You are on page 1of 49

როგორი კონსტიტუცია

სჭირდება საქართველოს

ხელისუფლებათა გამიჯვნის, შეკავებისა და გაწონასწორების


(ამერიკული) მოდელი
V რესპუბლიკა ?

I რესპუბლიკა 1918 – 21 წწ

II რესპუბლიკა 1992 – 95 წწ

III რესპუბლიკა 1995 – 2003 წწ

IV რესპუბლიკა 2004 წ – დღემდე


ბაზარი vs სათნო დესპოტი
კონსენსუსი vs დიქტატი
ინკლუზია vs სისწრაფე
ჰორიზონტალური გარიგება vs ვერტიკალური დირექტივა

y სახელმწიფო - პასუხი ბაზრის ჩავარდნაზე


y კონსტიტუცია - პასუხი დემოკრატიის ჩავარდნაზე

y გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად არის


გათვალისწინებული დაინტერესებულ პირთა
ინტერესები და პრეფერენციები

y ტრანზაქციული ხარჯები
◦ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება
◦ მოლაპარაკება, შეთანხმება
◦ აღსრულება, ზედამხედველობა
გვინდა თუ არა კონსტიტუცია?
y ბრიტანეთი - საპარლამენტო სუვერენიტეტი წერილობითი
კონსტიტუციის გარეშე
y რითი აღემატება წინა თაობა მომდევნოს?
y კონსტიტუციამ მომავალ თაობას ხელ-ფეხი არ უნდა შეუკრას და
შესაძლებლობა უნდა დაუტოვოს შეცვალოს ან გააუქმოს წინა თაობის
მიერ მოწონებული კანონი ან პოლიტიკა კონსტიტუციის გადასინჯვის
ხისტი პროცედურის გარეშე
y საჯარო პოლიტიკის ორდინარული საკითხების ჩვეულებრივი
კანონმდებლობის ნაცვლად ძირითადი კანონით დარეგულირება მათ
ასეთ შესაძლეობლობას ართმევს და ძირითადი კანონის ხშირი
შეცვლისაკენ უბიძგებს.
y ძირითადი კანონი შესაძლებლობას უნდა უტოვებდეს დემოკრატიული
რესპუბლიკის მოქალაქეებს, რათა დებატების შედეგად შეაფასონ
საპირისპირო იდეები, ყოველ საზოგადოებრივ გამოწვევაზე თითოეულ
ეპოქაში მოძებნონ სწორედ იმ დროისთვის შესაფერისი პასუხი ისე, რომ
არ წაართვან საკუთარ თავს ან მომავალ თაობას სხვა ვითარებაში იმავე
საკითხის განსხვავებულად გადაწყვეტის შანსი.
შარიათი კონსტიტუცის ნაცვლად
y ახალ დემოკრატიებში ხშირად გვხვდება ნეოფიტური რწმენა
კონსტიტუციის ჯადოსნური უნარის, კი არ მოაწესრიგოს, არამედ
გარდაქმნას საზოგადოება და გააპატიოსნოს დემოკრატიული პროცესი.
y იქ, სადაც უხსოვარი დროიდან ძირითადი კანონი ლიბერალური
კონსტიტუცია კი არა, ბიბლია, ყურანი, ან სულაც, მარქსის კაპიტალი
იყო, დიდია ცდუნება კონსტიტუციის საკრალიზაცია მოხდეს
y პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოება მიჩვეულია ყველა კითხვაზე
პასუხი წმინდა წერილიდან მიიღოს.
y თუ რამე ძირითად კანონში არ წერია, მაშინ ასეთ საზოგადოებაში მისი
ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დგება
y დემოკრატიის ლაბირინთებში კონსტიტუციური გზამკვლევის
აუცილებლობა სრულებითაც არ მოითხოვს, რომ ეს დოკუმენტი
