You are on page 1of 19

ჟურნალ "ცხელი შოკოლადი - ლიტერატურის" რედაქტორს ბატონ მალხაზ ხარბედიას

გაზეთ პოსტსკრიპტუმის (p.s.) მთავარ რედაქტორს ქალბატონ ნატო გუბელაძეს

ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ლიტერატურული დანართის 2010 წლის აპრილის ნომერში


დაიბეჭდა ნინო დობორჯგინიძის მორიგი წერილი სათაურით: "ორიოდე სიტყვა მეცნიერების
მართვისა და განკარგვის საფრთხეზე" (წერილი უფრო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის
საწინააღმდეგოდაა დაწერილი), ხოლო გაზეთ პოსტსკრიპტუმის (p.s.) 5 აპრილის ნ ომერში
დაიბეჭდა პასკვილი სათაურით: "80 სტუდენტს ჩემს "ALMA MATER"-ში". უფრო ადრე, 2009 წლის
2 სექტე მბრის "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა გ. გოგოლაშვილის ბოლშევიკური
სულისკვეთების საგაზეთო მასალა (http://www.opentext.org.ge/09/sakartvelos-respublika/174/174-
13.htm). სამაგალითოდ შევეხები მხოლოდ ნ. დობორჯგინიძის დეზინფორმაციას:
თავისი ერთ-ერთი წერილის დასკვნით ნაწილშიც ნ. დობორჯგინიძე მეგრელებსა და სვანებს
უძველესი დროიდანვე საკუთარი “ენების” მქონე “ხალხებად" მიიჩნევს, რადგან, მისი
არგუმენტით, “ეს არის იმდროინდელი განათლებული მსოფლიოს წარმოდგენა იმ ხალხებზე,
რომელთაც საკუთარი ენა აქვთ” (ნ. დობორჯგინიძე, რელიგიური ისტორიოგრაფიის უძველესი წყაროები
სამწერლობო და არასამწერლობო ქართველური ენების შესახებ. კრ., ქართული სალიტერატურო ენის საკითხები:
ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა. I კრებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
სახელმწიფო ენის პროგრამა. რედაქტორი თ. ბოლქვაძე, თბ., 2007, გვ. 264).
სინამდვილე სხვაგვარია: ნ. დობორჯგინიძე ერთმანეთთან არასწორად ათანაბრებს
ტერმინებს: სანი და სვანი, კოლხი და მეგრელი; კერძოდ, იპოლიტე რომაელის ტერმინი Σαύνοι მას
სვანის აღმნიშვნელო ჰგონია სინამდვილეში Σαύνοι/Σαννοι არის სანი და არა სვანი! შდრ.:
სვანი - Σοάνες (სამეცნიერო ლიტერატურაში ერთმანეთთან სამართლიანადაა გაიგივებული სანები და ჭანები,
რომლებიც ასევე, ქართველები არიან; ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. ტ.ფუტკარაძე, 2005, გვ. 123-126).
რაც შეეხება ტერმინ "კოლხს": ძველი ბერძნული წყარობის ტერმინი "კოლხი" მეტწილად
ქართველურ თემთა გაერთიანების აღმნიშვნელი უფროა და სულ მცირე, დასავლეთ და სამხრეთ-
დასავლეთ საქართველოს მთელ მოსახლეობას აღნიშნავს და არა მხოლოდ ამჟამინდელი
მეგრელების წინაპრებს. შდრ.: ძველი ქართული და ბევრი სხვა უცხოური არქაული წყაროც
ამტკიცებს, რომ მეგრელი, სვანი, მესხი, ხევსური, ლივანელი, რაჭველი, თუში... ყველა ერთად
ქმნის მრავალსაუკუნოვან ქართველ ერს.

არ ვაპირებ, ჩემი შემდგომი მსჯელობა ავაგო გოგოლაშვილ-დობორჯგინიძე-


ფურცხვანიძეების საეჭვო ღირებულების მასალების მიხედვით; მკითხველისთვის აღვნიშნავ
მხოლოდ იმას, რომ დასახელებული ავტორები ბოლშევიკური პათოსითა და ხელისუფლებისადმი
"პოლიტიკური ბეზღობის" ნაცადი სტილით ითხოვენ:
- ჩემი და ჩემი კოლეგების გამოკვლევებისა და სახელმძღვანელოების აკრძალვას;
- ჩემთვისა და ჩემი კოლეგებისთვის მეცნიერული მოღვაწეობის აკრძალვას (ნ.
დობორჯგინიძე ქართველ საეკლესიო იარერქებსაც კი უკრძალავს ქართველოლოგიური თემებით
დაინტერესებას)!

აშკარაა: ამათ კომუნისტური რეჟიმის ნოსტალგია შემოაწვათ.

1
ბოლო ათწლეულებში რუსეთის იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფი
საქართველოდან ბრძოლისუუნარო ხალხი უცხოეთში რომ გარბოდა (და უკადრისი საბაბით
პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა), ხოლო ზოგი უცხოური თუ სახელმწიფო გრანტებით
ქურდულად რომ მდიდრდებოდა, მე და ჩემი კოლეგები ქუთაისში ვატარებდით
ქართველოლოგიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, რომლის საერთო სახელი:
"ქუთაისური საუბრები" მსოფლიოს ყველა ქართველოლოგმა გაიგო და დააფასა. ამავე
კონფერენციებზე, ასევე, გამოქვეყნებულ კრებულებსა ("ქართველური მემკვიდრეობის" 13 ტომში)
და მონოგრაფიებში, რომელსაც ყველა აკადემიური დონის მქონე ქართველოლოგი იმოწმებს, ჩვენ
ვიმსჯელეთ სამეცნიერო ველში დასმული ბევრი პრობლემის შესახებ; ეს ნაშრომები ირიბი
პასუხია აგრეთვე, გოგოლაშვილ-დობორჯგინიძეების მსგავსი "გამოსვლებისათვის"; კერძოდ, ჩემი
და ჩემი კოლეგების პასუხები დაინტერესებულ პირთ შეუძლიათ იხილონ წიგნებში:
"ქართველურ ენა-კილოთა განდასების საკითხები, ქუთაისი, 2009;
http://www.scribd.com/doc/23255608/putkaradze-dadiani-L-xach-XXIX-Dialekt-Sesiis-Moxsen;
საქართველოში არსებული კონფლიქტი და მშვიდობის პერსპექტივები, საქართველოს
საპატრიარქო, კონრად ადენაუერის ფონდი, თბ., 2009;
http://www.scribd.com/doc/9100139/Tariel-Putkaradze-Some-Aspects-of-the-Geopolitical-Strategy-of-
Georgia;
"ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ" და საქართველოში
ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხი, თბ., 2009. "უნივერსალი";
http://www.scribd.com/doc/12621676/T-Putkaradze-European-Charter-for-Regional-or-Minority-
Languages-and-An-Issue-of-Plannig-Linguistic-Policy-in-Georgia;
ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი, 2008; "ქუთაისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა"; The national language and the dialects of Kartvels (Georgians), Kutaisi, 2008
http://www.scribd.com/doc/8727375/T-Putkaradze-Kartvelta-Dedaena-Da-Dialeqtebi-2008;
"ქართველები", ქუთაისი, 2005; სხვა მასალა იხ.: "ქართველური მემკვიდრეობის" სხვადასხვა
ტომებში (ყველა ტომი იძებნება ვირტუალურ სივრცეშიც).
უცხოეთიდან კარგად დაფინანსებულმა მღვრიე საინფორმაციო თუ "სამეცნიერო"
დეზინფორმაციებმა ვინმე რომ არ დააბრკოლოს, ქვემოთ მოკლედ შემოგთავაზებთ ჩვენეულ
მოსაზრებებს ენობრივ-ეთნიკური კვალიფიკაციების სამეცნიერო პრობლემის პოლიტიზების
ისტორიისა და საქართველოსთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. რამდენადაც წმინდა
მეცნიერული კუთხით ეს პრობლემები განხილული გვაქვს წიგნში "ქართველები" (ქუთაისი, 2005),
აქ აქცენტს უფრო გავაკეთებთ მეცნიერების პოლიტიზების გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რომ:
- გარკვევით გამოჩნდეს, თუ ვინ და რატომ ახდენს მეცნიერების პოლიტიზებას,
- ნათლად აიხსნას ჩვენი "ოპონენტების" არაეთიკური საქციელის რეალური მიზეზი,
- მკითხველს გაუადვილდეს ფსევდოლიბერალთა (ნ. დობორჯგინიძე) თუ
ფსევდოპატრიოტთა (გ.გოგოლაშვილი) სახით შემორჩენილი ნეობოლშევიზმის არსში გარკვევა.

