You are on page 1of 34

„ჩარლზ დარვინი“

გიორგი იაგანაშვილი

ჩარლზ დარვინის კალამს უამრავი ნაშრომი ეკუთვნის, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია


„სახეობათა წარმოშობისა და ცვალებადობის შესახებ“, რომელშიც დარვინს
არგუმენტირებულად და დასაბუთებულად აქვს გადმოცემული ის მნიშვნელოვანი ასპექტები,
რომელიც იწვევს სახეობათა წარმოშობასა და შემდგომ მათ ცვალებადობას. დარვინის ამ
ნაშრომმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა იმ დროინდელ სამეცნიორო დარგში
მომუშავე ადამიანებში, თუმცა ამასთან ერთად გამოჩნდენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც
დარვინის მოსაზრებებს არ იზიარებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბრძოლა
არსებობისთვის, მისი აზრით ბრძოლა არსებობისათვის ბუნებაში ყოველთვის ხდება, მისი
გამომწვევი მიზეზი კი ინდივიდებს შორის საერთო ინტერესებისა და მოთხოვნილობების
გამო, როგორიცაა: საკვები, საცხოვრებელი და ხშირად პარტნიორის გამოც უხდებათ
ბრძოლა. ჩარლზ დარვინის მიერ დაწერილი ყველა თეორია რამდენიმე წლის შემდეგ
დადასტურდა სხვადასხვა კვლევებითა და ექსპერიმენტებით, კვლევებმა ცხადყო დარვინის
თეორიის ჭეშმარიტება. დარვინის აზრით ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა-
ცვალებადობა და მემკვიდრეობითობაა, ამიტომაც იგი უპირისპირდებოდა ჟან ბატისტ
ლამარკს, რომელიც თვლიდა, რომ არსებათა განვითარება მათი ცხოვრების ნირზეა
დამოკიდებულიო და მაგალითისთვის მას მოჰყავდა ჟირაფები, რომლებსაც საკვების
მოპოვება ხიდან უხდებოდათ, სწორედ ამის გამო, მათი კისრები ვარჯიშდებოდა, რათა
საკვებს მისწვდომოდნენ. ლამარკის აზრით საუკუნეების განმავლობაში მათმა კისერმა
მუტაცია განიცადა და დღეს 21-ე საუკუნეში მივიღეთ ჟირაფები, რომლებსაც გრძელი კისრები
აქვთ. ჩარლზ დარვინი კი ლამარკის მოსაზრებებს არ იზიარებდა და მიაჩნდა რომ სახეობათა
ევოლუცია არა ინდივიდთა ცხოვრების ნირზე, არამედ ბუნებრივი გადარჩევის შედეგად
ხდება. მისი აზრით იყვნენ როგორც მოკლეკისრიანი, ასევე გრძელკისრიანი ჟირაფები,
გარემო პირობების შეცვლამ გამოიწვია ბალახის გაქრობა და მათი საკვების ერთადერთი
წყარო ხის ფოთლები აღმოჩნდა, შესაბამისად ის ჟირაფები, რომლებსაც მოკლე კისერი
ჰქონდათ- დაიღუპნენ, ხოლო იმ ჟირაფებს, რომელთაც გრძელი კისერი- გადარჩნენ.
მეცნიერული კვლევების შედეგად დარვინის თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ
ჭეშმარიტი აღმოჩნდა. ყველა ორგანიზმის თვისებაა გადასცეს ის ნიშან-თვისებები, რაც მას
აქვს. ანუ, ადამიანი ყოველთვის ადამიანს ბადებს, ცხენი კი ყოველთვის ცხენს. თუმცა ეს არ
ნიშნავს იმას, რომ შვილი აუცილებლად ყველა ნიშნით ჰგავდეს მშობელს. ყველა ორგანიზმი
განსხვავებულია, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად (სულიერად). შესაძლებელია
თეთრი კურდღლისგან დაიბადოს კოპლებიანი კურდღელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ
შთამომავლობაში არასდროს დაბადებულა კოპლებიანი კურდღელი. ჩნდება კითხვა-
რატომ დაიბადა ასეთი განსხვავებული კურდღელი?. დედამიწაზე მცხოვრები თითოეული
არსება, ეს იქნება ცხოველი, ფრინველი თუ მცენარე, ყველა ორგანიზმი განიცდის მუტაციას.
მუტაცია კი ნიშნავს ცვლილებას, რომლის შედეგად ორგანიზმი განიცდის ცვლილებას, ეს
ცვლილება კი შეიძლება იყოს, როგორც გენოტიპური, ასევე ფენოტიპური. ცნობილია, რომ
ყველაფერი, რაც ცოცხალია უჯრედისგან შედგება, ეს უჯრედები გარკვეული ინფორმაციის
მატარებელია. მასში ჩაშენებულია ბირთვი, რომელშიც მოთავსებულია ქრომოსომები,
ქრომოსომებში კი თავის მხრივ ჩაშენებულია დნმ-ი. დნმ-ი არის სწორედ ის ნაწილია,
რომელიც დიდ როლს თამაშობს კაცობრიობის განვითარებაში. სხვადასხვა არსებაში
განსხვავებული რაოდენობის ქრომოსომაა, მაგალითისთვის ადამიანში ქრომოსომების
რაოდენობა 46-ია. შეჯვარების შედეგად დედისეული ორგანიზმიდან 23 ქრომოსომა,
მამისეული ორგანიზმიდან ასევე 23 ქრომოსომა შეერწყმის ერთმანეთს. ამის შემდეგ
განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში მიმდინარეობს მთელი რიგი პროცესები. ხდება
დომინანტური და რეცესიული ნიშნების გარჩევა, შესაძლებელია შვილი რაღაც ნიშნით
დაემსგავსოს დედას, ან რაღაც ნიშნი მამას. შეიძლება საერთოდ ყველა ნიშნით
განსხვავებული ორგანიზმი დაიბადოს. ყველა ნიშნით იდენტური ადამიანის დაბადება
შეუძლებელია. ზოგიერთ ინდივიდს აქვს დამცველობითი უნარი. მაგალითად სოკო, გვიმრა,
ბაყაყი, თევზი და სხვა. ამ ინდივიდებს უწევთ დიდი შრომა, იმისთვის, რომ არ გადაშენდნენ.
სოკო და გვიმრა ასობით სპორებს, ხოლო ბაყაყი და თევზი ათასობით კვერცხს დებენ, რათა
შთამომავლობა შეინარჩუნონ. ის გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ რთული გარემო
პირობებია, ამიტომაც საჭიროა უამრავი კვერცხისა და სპორის გამოყოფა, რათა 3 ან 4 მაინც
გადარჩეს და გააგრძელონ არსებობა. ესეც ერთგვარი არსებობისთვის ბრძოლაა. „ბრძოლა
არსებობისთვის გულისხმობს, ცოცხალი და არაცოცხალი არსებების ერთმანეთზე
დამოკიდებულებას.“ ( ჩარლზ დარვინი 2018, 22).

გამოყენებული ლიტერატურა:

დარვინი, ჩარლზ. „სახეობათა წარმოშობა.“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2,


5-32. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
ფრიდრიხ ნიცშე - „ღმერთი მოკვდა“
გიორგი იაგანაშვილი

გერმანელი ფილოსოფოსი, კრიტიკოსი და მოაზროვნე ფრიდრიხ ნიცშე გვესაუბრება


„ღმერთის სიკვდილთან“ დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არ
უნდა გავიგოთ. ჩემი აზრით, ფრიდრიხ ნიცშემ „ღმერთის სიკვდილიში“ მეტაფორულად
გამოხატა აზრი. თუმცა იმ დროინდელმა საზოგადოების ნაწილმა ეს პირდაპირი
მნიშვნელობით გაიგეს და ამის გამო ფრიდრიხ ნიცშეს ათეისტობას და ღმერთის დევნაშიც
ადანაშაულებდნენ, მაგრამ ნიცშე ათეისტი არ ყოფილა, მეტიც, ის რელიგიორ ოჯახში
გაიზარდა და მისთვის რელიგია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ჩემი
აზრით მან ამ სიტყვებში გამოხატა ის აზრი, რომ იმ დროისთვის რელიგიის როლი ნელ-
ნელა კნინდებოდა, რამაც საზოგადოების რელიგიისადმი დამოკიდებულების შეცვალა
გამოიწვია. ამიტომაც ნიცშე ამბობს, რომ ადამიანი „ღმერთის სიკვდილის“ აღიარებით
ადამიანი თითქოს მარტო რჩება და აღარავინაა იმისთვის, რომ მათ ვინმემ “თავისუფლება
შეუზღუდოს“, ამიტომაც ადამიანები სრულ თავისუფლებაში არიან და აკეთებენ იმას, რაც
მოესურვებათ. მათთვის ყოველგვარი ჩარჩოები დამსხვრეულია და საკუთარი სურვილებით
მოქმედებენ. ნიცშე ამბობდა, რომ ადამიანებმა ღმერთი არ უნდა ეძებოს ცაში, ის საკუთარ
თავში უნდა ეძებოსო, და თუ მას ადამიანი იპოვის მაშინვე ანადგურებს. ამასთან ერთად ნიცშე
ასევე გვესაუბრება ზეკაცის შესახებაც. იგი ამბობს, რომ ზეკაცი არის იგივე მიწის კაცი,
რომელიც სამყაროში მიწის გარდა არაფერს აღიარებს. თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი
სიკვდილის შემდეგ მისი სული კვლავ გააგრძელებს არსებობას, ასეთ ადამიანს ნიცშე
ჩვეულებრივ ბუნებრივ ბიოლოგიურ არსებად მიიჩნევდა. თუ ადამიანს სურს, რომ გახდეს
ზეკაცი, მაშინ მან სამი ეტაპი უნდა გაიაროს, ესენია: აქლემის ეტაპი, ლომის ეტაპი და ბავშვის
ეტაპი. აქლემის ეტაპის დროს ადამიანებს უწევთ გარკვეული სირთულეების ატანა, შეგუება
ამქვეყნიურ დადგენილ ვალდებულებებთან და ნორმებთან, ისინი მზად არიან გაუძლონ
ყველაფერს, რათა მათი გარდაცვალების შემდეგ მათმა სულმა გააგრძელოს ბედნიერად
ცხოვრება. მეორეა ლომის ეტაპი. ლომის ეტაპის დროს ადამიანი ქაოტურია, იგი არ ეგუება
ამქვეყნიურ წესებსა და მოსაზრებებს. ბოლოა ბავშვის ეტაპი. ცნობილია, რომ ბავშვი უმანკოა,
თავისუფალია, უცოდველია, მხიარულია, მას წარმოდგენაც კი არ აქვს ამქვეყნიურ წესებსა
და დოგმების შესახებ, შესაბამისად მას არ უწევს მის დაცვაზე ზრუნვა. ნიცშე მიიჩნევს, რომ
ზეკაცი სწორედ ისაა, რომელიც თავისუფალია. ზეკაცის იდეა კი მოიაზრებს იმას, რომ
ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო. ზარატუსტრას სურს ადამიანებს დაეხმაროს,
მას სურს, რომ ადამიანები გამოიყვანოს განსაცდელიდან და კრიზისიდან, შემდგომ კი მათი
ცხოვრება ზეკაცისკენ მიმართოს. ზოგიერთ ადამიანს ძალზედ რღმად აქვს ჩაბეჭდილი
არსებული ყოფიერება და ის დოგმები, რომელშიც ის ცხოვრობს, ამიტომაც როდესაც
ზარატუსტრა ცდილობს მათ სიახლე ჩააწვეთოს, მათგან უარყოფით რეაქციას იღებს. მათ
გონებას არ შეუძლია ახალის აღქმა, თითქოს ყურებს იხშობენ. ამიტომაც ზარატუსტრაც
ყოველი მცდელობა შეცვალოს საზოგადოება უკეთესობისკენ უშედეგო აღმოჩნდება.
ზარატუსტრა დგას საზოგადოებაში და გაუთავებლად ესაუბრება ხალხს, თითქოს საკუთარი
გულის ტკივილს უზიარებს მათ, თუმცა ხალხი მას დასცინის. იგი ცდილობს შეცვალოს
საუბრის მანერა, რათა ხალხმა მას მოუსმინონ, მაგრამ მაინც უშედეგო იქნება მისი
მცდელობა. შემდეგ დაფიქრდა ზარატუსტრა და თქვა, რომ მათ, როგორც თხის მწყემსებს
ისე ელაპარაკებოდა, ამიტომაც მისთვის ეს ადამიანები იმდენად მნიშვნელოვანი არ იყვნენ,
რამდენადაც თანამომკლეები და შემქმნელები. ნიცშეს აზრით, არსებობს ორი ტიპის
მორალი. მორალური შეფასება ყალიბდება იმ ადამიანებში, რომლებშიც არსებობს
სურვილი იმისა, რომ იყვნენ ყველაზე ძლიერები და სხვებზე იბატონონ, ხოლო მეორე ტიპის
მორალი ყალიბდება მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს მორჩილების უნარი, ანუ ის სხვაზე
დამოკიდებული ხდება. იგი მორალის შესახებ ამბობდა, რომ მორალი ადამიანის
მოგონილიაო, ბუნებას კი სულ სხვა კანონები აქვს, ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელი,
იმარჯვებს- ძლიერი, ხოლო კვდება- სუსტი.

გამოყენებული ლიტერატურა:

ფრიდრიხ ნიცშე. „ასე იტყოდა ზარატუსტრა“, „მხიარული მეცნიერება“, „კეთილისა და


ბოროტის მიღმა“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2, 34-66. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
„ზიგმუნდ ფროიდი“
გიორგი იაგანაშვილი

ზიგმუნდ ფროიდის აზრით კულტურის განვითარებას ბევრმა ასპექტმა შეუწყო ხელი.


