You are on page 1of 1

ბიზნესი და არასამთავრობო სექტორი აქტიურ თანამშრომლობას იწყებენ

მედიაანონსი

21 აგვისტოს, 11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: ფარნავაზ


მეფის ქ. #62–64), გაიმართება სამუშაო შეხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ ბიზნეს
კომპანიებს შორის რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონებში მდგრადი პროექტების
განხორციელებით.
შეხვედრის მიზანია შედგეს თანამშრომლობა ბიზნესებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს
შორის მდგრადი რეგიონული პროექტების ირგვლივ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ 20-ზე
მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (მათ შორის აჭარიდან) და 10-
მდე ბიზნესის წარმოადგენელი, მათ შორის ფოთის პორტი, ანაკლია დეველოპმენტი, ჯიპიაი
ჰოლდინგი, აჭარა ჯგუფი, კრედო და სხვა.
შეხვედრის განმავლობაში რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნესებს წარუდგენენ
პრეზენტაციებს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ხოლო ბიზნეს კომპანიები
არასამთავრობოებს გააცნობენ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელშიც ისინი
ისურვებდნენ მათთან მდგრადი და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას. ღია
პრეზენტაციები კითხვა პასუხის ფორმატში წარიმართება, ასევე მოეწყობა ინდივიდუალური
გასაუბრებები.

შეხვედრა იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების


რეგიონულ ქსელთან და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბთან
თანამშრომლობით.

,,სიდას“ აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისებისა და სამოქალაქო


საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) განვითარების მიმართულებით მხარდაჭერილია
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით
და ევროკავშირის მიერ.

საკონტაქტო პირი:

ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
599512215; pr@cida.ge

You might also like