You are on page 1of 7

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო (COG) კონკურსი

ხშირად დასმული კითხვები -


22 დეკემბერი, 2017

1. კითხვა:
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი ფარავს თუ არა მშენებლობის
ხარჯებს?
პასუხი:
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა არ აფინანსებს კაპიტალურ
მშენებლობას და/ან რემონტის ხარჯებს.

2. კითხვა:
საგრანტო პროგრამაში გამარჯვების შემთხვევაში, ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს
თუ არა დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია (საჯარო რეესტრის ამონაწერი,
შედარების აქტი, ფინანსური აუტიდის დასკვნა, ფინანსური დოკუმენტები და შედა
რეგულაციები)?
პასუხი:
ACCESS-ი იტოვებს უფლებას, რომ გრანტის გაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე,
აპლიკანტ ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტები. თუ ორგანიზაციას
არ გააჩნია ასეთი დოკუმენტები, ACCESS-ი სხვა მეთოდებით შეეცდება
ორგანიზაციისგან ამ ინფორმაციის მიღებას.

3. კითხვა:
თუ ორგანიზაციას ჯერ არც ერთი გრანტი არ მოუპოვებია, შეუძლია თუ არა მას
კონკურში მონაწილეობა?
პასუხი:
დიახ, მსგავს შეზღუდვას კონკურსი არ აწესებს.

4. კითხვა:
შესაძლებელია თუ არა დაფინანსდეს საპროექტო განაცხადი, რომლის ერთ-ერთი
საქმიანობაც საინფორმაციო ბაზის შექმნაა?
პასუხი:
ACCESS-ი დააფინანსებს ისეთ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც მკაფიოდ
ასაბუთებენ პროექტის საქმიანობების მიზანშეწონილობას პროექტის მიზანთან
მიმართებაში.

5. კითხვა:
აპლიკანტი ორგანიზაცია მონაწილეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის ACCESS-ის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამაში,
შეუძლია თუ არა მას მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა?
პასუხი:
დიახ, შეუძლია. ასეთ შეზღუდვას პროექტი არ აწესებს.
6. კითხვა:
შეუძლია თუ არა აპლიკანტ ორგანიზაციას იყოს პარტნიორი ორგანიზაცია სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ საგრანტო განაცხადში და ამავე
დროს, დამოუკიდებლადაც შემოიტანოს განაცხადი კონკურსში მონაწილეობის
მიზნით?

პასუხი:
დიახ, მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას
შეუძლია იყოს პარტნიორი სხვა ორგანიზაციის მიერ წარდგენილ საგრანტო
განაცხადში და აგრეთვე ცალკე, დამოუკიდებლადაც შემოიტანოს განაცხადი იგივე
კონკურსზე.

7. კითხვა:
შეუძლია თუ არა კონკურსში მონაწილეობა იმ ორგანიზაციას, რომელსაც მიმდინარე
გრანტი აქვე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის
პროექტიდან?
პასუხი:
დიახ, შეუძლია.

8. კითხვა:
შეიძლება თუ არა პროექტის განაცხადთან ერთად წარმოვადგინოთ პროექტის
მონაწილე ტრენერების, მკვლევარების ან/და ექსპერტების CV-ები?
პასუხი:
საგრანტო კონკურსის აპლიკაციის გრაფა (ნაწილი 6: პროექტის განმახორციელებელი
გუნდი) ითხოვს პროექტის მიერ წარმოდგენილი გუნდის CV-ებს, ხოლო ნებისმიერი
სხვა დოკუმენტის წარდგენა ნებაყოფლობითია.

9. კითხვა:
რა არის პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა?
პასუხი:
პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა წინასწარ დადგენილი არ არის. პროექტის
ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის სპეციფიკაზე და ამ სპეციფიკიდან
გამომდინარე, შემოთავაზებული ხანგრძლივობის დასაბუთებაზე.

10. კითხვა:
შეიძლება თუ არა საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციამ,
რომელიც ახალი დაარსებულია და რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს?
პასუხი:
არა, მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის მოთხოვნების თანახმად,
კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქოდეს მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო
გამოცდილება. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ახლად დაფუძნებული
ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი სამუშაო
გამოცდილება და ორგანიზაცია მუშაობს ისეთ საკითხზე, რომელსაც, მნიშვნელობის
მიუხედავად, ნაკლები ყურადღება ეთმობა.