კულტურის განვითარებას ბიძგი მისცა იმან, რომ ადამიანის წარმოშობიდნ თანდათანობით
ქალს კაცის მიმართ, ხოლო კაცს ქალის მიმართ გაუჩნდა გრძნობები, ამასთან ერთად ნელ-
ნელა ჩნდება მტრობა, დაპირისპირება, სიძულვილი და ამ ყოველივემ საფუძველი ჩაუყარა
კულტურის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ კულტურა ადამიანს გარკვეულ
ჩარჩოებში სვამს და გარკვეულწილად ზღუდავს ადამიანს, ფროიდის აზრით, კულტურა
ყველაზე დიდ როლს თამაშობს საზოგადოების მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში. კულტურის
გაჩენასთან ერთად ადამიანს უკვე ყველაფრის კეთების შესაძლებლობა აღარ აქვს, რადგან
ის ცხოვრობს საზოგადოებაში, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს უწესებს მას. შეიძლება
ვთქვათ, რომ ადამიანმა საკუთარ თავს ეს შეზღუდვები თავად დაუწესა, რადგან
საზოგადოებაში ყოფილიყო ერთიანობა და საზოგადოების თითოეულ წევრს
კეთილდღეობა ჰქონოდა. ზიგმუნდ ფროიდმა ყურადღება გაამახვილა იმ ორ ძირითდ
შეზღუდვაზე, რომლელმაც ადამიანების აჯანყება და კულტურის მიმართ დიდი
უკმაყოფილება გამოიწვია, ეს შეზღუდვები კი გახლავთ: აგრესიული ლტოლვებისა და
სექსუალური ლტოლვების შეზღუდვა. ამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ადამიანთა
ერთიანობა შენარჩუნდა და აღარ იყო ქაოტური ვითარება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი,
რომ ამ შეზღუდვების შემდეგ ადამიანები თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობდნენ და მათ
გაუჩნდათ ნევროზი. ფროიდისთვის სექსუალობა გამართლებულია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ გამრავლების მიზნით ხდება ეს კავშირი და არა სიამოვნების მიღების
მიზნით. ფროიდის აზრით ქალები ის არსებები არიან, რომლებმაც კულტურის განვითარება
შეაფერხეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის რომა ქალები სექსუალური აღქმის ობიექტები
არიან, ამასთან მათ მამაკაცებისგან განსხვავებით არ შეუძლიან ლტოლვების ლუბლიმაცია,
რამაც საბოლოო ჯამში კულტურა სულ უფრო და უფრო დიდი და რთული ამოცანების წინაშე
დააყენა. მე პირადად ფროიდს ამ საკითხში არ ვეთანხმები, რადგან არ ვფიქრობ, რომ
ქალებს უფრო მეტად უჭირდათ სექსუალური ლტოვლების სუბლიმაცია. ზიგმუნდ ფროიდის
მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნააზრევია ფსიქიკის სამი ინსტანცია,
რომელმებიცაა: „იგი“, „მე“ და „ზე-მე“. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი. იგი (იდი)
არის ადამიანის დაბადებითან თანდაყოლილი, რომელიც არაცნობიერი ლტოლვების
ინსტანციაა. ამ დროს ბავშვი აკეთებს ყველაფერს, რაც მას მოესურვება და ამასთან ერთდ ის
ქაოტურიცაა, თუმცა მთლიანად დამოკიდებულია მშობლებზე. „მე მინდა ის და თანაც
ახლავე“- აქედან ვხვდებით, რომ იგი თავნებაა. ამ ინსტანციის მომდევნო ინსტანცია კი
გახლავთ „მე“ (ეგო) ამ დროს ბავშვი ნელ-ნელა იწყებს აზროვნებას, ცდილობს აღარ იყოს
დამოკიდებული მშობლებზე და რაღაც გადაწყვეტილებები თავად მიიღოს ცხოვრებაში. რაც
შეეხება ბოლო ინსტანციას, ზე-მე (სუპერ ეგო) ამ დროს ადამიანი უკვე რაციონალურად
მოაზროვნე არსებაა, იგი სრულიად დამოუკიდებელია, მას აქვს მორალი და სინდისი. მან
ზუსტად იცის თუ რა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში, ამიტომაც ზიგმუნდ ფროიდის აზრით, ეს
ინსტანცია ყველაზე სრულყოფილია, რაც გამოარჩევს სხვებისგან. სხვა ინსტანციას არ აქვს
სინდისი და მორალი, არ არის დამოუკიდებელი და მის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი
შეიძლება ითქვას გაუაზრებელია. სინდისის ქენჯნა სწორედ ბოლო ინსტანციაზე გვხვდება,
ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ დროს ადამიანებს აქვთ მორალი და სინდისი. ყველა
ადამიანს ოდესმე უფიქრია ისეთ რაღაცებზე, რომლებიც მათთვის ბედნიერების მომტანია,
ხოლო ვიღაცისთვის მისი ბედნიერება უბედურების მომტანია. ჩვენ ამასთან ერთად ვიწყებთ
ფიქრს იმ ადამიანზე, რომელმაც უბედურება განიცადა და თანაუგრძნობთ მას. ამ მომენტში
ადამიანი განიცდის სინდისის ქენჯნას. ზიგმუნდ ფროიდი აკრიტიკებს მოყვასის სიყვარულს და
ამბობს, რომ ადამიანს ვერასდროს ეყვარება მისი მოყვასი ისე, როგორც საკუთარი თავიო.
თუ უყვარს, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ნორმალურია თუ არა ის ადამიანიო. ადამიანი
შეიძლება შეგიყვარდეს იმ შემთხვევაში, თუ მასში რაღაც შენთვის მოსაწონი ქცევები, ნორმები
და ღირებულებები მოგეწონაო. მისი აზრით ადამიანი არ არის თბილი და მოსიყვარეულე,
მისი შინაგანი ლტოლვები მიმართულია აგრესიისკენ. მას შემდეგ, რაც კულტურამ ადამიანს
გარკვეული საზღვრები დაუწესა, ადამიანი კიდევ უფრო მეტად აგრესიული არსება გახდა და
კიდევ უფრო გაუმძაფრდა დესტრუქციულობისაკენ ლტოლვა. ეს ძლიერი აგრესია კი ხშირ
შემთხვევაში სადიზმსა და მაზოხიზმში გამოიხატება. სადიზმის დროს ადამიანი საკუთარ
აგრესიას ირგვლივ მყოფ არსებების მიმართ გამოხატავს და მათ ტკივილის აყენებს, ხოლო
მაზოხიზმის შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს აყენებს ზიანს და სწორედ ამით
გამოავლენს საკუთარ აგრესიას.

გამოყენებული ლიტერატურა:

ზიგმუნდ ფროიდი. „კულტურით უკმაყოფილება“. წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2. 67-98. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
ჯონ დიუი– „ტრადიციული და პროგრესული განათლება“
გიორგი იაგანაშვილი

ჯონ დიუი გამოჩენილი ამერიკელი მოაზროვნეა, რომლის კალამს უამრავი ნაშრომი


ეკუთვნის. მათგან აღსანიშნავია ნაშრომი, რომელიც განათლების საკითხს ეხება.
„გამოცდილება და განათლება“ ჯონ დიუს აზრით, განათლების მიღებასთან ერთად
მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღებაც, ამაში კი იგულისხმება „კეთებით სწავლება“ ,
რომელიც ეხმარება მოსწავლეს თეორიული საკითხების სწავლის პრაქტიკაში გამოყენებას.
„ყოველი გამოცდილება განაგრძობს არსებობას შემდგომ გამოცდილებაში“ (დიუი 2018,
102). გამოცდილება შეიძლება ვთქვათ, რომ ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია
განათლების მიღების პროცესში. ჯონ დიუმმა დაგვანახა სისტემა, რომელსაც შეუძლია
მოსწავლეების უნარების განვითარება. ამასთან ერთად ჯონ დიუმი გვესაუბრება განათლების
ორი ძირითადი მოდელის შესახებ. მისი აზრით, არსებობს ტრადიციული და პროგრესული
განათლების მოდელები. ტრადიციული განათლება თავისი არსით მოაზრებს ისეთ სისტემას,
რომელიც არ ცდილობს მოსწავლის სხვადასხვა უნარების გაუმჯობესებაზე და ამასთან ვერ
გამოჰკვეთს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობას, ამასთნ ერთად მოსწავლეების
ნაწილი ვერ ერგება აღნიშნულ სისტემას, რადგან ამ მოდელისთვის დამახასიათებელია
ძალდატანებით სწავლა, რის გამოც ისინი საგაკვეთილო პროცესში თავს უსარგებლო
არსებებად გრძნობენ, ამით მოსწავლის ინდივიდუალობის ჩაკვლა ხდება, რაც მისი აზრით
დაუშვებელია. ხოლო რაც შეეხება პროგრესულ განათლებას. პროგრესული განათლების
მოდელი ჯონ დიუის აზრით არის იდეალური, რადგან ეს არის სისტემა, რომელშიც
მოსწავლეს შეუძლია განვითარდეს საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით, რაც
სამომავლოდ მოსწავლის საზოგადოებაში რეალიზებას ახდენს . აღნიშნული მოდელის
მიზანია გამოჰყოს და წინა პლანზე წამოსწიოს მოსწავლის ინდივიდუალური
შესაძლებლობების და იზრუნოს მის განვითარებაზე. დიუის მიაჩნია, რომ დღევანდელი
განათლების სისტემა ძირითადად ეყრდნობა ტრადიციულ მოდელს, რაც დიუის აზრით
მომავალში კარგი შედეგის მომტანი არ იქნება. მე სრულიად ვეთანხმები დიუის პოზიციებს,
რადგან მისი მსჯელობა მართებულად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული
განათლების სისტემას ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს, მე ვფიქრობ, რომ პროგრესულ
განათლებაში უფრო მეტი დადებითი ელემენტია, ვიდრე ტრადიციულში. ჩემი აზრით
საზოგადოების განვითრებასთან ერთად განათლების სისტემაც უნდა განიცდიდეს
ცვლილებას და მოქმედებდეს ისე, რომ მოსწავლის განვითარებაზე იზრუნოს. დიუსის აზრით
განათლება ის ძირითადი მექანიზმია, რომელსაც შეუძლია სოციალური პროგრესი.
სოციალურ პროგრესში კი იგულისხმება ყველაფერი, რომელიც დაქვემდებარებულია
განათლებას. განათლებულ ადამიანს ყველაფრის მოგვარება შეუძლია საზოგადოებაში.
მაგალითდ: ეკონომიკის, პოლიტიკის, ჯანდაცვის და სხვა. დიუის აზრით ყველანაირი
პრობლემის „გასაღები“ სწორედ განათლებაშია. ალბათ ყველას ახსოვს მასწავლებელი
სახაზავით, უარეს შემთხვევაში კი ჯოხით ხელში, რომელიც საგაკვეთილო პროცესს ამ გზით
წარმართავდა. მე პირადად ტრადიციული განათლების სისტემით აღვიზარდე და ვთვლი,
რომ ამ სისტემამ არც თუ ისე კარგი უნარები შემძლინა. ახლა ვცდილობ, რომ რაც სკოლამ
„ვერ მომცა“ უნივერსიტეტში ავინაზღაურო. ჩემ სკოლაში სრულიად ჩაკლული იყო
თავისუფალი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ეს კი შემიძლია უამრავ რამეს
დავაბრალო. როგორც მასწავლებლებს, ასევე განათლების სამინისტროს, რადგან სწორედ
ისაა პასუხისმგებელი სწავლების სისტემის შემუშავებაზე. ძალდატანებით და ძალადობით
სწავლა, სწორედ ეს ახასიათებს დღევანდელ სისტემას, რაც არც თუ ისე კარგად აისახება
მოსწავლეებში. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში 12 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა , ხოლო
ერთიან ეროვნულ გამოცდებში 42 ათასიდან 26 ათასი გახდა სტუდენტი, დანარჩენი ჩაიჭრა.
ამ შედეგებიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა
არაეფექტურია. იგი არ ცდილობს მოსწავლეების ინტერესების შესაბამისი პროგრამების
შემუშავებას. ამასთან ერთად, ის მასალა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა
გათვალისწინებული, გადატვირთული და მოძველებულია, რისი სწავლა ნაკლებ ინტერესს
იწვევს მოსწავლეებში, სწორედ ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგები. ვფიქრობ, რომ
პროგრესი ყველაფერში კარგის მომტანია, მათ შორის განათლებაშიც. ამიტომაც ვემხრობი
დიუისეულ პროგრესული განათლების მოდელს.

გამოყენებული ლიტერატურა:
დიუი, ჯონ. „გამოცდილება და განათლება“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2.
99-155. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი-„გზა ბატონყმობისკენ“
გიორგი იაგანაშვილი

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიკი ავსტრიელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი იყო, რომელიც


ვენის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. იგი საუბრობს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე,
მათგან აღსანიშნავია „გზა ბატონყმობიკენ“. მისი ნაშრომების უმეტესობა ეკონომიკას და მის
მნიშვნელობებს ეხება, ვინაიდან მისი ინტერესის მთავარი სფერო სწორედ ეკონომიკა იყო.
მას მიაჩნია, რომ დადეგმილი ეკონომიკა ადამიანებს უქმნის ერთგვარ შეზღუდვებს, რადგან
ამ შემთხვევაში ადამიანებს აღარ აქვთ არჩევანის თავისუფლება და საზოგადოებისთვის
მხოლოდ ერთი სახის პროდუქტის შეთავაზება ხდება. აღნიშნული დიდ აგრესიას და
უკმაყოფილებას იწვევდა ხალხში, ვინაიდან ადამიანებს აღარ შეუძლიათ სხვადასხვა სახის
პროდუქტის მიღება. აღნიშნული კი გამომდინარეობს იქედან, რომ სახელმწიფოს მიერ
დაგეგმილმა ეკონომიკამ ფასების რეგულირება საკუთარ თავზე აიღო, შესაბამისად
გამყიდველს აღარ ეძლეოდა იმის უფლება, რომ საკუთარ პროდუქტეზე ფასების
რეგულირება თავად გადაეწყვიტა, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის. მართლაც,
რომ დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ, ვართ გამყიდველები და მაგალითისთვის ვყიდით
კომბოსტოს. მის მოყვანაში, სასუქებში და მთელ რიგ პროცედურებში 2000 ლარზე მეტი
დაგვიჯდა, თუმცა მოსავალმა არ გაამართლა და გადავწყვეტთ, რომ ჩვენ მწირ პროდუქტს
თვითღირებულება გავუზარდოთ 1 ლარიდან 2.50 ლარამდე, რადგან ჩვენ მასში ჩადებული
დანახარჯები მაინც ამოვიღოთ. ამ შემთხვევაში გეგმური ეკონომიკა გვიქმნის შეზღუდვებს,
ვინაიდან კომბოსტოს ფასი უკვე რეგულირებულია სახელმწიფოს მიერ და მისი
თვითღირებულების გაზრდა მეწარმეს თვითნებურად არ ძალუძს. აქედან გამომდინარე
ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს.
თავისუფალი ბაზრის არსებობის შემთხვევაში არსებობს არჩევანის მრავალფეროვნება,
მოსახლეობა ყიდულობს იმას, რაც მოესურვება , ამასთან მათ შეუძლიათ მათთვის
სასურველი პროდუქტი სასურველ ფასად იყიდონ, რადან არსებობს უამრავი ბაზარი,
შესაბამისად ფასების ყველგან განსხვავებულია, რომელიც უკეთესი იქნება მათთვის მას
იყიდიან. ამით მეწარმეც მოგებულია და მყიდველიც. როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს
დაგეგმას, მათ უკვე იციან რომ ქვეყნის მართვის ძალაუფლება კიდევ უფრო
გაუძლიერდებათ და დაამყარებენ ყველაფერზე კონტროლს. თავდაპირველად კი
საზოგადოებას ეს მათი კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯი ეგონათ. ის გზა არა
თავისუფლებისაკენ მიმავალი იყო, როგორც იდეაში ჰქონდათ, არამედ ბატონყმობისკენ
მიმავალი გზა აღმოჩნდა. სოციალიზმი და დემოკრატია ერთმანეთს გამორიცხავენ,
ადამიანების გარკვეულ ნაწილს დღესაც სჯერათ, რომ სოციალიზმისა და ადამიანების
უფლებების თავისუფლება შესაძლებელია ერთობლივად არსებობდეს. თუმცა, ეს მცდარი
წარმოდგენაა, ვინაიდან სოციალიზმი აღმოჩნდა სწორედ ის , რომელმაც ადამიანის პირადი
უფლებები ფეხქვეშ გათელა. დემოკრატიასა და სოციალიზმს მხოლოდ ერთი საერთო აქვთ,
ესაა- „თავისუფლება“. მაგრამ თავისუფლება ორივე ასპექტში სხვადასხვა გვარად
მოიხსენიება, დემოკრატიის თავისუფლება ადამიანის პირადი, ფუნდამენტალური
უფლებების თავისუფლებას გულისხმობს, ხოლო სოციალიზმის შემთხვევაში თავისუფლება
გულისხმობდა თანასწორობას, მხოლოდ და მხოლოდ მორჩილებისა და გარკვეული
შეზღუდვების საუძველზე. სახელმწიფოს სათავეში ყველაზე უარესი იმიტომ ექცევა, რომ
სახელმწიფოს მმართველი ხელს იღებს საკუთარ ზნეობაზე და მისი ინტერესები მთლიანად
გადართულია იმაზე, რომ სახელმწიფოს ტოტალიტარული მმართველი გახდეს, რა თქმა
უნდა, მას წინასწარ აქვს განზრახული. აუგუსტ ფონ ჰაეიკის მიხედვით სახელმწიფოს
მეთაურად ყოველთვის ყველაზე უარესები სამი მიზეზის გამო მოდიან. პირველი არის ის,
რომ მმართველს რაც უფრო მრავალმხრივი განათლება აქვთ და მათი ინტელექტუალური
შესაძლებლობების დონე მაღალია იგი ვერ გამოდგება ტოტალიტარ მმართველად, რადგან
ის რთული სამართავია. ამიტომაც მმართველის მოძებნა დაბალი ზნეობისა და ინტელექტის
მქონე ჯგუფში ხდება. მეორე- პრიმიტიული შეხედულების ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ
დაემორჩილება სხვის აზრს, ასეთი ადამიანები მარტივად სამართავია და ყოველთის მზად
არიან ტოტალიტარულ მმართველის როლი მოირგონ. ხოლო მესამე- ზნეობის არმქონე ,
უგუნური და დაუნდობელი ადამიანი, რომელმაც ადამიანურ სისუსტეებს უნდა მოუხმოს. ასეთ
ადამიანს უადვილდება ცუდი და ნეგატიური მიზნების განხორციელებაში ჩაბმა, რაც
საბოლოო ჯამში განაპირობებს ყველაზე უარესი ადამიანის მოსვლას სახელმწიფოში.

