You are on page 1of 1

ხონის, საჩხერისა და ჭიათურის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას
ხონის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები,
კერძოდ, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ
საქმიანობას.

კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 75-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად ხონის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების
5 ფაქტი, საჩხერის მუნიციპალიტეტში - 2, ხოლო ჭიათურაში - 3 ფაქტი გამოვლინდა; ასევე ხონის მუნიციპალიტეტში თანამდებობასთან შეუთავსებელი
საქმიანობის 2 შემთხვევა აღმოვაჩინეთ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-
13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, (გარდა სამეცნიერო,
პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა კიდევ ერთი დარღვევა,
რომელიც ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეს სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვას გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის
საწარმოს კაპიტალის წილები. ხონის მუნიციპალიტეტში საწარმოში არსებული წილები სამართავად არ გადაუცია 3, ხოლო ჭიათურაში - 3 თანამდებობის პირს.

ხონის მუნიციპალიტეტი

ლადო ჯურხაძე
ხონის მერი
ლადო ჯურხაძემ 2018 იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის შპს “ენერგეტიკის ავტომატიზაციის ქართული კომპანიის” 5%-იანი
წილის მესაკუთრეა. მან დეკლარაციაში მიუთითა, რომ ის არის შპს “მახაუტოს”, შპს “ბატონო ტრეველიძეს” და შპს “გლობალ ენერჯი სოლუშენის”
100%-იანი მეწილე. ჯურხაძე ამ კომპანიების დირექტორიცაა, რაც არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი. მას ასევე
არცერთი კომპანიის წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის დარღვევაა.

კორნელი უგრეხელიძე
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელი.

კორნელი უგრეხელიძე 2014 წლიდან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. მან 2015
წელს ხონის მუნიციპალიტეტთან გააფორმა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხონის მუნიციპალიტეტს იჯარის
ხელშეკრულებით გადასცა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილი წვევამდელთა და რეზერვისტთა შეკრების უზრუნველყოფისათვის. ხონის
მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მანქანით სარგებლობისთვის კორნელი უგრეხელიძეს 700 ლარი გადაუხადა. აღნიშნული გარიგება ეწინააღმდეგება
საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომელიც უკრძალავს
საჯარო მოსამსახურეს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დადოს ქონებრივი გარიგება იმ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც მუშაობს, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

ვალერი ბახტაძე
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ვალერი ბახტაძეს 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მამა, მიშა ბახტაძე ხონში 2011 კვ.მ. მიწის ნაკვეთის
მესაკუთრეა.

კობა კუბლაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

კობა კუბლაშვილის მიერ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ მისი ძმა, ბიჭიკო კუბლაშვილი ხონში 2721 კვ.მ. მიწის
ნაკვეთის მესაკუთრეა.

ჯუნგლი გოდერიძე
საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

ჯუნგლი გოდერიძეს 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ იგი არის შპს “ტეკოს” 33%-იანი წილის მესაკუთრე, ასევე მას
წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-
13 მუხლის მოთხოვნის მე-6 პუნქტის დარღვევაა.

არჩილ საღარაძე
ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარე

არჩილ საღარაძის მიერ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ იგი არის შპს “იოველის” 30%-იანი წილის მესაკუთრე,
დედამისი მანანა სებუა ამავე შპს-ის დირექტორი, მამა გიორგი საღარაძე კი 20%-იანი წილის მესაკუთრეა. არჩილ საღარაძეს შპს “იოველის” 30%-
იანი წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ
კანონის მე-13 მუხლის მე-6-ე პუნქტის მოთხოვნის დარღვევას.

არჩილ საღარაძემ დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა, რომ მისი მამა გიორგი საღარაძე არის შპს “ფარმაციის” 51,7%-იანი წილის მფლობელი.

ზაზა ვაშაკიძე
ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე

ზაზა ვაშაკიძის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ იგი არის კოოპერატივ რკ გუბის დირექტორი და გამგეობის წევრი.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებული კოოპერატივი არის მეწარმე სუბიექტი, შესაბამისად, აღნიშნული
იურიდული პირის ხელმძღვანელობით, ზაზა ვაშაკიძე არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას.

