა ასევე აჩვენებს, რომ ზოგჯერ საჭირო ხდება
საპროექტო დოკუმენტაციის თბილისში გაგზავნა, სადაც ან ეროვნული
სააგენტო, ან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი, ან ICOMOS
საქართველო აანალიზებს დოკუმენტაციას და ამზადებს დასკვნას პროექტზე.
ეს გარკვეულწილად კომპეტენციის პრობლემასაც ეხება, თუმცა,

19
პრობლემა: აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის ძირითადი მიზეზი
მაინც დარგის არასწორი დაგეგმარებაა, რაც განაპირობებს იმას, რომ
იზრდება დარგისთვის უკიდურესად შეუსაბამო საპროექტო
წინადადების რიცხვი. საგულისხმოა, რომ არც ამ საბჭოს დებულებით არ
არის განსაზღვრული გადაწყვეტილებისთვის საბაზო ნორმატიული
აქტები და დოკუმენტაცია, როგორებიცაა კანონის მუხლები,
პროფესიული ქარტიები და ბათუმის შემთხვევაში, ბათუმის
ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა.
რეკომენდაცია: თუ ასეთი ნორმატიული ბაზა გაიწერება დებულებაში
ყველა, საბჭოში შემავალი, ექსპერტი ვალდებული იქნება გაეცნოს ამ
საბაზისო დოკუმენტაციას. ამით შესაძლებელი იქნება სიტუაციის
გაუმჯობესება, თუმცა არა სრულად გამოსწორება.

ქ. ბათუმის მერია

ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის #20 დადგენილებით


შეიქმნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარების და
ურბანული პოლიტიკის სამსახური და მისი დებულება, მანამდე არსებულ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული
დაგეგმარების სამსახურის ნაცვლად.

ახალი სამსახურის შემადგენლობაში, დებულების თანახმად, იფუნქციონირებს


„ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება”, რომელსაც
ურბანული მემკვიდრეობის მართვის ფართო და მნიშვნელოვანი
უფლებამოსილებანი უნდა გააჩნდეს, დაწყებული საინფორმაციო ბაზის
შექმნიდან, დაცვისა და განვითარების დაგეგმვით და ისტორიულ-
კულტურული საყრდენი გეგმის მართვით დამთავრებული. ეს სერიოზული
და მნიშვნელოვანი განაცხადია, ვინაიდან ატარებს ისტორიული ნაწილის
მართვის ადმინისტრაციული ერთეულის ნიშნებს, რაც აქამდე არსად არ ჩანს
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემაში. თუმცა,
პრობლემა: სამწუხაროდ, რეალურად დღემდე, ამ იდეის განხორციელება
არ დაწყებულა, თანამშრომელთა დაკომპლექტებაც კი არ მომხდარა და
შესაბამისად არც აქტივობა არ მიმდინარეობს.
რეკომენდაცია: უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბათუმის მერია
აქტიურ მონაწილეობას ღებულობდეს ისტორიული ბათუმის დაცვა-
განვითარებაში. მერიის სისტემაში „ისტორიული განაშენიანების ზონის
განვითარების განყოფილების” ფუნქციონირებას სერიოზული
ტექნიკური და ფინანსური რესურსი სჭირდება, რომ გაჩნდეს
გამართული, მაღალკვალიფიციური ერთეული, რომელიც სააგენტოსთან
მკაფიო უფლებამოსილების გამიჯვნით, მასთან მჭიდრო

20
თანამშრომლობით იმუშავებს და როგორც მართვის ორგანო
კოორდინაციას გაუწევს ბათუმის მემკვიდრეობის მართვის პროცესს.
მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი არ იქცეს ფორმალურ პროცესად.