გამოყენებული ლიტერატურა :
ჰაიეკი, ფრიდრიხ აუგუსტ ფონი. „გზა ბატონყმობისკენ“. წიგნში შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში. 209-241. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
კონრად ლორენცი- „კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“
გიორგი იაგანაშვილი

კონრად ლორენცი ავსტრიელი ზოოფიქოლოგი იყო, რომელსაც შესანიშნავი ნაშრომები


ეკუთვნის. მათგან აღსანიშნავია ნაშრომი, რომელიც ეხება ცოდვებს. იმ ცოდვებს, რომელსაც
ადამიანი ფაქტობრივად ყოველდღიურად ჩადის და მას შეუძლია ადამინისთვის ცუდი
შედეგების მოტანა. აღსანიშნავია, რომ ეს ცოდვები არ ეხება, რელიგიასთან დაკავშირებულ
ცოდვებს. მათი რაოდენობა ლორენცმა რვა ნაწილად დაჰყო. ამ ნაშრომის დაწერის
მთავარი მიზეზი გახდა ლორენცის რადიოში გამოსვლა, რომელის შემდეგ საზოგადოების
დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამის შემდეგ კონრადმა გადაწყვიტა, რომ დაეწერა ნაშრომი
„კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვის შესახებ“. იგი შეეცადა დაეფიქსირებინა ყველა
ის პრობლემა, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ კაცობრიობას, არამედ ცივილიზაციას.
ახლა განვიხილოთ თითოეული ის პრობლემა, რომელზეც კონრად ლორენცი გვესაუბრება.
ჭარბი მოსახლეობა- ლორენცის აზრით, ჭარბი მოსახლეობა იწვევს ადამიანებისა და
ადამიანური ურთიერთობების გაცივებას. დღესავდელ სამყაროში სულ უფრო და უფრო
იზრდება ადამიანთა რაოდენობა, რომელმაც შვიდ მილიარდს უკვე გადააჭარბა,
შესაბამისად იზრდება საცხოვრებელი ადგილების რაოდენობა, რაც იწვევს ადამიანების
ერთმანეთთან უფრო მეტად “დაახლოებას“. ადამიანისთვის კი ეს დაახლოება არც თუ ისე
სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან როგორც ლორენცი გვეუბნება ადამიანი არ არის ისეთი
არსება, რომელსაც შეუძლია ყველას გაუნაწილოს სიყვარული. ადამიანთა ურთიერთობების
დაახლოება გამოიწია საცხოვრებელი სახლების ერთმანეთთან მჭიდროდ მშენებლობა,
ადამიანებისთვის ბევრად უფრო მარტივი გახდა ერთმანეთთან “მიმოსვლა“, თუმცა
ადამიანებს ამან კიდევ უფრო მეტი თავის ტკივილი გაუჩინა. ლორენცი ამ საკითხთან
დაკავშირებით ასევე აღნიშნავს, რომ მასების ზრდამ ადამიანების გაცივება, გაუცხოება
გამოიწვია. ადამიანებს კლავენ, აუპატიურებენ, აწამებენ და ა. შ. თუმცა საზოგადოების
რეაქცია ძალიან გულგრილია. სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება- როდესაც ლორენცი
კაცობრიობის ამ ცოდვაზე საუბრობს, იგი აღნიშნავს თავის შეშფოთებას იმის შესახებ, რომ
ადამიანებმა ბუნება კატასტროფულ შედეგებამდი მიიყვანეს, ვინაიდან ხდება ტყეების,
ბუნებრივი საფარის გაუაზრებლად, არარაციონალურად ჩეხვა და გაჩანაგება.
ანთროპოლოგიურმა ფაქტორებმა უკვე მსოფლიო გლობალურ პრობლემების წინაშე
დააყენა, სწორედ ამაზე გვესაუბრება ლორენცი არნიშნულ ცოდვაზე. შეჯიბრი საკუთარ
თავთან- ლორენცი მიიჩნევს, იმ აზრს, რომ „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“, შესაბამისად
მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველთვის კონკურენციის და გარკვეული
დაპირისპირებების გადალახვა უწევს ადამიანს. დღეს, ადამიანთა უმრავლესობა მთლიანად
გადართულია კონკურენციაზე, ფაქრობრივად უკვე შესისხლხორცებული აქვს ადამიანს
შეჯობრი და სხვაზე ჯობნის ინსტინქტი. ადამიანს ყოველთვის სურს სხვაზე ბევრი ჰქონდეს,
ამიტომაც ადამიანები მატერიალისტები გახდნენ. ადამიანები გაურბიან საკუთარ თავთან
მარტო დარჩენას, რადგან არ სურთ ფიქრი საკუთარ თავთან. ისინი ისწრაფვიან ხმაურისკენ
და ცხოვრების სწრაფი ტემპისკენ, რათა საკუთარ თავს გაექცნენ. სწორედ ამაზე გვესაუბრება
ლორენცი ამ ცოდვასთან დაკავშირებით. გრძნობების გაცივება- ადამინი ცხოვრების
განმავლობაში განიცდის სიამოვნებასაც და უსიამოვნებებსაც, ფაქტობრივად ორივე
ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რა თქმა უნდა ყველას ს გენეტიკური რღვევა- ლორენცის
აზრით, ადამიანებში დაბადებიდანვე არსებობს საზოგადოებაში ქცევის კომპლექცი.
ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან და როდესაც ეს კომპლექცი ირღვევა,
შესაბამისად წყდება კავშირი ადამიანებს შოროს, არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ
მთლიანად სოციუმს შორის, რაც კარგი შედეგის მომტანი არ არის. როდესაც ადამიანი არის
კრიმინალი ვიწყებთ ფიქრს, იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მისი ასეთი აგრესიული
ლტოლვები. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ის ცუდად აღიზარდა, სხვა შემთხვევაში კი
შეიძლება სწორედ გენეტიკური რღვევის შედეგი იყოს მისი ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბება.
ტრადიციისაგან მოწყვეტა- აღნიშნული ცოდვა კი ფაქტობრივად მამათა და შვილთა საკითხს
ეხება. ანუ ძირითადად ახალგაზდა თაობას ეხება აღნიშნული საკითხი. ეს თემა ყოველთვის
აქტუალურია და დღესაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი მუდამ განხილვაშია.
ახალი თაობა ყოველთვის უკმაყოფილოა წინა თაობის მიერ დანატოვარზე. მლორენცი კი
აბრთხილებს “ახალწვეულებს“, რომ წინაპართა დანატოვარზე ხელის აღება და მათი
იგნორირება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება. ასეთი თაობა ფროიდის აზრით,
ძირითადად სიძულვილი და ბოღმა იქცევა მათ მთავარ ინსტინქტად, შესაბამისად ასეთი
თაობა საზოგადოებისთვის საშიშია. ინდოქტრინაცია- არსებობდა არასწორი შეხედულება
(ტაბულა რასა), რომლის მიხედვითაც ადამიანი იბადება “ცარიელი“, ანუ პიროვნების
ჩამოყალიბება მთლიანად გარემოზეა დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა
ადამიანი თანაბარი შესაძლებლობებით იბადება და თუ როგორ განვითარდება , ეს უკვე მის
აღზრდის გარემოზეა დამოკიდებული. სინამდვილეში ეს ასე არ იყო, ადამიანები, რა თქმა
უნდა, ყველა ერთნაირი შესაძლებლობებით ვერ დაინადებიან, რადგან ყველა
ინდივიდუალურია, შესაბამისად მათი თუნდაც ერთნაირ პირობებში აღზრდაც რომ მოხდეს,
ისინი სულ სხვაგვარად განვითარდებიან, ამიტომაც ლორენცი ამბობს, რომ ამგვარმა
შეხედულებამ ცუდი ზეგავლენა მოახდინა ადამიანზე. ამასთან ინდოქტრინაცია ადამიანებზე
გონებრივ ზემოქმედებას ახდენს და არჩევნის გაკეთებას ადამიანს წინასწარ უსაზღვრავს.
ბირთვული იარაღი- ლორენცის აზრით ეს ყველაზე მარტივად მოგვარებადი პრობლემაა,
რომელიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრება. ეს არის ცივილიზებული საზოგადოების
ერთ-ერთი ცოდვა, რომლის მოგვარება ძალიან მარტივად, მოლაპარაკებებითაც კი
შეიძლება. ამიტომაც ლორენცი ამ ცოდვას განსაკუთრებულ ცოდვათა რანგში არ აჰყავს. ჩემი
აზრით, სახელმწიფოები ამ იარაღს მხოლოდ დაშინების მიზნით იყენებენ.

გამოყენებული ლიტერატურა:
ლორენცი, რონრად. „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“. 242 308.
წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
ჟან-პოლ სარტრი - „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“
გიორგი იაგანაშვილი

ჟან პოლ სარტრი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი მოაზროვნეა, რომელსაც
არაერთი ნაშრომი ეკუუთვნის. ჩვენთვის აღსანიშნავია მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი,
სახელად „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაშრომმა ყველაზე
დიდ პოპულარობას მიაღწია და სარტრის სახელი სწორედ ამ ნაშრომმა გაუთქვა.
თავდაპირველად ტექსტი იწყება ეგზისტენციალიზმის მიმოხილვით. ავტორი თვისებურად
განიხილავს ამ ტერმინს და გამოთქვამს წუხილს, იმასთნ დაკავშირებით, რომ
საზოგადოებაში იყო არასწორი წარმოდგენა ამ სიტყვის მიმართ. როდესაც ახსენებდნენ
სიტყვა ეგზისტენციალიზმს, ყველას ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ და არასწორად იგებდნენ
მის მნიშვნელობას. ამის მაგალითიც მოგვიყვანა ავტორმა, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ
ქალს უწმაწური სიტყვა წარმოთქვა შემთხევით და შემდეგ უთქვამს მგონი ეგზისტენციალისტი
ვხდებიო. აქედან გამომდინარე ვხვდებით, თუ რაოდენ ცუდი ეტიმოლოგიის სიტყვად
მიიჩნევდნენ. ამიტომაც სარტრი მისი ნაშრომის დასაწყისშივე იწყებს ამ ადამიანების არა უკვე
მისი არსი წინასწარ უგანსაზღვრული გვაქვს (ამ შემთხვევაში არსებობას წინ უსწრებს არსი)
და ვიცით, რომ მასზე უნდა დავჯდეთ, ხოლო ადამიანის შემთხვევაში ეს პირიქითაა. ადამიანი
საკუთარი არსის განსაზღვრას საკუთარ თავს ანდობს, შესაბამისად იგი ყალიბდება ისეთი,
როგორიც მას უნდა რომ იყოს. იგი არავის წინაშე არაა ვალდებული, მათ შორის არც
რელიგიის. მიუხედავად იმისა, რომ ჯან-პოლ სარტრი ათეისტი ეგზისტენციალი იყო, იგი ხაზს
უსვამს იმას, რომ ადამიანს შეიძლება სწამდეს ღმერთისო. თავად კი ღმერთის არსებობის არ
სჯეროდა და ამბობდა, ღმერთი რომც არსებობდეს ამ სამყაროში, მაინც ისეთივე იქნებოდა
ცხოვრება, როგორიც ახლააო, რადგან ადამიანის არაა რაიმე დანიშნულების საგანი, რომ
ვინმემ მართოს. ზემოაღნიშნულიდან უკვე ვიცით, რომ ადამიანი საკუთარ არსს თავად
განსაზღვრავს, შესაბამისად იგი სრულიად თავისუფალია თავის არჩევანში. იგი
გააანალიზებს გარემოს, მის ბუნებას და შინაგან ლტოლვებს, მხოლოდ ამის შემდეგ
განისაღვრავს მის არსს. თავისუფლება არის ის ამომავალი წერტილი, რაზეც სარტრი
გვესაუბრება, მას მიაჩნია, რომ „ადამიანი დაწყევლილია იყოს თავისუფალი“ (სარტრი 2018,
328). ადამიანები არიან თავისუფალი, ინდივიდუალური არსებები, რომლებსაც ყველაფრის
საკუთარ თავზე აღება უწევთ, შესაბამისად ისინი თავიანთ ქმედებებზე არიან
პასუხისმგებელნი. ამიტომაც ხშირად სიტყვა “თავისუფლება“ ადამიანებში შიშის გრძნობას
აღძრავს, ვინაიდან ადამიანს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიში იპყრობთ.
თუმცა, შიშის გრძნობას შეიძლება ითქვას დადებითი მხარეც ჰქონდა, რადგან ადამიანი ამ
დროს უფრო მეტად მობილიზებულია, ამასთან შეიძლება შიში ერთერთი მოტივატორი იყოს
იმისა, რომ ადამიანმა საკუთარი თავის არსი უკეთესად განსაზღვროს, მეტიც, განვითარების
უფრო მაღალ პედესტალზე აიყვანოს საკუთარი პიროვნება.

გამოყენებული ლიტერატურა: სარტრი, ჟან-პოლ. „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“. წიგნში


შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2. 309-337. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
იუვალ ნოა ჰარარი - „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“
გიორგი იაგანაშვილი

იუვალ ნოა ჰარარი ებრაელი თანამედროვე მოაზროვნეა, რომელსაც ეკუთვნის ერთ-ერთი


გახმაურებილი და სენსაციური ნაშრომი „კაცობრიობის მოკლე ისტორიის შესახებ. ჰარარი
შეეცადა და თავი მოუყარა იმ ფატებსა და მოსაზრებებს, რომელიც კაცობრიობის
განვითარების ეტაპებს ეხება. მას ძალიან დიდი შრომა მოუწია, ვინაიდან რთულია ხიდის
გადება სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების შორს. სწორედ მისმა ასეთმა
განსხვავებულმა შეხედულებებმა და მოსაზრებებმა, განაპირობა ასეთი ახალგაზრდა
მოაზროვნის მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა. იგი განიხილავს იმ გზებს, თუ როგორ
წარმოიქმნა ერთი დიდი აფეთქების შემდეგ ენერგია და მატერია, შემდგომ ეს ენერგია
ატომების სახით გარდაიქმნა. საბოლოოდ კი ატომები მოლეკულებად კომბინირდა. დროთა
განმავლობაში მოლეკულები ერთამნეთს დაუკავშირდნენ, რაც საფუძველი გახდა
დედამიწაზე სიცოცხლის დაწყებისა. მოლეკულებთა შეერთებით მივიღეთ სხვადასხვა
ორგანიზმები, რომლებიც დრო და დრო ვითარდებოდნენ და ევოლუციას განიცდიდნენ. 70
ათასი წლის წინ ისეთმა რთულმა ორგანიზმა , როგორიცაა ჰომო საპიენსი ანუ- გონიერი,
მოაზროვნე ადამიანი. ჰარარი თავის ნაშრომში განსაკუთრებულ ადგილს უთმობს
კოგნიტურ, იგივე სამეცნიერო რევოლუციას, რაც გულისხმობდა სამეტყველო ენის
განვიტარებას. ჰარარის აზრით სწორედ კოგნიტური რევოლუცია იყო, რომელმაც
განაპირობა ჰომო საპიენსების დაწინაურება. ჰომო საპიენსებს სხვადასხვა სახეობებისაგან
განსხვავებით აქვთ იმის უნარი, რომ დაამყარონ ურთიერთობა სხვა ორგანიზმებთან. ამასთან
ერთადც ჰომო საპიენსს აქვთ უნარი იმისა, რომ გონებაში შექმნან წარმოდგენები და
ფიქციები. რაც შეეხება ნეანდერტალელებს. მათი მთავარი საზრუნავი ბუნებაში საკვების
შეგროვება და მტრისგან თავის დაცვა წარმოადგენდა, ამიტომაც მათ გამოუჩნდათ
კონკურენტები ჰომო საპიენსების სახით. მიუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალელები ჰომო
საპიენსებზე ბევრად ღონიერები და მათზე მოცულობით ბევრად დიდი ტვინი ჰქონდათ, ჰომო
საპიენსებმა მაინც შეძლეს და გადააშენეს ისინი. ეს ფაქტი კი შეიძლება აიხსნას იმით, რომ
ჰომო საპიენსებს ახასიათებთდათ ჯგუფურად მუშაობა, მართლაც საინტერესოა ის ფაქტი,
რომ მათზე ფიზიკურად ძლიერს მოუგეს ბრძოლაში. ჯგუფურმა და ერთობლივად ბრძოლამ
კი მათ გამარჯვება მოუტანა და გააგრძელეს არსებობა კონკურენტების გარეშე. ყველაზე
მნიშვნელოვანი და მთავარი მიზეზი იმისა, რამაც მათ გამარჯვება მოუტანა ჰარარის აზრით
არის ის, რომ მათ ისწავლეს სალაპარაკო ენის გამონახვა ერთმანეთში, მათ შეეძლოთ
ერთმანეთის აზრის გაზიარება და ესაუბრათ ძალიან ბევრ რამეზე, ჰარარი ამობს, რომ მათ
ჭორაობა ისწავლეს, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მათი გონებრივი შესაძლებლობების
კიდევ უფრო დახვეწა და განვითარება. გვართაშორისი შეჯვარების თეორიის თანახმად
ჰარარის აზრით დღევანდელი ევრაზიელი რასის წინაპარი არ ყოფილა მხოლოდ და
მხოლოდ ჰომო საპიენსი, იგი თვლის, რომ საპიენსებსა და ნეანდენტარლების სახეობებში
არსებობდა სექსუალური კავშირი, რამაც განაპირობა მათი ახალი შერეული სისხლის
შთამომავლობის მიღება. სწორედ ასეთივე წინაპრები ჰყოლიათ ჩინელებსა და კორეელებს,
ამ შემთხვევაში კი მოხდა საპიენსებისა და ჰომო ერექტუსების შეწყვილება. ხოლო
ჩანაცვლების თეორია გვეუბნება, რომ ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა თუნდაც ჰომო
ერექტუსისა და ჰომო საპიენსის ერთმანეთთან შეჯვარება, რადგან მათ სულ სხვადასხვა
გენოტიპური და ფენოტიპური სტრუქტურა აქვთ, ამიტომაც ისინი სექსუალურად ერთამანეთს
ვერ მიიზიდავდნენ. ჩანაცვლების თეორია გვეუბნება, რომ მათი შეჯვარება რომც
მომხდარიყო, მათი შთამომავალი სტერილური იქნებოდა და მას ვერ შეეძლებოდა
მომავალში შთამომავლობის დატოვება. PEUGEOT ლეგენდა გვესაუბრება შინპანზეებზე და
მათ თანაცხოვრებაზე და ურთიერთდამოკიდებულებაზე. ისინი იერარქიულად
ცხოვრობდნენ, ამის მაგალითია ის, რომ ჯუფებში ჰყავდათ ლიდერი, რომელიც ძირითად
შემთხვევაში მამრობითი სქესის მაიმუნი იყო. თუმცა აღსანიშნავია ის , რომ ჯგუფში რამდენიმე
მამრი იყო, ამიტომაც მათ უხდებოდათ ისეთივე ბრძოლა, როგორი ბრძოლაც თანამედროვე
მსოფლიოში გვხვდება წინა საარჩევნო პერიოდში. აღნიშნული მაიმუნები იბრძოდნენ
იმისთვის, რომ მათ თანამოაზრეები შეეკრიბათ და მთელი ჯგუფის ნდობა მოეპოვებინათ,
საბოლოოდ კი მოეპოვებინათ ალფა მამრის წოდება. წოდების მოპოვების შემდეგ კი ალფა
მამს ევალებოდა ჯგუფში წესრიგისა და კონტროლის დამყარება.