საუკეთესო პოლიტიკური პრაქტიკის ქრესტომათიად იქცეს და ყველა
აქტუალურ საზოგადოებრივ პრობლემაზე ზუსტ და ამომწურავ პასუხს
შეიცავდეს.
y კონსტიტუციამ სამოთხე კი არ უნდა მოგვიტანოს, არამედ თავიდან
აგვაცილოს ჯოჯოხეთი
y როცა კონსტიტუციას სიკეთის კულტივირება ევალება და არა
ბოროტების თავიდან აცილება, ბუნებრივია, რომ მასში ყველაფერი
კარგი წვრილად უნდა იყოს ჩამოთვლილი
კონსტიტუციური ფეტიშიზმი
y კონსტიტუციური ფეტიშიზმი, როგორც წესი, სწრაფი
ფრუსტრაციითა და სრული ნიჰილიზმით მთავრდება ხოლმე,
როცა ირკვევა, რომ კონსტიტუცია ფილოსოფიური ქვა არ არის,
სასწაულმოქმედი ძალა რომ ჰქონდეს და რკინის ოქროდ
ტრანსმუტაციის უნარი შესწევდეს
y კონსტიტუცია პოლიტიკურ თემს ეხმარება მასშივე არსებული
პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციასა და ზიანის
მინიმიზაიციაში, მაგრამ, ანტიკური თეატრისგან განსხვავებით,
კონსტიტუციური ალქიმია Deus Ex Machina არაფრისგან ვერ
გააჩენს იმას, რაც იმთავითვე იქ არაა
y ძირითადი კანონი, რაც არ უნდა სრულყოფილად
გამოიყურებოდეს იგი ქაღალდზე, ვერ დაარეგულირებს
პოლიტიკურ სისტემას, თუ კი იგი რეალობას იქნება აცდენილი
და მასში, არსებული ვითარების ასახვის ნაცვლად,
პოლიტიკური ცხოვრების წარმართვის თვითიმედოვანი
პრეტენზია იქნება გაცხადებული.
y ალექსის დე ტოკვილი კონსტიტუციას იმ ნავიგატორს
ადარებდა, რომელსაც ოსტატურად შეუძლია თავისი
ხომალდის მართვა, მაგრამ არც მისი აღნაგობის შეცვლა
ძალუძს, და არც ქარის აღძვრა, ან არც წყლების ჩაცხრობა
ხელეწიფება.
y ძირითადი კანონის სიხისტე, განსაკუთრებით ჯერ
კიდევ ჩამოუყალიბებელ პოლიტიკურ სისტემაში,
მისივე არასტაბილურობის მიზეზი ხდება
y ხშირი ცვლილებები, საბოლოო ჯამში,
კონსტიტუციის ტრივიალიზებას იწვევს და მისდამი
ნდობას და პატივისცემას არყევს
y რაც უფრო ხშირად შედის ძირითად კანონში
ცვლილებები, მით უფრო მაღალია ალბათობა მისი
ჩვეულებრივი კანონმდებლობის სუროგატად ქცევის,
რაც საბოლოო ჯამში კონსტიტუციის სიმბოლური
მნიშვნელობის დაკნინებით მთავრდება და
საზოგადოებაში მისდამი პატივისცემას ამცირებს
y რაც უფრო დეტალიზებულია კონსტიტუცია, მით
უფრო მეტია რისკი მისი პოლიტიზების, ხოლო
შედეგად – ხშირი გადასინჯვის
y პლურალისტურ დემოკრატიაში, სადაც ადამიანებს განსხვავებული
იდეოლოგია და ინტერესი აქვთ, კონსტიტუციის, როგორც
გამაერთიანებელი სიმბოლოს, უცვლელობა და მდგრადობა
განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს
y ყველაზე სტაბილური დემოკრატია იმ ქვეყნებშია, რომლებსაც ან
საერთოდ არ აქვთ წერილობითი კონსტიტუცია, ან პოლიტიკური
სისტემის შეზღუდვისას ძალიან ლაკონური დოკუმენტით
იფარგლებიან.