11. კითხვა:
შესაძლებელია თუ არა პროექტის დაფინანსება გამოყენებული იყოს თემისთვის
სასარგებლო საინსტალაციო სამუშაოებისათვის?
პასუხი:
საგრანტო თანხა პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება გამოყენებულ იქნას
სხვადასხვა საქმიანობებზე, გარდა საგრანტო კონკურსის განაცხადში მითითებული
აკრძალვებისა. აკრძალული საქმიანობებია: რომელიმე პოლიტიკური პარტიის
მხარდაჭერა ან/და ლობირება, რელიგიური ღონისძიებები (თუმცა, შესაძლოა
დაფინანსდეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი განაცხადი, რომელიც
არ ემსახურება რელიგიურ მიზნებს და შეესაბამება მოქალაქეთა ჩართულობის
საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს), ჰუმანიტარული საქმიანობა, მეცნიერული
კვლევა, ტრენინგი ორგანიზაციულ განვითარებაზე ან/და დაფინანსების ახალი
წყაროების მოძიებაზე (ე.წ. ფანდრაიზინგი), ინდივიდუალური ან/და ჯგუფურ
სამოგზაურო გრანტები, კომერციული დანიშნულების კაპიტალური მშენებლობა.

12. კითხვა:
თუ ორგანიზაციას გააჩნია მინმდინარე პროექტი, რომელიც სხვა დონორის
დაფინანსებით ხორციელდება, შეიძლება თუ არა იგივე პროექტის გარკვეული
კომპონენტის გახანგრძლივების, ან/და დამატებთი ღონისძიების განხორციელების
მიზნით, მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის დაფინანსების მოთხოვნა?
პასუხი:
დიახ შესაძლებელია, თუმცა თქვენს მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი და
ბიუჯეტი დეტალურად უნდა აღწერდეს თქვენს მიერ დაგეგმილი საქმიანობების
კავშირს უკვე არსებულ და მიმდინარე პროექტთან და დამატებით უნდა
განმარტავდეს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო
პროგრამა თქვენი საქმიანობის წარმატებული განხორცილებისათვის. ბიუჯეტშიც
მკაფიოდ უნდა ჩანდეს ის ფინანსური კონტრიბუცია, რასაც პროექტი ითხოვს ACCESS-
ისგან.

13. კითხვა:
არის თუ არა შესაძლებელი, რომ მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში
მონაწილეობა მიიღოს მედიაკომპანიამ, შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების იურიდიული სტატუსით?
პასუხი:
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს
არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით.

14. კითხვა:
შეიძლება თუ არა საინიციატივო ჯგუფმა მონაწილეობა მიიღოს მოქალაქეთა
ჩართულობის საგრანტო კონკურსში?
პასუხი:
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება
შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას
თუმცა იგი შეიძლება რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორი
იყოს.

15. კითხვა:
შეიძლება თუ არა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა
პირმა, რომელიც მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებზე მუშაობს,
მონაწილეობა მიიღოს მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში?
პასუხი:
დიახ. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს,
რომელიც არამომგებიან საქმიანობას ეწევა, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში.

16. კითხვა:
თუ პროექტი გულისხმობს ადგილობრივ თვითმართველობასთან იმ საკითხზე
მუშაობას, რომელიც ისედაც ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა,
საჭიროა თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობის
წერილების წარმოდგენა?
პასუხი:
დიახ, საჭიროა. თანხმობის წერილი ადასტურებს აპლიკანტ ორგანიზაციასა და
თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის მზაობას, რაც პროექტის წარმატებით
განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა.

17. კითხვა:
პროექტის საქმიანობები და მათი თანმიმდევრობა თვეების მიხედვით ცალკე უნდა
გაიწეროს, თუ პროექტის აქტივობებისა და გრაფიკის ცხრილებში დანართის
მიხედვით? (დანართი A)?
პასუხი:
პროექტის საქმიანობები და მათი თანმიმდევრობა თვეების მიხედვით უნდა გაიწეროს
მითითებულ დანართში და არა ცალკე.

18. კითხვა:
დაფინანსდება თუ არა ისეთი პროექტი, რომლის მიზანია G-PAC-ის ფარგლებში
დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის შედეგების გაუმჯობესება და დახვეწა?
პასუხი:
ასეთი პროექტი დაფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი
ორგანიზაცია მკაფიოდ დაასაბუთებს, თუ როგორ მოახდენს წინა პროექტის
ხარვეზების გამოსწორებას. შემოთავაზებული საპროექტო განაცხადი უნდა
გვთავაზობდეს არსებული პრობლემის დაძლევის ახლებურ გზებს.

