You are on page 1of 4

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის,

პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის


სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
(ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით)

ძველი გრამატიკოსების ღვაწლის შემდეგ ლინგვისტურ ქართველოლოგიას


(ქართველურ ენათმეცნიერებას) ფასეული აკადემიური გამოკვლევები (აღწერითი თუ
ანალიტიკური ნაშრომები) შესძინეს წინა თაობების მკვლევრებმა: მ.ბროსემ, ნ.მარ მა,
ივ.ჯავახიშვილმა, ს.ხუნდაძემ, პ. ჭარაიამ, ს.ჯანაშიამ, არნ .ჩიქობავამ, გ.ახვლედიან მა,
ა.შანიძემ, გ.დეეტერსმა, ჰ.ფოგტმა, ვ.თოფურიამ, მ.ქალდანმა, ქ.ლომთათიძემ, გ.როგავამ,
გ.რამიშვილმა, ი.ზიცარმა, გ.მაჭავარიანმა, კ.შმიდტმა, გ.კლიმოვმა, ს.ჟღენტმა,
შ.გაფრინდაშვილმა, ბ.ფოჩხუა, ივ.იმნაიშვილმა, ი.ქავთარაძემ, ა.კიზირიამ,
არ.მარტიროსოვმა, გრ.იმნაიშვილმა, ზ.სარჯველაძემ, ქ.ძოწენიძემ, თ.შარაძენიძემ, შ.
ნიჟარაძემ, შ.ძიძიგურმა, ო.კახაძემ, ბ.ჯორბენაძემ, ა.ონიანმა, თ.გამყრელიძემ,
ზ.ჭუმბურიძემ, ალ.ჭინჭარაულმა, თ.უთურგაიძემ, დ.მელიქიშვილმა, გ.კარტოზიამ,
ჰ.ფენრიხმა და მრავალმა სხვამ.
წინა თაობების მეცნიერთა კვლევებით დაგროვილი ცოდნა, თანამედროვე
მსოფლიოს ტექნოლოგიური მიღწევები და პოლიტიზებული (საბჭოური) სამეცნიერო
წნეხისგან თავისუფალი ქართველოლოგიის განვითარების პერსპექტივა ქართველური
ენათმეცნიერების წინაშე ახალ ასპარეზს ქმნის.
ქართველური ენათმეცნიერების საკვლევ პრობლემათაგან ჩემთვის საინტერესო სამ
ძირითად მიმართულებას წარმოვადგენ:

1. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით საფრთხის ქვეშ არსებული ქართველური


დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური და ფოლკლორული მასალის ჩაწერა და კვლევა.
აუცილებელია დროულად მომზადდეს ზეპირი ქართველური ენობრივი ერთეულების
(სვანურის, ზანური ს, მესხური ს, ჰერული ს, ფხოვური ს, რა ჭულის თუ ცენტრალური
ქართული კილოების) მასალათა ვიდეოკორპუსი. განსაკუთრებით საშურია სრული
გაქრობის პირას მყოფი ქართველური კილოების: ლივანურის, ტაოურის, იმერხეულის,
მაჭახლურის... მონაცემთა ბაზის შექმნა და თითოეული მათგანის მონოგრაფიული
შესწავლა.

2. სამეცნიერო კვლევის (კვლევების) შედეგების განზოგადება. ბოლო


ათწლეულებში მეცნიერება სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს წინა ეპოქებში
დაგროვილი დეტალური ცოდნის განზოგადებას, სამეცნიერო მონაპოვრის
პრაქტიკულად გამოყენებასა და პრაგმატიზაციას. რამდენადაც ენის ისტორია ერის
ისტორიის უტყუარი ძეგლია, აუცილებელია თანამედროვე მეთოდოლოგიით შეიქმნას
ისეთი დიაქრონიული და განმაზოგადებელი ქართველოლოგიური ნაშრომები,
რომლებშიც მოცემული იქნება როგორც ცალკეულ ენობრივ მოვლენათა ისტორია, ასევე,

1
ქართველური ენობრივი ქვესისტემებისა და ქართული ენის, როგორც სისტემის,
აკადემიური ისტორია.
სამწუხაროდ, ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე, როდესაც შთამბეჭდ ავად
განვითარდა მეცნიერება, არაიშვიათად, ქართველოლოგიური (ძირითადად,
ლინგვოკულტურული და ისტორიოგრაფიული) კვლევები იგეგმებოდა და
ხორციელდებოდა რუსეთის იმპერიის ინტერესების შესაბამისად. მეტწილად
პოლიტიზებული ქართველოლოგიური კვალიფიკაციები ვრცელდებოდა უცხოეთშიც.
დღეს აუცილებელია საბჭოური იდეოლოგიური წნეხის პირობებში მიჩქმალური
თუ გაყალბებული მრავალი ლინგვოკულტურული ფაქტის ახლებური გააზრება, ახალი
დეპოლიტიზებული ქართველოლოგიური ნაშრომებისა თუ რუკების შექმნა და
საერთაშორისო სივრცეში გატანა; კერძოდ, ადრეული თუ თანამედროვე
ქართველოლოგიური ნაშრომები დროულადაა სათარგმნი: ინგლისურად, თურქულად,
სომხურად, რუსულად...