2
პროფ. ტარიელ ფუტკარაძე

ქართველი ერისა და საქართველოს დანაწევრების


"ევროპულად" შეფუთული რუსული გეგმა

პრობლემის გეოპოლიტიკური კონტექსტი

1587-1800 წლებში ქართული სამეფო-სამთავროები უშედეგოდ ცდილობდნენ,


კეთილმეზობლური ურთიერთობა დაემყარებინათ ახალშექმნილ რუსეთის იმპერიასთან.
1801-1864 წლებში რუსეთის იმპერიამ იარაღის ძალით დაიპყრო ირანთან თუ
ოსმალეთთან ბრძოლაში დასუსტებული საქართველო, გააუქმა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია (1811) და კავკასიაში მესამე სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა;
ამის შემდეგ რუსეთის იმპერია ცდილობს ენობრივ-ეთნიკური პოლიტიზებული "სამეცნიერო
კონცეფციებით" საბოლოოდ დაშალოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერი
და დაიპყროს მისი ტერიტორია. 1801-1917, 1921-1990 წლებში რუსეთს გეოპოლიტიკური
კონტროლი უკანონოდ და უალტერნატივოდ ჰქონდა დამყარებული ამიერკავკასიაში და ახლა ვერ
ეგუება რეგიონში სხვა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენას.
დღესაც ქართველი ერი კეთილმეზობლობას ესწრაფვის რუს ხალხთანაც, მაგრამ რუსეთის
ამჟამინდელი ხელისუფლებაც ყველა არალეგიტიმური ხერხით ცდილობს, თავისი
გეოპოლიტიკური ამბიცია დაიკმაყოფილოს საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე.
საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება თავისი სასიცოცხლო ინტერესების
შელახვას. ეს რუსეთმაც იცის, ამიტომაც, ამჟამად ყველა ხერხით ცდილობს, ევროპულ დონეზე
"გააფორმოს" ქართველი ერის "დანაწევრება", თვისობრივად შეცვალოს დემოგრაფიული სიტუაცია
საქართველოში და დემოგრაფიული სიმძლავრის მართვით სამუდამოდ დამკვიდრდეს კავკასიაში.
ამ მიზნით, ბოლო 150 წელია, რუსეთის იმპერიული ხელისუფლების შეკვეთით
პოლიტიზებული ენათმეცნიერები, ეთნოლოგები და ისტორიკოსები (პატკანიანი, უსლარი,
გრენი...), ამახინჯებენ რა ქართველი ერის რეალურ ენობრივ-კულტურულ და ეთნიკურ-
პოლიტიკურ ისტორიას, ცდილობენ, ქართველთა დიდი ნაწილი არაქართველებად, მათი
ისტორიული საცხოვრისები კი - არაქართულ მიწებად გამოაცხადონ.
შენიშვნა: საუკუნისწინანდელი ცნობილი რუსი ემისრები, რომლებიც ცდილობდნენ არაქართველებად
გამოეცხადებინათ იმერლები, მეგრელები, სვანები, იყვნენ:
კირილ პეტრეს ძე იანოვსკი (1822-1902) - რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების საიდუმლო მრჩეველი,
კავკასიის სასწავლო ოლქის ზედამხედველი 1878-1902 წლებში; აქტიურად იბრძოდა საქართველოშ ი
ქართული ენის აკრძალვისთვის (გარდაიცვალა სოხუმში).
ივან ივანის ძე ვოსტორგოვი (1964-1918) - რუსი საეკლესიო მწერალი და მისიონერი; ამიერკავკასიაში
რუსეთის იმპერიის საეკლესიო და საერო სკოლების ზედამხედველი; რედაქტორი ჟურნალისა: "Духовный
вестник Грузинского Экзархата". აქტიურად იბრძოდა საქართველოში ქართული ენის აკრძალვისთვის. ი.
ვოსტორგოვი რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2000 წელს წმინდანად შერაცხა.
ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დღესაც სამი მიმართულებით
მუშაობს:
1. ფსევდომეცნიერული დებულებების საქართველოში პროპაგანდით ცდილობს, რომ
ქართველთა ნაწილს მაინც შეუცვალოს ეროვნული მეობა (იდენტობა); მაგ., რუსეთისგან კარგად
დაფინანსებული პირები (ი.კორიაკოვი, ვ. ფოიერშტაინი, ჯ. ჰიუიტი და სხვები) დღემდე
წარუმატებლად ცდილობენ დააჯერონ სვანები, მეგრელები, ლაზები, აჭარლები, მესხები,
იმერლები, თუშები, ხევსურები... რომ ისინი ქართველები არ არიან; უნებურად, ამგვარ პოზიციას

3
საყრდენს უქმნის ზოგი მეცნიერიც, რომელიც დღესაც არასაკმარისი არგუმენტებით ამტკიცებს,
რომ სხვადასხვა ენებია: ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური, მესხური, ხევსურული ...
(საკითხის ისტორიისთვის იხ.: http://www.scribd.com/doc/23255608/putkaradze-dadiani-L-xach-XXIX-
Dialekt-Sesiis-Moxsen).
2. მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს, დააჯეროს მთელი მსოფლიო, რომ
ქართველები არ არიან: აჭარლები, მეგრელები, ლაზები, სვანები, ხევსურები, მესხები, თუშები და
ა.შ. მათი მონაცემებით, საქართველოდ წოდებულ სახელმწიფოში ეს "ეთნიკური ჯგუფები"
"იჩაგრებიან" ქართველებისგან (/ქართლელებისგან), რამდენადაც მათ საკუთარი "დედაენების"
მიხედვით არა აქვთ სამწიგნობრო კულტურა. ამ "ხალხებს" ე.წ. "ქართიზაციით" თავს მოხვეული
აქვთ "დამპყრობელი" ქართველების ენა; მსოფლიო უნდა დაეხმაროს ამ "დაჩაგრულ" "ეთნოსებს"
(საკითხის ისტორიისთვის იხ.: http://bmu.li/HM8).
3. ზოგი უცხოელი თუ ადგილობრივი პირის ავტორიტეტისა და საეჭვო ღირებულების
"სამეცნიერო კვლევების" გამოყენებით ცდილობს, დააჯეროს მსოფლიოს ელიტური წრეები, რომ
არ არსებობს ერთიანი ქართული კულტურა; რომ საქართველო მცირე იმპერიაა (იხ., მაგ., ე.
ბონერის ცნობილი ფრაზა); რომ ქართლელებმა თავის დროზე დაიპყრეს და დღესაც ჩაგრავენ
"უმწიგნობრო ენების" მქონე "ხალხებს": მესხებს, აჭარლებს, მეგრელებს, ლაზებს, სვანებს (იხ. ე.წ.
ქართიზაციის თეორია).
ამგვარი ფონის შექმნის შემდეგ რუსეთისგან დაფინანსებული პოლიტიკური წრეები
ცდილობენ, საქართველოში შექმნან ათამდე ავტონომია და ე.წ. ფედერაცია-კონფედერაციის გზით
სამუდამოდ დაანაწევრონ საქართველო.
საერთაშორისო ასპარეზზე დღეს ჩვენ ნამდვილად ვაგებთ სამეცნიერო-საინფორმაციო ომს:
ქართველობა დაშლილად ვართ წარმოდგენილნი ავტორიტეტულ ენციკლოპედიებსა და
ცნობარებში; შ ესაბამისად, საქართველოს ეთნიკურ-ენობრივი ისტორიის მიმართ არაადეკვატურ
შეფასებებს ავრცელებენ ნეიტრალური ექსპერტებიც კი (იხ., მაგ., ჰ. ტალიავინის დასკვნის
ისტორიული ნაწილი; კრიტიკისათვის იხ.: http://www.scribd.com/doc/21919401/T-Putkaradze-
Taliavni-Komisiis-Daskvnis-Kidev-Erti-Rusuli-Pasaji; http://www.scribd.com/doc/22580484/T-Putkaradze-
pirveli-06-11-09).
ამ ფონზე რუსეთს აქვს რეალური შანსი, არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უკან
დაახევინოს ცივილიზებულ დასავლეთს და გეოპოლიტიკური კონტროლი აღიდგინოს
ცენტრალურ კავკასიაზე (/ამიერკავკასიაზე).
ჩვენი, ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს ხელისუფლების ვალია, სწორი
სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვით დროულად (თუ უკვე დაგვიანებული არ არის!) მივაწოდოთ
ცივილიზებულ მსოფლიოს ქართველი ერის (/საქართველოს) აკადემიური ენობრივ-ეთნიკურ-
პოლიტიკური ისტორია და ობიექტურად აღწერილი თანამედროვე საქართველოს ენობრივ-
ეთნიკური სიტუაცია.

რა სახის ინფორმაციებია
ქართველებისა და საქართველოს შესახებ თანამედროვე მსოფლიოში?

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის დიდი "მეცადინეობით" თანამედროვე


მსოფლიოს სამეცნიერო-საინფორმაციო სივრცეში თითქმის უალტერნატივოდ დღემდეა
გაბატონებული პოლიტიზებული ანტიქართული დებულებები, რომლებიც რუსულ
გეოპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება; სამაგალითოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე კვალიფიკაციას:

4
1. 2000 წელს პარიზში გამოცემულ ატლასში "საფრანგეთი და სამყარო" ((La France et le Monde,
Atlas) სხვადასხვა ფერით და ეთნიკური სახელით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები,
მეგრელები, აჭარლები, სვანები და ოსები.
2. "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებულ წიგნში "Europe
of the Peoples" სხვადასხვა დროშით და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი:
ქართველები, აფხაზები, მეგრელები, სვანები და ოსები.
3. მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით
(2008 წლის მდგომარეობით), საქართველოში ცხოვრობენ შემდეგი ეთნოსები/ხალხები:
აზერბაიჯანელები - 308 000,
ასირიელები (აისორები) - 3 000,
აფხაზები - 101 000,
ბაცბები - 3 420,
ბერძნები - 38 000,
ლაზები - 2 000,
მეგრელები - 500 000,
ოსები - 100 000,
რუსები - 372 000,
სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) - 15 000,
სომხები - 448 000 ,
ურუმები (მუსულმანი ბერძნები) - 97 746,
ქართველები (იმერლები, რაჭა-ლეჩხუმლები, გურულები, აჭარლები, იმერხევლებ-
ქართლელები (Imerxev Kartlian), კახელები, ინგილოები, თუშები, მოხევეები, ხევსურები, ფშავლები,
მთიულები, ფერეიდნელები, მესხებ-ჯავახები) - 3 901 380,
ქართველი ებრაელები - 20 000,
ქურთები - 40 000 და სხვ. (Ethnologue report for Georgia http://www.ethnologue.com).
4. ქართველთა ერთი ნაწილი (მეგრელები, ლაზები, სვანები) არაქართველებადაა გამოცხადებული
მსოფლიოს ვირტუალური ისტორიის თანამედროვე გვერდზე; კერძოდ, აზიის განყოფილებაში
არსებულ საქართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოში მცხოვრებ "ეთნიკურ
უმცირესობათა" განსახლების შემდეგი რუკა:

5
რუკას დართული განმარტებების მიხედვით, საქართველოში უმცირესობების ენებად
მიიჩნევა: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3. ხუნძახური; 4. უდური; 5. აზერბაიჯანული; 6. სომხური;
7. ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური. აქვე აღვნიშნავთ, რომ
ამ კვალიფიკაციების ჩამოსაყალიბებლად ავტორმა (P.J. Hillery) ცხრა წელი იშრომა (1996-2004); ასევე
წლობით აქვს საქართველოში ნაღვაწი საქართველოს ვებგვერდის ავტორს, ბ-ნ ადრიან ბრისკუს
(იხ.http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html).
5. ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავისტიკური გამოკვლევების ცენტრის პროფესორის,
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის კიმიტაკა მაცუზატოს შესავალი წერილით 2007 წელს
გამოქვეყნდა კრებული: «Историографический диалог вокруг непризнанных государств:
Приднестровье, Нагорный Карабах, Армения, Южная Осетия и Грузия». ჰოკაიდოს უნივერსიტეტის
სლავური კვლევების ცენტრი (საპპორო, იაპონია); მასში ვკითხულობთ (გვ. 7): საქართველოს
ფარგლებში აფხაზებს ყველა პრივილიგია ჰქონდათ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ავტონომია;
მაგრამ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, მაგალითად, მეგრელებს, რომ არ ჰქონდათ საკუთარი
სახლმწიფოებრივი წარმონაქმნი, ამიტომაც ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ, რათა
შეენარჩუნებინათ საკუთარი ენა და იდენტობა.
6. ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია პროფ. ჯ. ჰიუიტის ანტიქართული
მოღვაწეობა; ამ ეტაპზე ის "ახალი" ინიციატივით გამოდის; მისი აზრით, მეგრული ენის
სახელმწიფო ენად აღიარებით უნდა შეიქმნას სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფო, რომელიც
ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას... ასევე, უნდა შეიქმნას კავკასიის
კონფედერაცია (რომლის სუბიექტებადაც ივარაუდება: აფხაზეთი, სამეგრელო, საქართველო,
აზერბაიჯანი, ყარაბაღი, სომხეთი, სამხრეთი ოსეთი...).
ცნობისთვის: ჯ. ჰიუიტმა ეს მოსაზრება გამოთქვა 1999 წელს წერილში: "თანამშრომლობა კავკასიის
საკეთილდღეოდ" (სტატია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას ინსტიტუტს სარეცენზიოდ გადასცა
თურქეთში გამომავალი ჟურნალის "ჩვენებურების" რედაქციამ 1999 წელს); იხ., აგრეთვე: Hewitt, B.G. Abkhazia: a problem of
identity and ownership. Central Asian Survey, vol. 12, no. 3, pp. 267–323, 1993; Hewitt, B.G. Demographic manipulation in the
Caucasus. The Journal of Refugee Studies, vol. 8, no. 1, pp. 48–74, 1995; Hewitt, G. (ed.) The Abkhazians. Curzon Press, 1999.
კრიტიკისათვის იხ.: http://www.scribd.com/doc/2273647/Conflict-in-Abkhazia-Cases-of-Cooperation-in-Favour-of-Caucasus-or-
again-Confederation-of-Caucasus). "სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფოს" იდეის პროვოცირებით რუსეთის იმპერიულ
წრეებს სურთ, საქართველოს საბოლოოდ წაართვან აფხაზეთი.
შდრ., მაგ., ა. დუგინის ხედვა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ (Москва: Арктогея-центр, 1999):
"Новый геополитический порядок на Кавказе" предполагает полный передел ныне существующих политических реальностей и
переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто геополитической системе Центр-
периферия, причем структура периферии должна определяться не политической, но этно-культурной дифференциацией. Это
возможно осуществить через план создания "Кавказской Федерации", которая включала бы в себя как три кавказских
республики СНГ, так и внутрироссийские автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району
культурно-экономическую автаркию, но обеспечивал бы жесточайший стратегический централизм... (сс. 351-352).
7. პროფ. იური კორიაკოვის მიერ განხორციელებულ პროექტში: "მსოფლიოს ენათა რეესტრი"
ქართველური ენობრივ-ეთნიკური სამყარო წარმოდგენილია 5 ცოცხალ და 1 მკვდარ ენად;
კერძოდ: დამოუკიდებელი ენებია: მეგრული, ლაზური, ახალი ქართული, ზემოსვანური (ბალური
ენა) და ქვემოსვანური; მკვდარი ენაა ძველი ქართული. მისივე აზრით, დამოუკიდებელი
ეთნოსებია (EG): მეგრელი, ლაზი, ქართველი, ბალელი (ზემო სვანი) და ქვემო სვანი.
გასაკვირი ისიცაა, რომ თანამედროვე ქართველური ენობრივი სამყაროს აღსაწერად
ქართულენოვან ვიკიპედიაშიც კი უალტერნატივოდაა წარმოდგენილი ი.კორიაკოვის
პროდუქცია (2008 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებით); კერძოდ, ქართული ვიკიპედიის
გვერდზე, ლინკით "კავკასიური ენების ატლასი, ქართველური ენები" გავდივართ შემდეგ
რუკაზე (http://linguarium.iling-ran.ru/maps/1-all.gif):

6
ცნობისთვის: ი. კორიაკოვი ქართველთა 6 ენას გამოყოფს: მეგრული, ლაზური, ძველი ქართული, საშუალი
ქართული, საეკლესიო ქართული, სვანური (ი. კორიაკოვი, 2006, გვ. 39-42; შდრ., აქვე ი. კორიაკოვი 1 დარგუული
ენის ნაცვლად 18 ენას გამოყოფს: დარგუულ კილოებს ენებად აცხადებს).
შდრ.: თითქმის ანალოგიურია პროფ. ი. გიპერტის მრავალწლიანი ნამუშევარიც:
(http://titus.uni-frankfurt.de/didact/karten/kauk/kaukasm.htm):

საერთაშორისო მიმოქცევაში საქართველოს შესახებ არსებობს ი. კორიაკოვის მესამე


რუკაც, სადაც თანამედროვე ენობრივი "რეალობის" ამსახველ რუკაზე სამეგრელოს სახელად
მითითებულია Colkhis:

7
ამ არსებითი "სიახლით" (Colkhis = სამეგრელო ), ხაზგასმულია ქართულისა და მეგრულის
დაცალკევება-დაშორების თითქოსდა ხანგრძლივი ისტორია: ი. კორიაკოვის რუკის მიხედვით
გამოდის, რომ მეგრელები ენობრივ-კულტურულ-ეთნიკურად სხვა ქართველებისგან გამიჯნულნი
არიან სულ მცირე 3 000 წელია.

მეცნიერული საკითხის პოლიტიზების ისტორიისათვის.

მეცნიერების პოლიტიზების თვალსაზრისით, საინტერესო მსჯელობა აქვს გ.მელიქიშვილს:


“ქართველთა ეროვნული თვითშეგნება ძლიერდება XIX საუკუნის ბოლოს; ამავე პერიოდში
გამოქვეყნდა ფ.ჰომელის ახალი სამეცნიერო თეორია, რომლის მიხედვითაც ქართველობის
წინაპრებად მიიჩნეოდა კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის დიდ ნაწილში განფენილი
წინარეინდოევროპული მოსახლეობა - “ხალხთა ალაროდიული ოჯახი: ელამელები, კასიტები,
ურარტუელები (მათი შთამომავლები არიან ქართველები), პელაზგები, ეტრუსკები, ბასკები...
ფ.ჰომელის სამეცნიერო თეორიამ გააძლიერა ქართველთა კონსოლიდაცია, მაგრამ ამ დროს
ქართველობის წინააღმდეგ ანტაგონისტურად განეწყვნენ რუსეთის იმპერიის მესვეურნი და
ამიერკავკასიაში არსებული ძლიერი სომხური ბურჟუაზია…” (გ.მელიქიშვილი, ნარკვევები, I,
გვ.329); ისინი შეეცადნენ, გაებატონებინათ ქართველთა დეზინტეგრაციის ხელშემწყობი
სამეცნიერო თეორიები.
ქართველთა ისტორიის მიმართ თვისობრივად ამგვარი (“გათიშე და იბატონე”)
ინტერპრეტირება რუსეთსა თუ ზოგ საზღვარგარეთულ წრეში გრძელდება დღესაც (იხ., მაგ., ი.
კორიაკოვის, ჯ.ჰიუიტის, ი.ზეირეკის, ვ.ფოირშტაინისა და სხვათა შემოქმედება). გარეშე ძალები
ახლაც ცდილობენ საქართველოში ენობრივ-ეთნიკურ უმცირესობად გამოაცხადონ და ამ გზით
წინაპრების მიერ შექმნილ დიდ სამწიგნობრო კულტურას მოწყვიტონ: ლაზები, მეგრელები,
სვანები (ვფიქრობ, ამგვარი "ენობრივ-კულტურული დივერსია" ზოგს უნებურად გამოსდის
საკმარისი სამეცნიერო ინფორმაციის არფლობის გამო; იხ., მაგ.,
http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html).
რუსეთის იმპერიის მიზანი უცვლელია: საერთაშორისო საზოგადოებისა თუ საქართველოს
მოქალაქეების დეზორიენტირებით საქართველოს ტერიტორიის თანდათანობითი ოკუპაცია და
ანექსია, პარალელურად, ქართველობის ენობრივ-ეთნიკური დაშლით ამ ტერიტორიის
ისტორიული მფლობელი ერის სრული ასიმილაცია.

8
უცვლელია ქართველი ერის, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მიზანიც: საკუთარი
სახელმწიფოებრიობის გადარჩენით ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენა.

დღეს როგორ ხდება "გათიშე და იბატონეს" რუსული გეგმის


ევროპულად "შეფუთვა"?

1999 წლის აპრილში საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი; შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ
აიღო ვალდებულება, რომ ერთი წლის ვადაში მოეხდინა ევროკონვენციების რატიფიცირება.
ევროკონვენციათაგან საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ დაუდასტურებია "რეგიონული
ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტია", რომლის მიზანია მოცემული სახელმწიფოს
არაძირითადი, მაგრამ ისტორიული (ავტოქთონი) ეთნოსის ენობრივ-კულტურული დაცვა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთი ნაწილი ჯერჯერობით "ქარტიას" ხელს არ აწერს
(მაგ., თურქეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, პორტუგალია...).. მეორე ნაწილი
(რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, აზერბაიჯანი, პოლონეთი...) კი რატიფიკაციას აყოვნებს
(http://conventions.coe.int/Treaty/Commun/ChercheSig.asp?NT=148&CM=8&DF=12/18/2008&CL=ENG);
მიზეზი: პრობლემურია ისტორიული (ავტოქთონი) და ახალი უმცირესობების (ეთნიკური
ჯგუფების) ენების გამიჯვნა; გარდა ამისა, ჩანს, მთავრობები უფრთხიან დეზინტეგრაციულ
პროცესებს.
ამგვარივე შიშით შეიძლება აიხსნას საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილეც;
საშიშროება მართლაც არსებობს, მაგრამ არა საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, არამედ
"რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის" დებულებების არასწორი,
საქართველოსთვის სახიფათო ინტერპრეტაციების გამო.
პრობლემას ქმნის ისიც, რომ საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტების მიერ დღემდე ვერ
ჩამოყალიბდა ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს რეგიონული თუ
უმცირესობის ენების სიის შედგენა (არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ
არსებობს კონსენსუსი იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა აღიწეროს ამა თუ
იმ ქვეყნის ენობრივი სიტუაცია; ასევე, არც იმ კრ იტერიუმების შესახებაა თანხმობა, რომელთა
მიხედვით უნდა გაიმიჯნოს ენა და კილო).