y ძირითადი კანონის ლაკონურობა და ზოგადობა შესაძლებლობას
აძლევს ადამიანებს, რომლებსაც დიამეტრულად განსხვავებული
აზრები აქვთ ჩვეულებრივი კანონების ირგვლივ, შეთანხმდნენ იმ
ფართო პრინციპებზე, რომლებიც საფუძველში უდევს პოლიტიკურ
პროცესს დემოკრატიულ საზოგადოებაში
y კონსტიტუცია კარგავს გამაერთიანებელ ძალას, თუკი მისი
დებულებები ცალკეული პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური
თეორიით ან იდეოლოგიითაა ნაკარნახევი
y სიმბოლური ეფექტისთვის გათვლილი ერთი შეხედვით უწყინარი
დებულებები სხვა და სხვა ინტერესთა ჯგუფებს ახალ-ახალი
ჯვაროსნული ლაშქრობებისა და იდეოლოგიური ომებისაკენ
უბიძგებს კონსტიტუციაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად.
y მართალია, კონსტიტუცია იდეოლოგიისგან
თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ იგი ვერც
ბოლომდე ფასეულობრივად ნეიტრალური იქნება.
y ქართული პოლიტიკური კულტურისათვის
ქრონიკულად თანმდევი პოლარიზაციის
მიუხედავად, არსებობს ფართო საზოგადოებრივი
კონსენსუსი ძირითად ფასეულობებთან
დაკავშირებით
y ეროვნული, სამოქალაქო და ეკონომიკური
თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელზედაც
უნდა აშენდეს ახალი საქართველო –
დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა,
ლიბერალური დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი
y ძირითადი კანონი განმსჭვალულია იმ საერთო
ფასეულობებით, რომელსაც პოლიტიკური თემი ეფუძნება და
რომელიც აწესებს ჩარჩოს უმრავლესობის მოქმედების
თავისუფლებისათვის
y კონსტიტუცია განსაზღვრავს თემში წევრობის პირობებს, იმას,
◦ თუ რა უფლებებს იტოვებენ მოქალაქეები თავისთვის და რა
უფლებამოსილებების დელეგირებას ახდენენ ისინი
სახელმწიფოზე,
◦ როგორ ახორციელებს სახელმწიფო თავის ხელისუფლებას და რა
არის მისი ძალაუფლების ფარგლები,
◦ როგორ ხდება ხელისუფლების შეცვლა, დავების გადაწყვეტა
◦ და ბოლოს, თავად ამ ფუნდამენტური წესების გადახედვა.
y კონსტიტუცია მხატვრული ნაწარმოები ან თეორიული
თხზულება არ არის. იგი ტროპული მეტყველებისგან
თავისუფალ ნორმატიულ ენაზე უნდა იყოს დაწერილი,
აღსრულებად წესებს უნდა შეიცავდეს და არა კეთილი
სურვილების კრებულს.
y ძირითად კანონში ხშირად ვხვდებით ისეთ
სიტყვათშეთანხმებებს, რომელთა ადგილი არათუ უბრალო
კანონებში, არამედ უფრო ფილოსოფიურ ტრაქტატებში,
პოლიტიკურ მანიფესტებში ან უბრალოდ – კარგი ქცევის
სახელმძღვანელოებშია.
y ჩვენს კონსტიტუციაში ყველაფერი პირიქითაა:
◦ ის რაც კანონმდებლის გონიერებაზე ან უმრავლესობის კეთილ ნებაზე
არ უნდა იყოს დამოკიდებული – ადამიანის უფლებათა და
სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები, ძალიან
