You are on page 1of 15

მე2 ლექცია

სარჩევი

2. სიტყვის სემიოტიკური და გრამატიკული ინტერპრეტაცია .......................... 1


2.1 სიტყვის სემიოტიკური მოდელი: სიტყვა როგორც ენობრივი ნიშანი ....... 1
2.1.1 ნიშნის მოდელები...................................................................................... 1
2.1.2 ნიშნის ძირითადი თვისებები ................................................................. 5
2.2. სიტყვის გრამატიკული მოდელი ..................................................................... 8
2.3. პროტოტიპული სიტყვის განმარტება............................................................ 14

2. სიტყვის სემიოტიკური და გრამატიკული ინტერპრეტაცია

ამა თუ იმ ენის ლექსიკური ფონდი მრავალი თვალსაზრისით არის


საინტერესო: ის მოიცავს სემიოტიკურ, გრამატიკულ/სტრუქტურულ,
კოგნიტიურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს . ლექსიკოლოგიისთვის
ყველა ეს ასპექტი თანაბრად მნიშვნელოვანია. სიტყვის/სიტყვათა მარაგის
სემიოტიკურ და სტრუქტურულ თავისებურებებს ამ ლექციის ფარგლებში
განვიხილავთ, ხოლო სოციალური და კულტურული ასპექტები მესამე
ლექციის თემა იქნება.

2.1 სიტყვის სემიოტიკური მოდელი: სიტყვა როგორც ენობრივი ნიშანი

2.1.1 ნიშნის მოდელები


სემიოტიკა ეწოდება მეცნიერებას ნიშნების ან ნიშანთა სისტემების
შესახებ. რამდენადაც ენა ნიშანთა მოწესრიგებულ ერთობლიობას
წარმოადგენს, ენათმეცნიერებაც სემიოტიკის ერთ–ერთ დისციპლინად უნდა
მივიჩნიოთ.
სემიოტიკური მიდგომა ენის მიმართ ძალიან ძველია (ბევრად უფრო
ძველი, ვიდრე თვითონ სემიოტიკა). ჯერ კიდევ არისტოტელემ (ძვ.წ. 384–
322 წწ.) მიაქცია სიტყვის რეპრეზენტაციულ ანუ წარმომადგენლობით
ხასიათს: მისი აზრით კომუნიკაცია შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმის
გამო, რომ სიტყვები წარმოადგენენ საგნებს ან მოვლენებს (გერმ.
შესატყვისია steht für, ლათ. aliquid stat pro aliquo.)

1
თანამედროვე ენათმეცნიერებაც ენის სემიოტიკური გაგებიდან იღებს
სათავეს. ფუძემდებლურია ამ მხრივ ფერდინანდ დე სოსიურის მოსაზრება,
რომ ენა არის ნიშანთა სისტემა:

ენა არის ნიშანთა სისტემა. რამდენადაც ნიშნების საშუალებით იდეებს გამოვხატავთ,


ენა შესაძლებელია შევადაროთ დამწერლობას, ყრუ–მუნჯთა ანბანს, სიმბოლურ
რიტუალებს, სამხედრო სიგნალებს და ა.შ. და ა.შ. [...] ის [ენა ლ.ქ.] ქმნის ნიშანთა
სისტემას, სადაც მხოლოდ აზრისა და ბგერითი ხატის ურთიერთმიმართებაა არსებითი
და სადაც ორივე მხარე (ე.ი. აზრი/მნიშვნელობა და ბეგრითი ხატი) თანაბრად არის
წარმოდგენილი ფსიქიკურად.
(დე სოსიური 1931: 19)

აქ რამდენიმე ცნება თუ გამოთქმა, ცოტა არ იყოს, ძნელად გასაგებია.