19. კითხვა:
შესაძლებელია თუ არა ისეთი პროექტის დაფინანსება, რომელსაც სხვა
დონორ(ებ)ისგან აქვს/ექნება თანადაფინანსება?
პასუხი:
დიახ, შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში EWMI ACCESS-ში შემოტანილი საპროექტო
განაცხადი უნდა იყოს მთლიანი პროექტის ცალკეული კომპონენტი, რომელიც
დამოუკიდებლადაც შეიძლება განხორციელდეს და სხვა დონორ(ებ)ისგან თანხის
არ მიღების შემთხვევაშიც არ შეფერხდება. ასევე, პროექტის ბიუჯეტში ცალკე უნდა
იყოს გამოყოფილი სხვა დონორ(ებ)ის თანადაფინანსების რაოდენობა
(თანადაფინანსების სექციაში).

20. კითხვა:
აპლიკაციის ფორმაში სხვადასხვა სექციაზე დაწესებული სიტყვათა ლიმიტი მკაცრად
განსაზღვრულია?
პასუხი:
არა, თუმცა სასურველია არ გადააჭარბით დაწესებულ ლიმიტს.

21. კითხვა:
რა არის პროექტის ბიუჯეტის სახელფასო ლიმიტი?
პასუხი:
ასეთი ლიმიტი დადგენილი არ არის და განისაზღვრება პროექტის გუნდის წინა
სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციის და პროექტში მისი ჩართულობის მიხედვით.

22. კითხვა:
შესაძლებელია თუ არა, რომ ორგანიზაციამ ერთზე მეტი საპროექტო განაცხადი
წარმოადგინოს?
პასუხი:
არა, ერთ ორგანიზაციას მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა შეუძლია.
გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა ორგანიზაცია კოალიციაში შედის სხვა
ორგანიზაციასთან და კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც დამოუკიდებლად,
ასევე კოალიციაში მყოფ ორგანიზაციასთან ერთად.

23. კითხვა:
შესაძლებელია თუ არა თქვენი პროექტის ფარგლებში გავცეთ ქვეგრანტები?
პასუხი:
არა, არ არის შესაძლებელი. ამ კითხვასთან დაკავშირებით აგრეთვე იხილეთ
კითხვა 32 და შესაბამისი პასუხი.

24. კითხვა:
დაფინანსების მიღების შემთხვევაში რა ვადაში უნდა დაიწყოს
პროექტი?
პასუხი:
პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს გრანტის გაცემიდან უახლოს მომავალში,
და არა უგვიანეს 2018 წლის მარტისა.

25. კითხვა:
როგორ უნდა განისაზღვროს საპროცენტო ლიმიტები ბიუჯეტის გაწერისას?
პასუხი:
მოქალაქეთა ჩართულობის გრანტს არ აქვს მკაცრად დადგენილი საპროცენტო
ლიმიტები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის თითოეული პუნქტი იყოს
რაციონალური და დაგეგმილი საქმიანობის ადეკვატური.

26. კითხვა
შეიძლება თუ არა, რომ წარმოდგენილი პროექტი ეხებოდეს ევროინტეგრაციის შესახებ
ინფორმაციის მიწოდებას ეთნიკური მოსახლეობისათვის?
პასუხი:
დიახ, შესაძლებელია.

27. კითხვა
თუ არ მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბებული, მაგრამ მაქვს პროექტი,
რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში გაზეთის ან ინტერნეტგამოცემის
დაფინანსებას, შემიძლია თუ არა წარმოვადგინო ჩემი პროექტი?
პასუხი:
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ
საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ არ გაქვთ
ორგანიზაცია, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ რომელიმე რეგისტრირებულ
ორგანიზაციასთან და ერთობლივად შემოიტანოთ საგრანტო კონკურსში განაცხადი.
28. კითხვა:
შეუძლია თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ გენდერულ
საკონსულტაციო საბჭოს მონაწილეობა მიიღოს მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო
კონკურსში?
პასუხი:
მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა გამიზნულია არასამთავრობო
ორგანიზაციებისათვის. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული
გენდერული საკონსულტაციო საბჭო საქართველოში რეგისტრირებული
არასამთავრობო ორგანიზაციაა, მას შეუძლია კონკურსში მონაწილეობა. თუ იგი არ
არის რეგისტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, მას შეუძლია სხვა
რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ერთობლივი
საპროექტო განაცხადის შემოტანის მიზნით.