სიტყვაძუნწად არის მოცემული
◦ სამაგიეროდ უქმი კონსტიტუციური ბრძნადმეტყველება თამამად
მიმოიხილავს ოკეანესა და ღია ზღვაში თევზჭერის საკითხებს.
კონსტიტუციური რომანტზმი
y არსებული კონსტიტუციის, ისევე როგორც შემოთავაზებული
ალტერნატივების მთავარი ხარვეზი ისაა, რომ იგი ინტელექტუალური
და მორალური სრულყოფილების დაშვებას ეფუძნება.
y ეს მოდელები შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც კოლექტიური
უსაფრთხოების არქიტექტურა და საერთაშორისო სამართალი იცავს
ერებს აგრესიისაგან და უზრუნველყოფს მშვიდობას, ხოლო ზნეკეთილი
და ყოვლისმცოდნე მოხელეები აკორექტირებენ ბაზრის ჩავარდნებს და
რაციონალური გეგმის შესაბამისად მართავენ ეკონომიკას საყოველთაო
კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად
y ჯეიმს მედისონი, ფედერალისტი # 51
◦ ადამიანები რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, ხელისუფლება საჭირო არ
იქნებოდა. ხელისუფლებაში რომ ანგელოზები ყოფილიყვნენ, არც მისი
შინაგანი კონტროლი იქნებოდა აუცილებელი და არც გარეგანი. როცა ისეთ
სახელისუფლებო სისტემას ვაყალიბებთ, რომელიც ადამიანის მიერ ადამიანის
მართვაზეა გამიზნული, მთავარი სიძნელე შემდეგი რამაა: ჯერ ერთი,
მმართველს უნდა შეუქმნა საიმისო პირობები, რომ აკონტროლოს ის, ვისი
მართვაც ევალება და მეორეც, იგი უნდა აიძულო, რათა საკუთარი თავი
გააკონტროლოს.
y თომას ჯეფერსონი, კენტუკის რეზოლუცია, 1798
◦ თავისუფალი სახელმწიფო ეფუძნება ეჭვიანობას და არა ნდობას.
ოქროს შუალედი
y კონსტიტუციის ძირითად ფუნქციას პოლიტიკური თამაშის წესების
ჩამოყალიბება წარმოადგენს, ხოლო თავად პოლიტიკის მიზნების განსაზღვრა
და სხვადასხვა ამოცანათა შორის წინააღმდეგობათა მოგვარება უკვე
კანონმდებლობისა და დემოკრატიული პროცესის პრეროგატივაა.
y ძირითადი კანონი უნდა აწესებდეს ხელისუფლების
განხორციელებაზე ისეთ ეფექტურ შეზღუდვებს,
◦ რომლებიც გონიერ პოლიტიკურ ლიდერებს ხელს არ შეუშლის, ემსახურონ
საზოგადოებრივ ინტერესებს და განახორციელონ უმრავლესობის
პოლიტიკური დაკვეთა,
◦ მაგრამ ხელშეუხებლად დაიცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას,
სამართლიან არჩევნებს, ინდივიდუალურ თავისუფლებებსა და
უმცირესობათა უფლებებს.
y კონსტიტუცია არ უნდა იყოს,
◦ ერთი მხრივ, იმდენად მოქნილი, რომ დაუცველად დატოვოს უმცირესობა
უმრავლესობის ტირანიის ან - რიგითი მოქალაქე ყოველდღიური
პოლიტიკის მანკიერებისაგან,
◦ მეორე მხრივ – არც ისე ხისტი იყოს, რომ გაუმართლებლად დააბრკოლოს
საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის აუცილებელი გარდაქმნები
უფლებათა ბილი 5 მგლისა და 1 ცხვრისათვის