ასეთ ფონზე ექსპერტთა თუ დაინტერესებულ ჯგუფთა ინიციატივებით ფართო


საზოგადოებასა თუ საერთაშორისო ქსელში განიხილება ურთიერთგამომრიცხავი
კვალიფიკაციები საქართველოს ენობრივი სიტუაციის შესახებ; კერძოდ, იმ ენების ჩამონათვალი,
რომლებზეც უნდა გავრცელდეს "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ"
მერყეობს რამდენიმე ერთეულიდან 12-მდე. დავის საგანია როგორც საკუთრივ ქართველთა
კუთხური მეტყველებების ერთი ნაწილის, ისე საქართველოში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა
მიზეზით მიგრირებული ეთნიკური ჯგუფების ენების სტატუსი. წინასწარ წარმოვადგენთ ორ
ძირითად მოსაზრებას:
I. საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულებების აღების შემდეგ მალევე გამოითქვა
მოსაზრება, რომ დამოუკიდებელ თუ რეგიონულ (უმცირესობის) ენად არ უნდა ჩაითვალოს
საქართველოს სახელმწიფო ენის ადგილობრივი ვარიანტები/დიალექტები: ლაზური, მეგრული,
სვანური, წოვა-თუშური... ასევე, 180-300 წლის წინ საქართველოში შემოხიზნული და დღეს უკვე
კომპაქტურად მცხოვრები არაავტოქთონი ეთნიკური ჯგუფების ენები, რომლებიც მეზობელი
ქვეყნების სახელმწიფო ენებია.
შენიშვნა: მსჯელობისათვის იხ.: ტ.ფუტკარაძე, ღვთისმსახურების ენა - "ყოველთა ქართველთა"
ერთიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი (ოფიციალური ენისა და დიალექტების

9
მიმართების საკითხისათვის); ქუთაისური საუბრები - VII, ქუთაისი, 2000; ტ.ფუტკარაძე,
საერთოეროვნული სალიტერატურო ენისა და საშინაო სამეტყველო კოდების მიმართების საკითხი
ქართული სალიტერატურო ენისა და ქართველური დიალექტების მიხედვით; XX რესპუბლიკური
დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები, ზუგდიდი, 2000; ტ. ფუტკარაძე, ნ. ნაკანი, "სვანების
სალიტერატურო ენისა და სვანური მეტყველების შესახებ (ქართველთა ეროვნულ-ენობრივი
თვითმიკუთვნებულობის საკითხი)", გაზ. "ქართული", 2001, № 7, გვ. 2; ტ.ფუტკარაძე, მონათესავე ენობრივ
ერთეულთა კვალიფიკაციის საკითხისათვის, ქართველური მემკვიდრეობა, VII, ქუთაისი, 2003; ტ.
ფუტკარაძე, ეთნოლინგვისტური ტერმინები და ევროპული ქარტია უმცირესობათა ენების შესახებ, 2005
(Ethnolinguistic Terms and European Charter for Regional or Minority Languages), "ქუთაისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა", 2005. http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/abxaztauflebebi.htm;
www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/tariel%20putkaradze/etnolingvisturi%20terminebi.htm
II. ტომაშ ვიხერკევიჩისა და მისი ქართველი თანაავტორების მიერ საქართველოს
ხელისუფლებისათვის მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოში რეგიონული
ან უმცირესობის ენების კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს სომხურსა და აზერბაიჯანულს (გვ.35);
ასევე, "რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის" მეორე თავის
დებულებები უნდა გავრცელდეს "ტერიტორიის არმქონე ენების": რუსულის, ბერძნულის,
ებრაულის, ქურთულის/იეზიდურის, უკრაინულის, ჩეჩნურის/ქისტურის, ასირიულის,
ავარიულის და "უმწერლობო ენების": მეგრულ-ლაზურისა და სვანურის მიმართ (გვ. 36-37).
შენიშვნა: პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საელჩოს მიერ. ავტორები: "ახალგაზრდული
რესპუბლიკური ინსტიტუტი" (YRI), სახალხო დამცველის სამოქალაქო განათლების ცენტრი
(ხელმძღვანელი: კახა გაბუნია, სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი), "სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" (შალვა ტაბატაძე, კახა გაბუნია, მარიკა ოძელი, ჭაბუკი
ქირია...). პოლონური მხარე: პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის ენობრივი
პოლიტიკისა და უმცირესობათა კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი ტომაშ ვიხერკევიჩი
(ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის
მიხედვით). სახალხო დამცველის ოფისშივე გავრცელდა 49-გვერდიანი დოკუმენტი, საი დანაც ქვემოთ
დავიმოწმებთ ციტატებს. იქვე, კრიტიკულად გავაანალიზებთ ამ ჯგუფის "რეკომენდაციებს", რამდენადაც,
ზემოთ დასახელებულ პირთა შორის, უცხოელი ექსპერტისა და საქართველოს სახალხო დამცველის
წარმომადგენლის გარდა, არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის
სამსახურის უფროსი და ენის პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს ეროვნული წარმომადგენელი
ევროპის საბჭოში. ტ. ვიხერკევიჩის სხვა ნაშრომისათვის კი იხ.:
http://www.ru.lv/index.php?lang=lv&p=4&p2=401&pkonf=read&pkonfid=0004.
საქართველოსთვის "ისტორიული ენების" ასეთი ვრცელი სიის შექმნა ძირითადად განაპირობა
საქართველოს ენობრივი სიტუაციის აღწერის საბჭოურმა ტრადიციამ და ამ ტრადიციის გავლენით
საერთაშორისო ქსელში დამკვიდრებული "საქართველოს უმცირესობათა ენების" არაადეკვატურმა სიებმა;
იხ., მაგ., მსოფლიოს ვირტუალური ისტორიისა და ევროპის ეროვნულ უმცირესობათა ენების გვერდზე
(http://www.armazi.com/georgian/unicode/the_kartvelian_languages.htm; http://www.smo.uhi.ac.uk/saoghal/mion-chanain/en/)
მიბმული მასალის მიხედვით, საქართველოში უმცირესობების ენებია: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3.
ბეჟიტური (Bezhta), ჰუნზიბური (Hunzib); 4.უდიური; 5. აზერბაიჯანული; 6. სომხური; 7.
ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური. ამ კვალიფიკაციის
ავტორია ფ. ჰილერი (P.J. Hillery), რომელმაც ამგვარი დასკვნების მიღებას ცხრა წელი მოანდომა
(1996-2004). ასევე წლობით აქვს საქართველოში ნაღვაწი საქართველოს ვებგვერდის ავტორს, ბ-ნ
ადრიან ბრისკუს (იხ. http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html).
შდრ., ასევე: არტურ ცუციევის კვალიფიკაციების მიხედვით, მეგრელები, აჭარლები, სვანები...
არაქართული ეთნიკური ჯგუფებია ("კავკასიის ეთნოპოლიტიკური ისტორიის ატლასი"; 1774-2004);
მსჯელობისათვის იხ.: რ.თოფჩიშვილი, ქ.ხუციშვილი, რ.გუჯეჯიანი, "თეორიული ეთნოლოგია", თბ., 2009).
ქართველთა ცალკეული ენობრივი ერთეულების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა იყო და
ახლაც არის საქართველოს პოლიტიკურ და საერთაშორისო წრეებშიც; მაგ., საინფორმაციო
სააგენტო "ახალი ამბები - საქართველოს" ინფორმაციით, "2005 წლის 21 ოქტომბერს გამართულ
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის

10
თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ და ევროსაბჭოს აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა: ჟან ლუი ლორანმა და ჯერემი მოუქსმა განიხილეს "ენობრივ უმცირესობათა
ევროპული ქარტიისა" და "ტრანსსასაზღვრო კონვენციის" რატიფიკაციის საკითხი და
შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მოახდენს
მათ რატიფიკაციას"; "ახალი ამბები - საქართველოსთან" საუბრისას ელენე თევდორაძემ განაცხადა,
რომ "ევროსაბჭოსთან შეთანხმების თანახმად, ქარტია მიღებული იქნება ქართული
მხარის დათქმებითურთ, რომლებზეც საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული...
კერძოდ, საუბარი ეხება მეგრულ და სვანურ ენებს, რომლებიც ქართველური ენების ჯგუფში
შედის. ევროსაბჭოსთან შეთანხმების თანახმად, ქარტია მათზე არ გავრცელდება"
(http://www.newsgeorgia.ge/society/20051021/469319.html).
რაიმე წყაროზე მიუთითებლად, ევროსაბჭოს სულ სხვა პოზიცია დააფიქსირა ევროსაბჭოში
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა; კერძოდ, 2007 წლის 18
მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში: "დღის კომენტარი დავით
აფრასიძესთან ერთად" მან განაცხადა, რომ საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე აიღო
ვალდებულება, დააბრუნოს ე.წ. თურქი-მესხები და უმცირესობათა ენების სტატუსი მიანიჭოს
სვანურსა და მეგრულს"... აქვე შევნიშნავთ:
ოფიციალურად საქართველოს ასეთი ვალდებულება არ აუღია; გარდა ამისა, წესით,
საქართველოს ექსპერტების/ხელისუფლების ოფიციალური დასკვნის გარეშე ევროსაბჭოს
დოკუმენტში არ შეიძლება იყოს საუბარი საქართველოს რომელიმე კონკრეტული ენის, ან მისი
სახესხვაობის თუ კილოს შესახებ.