ქალაქ ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების


რეგულირების საკითხთა საბჭო

ქალაქ ბათუმის საკრებულო განიხილავს და ამტკიცებს ურბანული


მემკვიდრეობის ქალაქგეგმარებით დოკუმენტებს. ქალაქ ბათუმის მერთან კი
არსებობს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების საკითხთა საბჭო", რომელიც სპეციფიურად ქალაქგეგმარებით
პარამეტრებზე მსჯელობს მთელი ბათუმის მასშტაბით და მათ შორის ბათუმის
ისტორიულ ზონაში. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საბჭოს დებულება საერთოდ არ
გააჩნია. ჩვენს ხელთ მხოლოდ ასეთი საბჭოს შექმნის ბრძანებაა.
პრობლემა: სამწუხაროდ, ეს საბჭო ზონალური შეთანხმებების და
პარამეტრების გაზრდის მავნე პრაქტიკის პროცესის შემადგენელი
ნაწილია ისტორიული ბათუმის დაცვით ზონაში და ლანდშაფტის
დაცვის ზონაში. უახლოეს წარსულამდე ეს საბჭოც მხოლოდ
თანამდებობის პირებისგან შედგებოდა. 2018 წელს მოიწვიეს ორი
სპეციალისტი თბილისიდან. თუმცა, არც ქ. ბათუმის მერთან არსებული
საბჭო იყენებს კულტურული მემკვიდრეობის კანონს და რეგლამენტებს
გადაწყვეტილების მიღების დროს. 5

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული


სააგენტო

ეროვნული სააგენტო კურირებს აჭარის ეროვნული მნიშვნელობის ობიქტებს,


საკულტო და საფორტიფიკაციო ძეგლებს, რაც ძირითადად ნებართვების
გაცემაში და ზოგჯერ პროგრამულ უზრუნველყოფაში გამოიხატება.
ყოველდღიური მოვლა-პატრონობა კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის სააგენტოს მოვალეობაა. შესაბამისად, ეროვნული სააგენტო თითქმის
არ მონაწილეობს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვაში.
პრობლემა: ეროვნული სააგენტო ეხმარება აჭარის სააგენტოს
კვალიფიკაციის ამაღლებასა და მეთოდოლოგიური საკითხების
დახვეწაში, თუმცა ამას გაცილებით მეტი სისტემატიზაცია და
გაძლიერება სჭირდება.

5 ინფორმაცია ეყრდნობა საპროექტო ჯგუფის ანალიტიკურ მასალებს და თ. ამაშუკელთან ინტერვიუს,


რომელიც გარკვეული პერიოდი ამ საბჭოს მოწვეული წევრი იყო.

21
რეკომენდაცია: უფლება-მოვალეობების გადაცემამდე საჭირო იყო
ინტენსიური საწრთვნელი და საკვალიფიკაციო პროგრამების მომზადება
და ჩატარება. შესაბამისად, ასეთი ვალდებულება ახლა მაინც უნდა
შეასრულოს ეროვნულმა სააგენტომ. უნდა დამუშავდეს და
განხორციელდეს დარგობრივი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები,
როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს
ექსპერტებისთვის და თანამდებობის პირებისთვის, ისე მერიაში ახლად
შექმნილი ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების
განყოფილების მომავალი თანმაშრომლებისთვის. ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს ამ ორი შტოს რესურსების გაძლიერებას და მათ
თანამშრომლობას.
კულტურული მემკვიდრეობის საბჭოებთან მიმართებაში, ზოგადი შენივნის
სახით უნდა აღინიშნოს, რომ:
პრობლემა: კულტურული მემკვიდრეობის საბჭოებზე ზედმეტად დიდი
მოვალეობების დაკისრება ზოგადად საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სისტემის პრობლემაა. საბჭო, რომელიც
საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობს, რომლის გადაწყვეტილებაც
სარეკომენდაციოა და დღეში შეიძლება ათეულობით პროექტს
განიხილავდეს ვერ უზრუნველყოფს ხარისხიან გადაწყვეტილებებს.
საბჭოს დებულების მოთხოვნა, რომ საბჭოს წევრები საპროექტო
დოკუმენტაციას უნდა გაეცნონ არ არის რეალისტური.
რეკომენდაცია: საზოგადოებრივმა საბჭომ შეიძლება შეაფასოს პროექტის
კონცეპტუალური და ძირითადი მეთოდოლოგიური ნაწილი. ეს უნდა
იყოს ბოლო ეტაპი მემკვიდრეობის მართვის სისტემაში, ნებართვებთან
დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების კონტროლის მექანიზმისა
და/მაგრამ არა ერთადერთი. ისტორიული ბათუმის დაცვით ზონებში
სამშენებლო ნებართვების გაცემის სისტემაში და პროცედურებში
ჩართულ საბჭოებს და კომისიებს უნდა ჰქონდეთ მკაფიოდ გაწერილი
დებულებები, სადაც მითითებული იქნება, რომელ დარგობრივ
დოკუმენტებს და კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობით
გაწერილ დებულებებს უნდა ეყრდნობოდეს საბჭოს გადაწყვეტილებები.
საბჭოს წევრები ვალდებულნი უნდა იყვნენ გაეცნონ ყველა შესაბამის
მარეგულირებელ დოკუმენტს, კულტურული მემკვიდრეობის კანონის
შესაბამის დებულებებს, განმარტებებს და გაითვალისწინონ ისინი
გადაწყვეტილების მიღების დროს.
პრობლემა: ამასთან, ფაქტია, რომ მოქმედი ზოგადი რეჟიმები არ მუშაობს
და თანამდებობის პირებზე აწყობილ სისტემას (რაც მყისიერად ვერ
გამოსწორდება) მეტი დეტალიზაცია სჭირდება. შესაბამისად,
რეკომენდაცია: ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცების შემდეგ, უნდა
შემუშავდეს ამ ზონების ქალაქგეგმარებითი დეტალური რეგლამენტი და