მაგალითად რას ნიშნავს „ორივე მხარე თანაბრად არის წარმოდგენილი
ფსიქიკურად.“? აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოსიური განასხვავებდა
ენას, როგორც კონკრეტულ მეტყველებას (ფრ. parole - სიტყვა) და ენას,
როგორც ცოდნას, რომელიც ამ მეტყველებას უდევს საფუძვლად (ფრ. langue
- ენა). მისი აზრით, ენათმეცნიერებისთვის ძირითადად მხოლოდ მეორე
ასპექტი უნდა ყოფილიყო საინტერესო. რამდენადაც langue ფსიქიკური
ფენომენია სოსიური საუბრობს ბგერით ხატზე და არა კონკრეტულ აღქმად
ბგერით ფორმაზე, ასევე აზრიც (მნიშვნელობა) აქ გულისხმობს ცნებას და
არა დენოტატს – კონკრეტულ აღსანიშნ საგანს. თუ როგორ არის
წარმოდგენილი ბგერითი ხატი ფსიქიკურად ამას ფონოლოგიაში
გაეცნობით, ხოლო აზრსა და მნიშვნელობაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ
ლექსიკური სემანტიკის შესწავლისას. ახლა მინდა მხოლოდ ერთ
მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება: დასახელებულ
წინადადებაში სოსიური ხაზს უსვამს ბგერითი ხატისა და აზრის
(მნიშვნელობის) ერთიანობას. ნიშნისთვის არსებით თვისებად მიიჩნევს,
რომ მას აქვს ბგერითი და შინაარსობრივი (სემანტიკური მხარე).
მოგვიანებით ის ნიშანს ქაღალდის ფურცელს ადარებს: ფურცელსაც ნიშნის
მსგავსად ორი მხარე აქვს, თუმცა ერთ განუყოფელ მთლიანობას
წარმოადგენს.

2
როგორც ხედავთ ნიშნის სოსიურისეული მოდელი, რომლის
მიხედვითაც ნიშანი ბგერითი ხატისა და მნიშვნელობის ერთიანობას
წარმოადგენს, ბილატერალური ანუ ორსახოვანია (იხ. გამ. 2.1 ). სემიოტიკაში
არსებობს ასევე უნილატერალური/ერთსახოვანი და ტრილატერალური
სამსახოვანი ნიშნის მოდელები.
უნილატერალური მოდელი ძირითადად სინტაქსურ თეორიებში
გამოიყენება. ამ მოდელში ნიშნის მხოლოდ ბგერითი მხარეა არსებითი.
(მნიშვნელობის ქონა ნიშნის მისი მხოლოდ ერთ–ერთი თვისებაა)
სინტაქსური ანალიზისას გარკვეული უპირატესობა უნილატერალურ
მოდელს შეიძლება იმიტომ მიენიჭოს, რომ მაგალითად გამოთქმაში Flinte
ins Korn werfen (თავის დანებება) ჩვენ 4 ნიშნის გამოყოფა შეგვიძლია, როცა
ბილატერალური მოდელის მიხედვით ჩვენ ის ერთ ნიშნადაც შეიძლებოდა
მიგვეჩნია, რადგან მას მხოლოდ ერთი ცნება (‘თავის დანებება’ –‘aufgeben’ )
შეესაბამება.
თანამედროვე ენათმეცნიერებაში ყველაზე გავრცელებული მაინც ნიშნის
ტრილატერალური/სამსახოვანი მოდელია. მათგან განსაკუთრებით ხშირად
განიხილავენ ოგდენისა და რიჩარდსის, ასევე ჩარლზ სანდერს პირსის
მოდელს. ოგდენი და რიჩარდსი თავიანთ ნაშრომში The Meaning of meaning
[მნიშვნელობის მნიშვნელობა] (1974: 18) გამოყოფენ სამ ძირითად ფაქტორს
ნებისმიერი ნიშნისთვის: ბგერით/გრაფიკულ ნიშანს („სიმბოლოს“),
ცნებას/მნიშვნელობას („იდეას“) და კონკრეტულ აღსანიშნ საგანს ან
მოვლენას („რეფერენტს“). ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ბგერითი ნიშანი
აღსანიშნ ობიექტთან მხოლოდ არაპირდაპირ არის დაკავშირებული,
უშუალო მიმართება კი არსებობს მხოლოდ ბგერით ნიშანსა („სიმბოლოსა“)
და ცნებას („იდეას“), ან ცნებასა და აღსანიშნ ობიექტს („რეფერენტს“) შორის.
შესაბამისად გამოსახულებაზე (გამ.2.2 ) „სიმბოლო“ და „რეფერენტი“
წყვეტილი ხაზით არიან დაკავშირებული, ხოლო „სიმბოლო“ და „იდეა“
ასევე „იდეა“ და „რეფერენტი“ – უწყვეტი ხაზით.
ოგდენისა და რიჩარდსისგან განსხვავებით პირსი ყურადღებას
ამახვილებს პრაგმატულ (ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებულ)
ფაქტორებზეც. პირსის მიხედვით ნიშნის ცნება სამ ასპექტს მოიცავს: ნიშნის
3
(ბგერითი და გრაფიკული) თვისებებს, მის მიმართებას აღსანიშნ ობიექტთან
და მის მიმართებას „მომხმარებელთან“ (მოსაუბრესა (ადრესანტსა) და
მსმენელთან/ადრესატთან, რომელსაც პირსი ”ინტერპრეტანტს“ უწოდებს.
იხ. გამ. 2.3 ნიშნის ტრილატერალური მოდელი ჩ.ს. პირსის მიხედვით
)

