You are on page 1of 9

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო

ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის მხარდასაჭერად

ჯილდოს მიზანი

ჯილდო მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას.


ჯილდო საშუალებას მისცემს კომპანიებს:
 მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.
 წარმოჩინდნენ როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე.
 ღიად გამოხატონ, რომ მოტივირებულები არიან საქართველოში მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების
მხარდასაჭერად.
 წვლილი შეიტანონ კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

მონაწილეობის პირობები
 საკონკურსო პროექტის ავტორი არის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობს საქართველოში;
 წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი შეესაბამება ჯილდოს კატეგორიებს;
 წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი, დაწყებულია, მიმდინარეობს ან დასრულდა 2017-2018 წელს.

კომპანიას შეუძლია შემოიტანოს რამდენიმე აპლიკაცია, სხვადასხვა კატეგორიაში.

კონკურსანტები აპლიკაციას ავსებენ ქართულ ენაზე. პირველადი გადარჩევის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, კონკურსის
ორგანიზატორებმა შესაძლოა სთხოვონ შერჩეულ კანდიდატებს აპლიკაციის ინგლისურ ენაზე წარმოდგენა.

1
კატეგორიები
ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

ხარისხიანი გენდერული ღირსეული სამუშაო და მდგრადი ქალაქები და პარტნიორობა მდგრადი


განათლება თანასწორობა ეკონომიკური ზრდა დასახლებები განვითარებისთვის

ხარისხიანი განათლება

 საუნივერსიტეტო და პროფესიული განათლების ხელშეწყობა;


 დასაქმებულთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
 ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა;
 მომხმარებელთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა;
 პროფესიული უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა.

გენდერული თანასწორობა

 სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობისა და ღირსეული სამუშაო გარემოს აზრუნველყოფა;


 დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროვების და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია;
 ქალი დასაქმებულების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
 საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგულ საქმიანობაში გენდერული სტერეოტიპების დანგრევაში წვლილის შეტანა;
 ქალი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა;
 საზოგადოებაში ქალთა გაძლიერების ხელშეწყობი პროგრამების განხორციელება.

2
ღირსეული გარემო და ეკონომიკური ზრდა

 ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ყველა დასაქმებულისთვის;


 თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა;
 უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
 ახალგაზრდა მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა;
 მცირე მეწარმეების განვითარების ხელშეწყობა;
 მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება და მათი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა.

მდგრადი ქალაქები და დასახლებები

 გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირება; ნარჩენების გონივრული მართვა;


 ინკლუზიური და მისაწვდომი ინფრასტრუქტურის შექმნა;
 ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურის განვითარება;
 ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სივრცის შექმნა; მდგრადი ურბანული ტრანსპორტი;
 საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება; ურბანული დაგეგმარებისას ინოვაციური მიდგომების გამოყენება.

პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

 სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან - მთავრობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან


თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;
 საჯარო -კერძო პარტნიორობების (PPP) განვითარება.

*კატეგორიაში - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის- ჯილდოს მიიღებს, როგორც კომპანია, ისე არამეწარმე პარტნიორი.

3
შეფასება

შეფასების ორეტაპიანი სისტემა:

1. წარმოდგენილი აპლიკაციის ფორმალურ მოთხოვნებთან და მონაწილეობის პირობებთან შესაბამისობის დადგენა.

2. შერჩეული პროექტების შეფასება ჟიურის მიერ.