22
ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაციის სახელმძღვანელო
პრიციპები.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დარგის რამდენიმე მნიშვნელოვანი


კვლევითი კერა არსებობს:
1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის 5-კრედიტიანი კურსი
ეკითხებათ ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრებს
(სპეციალიზაცია – არქეოლოგია). უნივერსიტეტის სტრუქტურული
ერთეულის – ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის (ყოფილი ნიკო
ბერძენიშვილის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი) შრომებში, მათ შორის
ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული ყოველწლიური საერთაშორისო
კონფერენციის „ბათუმი. წარსული და თანამედროვეობა“ კრებულებში (I-IX
ტომები) გამოქვეყნებულია ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების
სახელოვნებათმცოდნეო კვლევები და ზოგადად მემკვიდრეობის დაცვისადმი
მიძღვნილი ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი.
2. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის
საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე იკითხება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის 5–5 კრედიტიანი კურსი.
3. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი აჭარის ტერიტორიაზე აქტიურად
აწარმოებს არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომელთა ანგარიშები ქვეყნდება
მუზეუმის შრომებში და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
სააგენტოს პერიოდულ გამოცემებში: აჭარა. წარსული და თანამედროვეობა (I-
III ტომები). მუზეუმი ამჟამად ბათუმის სამუზეუმო გაერთიანების ნაწილია.

როგორც ვხედავთ, ბათუმი მდიდარია სამეცნიერო პოტენციალით. თუმცა,


პრობლემა: აქ მოქმედი საგანმანათლებლო კერების შესაბამისი
ფაკულტეტების ღონისძიებების და კვლევების მიმოხილვამ აჩვენა, რომ
მათი კვლევების ფოკუსში ხშირად არ ხვდება ბათუმის ურბანული
მემკვიდრეობა, ხოლო როცა ხვდება, ეს კვლევები არ არის
ინტეგრირებული ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
პროცესში.
რეკომენდაცია: მნიშვნელოვანია ყველა ასეთი რესურსის გამოყენება.
სასურველია, მოხდეს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის რესურსების
და მათი დაცვის მეთოდოლოგიის გაანალიზება და საჭიროებათა
გამოვლენა, რათა მოხდეს მათი ინტეგრირება ბათუმის სამეცნიერო

23
კერების კვლევით გეგმებში. მეორე მხრივ, კვლევით ინსტიტუტებში
არსებული ანალიტიკური მასალა უნდა გამოიყენოს ბათუმის ურბანული
მემკვიდრეობის მართვის სისტემამ. მაგალითისთვის, ბსუ-ს
ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა შესაძლებელია ბათუმის
კულტურული მემკვიდრეობის ანაზომების შესრულებაზე იმუშაონ
სააგენტოსთან კოორდინირებულად, ვინაიდან ბათუმის ძეგლების
ანაზომების სიმწირე პრობლემას წარმოადგენს, ან ხელოვნების
უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებმა
ინვენტარიზაციის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. თანამშრომლობა
უფრო კომპლექსურ ურბანულ თემებზეც არის შესაძლებელი
სამაგისტრო, ან სადოქტორო, ან ფაკულტეტების სამეცნიერო კვლევების
კონტექსტში, სწორი კოორდინაციის შემთხვევაში.