დღეს ევროსაბჭო მკაცრად ითხოვს "რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული


ქარტიის" რატიფიკაციას; პარალელურად, ისევ გრძელდება მწვავე დისკუსია საქართველოს ენების
კვალიფიკაციის შესახებ. საზღვარგარეთ და ევროსტრუქტურებში კი რატომღაც საქართველოს
უმცირესობების ენების არაადეკვატურად გრძელი სიები იდება.
ამ კუთხით საანალიზოდ ორ ფაქტს შევეხებით (რომელთა შორის კავშირი შემდგომ კვლევას
ითხოვს):
1. განსაკუთრებული დაჟინებით რუსულენოვანი პოლიტიკოსები თუ პოლიტოლოგები
(პუტინი, მედვედევი... დუგინი, ეპიფანცევი...) ცდილობენ, საქართველოს თავს მოახვიონ "ენის
ქარტიის" რატიფიკაცია ენათა მრავალრიცხოვანი ჩამონათვალით; ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა
სივრცეში, რუსული ლობის გავლენით მკვიდრდება "ქარტიის" არაადეკვატური გააზრება";
კერძოდ, ისტორიულ ენად რუსული ცხადდება იმ ქვეყნებშიც, სადაც ეს ენა ცოტა ხნის წინ შევიდა,
როგორც იმპერიის ენა. საქართველოსთან მიმართებით საყურადღებოა ის, რომ რუსული
საინფორმაციო საშუალებები "სტიმულს აძლევენ" საქართველოში ცოტა ხნის წინ
დამკვიდრებულ, მიგრანტ ეთნოსებს, მოითხოვონ რეგიონული ენის სტატუსი (მასალისათვის იხ.:
"მიენიჭება თუ არა საქართველოში აზერბაიჯანულს რეგიონალური ენის სტატუსი" (თეა
მარხვაიძის მასალა), ახალი თაობა, №361, 30 დეკემბერი, 2008.
აშკარაა, რომ რუსი გეოპოლიტიკოსების მიზანია მაღალი დონის ევროდოკუმენტი
საქართველოს დეზინტეგრაციის საფუძვლად აქციონ.
ვფიქრობთ, რუსულენოვანი ავტორების ფონზე საყურადრებოა კიდევ ერთი გარემოება:
ევროსაბჭოში "ენის ქარტიის" სამდივნოს ხელმძღვანელია მიხეილ გორბაჩოვის ყოფილი მრჩეველი
ალექსეი კოჟემიაკოვი (Mr Alexey Kozhemyakov, Head of the Charter Secretariat (Secretariat of the European Charter for
Regional or Minority Languages) http://www.coe.int/t/dg4/education/minlang/secretariat/default_en.asp: ალექსეი კოჟემიაკოვი:
1971 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
(სამართლის სპეციალობით), 1990 წელს გახდა მეცნიერებათა დოქტორი; 1992 წელს ამავე უნივერსიტეტში მიწვევით

11
მუშაობდა ლექტორად. მუშაობდა გორბაჩოვის მრჩეველად, განვითარების და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის
სპეციალურ მრჩეველად. მას შემდეგ, რაც რუსეთი შევიდა ევროსაბჭოში 1996 წელს, კოჟემიაკოვმა ევროსაბჭოში დაიკავა
მაღალი თანამდებობა - მდივნის პოზიცია. მას ეკავა საჯარო და კერძო სამართლის დეპარტამენტების და რეგიონული და
უმცირესობის ენების დეცენტრალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტები.
მაგ.: ა. დუგინის "თვითშემოქმედების" ჩარჩოებში კრემლის სამეცნიერო-იდეოლოგიური
დივერსიის ერთ-ერთ ბოლო "მეცნიერულ" ტრაქტატად წარმოჩნდა რუსტემ ვახიტოვის სტატია
"ხალხის გაყოფა", რომელიც დაიბეჭდა 2008 წლის 6-11 ნოემბრის "ლიტერატურნაია გაზეტაში"; აქ
მეცნიერული ქართველოლოგია, კერძოდ კი საქართველოს ობიექტური ისტორია
გამოცხადებულია ეთნონაციონალისტურ თეორიად; დოც. რ.ვახიტოვის სახელით მოვლენილი
კრემლის ახალი იდეოლოგის აზრით, მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან
("ნაცმენშესტვები" არიან), ხოლო ერთიანი ქართველი ერი არ არსებობდა მე-20 საუკუნემდე;
თურმე, "ეთნონაციონალიზმი" პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ დოქტრინად აქცია ზვიად
გამსახურდიამ, ამჟამად კი ეთნონაციონალისტურ სახელმწიფოს აშენებს მიხეილ სააკაშვილი...
ამ შეკვეთილ "ისტორიოგრაფიულ" მიმოხილვაში "ეთნონაციონალიზმის" ერთ-ერთ
გამოვლინებად მიჩნეულია ისიც, რომ, თურმე, საქართველოს ხელისუფლება მეგრელებსა და
სვანებს ქართველებად აცხადებს და მათ "ენებს" არ განიხილავს ეროვნული უმცირესობების
ენებად; ეს თურმე გამოიხატება იმაში, რომ საქართველო არ უერთდება "ევროპულ ქარტიას
რეგიონული ან უმცირესობების შესახებ" (ნიშანდობლივია ისიც, რომ რ. ვახიტოვი "ენის ქარტიას"
"შეცდომით" უწოდებს "კონვენციას ნაციონალურ უმცირესობათა და მათი ენების შესახებ").

2. ბოლო პერიოდში უცხოელ ექსპერთა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების მიხედვით


საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ენების სია არაადეკვატურად გრძელია (კიდევ ერთხელ
აღვნიშნავთ, რომ ამგვარ კვალიფიკაციებს "კვებავს" საქართველოს ენობრივი სიტუაციის აღწერის
საბჭოური ტრადიცია); იხ., მაგ., მსოფლიოს ვირტუალური ისტორიისა და ევროპის ეროვნულ
უმცირესობათა ენების გვერდზე მიბმული მასალის მიხედვით, საქართველოში უმცირესობების
ენებია: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3. ბეჟიტური, , ჰუნზიბური; 4. უდიური; 5. აზერბაიჯანული;
6. სომხური; 7. ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური . შდრ.,
ასევე: არტურ ცუციევის კვალიფიკაციების მიხედვით, მეგრელები, აჭარლები, სვანები...
არაქართული ეთნიკური ჯგუფები ("კავკასიის ეთნოპოლიტიკური ისტორიის ატლასი", 1774-2004).
თვისობრივად მსგავსი, პოზიციაა ჩამოყალიბებული ჯონათან უითლის (Jonathan
Wheatley) ოფიციალურ მოხსენებაში, რომელიც 2009 წლის ივნისში ინგლისურად, ქართულად და
რუსულად გამოქვეყნდა "უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის" სახელით. ცნობილი
ექსპერტი ჯონათან უითლი საქართველოს "რეგიონული და უმცირესობათა ენების ცხრილში" 29
ენას წარმოადგენს (გვ. 10-12). მისი აზრით, ამ ენათა დიდი ნაწილი საქართველოში დაცული უნდა
იყოს "რეგიონული ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის" მიხედვით (Jonathan Wheatley -
RELATED PROFESSIONAL EXPERIENCE: January 2006 – February 2006: European Centre for Minority Issues, Regional
Office, Tbilisi, GEORGIA. Conducted a feasibility study on the possibility of granting local administrative status to minority languages
in Georgia in the context of Georgia’s recent ratification of the Council of Europe Framework Convention for the Protection of National
Minorities and the planned ratification of the European Charter for Regional or Minority Languages).
ამ კონტექსტშია განსახილველი ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორების: იოსტ
გიპერტისა და მანანა თანდაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი "ენობრივი
სიტუაცია თანამედროვე საქართველოში", რომელიც 189 000ევროთი დაფინანსდა Volkswagen-
Stifung-ის მიერ (პროექტის პრეზენტაცია დიდი ზარზეიმით მოხდა საქართველოს მეცნიერებისა
და განათლების სამინისტროში 2005 წლის 26 დეკემბერს); კერძოდ, ფონდის ვებგვერდზე
ვკითხულობთ (http://www.volkswagenstiftung.de/foerderung/auslandsorientiert/mittelasien-

12
kaukasus/bewilligungen-2005.html; Die sprachliche Situation im gegenwärtigen Georgien; Bewilligung:
02.12.2005 Laufzeit: 3 Jahre):
Das Projekt untersucht den Stand des Georgischen als Staatssprache und die Situation der in Georgien
anzutreffenden Minderheitensprachen. Ziel ist, neben Informationen zu Verbreitung und Status der einzelnen
Sprachen auch Veränderungen in den jeweiligen Sprechergemeinschaften möglichst genau zu erfassen und eine
umfassende Bestandsaufnahme zur sprachlichen Situation zu erstellen, die in Form von digitalen Datenbanken,
Monografien und kartografischen Werken vorgelegt wird. In Verbindung mit den Antragstellern und den
Professoren G. B. Hewitt (School of Oriental and African Studies, London) und M. Job (Universität Göttingen)
arbeiten Wissenschaftler verschiedener georgischer Universitäten und Forschungsinstitute im Einzelnen zu
folgenden Themenbereichen: 1. das Georgische als Standard- und Staatssprache, 2. die Situation der
Kartvelsprachen, 3. die Situation nicht-kartvelischer Kaukasussprachen, 4. die Situation nicht-kaukasischer
Sprachen (iranische, türkische, slawische usw. Sprachen), 5. Sprachkontakt und Interferenzzonen, 6. der
kulturelle Hintergrund der Sprachenvielfalt (Ethnografie, Folklore).
Universität Frankfurt am Main Fachbereich Sprach- und Kulturwissenschaften Vergleichende
Sprachwissenschaft Professor Dr. Jost Gippert Senckenberganlage 31 60325 Frankfurt am Main Tel.: 069 798
25054 Fax: 069 798 22873
Universität Frankfurt am Main Fachbereich Sprach- und Kulturwissenschaften Vergleichende
Sprachwissenschaft Dr. Manana Tandaschwili Senckenberganlage 31 60325 Frankfurt am Main
(პროექტის სხვა პასუხიმგებელი პირები: კახა გაბუნია - პროექტის: "ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში"
ქართველური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი; გიორგი გოგოლაშვილი - პროექტის: "ენობრივი სიტუაცია თანამედროვე
საქართველოში" ქართული სალიტერატურო ენის ჯგუფის ხელმძღვანელი).