შეფასების კრიტერიუმები

თითოეული პროექტი შეფასდება შემდეგი ოთხი კომპონენტის მიხედვით:

1.პროექტის 2. პროექტის შესაბამისობა 3. პროექტის იმპლემენტაცია (55%): 4.შედეგი (30%)


შესაბამისობა კომპანიის სტრატეგიასთან,
საერთაშორისო პოლიტიკასთან/ მიზნებთან 3.1. მართვის პროცესი (35%) 4.1. სარგებელი ბიზნესისთვის (15%)
სტანდარტებთან (5%) (10%) 3.2. აქტივობები (10%) 4.2. სარგებელი საზოგადოებითვის (15%)
3.3. რესურსები (5%)
3.4. გამჭვირვალობა (5%)

(1) საერთაშორისო სტანდარტებში იგულისხმება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული


სტანდარტები, როგორიცაა, გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპები, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის
უფლებების შესახებ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპები
მულტინაციონალური საწარმოებისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივი დეკლარაცია მულტინაციონალური
საწარმოებისა და სოციალური პოლიტიკის პრინციპების შესახებ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელო
სოციალურ პასუხისმგებლობაზე (ISO 26 000), პრინციპები ბიზნესისა და ბავშვთა უფლებების შესახებ და სხვა.

4
(2) კომპონენტის მიზანია, დაადგინოს კავშირი, პროექტის შინაარსსა და კომპანიის სტრატეგიას/პოლიტიკას/ მიზნებს შორის და შეაფასოს
ამ კავშირის ხარისხი.

(3) იმპლემენტაცია: კომპონენტი აფასებს პროექტის მიმდინარეობის მთელ ციკლს, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

(3.1.) მართვის პროცესი: კრიტერიუმის მიზანია დაადგინოს, რამდენად ეფექტურადაა პროექტი განხორციელებული და მართული.
გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა:
 რა მექანიზმები და პროცესები არსებობს კომპანიის შიგნით პროექტის ეფექტური დაგეგმვისა და იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად
და დასახული მიზნების მისაღწევად;
 როგორ გამოვლინდა პროექტის განხორციელების საჭიროება, აფასებს თუ არა კომპანია სიტუაციას პროექტის დაწყებამდე.
 არსებობს თუ არა მონიტორინგის მექანიზმი, როგორ ფასდება პროექტის მიმდინარეობა;
 აკეთებს თუ არა კომპანია, პროექტის ზეგავლენის ანალიზს საზოგადოებაზე და დაინტერესებულ მხარეებზე, პროექტის
დასრულებისას.
 როგორ არის უზრუნველყოფილი პროექტის განხორციელებიდან მიღებული გამოცდილების ინტეგრირება მიმდინარე/მომავალ
საქმიანობაში.
 იკვეთება თუ არა ინოვაციური მიდგომა პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას.
 როგორია კომპანიაში უმაღლეს აღმასრულებელ პოზიციებზე მყოფ პირთა მონაწილეობის ხარისხი და მათი როლი პროექტის
დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში.

(3.2.) აქტივობები: კრიტერიუმის მიზანი, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
პროექტის მიზანსა და ამოცანებს და მიღწეულია თუ არა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორები, აქტივობების შედეგად შესრულდა თუ
არა მოკლევადიანი/მყისიერი შედეგები.

(3.3) რესურსები: კრიტერიუმის მიზანია, დაადგინოს, პროექტის განხორციელების პროცესში იყო თუ არა გამოყენებული სათანადო
რესურსები, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური. გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა, რამდენად შეესაბამება გამოყენებული
რესურსები პროექტის მასშტაბსა და დასახულ მიზნებს და როგორია პროექტისთვის გამოყოფილი რესურსების (ფინანსური, ადამიანური,
დრო, ნატურით შენატანი (ე.წ. in-kind)) ღირებულება.

5
(3.4) გამჭვირვალობა: კრიტერიუმის მიზანია, დაადგინოს, ხორციელდება თუ არა ანგარიშგება, რამდენად ეფეტურია კომუნიკაცია და
დიალოგი პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. გასათვალისწინებელ ფაქტორთა შორისაა:

 რამდენად არიან დაინტერესებული მხარეები და პარტნიორები ჩართული კონსულტაციებში პროექტის დაგეგმვისა და მიმდინარეობის
ეტაპზე;
 როგორ არის გაზიარებული კარგი მაგალითი და გამოცდილება როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ - სხვა ბიზნესთან;
 როგორ ხორციელდება პროექტის წარმატებისა და მიღწევების კომუნიკაცია.