სამოქალაქო ჩართულობა, ადგილობრივი თემი, არასამთავრობო


ორგანიზაციები

ურბანული მემკვიდრეობის მართვის საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა,


რომ ერთადერთი წარმატებული გზა ინტეგრირებული კონსერვაციის
მისაღწევად არის ადგილობრივი თემის, საზოგადოებისა და ყველა
დაინტერესებული ჯგუფის აქტიური ჩართულობა მართვის პროცესის ყველა
ეტაპზე.

ბათუმის მემკვიდრეობის დაცვის პროცესის საზოგადოებრივ კონტროლს


რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს და
შედეგიანადაც. საზოგადოება ბათომი, გაზეთი ბათუმელები, სამოქალაქო
საზოგადოების ინსტიტუტი, საია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის
აქტიური ადვოკატირების არასამთავრობო ორგანიზაციებია, რაც ბათუმის
ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემის ყველაზე პოზიტიური მხარეა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი დაცვითი ზონების გაფართოების და ახალი
წესების მიხედვით დამტკიცების ინციატივა სწორედ არასამთავრობო
სექტორის ძალისხმევის შედეგია. შესაბამისად,
რეკომენდაცია: მათთან თანამშრომლობა უნდა გააქტიურონ მართვის
ოფიციალურმა ინსტიტუციებმა. თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი
მარგინალიზაციის მცდელობა, რასაც დრო და დრო აქვს ადგილი ცალკეული
ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან, როცა არასამთავრობო სექტორის
ლეგიტიმური კრიტიკა/ზეწოლა იზრდება კონკრეტულ საფრთხებთან
დაკავშირებით. სამოქალაქო აქტივისტებმა ხელი უნდა შეუწყონ ევრო-საბჭოს
ფაროს კონვენციის პოპულარიზაციას ოფიციალური სტრუქტურების

24
წარმომადგენლებს შორის და თავადაც აქტიურად უნდა გამოიყენონ
საერთაშორისო სამართლის ეს ინსტრუმენტი.

ამასთან, სასურველია, ისტორიულ ბათუმში დაიგეგმოს და გახორციელდეს,


ერთი მიკრო-კვარტლის ადგილობრივ თემზე დაფუძნებული რებილიტაციის
საცდელი/საპილოტე პროექტი. ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც
ადგილობრივ ხელისუფლებას, ექსპერტებს, აქტივისტებს ისე მოსახლეობას
უფრო მკაფიოდ დაინახონ თანამონაწილეობითი პროექტის უპირატესობა და
შედეგიანობა. ასევე, მნიშვნელოვანია, პროექტში ისტორიული ურბანული
ლადშაფტების (HUL) მიდგომის ადგილობრივ რეალობასთან ადაპტირება და
გამოცდა. რამდენადაც, HUL-ის 6 მნიშვნელოვანი ნაბიჯია: რესურსების
“რუკის შედგენა”; თანამონაწილეობა დაგეგმვაში და კონსულტაციები
ფასეულობებთან დაკავშირებით; მოწყვლადობის შეფასება; მემკვიდრეობის
ფასეულებათა ინტეგრაცია ფართო კონტექსტში; კონსერვაციისა და
განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა; საპარტნიორო და მართვის
ქსელების შექმნა. ასევე, ასეთი პროექტი სისტემის ხარვეზების დეტალებს
გამოავლენს და გაადვილებს მომავალში ამ სისტემის დახვეწას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბაზისო პრინციპების დაცულობას


ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის ინსტიტუციების მიხედვით თუ
შევაჯამებთ, სურათი შემდეგნაირია:

ცხრილი 4 - საბაზისო პრინციპების დაცულობა ბათუმის ურბანული


მემკვიდრეობის მართვის ინსტიტუციების მიხედვით
ინსტიტუციები იდენტიფ კვლე დაგე შესრუ მონიტო ანალი ნება
იკაცია, ვა გმვა ლება რინგი ზი რთვე
დოკუმენ ბი
ტაცია
ზონალური
საბჭო
კულტურის
სამინისტრო
აჭარის სააგენტო
სააგენტოს
საბჭო
მერიის
სამსახურები
ისტ. ზონის
განყოფილება
მერთან
არსებული საბჭო

