You are on page 1of 1

პრესრელიზი

კონფერენცია - ბათუმის ისტორიული იერსახის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა


მზარდი ეკონომიკური განვითარების პირობებში

თარიღი: 26 ივლისი, 2018 წ.


ადგილი: ბათუმი, Radisson Blu Hotel (ეგნატე ნინოშვილის ქ. #1)
დრო: 10:00-14:30 სთ.

26 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (East-West
Management Institute) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია, რომელზეც
სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რასაც მშენებლობების მზარდი რაოდენობა ქალაქ
ბათუმის უნიკალური ისტორიული იერსახის და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უქმნის.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს,


განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ქ. ბათუმის ვიცე-მერი და
საქალაქო სამსახურების, საკრებულოს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგნლები, დარგის
ექსპერტები (ურბანისტები, არქიტექტორები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები) და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგნლები.

კონფერენციის მონაწილეები შეაფასებენ იმ ნაბიჯებს, რომელიც ხორციელდება ბათუმის ურბანული განვითარების


მიმართულებით და იმსჯელებენ იმ პოლიტიკაზე, რომელიც, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით,
სამომავლოდ უნდა გატარდეს ბათუმის ისტორიულ იერსახის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის.
ხელისუფლების წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ საკუთარ ხედვას და სამოქმედო გეგმას.

კონფერენცია დაიყოფა შემდეგ თემატურ დისკუსიებად: ბათუმი, როგორც თანამედროვე ქალაქი და მდგრადი ურბანული
მმართველობის გამოწვევები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტანდარტები და ბათუმი; ეკონომიკური და საჯარო
ინტერესების დაბალანსება. კონფერენციის დასკვნით ნაწილში გაიმართება დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

კონფერენცია დაიწყება 10:00 სთ-ზე.

საკონტაქტო პირი: ნოდარ ტანგიაშვილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ისნტიტუტის (EWMI) წარმომადგენელი. ტელ:
577 498 444 . ელ-ფოსტა: ntangiashvili@ewmi.org;

#5 Marjanishvili St., Third Floor • Tbilisi 0102 Georgia • Tel/ტელ: (+995 32) 2202 444 • www.facebook.com/EWMI.ACCESS
მარჯანიშვილის ქ. # 5, მესამე სართული • თბილისი 0102 საქართველო

You might also like