You are on page 1of 3

პატივცემულო კოლეგავ,

გვაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ თქვენი მოხსენება ჩართულია ზვიად გამსახურდიას


დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში,
რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 10-12 აპრილს.
გთხოვთ, არაუგვიანეს 15 აპრილისა გადმოგვივგზავნოთ თქვენი მოხსენების
ელექტრონული ვერსია ქართულენოვან რეზუმესთან ერთად (სიტყვების რეკომენდებული
რაოდენობა - 100-250).
რეცენზირების ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენი სტატია გამოქვეყნდება
კონფერენციის მასალების ბეჭდურ კრებულში. აქვე გიგზავნით ნაშრომის გაფორმების
წესს.

პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი.

ნაშრომის გაფორმების ზოგადი წესი:

 ფურცლის ზომა A4;


 მინდორი: 2,54 სმ (ყველა გვერდზე);
 შრიფტი - ქართული ტექსტისათვის - Acadnusx; ინგლისური ტექსტისათვის- Times
New Roman;
 შრიფტის ზომა -11;
 სტრიქონებს შორის მანძილი -1.5;
 გვერდების რაოდენობა - 5-10;

სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:

 ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, აკადემიური / სამეცნიერო ხარისხი; სამუშაო


ადგილი;
 სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold);

თუ სტატია შეიცავს ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს,


ცხრილებს, აუცილებელია:
 ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები
მოცემული იყოს შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
 ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები (ფორმატი -
90X120მმ-დან 130X120მმ-მდე) დაინომროს არაბული ციფრებით;
 თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, იგი არ ინომრება;
 საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები,
ცხრილები შეიძლება დასათაურდეს და/ან დაერთოს მცირე განმარტება
იქვე, მასალის სათაურის ქვემოთ;

ციტირების სტილი

შიდატექსტური დამოწმება:

ლიტერატურის შიდატექსტური დამოწმება ხდება შემდეგნაირად:

1. მრგვალ ფრჩხილებში ჩაიწერება ავტორის გვარი, მძიმე, პუბლიკაციის წელი,


ორწერტილი და გვერდის ნომერი. მაგ., გრიგოლ კიკნაძის წიგნი „ვაჟა-ფშაველას
შემოქმედება“, თბილისი, 1989, გვ. 105. - ტექსტში დამოწმებული იქნება შემდეგნაირად:
(კიკნაძე, 1989:105).

2. თუ სტატია დაბეჭდილია ჟურნალში ან კრებულში, ასევე, მრგვალ ფრჩხილებში ჯერ


დაიწერება სტატიის ავტორის გვარი, მძიმე, პუბლიკაციის წელი, ორწერტილი და გვერდის
ნომერი. მაგ., კრებულ „ლიტერატურული ძიებანის“ 2002 წლის XV ნომერში დაბეჭდილი
დავით ბრეგაძის სტატია „ბესიკის ლიტერატურული შეხედულებები“, გვ. 241. ტექსტში
დამოწმებული იქნება შემდეგნაირად: (ბრეგაძე, 2002: 241).

3. თუ წიგნს ჰყავს რამდენიმე ავტორი, მრგვალ ფრჩხილებში ჩაიწერება წიგნში პირველად


მითითებული ავტორის გვარი, მრავალწერტილი, პუბლიკაციის წელი, ორწერტილი და
გვერდის ნომერი. მაგ., კ. კეკელიძისა და ალ. ბარამიძის ”ძველი ქართული ლიტერატურის
ისტორია”. თბ., 1975. გვერდი 155. ტექსტში დამოწმებული იქნება შემდეგნაირად:
(კეკელიძე... 1975:155).

4. კრებულების დამოწმებისას კვადრატულ ფრჩხილებში უნდა ჩაიწეროს კრებულის


სათაურის პირველი სიტყვა, მრავალწერტილი, პუბლიკაციის წელი, ორწერტილი და
გვერდის ნომერი. ნიმუში: ქართული რომანტიზმი–ნაციონალური და ინტერნაციონალური
საზღვრები, თბილისი, 2012, გვ. 32. დამოწმებული იქნება შემდეგგვარად: (ქართული...
2012:32).

5. უცხოენოვანი წიგნის მითითების შემთხვევაში, ავტორის გვარი უნდა მიეთითოს


ორიგინალის ენაზე, ხოლო დამოწმების წესი იქნება ისეთივე, როგორიც არის
ქართულენოვანი წიგნის მითითებისას. მაგალითად, წიგნი М. Бахтин, Проблемы поэтики
Достоевского, Москва, 1963; გვერდი 60. დამოწმებული იქნება ასე: (Бахтин 1963: 60).

6. თუ ავტორს ერთსა და იმავე წელს გამოცემული აქვს ორი ან მეტი წიგნი, ავტორის
გვარის შემდეგ მიეთითება შესაბამისად A, B და ა.შ. ნიმუში: (კიკნაძე A, 2005:223).

ბიბლიოგრაფიის მითითება:
სტატიის ბოლოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურის სიაში ან ბიბლიოგრაფიაში
გამოცემები დალაგდება ანბანური თანმიმდევრობით ავტორების (ასეთის არარსებობის
შემთხვევაში, სათაურის) გვარების მიხედვით; ჯერ ქართული, შემდეგ უცხოური
გამოცემები.
გთხოვთ იხელმძღვანელოთ შემდეგი ნიმუშის მიხედვით:

დამოწმებული ლიტერატურა:

1) კიკნაძე 1989: კიკნაძე გრ. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისი, 1989.


2) ლიტერატურისმცოდნეობის...: ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი, თბილისი, 2012.
3) Бахтин 1963: Бахтин М., Проблемы поэтики Достоевского, Москва, 1963; და ა. შ.

შენიშვნა

1. ავტორისეული შენიშვნები ჩატანილი უნდა იყოს სქოლიოში, შესაბამისი გვერდის


ბოლოს და დაინომროს ერთიანი ნუმერაციით მთელ სტატიაში. სქოლიოს შრიფტის ზომა
- 9.

You might also like