You are on page 1of 1

კვლევის პრეზენტაცია: კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა განათლებისა და დასაქმების

შესაძლებლობები/საჭიროებები

პრესრელიზი

20 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საჭიროებების


და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენცია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა და სიდას აღმასრულებელმა
დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გახსნეს.

ღონისძების მეორე ნაწილი დაეთმო დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების წარდგენას, რომელიც
პარალელურად მიმდინარეობდა იმ შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რომელიც არსებობს ბიზნეს სექტორში
ბენეფიციართა ჯგუფის შრომითი რეაბილიტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

დასაქმების ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 115 ბიზნეს ორგანიზაციამ, ხოლო კანონთან კონფლიქტში
მყოფი პირების განათლებისა და დასაქმების დაჭიროებების გამოვლენის კვლევაში ჩაერთო 291 ბენეფიციარი.
კვლევა განხორციელდა თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ:

 გასამართლების შემდეგ დაახლოებით 2-ჯერ იზრდება უმუშევართა რაოდენობა;


 ის პროფესია და კვალიფიკაცია, რომელიც აქვთ ყოფილ პატიმრებს, პირობითი მსჯავრის მქონე და
განრიდებულ პირებს, არ არის თანხვედრაში დამსაქმებელთა მოთხოვნებთან;
 უმუშევრობა და ეკონომიკური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში განაპირობებს განმეორებით დანაშაულს;
 კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს გადაჭარვებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე და
დაუსაქმებლობის შემთხვევაში კარგავენ სამსახურის მოძიების მოტივაციას;
 გასამართლების შემდეგ კვლევის მონაწილე ბენეფიციართა 58,8%-ისთვის შემცირდა ოჯახის
შემოსავალი, 11,5%-ისთვის გაიზარდა ხარჯები, მაშინ როდესაც მონაწილეთა 10% სოციალურად
დაუცველია.
 დასაქმების სასურველ სფეროებად გამოიკვეთა ბიზნეს სექტორი და სოფლის მეურნეობის სფეროები;
 კვლევის მონაწილე ბიზნეს ორგანიზაციებიდან მეოთხედმა გამოთქვა მზაობა დაასაქმოს კანონთან
კონფლიქტში მყოფი პირები.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: goo.gl/fQ7Trr

კვლევა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება
მართლმსაჯულების სექტორში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს
ფერმერთა ასოციაციასა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის
ინსტიტუტთან პარტნიორობით.


საკონტაქტო ინფორმაცია: ეთუნა ცოტნიაშვილი
599 512215

You might also like