25
საკრებულო
სამეცნიერო
კერები
ეროვნული
სააგენტო

ინსტიტუციური სტრუქტურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ოფიციალური


სტრუქტურებიდან მხოლოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს
აქვს დებულებით განსაზღვრული მართვის პროცესის სრულ ციკლში
ჩართულობის შესაძლებლობა, თუმცა ამ ჩართულობისთვის საჭირო რესურსი
ამ ორგანიზაციას არ გააჩნია. ყველა დანარჩენი ინსტიტუცია მხოლოდ
ნებართვების გაცემის პროცედურებში მონაწილეობს, რომელიც დარგობრივი
მარეგულირებელი ბაზის იგნორირებით, სპეციფიური რეგლამენტების არ
არსებობის ფონზე, არა თუ ემსახურება მემკვიდრეობის დაცვას, არამედ
საპირისპირო შედეგს იძლევა. ამ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ ბათუმის
ურბანული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში ნებართვების გაცემის სისტემა,
რომელიც პროფესიული, დარგობრივი ექსპერტიზის გარეშე ფუნქციონირებს.

არ არსებობს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის ორგანო/სააგენტო,


რომელიც კოორდინაციას გაუწევდა პროცესებს. სისტემაში ფორმალურადაც
არ ფიგურირებს მემკვიდრეობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპის -
ყოვედღიური მოვლა-პატრონობის ვალდებულება.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ფასეულობანი არ არის მკაფიო და


ერთნაირი ყველა ჩართული და დაინტერესებული მხარისთვის. ამას მოწმობს
ადგილობრივი ხელისუფლების მერყევი პოზიცია და მყიფე პოლიტიკური
ნება. მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურები კი იმდენად გამოთიშულია
მემკვიდრეობის მართვის პროცესებიდან, რომ ანალიზს არ ექვემდებარება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული და ფინანსური რესურსები


არასაკმარისია და ხშირ შემთხვევაში ფორმალური, სწორი მართვის სისტემის
შემთხვევაში შესაძლებელია ამ რესურსების უფრო ეფექტურად ამოქმედება.

დასკვნა

ბათუმის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისა და


განადგურების საფრთხე რეალურია, რაც ძირითადად ბათუმის ურბანული
მემკვიდრეობის მართვის სისტემის არაეფექტურობით აიხსნება.

წლების განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ძეგლთა დაცვითი


ღონისძიებებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში

26
საქართველოს მიერ აღიარებული გაეროსა და ევროპის საბჭოს კონვენციების
მიუხედავად, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის არსებული
სისტემა არ შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო
პრინციპებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კუთხით


არსებული პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და
უკავშირდება ძირითადად, როგორც ურბანული მემკვიდრეობის მართვის
მარეგულირებელი გარემოს, ისე ადმინისტრაციული და ინსტიტუციური
ქსელის არაეფექტურობას; მართვის არაჯანსაღ პრაქტიკას; არსებული
სისტემის ძირეული გაუმჯობესებისთვის საკმარისი საზოგადოებრივი
კონტროლისა და პოლიტიკური ნების არარსებობას.

შესაბამისად, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემა ვერ


უზრუნველყოფს ამ მემკვიდრეობის ადეკვატურ დაცვასა და განვითარებას,
უფრო მეტიც, სტატუს კვოს შენარჩუნების შემთხვევაში, რეალური სისტემური
ცვლილებების გატარების გარეშე, ბათუმის ისტორიული ნაწილისთვის
საზიანო გადაწყვეტილებების მიღების რისკი კვლავ მაღალი რჩება.

და ეს მაშინ, როდესაც, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ეფექტური


მართვის სისტემის განვითარების რეალური პერსპეტივები არსებობს, თუ
გავითვალისწინებთ მთელი რიგი მარეგულირებელი ინსტრუმენტების
არსებობას, ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პოტენციალს,
ადგილობრივი თემისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის
პოზიტიურ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის


მართვის ინსტიტუციური ჩარჩოს და მართვის არსებული პრაქტიკის
გაუმჯობესების პროცესი სისტემურ მიდგომაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის
კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებსა და მემკვიდრეობის
ინტეგრირებული მართვის პრინციპზე იყოს დაფუძნებული. ბათუმის
ურბანული მემკვიდრეობის მართვის გაუმჯობესებისთვის საჭირო
ღონისძიებათა სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის უნდა შეიქმნას
კონსენსუსზე დაფუძნებული, რეალისტური ბათუმის ურბანული
მემკვიდრეობის მართვის კომპლექსური გეგმა (მოკლევადიანი,
საშუალოვადიანი და გრძელვადიანი), სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი რას
ვიცავთ; რისი განვითარება გვინდა; და ვინ, როდის, როგორ, რა ფინანსური
რესურსებით, რომელი საპილოტე პროექტებით ახორციელებს მემკვიდრეობის
დაცვა-განვითარებას.