გერმანული ტექსტიდან ჩანს, რომ პროექტის ავტორები ქართული ენის გარდა ყველა სხვა
ენობრივ ერთეულს, მათ შორის ქართველთა საშინაო მეტყველებებს, უმცირესობების ენებად
(Minderheitensprachen) განიხილავენ. ეს უფრო ნათლადაა წარმოჩენილი ამ პროექტის ფარგლებში
შექმნილი "კითხვარიდან"; შდრ., "კითხვარის" რამდენიმე კითხვა:
- “რა ენაზე ელაპარაკებით საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნების/ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენლებს?” პასუხის გრაფაში ჩამოთვლილია: “ქართ. მეგრულ-ლაზური, სვანური, სხვა.”
- "საჭიროდ თვლით თუ არა, რომ პრესა გამოდიოდეს მეგრულ-ლაზურ, სვანურ ენებზე?"
- რა ენაზე გინდათ, რომ განათლება მიიღონ თქვენმა შვილებმა? რატომ? პასუხის გრაფა:
"ქართული, მეგრულ-ლაზური, სვანური და სხვა".
სხვა კითხვებიც უაღრესად მაპროვოცირებელია; კერძოდ, კითხვარი შემდგენელნი
რესპოდენტს ეკითხებიან:
- ეკლესიაში ლოცვები უნდა იყოს თუ არა მეგრულად და სვანურად?
- მასმედია და მისი საშუალებები (ტელევიზია, რადიო, პრესა) უნდა იყოს თუ არა მეგრულად
და სვანურად?
- რაიონული ადმინისტრაციის ოფიციალური ენა უნდა იყოს თუ არა მეგრული და სვანური?
- უნდა იყოს თუ არა მწერლობა მეგრულად და სვანურად?
- განათლების არსებული სისტემა უნდა იყოს თუ არა მეგრულ- და სვანურენოვანი? როგორც
ხატოვნად შენიშნავს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, "კითხვების მზა პასუხები (რომლებიც
იქვეა მოცემული) აცოცხლებს იანოვსკ-ვოსტორგოვის თეორიას, რომ სხვადასხვა ერები არიან
ქართველები, მეგრელები და სვანები"; მაგალითად, აღნიშნული კითხვარის (ძირითადი
მონაცემების) კითხვა № 21 ასეთია: "დაასახელეთ ბაბუის ეროვნება მამის მხრიდან". მისი მზა
პასუხები ასეთია: _ `ქართველი, მეგრელი, ლაზი, სვანი"...

13
კითხვარის ავტორები საეკლესიო სფეროშიც ერევიან და კიდევ ერთხელ აცოცხლებენ
ვოსტორგოვის სურვილს (ეს ახლა ჰიუტის ოცნებაცაა!) - ენობრივად დაანაწევრონ ეკლესია,
შესაბამისად, კითხვარში შეიტანეს ასეთი კითხვა:
- "რა ენაზე ლოცულობთ ეკლესიაში?" "იყენებთ თუ არა ლოცვისას მშობლიურ ენას?"
(პარაგრაფი - პირადი გარემო, კითხვა № 1,2,3). იქვეა მიწერილი მზა პასუხები: "ქართული, ზანური
(მეგრული, ლაზური), სვანური, რუსული და სხვა" (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ენობრივ-
კულტურული სიტუაცია საქართველოში: იმპერიული სქემები და მათგან თავის დაღწევის გზები,
ქართველური მემკვიდრეობა, ΧΙΙI, 2009, გვ. 13 ; ამავე კი თხვარის კრიტიკისათვის იხ., აგრეთვე:
როზეტა გუჯეჯიანი, ბეჟან ხორავა, ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან ("ერთობილი
საქართველოსათვის"), "ქართველური მემკვიდრეობა", XIII, ქუთაისი, 2009, გვ. 79-92).

ამ "კითხვარის" კონცეპტუალური სქემა სცილდება ვიწრო სამეცნიერო დანიშნულებას და


ბიძგს იძლევა დეზინტეგრაციული პროცესებისაკენ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ თავიდან გიპერტ-თანდაშვილის ამ პროექტის ერთ-ერთი
კოორდინატორი იყო ჯორჯ ჰიუტი, რომელიც შემდგომ, ჩვენი (მეცნიერთა ერთი ნაწილის) მძაფრი
რეაქციის გამო, "თვალს მიაფარეს". ჰიუტის კოორდინატორობას უარყოფს იოსტ გიპერტი; მაგ., იხ.,
მისი წერილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას მიმართ
("ქართველური ენები და დიალექტები", თბ., 2007, გვ. 58. სხვათა შორის, სწორედ ი. გიპერტის გამო
გ.ხუბუამ მისდამი დაქვემდებარებული უნივერსიტეტიდან გააძევაა აკად. თეიმურაზ გვანცელაძე.
პარალელურად, ი. გიპერტი აირჩია საპატიო პროფესორად).
სხვას ამბობს აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია: "როცა ამ პროექტს ვეცნობოდით, მის
კურატორად დასახელებული იყო ჯ. ჰიუტი, ვისი მიზნები და ინტერესები არავისთვის
დამალული არ არის. ამავე დროს, პროექტის წარმომდგენმა (ი. გიპერტი) ილაპარაკა ქართული
სალიტერატურო ენის გავლენის შესახებ სვანურზე, რომელიც დაჩაგრულად მოიხსენია"
(ქართველურიენები და დიალექტები, 2007, გვ. 13).

არსებითი საკითხია მეოცე საუკუნის დასასრულს მეგრულ-ლაზური ანბანების შექმნა და


ბიბლიის თარგმნა მეგრულად და სვანურად. განსაკუთრებული აქტიურობაა მეგრულ-ლაზურის
მიმართულებით, რასაც თავისი ახსნა აქვს: დღეს რუსეთი უკვე ფლობს კავკასიონის სტრატეგიულ
გადასასვლელებსა და როკის გვირაბს; რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის ახლა
'საჭიროა" შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს სრული კონტროლი, რასაც შეძლებს თუკი
აფხაზეთის მსგავსად სამეგრელო-აჭარა-ლაზეთსაც რუსეთი გააკონტროლებს.

შდრ., ბოლო პერიოდის "დედაენები":


XX საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე, როცა რეალური გახდა საბჭოთა იმპერიის ნგრევა,
განახლდა სვანურად და მეგრულად “ბიბლიის” თარგმნაც და ისევ გააქტიურდა მეგრული და
ლაზური “დედაენებისა” და “ანბანების” შექმნის საკითხიც; კერძოდ, როგორც ვ. ფოიერშტაინის
საჯარო განცხადებიდან გაირკვა, პროფ. ო. გიგინეიშვილის დავალებით მან ლაზეთში გაავრცელა
“ლაზური დედაენა”, რომელიც ოსმან ტამტრულის ფსევდონიმით თბილისში შექმნეს მიხეილ
ქურდიანმა და წათე ბაწაშმა. მ. ქურდიანი ამ ფაქტს ადასტურებს ენციკლოპედიაში: "ქართული
ენა" (თბ., 2008, გვ. 31).
XX საუკუნის 90-იან წლების ბოლოს შეიქმნა და რამდენჯერმე გამოიცა “მეგრული დედაენა”
(“ნანაში ნინა”)”, რომლის ავტორია გიორგი სიჭინავა.
ბიბლის თარგმნა:

14
მეგრული და ლაზური ანბანების შექმნის პარალელურად განახლდა კუთხური
მეტყველებების მიხედვით ბიბლიის თარგმნის თუ მხატვრული ლიტერატურის შექმნის
მცდელობები (იხ. მაგ., გური ოტობაიას, ვახტანგ ხარჩილავას, გიორგი სიჭინავას, მამანტი ძაძამიას, კლიმენტი
შელიას და სხვათა "კონცეფციები":. ამავე სულისკვეთების ერთ-ერთო ბოლო გამოცემა: მურთაზ ჯანჯღავას "მეგრული
ენის ფენომენი" [რედ. ჯემალ ჯინჯიხაძე] - თბ. : [საარი], 2009 - 138გვ. (http://bmu.li/H2l); am wignis gamocema
daafinansa fridon Toduam. ამავე მიზნებით შეიქმნა ე.წ. "მეგრულ ვიკიპედია").
მეგრულ-სვანურად ბიბლიის თარგმნა განხორციელდა "ბიბლიის თარგმნის საერთაშორისო
ინსტიტუტის" დაფინანსებით (ამ ინსტიტუტს საქართველოში წარმოადგენენ მალხაზ
სონღულაშვილი და პროფესორი ზურაბ კიკნაძე); სვანურ-მეგრულად ბიბლიის თარგმნას მხარს
უჭერს სოზარ სუბარიც (ამის შესახებ იხ.: ნინო მიქიაშვილის მასალები გაზეთ "რეზონანსის" 2005
წლის 1 და 8 აგვისტოს ნომრებში (№ 201, 208).
მეგრულის, ლაზურის და სვანურის დამოუკიდებელ ენებად გამოცხადება და ამ კილოებზე
ბიბლიის თარგმნის მცდელობა სამეცნიერო ლიტერატურაშიც შეფასდა, როგორც "ქართული
ცნობიერების წინააღმდეგ შეტევა" (რ. გუჯეჯიანი, ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან,
თბ., 2008, გვ. 191-197).

ბოლოს, ხაზგასმით ვამბობ:


მე არ ვამტკიცებ, რომ ზემოთ თუ ქვემოთ დასახელებული რომელიმე პირი საქართველოს
პატრიოტია თუ მტერი (მაგ., პროფ. იოტს გიპერტს დასაფასებელი ქართველოლოგიური
გამოცემებიც აქვს განხორციელებული). გიპერტ-თანდაშვილის პროექტის "ენობრივი სიტუაცია
თანამედროვე საქართველოში" ქართველ მონაწილეთა ნაწილს, ალბათ, საკუთარი პოზიცია
სწორიც ჰგონია.
ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი იქონიოს, ამიტომ პირადად მე მათ პოზიციას არ ვგმობ
და, მათ მსგავსად, ანგარიშსწორებას არ ვითხოვ, თუმცა, არ ვეთანხმები მათი მოღვაწეობის
წარმოდგენილ მიმართულებას (იმედი მაქვს, მოვა დრო, როდესაც მათ მიერაც კრიტიკულად
შეაფასდება "კითხვარი ქართველურ ენათა შესახებ").

