You are on page 1of 2

ბათუმი 25.12.

2017

პრესრელიზი

26 დეკემბერს, 18:00 საათზე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი გიწვევთ პროექტის


„საქართველო ჩვენი სამშობლოა - ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“
დასკვნით ღონისძიებაზე.

საღამოზე გვიმასპინძლებენ ბათუმში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური


უმცირესობები [უკრაინელები, სომხები, რუსები, ბერძნები, იეზიდები, აზერბაიჯანელები,
ებრაელები, გერმანელები ]. ისინი მოგვიყვებიან როგორია მათი ცხოვრების ისტორია
ბათუმში, რა ტრადიციები აქვთ, რამდენად შეძლეს თავიანთი კულტურისა და
თვითმყოფადობის შენარჩუნება.

საღამოზე ჩვენი მასპინძლები წარმოადგენენ მათ ტრადიციულ სამოსს. სტუმრებს


საშუალება ექნებათ მოირგონ სამოსი და იქვე მოაწყონ ფოტოსესიები. ისაუბრონ,
გაიხსენონ ეროვნულ უმცირესობებთან თანაცხოვრების სამეზობლო ისტორიები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გთხოვთ გვეწვიოთ.

მისამართი: ბათუმი. გორგასალი / ქუთაისის ქ. N1/28,

სასტუმრო “ ძველი ქალაქის“ ვერანდა

პროექტის შესახებ: პროექტის მიზანი იყო, ერთი მხრივ, წარმოგვეჩინა ბათუმის


ეთნიკური,კულტურული მრავალფეროვნება, ჩვენი წვლილი შეგვეტანა
საზოგადოების ინფორმირებაში, თუ რაოდენ საინტერესო და მნიშვნელოვანია
კულტურა, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობით იქმნება
და მეორე მხრივ, გვეჩვენებინა, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ცხოვრება
ქვეყანას საფრთხეს კი არ უქმნის, არამედ აძლიერებს მას და კიდევ უფრო
მიმზიდველს ხდის.

პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო შეხვედრა და ღონისძიება შედგა, მათ


შორის განსაკუთრებული იყო ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი, რომელიც
ბათუმში პირველ აგვისტოს გაიმართა და არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის,
არამედ ტურისტების დიდი ინტერესიც გამოიწვია. ფესტივალზე ბათუმში
მცხოვრებმა

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა ტრადიციული ფოლკლორი,


სამოსი,კერძები და თანამედროვე კულტურის ნიმუშები წარმოადგინეს. ეს იყო
ფესტივალი, რომელმაც კარგად აჩვენა ბათუმის, როგორც მულტიკულტურული
ქალაქის ხასიათი, სადაც გარემო ისტორიულად მრავალფეროვანი და ამავე დროს,
ტოლერანტული იყო.

პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ტოლერანტთა კლუბი, სადაც 12 ეროვნული


უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები არიან გაერთიანებული და საკუთარ
მოსაზრებებსა და კულტურას აცნობენ ერთმანეთს.

პროექტს ორი მედიაპარტნიორი ჰყავდა:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი,


რომელმაც პროექტის ფარგლებში მოამზადა სიუჟეტები ეროვნულ უმცირესობებზე
და ჟურნალი „ბათუმელები“, რომლის ვებგვერდზეც Batumelebi.ge გამოქვეყნდა
სტატიები ბათუმში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ და მომზადდა
სპეციალური ჩანართი - ჟურნალის სახით ბათუმი ჩემი სახლია. ჟურნალი საჩუქრად
დაურიგდება ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს.

პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით


ხორციელდებოდა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს ქეთევან


ადეიშვილს. მობ.: 592592424

You might also like