გამოყენებული ლიტერატურა:

ჰარარი, იუვალ ნოა. „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“. წიგნში: შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში 2. 434-467. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018.
მარკ ბლოკი „ისტორიის აპოლოგია“
გიორგი იაგანაშვილი

მარკ ბლოკი ფრანგი ისტორიკოსია, რომლის კალამს უამრავი ნაშრომი ეკუთვნის, ჩვენთვის
კი განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნაშრომი, ისტორიასთან დაკავშირებით. მარკ ბლოკი
ისტორიის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ნაშრომში- „ისტორიის აპოლოგია“. იგი ისტორიას
სხვა მეცნიერებებზე უფრო მაღლა აყენებს და თვლის, რომ ისტრორიის როლი
საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესია და მის გარეშე ყველაფერიც არაფერია. ბლოკისთვის
ისტორია წარსულის მეცნიერებაა, რომელიც წარშულში მომხდარ ფაქტებს აღწერს. ეს
სიტყვები შეიძლება ითქვას მარკ ბლოკს არც თუ ისე მოსწონდა, რადგან იგი სრულად და
ნათლად ვერ გადმოსცემს ისტორიის დანიშნულებას. ისტორია ბევრად მეტია, ვიდრე
მხოლოდ წარსულის მეცნიერება. მისი დახმარებით ჩვენ არა მხოლოდ წარსულს, არამედ
აწმყოში მომხდარი ფაქტების ანალიზიც შეგვიძლია. მარკ ბლოკი თავის თანამოძმე ლუსიენ
ფევრთან ერთად ცდილობდა, რომ ისტორიის როლი კიდევ უფრო გაძლიერებულიყო და
მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილიყო საზოგადოებაში, ამიტომაც მარკ ბლოკი
თავის ნაშრომის შესავალშივე გვიყვება იმ ამბებს, თუ როგორ ცდილობდნენ და შრომობდნენ
ისინი ამისათვის. ისისნი უპირისპირდებოდნენ საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს, რომლის
მიხედვითაც ისტორია მხოლოდ და მხოლოდ წარსულში მომხდარი მშრალი ფაქტებითა და
გაბატონებული, მდიდარი ადამიანების ცხოვრება წარმოეჩინა. მათ მიზანს წარმოადგენდა
შეეცვალათ ეს არასწორი ხედვა. ისტორიის საგანი სწორედ წარსულში მომხდარი ფაქტების
გადმოცემაა, ეს ფაქტები კი არ უნდა იყოს მშრალი, ეს უნდა იყოს ღრმად გაანალიზებული და
ისე გადმოცემული. მარკ ბლოკის თქმით ნამდვილი ისტრორიკოსი მხოლოდ უტყუარ
ფაქტებს უნდა გადმოსცემდნენ, რომლის შესახებ ცნობები ნამდვილად მოიპოვება. ისინი
უნდა მუშაობდნენ სახელმწიფოს არქივებში, საიდანაც უამრავ დამაზუსტებელ მასალას
მოიპოვებენ და სხვადასხვა ფაქტებთან დააკავშირებენ, ამასთან ამ ყველაფერს ის
კრიტიკულად განიხილავს. ბლოკის აზრით „ახალი ისტორიკოსები“ მოკლებულნი არიან
ასეთი გზით მუშაობას, რის გამოც ისინი მხოლოდ მშრალ ინფორმაციას აწვდიან
საზოგადოებას, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ამ ახალი
ისტორიკოსების დამსახურებაცაა საზოგადოების ამგვარი გულგრილი დამოკიდებულება
ისტორიის მიმართ. მარკ ბლოკი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მისთვის
მნიშვნელოვანია ისტორიკოსი იყოს პატიოსანი, მიუკერძოებელი და სამართლიანი. ამასთან
ერთად მათ უნდა “დაიცვან საკუთარი ტვინი წარსულის ვირუსებისაგან“, რადგან როდესაც
ისტორიკოსი სამუშაო მაგიდასთან ჯდება და იწყებს მუშაობას, მაშინვე აღმოჩნდება ისეთი
რაღაცები, რაც მას ტვინში ვირუსად შეუჩნდება, ამან ვირუსებმა კი შეიძლება ნაშრომშიც
იჩინონ თავი, ამიტომაც ბლოკი ისტორიკოსებს რჩევის სახით ეუბნება, რომ თავი დაიცვან და
არ მისცეს ვირუსებს მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება. მიკერძოებული ისტორიკოსი
ვეღარ გაიაზრებს წარსულის რეალურ კონტექსტს, რის გამოც მის ნაშრომში გადმოგვცემს
წარსულის დამახინჯებულს სურათს. ის ისე არ უნდა მოიხიბლოს საკუთრი აზრით, რომ
ვეღარ შეძლოს რეალობის აღქმა. უახლესი პერიოდის მოვლენების ახსნა შესაძლებელია
წარსულში მომხდარი ფაქტებითაც, ამასთან დაკავშირებითაც გვესაუბრება ჯონ დიუი. იგი
ფიქრობს, რომ უახლეს ისტრორიაში მომხდარი რაიმე მოვლენა, შესაძლოა წარსულში
მომხდარი ფაქტის გამოისობითაა გამოწვეული. ანუ რაღაც მოვლენას შესაძლოა ჰქონდეს
თავის ისტორიული მიზეზი. ამიტომაც ავტორი მიიჩნივს, რომ აწმყოს ცოდნა აუცილებელია,
რათა უკეთესად შევძლოთ აწმყოში მომხდარი ფაქტების ანალიზი. ცნობილია მეცნიერების
უამრავი დარგი, რომელნიც ერთმანეთსიგან განსხვავდება, მათი საკვლები საკითხებიც
განსხვავებულია, შესაბამისად ძნელია გამოჰყო რომელიმე დარგი და თქვა, რომ ესაა
ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ერთმანეთთან რაღაცითაა დაკავშირებული და
ერთიც რომ ამოვაგდოთ მთლიანი ჯაჭვი დაიშლება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ისტორია არის ის ძირითადი მეცნიერების დარგი, რომელიც ყველა სხვა მეცნიერებას
აერთიანებს, შესაბამისად ისტორიის და განსაკუთრებით ისტორიკოსების როლი ძალიან
დიდია.

გამოყენებული ლიტერატურა:
ბლოკი, მარკ. „ისტორიის აპოლოგია“, წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2. 156-
208. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
მერაბ მამარდაშვილი „საუბრები ფილოსოფიაზე“
გიორგი იაგანაშვილი

მერაბ მამარდაშვილი მე-20 საუკუნის მოაზროვნეა, რომელსაც ცხოვრება საბჭოთა კავშირის


პერიოდში მოუწია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მამარდაშვილზე არსებულმა სისტემამ
მოახდინა გავლენა, თუმცა როდესაც მისი ნაშრომის კითხვას დავიწყებთ ვხვდებით, რომ ეს
ასე არ არის, იგი არათუ ემხრობა და მხარს უჭერს არსებულ სისტემას, არამედ აკრიტიკებს
მას. მისი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, გაეანალიზებინა და გაეკრიტიკებინა საბჭოთა
კავშირი. შესაბამისად მერაბ მამარდაშვილი ანტისაბჭოურ მოაზროვნედ მოიხსენიება. მერაბ
მამარდაშვილი საკუთარ ნაშრომში „საუბრები ფილოსოფიაზე“ განიხილავს და
განსაკუთრებით წინა პლანზე წამოწევს ადამიანის პიროვნულ აქტებს. იგი სვამს საკვლევ
კითხვებს, როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. მისი ამ ნაშრომის
მთავარი ინსპირაციის წყარო პავლე მოციქულის ნაშრომია „რომაელთა მიმართ“. საუბრები
ფილოსოფიაზე მერაბ მამარდაშვილმა 1990 წელს თბილისში წაიკითხა ლექციის სახით. იგი
ასევე გვესაუბრება იმ დროინდელ ვიტარებაზე, თუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს.
რა წინააღმდეგო ეს შინაგანი ხმა ადამიანს უბიძლებს დესტრუქციულობისაკენ. ამიტომაც
შეიძლება რომ ჩვენ, ჩვენსავე საკუთარ თავში გავხდეთ ვიღაცის მარიონეტი, რომელიც ჩვენს
მართვას ცდილობს. ამასთან ადამიანი ხვდება, აცნობიერებს, აანალიზებს, რომ ეს მისი
რეალური სახე არ არის და ცდილობს ამ ბნელი გვირაბიდან გამოღწევას. აქვე
მამარდაშვილი საუბრობს, რომ ადამიანისთვის ძალზედ რთულია იპოვოს და გაარჩიოს
ცოდვის ხმა რეალური ხმისგან. იდეოლოგიის ხმა ადამიანს უბიძგებს იმოქმედოს ისე,
როგორც მისთვისი უსაფრთოებისთვის უკეთესი იქნება და რა ბერკეტები სჭირდება ადამიანს
იმისთვის, რომ მან უსაფრხოდ იცხოვროს. ამიტომაც მამარდაშვილის აზრით ქართველი
ხალხი გადავჩით, რადგან მოვერგეთ იმ სისტემას, რასაც საბჭოთა კავშირი ჰქვია. აქვე
გამახვილებულია ყურადღება ქართული ურთიერთგაგების შესახებ. მამარდაშვილი
საუბრობს იმაზე, თუ როგორი გავლენა ჰქონდა საბჭოთა კავშირს ქართველი ხალხის
მენტალობაზე. ქართული ურთიერთგაგება გულისხმობს იმას, რომ თუ გიჭირს და გაქვს
ეკონომიკური პრობლემა და ამიტომ შენ ქურდობ და ყაჩაღობ, მაშინ ეს გასამართლებელი
საბუთია და ამის გამო შენ არ უნდა დაისაჯო. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქციელი მათ
ღირსებას არ შეესაბამებოდა,ამას გაჭირვების გამო მაინც აკეთებდნენ, რადგან ოჯახი
სარჩენია, მას კვება სჭირდება შიმშილით რომ არ მოკვდნენ. ამიტომაც მათ გამოსავალი არ
ჰქონდათ. სწორედ ამიტომ გადავრჩით ქართველი ხალხი ერად, რადგან ვიცოდით
ერთმანეთის „ურთიერთგაგება“ და ერთმანეთის „გატანა“. საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ,
რომ მერაბ მამარდაშვილის ნაშრომი „საუბრები ფილოსოფიაზე“ საკმაოდ საინტერესოა და
შეუძლია ადამიანი ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე დააფიქროს, რომელზეც აქამდე არასდროს
უფიქრია. საინტერესოა ასევე ის, თუ როგორ ხდება საზოგადოების მორგება არსებულ
სისტემაზე. მახსენდება კარლ მარქსის სიტყვებიც, რომელიც ამ მამარდაშვილის ამ
მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს „ ადამიანის ცნობიერება კი არ განსაზღვრავს
ყოფიერებას, არამედ პირიქით- განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე საზოგადოებრივი
ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“. სწორედ საბჭოური ყოფიერების შედეგი იყო
ქართველი ხალხის ცნობიერების შეცვლა, რომელიც 21-ე საუკუნეშიც არსებობს.