აზრი/იდეა
ცნება

აკუსტიკური
ხატი
გამ. 2.1 ნიშნის ბილატერალური მოდელი სიმბოლო რეფერენტი
(აღსანიშნი ობიექტი)
გამ.2.2 ნიშნის ტრილატერალური მოდელი
ოგდენისა და რიჩარდსის მიხედვით

ნიშანი (1)
(აღმნიშვნელი

ობიექტი (2) ინტერპრეტანტი (3)

გამ. 2.3 ნიშნის ტრილატერალური მოდელი ჩ.ს. პირსის მიხედვით

გარდა ამისა პირსი აღმნიშვნელისა და აღსანიშნი ობიექტის მიმართების


მიხედვით ნიშანთა სამ ძირითად ტიპს განასხვავებს: იკონებს
(გამოსახულებებს), ინდექსებს (სიმპტომებს/მინიშნებებს), სიმბოლოებს
(პირობით/კონვენციონალურ ნიშნებს).
იკონებთან აღმნიშვნელსა და აღსანიშნს ურთიერთმსგავსება
აკავშირებთ. ამ ტიპს მიეკუთვნებიან ნახატები, სქემები, პიკტოგრამები,
დიაგრამები, ხმაბაძვითი სიტყვები და რა თქმა უნდა ე.წ. „ემოტიკონები“,
რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ.

4
ინდექსების შემთხვევაში აღმნიშვნელსა და აღსანიშნი ერთმანეთთან
ლოგიკურად (მიზეზ-შედეგობრივად) არიან დაკავშირებულიკა– ერთის
ნახვა/გაგება მეორის არსებობას. „მოასწავებს“, მასზე მიანიშნებს. ტიპიურ
ინდექსიკალურ ნიშანთან გვაქვს საქმე მაგ. შემდეგ გამოთქმაში: Rote Flecken
auf seinem Gesicht bedeuten Masern (წითელი ლაქები მის სახეზე წითურის
ნიშანია/წითურას მოასწავებენ). ასეთივენაირად შეიძლება იყოს ღიმილი
კეთილგანწყობის ნიშანი, კვამლი – ცეცხლის ნიშანი, შავი ფერი – გლოვის
ნიშანი სხვა.
სიმბოლოებთან აღმნიშვნელი აღსანიშნთან მხოლოდ პირობითად,
კონვენციის (საზოგადოებრივი წესების/ნორმების, სიტყვასიტყვით:
შეთანხმების) საფუძველზეა დაკავშირებული: ის რომ ა–გრაფემით შესაბამის
ბგერას გამოვსახავთ, ან სიტყვა ზღვა ოთხი ფონემისგან <ზ>, <ღ>, <ვ> <ა>
შედგება, განპირობებულია კონკრეტული ენობრივი კონვენციით და არა
აღმნიშვნელისა და აღსანიშნის ურთიერთმსგავსებით.სიმბოლოდ უნდა
მივიჩნიოთ სიტყვათა დიდი უმრავლესობა, ასევე სხვადასხვა სახის
გრაფიკული ნიშნები და სხვ.

2.1.2 ნიშნის ძირითადი თვისებები

სემიოტიკურმა მოდელებმა ნიშნის ცნებაზე გარკვეული წარმოდგენა


უკვე შეგიქმნათ. თუმცა ეს წარმოდგენა რომ უფრო სრულყოფილი იყოს,
ნიშნის რამდენიმე ძირითადი თვისება კიდევ უნდა განვიხილოთ
შედარებით საფუძვლიანად. უნდა განვიხილოთ. ამასთან, ჩვენ მხოლოდ
ენობრივ ნიშნებზე, კერძოდ სიტყვებზე გვექნება საუბარი.

სიტყვა, როგორც ენობრივი ნიშანი შემდეგი თავისებურებებით გამოირჩევა:

1. ის ის სტრუქტურული წარმონაქმნია,
2. მისი ფორმისა და მნიშვნელობის ერთმანეთთან მისადაგება
ნებისმიერია,

5
3. ნეოლოგიზმების – ახალი სიტყვების წარმოქმნა როგორც წესი
მოტივირებულია.
4. სიტყვა მიეკუთვნება კონკრეტულ ენობრივ ნიშანთა სისტემას,
5. სიტყვა (როგორც ენობრივი ნიშანი) არის სტაბილური, თუმცა
ცვალებადი,
6. სიტყვას შეიძლება ჰქონდეს როგორც ზოგადი და სპეციფიკური
მნიშვნელობა. (შდრ. როემრი/მაცკე 2005: 14)
თუ რაში მდგომარეობას თითოეული თავისებურება, ქვემოთ განვმარტავ.