29. კითხვა:
ს.ს.ი.პ.-ის სტატუსის მქონე საქვეუწყებო დაწესებულებებს აქვთ თუ არა უფლება
განაცხადი გააკეთოს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე?
პასუხი:
არა. ვინაიდან საგრანტო კონკურსი მხოლოდ არაკომერციული, არამომგებიანი
იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, ს.ს.ი.პ-ის სტატუსის მქონე საქვეუწყებო
დაწესებულებებს არა აქვთ უფლება პირდაპირ გააკეთონ განაცხადი საგრანტო
კონკურსზე. მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ რომელიმე რეგისტრირებულ
არასამთავრობო ორგანიზაციასთან და მასთან ერთად წარმოადგინონ საგრანტო
განაცხადი. გაითვალისწინეთ, რომ გრანტის თანხით საჯარო მოხელეების
ანაზღაურება იკრძალება.

30. კითხვა:
გაცემული გრანტი დღგ-სგან თავისუფლდება?
პასუხი:
დიახ. ACCESS-ის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში განხორციელებული
შესყიდვები თავისუფლდება დღგ-სგან.

31. კითხვა:
რა სიხშირით მოუწევს გრანტის მიმღებ ორგანიზაციას ანგარიშგება დონორთან?
პასუხი:
ანგარიშგების სიხშირე დამოკიდებული პროექტის ხანგრძლივობაზე და გრანტის
მიმღები ორგანიზაციის კვალიფიკაციაზე.

32. კითხვა:
შეიძლება თუ არა საკონკურსო პროექტში ჩაიდოს ქვეგრანტების გაცემა სამიზნე
ჯგუფებისთვის (დაახლოებით 400-450 აშშ დოლარის ოდენობით თითოეული
ჯგუფისთვის; არაუმტეს მსგავსი სიდიდის 3-4 ერთეულისა)?
პასუხი:
არა. ქვეგრანტების გაცემა ნებადართული არ არის, თუმცა შეგიძლიათ დააფინანსოთ
სხვადასხვა ღონისძიება, რომელთა ორგანიზებაში ან/და განხორციელებაში
ცალკეული მოქალაქეები ან/და მოქალაქეთა ჯგუფები იქნებიან ჩართულები. ამ
შემთხვევაში ყველა შესყიდვა თქვენ უნდა განახორციელოთ და თქვენვე იქნებით
პასუხისმგებელი შესაბამის ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშგებაზე. მსგავსი
ფინანსური ტრანზაქცია განიხილება როგორც თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის
ფარგლებში გაწეული ხარჯი.
33. კითხვა:
თუ ოფისის, კომუნალური მომსახურების ან.და ტექნიკითვის საჭირო თანხას არ
ვითხოვ პროექტიდან, შემიძლია თუ არა ეს ხარჯები მივუთითო როგორც
თანადაფინანსება?
34. პასუხი:
დიახ. ამ შემთხვევაში საგრანტო განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ
დოკუმენტი (თუნდაც შიდაორგანიზაციული), რომელშიც მითითებული იქნება
ოფისის, კომუნალური მომსახურების და ტექნიკის ღირებულება, რომ შევძლოთ
ფინანსური თანამონაწილეობის თანხობრივი რაოდენობის განსაზღვრა.

35. კითხვა:
შეუძლიათ თუ არა თბილისის და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს
კოალიციური საპროექტო განაცხადის წარდგენა?
პასუხი:
დიახ, თუ კოალიციის ერთ–ერთი პარტნიორი რეგიონული ორგანიზაცია ან
თბილისში მოქმედი ორგანიზაციის რეგიონული ოფისია.

36. კითხვა:
გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 3 ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი
კოალიციური პროექტის შემთხვევაში აიწევს თუ არა საგრანტო თანხის ზედა
ზღვარი?
პასუხი:
არა. მოქალაქეთა ჩართულობის გრანტის ზედა ზღვარი ნებისმიერ შემთხვევაში 15
000 აშშ დოლარია.

37. კითხვა:
რა ენაზე შეიძლება აპლიკაციის შემოტანა?
პასუხი:
საპროექტო განაცხადის შემოტანა შეგიძლიათ ინგლისურ ან ქართულ ენაზე.

38. კითხვა:
კოალიციური პროექტის წარდგენისას აუცილებელია თუ არა ოფიციალური
თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარტნიორ ორგანიზაციასთან?
პასუხი:
ოფიციალური მემორანდუმის გაფორმება საჭირო არ არის, თუმცა აუცილებელია
წარმოადგინოთ პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ ხელმოწერილი
წერილი/განცხადება, რომლითაც დასტურდება პროექტში მონაწილეობაზე მათი
თანხმობა.

You might also like