საჩხერის მუნიციპალიტეტი

თამაზ ნადირაძე
მერის პირველი მოადგილე

თამაზ ნადირაძემ 2017 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ხათუნი აბუთიძე საჩხერეში, სოფელ ორღულში, 408 კვ.მ და 3441 კვ.მ.
ფართობის სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეა.

პეტრე ჭიხორია
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი

პეტრე ჭიხორიას მეუღლემ, ფატი კაპანაძემ 2016 და 2017 წლებში გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულებები გააფორმა აკაკი
წერეთლის სახელობის საჩხერის ბიბლიოთეკასთან. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ბინით მომსახურება.

ასევე პეტრე ჭიხორიამ, მერიაში აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ორი ხელშეკრულება გააფორმა
საჩხერის მუნიციპალიტეტთან, რომელთა ღირებულებამ 77 191 ლარი შეადგინა, მუნიციპალიტეტმა მისგან სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჭიხორიამ თანამდებობა 22 აგვისტოს დაიკავა, მიღება-ჩაბარების აქტი აღნიშნული მომსახურების გაწევაზე კი
მხოლოდ ერთი დღით ადრე, 21 აგვისტოს გააფორმა მუნიციპალიტეტთან.

მალხაზ შამანაძე
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

მალხაზ შამანაძის მიერ შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული მისი შვილის, ვასო შამანაძისა და მისი მეუღლის, ლეილა აბაშიძის თანასაკუთრებაში
არსებული 4 მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელ მერჯევში, კერძოდ 5702 კვ.მ. მიწის ნაკვეთი , 300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ასევე
1201 კვ.მ. და 301 კვ.მ მიწის ნაკვეთები.

მალხაზ შამანაძემ დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა მისი მეუღლის ლეილა აბაშიძის საკუთრებაში არსებული 3 მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელ
ჭალაში: კერძოდ, 570 კვ.მ. , 440 კვ.მ. და 651 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

აკაკი სამხარაძე
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

აკაკი სამხარაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს “Georgian technology”-ის 20%-იანი წილის მესაკუთრე, ასევე მას წილის
მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13
მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაა.

მიხეილ ლეჟავა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი

მიხეილ ლეჟავამ მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ყვირილას” 50%-იანი წილის მესაკუთრე, მას ასევე არ
განუხორციელებია აღნიშნული წილის სხვა პირზე გადანდობა, რაც არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას.

ზურაბ წიქარიშვილი
ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი

ზურაბ წიქარიშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი მეუღლე მაია ასანიძე არის შპს “გიოგიოს” დირექტორი და 50%-
იანი წილის მესაკუთრე. აღნიშნული შპს-ს 2012-2018 წლებში არაერთი გამარტივებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჭიათურაში მდებარე
შემსყიდველ ორგანიზაციებთან, მათ შორის როგორც ჭიათურის მერიასთან, ასევე ა(ა)იპ “ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის
სერვისცენტრთან”. შპს “გიოგიოს” ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა აქსესუარის, ნივთისა და სამშენებლო მასალების
მიწოდება. როგორც გამარტივებული შესყიდვების, ასევე მოგებული ტენდერების შედეგად, შპს “გიოგიოს” მიღებულმა სარგებელმა 148 611 ლარი
შეადგინა, საიდანაც 143 161 ლარი გამარტივებული შესყიდვებით მიღებული შემოსავალია.

ზურაბ წიქარიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას
იკავებს 2018 წლის 7 თებერვლიდან, ხოლო შპს “გიოგიომ” 2018 წელს ბოლო გამარტივებული ხელშეკრულება 30 იანვარს გააფორმა ააიპ “ჭიათურის
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრთან”, რომლის ღირებულებაც 28 300 ლარს წარმოადგენდა. ამასთან, კომპანია ჭიათურაში
მოქმედ სკოლებთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებას ამ დრომდე განაგრძობს (CMR180088085, CMR180091108).

ალექსანდრე ციცქიშვილი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ალექსანდრე ციცქიშვილს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ მისი მეუღლე ნათელა ღუღუნიშვილი თბილისში, პეტრე იბერის ქუჩის
შესახვევში ბინის მესაკუთრეა.

ირაკლი მერმანიშვილი
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი მერმანიშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ იგი შპს “ქარის წყალი 2014-ში” 50%-იანი წილის მესაკუთრეა, თუმცა
მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის
მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაა.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია,
შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს
კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.

You might also like