(4)შედეგი: კომპონენტის მიზანია, დაადგინოს პროექტის გავლენა საზოგადეობასა და ბიზნესზე.

(4.1) სარგებელი საზოგადოებისთვის: კომპონენტის მიზანია შეაფასოს რამდენად მიაღწია პროექტმა დასახულ მიზანს, საზოგადოებაზე
(იგულისხმება როგორც პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები, ასევე ფართო საზოგადოება და პარტნიორები, რომლებთანაც მუშაობს
კომპანია) გავლენის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა:

 რა გრძელვადიანი შედეგები მოუტანა პროექტმა სამიზნე ჯგუფს;


 რა გავლენა მოახდინა პროექტმა ფართო საზოგადოებაზე;
 მიიღეს თუ არა პროექტის პარტნიორებმა სარგებელი კომპანიასთან თანამშრომლობით.

(4.2) სარგებელი ბიზნესისთვის: პასუხისმგებლიან ბიზნეს პრაქტიკამ პირველ რიგში, სარგებელი უნდა მოუტანოს კომპანიას.
კრიტერიუმის მიზანია ამ სარგებლის შეფასება. გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა:

 გავლენა თანამშრომლების აყვანასა ან შენარჩუნებაზე, ასევე, თანამშრომელთა მოტივაციასა და უნარ-ჩვევებზე;


 გავლენა რეპუტაციაზე - კომპანიის პოზიტიური აღქმა მომხმარებთა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ;
 ახალი ქსელის, კონტაქტების, პროცესების, იდეის ამ პროდუქტის განვითარება;
 პროექტიდან გამოვლენილი კარგი პრაქტიკის ინტეგრაცია კომპანიის საქმიანობაში;
 დანახარჯების შემცირება.

6
შეფასების მეთოდი

ჟიურის თითოეული წევრი აფასებს თითოეულ კომპონენტს ოთხ (4) ქულიანი სკალით. შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლების შემდეგ,
თითოეულ კომპონენტში მიღებული ქულები იკრიბება (საბოლოო შეფასება). მაქსიმალური საბოლოო შეფასება- 100 ქულა.