გამოყენებული ლიტერატურა:
მამარდაშვილი, მერაბ. „საუბრები ფილოსოფიაზე“. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 2.
418-427. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018
ჰანა არენდტი „ტოტალიტარული მოძრაობა“
გიორგი იაგანაშვილი

ჰანა არენდტი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფილოსოფოსი და მოაზროვნე,


რომელიც თავის ნაშრომში განიხილავს ტოტალიტარიზმს და მის მაინკიერ სახეს, ამ
ნაშრომით ჰანა არენდტმა ფაქტობრივად დაანახა საზოგადოებას თუ რაოდენ ცუდია ის
მდგომარეობა, რასაც ტოტალიტარიზმი ჰქვია. მისი აზრით ამ სისტემის დროს აგიტაცია-
პროპაგანდა ხდებოდა, რაც ძირითდად მიმართული იყო ელიტის წარმომადგენლებისკენ და
იმ ბრბოსკენ, რომლებიც ამ სისტემაში დადებითის ძებნას ცდილობდა, ასეთი ადამიანები
ძირითადად შეჩვეული არიან სხვისი გავლების ქვეშ ყოფნას. ტოტალიტარიზმის რეჟიმი
მიხვდა, რომ მხოლოდ აგიტაციებითა და პროპაგანდით მათი სისტემის დამკვიდრება
რთული იქნებოდა, ამიტომაც საჭირო გახდა სხვა უკიდურესი ზომების გატარება. ეს ზომები კი
გამოიხატა საზოგადოების დატერორებაში. საზოგადოებაში უკვე ჩნდება შიშის გრძნობა,
მათზე ხორციელდება ინდოქტრინაცია და საზოგადოებას წართმეული აქვს ყოველგვარი
იმედი და ცდილობენ მმართველი ძალის მიერ დადგენილ დოგმებს დაემორჩილონ. არ
დამორჩილების შემთხვევაში კი მათ მიმართ ხორციელდებოდა დევნა და ხშირად მათი
სიცოცხლე სიკვდილითაც მთავრდებოდა ამიტომაც არ უღირდათ წასულიყვნენ სისტემის
წინააღმდეგ და დუმდნენ, ვითომ მათ ირგვლივ ყველაფერი იდეალურად იყო. სწორედ ასეთ
ილუზიურ ცხოვრებაში უწევდათ ტოტალიტარიზმის დროს არსებობა, რომლის დროსაც
მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლი
პერმანენტულად მიმდინარეობდა. იზღუდებოდა სიტვისა და გამოხატვის თავისუფლება.
იტყოდნენ უმუშევრობა არ არის ჩვენს ქვეყანაში მაშინ, როდესაც საზოგადოება შიმშილით
იხოცებოდა. ჰანა არენდტის აზრით, განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი
არსებობს ხალხის მანიპულაცია, მაგრამ ეს განსაკუთრებულად გამოიხატა ტოტალიტარული
რეჟიმის დროს. იგი ყოველთვის ცდილობს საზოგადოების ტვინის გამორეცხვას და მიაჩნია,
რომ ძალადობრივი მეთოდებით მარტივად დაამყარებს საზოგადოებრივ მორჩილებას, ეს
ასეც მოხდა. ამ სისტემამ მარტივად მოახერხა და საზოგადოების უმეტესი ნაწილი უფუნქციო
არსებებად გადააქცია. ტოტალიტარიზმის დროს მმართველმა ხელი უნდა აიყოს საკუთარ
სინდისსა და ზნეობაზე, მისი მთავარი მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი კონტროლის
დამყარება წარმოადგენს. ტოტალიტარულმა ორგანიზაციებმა ჩაანაცვლეს მანამდე
არსებული ორგანიზაციები. იქმნებოდა ფაქტობრივად ძველის ანალოგიური ახალი
ორგანიზაციები, ხალხს ინდოქტრინაციის გზით აიძულებდნენ ამ ახალი ორგანიზაციებით
ესარგებლათ და არჩევანი საშუალებას უზუდავდნენ. სწორედ ამის გამო მოხდა ძველი
ორგანიზაციების გაუქმება, ამით რეჟიმს კიდევ უფრო გაუმარტივდა საქმე, რადგან სწორედ
მის ხელში აღმოჩნდა ყველა ის სფერო, რომელზე გაბატონებაც თავად ამ სისტემას ჰქონდა.
ამან კიდევ უფრო დააჩქარა ტოტალიტარიზმის ფესვების გადგმა და მმართველებს ახალი
შესაძლებლობების უნარი მისცა. ბევრისთვის ტოტალიტარული სისტემა მოსაწონი და
მისაღები იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საღ აზრს მოკლებულია. მათ მიაჩნიათ, რომ
საჭიროების შემთხვევაში კაცის კვლაც მისაღები იყო. ასეთი ადამიანები ძირითადად
ფანატიკოსები არიან, რადგან მათ არ შეუძლიათ დაინახონ მინუსი, ამით თავს იტყუებენ,
მაგრამ მაინც მიაჩნიათ რომ არჩეულ სისტემას ქვეყნის პროგრესი შეუძლია. არენდტს
მაგალითად მოჰყავს სტალინისა და ჰიტლერის მმართველობა. მათი სიტყვა თითქოს
ყოველთვის საღი და ჭეშმარიტი აზრის მატარებელია, ამიტომაც უმეტეს ნაწილს სჯეროდა
მათი აზრისა და შეხედულებების, იმდენად ძლიერად იყვნენ ილუზიებში, რომ მიჩნდათ მათი
ეს სისტემა არა მხოლოდ მათ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო.
საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ჰანა არენდტის ეს ნაშრომი ზუსტად და სიღრმისეულად
განიხილავს იმ მანკიერებებს, რასაც სწორედ ტოტალიტარული სისტემა ჩადიოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
არენდტი, ჰანა. „ტოტალიტარული მოძრაობა“. წიგნში შესავალი თანამედროვე
აზროვნებაში 2. 341-417. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2018
(შთა 1)