ამავდროულად, ურბანული მემკვიდრეობის მართვის საერთაშორისო


გამოცდილების გათვალისწინებით, ინტეგრირებული კონსერვაციის

27
მისაღწევად, გადამწყვეტი იქნება ადგილობრივი თემის, საზოგადოებისა და
ყველა დაინტერესებული ჯგუფის აქტიური ჩართულობა ბათუმის ურბანული
მემკვიდრეობის მართვის პროცესის ყველა ეტაპზე, ეფექტური
მონაწილეობითი დაგეგმვისა და საზოგადოებრივი კონტროლის ხარისხის
გაუმჯობესებისთვის, სისტემური ცვლილებებისთვის საჭირო პოლიტიკური
ნების მისაღწევად.

დანართი 1 - ძირითადი გამოყენებული წყაროები

28
1. საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’
2. ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისათვის კულტურული
მემკვიდრეობის ღირებულებების შესახებ, 2005
3. იუნესკოს კონვენცია მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურული და
ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ, 1972
4. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა,
ICOMOS საქართველო, 2014, ISBN: 978-9941-0-7185-0
5. კულტურული მემკვიდრეობის დამცველის გზამკვლევი, „ლურჯი
ფარის’’ საქართველოს ეროვნული კომიტეტი, 2017
6. Operational Guidelines for the Implementation of theWorld Heritage
Convention; UNESCO, WHC.17/01; 12.06.2017
7. UNESCO 2011 Recommendation on the Historic Urban Landscape, including a
glossary of definitions (CLT)
8. UNESCO Global Report on
Culture and Sustainable Urban Development,
Consept Note, 2016
9. Sharing heritage. How to involve citizens in participatory governance of
cultural heritage, Margherita Sani, Istituto Beni Culturali Regione Emilia
Romagna; NEMO Network of European Museum Organisations, 2017
10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს 21.07.2014 N25 დებულება; მთავრობის 01.06.2010
N31 დადგენილება.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დებულება. აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის 16.11.2010 N46 დადგენილება
12. სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება #5, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს
დირექტორის სათათბირო ორგანო - კულტურული მემკვიდრეობის
საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ. 3.02.2011.
13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
#18.(14.04.2018.) ქ. ბათუმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სექმნის სესახებ.
14. ქალაქ ბათუმის საკრებულოს #20 დადგენილება, ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარების და ურბანული
პოლიტიკის სამსახურის შექმნაზე და მისი დებულება. 16.03.2018.
15. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის #2251 ბრძანება და
განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს შექმნის შესახებ“
11.06.2018.
16. საზოგადოება ბათომის მიმართვა: საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს;
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს; აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე

29
რიჟვაძეს; აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს
დირექტორს ზაურ ახვლედიანს; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
მერს ლაშა კომახიძეს; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს; 16.10.2018.
17. აჭარის უმაღლესი განათლების და კვლევითი ცენტრები. მოამზადა ნ.
ინაიშვილი, საზოგადოება ბათომი, 2018
18. ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის პრობლემების პუბლიკაციების
ქრონიკა. მოამზადა ნ. ინაიშვილი, საზოგადოება ბათომი, 2018
19. ქალაქ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და
ღირშესანიშნავი შენობების ნგრევის ქრონიკა 2009 წლიდან, მოამზადა შ.
გუჯაბიძე, საზოგადოება ბათომი, 2018
20. კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების
დოკუმენტაცია, მოამზადა გ. რამიშვილმა, საზოგადოება ბათომი, 2018
21. ბათუმის ისტორიული ნაწილის ისტორიული და ურბანული
კონტექსტი, მოამზადა გ. რამიშვილმა, საზოგადოება ბათომი, 2018

30

You might also like