1. სიტყვა რომ სტრუქტურული წარმონაქმნია, გულისხმობს, რომ ის შედგება


სხვადასხვა ასპექტებისგან: ფორმალური მხარისგან, მნიშვნელობისგან
/ცნებისგან, ამასთან აღსანიშნი ობიექტიც და კომუნიკაციური ფუნქციაც
სიტყვასთან/ნიშანთან არის დაკავშირებული. ნიშნის ყველა ეს ასპექტი
სემიოტიკურ მოდელებში ნათლად იყო წარმოდგენილი. თუმცა უნდა
აღვნიშნოთ, რომ ნიშნის ფორმალური და შინაარსობრივი მხარე ისე
განუყოფლად არ არის დაკავშირებული, როგორც ეს სოსიურის მოდელშია
წარმოდგენილი – ამაზე მეტყველებს თარგმანის შესაძლებლობა,
მნიშვნელობის ცვალებადობა, სიტყვის მრავალმნიშვნელოვნება, ასევე
სინონიმიის არსებობა.
ამის გარდა მნიშველოვანია, რომ სიტყვა სტრუქტურული წარმონაქმნია
ფორმალური თვალსაზრისითაც: ის შედგება ცალკეული ბგერებისგან, ბევრი
მათგანი ასევე – ცალკეული რამდენიმე მორფემებისგან (ფუძეებისგან,
თავსართებისგან, ბოლოსართებისგან).
2. ენობრივი ნიშნის ფორმისა და მნიშვნელობის მისადაგება ნებისმიერია:
სიტყვების უმრავლესობა პირსის მოდელის სიმბოლოებს შეესაბამება:
აღმნიშვნელსა და აღსანიშნს ერთმანეთთან ჩვეულებრივ არანაირი მსგავსება
ან ლოგიკური მიზეზ–შედეგობრიობა არ აკავშირებთ. ის, რომ ქართულად
დროის საზომ მოწყობილობას საათი ქვია, ხოლო გერმანულად – Uhr, ეს
ენობრივი კონვენციით არის განპირობებული და არა საგნის ნიშან–
თვისებებით; ასევე ნიშნის გარეგნული ფორმაც არაფერს გვეუბნება მის

6
მნიშვნელობაზე, სხვანაირად უპრობლემოდ შევძლებდით ნებისმიერი უცხო
ენის გაგებას.
3. თუმცა არსებობს სიტყვებიც, რომელთა გარეგნული ფორმა ან
სტრუქტურა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მის მნიშვნელობაზე. ასეთ
სიტყვებზე ამბობენ, რომ მათი მნიშვნელობა მოტივირებულია.
მოტივირებულია, როგორც წესი ნეოლოგიზმების, ახალი სიტყვების
წარმოქმნა, რამდენადაც მათ ბაზისს/საფუძველს უკვე არსებული ენობრივი
ერთეულები შეადგენენ. ამასთან მოტივაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა
სახის. როემერი და მაცკე (იქვე: 16) გამოყოფენ ბუნებრივ, მორფოლოგიურ,
სემანტიკურ და ეტიმოლოგიურ მოტივაციას.
• ბუნებრივი (ფონეტიკური) მოტივაციის დროს სიტყვის ფორმა
ირეკლავს აღსანიშნი ობიექტის რაიმე ნიშან–თვისებას. ბუნებრივად
მოტივირებული ნიშნების ტიპიურ მაგალითს წამოადგენენ ე.წ.
ხმაბაძვითი სიტყვები (Onomatopoetika) Kuckuck, kikeriki და მისთ.
• მორფოლოგიური მოტივაცია დამახასიათებელია რთული/
შედგენილი სიტყვებისთვის, რომელთა მნიშვნელობა შეიძლება
მივიღოთ მათი შემადგენელი ელემენტების მნიშვნელობაა
კომბინაციის შედეგად. მაგ. სიტყვის Wollkleid მნიშვნელობას
გავიგებთ თუ ვიცით რას ნიშნავს Wolle (მატყლი) და Kleid (კაბა) (ამის
გარდა უნდა ვიცოდეთ თუ რა სახის მიმართებაა ამ კომპონენტებს
შორის: Wollkleid → Kleid aus Wolle → მატყლისგან დამზადებული
კაბა.)
• სემანტიკური მოტივაციასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ახალი
დენოტატის (საგნის, მოვლენის) აღსანიშნად უკვე არსებულ ენობრივ
ნიშანს იყენებენ, მაგ. კომპიუტერულ ტერმინოლოგიაში ძალიან
ხშირად გვხდება უკვე არსებული სიტყვები მაუსი, ვირუსი, შენახვა,
მეხსიერება. სიტყვის გადატანითი (მეტაფორული, მეტონიმური და
მსგ.) მნიშვნელობით გამოყენება სემანტიკურად არის
მოტივირებული.
• ეტიმოლოგიურად მოტივირებულს უწოდებენ ისეთ სიტყვებს,
რომლებიც მოტივირებული იყვნენ ენის განვითარების უფრო
7
ადრეულ ეპოქებში. მაგ. გერმანული სიტყვა Bett შესაძლოა
მოტივირებული უნდა იყოს საერთო ინდოევროპული სიტყვით
*bhed– რაც თხრას (ან მიწაში გათხრილ ადგილს) აღნიშნავდა.

