You are on page 1of 1

ACCESS–ის პროექტის ანგარიში საზოგადოებას

კამპანია - უფლება გაქვს, იცოდე

თარიღი: 13-29 ნოემბერი


ადგილი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები

პრესრელიზი

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) 2014 წლის


ნოემბრიდან ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების
ჩართულობის პროექტს“ (ACCESS). პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და
მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება.
პროექტს ბიუჯეტია 6 897 000 აშშ დოლარი და მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

13-29 ნოემბრის პერიოდში რუსთავის, თელავის, გორის, ოზურგეთის და ქუთაისის დემოკრატიული


ჩართულობის ცენტრებში გაიმართება საჯარო შეხვედრები, სადაც აღმოსავლეთ–დასავლეთის
მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს (სამოქალაქო საზოგადოებას,
მედიას და სხვებს) ბოლო წლების მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენენ.
შეხვედრაზე მონაწილეები ასევე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ACCESS-ის საგრანტო
კონკურსზე, რომელიც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროექტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები


გაუზიარონ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე სამოქალაქო სექტორში
არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ACCESS–ს
დაეხმარება თავისი საქმიანობა საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს კიდევ უფრო მეტად
მოარგოს.

შეხვედრების განრიგი

თარიღი ქალაქი დრო მისამართი


13 ნოემბერი რუსთავი 17:00 – 18:30 სთ რუსთაველის ქ. 30ა
15 ნოემბერი თელავი 13:00 – 14:30 სთ ვაჟა-ფშაველას ქ. 3
16 ნოემბერი გორი 13:00 – 14:30 სთ იერუშალაიმის ქ. 18
28 ნოემბერი ოზურგეთი 14:00 – 15:30 სთ ჭავჭავაძის ქ. 14
29 ნოემბერი ქუთაისი 12:00 – 13:30 სთ წერეთლის ქ. 69

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.ewmi-access.org.

#5 Marjanishvili St., Third Floor • Tbilisi 0102 Georgia • Tel/ტელ: (+995 32) 2202 444 • www.ewmi-access.org
მარჯანიშვილის ქ. # 5, მესამე სართული • თბილისი 0102 საქართველო

You might also like