y ლარი ფლინტი - უმრავლესობის მმართველობა


ინდივიდუალური უფლებების გარეშე იგივეა, რომ ხუთმა
მგელმა და ერთმა ცხვარმა უმრავლესობით გადაწყვიტონ, რითი
ისადილონ.
y ყველაზე ძველი, სტაბილური და ლაკონური კონსტიტუცია,
მისმა ავტორებმა, იმ აღვირს შეადარეს, მხედარ–ხალხს ცხენი–
სახელმწიფოს მართვისათვის რომ სჭირდება.
y დემოკრატია უმრავლესობის ტირანიაში რომ არ გადაიზარდოს,
აუცილებელია არსებობდეს კონსტიტუციით დაცული
ავტონომიური ზონა ადამიანის უფლებებისა და
დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის, სადაც
ყოველდღიური პოლიტიკა ადვილად ვერ შეაღწევს
y დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის აუცილებელია რომ
კონსტიტუციურმა ნორმებმა, სტანდარტებმა, ინსტიტუტებმა და
პროცედურებმა შექმნას დავების მოგვარების ჩარჩო და
განსაზღვროს საჯარო თუ კერძო მოთამაშეების ქმედებათა
ლეგიტიმურობის კრიტერიუმები
ადამიანის უფლებათა რეფორმა
y სამოქალაქო თავისუფლებების,
როგორც ნეგატიური უფლებების
გაძლიერება
y სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის
ძალაუფლების რებალანსირება
y პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო
y ნაკლები რედისტრიბუცია და საკუთრების
უფლებათა სტაბილობა
y სოციალური უფლებების გაუქმება
y განუსჯადია
y უარყოფს ხელისუფლებათა დანაწილებას
y ანტიდემოკრატიულია
მოსამართლე vs აიათოლა
y რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, საქართველოში, სადაც სასამართლოს
დამოუკიდებლობის პრობლემა დღემდე ბოლომდე მოგვარებული არაა,
სასამართლოს არაერთხელ მოუხდენია ხელისუფლების სხვა შტოების
უფლებამოსილებათა უზურპაცია და წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები
მიუღია.
y საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც უარი უთქვამს ემსჯელა სიკვდილით
დასჯის ან რელიგიური უმცირესობების უფლებების შეზღუდვაზე, აღუდგენია
საბჭოთა კონსტიტუციის მოქმედება ან, უფრო პროზაული მაგალითი –
ანტიკონსტიტუციურად გამოუცხადებია დენის ტარიფი.
y სასამართლოს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ყველა სამართლებრივი დავის
გადაწყვეტა, მაგრამ პოლიტიკური დავები არჩეულმა ლიდერებმა უნდა
გადაწყვიტონ, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან იმ ხალხის წინაშე, რომელსაც
ეს პოლიტიკა უშუალოდ ეხება.
y თუ არ გვინდა, რომ სასამართლოსაგან გუშაგთა საბჭო მივიღოთ, პოლიტიკური
დავები არ და ვერ უნდა გადაწყვიტოს იმ ორგანომ, რომელსაც არც დემოკრატიული
მანდატი გააჩნია და არც პოლიტიკური ანგარიშვალდებულება უმრავლესობის
წინაშე.
y რამდენადაც აქტიური უნდა იყოს სასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვაში,
იმდენად სიფრთხილეს უნდა იჩენდეს იგი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ან
კულტურულ საკითხებზე მსჯელობისას.
y სხვა შემთხვევაში სასამართლო პოლიტიზირების საფრთხეს თავიდან ვერ აიცილებს.
კონსტიტუციური სცილა და ქარიბდე

y ძლიერი სახელმწიფო ორლესული მახვილია


y ერთის მხრივ სახელმწიფოს უნდა შესწევდეს საკმარისი ძალა,
რათა დაიცვას მოქალაქეთა სიცოცხლე, თავისუფლება და
საკუთრების ხელშეუხებლობა გარე თუ შიდა წყაროებისაგან
მომდინარე აგრესიისაგან
y მეორეს მხრივ, სახელმწიფომ თავისი ძალა არა მხოლოდ
საგარეო მტრების, არამედ შინაური ოპონენტების
წინააღმდეგაც შეიძლება მიიმართოს
y ერთის მხრივ, მართვა მხოლოდ მართულთა თანხმობით უნდა
ხორციელდებოდეს
y მეორეს მხრივ, უმრავლესობის მმართველობა არა თუ არ
გამორიცხავს, არამედ პირიქით, ხშირად განაპირობებს
სიმდიდრის რედისტრიბუციას და ზღუდავს კერძო
საკუთრებასა და მეწარმეობის თავისუფლებას, რის შედეგადაც
დემოკრატია მძიმე ტვირთად შეიძლება დააწვეს ბაზარს
მყარი თამაშის წესები
y რაც მეტია
◦ ინსტიტუციური და პარტიული ვეტო
მოთამაშეთა რაოდენობა,
y რაც უფრო მაღალია
◦ თავად ვეტო მოთამაშეთა, აგრეთვე
კოლექტიურ ვეტო მოთამაშეთა
შემადგენელ ერთეულთა შორის
პოზიციათა პოლარიზაცია,
y მით უფრო სტაბილურია პოლიტიკა
y მით უფრო რთულია მთავრობისათვის
პირის გატეხვა და ცალმხრივად
თამაშის წესების სწრაფი და იოლი
შეცვლა.
ვეტო მოთამაშეები
y ვეტო მოთამაშე – ინდივიდუალური
და კოლექტიური აქტორი, რომლის
გარეშეც სტატუს ქვოს შეცვლა
შეუძლებელია