კომპონენტი ქულა კოეფიციენტი საბოლოო


შეფასება

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა 0-4 1.25 0-5

სტრატეგიასთან/პოლიტიკასთან/მიზნებთან შესაბამისობა 0-4 2.5 0-10

მართვის პროცესი 0-4 8,75 0-35

აქტივობები 0-4 1.25 0-10

რესურსები 0-4 1.25 0-5

გამჭვირვალობა 0-4 1.25 0-5

სარგებელი საზოგადოებისთვის 0-4 3,75 0-15

სარგებელი ბიზნესისთვის 0-4 3,75 0-15

ჯამი 0-28 N/A 0-100

7
შეფასების სახელმძღვანელო
მწირი (0) მინიმალური (1) დამაკმაყოფილებელი(2) კარგი (3) ძალიან კარგი (4)
საერთაშორისო არ არის საერთაშორისო ნაჩვენებია საერთაშორისო პროექტის შესაბამისობა კომპანიას კარგად აქვს გაცნობიერებული და ნათლად
სტანდარტებთან წარმოდგენილი სტანდარტებთან სტანდარტებთან ზოგადი საერთაშორისო წარმოაჩენს რომელი საერთაშორისო
შესაბამისობა (5%) რომელიმე შესაბამისობა სუსტადაა შესაბამისობა, თუმცა, კომპანიას სტანდარტთან/სტანდარტებთან სტანდარტით/სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო წარმოდგენილი. კარგად არ აქვს გაცნობიერებული დამაჯერებლადაა წარმოდგენილი.
სტანდარტთან რომელი სტანდარტით
შესაბამისობა. ხელმძღვანელობს.
კომპანიის მწირი (0) მინიმალური (1) დამაკმაყოფილებელი(2) კარგი (3) ძალიან კარგი (4)
სტრატეგიასთან/
პოლიტიკასთან / არ იკვეთება კავშირი კავშირი, პროექტის კავშირი, პროექტის შინაარსსა და პროექტის შინაარსი შეესაბამება პროექტი სრულად შეესაბამება კომპანიის სტრატეგიას/
მიზნებთან პროექტის შინაარსსა და შინაარსა და კომპანიის კომპანიის სტრატეგიას/ პოლიტიკას/ კომპანიის სტატეგიის/პოლიტიკის/ პოლიტიკას/ მიზნებს.
შესაბამისობა (10%) კომპანიის სტრატეგიას/პოლიტიკას/ მიზნებს შორის არსებობს, მაგრამ მიზნების ძირითად ასპექტებს.
სრატეგიას/პოლიტიკას მიზნებებს შორის ძალიან ნათლად არ არის გამოხატული.
/მიზნებს შორის. სუსტია.
იმპლემენტაცია (55%) მწირი (0) მინიმალური (1) დამაკმაყოფილებელი(2) კარგი (3) ძალიან კარგი (4)

მართვის პროცესები მართვის პროცესები იკვეთება გონივრულ მიდგომა ნაჩვენებია მართვის ეფექტური პროექტის მართვის პროცესი კარგადაა დაგეგმილი და
არაეფექტურია.განხორ საკმარისია მხოლოდ მართვის პროცესებთან, რესურსები პროცესი, რესურსები შეესაბამება შესრულებული.
მართვის ციელებული საბაზისო დამაკმაყოფილებელია,თუმცა,არის პროექტის მიზნებს და კარგადაა განხორციელებული აქტივობები სრულად შეესაბამება
აქტივობები არ ფუნციონირებისთვის. სუსტი მხარეები. განხორციელებული გამოყენებული. პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, მიღწეულია
პროცესი(35%)
პასუხიბს პროექტის განხორციელებული აქტივობები პასუხობს პროექტის განხორციელებული აქტივობების მოკლევადიანი/მყისიერი შედეგები.
მიზნებსა და ამოცანებს. აქტივობები ზოგადად მიზნებსა და ამოცანებს, თუმცა არ პასუხობს პროექტის მიზნებსა და გამოყოფილი რესურსები სრულად შეესაბამება
აქტივობები (10%) ფინანსური, შეესაბამება პროექტის იკვეთება შესრულებულია თუ არა ამოცანებს, ნაწილობრივ პროექტის მასშტაბსა და მიზნებს, ისინი ეფექტურადაა
ადამიანური, მიზნებსა და ამოცანებს. წინასწარ განსაზღვრული მიღწეულია გამოყენებული მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
რესურსები (5%) მარკეტინგული და სხვა ფინანსური, ადამიანური, ინდიკატორები. წარმოდგენილია, მოკლევადიანი/მყისიერი შედეგები. წარმოდგენილია, ფინანსური, ადამიანური,
სახის რესურსების მარკეტინგული და სხვა ფინანსური, ადამიანური, წარმოდგენილია, ფინანსური, მარკეტინგული და სხვა სახის რესურსების
გამჭვირვალობა(5%) ინვესტირების დონე სახის რესურსების მარკეტინგული და სხვა სახის ადამიანური, მარკეტინგული და ინვესტირების შესანიშნავი დონე.
არაადეკვატურია. ინვესტირების დონე რესურსების ინვესტირების კარგი სხვა სახის რესურსების ნაჩვენებია გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი,
გამჭვირვალობისა და არადამაკმაყოფილებელია. დონე. ნაჩვენებია, გამჭვირვალობის ინვესტირების ძალიან კარგი დონე. სამაგალითო კომუნიკაცია და დიალოგი
კომუნიკაციის ხარისხი გამჭვირვალობისა და დამაკმაყოფილებელი ხარისხი, გამჭვირვალობის ხარისხი პარტიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
არასაკმარისია. კომუნიკაციის დონე გონივრული კომუნიკაცია მაღალია, ნაჩვენებია, ეფექტური
მინიმალურია. პატრიორებთან და დაინტერესებულ კომუნიკაცია და დიალოგი
მხარეებთან. პარტიორებთან და
დაინტერესებულ მხარეებთან.