პლატონი

გიორგი იაგანაშვილი

პლატონის მიხედვით სიკეთის იდეა უმაღლესი პრინციპია. „სიკეთის იდეაა ყოველივე


ჭეშმარიტებისა და მშვენიერების მიზეზი “- (პლატონი, 2017). და ვისაც ამ ყოველივეს
განჭვრეტა შეუძლია, ის ბედნიერი ადამიანია. სწორედ ეს ბედნიერი ადამიანები არიან
ფილოსოფოსები, რომლებსაც შეუძლიათ ჩასწვდნენ სიკეთის იდეასა და ჭეშმარიტ აზრს.
ავტორი სიკეთის იდეის აღსაწერად იყენებს სამ შედარებას, ესენია: წრფის, მზისა და მღვიმის
შედარება. ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი: მზის შედარების მთავარი არსი არის ის,
რომ სწორედ მზის საშუალებით ჩვენ ვხედავთ და ამასთან ერთდ აღვიქვამთ სხვადასხვა
საგნებსა და ფიგურებს, ასევე მისი დამსახურებაა ის რომ დედამიწაზე ცოცხალი ბუნებაა (
ფლორა და ფაუნა). მზე ანათებს დედამიწას, რომლის ანარეკლებს სხვადასხვა საგნებზე
ადამიანი ხედავს. წრფის შედარებაში პლატონი გვიყვება, რომ სამყარო ორი ნაწილისგან
შედგება, ესენია: მატერიალური და გონით საწვდომი სამყარო. ამასთან ერთად
მატერიალური სამყარო კვლავ იყოფა ორ ნაწილად- ლანდებად და ანარეკლებად. რაც
შეეხება მღვიმის ალეგორიას, აქ ავტორი გვაცნობს ხალხს, რომლების მთელი თავიანთი
ცხოვრების მანძილზე მიჯაჭულნი არიან ბნელ მღვიმეს, სადაც მხოლოდ სხვადასხვა
ფიგურების ანარეკლებს ხედავენ, ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა მართებთ, რათა თავი
დააღწიონ მღვიმეს და მზის სინათლეზე გამოვიდნენ. მათ ასევე დიდი სიფრთხილე მართებთ,
რადგან მღვიმიდან სწრაფად ამოსვლამ შეიძლება მათი დაბრმავება გამოიწვიოს, ისინი
ეტაპობრივად ნელ-ნელა ტოვებენ მღვიმეს, ეს მათი ერთგვარი განვითარების ეტაპებია.
ფილოსოფოსები ყოველთვის მიისწრაფვიან ცოდნისა და ჭეშმარიტების შემეცნებისკენ.
სწორედ ამიტომაც ფილოსოფოსების მთავარი მიზანი არის ის, რომ არა ხორციელად,
არამედ სულიერად განვითარდნენ. ბრბოს არ შეუძლია სიკეთის იდეის აღქმა, ამიტომაც
მათთვის ყოველივე განცხრომაა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხომ შეიძლება სახელმწიფოს
ბრბო განაგებდეს? ამ კითხვაზე საკმაოდ საინტერესო პასუხი 2 ჰქონდა პლატონს, მას
მაგალითი მოჰყავდა ადამიანზე, რომელიც შინაურ ცხოველს უვლის, ისინი აკვირდებიან მათ
ბუნებას, ქცევას, საქციელს, თუმცა ისინი ვერ ხვდებიან ამ ცხოველის საქციელში რა არის
სამართლიანი და რა არა, ასევე რა არის დადებითი და რა უარყოფითი. აქედან ჩანს, რომ
ბრბოს სიკეთის იდეის გაგება არ შეუძლია, ხოლო ფილოსოფოსები ის ადამიანები არიან,
რომლებსაც შეუძლიათ ერთი დანახვით მიხვდნენ და გონებით ჩასწვდნენ სიკეთის იდეას.
ბრბო რომ სახელმწიფოს განაგებდეს ისინი საზოგადოების მართვას ვერ შეძლებდნენ და
სახელმწიფოშიც სრული ქაოსი და გაუგებრობა იქნებოდა. „სახელმწიფოს ფილოსოფოსები
უნდა განაგებდნენ, ან მმართველები გაფილოფოსდნენ“-ამბობდა პლატონი. თუმცა,
მმართველის გაფილოფოსება არც თუ ისე მარტივი საქმე იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი
მთლიანად უნდა გარდაიქმნას სხვა ადამიანად და მისი ბურუსით მოცული სამყარო
გაბრწყინვალდეს. ავტორის აზრით, ფილოსოფიის შესწავლა ბავშობიდანვე უნდა დაიწყოს,
რადგან უცოდველი არსებაა, ამასთან ცოდნისა და ახალი ინფორმაციის აღქმის კარგი
საშუალება აქვთ. თუმცა, პლატონი ყოველთვის ამბობდა, რომ ბავშვებს ფილოსოფია
ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა შევასწავლოთო, რადგან იძულებით იძულებით
ნასწავლს არანაირი შედეგი არ ექნება მომავალშიო. ამასთან ერთად ასეთი
„ფილოსოფოსები“ არანაირ სასიკეთო შედეგს არ მოუტანს ქვეყანასო. ვინც გადაწყვეტდა
რომ ფილოსოფია შეესწავლა , მათთვის აუცილებლად ხუთი მეცნიერების დარგი
შეესწავლებინათ, ესენია: ჰარმონია, ასტრონომია, გეომეტრია და დიალექტიკა. პლატონი
ამბობდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ფილოსოფოსმა კარგად უნდა იცოდეს
დიალექტიკაა. კარგი ორატორობა და მჭერმეტყველება, ეს ორი ძირითადი მახასიათებელი
სწორედ უნდა ახასიათებდეს , აღნიშნულის გარეშე კი ფილოსოფოსი არასრულფასოვანია.
ბიბლიოგრაფია პლატონი. (2017). შესავალი თნამედროვე აზროვნებაში 1. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 3 „პავლე მოციქული “ გიორგი იაგანაშვილი
ეპისტოლე რომაელთა მიმართ პავლე მოციქულმა მას შემდეგ დაწერა, რაც კორონთოში
ჩავიდა. მისი დაწერის მთავარ მიზანს კი წარმოადგენდა ის, რომ დასავლეთში რომი
გადაექცია ერთ-ერთ მოწინავე და ძლიერ ქრისტიანულ ცენტრად, როგორიც მაშინდელ
აღმოსავლეთში უკვე არსებობდა ანტიოქიის სახით. მკითხველს უჩნდება კითხვა: რატომ
უწევს პროპაგანდას ქრისტიანობას ის ადამიანი, რომელიც წლების წინ ქრისტიანებს
დევნიდა, მეტიც მათ ჩაქოლვაშიც კი იღებდა მონაწილეობას? პავლეს მთელი ცხოვრება
შინაგანად სტანჯავდა ის აზრი, რომ იგი არასწორ გზას ადგა. მისი გაქრისტიანება
ერთდროულად არ მომხდარა, ეს ეტაპობრივად მოხდა. შემდეგ მას გამოეცხადება უფალი,
რომელიც აუწყებს მას, რომ მისი რჩეული და წინამძღვარი გახდებოდა ის ადამიანი,
რომელიც ადრე ქრისტიანების დევნით იყო დაკავებული. სწორედ აქედან იწყება პავლეს
ქრისტიანული მოღვაწეობა და თავის თავზე მოუწევს უდიდესი ტვირთის აღება. პავლე
თვლიდა, რომ ქრისტე არა მხოლოდ ებრაელების, არამედ ყველას მესია იყო, ვინც მას
გულისკარს გაუღებდა და იწამებდა. აღსანიშნავია, რომ პავლე ხშირად ახსენებს
იუდეველებს. „პირველად იუდეველსა, შემდეგ კი წარმართსა“ - ამბობდა პავლე. მას მიაჩნდა
რომ ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან რჯულის კანონები და უპირველეს ყოვლისა მათ
აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები. თუმცა, ამის შემდეგ იგი ამბობს, რომ არცერთ მათგანს არ
აქვს უპირატესობა, რადგან შეიძლება ადამიანი წარმართი ან ათეისტი იყოს, მაგრამ სწორი
ცხოვრებით ცხოვრობდეს და კეთილი საქმეები აკეთოსო. ამიტომაც, ყველა ადამიანი
განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური შეხედულებისა ყველა თანასწორია . მისი აზრით
რჯული და რწმენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული , მიუხედავად ამისა, ამ
ორიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რწმენა მიაჩნია პავლეს, რადგან მისი დანახვა
ღმერთს შეუძლია. სწორედ ამ ყველაფერს ქადაგებდა პავლე და ამიტომაც გამოდიოდა
წინადაცვეთის ტრადიციის წინააღმდეგ. ეს იყო მხოლოდ და 4 მხოლოდ ფიზიკური ნიშანი ,
რაც ადამიანში არანაირ ცვლილებას არ იწვევდა. იგი ამბობდა რომ ეს იყო ერთგვარი
ნათლობა, რომელსაც არ შეეძლო ადამიანში შინაგანად რაიმე შეეცვალა. ეს მხოლოდ
ერთგვარი რიტუალი იყო. პავლე სხვა მოციქულებისგან ბევრად განსხვავდება, რადგან ის
იყო ერუდირებული და ფრიად განსწავლული, რაც გამოარჩევდა მას სხვა მოციქულებისგან.
ეს იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე მკაფიოდ გაიაზრა იესოს უნივერსალიზმი.
ზეთისხილის ხეს პავლე მოციქული შემდეგნაირად წარმოგვიდგებს : ხის ფესვებს იეჰოვა
წარმოადგენს, ღეროს კი იესო ქრისტე, ხოლო ტოტებს აბრაამის შთამომავლობაა. აქვე უნდა
აღვნიშნოთ ისიც, რომ ზეთისხილის ხეზე ებრაელები გადატეხილ ტოტებთანაა შედარებული
, ეს იმით აიხსნება რომ ებრაელებმა უარყვეს და არ მიიღეს იესო. სწორედ ამიტომ
ზეთისხილის ხეზე მათ გადატეხილ ტოტზე დაიკავეს ადგილი. პავლეს აზრით ქრისტიანობა
ყველა ადამიანისთვის ერთია და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი იქნება ბერძენი,
წარმართი თუ იუდეველი. მესია, იგივე „მხსნელი“ ყველასთვისაა მოვლენელი ამ ქვეყნად.
ადამიანის რწმენა არასდროს უნდა შევაფასოთ იმით, თუ რამდენად გამოხატავს მას.
მთავარი არის ის, რომ ადამიანს რწმენა გულში ჰქონდეს. შეიძლება ადამიანი არ უსმენდეს
ქრისტიანულ ქადაგებებს, მაგრამ მას ასრულებდეს. გამოყენებული ლიტერატურა : 1) პავლე
მოციქული „ეპისტოლე რომაელთა მიმართ“ წიგნში შესავალი თნამედროვე აზროვნებაში 1,
70-104, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2017 წელი. 5
ნიკოლო მაკიაველი-„მთავარი“ გიორგი იაგანაშვილი ნიკოლო მაკიაველს მთავარ
პრინციპად ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები მიაჩნია. იგი ამბობს, რომ ვინც
მოისურვებს და ადამიანთა სამყაროში შეაბიჯებს და თავსი მიზნებს განახორციელებს, მან
არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებლად უნდა
შეძლოს. თუ ეს ასე არ მოხდა და „მთავარი“ მხოლოდ საკუთარი ინტერესებითა და მიზნებით
შეუდგება ქვეყნის მართვას, დიდი შანსია რომ ეს მმართველი გახდეს ტირანი. ტირანი კი
მოგეხსენებათ საზოგადოებაში მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს თესავს და ხალხისგანაც
ნაკლები ნდობა აქვს. ნიკოლო მაკიაველის თქმით ასეთი მმართველი არანაირ სასიკეთო
შედეგს არ მოუტანს ქვეყანას. „მთავარი“ პიროვნებაა, ვინც უნდა შეძლოს და საზოგადოებაში
სიყვარულით მოიპოვოს დიდება. თუ სიყვარულით არ მოიპოვებს, მაშინ მას საზოგადოებისა
და ქვეშევრდომების შიში უნდა ჰქონდეს, რადგან ცუდი საქმეების კეთებისგან თავი შეიკავოს.
ამასთან ერთად მთავარს ენიჭება უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში დამნაშავე
სიკვდილითაც დასაჯოს, თუმცა ეს მხოლოდ საკმარისი სამხილების შემთხვევაში უნდა
განახორციელოს. მაკიაველი გვიყვება თუ როგორი უნდა იყოს მმართველი და რა ძირითადი
თვისებები უნდა ჰქონდეს მას. ავტორი ამ საკითხზე წერს, რომ მთავარმა საკუთარ თავში უნდა
დათრგუნოს სხვა ყველა გრძნობა და ინტერესები და მის მთავარ საფიქრალს სწორედ მისი
ქვეყანა უნდა წარმოადგენდეს. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მხოლოდ სახელის
მოხვეჭა და ტერიტორიების დამორჩილება უნდა წარმოადგენდეს. ამისთვის კი საჭირო იყო
როგორც ფიზიკური, აგრეთვე გონებრივი წვრთნა, რომელსაც დიდ ყურადღებას უნდა
აქცევდეს. ამასთან ერთად მთავარმა უნდა ეცადოს და საზოგადოებაში გულმოწყალეს
სახელი მოიხვეჭოს და არა დაუნდობელის და სასტიკის. თუ რაიმე მიზეზის გამო მმართველი
გადაწყვეტს, რომ სისასტიკე ჩაიდინოს, ეს სწრაფად უნდა გააკეთოს, რადგან ხალხმა გონზე
მოსვლა ვერ შეძლო და უმტიკვნეულოდ გადაიტანონ. ხოლო, თუ ქველმოქმედებას
შეუდგება მთავარი, ეს 6 ერთბაშად არ უნდა გააკეთოს, რადგან ხალხს შეიძლება ერთ დღეს
გაკეთებული სიკეთე, მეორე დღეს დაავიწყდეთ. ამიტომ მმართველმა, იგივე მთავარმა
საზოგადოებაში „წვეთებად“ უნდა გამოავლინოს ქველმოქმედება. მაკიაველის აზრით ამ
ყველაფერთან ერთად მთავარს ლომივით ძლიერება და მელიასავით ცბიერება უნდა
ახასიათებდეს. თუ დავუკვირდებით მაკიაველის ამ ნაშრომს , თითქოს ის ხალხის მხარეს
იხრება, თუმცა რეალურად ეს ასე არ ირის. მისი აზრით მთავარი სხვა რამეს უნდა ამბობდეს
და რეაულარდ სულ სხვა რამე უნდა აკეთოს. მას მელიასავით ცბიერად მოქმედების უნარი
უნდა გააჩნდეს. საზოგადოებას კი მმართველის მიმართ სიყვარულიცა და შიშიც უნდა
ჰქონდეს, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ორივე დაბალანსებული იყოს და ნორმას არ
გადააჭარბოს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილით დასჯის არსებობაც
გამართლებული იყოს მაიაველის იდეალურ სახელმწიფოში, რადგან ხალხს შიში თუ
ექნებათ და შესაბამისად ქვეყანაშიც წესრიგი დამყარდება. ასე რომ არ იყოს, ქვეყანაში
სრული ანარქია და ქაოსი დაისადგურებდა. მაკიაველი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს
ქვეყნების დაპყრობაზე, მთავარმა უნდა გაატაროს სამხედრო რეფორმა, ამასთან ერთად
უნდა მოხდეს მათი როგორც ფიზიკური, აგრეთვე გონებრივი ვარჯიში, რადგან მხოლოდ
ფიზიკური ვარჯიში არანაირ შედეგის მომცემი არ იქნება. ქვეყნებისა და ტერიტორიების
დამორჩილებისას არსებობს პრობლემა, როდესაც მთავარი ტერიტორიებს იპყრობს.
მოგეხსენებათ ყველა ტერიტორიაზე სხვადასხვა კანონების მიხედვით მოქმედებენ და
ცხოვრობენ და ისინი თავისუფლებას არიან მიჩვეულები. შესაბამისად მთავარმა უნდა
შეძლოს და არა მხოლოდ ტერიტორია, არამედ ხალხის დამორჩილებაც შეძლოს. ხალხის
დამორჩილება კი რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი: პირველი- მიწასთან უნდა
გაასწოროს ყველა იმ ტერიტორიაზე მცხოვრები, მეორე- თავად უნდა დასახლდეს
საცხოვრებლად, ხოლო მესამე არის ის, რომ მათ შეუნარჩუნოს თავისი კანონები, მაგრამ
ამისთვის მათ ხარკის გადახდა დააკისროს. გამოყენებული ლიტერატურა: 7 ნიკოლო
მაკიაველი,,მთავარი.“ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1. 105-203, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. 8 თომას ჰობსის „ლევიათანი“ გიორგი
იაგანაშვილი თომას ჰობსი ინგლისელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე იყო, რომელმაც
საკუთარი აზრზები, იდეები და შეხედულებები ერთ წიგნში ჩამოაყალიბა, რომელსაც
„ლევიათანი“ ეწოდა. მისი აზროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში გარდამტეხი
როლი ითამაშა ინგლისში მიმდინარე პროცესებმა , განსაკუთრებით კი სამოქალაქო ომმა.
მას ხშირად ათეისტადაც მოიხსენიებდნენ, მისი შეხედულებების გამო. იგი თვლიდა რომ
რელიგია არანაირ კავშირში არ იყო პოლიტიკურ ლეგიტიმურობასთან და საუბრობდა ამ
ორი ინსტიტუტის გამიჯვნაზე, რაზეც საზოგადოებაში ამან ცუდი გავლენა მოახდინა და ამის
გამო მას ათეისტობა დააბრალეს. თუმცა რეალურად ჰობსი ათეიტი არ ყოფილა, მან
მოგვიანებით ეს დაამტკიცა კიდეც. თომას ჰობსის აზრით ბუნებაში კონფლიქტის რამდენიმე
წყარო არსებობს, როგორიცაა: შეჯიბრება, შიში და პატივმოყვარეობა. ადამიანი, როდესაც
იმყოფება ბუნებით მდგომარეობაში, ანუ მაშინ, როდესაც იგი სრულიად თავისუფალია და
შეუზღუდავია რომელიმე კანონით, მან შეიძლება ყველაფერი გააკეთოს რაც მოესურვება,
რადგან არავის წინაშე არაა პასუხისმგებელი. მან შეიძლება იქურდოს, ვინმე მოკლას, ან
ზიანი მიაყენოს ნებისმიერს, ვისზეც რაიმე არ მოეწონება. ამიტომაც საზოგადოებაში ჩნდება
შიში, რომელიც აიძულებთ მათ თავი დაიცვან. თუმცა, ისინი დაუცველები იქნებიან მანამდე,
სანამ რაიმე ისეთი გაერთიანება არ შეიქმნა, რომელიც ყველასთვის ერთი იქნება და
დაარეგულირებს საზოგადოებრივ წეს- წყობილებას. სწორედ ამის შემდეგ იწყება ფიქრი და
მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რომ საზოგადოებამ წესებისა და
კანონების მიხედვით იმოქმედოს. ადამიანები საბოლოოდ მივიდნენ იმ საღ აზრამდე, რომ
დადონ ერთმანეთთან ხელშეკრულება, ანუ შექმნან სახელმწიფო. ამასთან ერთად
საზოგადოებამ გააცნობიერა- თუ ხელშეკრულებას დადებენ მათ საკუთარი ხელითვე
მოუწევთ შეიზღუდონ თავისუფლება და ბუნებითი მდგომარეობა, ხოლო თუ
ხელშეკრულებას არ დადებენ, მაშინ ქაოსსა და განუკითხაობაში მოუწევთ ცხოვრება. ამის
შემდეგ საზოგადოებამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ დადოს ხელშეკრულება, რადგან
სრულიად თავისუფლებას, უსაფრთხოება ამჯობინეს. თომას ჰობსის აზრით საზოგადოებამ
ხელშეკრულება უნდა დადოს არა იმიტომ, რომ მხოლოდ თავი 9 დაიცვან, არამედ იმისთვის
რომ მათ ჰქონდეთ კეთილდღეობა. მისი აზრით ხელისუფლება საზოგადოევრივი აზრის
ცვლილებასთან ერთად უნდა იცვლებოდეს, თუმცა აქვე ამბობს რომ ხელისუფლება
ხელიდან ხელში მემკვიფრეობის გზით არ უნდა გადადიოდეს. მისი არჩევის უფლება
სწორედ ხალხის ნება უნდა იყოს. ამასთან ერთად საზოგადოება ვალდებულებას იღებს
თავის თავზე, რომ დაემორჩილოს ყველა იმ კანონებსა და ნორმებს, რომელსაც
კანონმდებელი აწესებს, მისი დარღვევის შემთხვევაში კი უნდა არსებობდეს სანქცია,
რომელიც ხალხს კანონის დაცვას აიძულებს. ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი რაც არ
უნდა ძლიერი იყოს, მას ყოველთვის აქვს შიში იმის, რომ ვიღაც თავს დაესხმება, ვიღაცამ
შეიძლება მოკლას და ასე შემდეგ. თუმცა ეს თავდაცვის ინსტინქტი ადამიანის გონებიდან არც
მაშინ გამქრალა, როდესაც ხელშეკრულება დადო. ადამიანს რა გარემოშიც არ უნდა
უწევდეს ცხოვრება, მას ყოველთვის აქვს შიში და ბუნებრივი ინსტინქტები. რა თქმა უნდა ,
ისეთი ძლიერი აღარაა ის შიში, როგორიც ბუნებით მდგომარეობაში ჰქონდა ადამიანს,
მაგრამ მას გონებაში ეს ყოველთვის აქვს. ადამიანებმა სახელმწიფოს გადასცეს უფლება
იმის, რომ მათ საზოგადოების დაკვეთა შეასრულონ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწოფომ
მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია,
ამ შემთხვევაში ხალხს აქვთ უფლება პასუხი მოსთხოვონ ხელისუფლებას, რადგან მათი
ლეგიტიმაცია სწორედ ხალხის დამსახურებაა და მათ ნების იქით არაფერი უნდა გააკეთონ.
ამასთან ჰობსი თვლის: საზოგადოებას თუ მიაჩნია, რომ არჩეული ხელისუფლება
არაჯეროვნად ასრულებს მათ დაკვეთას, ხალხმა მაინც უნდა გამოიჩნინონ სიმშვიდე მათ
მიმართ და რევოლუციის გზით მათი შეცვლა გაუმართლებელია. გამოყენებული
ლიტერატურა: თომას ჰობსის „ლევიათანი“, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 170-
198, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2017 10 ჯონ ლოკი გიორგი
იაგანშვილი ჯონ ლოკის მიხედვით ადამიანებს სრული თვისუფლება გააჩნიათ, მიუხედავად
კანონების არსებობისა, თუმცა ადამიანებს შინაგანად უნდა ჰქონდეს ის, რომზღვარს არ
გადააბიჯონ და სხვისი პირადი სივრცე არ დაარღვიონ. მისი თქმით ადამიანები სხვას ისე
უნდა მოექცნენ, როგორც მათ სურთ რომ სხვები მოექცნენ. ამასთან ერთად ავტორი იმასაც
ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა ერთნაირადაა პასუხისმგებელი
კანონის წინაშე. ბუნებთ მდგომარეობაში ადამიანი თავისუფალია , ამიტომაც საჭიროა მის
სამართავად რაიმე მექანიზმის შქმნა. მექანიზმი, რომელსაც შეუძლია ამის დარეგულირება
ბენებითი კანონებია. რაკი ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი თავისუფალია და
ამავდროულად თანასწორიც, არავის არ აქვს უფლება ხელყოს სხვისი სიცოცხლე, ან
უბრალოდ დაარღვიოს სხვისი პირადი სივრცე. ჯონ ლოკი ამბობს, რომ ვინც ამ ბუნებით
კანონებს დაარღვევს, მისთვის უნდა არსებობდეს რაიმე სანქცია , ანუ იგივე სასჯელი,
რომელიც ერთგვარად შეზღუდავს ადამიანს. როდესაც ადამიანისთვის ცნობილი იქნება,
რომ კონკრეტული აქტის ჩადენის შემდეგ მას დასჯიან, ეს რა თქმა უნდა შემაფერხებელი
ფაქტორი იქნება მისთვის და დათრგუნავს მის შინაგან ინსტინქტებს. ამის შემდეგ ჩნდება შიშის
ფენომენი, ანუ ადამიანს ეშინია რომ მას ბოროტული აქტის გამო დასჯიან. აქედან
გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ შიშს შეუძლია დაამყაროს მშვიდობა და ბალანსი
სამყაროში. ჯონ ლოკი გვეუბნება რომ არავის არ აქვს უფლება ხელყოს სხვისი სიცოცხე,
ჯანმრთელობა ან თუნდაც საკუთრება. ლოკის აზრით ადამიანი უნდა მოქმედებდეს გონებით,
იგი რაციონალური არსებაა, შესაბამისად მას მოეთხოვება გონივრული და წინდახედული
ნაბიჯის გადადგმა და არა პრაგმატული. ამასთან ერთად იგი უნდა მოქმედებდეს კანონებით.
იგი ამბობს, სიცოცხლის უფლება ადამიანის ერთ ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის
ხელყოფა დაუშვებელია, თუმცა ის ამბობს,რომ ადამიანს შეუძლია სხვისი სიცოცხლის
ხელყოფ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ აქტს თავდაცვის მიზნით ჩაიდენს. ეს ქმედება
არ შეიძლება იქნეს ჩადენილი მიზანმიმართულად. ადამიანს ბუნებითი მდომარეობიდან
საზოგადოებრივ გაერთიანებაში გადასვლა იმიტომ მოუწია, რომ დაეცვა ეს ფუნდამენტური
უფლებები, 11 ამასთან ერთად ლოკი ამბობს რომ ადამიანის უფლებებში ერთ ერთი
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საკუთრების უფლებას. ადამიანებმა თავიანთი
რაციონალური აზროვნებით გადაწყვიტეს საზოგადოებრივი გაერთიანების ჩამოყალიბება,
რადგან შედარებით მშვიდად ეცხოვრათ და დაცული ყოფილიყო მათი უფლებები. ამ
მოაზროვნეს მკითხველი მიჰყავს საბოლოო დასკვნამდე, რომ აუცილებელია სახელწიფოს,
იგივე საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადება, რათა თავიდან იქნას აცილებული
ყველაზე საშინელი ქმედება, რასაც ომი ჰქვია. მისი თქმით, რომ არა სახელმწიფო, ქვეყანაში
უამრავი დაუსჯელი ადამიანი იქნებოდა, რომლებიც განსაკუთრებით დიდ საფრთხეს
წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ასე რომ ჯონ ლოკს სახელმწიფოს შექმნა გარდაუალად
მიაჩნია, რადგან თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხე. ადამიანებმა,
როდესაც დადეს საზოგადოებრივი ხელშეკრულება მათ სახელმწიფოს გადასცეს
გარკვეული უფლება მოვალეობები, ანუ საზოგადოებამ სახელმწიფოს გარკვეულ
ჩარჩოებში ჩასვა, რომ სახელმწიფომ საზოგადოების მიერ დაბარებული პირობები
პირნათლად შეასრულოს. სახელწიფოს ლეგიტიმაციის წყარო ხალხია, შესაბამისად ისინი
თავის თვზე იღებენ საზოგადოების დაცვას , მათ საკუთრებისა და სიცოცხლის დაცვას.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონების აღსრულება და ქვეყანაში შექმნას
კეთილდღეობა. ამ პირობების შესრულებას თუ ვერ შეძლებს სახელმწიფო, მაშინ ამ
შემთხვევაში საზოგადოებას სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს რომ აჯანყდეს და პასუხი
მოსთხოვოს სახელმწიფოს. ამიტომაც ჯონ ლოკი თვლის , რომ აჯანყების უფლება
საზოგადოებას ენიჭება, რადგან არსებულ ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვოს.
გამოყენებული ლიტერატურა: ჯონ ლოკი „მეორე ტრაქტატი სამოქალაქო
მმართველობაზე“, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 199-232, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2017 12 მერი უოლსტონკრაფტი გიორგი იაგანაშვილი
გენდერული ბალანსი, ქალების უფლებების დაცვა და ფემინიზმი. ეს ის საკითხებია,
რომლებზეც მერი უოლსტონკრაფტი გვესაუბრება. მერიმ საკუთარ ნაშრომში „ქალის
უფლებათა დაცვა“ განიხილა ის, თუ როგორ უნდა აღიზარდოს გოგონა და როგორი
თვისებები უნდა გააჩნდეს მას. ასევე ავტორი გვესაუბრება იმაზეც, თუ როგორ უნდა
აღიზარდონ გოგონები, რომ სხვებზე დამოკიდებულები არ იყვნენ. გასაკვირი არაა ის ფაქტი,
რომ ქალების უმრავლესობა ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან ძალადობისა და
შევიწროების მსხვერპლნი. საუკუნეების წინად ქალებს არ ჰქონდათ გათავისებული საკუთარი
უფლებები, რამაც ქალის როლის დაკნინება გამოიწვია, ისინი მთლიანად დამოკიდებული
იყვნენ მამაკაცებზე და მათ გონებაში არასდროს ყოფილა ის აზრი, რომ რატომ არ
შეიძლებოდა ქალსაც ისეთივე უფლებები ჰქონოდა, როგორიც მამაკაც აქვს, ან რატომ არ
შეიძლებოდა ქალებსაც მამაკაცების მსგავსად მიეღოთ განათლება? სწორედ ამ კითხვების
არ არსებობამ ქალის გონებაში გამოიწვია ის, რომ ქალის როლი შესუსტდა. მამაკაცებისთვის
ქალი იქცა ისეთ არსებად, რომელსაც მათთვის მხოლოდ შვილების გაჩენა-აღზრდა და მათი
სიამოვნების დაკმაყოფილება შეეძლოთ. სწორედ ამ აზრს დაუპირისპირდა
უოლსტონკრაფტი, რომლის ნაწარმოებმა მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მისი
აზრით, ასეთი არასწორი აზრის ჩამოყალიბება აღზრდაშია და გამოსავალს სწორედ ოჯახში,
გოგონებისა და ბიჭების სწორად აღზრდაში ხედავდა. გოგონებს ოჯახში თავიდანვე
ასწავლიდნენ, რომ მათი მთავარი ფუნქცია შვილების გაჩენა და ქმრის კეთილდღეობისთვის
ზრუნვაა, ხოლო ბიჭებს თავიდანვე აჩვევდნენ რომ ძლიერები ყოფილიყვნენ , რაიმე თუ
ეტკინებოდათ მათთვის დაუშვებელი იყო ეტირათ და საკუთარი ემოციები გამოეხატათ. კაცს
საკუთარ სილამაზეზე და გარეგნულ იერსახეზე ზრუნვა არასდროს უწევდათ, რადგან
მათთვის სულ ერთი იყო ვინმეს მოეწონებოდათ თუ არა, ხოლო ქალს პირიქით, მათთვის
მთავარი იყო ის, თუ რას იფიქრებდა მათი ქმარი. ქალებისთვის უგულებელყოფილი იყო
განათლების მიღება, ქალსა და გონებას შორის კი ყოველთვის იდგა მამაკაცი. მერი
უოლსტონკრაფტი უპირისპირდება ჟან ჟან რუსოს მისი შეხედულებებიდან გამომდინარე,
რადგან იგი 13 თვლიდა რომ ვაჟები და გოგონები სხვადასხვა გვარად უნდა აღიზარდონ. იგი
ვაჟებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას, ხოლო გოგონებს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს.
გოგონები უნდა იყვნენ: მგრძნობიარენი, მოსიყვარულენი და სენტიმენტალურები, მათი
მთავარი საფიქრალი თავიანთი გარეგნობა და ქმრები უნდა ყოფილიყვნენ. მხოლოდ ამის
შემდეგ გახდებოდნენ ისინი კარგი ცოლები. ხოლო რაც შეეხება ვაჟებს, ისინი
ყოველდღიურად უნდა ცდილობდნენ, როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ 2 განვითარებას.
ისინი ქალთან შედარებით უფრო რაციონალური არსებები არიან. მათთვის შესწავლილი
უნდა ყოფილიყო მეცნიერების მრავალი დარგი, რისი სწავლებაც ქალისთვის შუფერებლად
მიაჩნდა ჟან ჟაკ რუსოს. უოლსტონკრაფტი თვლიდა, რომ ჟან ჟან რუსოს ეს შხედულება
მცარი იყო, რადგან გოგონებიც და ვაჟებიც ერთად უნდა აღზრდილიყვნენ. ის ასევე
ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ განათლების მიღება მხოლოდ კაცის საქმეა, მისი აზრით
ქალსაც შეუძლია მეცნიერების შესწავლა და გონებრივი განვითარება. ქალსაც და მამაკაცსაც
ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ, შესაბამისად მათი დიფერენცირება რაიმე ნიშნით
დაუშვებელია. მერისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ქალების განათლება, რადგან
ქალები თუ განათლებულები იქნებიან, მათ შეეძებათ ღიად დაუპირისპირდნენ
საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, ამის შემდეგ ისინი საკუთარი უფლებების დაცვას
თავად შეძლებენ. მერიმ საკუთარ ნაშრომში გარკვეულწილად შეძლო და დაამსხვრია
სტერეოტიპები, რომ ქალი მხოლოდ ნაზი არსებაა და მისი მოვალეობა მხოლოდ შვილების
გაჩენაა. მისი აზრით ქალს ბევრი რამ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ქალიც და კაციც
სქესით განსხვავდებიან, ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ ქალი მივიჩნიოთ სუსტ არსებად.
გამოყენებული ლიტერატურა: მერი უოლსტონკრაფტი „ქალის უფლებების დაცვა“, 233-273,
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 2017 14 ადამ სმითი გიორგი იაგანაშვილი
ეკონომისტი, ფილოსოფოსი ადამ სმითი (1723-1790) წლებში მოღვაწეობდა. სმითის
ყველაზე ერთ ერთი გამოჩენილი და პოპულარული ნაშრომი, რომელსაც იგი ცხრა წლის
მანძილზე ჰქმნიდა არის „კვლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზის შესახებ“. ამ
ნაშრომში ადამ სმითი დიდ ყურადღებას უთმობს მიწადმოქმედების განვითარების
დაბრკოლებების შესახებ და ამასთან დაკავშირებით კანონის შემოღების შესახებ. ეს კანონი
კი „პირმშოობის“ კანონითაა ცნობილი. ეს კანონი მაშინ მიიღეს, როდესაც რომის იმპერია
დაეცა, რომლის თანახმად დაუშვებელი იყო მიწის ნაკვეთის დაყოფა და დანაწილება, იგი
მთლიანად მხოლოდ უფროს ვაჟზე უნდა გადაცემულიყო. ადამ სმითის აზრით ეს კანონი, არ
იყო ის კანონი, რომელსაც რაიმე სიკეთის მოტანა შეეძლო, ამიტომაც ადამ სმიტი ამ კანონს
აკრიტიკებდა. სმითის აზრით სამყაროში არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, ესენია:
პირველი- მიწის მესაკუთრენი, იგივე ფეოდალები და მეორე- ვაჭრები, ხელოსნები და ყმა
გლეხები. ფეოდალს, იგივე მიწის მესაკუთრეს კაპიტალის დაგროვება მონების დახმარებით
უწევს, თავად კი სავარძელში კომფორტულად ჯდომაში ატარებს დროს, ხოლო რაც შეეხება
ვაჭრებსა და ხელოსნებს, მათ კაპიტალის დაგროვება საკუთარი ოფლისა და მონური
შრომის ფასად უწევთ. მიუხედავად მათი მონური შრომისა მათ არასდროს ჰქონიათ ის
კაპიტალი, რაც ფეოდალებს ჰქონდათ. ადამ სმითმა ამ ფაქტს „ ბაზრის უხილავი ხელი“
უწოდა. ფეოდალებს საშინლად სძულდათ მოქალაქეები და როდესაც შესაძლებლობა
მიეცემოდათ, მაშინვე სძარცვავდნენ მოქალაქეებს. ფეოდალიზმი, ეს ის პერიოდია, როდესაც
სიმდიდრე მხოლოდ და მხოლოდ დიდგვაროვანთა ხელშია მოქცეული, შესაბამისაც
მოქალაქეებმა მეფესთან შთანხმებით ხშირად უწევდათ ფეოდალების წინააღმდეგ
დაპირისპირება. გლეხებს ძალიან ძნელ პირობებში უხდებოდათ საქმიანობა, ვინაიდან ისინი
მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ მიწის მესაკუთრეებზე, მათ დამოუკიდებლობა არ
ჰქონდათ, რადგან ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ მიწის დამუშავებას, მათ არ
ჰქონდათ შსაბამისი ტექნიკა, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების იარაღები, სასუქები და
თესლები, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მათ მოსავალი ჰქონოდათ. ამ ყველაფრის
არ არსებობამ გამოიწვია ის, რომ გლეხები დამოკიდებულნი გახდნენ ფეოდალებზე, 15
რომლებიც მათ სასტიკად ექცეოდნენ. ამას გარდა გლეხები საკუთარი ძალებით
დამუშავებული მიწიდან მხოლოდ და მხოლოდ მათი სიცოცხლისთვის საჭირო პროდუქტებს
იღებდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ პროდუქტის ის რაოდენობა, რომელსაც შეეძლო
გლეხისთვის კაპიტალის მიღება. ისინი მხოლოდ მინიმალურით იყვნენ
დაკმაყოფილებულნი. ადამ სმითის აზრით, ქალაქმა სოფლიდან უნდა მიიღოს პროდუქტები,
თუმცა ამასთან ერთად სმითი აღნიშნავს, რომ ისეთი ქალაქები, რომლებიც ზღვასთან
ახლოსაა, შუძლიათ იმპორტი აწარმოონ და შორეული ქვეყნებიდანაც შემოიტანონ
პროდუქტები, ან თუნდაც გაცვალონ. შსაბამისად ასეთ ქალაქებს არ დასჭირდებათ
სოფლებიდან პროდუქტების მიწოდება, ხოლო ის ქალაქები, რომლებიც ქვეყნის ცენტრში,
ან უკიდურეს წერტილებში იმყოფება, რა თქმა უნდა, მათაც სჭირდებათ პროდუქტით
მომარაგება, რომელიც მთლიანად სოფლიდან უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე,
შეიძლება ვთქვათ, რომ ქალაქები სოფლების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს
თამაშობდნენ. მაშასადამე ქალაქსა და სოფელს შორის არსებობდა მჭიდრო კავშირი,
რომელიც ამ ორივესთვის სარგებლის მომტანი იყო. სოფლიდან ქალაქი მარაგდებოდა
სურსათ სანოვაგით, რომელიც აუცილებელი იყო ქალაქის არსებობისთვის, ხოლო ქალაქი
კი სოფლის განვითარებაში იღებდა მონაწილეობას. თუ ქვეყანაში ვაჭრობა იქნება
განვითარებული, შესაბამისად ეს ყოველივე კი ძალიან კარგად აისახებოდა ქვეყნის
ეკონომიკაზე. გამოყენებული ლიტერატურა: სმითი, ადამ. „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის
ბუნებისა და მიზეზების შესახებ“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 274-308.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. 16 იმანუელ კანტი
გიორგი იაგანაშვილი იმანუელ კანტი (1724-1804) წლებში მოღვაწეობდა, იგი გერმანიაში
დაიბადა და ამავე ქვეყანაში მიიღო განათლება. მიუხედავად იმასა, რომ მას უამრავი
ნაშრომი აქვს დაწერილია, მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს „რა არის
განმანათლებლობა? “. ამ ნაშრომში თავდაპირველად კანტი გვესაუბრება
განმანათლებლობის განმარტებაზე და ამასთან ერთად იგი გვესაუბრება უმწიფრობის
შესახებ, თუ რას ნიშნავს იგი და როგორ შეიძლება ადამიანმა მოახერხოს უმწიფრობიდან
გამოსვლა. უმწიფრობის დროს ადამიანი იმყოფება კომფორტის ზონაში, რომლის დროს
ადამიანი ადვილად მორჩილი და სამართავი ხდება. კანტი კი გვეუბნება, რომ
განმანათლებლობა ის ძლიერი კომპონენტია, რომელსაც შეძლია ადამიანის გამოყვანა
უმწიფრობიდან, ანუ კომფორტის ზონიდან. მისი აზრით ის, რომ ადამიანი იმყოფება
უმწიფრობაში, თავად ადამიანის ბრალია, რადგან ხშირად ადამიანები გარკვეული მიზეზისა
და შიშის გამო, თავს არიდებენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, აზროვნებასა და
სხვა საჭირბოროტო საკითხებს. მათ ურჩევიათ სხვაზე დამოკიდებული იყვნენ, რადგან ასე
უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. მართლაც, თუ დავუკვირდებით ასეთ
მდგომარეობაში ადამიანი კომფორტულია, მას არ უწევს ზედმეტად თავის შეწუხება, არ უწევს
ფიზრი, აზროვნება, გონების წვალება მისთვის არასასურველ თემებზე და ასე მშვიდად
აგრძელებს ცხოვრებას, რადგან მის მაგივრად ამ ყოველივეს სხვები გააკეთებენ, თავად კი
აღარ დასჭირდება ძალისხმევა. კანტის ამბობს, რომ ყველა ადამიანი ვინც უმწიფრომაში
იმყოფება, შესაძლებელია, რომ გამოვიდნენ და თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას, თუმცა
ეს არც თუ ისე მარტივია, ამას თან ახლავს გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები.
ამასთან ერთად კანტი გვანახებს იმ, გზებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია, რომ
გამოვიდეთ უმწიფრობიდან და ვისწავლოთ სხვისგან დამოუკიდებელი აზროვნება. მისი
აზრით უმწიფარი ადამიანები ნელ-ნელა განმანათლებლობის გზით უნდა გამოვიდნენ
უმწიფარობის მდგომარეობიდან, ამასთან ერთად ყოველთვის არსებობდნენ 17 მოაზროვნე