პრეზიდენტიალიზმი პარლამენტარიზმი
ინსტიტუციური ვეტო პარტიული ვეტო
მოთამაშეები მოთამაშეები
ვეტო მოთამაშეები საპრეზიდენტო სისტემაში

y ინსტიტუციური ვეტო მოთამაშეები


◦ პალატები
◦ შტატები
◦ სასამართლო
y პარტიული ვეტო მოთამაშე
◦ ოპოზიცია
ვეტო მოთამაშეები საპარლამენტო სისტემაში

y ვესტმინსტერული (მაჟორიტული)
მოდელი
◦ მხოლოდ 1 პარტიული ვეტო მოთამაშე
x ოპოზიცია
y კოალიციური (პროპორციული)მოდელი
◦ რამდენიმე პარტიული ვეტო მოთამაშე
x კოალიციური პარტნიორები
x ოპოზიცია
კლასიკური მოდელები

პარლამენტარიზმი პრეზიდენტიალიზმი
უნიკამერალიზმი ბიკამერალიზმი
უნიტარიზმი ფედერალიზმი
დისციპლინური პარტიები დეცენტრალიზებული პარტიები
საპარლამენტო სუვერენიტეტი სასამართლო ზედამხედველობა
საბიუჯეტო ხარჯები როგორც მშპ-ს %

პარლამენტარიზმი პრეზიდენტიალიზმი
37.29 % 19.86 %

საპარლამენტო სისტემაში მთავრობა


საშუალოდ მშპ-ს 17–18 %-ით მეტს ხარჯავს,
ვიდრე საპრეზიდენტო სისტემაში

y Torsten Persson, Gerard Roland, Guido Tabellini, Comparative


Politics and Public Finance, Journal of Political Economy, 2000,
vol. 108, no. 6, University of Chicago
y სტერეოტიპი: საპარლამენტო სისტემა
უფრო დემოკრატიულია
y სლოვაკეთი 90-იან წლებში -
ავტორიტარული პარლამენტარიზმის
მაგალითი
y პარლამენტარიზმის პირობებში
ნაკლები ინსტიტუციონალური ვეტო
მოთამაშეა
y უზურპატორს ნაკლები ბარიერი
ხვდება
ნახევრად
თავისუფალი, % არა თავისუფალი, %
თავისუფალი, %
საპრეზიდენტო
43 46 11
რესპუბლიკა
შერეული
22 34 44
რესპუბლიკა
საპარლამენტო
73 22 5
რესპუბლიკა
საკონსტიტუციო
59 26 15
მონარქია
შერწყმული
100 0 0
რესპუბლიკა

y საპრეზიდენტო რესპუბლიკა - პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, მისი არჩევა და


