You are on page 1of 1

პრესრელიზი

21 ნოემბერს 12 სთ-ზე სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტში“ ორგანიზაცია “საქართველოს


ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და
მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) გამართავს
კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც ეხება საქართველოში ავტოსატრანსპორტო
საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის პროცესის
მონიტორინგს.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან პტი ძალაში შევიდა კომერციული და საჯარო იურიდიული


პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, 1 ოქტომბრიდან - მაღალ ძრავიანი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან რეფორმა შეეხება ყველა
სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტესტირების


პროცესის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები, ასევე ჰაერის ხარისხის შედარებითი
ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენად იმოქმედა ტრანსპორტის ტექნიკურმა ინსპქტირებამ
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

კონფერენცია გაიხსნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის “გამართე ან


გამორთე” ფარგლებში მომზადებული სოციალური რგოლის ჩვენებით. კამპანიის მიზანია
მძღოლების ინფორმირება ტექნიკური ინსპექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი


განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, USAID-ის წარმომადგენელი
ადამ სმიტი, ევროკომისიის წარმომადგენელი ალექსანდრე დარრასი, არასამთავრობო, კერძო და
დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

You might also like