4. სიტყვები განთავსებული არიან ენობრივ სისტემაში, შეადგენენ მის


ნაწილს – ეს მოსაზრება, რომელიც ფერდინანდ დე სოსიურს ეკუთვნის,
გულისხმობს, რომ თითოეული ნიშანი თავის მნიშვნელობას, ან სოსიურის
ტერმინოლოგიით – ღირებულებას (ფრ. valeur , გერმ. Wert) –იძენს
მხოლოდდამხოლოდ სხვა ნიშნებთან მიმართებისას. თითოეულ ნიშანს
გააჩნია თავისი ფუნქცია სისტემაში.
5. ენობრივი ცვლილებები ხანგრძლივი პროცესია, ის არ ხდება ენის
ცალკეული სურვილის ნება–სურვილის შესაბამისად – ენა სტაბილური
ფენომენია: სხვა შემთხვევაში ერთი ეპოქის სხვადასხვა თაობის ადამიანებს
კი ვერ შეძლებდნენ კომუნიკაციას. თუმცა ეს იმას არ ენობრივი ნიშნების
ცვლილება შეუძლებელია – ისინი იცვლებიან როგორც ფორმალური, ისე
შინაარსობრივი თვალსაზრისით. მაგ. ზმნის machen ძველი ზემოგერმანული
შესატყვისი ჟღერდა როგორც mahhon და აღნიშნავდა არა ყველანაირი
მოქმედების შესრულებას, როგორც ახლა, არამედ (თიხის) ზელას,
სამშენებლოდ დამუშავებას.
6. სიტყვას შესაძლებელია ჰქონდეს ზოგადი ისე სპეციფიკური მნიშვნელობა,
ე.ი. მისი მეშვეობით შესაძლებელია გამოვხატოთ როგორც რაიმე კატეგორია
(type), ისე ამ კატეგორიის კონკრეტული წარმომადგენელი (token). მაგ.
სიტყვა ვარდი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის ვარდის
აღსანიშნად, თუმცა მეტყველებისას მას ჩვეულებრივ გააჩნია კონკრეტული
რეფერენტი – აღსანიშნი ობიექტი. მაგ. ეს ვარდი ძალიან ლამაზია).

2.2. სიტყვის გრამატიკული მოდელი

8
თითქმის ყველა ადამიანმა იცის, რა არის სიტყვა, მაგრამ მისი
მეცნიერულად გამარტება ძალიან რთულია. სიტყვის მნიშვნელობის
განმარტებისადმი მეცნიერული მიდგომის მიზანია განსაზღვროს, რით
განსხვავდება სიტყვა სხვა ენობრივი ერთეულებისაგან, და აგრეთვე
შეისწავლოს ისეთი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ სიტყვისთვის არის
დამახასიათებელი.
სემიოტიკაში როგორც ვთქვით სიტყვის ორ ან სამ დონეს განასხვავებენ
(ბგრითი მხარე, მნიშვნელობა, ასევე რეფერენტი ან მისი მიმართება
მომხმარებელთან). მომდევნო პერიოდში ეს შეხედულება ნაწილობრივ
განვითარდა იმდენად, რამდენადაც ენის სხვა დონეებიც იქნა
გათვალისწინებული. ამასთან ყურადღება ექცევა იმ ფაქტსაც, რომ ენობრივი
ერთეულის ფორმასა და შინაარსს შორის არ არსებობს თანასწორი
(სიმეტრიული, იზომორფული) კავშირი: სიტყვების დიდი ნაწილი
მრავალმნიშვნელოვანია: მაგალითად, სიტყვას „Dame“ („ქალბატონი“)
სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს:
• მდედრობითი სქესის ზრდასრული პიროვნება (ქალბატონს ქუდი
ახურავს.)
• ბანქოს ქაღალდი (ის ბანქოს ქალს ჩამოდის)
• თამაშის სახეობა (Dame, Damespiel)
• ჭადრაკის ფიგურა - დედოფალი
მეორე მხრივ კი მდედრობითი სქესის ზრდასრული პიროვნება აღსანიშნად
გერმანულ ენაში მრავალი ბგერათშენაერთი არსებობს: Frau, Weib, Dame,
Fräulein ... მრავალდონეებიან გრამატიკულ მოდელში როგორც წესი 5
დონეა მოცემული, რომლებიც განიხილება როგორც დამოუკიდებელი
გრამატიკული კომპონენტები, თავისი წესებითა და შემადგენელი
ელემენტებით. სქემატურად ეს ასე გამოიყურება:

9
გამ. 2.5: მრავალდონეებიანი მოდელი

ამ მოდელის მიხედვით ენობრივი ერთეულის ფორმასა და შინაარსს


ერთმანეთთან მათ შორის არსებული მორფოლოგიურო და სინტაქსური
დონეები აკავშირებს. გარდა ამისა ფორმასა და შინაარს შორის
ურთიერთკავშირი გამოყენების სფეროს მიხედვითაც განისაზღვრება,
რომლის დროსაც სინტაქსური დონე პრაგმატულს შორდება. პრაგმატული
დონე ყველა სხვა დონეზე ახდენს გავლენას. სინტაქსური კომპონენტები
განაპირობებენ სრულყოფილი ნიშნის შექმნას, პრაგმატული კი მის
შესაბამისობას სიტუაციასთან. სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავენ
ხდება თუ არა მოცემულ წინადადებაში ნორმიდან გადახვევა:
(1) ა) Chier gann man gut leijben.
Hir gann man guut leben.
ბ)Ich gehte gestern in dieser Kino.
გ)Ich ins Theater gestren ging.
დ)Das Auto ging auf der Autobahn spazieren.
ე) Hier globbt mer sich noch de Fodn gabutt.
(1ა) წინადადებაში ნორმიდან გადახვევა ხდება ბგერითი ან წერილობით
ფორმის თვალსაზრისით. (1ბ)-ში ზმნის ფორმა მორფოლოგიურად
მცდარია, რადგან gehen (წასვლა) ძლიერი ზმნაა. (1გ)-ში დარღვეულია
გერმანული წინადადებისათვის დამახასიათებელი სიტყვათწყობა. (1დ)
სემანტიკურად მცდარია, ზმნა სეირნობა (spazieren gehen) არ შეიძლება
უსულო სუბიექტთან იყოს დაკავშირებული. ბოლო მაგალითის (1ე)

10
გამოყენება პირადი საუბრისას მისაღებია, მაგრამ სრულიად შეუსაბამოა
ოფიციალური სიტუაციისათვის.
სიტყვის მრავალდონეებიანი მოდელის გათვალისწინებით შესაძლოა
განვასხვავოთ განასხვავებენ სიტყვის 6 ძირითადი ტიპი: სიტყვა როგორც 1.
ფონეტიკურ–ფონოლოგიური, 2. გრაფემული 3. მორფოლოგიური, 4.
სინტაქსური, 5. სემანტიკური და 6. პრაგმატული ერთეული.
1. ფონეტიკურ–ფონოლოგიური თვალსაზრისით სიტყვა არის
ერთეული, რომელიც მეტყველებისას გამოიყოფა გარკვეული პროსოდიული
საშუალებების – აქცენტისა და პაუზის მეშვეობით. თუმცა უნდა ითქვას,
რომ ფონეტიკურ–ფონოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით სიტყვის
ობიექტური დეფინიცია ნაკლებად არის შესაძლებელი. ამაში
დავრწმუნდებით, თუ ჩვენთვის სრულიად უცნობი ენის წინადადების
სიტყვებად დაშლას შევეცდებით – რაც არ უნდა კარგი სმენა და
ენათმეცნიერული განათლება გვქონდეს, სწორ შედეგებამდე იშვიათად თუ
მივალთ.
2. გრაფემული თვალსაზრისით სიტყვა არის
ერთეული, რომელიც სხვა ერთეულებისგან
გამოყოფილია ცარიელი სივრცით, ან
პუნქტუაციური ნიშნებით. თუმცა უნდა ითქვას,
რომ ცალკეული დამწერლობების განვითარების
გარკვეულ ეტაპზე სიტყვები ერთმანეთისგან
გამოყოფილი არ იყო (მაგ. ზოგიერთ ძვ. ქართულ ან
რუნული დამწერლობის ადრინდელ ნიმუშებში
გამ. 2.6: რუნული
დამწერლობის ნიმუში სიტყვების გამყოფი არ გვაქვს, თუმცა გარკვეულ
ტექსტებში გვხდება ორი წერტილი, შტრიხები ზოგიერთ რუნულ ტექსტში
ასევე ჯვარიც.) თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სიტყვის გრაფიკული
დეფინიცია დამოკიდებულია ბგერით, სემანტიკურ და გრამატიკულ
ფაქტორებზე.