გადაყენება პარლამენტზე არაა დამოკიდებული
y შერეული რესპუბლიკა - აღმასრულებელი ხელისუფლება განაწილებულია პრეზიდენტსა და პრემიერ
მინისტრს შორის.
y საპარლამენტო რესპუბლიკა - აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება პრემიერ მინისტრის მიერ,
რომელიც იმავდროულად პარლამენტის ლიდერია.
y საკონსტიტუციო მონარქია - ცერემონიული მონარქის პირობებში აღმასრულებელი ხელისუფლება
ხორციელდება პრემიერ მინისტრის მიერ, ან აღმასრულებელი ხელისუფლება განაწილებულია აქტიურ
მონარქსა და შორის
y შერწყმული რესპუბლიკა - ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო სისტემა, სადაც დე ფაქტო
პრემიერ მინისტრი პრეზიდენტის ტიტულს ატარებს
მშპ პერ კაპიტა,
აშშ დოლარი, მსყიდველუნარიანობის პარიტეტი

2008 წელი
ევროპის სავალუტო კავშირი 34,098.00
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა 14,637.77
ლათინური ამერიკა და კარიბები 10,709.1
საქართველო 4,862.92

1989 წელი
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა 6,074.97

http://siteresources.worldbank.org/DATASTATISTICS/Resources/GDP_PPP.pdf
http://www.economywatch.com/economic-statistics/economic-indicators/GDP_Per_Capita_PPP_US_Dollars/
http://www.economywatch.com/economic-statistics/Central-and-Eastern-Europe/GDP_Per_Capita_PPP_US_Dollars/
http://www.economywatch.com/economic-statistics/Georgia/GDP_Per_Capita_PPP_US_Dollars/
1950-დან1999 წლამდე დემოკრატიის დამხობის
ალბათობა თითოეული წლის განმავლობაში

მშპ პერ კაპიტა,


დემოკრატიის
გაზომილი 1985 წლის
დამხობის ალბათობა
PPP აშშ დოლარში
$1,000 მდე 1/12

$1,001 და $3,000 შორის 1/28

$3,001 და $6,055 შორის 1/61

$6,055 ზევით 0

Adam Przeworski, 2004, Economic Development and Transitions to Democracy


http://as.nyu.edu/docs/IO/2800/transwp.pdf
უწყვეტი დემოკრატიის ხანგრძლივობა

მშპ პერ კაპიტა, უწყვეტი


გაზომილი 1985 წლის დემოკრატიის
PPP აშშ დოლარში ხანგრძლივობა
$1,000 მდე 8.5 წელი
$1,000 და $2,000 შორის 16 წელი
$2,000 და $4,000 შორის 33 წელი
$4,000 და $6,000 შორის 100 წელი
$6,000 ზევით მარადიულად

Adam Przeworski, 2004, Economic Development and Transitions to Democracy


http://as.nyu.edu/docs/IO/2800/transwp.pdf
y სიმდიდრესა და დემოკრატიას შორის მყარი კორელაციაა
y მმართველობის ფორმასა და დემოკრატიას შორის
კორელაცია არაა
y ისტორიულად ევროპა უფრო მდიდარი იყო ვიდრე
ამერიკა
y ევროპაში ძირითადად პარლამეტარიზმი დამკვიდრდა,
ამერიკაში ძირითადად პრეზიდენტიალიზმი
y მდიდარმა ქვეყნებმა უფრო ადრე დაასრულეს
დემოკრატიის კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა,
საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო სისტემას
განეკუთვნებოდნენ
y ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის კონსოლიდაცია
დაგვიანდა არა იმიტომ, რომ აქ პრეზიდენტიალიზმი იყო
გავრცელებული, არამედ სიღარიბის გამო
y ბრიტანული კოლონიური გამოცდილების ქვეყნებს თუ
გამოვრიცხავთ, მესამე სამყაროს ქვეყნებში
პარლამენტარიზმის გამოცდილება წარმატებული არ
ყოფილა
შერეული საპრეზიდენტო სისტემა
y დიდია დემოკრატიის კოლაფსის რისკი
◦ ვაიმერის რესპუბლიკა
y ხელს უწყობს ექსტრემისტული
ძალების აღზევებას
◦ საფრანგეთის 2002 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებზე მოფაშისტო ლე პენის წარმატება
y ბიცეფალური აღმასრულებელი
ხელისუფლების შიგნით პრეზიდენტსა
და პრემიერს შორის უწყვეტი ცივი ომი
◦ ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომი
უკრაინა
y პარლამეტარიზმი პოლიტიკურად
უფრო არამდგრადია - მთავრობათა
ხშირი ცვლა
y პარლამენტარიზმში მთელი
ძალაუფლება ერთი პოლიტიკური
ძალის ხელშია თავმოყრილი, ვინაიდან
აღმასრულებელი ხელისუფლება
კანონმდებელთა მხარდაჭერის
პირობებში ხორციელდება
y უკანასკამოსანი დეპუტატები საკუთარ
აღმასრულებელ თანაგუნდელების
მიმართ მიმტევებელნი და დამდობნი
არიან
ვეტო მოთამაშეთა ანსამბლი
y მცირე სახელმწიფოს
კონსტიტუციური გარანტიები
y ნეგატიური უფლებები
y სასამართლო ზედამხედველობა
y ფედერალიზმი
y ბიკამერალიზმი
y პრეზიდენტიალიზმი
ლიბერტარიანული ბიძგის-შემცველი
არჩევანის არქიტექტურა