ჩემი დასკვნა კი ასეთია:


ზემოთ წარმოდგენილი კორიაკოვ-ჰილერის ეთნო-ლინგვისტური კვალიფიკაციებით,
კორიაკოვ-გიპერტის რუკებითა თუ გიპერტ-თანდაშვილის "კითხვარით" ნებსით თუ უნებურად
ხელი ეწყობა ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკურ დანაწევრებას.
თვალნათლივ ვხედავ იმასაც, რომ გიპერტ-თანდაშვილის ჯგუფის წევრების პროდუქციის
ერთი ნაწილის (რუკა, კითხვარი) კრიტიკის გამო აქტიურად მიმდინარეობს ჩემი და ჩემი
თანამოაზრეების დევნა-შევიწროება.
აქვე აღვნიშნავ:
მე და ჩემმა კოლეგებმა ჩვენი სამეცნიერო მოსაზრებები წლების წინ გავაცანით სამეცნიერო
წრეებს, მათ შორის "ოპონენტებსაც". ჩვენი ისინი მაინც ჯიუტად აგრძელებენ "სვლას" და ე.წ.
აკრძალული ხერხებით გვიკრძალავენ მოღვაწეობას; კერძოდ:
- აკადემური პოლემიკის ნაცვლად, საბჭოური "წესით" ილანძღებიან და არაიშვიათად,
მოითხოვენ ჩვენი თვალსაზრისების აკრძალვას (იხ., მაგ., გიორგი გოგოლაშვილის, ჭაბუკა ქირიას,
დავით რაფავას, ზაქარია ფურცხვანიძის, იურა ღვინჯილიას, მამანტი ძაძამიას და სხვათა
ცილისწამებანი (იხ., კრებული: ქართველური ენები და დიალექტები, თბ., 2007; ჟურნალ: "აიასა" გაზეთ "ილორის",
სხვადასხვა ნომრები). ცნობისთვის: გ.გოგოლაშვილი, ჭ.ქირია და ზოგი სხვა "ოპონენტიც" გიპერტ-
თანდაშვილის ბოლოდროინდელი პროექტების მონაწილენი არიან; კ.შელია, დ. რაფავა,
ი.ღვინჯილია და მსგავსნი კი არიან ისაკ ჟვანიას მიმდევრები);

15
- უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან გვდევნიან (მაგ., იმავე
მანანა თანდაშვილის აქტიურობით გია ხუბუასადმი დაქვემდებარებული უნივერსიტეტი
დაატოვებინეს თეიმურაზ გვანცელაძეს, ხოლო ასევე, გიპერტ-თანდაშვილის ჯგუფის წევრ ნინო
დობორჯგინიძის აქტიურობით და ავთანდილ არაბულის მონაწილეობით გიპერტ-თანდაშვილის
პროექტის მოწინააღმდეგე მეცნიერებს (ტ. ფუტკარაძე, ე. დადიანი, მ. მიქაუტაძე, ლ. ხაჭაპურიძე...)
არალეგიტიმური გზებით პრობლემები შეგვიქმნეს ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში
ჩატარებული ბოლო კონკურსის დროს;
- გასულ წელს არნ. ჩიქობავას ინსტიტუტიდან უკანანოდ და უსამართლოდ გაუშვეს
ფილოლოგიის დოქტორი რევაზ შეროზია (ეს ცნობილი ენათმეცნიერი ეწინააღმდეგებდა ე.წ.
ოთხი ქართველური ენის თეორიას); უფრო ადრე ასევე მოექცნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორ მანანა ტაბიძეს: იგი აიძულეს, დაეტოვებინა ენათმეცნიერების ინსტიტუტი;
- გიგი თევზაძის უნივერსიტეტიდან ასევე უსამართლოს გაუშვეს ასევე ჩვენი თანამოაზრე
ამირან ლომთაძე და სხვ.
- ბოლო წლების მანძილზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
არსებულმა ქართველოლოგიის ფონდმა არ დააფინანსა არცერთი იმ მეცნიერის სამეცნიერო
პროექტი, რომელიც არ ითვლებოდა გიპერტ-თანდაშვილის ჯგუფის წევრად.
შდრ.: ქართველოლოგიის ფონდის ექსპერტებისა თუ საბჭოს წევრების უმრავლესობას
ქმნიან: ი. გიპერტი, ნ. დობორჯგინიძე და ამ ჯგუფის სხვა წევრები; ბოლო წლებში სწორედ ეს
ჯგუფი ახორციელებს ქართველოლოგიის "მართვასა და განკარგვას".

თუ ასე გაგრძელდა, ხვალ, ალბათ, ტერორსაც მოგვიწყობენ.

მე კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემი და ჩემი კოლეგების თვალსაზრისს, რომელიც მრავალ


ისტორიულ წყაროსა და თანამედროვე კვლევას ეფუძნება:
ყველა ქართველისთვის (მეგრელისთვის, სვანისთვის, კახელისთვის, მესხისთვის,
აჭარელისთვის, რაჭველისთვის, ქართლელისთვის, თუშისთვის, ინგილოსთვის,
ფერეიდნელისთვის, ტაოელისთვის, ლაზისთვის, ლივანელისთვის, იმერხეველისთვის,
ხევსურისთვის, ფშაველისთვის...) ქართული ენა ისტორიული დედაენაა - ეროვნული ენაა.
ქართული სამწიგნობრო ენა, როგორც ქართველთა ეროვნული თვითშემოქმედება,
ქართველი ერის გამაერთიანებელი მრავალსაუკუნოვანი დუღაბია, ხოლო მეგრულ-ლაზურ-
სვანური თუ ქართლ-კახურ-თუშური იდიომები ზოგადქართული ენის - დედაენის - მეორეული
სახესხვაობები არიან.
შდრ., ვინც ფიქრობს, რომ, მაგ., მეგრელისთვის ქართული დედაენა არ არის (იხ., მაგ., ნოდარ ლადარია,
"სოციოლინგვისტიკა" თბ., 2002, გვ. 22-23, 111-113) ქართველთა ამ ჯგუფს ართმევს (უუცხოებს)
ჭყონდიდლების, მინჩხის, მერჩულეს თუ რუსთველის მიერ შექმნილ დიდ სამწიგნობრო
კულტურას.

P.S.
ისტორიულად ქართველთა სამწიგნობრო ენა საზრდოობდა ყველა ქართველური ენაკავიდან
თუ დიალექტიდან (მეგრულიდან, სვანურიდან, იმერულიდან, კახურიდან, ქართლურიდან,
მესხურიდან...); შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, თამანედროვე ქართული სალიტერატურო
ენის საბაზო ლექსიკონში (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულში) თავიდანვე
შესულიყო მეგრულ-ლაზური და სვანური ლექსიკაც; ეს დიდ როლს ითამაშებ და ქართველთა
დედაენის გამდიდრებისა ქართველი ერის ერთიანობის ურღვევობის თვალსაზრისით;

16
შესაბამისად, დღეს მაინც უნდა მომზადდეს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი
რედაქცია, რომელშიც უხვად შევა არა მხოლოდ ქართლური თუ ფშავ-ხევსურული, არამედ
მეგრულ-ლაზური და სვანური ლექსიკა სწორედ ამას ითვალისწინებდა კონსტანტინე
გამსახურდიას ენობრივი კონცეფცია:
"ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შემდგენლებს უმთავრესი ყურადღება უნდა
მიექციათ ხალხური მეტყველებისათვის. ეს მომენტი მთლად იგნორირებული არაა, მაგრამ
სასურველი იქნებოდა, ქართული დიალექტებიდან, თვით ჭანურ-მეგრულ-სვანურიდანაც უფრო
ჭარბად შემოეშვათ სიტყვიერი მასალა. ქართული ენის სხვადასხვა განშტოებანი, ე.ი. მისი
დიალექტები ულევი და ჯერაც აღუნუსხველი მასალაა როგორც მწერლისთვის, ისე
ენათმეცნიერისთვის...” (კ.გამსახურდია, ათტომეული, ტ. IX, გვ. 470-471).

"მე შემოვუშვი ახალ ქართულში მრავალი გარდასული სიტყვა; სამაგიეროდ ასევე უხვად
ვასხურე ჩემს ლექსიკას ხევსურულიდან, იმერულიდან, ქართლ-კახურიდან და მეგრულ-გურულ
ენაკავებიდან მოტანილი სიტყვები... მე საჭიროდ დავინახე ქართული ტომების (განსხვავებული)
ლექსიკის შეკრების ლოზუნგი გადამესროლა და ეს პირველად ვცადე კიდევაც "დიონისოს
ღიმილში" და ჩემს ნოველების წიგნშიაც. მაშასადამე, ქართული სიტყვიერი ინვენტარის
გამდიდრება ახალ საუკუნეში უნდა მომხდარიყო ცალკერძ ძველი ქართულის მარაგიდან,
ცალკერძ ცოცხალი დიალექტებისა და ენაკავების წიაღიდან, რათა ქართული ენა მარტოოდენ
მშრალი, მწიგნობრული ენა არ გამხდარიყო... ქართულ ენას არ გააჩნია მონათესავე ენათა ოჯახი,
როგორც თუნდაც ფრანგულს - რომანული ენები, გერმანულსა და ინგლისურს - გერმანთა ენებისა
და რუსულს - სლავური ენებისა და ენაკავების ოჯახი. ამიტომაც სალიტერატურო ქართულის
ზრდა არ შეიძლება მარტოოდენ გარეგან სესხს - ბარბარიზმებს - დაეყრდნოს. აქ უმთავრესია
"შინაგანი სესხი", ქართული ენაკავებიდან, სვანურ-ჭანურ და ოდიშურ დიალექტებიდან ახალი და
უხმარი ლექსიკური მასალის მოხვეჭა... " (კ.გამსახურდია, თხზულებათა რვატომეული, 1980, ტ. V, გვ. 955-956).
"მე პირადად, როგორც მწერალი, მუდამ მოწადინებული ვარ გავდევნო ქართული ენიდან ის
ზედმეტი ბალასტი, რომელიც საუკუნეების გავლენით ჩალეკილა ქართულ ენაში. პარალელურად,
ჩემის აზრით, უნდა ხდებოდეს ენის რეპარაცია ადგილობრივ დიალექტების ლექსიკის
საშუალებით.
უნდა შემოვუშვათ ქართულ ენაში როგორც მეგრულ-სვანურ დიალექტების სიტყვები, ისე
ფშავ-ხევსურულ კილოდან.ვაჟა-ფშაველამ ამ მხრივ დიდი სამსახური გაუწია ქართულ ენას..."
(კ.გამსახურდია, თხზულებათა ათტომეული, ტომი, VII, ახალი სიტყვები, გვ. 411).
"ილიამ ქართულ ენას შესძინა ქართლური ბუნების სიდარბაისლე. ხოლო აკაკიმ იმერულის
სილბო. XX საუკუნის მწერლობამ უნდა მოგვცეს ილიას ქართლურის, აკაკის იმერულის, ვაჟას
ფშაურის, მეგრულისა და გურული ენობრივი ელემენტების სრული სინთეზი. აი, ეს იქნება
იდეალური ლიტერატურული ქართული..." (იქვე, გვ. 499).
"ის მარაგი სიტყვებისა და ფორმებისა, რომელთა გაცოცხლება ახალ ქართულში ჩემს თვალწინ
ხდება, მე ფრიად საპატიო საქმედ მიმაჩნია და ყოველდღე უნდა მოიხვეჭოს მწერალმა უმძიმესი
შრომით, პირველწყაროების, სიგელების, ჰაგიოგრაფიული ძეგლების, კარაბადინების,
სამთვარიოების და ქართველური დიალექტების, ქართული ფოლკლორის, ქართული ბიბლიის
თარგმანების შესწავლით"(კ.გამსახურდია, თხზულებათა ათტომეული, VIII, ისევ სალიტერატურო
ქართულისათვის, გვ. 54; აქვე იხ. მისი ანალოგიური თემატიკის სტატიები: "სალიტერატურო ქართულისათვის",
"ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი", "ისევ ქართული მართლწერის გამო", "არქაიზმი და პროვინციალიზმი",
"თარგმანი და ენის სიწმინდე" და სხვ. მსჯელობისათვის იხ. აგრეთვე: ტ. ფუტკარაძე, სათავე და პერსპექტივა ქართული
სამწიგნობრო ენისა, კავკასიოლოგიური სერია IV, თბ., 2006, გვ. 31-43; ეკა დადიანი, დიალექტური ლექსიკა - ქართული
სალიტერატურო ენის გამდიდრების წყარო, ქართული სალიტერატურო ენის საკითხები: ისტორია და თანამედროვე