3. მორფოლოგია სიტყვას განიხილავს მისი შემადგენელი მორფემების


მიხედვით. სიტყვა, როგორც მორფოლოგიური ერთეული, სულ მცირე ერთი

11
მორფემისგან მაინც შედგება. მორფემები სიტყვის შემადგენელი ნაწილებია,
ე. ი. სიტყვები იქმნება მორფემების ერთმანეთთან დაკავშირებით, და ასეთი
სიტყვა შეიძლება დაიყოს მის შემადგენელ მორფემებად. მაგალითისათვის
განვიხილოთ სიტყვა “Essenmarkenentwertungsgerät”. იგი შეიძლება
შემდეგნაირად დაიშალოს:

გამ. 2.7: სიტყვის სტრუქტურა

მორფოლოგიური თვალსაზრისით გერმანულ ენაში სიტყვათა ორი ჯგუფი


შეიძლება გამოვყოთ:
1. პირველ ჯგუფში შემავალი სიტყვები იყოფიან მარტივ ანუ ძირეულ
(Wurzelwörter) და შედგენილ სიტყვებად (Wortbildung), იმის
გათვალისწინებით ერთი მორფემისაგან შედგება სიტყვა თუ
წარმოადგენს მორფემების კომბინაციას.
2. მეორე ჯგუფში შემავალი სიტყვები იყოფა ფორმაცვალებად და
ფორმაუცვლელ სიტყვებად, იმის გათვალისწინებით იცვლიან თუ არა
ისინი ფორმას წინადადებაში.

სიტყვის მორფოლოგიური გაგება უდევს საფუძვლად მეტყველების


ნაწილების კლასიფიკაციას, რომელსაც თქვენ გრამატიკის თეორიის
ფარგლებში შეისწავლით. ამიტომ მასზე აქ არ შევჩერდებით.