ადამიანები, რომლებიც ეწეოდნენ დამოუკიდებელი აზროვნების პროპაგანდას
საზოგადოებაში. უმწიფარობისა და განმამათლებლობის გარდა, იმანუელ კანტი თავის
ნაშრომში გვესაუბრება გონების საჯარო და კერძო გამოყენებაზე. კანტის უპირატესობას
ანიჭებს არა გონების კერძო გამოყენებას, არამედ გონების საჯარო გამოყენებას, რადგან ეს
უწყობს ხელს უმწიფრობიდან გამოსვლასა და დამოუკიდებელი აზროვნების
ჩამოყალიბებას. ისმება კითხვა, რა განსხვავებაა გონების საჯარო და კერძო გამოყენებას
შორის? როდესაც შეგირდი მმართველის ბრძანებებს ასრულებს მას ფაქტობრივად არ აქვს
იმის უფლება, რომ იაზროვნოს და დაიწყოს მსჯელობა. მაგრამ თუ შეგირდი მოინდომებს,
რომ გამოაქვეყნოს რაიმე ნაშრომი , სადაც ის აღწერს მმართველის მიერ დაშვებულ
შეცდომებს და მას ამის სრული ლეგიტიმური უფლება ექნება, ეს უკვე გონების საჯარო
გამოყენებაა. თუმცა, რა თქმა უნდა კანტი არ უარყოფის იმას, რომ შეგირდი არ უნდა
ემორჩილებოდეს მმართველს. ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ კანტი
განმანათლებლობისა და რელიგიის სეკულარიზაციას, ანუ გამიჯვნას ახდენს. იგი ამბობდა,
რომ სამყაროში ყველაფერი შეიძლება გავაკრიტიკოთ, გარდა რელიგიური დოგმებისა,
რადგან რელიგია არის რაციუნალური, შესაბამისად მისი განსჯა დაუშვებლად მიაჩანდა
იმანუელ კანტს. საბოლოოდ კანტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკუთარ ნაშრომ „რა არის
განმანათლებლობა“-ში გადმოეცა და ადამიანებისთვის დაენახებინა თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია გონების საჯარო გამოყენება, რადგან ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს
გარკვეულ საკითხებზე საკუთარი აზრი, საკუთარი სიტყვა უნდა ეთქმოდეს და არ უნდა
დაექვემდებაროს სხვის აზრს, რადგან ეს ყოველივე ადამიანს უმწიფრობის მორევში
ჩაითრევს, საიდანაც ამოსვლა ძალზედ რთულია. გამოყენებული ლიტერატურა: კანტი,
იმანუელ. „რა არის განმანათლებლობა“?. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1,
309-318. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. 18 კარლ
მარქსი გიორგი იაგანაშვილი კარლ მარქსი თავის ნაშრომში განიხილავს გლეხთა და მუშათა
კლასების ურთიერთობებს. იგივე პლორეტარებისა და ბურჟუაზიის ურთიერთობებს. მარქსის
აზრით, ბურჟუაზია არის გაბატონებული კლასი, რომლის საქმეების განმაკრგველ
კომიტეტად სახელმწიფო მოიაზრება. ერთი მხრივ, ბურჟუაზია ტავდაპირველად ჩაგრულ
კლასად მოაიზრებოდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ამ კლასმა მოახერხა სხვადასხვა
მრეწველობისა და საერთაშორისო ბაზრის დამყარება, რის შემდეგაც მოახერხეს და
მსოფლიოში გაბატონდნენ ერთ ერთ ძლიერ კლასად. ზოგადად ბურჟუაზიული
საზოგადოების საქმიანობა სწორედ მრეწველობაზე, ვაჭრობასა და კაპიტალის
დაგროვებაზეა დაფუძვნებული. ბურჟუაზიამ საერთაშორისო ვაჭრობის დროს მოახერხა
კავშირის დამყარება მოახერხა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რადგან ხშირად სხვადასხვა
ქვეყანის მოსახლეობის მოთხოვნილებებს სახელმწიფოში არსებული პროდუქტები ვერ
აკმაყოფილებდა და საჭირო იყო ამ პროდუქტების სხვა ქვეყნიდან შემოტანა. კარლ მარქსი
კრიტიკულად აფასებს სამშობლოსა და ეროვნულობის არსებობას. იგი ამ მოსაზრებას
შესაბამისი არგუმენტებით ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ პროლეტარიატი არ არის ის
კლასი, რომელსაც ეროვნულობა გააჩნდეს. იგი განიხილება როგორც ერთიან, მთლიან
სისტემად. პროლეტარიატმა უპირველეს ყოვლისა უნდა მოიპოვოს პოლიტიკური ბატონობა
და ამასთანავე საზოგადოებაშიც მოიპოვოს უპირატესობა. მარქსის აზრით პროლეტარიატის
კლასი, ეს ის კლასია, რომელსაც გააჩნია რევოლუციური ძალა, ვინაიდან ეს დაჩაგრულების
კლასია, რომლებსაც დასაკარგი არაფერი გააჩნიათ. სწორედ ამიტომ პროლეტარიატს
შეუძლია რევოლუციის გზით დაამარცხოს ბურჟუაზია და ქვეყანაში არსებული ძალაუფლება
მათ გადაიბარონ. სახელმწიფოს არსი იკარგება მაშინ, როდესაც საუბარს ვიწყებთ უკლასო
და ყველასათვის საერთო საზოგადოების არსებობაზე. მე პირადად კარლ მარქსის
მოსაზრებები სწორად მიმაჩნია. პროლეტარიატის განვითარება მოხდება მაშინ, როდესაც
კაპიტალის განვთარება მოხდება. კარლ მარქსის აზრით ეს კლასი თანამედროვე მუშათა
კლასს მიეკუთვნება. მათ არსებობა მანამდე შეუძლიათ, სანამ სამუშაოს შოულობენ. ისინი
თითქოს ვაჭრობის საგნად გადაიქცნენ და საკუთარ თავს 19 ყიდიან იმისთვის, რომ
სანაცვლოდ მათ იარსებონ. მათი დაუღალავი მუშაობის მიუხედავად ისინი იღებენ მინიმუმს,
რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ არსებას დააკმაყოფილებს. სწორედ ამიტომაც
პროლეტარიატს არ შეუძლია ქონებისა და კაპიტალის დაგროვება, რადგან მათ ამის
საშუალებას დამქირავებელი, ანუ ბურჟუაზია არ აძლევთ. სწორედ ამ მიზეზთა გამო ხშირად
პროლეტარები ერთიანდებოდნენ ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რადგან ისინი ვერ ეგუებოდნენ
მათ ასეთ დამოკიდებულებას, ამიტომაც ისინი მარქსის აზით რევოლუციის კლასს
წარმოადგენენ. კარლ მარქსი თავის ნაშრომში „ კომუნისტური პარტიის მანიფესტი “
აყალიბებს კლასობრივ ბრძოლისა და სოციალური კლასების თეორიებს. მისი აზრით ყველა
ეპოქაში არსებობდნენ კლასები, რომელებიც ერთი- მეორეზე უპირატესობით
სარგებლობდა, ანუ არსებობდნენ დაჩაგრულები და გაბატონებულთა კლასები. ნელ ნელა
დაიწყო ბურჟუაზიის დაშლი პროცესი და სახელმწიფოს მანდატი სწორედ პროლეტარების
ხელში გადადიოდა, რადგან პროლეტარები იყვნენ ის ძალა, რომელსაც ბურჟუაზიის
დამარცხება შეეძლო. ბურჟუაზიის დამხობა და პროლეტარიატების გამარჯვება თანაბრად
გარდაუვალიაო- ამბობდა კარლ მარქსი. პროლეტარიატის კლასებად ჩამოყალიბება- ეს
იდია კომუნისტურ პარტიას დაედო საფუძვლად, რომელთა უმთავრესი მიზანი იყო
ბურჟუზიის დამაცხება. მარქი უპირისპირდება ბურჟუაზიას, ვინაიდან მათ მუშებისა და მონების
ექსპუატაციის გზით მოიპოვეს კერძო საკუთრება. კომუნიზმის უმთავრესი მიზანი იყო წინა
პლანზე წამოეწია ადამიანის როლი. კომუნისტურ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანები
ყოველთვის ღიად და საჯაროდ გამოხატავდნენ საკუთარ აზრებს, შეხედულებებსა და
განზრახვებს. პროლეტარები საკუთარ ძალაუფლებას გამოიყენებენ ბურჟუაზიის
წართმეული კაპიტალით. საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ კომუნისტური იდეა თავის
არსით საკმაოდ კარგ პრინციპებს მოიაზრებდა, თუმცა მისი რეალურად შესრულება სულ სხვა
ინტერპრეტაციით მოხდა. გამოყენებული ლიტერატურა: მარქსი, კარლ. „კომუნისტური
პარტიის მანიფესტი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 319-357. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. 20 ჯონ სტიუარდ მილი გიორგი
იაგანაშვილი ჯონ სტიუარდ მილი ბრიტანელი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე
გახლდათ, მის კალამს უამრავი ნაშრომი ეკუთვნის, როგორიცაა 1948 წელს გამოცემული
ნაშრომი „პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები“. მომდევნო წლებშიც სისტემატურად წერდა
სხვადასხვა ნაშრომებს, მათგან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1954 წელს
გამოცემული ნაშრომი „თავისუფლების შესახებ“. ამ წიგნში ჯონ სტიუარდ მილი გვესაუბრება
იმაზე , თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისა და ადამიანების ხასიათებს და
მათ მრავალფეროვნებას. მილიმ ეს ნაშრომი ბრიტანეთში დაიწერა მაშინ, როდესაც
ბრიტანეთში ვიქტორიანული პერიოდი იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ბრიტანეთში
აღმავლობის ხანა დაიწყო, ამავე დროს ვითარდებოდა როგორც ეკონომიკა, ასევე
სხვადასხვა სფეროები. ჯონ სტიუარდ მილისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური არის
შეხედულებისა და აზრის თავისუფლება . იგი ამბობს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს რაღაც
საკითხის მიმართ საკუთარი აზრი, ამასთან ერთად ადამიანებმა საკუთარი შეხედულება და
აზრი, ღიად, თავისუფლად უნდა გამოხატონ. ამასთან ერთად მილი აღნიშნავს, რომ
საზოგადოებას, ან სხვა რომელიმე ძალას არაქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს, ან ხელი
შეუშალოს თავისუფლად გამოხატვას, მიუხედავად იმისა, ეს აზრი ჭეშმარიტი იქნება თუ არა.
სხვისი აზრისა და შეხედულებების იგნორირება, ან მის წინააღმდეგ გამოსვლა აზარალებს
არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთლიან საზოგადოებას , რამაც
სესაძლებელია საბოლოო ჯამში ქვეყანაში ქაოსი და არეულობა გამოიწვიოს. შეცდომისგან
არავინ ვართ დაზღვეული, ამიტომაც ყველამ ყველას აზრს პატივი უნდა სცეს , მოსწონს ეს
აზრის თუ არა, ამასთან ერთად ჯონ სტიუარდ მილი ამბობს, რომ შეუცდომელი არავიაა ამ
ქვეყნად. შეიძლება ადამიანმა სრული ჭეშმარიტება თქვას, საზოგადოება კი ამ შეხედულებას
დაუჯეროს და თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები არ გამოთქვან, ანუ დააიგნორონ.
მილის აზრით ეს ყველაზე ცუდია, რადგან თუნდაც ჭეშმარიტ , საღ აზრთან ერთად
ყოველთვის უნდა იყოს საპირისპირო აზრი. ეს ყოველივე მრავალფეროვნებას სძენს
აღნიშნულს და მის გარეშე , თითქოს ყველაფერს აზრი ეკარგება. თავისუფლება, რომელიხ
ჯონ სტიუარდ მილს აინტერესებს, არის 21 ინდივიდის თავისუფლება და ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ნაწილად მას შეხედულებების არსებობა და სიტყვის თავისუფლება მიაჩნია
, რადგან ეს ყოველივე ყველაზე მნიშვნელოვვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს
მრავალფეროვანი, იგივე პლურალისტური საზოგადოება. მოგეხსენებათ პლურალისტური
საზოგადოება დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯონ სტიუარდ
მილს სხვა მწერლებისგან განსხვავებით არ აინტერესებს „არამედ თავისუფლება იმასთან
მიმართებაში, რასაც ის უმრავლესობის დესპოტიზმს უწოდებს .“ (ჯონ სტიუარტ მილი, 2017,
363) . მილი ამბობს, რომ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას შეიძლება მცდარი
შეხედულება, ნაწილობრივ ჭეშმარიტი ან სრულიად ჭეშმარიტი შეხედულება ჰქონდეთ,
ამიტომ ადამიანი ვერ განსაზღვრავს რომელ ადამიანს რა სახის შეხედულება აქვს, ადამიანს
შეიძლება ეგონოს, რომ ვიღაცის შეხედულება სრულიად მცდარია და არავითარ
შემთხვევაში იგი რეალობასთან არ მოდის, მაგრამ შეიძლება ის ცდებოდეს. შეიძლება იმ
ადამიანის მოსაზრებები, ვისიც მას მცდარი ჰგონია, სრულიად ჭეშმარიტი აღმოჩნდეს, ამიტომ
ჯონ სტიუარდ მილი ამბობს , რომ აუცილებელია წინასწარ სანამ განვიკითხავთ ვინმეს,
კარგად გავიაზროთ და დასკვნები მხოლოდ ამ შემთხვევაში გავაკეთოთ. მართალია საღ,
ჭეშმარიტ აზრთან ერთად საპირისპირო აზრის არსებობაც აუცილებელია, მაგრამ ამის გამო
არ უნდა დავუპირისპირდეთ ინდივიდს. თუ კონკრეტული პიროვნებისთვის თავისი აზრი
ჭეშმარიტია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აზრი და შეხედულება ყველასთვის ჭეშმარიტია.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს,
ამიტომაც მილს მიაჩნია, რომ სხვისი აზრის ქვეშ არ უნდა მოვექცეთ და ყველა საკითხზე ჩვენი
მოსაზრება და სათქმელი უნდა გვქონდეს. ბიბლიოგრაფია: ჯონ სტიუარტ მილი,
„თავისუფლების შესახებ,“ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 358-444. ილიას
სახლემწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი: 2017. 22 ილია ჭავჭავაძე გიორგი
იაგანაშვილი ქართველი მოაზროვნე და ეროვნულ გმირად წოდებული ილია ჭავჭავაძე
ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს პირს წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში. მის კალამს
უამრავი ნაშრომი ეკუთვნის, მის მარჯვენას კი ქვეყნის კეთილდღეობისთვის არა ერთი
მნიშვნელოვანი რამ გაუკეთებია. ილია ჭავჭავაძის მთავარ მიზანს ქართველი საზოგადოების
თანამედროვე ერად ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ილიას აზრით ქართველების ერად
ჩამოყალიბება არც თუ ისე მარტივი საქმე იყო, რადგან მისი აზრით ერს განათლება აკლია,
გაუნათლებელი და უცოდინარი ერი კი ვერასდროს ჩამოყალიბდება ერად. ამიტომ ილია
გამოსავალს სწორედ განათლებაში ხედავს. ილია ჭავჭავაძე თავის ნაწარმოებში
გვესაუბრება საქართველოს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. მე- 19 საუკუნეში
განათლების პრობლება განსაკუთრებით აქტუალური გახლდათ. რამაც ქართველი ერის
„დაბეჩავება“ გამოიწვია. იგი ამბობს ქართველ ერს აღარ ძალუძს დამოუკიდებლად
იაზროვნოს და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ეს შეიძლება შევადაროთ
კანტის უმწიფრობას, როდესაც ადამიანები სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან და
დამოუკიდებლად უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და მიჰყვებიან სხვის აზრს. ამის მიზეზი
ისევე, როგორც კანტი გვეუბნება ადამიანის კომფორტში ყოფნა განაპირობებს. ადამიანების
უმრავლესობას ურჩევნიათ საკუთარ სახლში კომფორტულად მოკალათდნენ სავარძელში
და ისე გააგრძელონ ცხოვრება, შესაბამისად მათ გასაკეთებელს, მათ განსასჯელს და მათ
გადაწყვეტილებებს სხვები მიიღებენ. ამიტომაც არ იტვირთავენ ადამიანები ზედმეტად თავს.
ილია ჭავჭავაძე ასეთ ადამიანებს „სულელებს“ უწოდებს. შეიძლება ვიფიქროთ, მართლაც
საზოგადოების ბრალია ეს დაბეცავება და უქნარობა, მაგრამ შეიძლება მხოლოდ მათი
ბრალიც არაა. მე ვფიქრობ, რომ მათი ასეთი უმოქმედობა მე- 19 საუკუნეში გამოწვეული იყო
მათი ყოფიერებით. „ყოფიერება განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერებას“- გვეუბნება კარლ
მარქსი. მე სრულებით ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ გარემომ,
რომელშიც იმ დროინდელი ადამიანები ცხოვრობდნენ, მართლაც მოახდინა ადამიანის
ცნობიერებაზე გავლენა. ცნობიერება კი შეგვიძლია გავაიგივოთ ადამიანის განათლებაზე.
„ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისთვის“ (ჭავჭავაძე 2014, 332)- წერს 23 ილია. ცოდნა კი
მხოლ;ოდ იმისთვის არ სჭირდება ადამიანს რომ მხოლოდ რაღაცები განსაჯოს და
აკრიტიკოს, არამედ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას. მაგალითად
კარგად განათლებულ ადამიანს შეუძლია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება, ასევე
კულტურის და სხვა სფეროების განვითარება. ილიას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი
ერისა და საქართველო აღმშენებლობით საკითხებში. იგი ამბობს, რომ ქართველი ერის
არსებობა შეწყდება მაშინ, როდესაც ქართველი ერი დაივიწყებს საქარელოს ისტორიასა და
ტრადიციებს. ამიტომაც ის ყოველთვის მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ ყოველთვის უნდა
გვახოვდეს საკუთარი მამული, ენა და საწრმუნოება. ეს სწორედ ის სამი საუნჯეა, რომლის
გარეშე ერი აღარ იარსებებს და შეწყვეტს არსებობას. ილია ჭავჭავაძის აზრით ევროპას
გააჩნია ის ღირებულებები, რომელიც დაეხმარება საქართველოს ერად ჩამოყალიბების
პროცესში. ილიას მხოლოდ ის კი არ ადარდებს, რომ საქართველო, როგორც ერთიანი
სახელმწიფო აღარ არსებობს, არამედ ის, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა ეროვნული
თვითშეგნება. თითოეულ ქართველს უნდა ახსოვდეს სად დაიბადნე და სად გაიზარდნენ.
ილია ლიბერალი იყო, რომელსაც სურდა ქართველი ხალხის როგორც გონებრივი, ისე
ქვეყნის განვითარება. იგი ყოველთვის მიისწრაფვოდა სიახლეებისკენ. მაშასადამე,
შეიძლება ვთქვათ რომ ილია ის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც უამრავი
რამ გააკეთა ქარელი ერისთვის, მან შეძლო უამრავი მიწის გადარჩენა უცხოელების
მიყიდვისაგან, დაარსა წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რამაც უდიდესი
როლი შეასრულა ქართველი ერის აღმშენებლობით და განვითარების საკითხში. სწორედ
ამ ყველაფრისთვის იბრძოდა ილია დაუღალავად და დღეს, მე მეამაყება, რომ მისი
სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ!. გამოყენებული ლიტერატურა: ჭავჭავაძე, ილია
„რჩეული წერილები“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 324- 415. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.

You might also like