17
მდგომარეობა, პირველი კრებული, თბ.,2007; გვ. 244. ტ. ფუტკარაძე, ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი,
2008, გვ. 39...).
შდრ., აგრეთვე, ფრაგმენტი ქუთაისური მემორანდუმიდან (მიღებულ იქნა ქუთაისში 2002 წელს;
ფაქსიმილეებითურთ პირველად გამოქვეყნდა კრებულში: ქსუ დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
(1993-2003 წლები), ქუთაისი, 2003, გვ. 178; "მემორენდუმის" შესახებ იხ., აგრეთვე: თ. გვანცელაძე, ენისა და დიალექტის
საკითხი ქართველოლოგიაში, თბ., 2006, გვ. 11-13, 134-136):
"მრავალსაუკუნოვანი ქართველური წერილობითი კულტურის, საერთოდ, ქართველური
კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში ერთნაირი მონაწილეობა აქვს მიღებული ქართველთა
ყველა ტერიტორიულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფს: ლაზებს, მეგრელებს, ქართლელებს, სვანებს,
კახელებს, ინგილოებს (ჰერებს), თუშებს, ხევსურებს, ფშაველებს, მოხევეებს, რაჭველებს,
იმერლებს, ლეჩხუმელებს, გურულებს, ისტორიული მესხეთის ქართველობას: აჭარლებს,
ლივანელებს, ტაოელებს, კლარჯელებს, ჯავახებს, სამცხელებს... ამ ფონზე ქართველთა კუთხური
ენობრივი ვარიანტების გამოცხადება "უმწერლობო ენებად", პირველ რიგში, თვით ამ ქართველებს
დაუკარგავს დიდ კულტურულ წარსულს, თუნდაც იმ თექვსმეტსაუკუნოვან წარსულს, რომელიც
იოანე ლაზისა და პეტრე იბერის მოღვაწეობით იწყებს თავისი განვითარების ახალ ეტაპს. გარდა
ამისა, ქართველთა კუთხური მეტყველებების ცალკე ენებად გამოცხადებით იქმნება სერიოზული
საფუძველი ქართველთა ენობრივი და ეთნო-კულტურული ერთიანობის დაშლისა. აქვე
აღვნიშნავთ, რომ, მიუხედავად ისტორიული განვითარების გზების სხვადასხვაობისა, ზემოთ
ჩამოთვლილ ქართველურ ეთნოგრაფიულ-ტერიტორიულ ჯგუფთა კილოების ფონოლოგიური
სტრუქტურა, გრამატიკული მოდელი და ლექსიკური ფონდი ერთნაირია".
2002 წელს შექმნილ ამ დოკუნენტს ხელს აწერენ:
1. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ტარიელ ფუტკარაძე
2. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ნათელა ქუთელია
3. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე
4. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ამირან ლომთაძე
5. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. რევაზ შეროზია
6. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. თედო უთურგაიძე
7. ისტ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. როლანდ თოფჩიშვილი
8. ისტ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ნანა ხაზარაძე
9. ისტ. მეცნიერებათა კანდიდატი რუსუდან კაშია
10. ისტ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. იულონ გაგოშიძე
11. ისტ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ჯულიეტა რუხაძე
12. თსუ მასწავლებელი რევაზ აბაშია
13. აკად. ქეთევან ლომთათიძე
14. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. დამანა მელიქიშვილი
15. ფილ. მეცნიერებათა კანდიდატი, დოც. მანანა ტაბიძე
16. ისტ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ვახტანგ ჯაფარიძე
17. ფილ. მეცნიერებათა კანდიდატი თინათინ ღვინაძე
18. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ალექსი ჭინჭარაული
19. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ოტია კახაძე
20. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძე
21. ფილ. მეცნიერებათა კანდიდატი ნომადი ბართაია
22. ფილ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. მაია ნათაძე
23. ფილ. მეცნიერებათა კანდიდატი ზაალ კიკვიძე
24. დოცენტი ზაურ მჟავანაძე
25. ფილ. მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი მარინე ქაცარავა
26. ქსუ დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლელა
ავალიანი
27. თსუ დოცენტი დარეჯან სირია

18
ამავე თვალსაზრისს ავითარებდნენ თუ ავითარებენ ადრინდელ თუ თანამედროვე ცნობილ
ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა დიდი ნაწილი; კერძოდ, საუკუნის წინ ქართველი
ერის ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების მცდელობის შესახებ შთამბეჭდავი წერილები აქვთ:
ნიკოლოზ დადიანს, ამბროსი ხელაიას, თედო სახოკიას, ბესარიონ ნიჟარაძეს, ივანე მარგიანს და
სხვა მრავალ ქართველ მოღვაწეს; ამჟამინდელი სიტუაციის ობიექტური შეფასებისათვის იხ.:
გიორგი ოთხმეზური, "როგორ შეიძლება სამეგრელოსა და სვანეთში სახელმწიფო ენები მეგრული
და სვანური იყოს? ("ახალი თაობა", 06. 09. 2005); მარიკა ლორთქიფანიძე, "ყოველი ქართველი
წირვა-ლოცვას მუდამ ქართულად ასრულებდა, ახლა კი მეგრულად და სვანურად უნდა
ვილოცოთ?" ("ჯორჯიან ტაიმსი", 19-25 დეკემბერი, 2005); რ. გუჯეჯიანი, ქართული"
საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან"; თ. ბერაძე, ბ. ხორავა, "ქართული სალიტერატურო ენა და
ქართული კულტურა - საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული მხარის შემოქმედების ნაყოფი",
ქართველური მემკვიდრეობა, XII, ქუთაისი, 2008; ა. გამზარდია, "მეგრულ-სვანური ესკიზები ანუ
ცოტა რამ ორი დედა ენის თეორიის შესახებ"; გ. კუჭუხიძე, "ქართულ სიტყვათა შემნახველნი"
("მწერლის გაზეთი", 2007 წლის 16-31 დეკემბერი, №154); ლ. ავალიანი, ლ. ხაჭაპურიძე "რატომ
აყალბებენ ისტორიას?"; რ. კაშია, დ. შავიანიძე, ეთნიკურ " -ეთნოგრაფიული ტერმინები და
ქართული ისტორიული სინამდვილე"; ნ. ბართაია, "იქნებ მოიძებნოს შუალედური ტერმინი?" ლ.
ესათია, "დღეს უკვე ევროპული დოკუმენტების გაყალბებით ცდილობენ, ავტოქთონებად
გამოაცხადონ სხვადასხვა დროის მიგრანტები და დააქუცმაცონ საქართველო" და მრავალი სხვა.
აქ დავიმოწმებთ მხოლოდ ერთ ციტატას რ.გუჯეჯიანისა და ბ. ხორავას გამოკვლევიდან
(საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან, ქართველური მემკვიდრეობა, XIII, ქუთაისი, 2009, გვ. 79-
92; http://www.scribd.com/doc/27253445/Kartveluri-Memkvidreoba-XIII-Gujejiani-Rozeta-Khorava-Bejan):
"სამწუხაროდ, საერთაშორისო ცნობარებსა და ენციკლოპედიებში ძირითადად
წარმოდგენილია ქართველთა ენობრივი მიკუთვნებულობის მხოლოდ საბჭოური
კვალიფიკაციები. შედეგად კი სვანებსა და მეგრელებს, "4/3 ქართველური ენის" საფუძველზე, უკვე
ცალკე ეთნიკურ ჯგუფებად განგვიხილავენ არა მხოლოდ რუსები, არამედ ევროპელი
მეცნიერებიც, ეყრდნობიან რა საბჭოთა პერიოდის ლინგვისტთა ნაშრომებს...
წარმოდგენილ მცდარ კვალიფიკაციათა ავტორები ვალდებულნი არიან ასახონ სიმართლე;
გარდა ამისა, სასურველი და აუცილებელია, გაგვიფრთხილდნენ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს
_ სვანებს და მეგრელებს, პატივი სცენ ჩვენს ეროვნულ ღირსებას (ქართველობას) და ნუ
მიგვიჩნევეენ "ეთნიკურ ჯგუფებად" და კავკასიის ენობრივ რუკებზე ნუ წარმოგვაჩენენ, ქართული
ეთნოსისაგან განსხვავებულ ეთნოსებად და ჩამონათვალში აზერბაიჯანლების, სომხების, ოსების
პარალელურად ნუ განგვათავსებენ, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქართველები ვიყავით
და ვართ"...

7 აპრილი, 2010 წელი.

19

You might also like