12
4. სინტაქსურ სიტყვებს ენათმეცნიერებაში უწოდებენ ცალკეულ სიტყვა–
ფორმებს, ანუ ენობრივ ერთეულებს, რომლებსაც ჩვენ მეტყველებისას
ვხვდებით schreibst, beunruhigtes, Hausärtzte და სხვ. ტერმინი მეტყველების
ნაწილი შინაარსობრივად უფრო სინტაქსურ სიტყვებს შეესაბამება, თუმცა
მას ტრადიციულად მორფოლოგიური კლასების აღსანიშნავად იყენებენ.
რომერი და მაცკე (იქვე: 25) სინტაქსურ სიტყვებს უწოდებენ ისეთ
ენობრივ ერთეულებს, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ წინადადების
წევრის ფუნქცია, ან განსაზღვრონ სინტაქსური ჯგუფის/ფრაზის
გრამატიკული კატეგორია. მაგ. წინადადებაში Das Haus am See verfällt
სინტაქსური წყვილის კატეგორიას Das Haus am See განსაზღვრავს არსებითი
სახელი Haus, ფრაზის კატეგორიას – am See – თანდებული am, ხოლო მთელი
წინადადებისას – ზმნა verfällt.
სინტაქსური თვალსაზრისით სიტყვებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: არს.
სახელები, ზმნები, ზედსართავი სახელები, ნაცვალსახელები, ზმნიზედები,
შორისდებულები, ნაწილაკები, თანდებულები, ასევე წინადადების
ტოლფასი ზმნიზედები. ხოლო არტიკლებს, დამხმარე ზმნებსა და კავშირებს
საპირისპიროდ სინტაქსური (სიტყვის) ფუნქციის შესრულება არ შეუძლიათ.
5. სემანტიკური თვალსაზრისით სიტყვა ეწოდება ლექსიკური
მნიშვნელობის მქონე ენობრივ ერთეულს. ლექსიკურია ისეთი მნიშვნელობა,
რომელიც არ მიიღება კომპოზიციურად – სხვა ელემენტთა კომბინაციის
შედეგად. სიტყვის სემანტიკური ცნება ლექსემასთან ყველაზე ახლოს დგას,
შესაბამისად ის ლექსიკოლოგიისთვის ყველაზე მეტად არის საინტერესო.
სემანტიკური თვალსაზრისით სიტყვებს წარმოადგენენ ასევე იდიომატური
გამოთქმებიც რომლებიც ფორმალურად რამდენიმე ელემენტს მოიცავენ მაგ.
ins Gras beißen, seinen Geist aufgeben (სიკვდილი), ხოლო ისეთი სიტყვები
რომლებსაც დამოუკიდებელი ლექსიკური მნიშვნელობა არ გააჩნიათ –
არტიკლები, დამხმარე ზმნები და მსგ. სემანტიკური თვალსაზრისით
სიტყვებად არ უნდა მივიჩნიოთ.
6. პრაგმატული თვალსაზრისით სიტყვა ეწოდება უმცირეს ენობრივ
ერთეულს, რომელსაც შეუძლია გარკვეული საკომუნიკაციო ფუნქციის
შესრულება; ე.ი. კომუნიკაციის პროცესში შეუძლიათ გამოხატოს
13
მიმართებები საგნებთან ან მოვლენებთან, გამოხატონ ემოციები, შეფასებები
ან განზრახვები და მსგ. ჩვეულებრივ სიტყვებს წინადადების კონტექსტის
გარეშე საკომუნიკაციო ფუნქცია არ, თუმცა შეიძლება გამოიყოს სიტყვები,
რომლებიც გარკვეული (სოციალურად რელევანტური) ქმედებების
მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, მაგ. ე.წ. პერფორმატიული ზმნები,
როგორიცაა taufen (hiermit taufe ich dich... გნათლავ), ernennen (hiermit
ernenne ich ... ‘ვნიშნავ’), bitten (ich bitte dich, mir zu helfen –‘გთხოვ
დამეხმარო’); ამის გარდა ზოგიერთ სიტყვას აქვს გარკვეული
სოციალური/ინტერაქციული მნიშვნელობა (danke, bitte, Entschuldigung,
hallo), ან ექსპრესიული ფუნქცია – გამოხატავს ემოციას (მაგ.
შორისდებულები: Juchhe [სიხარული], Nanu [გაოცება], pfui [ზიზღი] ან
[უკმაყოფილება], [აღშფოთება] და სხვ. იდიომატური ფრაზები Ach, du liebe
Zeit [გაოცება],[დანანება]; oh, mein Gott ასევე [გაოცება],[სინანული] ...)

2.3. პროტოტიპული სიტყვის განმარტება

პროტოპიტული სიტყვა ენის ყველა დონისათვის დამახასიათებელი ყველა


ნიშნის მატარებელია. ის ხასიათდება:
• მეტყველებასა და წერილობით ფორმაში თავისი დამოუკიდებლობით
და იზოლაციით
• თავისი მორფემული სტრუქტურით
• თავისი უნარით, შეასრულოს წინადადების წევრის ფუნქცია და
განსაზღვროს სინტაქსური ჯგუფის კატეგორია
• დამოუკიდებელი ლექსიკური მნიშვნელობით
• თავისი საკომუნიკაციო ხასიათით, გამოხატოს რამე, ან გადმოსცეს
გრძნობები ან გადასცეს ინტენცია, განზრახვა.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელი არაა სიტყვის ყველა
დონე ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული, თითქმის საერთოდ არ
არსებობს ენობრივი ერთეული, რომელიც ყველა ტიპის სიტყვისთვის
დამახასიათებელი ნიშნებით იქნებოდა წრმოდგენილი (– არ არსებობს
ცალკეული პროტოტიპული სიტყვა), მაგალითად არტიკლი die

14
სიტყვათშენაერთში die kalte Küche (ცივი სამზარეულო) წარმოადგენს
ორთოგრაფიულ მაგრამ არა სემანტიკურ ერთეულს, რადგან მას მხოლოდ
გრამატიკული მნიშვნელობა აქვს. მეორეს მხრივ kalte Küche შეიძლება
სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს და იდიომატურ (ანუ მორფოლოგიურად
და სემანტიკურად გაუმჭირვალე) გამონათქვამში წარმოადგენდეს
სემანტიკურად ერთ, მაგრამ ორთოგრაფიულად, ფონეტიკურად და
სინტაქსურად ორ ერთეულს.

15

You might also like