3. კვლევის შედეგების პრაგმატიზაცია: ქართული ენობრივი სისტემის მანქანური


მოდელირება. საინტერნეტო სივრცეში უკვე წარმატებით ხორციელდება ბევრი ენის
ნაბეჭდი ტექსტის მანქანური თარგმნა (იხ., მაგ.: http://www.freetranslation.com;
http://translate.google.com...); ახლო მომავალში არაპრესტიჟული გახდება ყველა ენა,
რომელისგანაც (და რომელზეც) შეუძლებელი იქნება აკადემიური ავტომატური
თარგმანი. ენის (სტანდარტული თუ დიალექტური ქვესისტემების) ლექსიკის მდიდარი
ელექტრონული კორპუსის გარდა, თარგმანისთის აუცილებელია მორფოლოგიური და
სინტაქსური სტრუქტურების ფორმალიზება. მიუხედავად იმისა რომ არსებობს
ქართული ზმნისა და სახელის კომპიუტერული მოდელირების რამდენიმე ვარიანტი,
ჯერჯერობით ვერ შეიქმნა ქართულიდან და ქართულად მთარგმნელი კარგი
კომპიუტერული პროგრამა. აშკარაა, რომ ქართული სახელისა და ზმნის
კომპიუტერული მოდელირებისათვის ნაკლებგამოსადგია 7-ბრუნვიანი სახელური და
11-მწკრივიანი (გვარისა და ქცევის მიხედვით დიფერენცირებული) ზმნური
პარადიგმები და საჭიროა, დადგინდეს (შეიქმნას) ქართული ენის შინაგანი
სტრუქტურის უფრო ადეკვატური სახელური და ზმნური პარადიგმები.
აქვე აღვნიშნავ, რომ მალე აქტუალური გახდება ხმოვანი ტექსტების თარგმნაც;
საამისოდ საჭირო იქნება ქართული ენის სამეტყველო ბგერათა ზუსტი
არტიკულაციური, აკუსტიკური, პერცეფციული დახასიათება და ენის ფონემატური
სტრუქტურის ფორმალიზება.

წარმოდგენილი საკვლევი პრობლემების შესაბამისადაა განსაზღვრული ჩემი


ამჟამინდელი და მომავალი საკვლევი თემატიკა; კერძოდ, ჩემი საკვლევი თემებია:

2
1. ქართველური დიალექტოლოგიის მიმართულებით:
ვმუშაობ მონოგრაფიაზე: ტაოური დიალექტი. ტაოს მხარისა და ტაოური კილოს
შესახებ გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე ნაშრომი. ლინგვისტური გამოკვლევის
გარდა, ამ მონოგრაფიას დაერთვის ართვინის მხარის იუსუფელის რაიონის სოფლებში
(ელიასხევში, ქორიათში, ბასლეკარში, გოდღეკარში, კრაეკარში, იეთში, სადიყანაში,
ობლეკარში, დოლეკარში ჭეილენკარში, ბასლეკარში, ბალხსა და და ქობაიში)
კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდით ჩაწერილი ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და
ენათმეცნიერული ახალი აუდიო და ვიდეო მასალა (ტექსტური ვარიანტითა და
სათანადო მეცნიერული კომენტარებით).
ინტენსიურად ვმუშაობ ქართველურ კილოებში არსებული სპეციფიკური ბგერების
(პალატალიზებული, ლაბიალიზებული...) ისტორიაზე (სამეტყველო კოდთა შერევის
შესაძლებლობების გათვალისწინებით). ამ მიმართულებით უკვე გამოქვეყნებული მაქვს
რამდენიმე ნაშრომი; უახლოეს მომავალში ვგეგმავ ლივანური, მაჭახლური და ტაოური
კილოების ფონემატური სტრუქტურის დეტალურ ანალიზს.
ვიკვლევ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტოპონიმიას (ორენოვანი ერთი წიგნისა და
რამდენიმე სტატიის სახით უკვე გამოქვეყნებული მაქვს მრავალწლიანი ექსპედიციებით
ველზე მოძიებული მასალის ნაწილი (საინტერნეტო ვერსიები იხ.:
http://www.scribd.com/doc/2164693/Imerkhevi-Speaking-Land;
http://www.scribd.com/doc/2164410/MERHEVNN-KONUAN-TOPRAI;
http://www.scribd.com/doc/21258763/T-Putkaradze-Oltisi; ).
პარალელურად, ვამზადებთ (პროფ. ე. დადიანთან ერთად) მონოგრაფიას:
"ქართველური დიალექტოლოგია" (გამოკვლევის ნაწილი გამოქვეყნებულია სტატიების
სახით), სადაც დიასისტემური პრინციპით განიხილება ქართველურ ენა-კილოების
ფონემატური სტრუქტურა, ბრუნება, უღლება, ლექსიკა, სინტაქსი; წიგნის დანართში
წარმოდგენილი იქნება ქართველურ ენა-კილოთა რუკები, სადაც ზუსტად იქნება
დატანილი ქართველური ენობრივი სამყაროს გარეენობრივი და შიდადიალექტური, თუ
კილოკაური საზღვრები.