8
შედეგი (30%) მწირი (0) მინიმალური (1) დამაკმაყოფილებელი(2) კარგი (3) ძალიან კარგი (4)
ნაჩვენებია გონივრული სარგებელი, ძლიერი სოციალური სარგებელი საზოგადოებისთვის მოტანილი განსაკუთრებული
იკვეთება გარკვეული რომელიც გამყარებულია გამყარებულია შესაბამისი სარგებელი გამყარებულია ძლიერი და დამაჯერებელი
სარგებელი დამაკმაყოფილებელი, რაოდენობრივი და რაოდენობრივი და
არ იკვეთება საზოგადოებისთვის, რაოდენობრივი და თვისობრივი თვისობრივი მტკიცებულებებით.
სარგებელი
არანაირი სარგებელი თუმცა მის გასამყარებლად თვისობრივი მტკიცებულებებით. მტკიცებულებებით. ნაჩვენებია, რომ პროექტმა მოიტანა
საზოგადოებისთვის საზოგადოებისთვის მოყვანილი რაოდენობრივი რაოდენობრივი ფართო და გრძელვადიანი შედეგები და
(15%) მტკიცებულებები მტკიცებულებები მტკიცებულებები წარმოჩენილია მისი გავლენა საზოგადოებაზე.
არადამაჯერებელია. ძირითადად ეხება ეხება არა მხოლოდ
მოკლევადიან/მყისიერ შედეგებს, პროექტში ჩართულ ადამიანთა
მაგალითად, რიცხვს, არამედ სხვა
პროექტში ჩართულ ადამიანთა მახასიათებლებსაც.
რიცხვი.
ბიზნესისთვის მოტანილი ძლიერი ბიზნესისთვის მოტანილი განსაკუთრებული
იკვეთება გარკვეული ნაჩვენებია გონივრული სარგებელი სარგებელი გამყარებულია სარგებელი
სარგებელი არ იკვეთება სარგებელი ბიზნესისთვის, ბიზნესისთვის, რომელიც შესაბამისი რაოდენობრივი და გამყარებულია ძლიერი და დამაჯერებელი
არანაირი სარგებელი მაგრამ მის გასამყარებლად გამყარებულია თვისობრივი მტკიცებულებებით. რაოდენობრივი და
ბიზნესისთვის
ბიზნესისთვის მოყვანილი დამაკმაყოფილებელი, რაოდენობრივი თვისობრივი
(15%) მტკიცებულებები რაოდენობრივი და მტკიცებულებები მტკიცებულებებით. წარმოჩენილია, გავლენა
არადამაჯერებელია. თვისობრივი მტკიცებულებებით. ეხება არა მხოლოდ ბიზნესზე, ნაჩვენებია, რომ კომპანია ითვალისწინებს
მტკიცებულებები ძირითადად ეხება მყისიერ შედეგებს, არამედ აღნიშნული პროექტიდან მიღებულ ცოდნასა და
მოკლევადიან/მყისიერ შედეგებს. გრძელვადიან შედეგებს, გამოცდილებას ბიზნესის წარმოების პროცესში და
მაგალითად,დანახარჯების იღებს სარგებელს.
დაზოგვის ანალიზს,უნარ-ჩვევების
განვითარებას, რეპუტაციის
გაუმჯობესებას და ა.შ.

You might also like