2. სამეცნიერო კვლევის (კვლევების) შედეგების განზოგადების მიმართულებით


მუშაობას ვაგრძელებ "ქართველების" მეორე ტომზე 1, სადაც აისახება საქართველოს
ენობრივ-კულტურული სიტუაციის ისტორიული დინამიკა I-XX საუკუნეებში. წიგნში
განიხილება ქართველი ერის ლინგვოკულტურული ისტორია კავკასია-ანატოლიის
რეგიონში არსებული ისტორიული გეოპოლიტიკური დაპირისპირებებისა და
კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე
(ამ მიმართულებით უკვე გამოქვეყნებული მაქვს ათზე მეტი სტატია; ნაშრომთა
ნაწილის საინტერნეტო ვარიანტებისათვის იხ.:

1
I - http://www.scribd.com/doc/2158690/The-Georgians-the-Kartvels.

3
http://www.scribd.com/doc/14098229/Putkaradze-Msoflios-EnaTa-Reestri-Da-Sakartvelo;
http://www.scribd.com/doc/3778283/Georgian-Land-in-Geopolitical-scope...).

3. კვლევის შედეგების პრაგმატიზაციის - ქართული ენობრივი სისტემის


მანქანური მოდელირების - მიმართულებით საკვლევი თემები:
- ქართული სტანდარტული ენისა და ქართველური კილოების სამეტყველო
ბგერათა ზუსტი არტიკულაციური, აკუსტიკური (სიძლიერე, სიმაღლე, ინტენსივობა),
პერცეფციული დახასიათება (თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით) -
მონოგრაფიული გამოკვლევა ქართული ენის ფონემებისა და ალოფონების შესახებ;
ნაშრომში აქცენტი კეთდება ხმოვნებსა და ე.წ. აფრიკატებზე, ასევე, სონანტებსა და
სონორებზე თანამედროვე დიალექტური მონაცემების გათვალისწინებით (ამ
მიმართულებით უკვე გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე ნაშრომი; საინტერნეტო
ვერსიებისათვის იხ.: http://www.scribd.com/doc/26163857/Putkaradze-Kartuli-Enis-
Sametkvelo-Bgerebi-Da;
- ქართული ენის სახელის პარადიგმა კომპიუტერული პროგრამული
სისტემისთვის: ბრუნვის მარტივი და რთული ფორმების შემაჯამებელი სქემები; ასევე,
სახელთა ჯგუფები ბრუნების ტიპების მიხედვით. ამ მიმართულებით უკვე
გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე ნაშრომი; http://www.scribd.com/doc/14344131/Tariel-
Putkaradze-Mimartulebiti-Da-Danishnulebiti-Brunvebi;
http://www.scribd.com/doc/13973516/T-Putkaradze-ergative-20081);
- ქართული ენის ზმნური პარადიგმა (მანქანური მოდელირებისთვის) ზმნური
ყალიბების, მწკრივებისა და პირის ფორმების მიხედვით (შემაჯამებელი სქემები).
ბუნებრივი ენის ტექსტების კომპიუტერული დამუშავების მიზნით
გამოქვეყნებულია საინტერესო ნაშრომები დ. მელიქიშვილის, თ. უთურგაიძის, ქ.
დათუკიშვილის, ნ. ლოლაძის... ჯ, ანთიძის, დ. მიშელაშვილის და სხვათა მიერ.
ვფიქრობ, მათი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ზმნის
ფორმაწარმოებითი სხვადასხვა დონეების - ხმოვანპრეფიქსული ყალიბების,
მწკრივებისა და პირისა თუ რიცხვის ფორმების - ერთ იერარქიულ მთლიანობად
გააზრებით უნდა შეიქმნას ყალიბზე (ფორმაზე და არა - სემანტიკაზე) ორიენტირებული
ისეთი ზმნური პარადიგმა, რომლის მიხედვით აიგება მოქნილი და ადეკვატური
კომპიუტერული პროგრამული სისტემა (ამ მიმართულებით გამოქვეყნებული მაქვს
რამდენიმე ნაშრომი).

You might also like