y პირის თავისუფლების შესაზღუდად


და სახელმწიფოს გასაზრდელად
ბევრი ვეტო მოთამაშის თანხმობა
უნდა იყოს აუცილებელი
y პირის თავისუფლების გაზრდა და
სახელმწიფოს შემცირება ვეტო
მოთამაშეთა მინიმალურ ოდენობას
უნდა შეეძლოს
ალქსანდერ ჰამილტონი, ფედერალისტი # 70
y ენერგია აღმასრულებელში კარგი
მმართველობის მთავარი მახასიათებელია.
იგი აუცილებელია გარე თავდასხმათაგან
ქვეყნის დასაცავად; იგი არანაკლებ
საშურია, რათა კანონმა იკანონოს და
საკუთრება დაცული იქნეს უსამართლო და
თვითნებური კომბინაციებისგან, რანიც
ჟამიდან ჟამს სამართლის აღსრულებას
აბრკოლებენ ხოლმე; რათა თავისუფლება
დაცული იყოს ავანტიურის, ამბიციის,
ვიწრო-პარტიულობის, ანარქიის
საფრთხისაგან.
გლობალიზაცია
y საქართველოს დღეს არა აქვს ისეთი ფუფუნების უფლება, რომ
შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები საგარეო
გამოწვევებისაგან იზოლირებულად მიიღოს
y უფრო მეტიც, ახლა საშინაო პოლიტიკა საგარეოს გაგრძელებაა
სხვა საშუალებებით და არა პირიქით, როგორც ეს ნორმალურ
ვითარებაში ხდება.
y ჩვენი ქვეყანა განიცდის მოდერნიზაციას და ეს პროცესი
გლობალიზაციის პირობებში მიმდინარეობს
y გლობალიზაციის ერის დაწყებამდე ბევრი სახელმწიფო
უპრობლემოდ აძლევდა საკუთარ თავს იმ ფუფუნების
უფლებას, რასაც საბიუჯეტო დეფიციტი, პროტექციონიზმი ან
სამთავრობო ინტერვენციონიზმი ქვია.
y თანამედროვე გლობალიზებული ეკონომიკის პირობებში
დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები ამა თუ იმ
ქვეყნისათვის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას
წარმოადგენს.
y ახალი კონსტიტუციის მთავარი გამოწვევა - არ დაუშვას
სახელმწიფოს წრეგადასული ზრდა
ბულგარეთი საქართველო
ნატოს და
ევროკავშირის წევრი, დედაქალაქიდან 40,
58-ე ან რომელიმე მთავარი
სხვა რუსული მაგისტრალიდან 6 და
არმიისაგან მთავარი პორტიდან
დაზღვეული 20 კმ-ში საოკუპაციო
საინვესტიციო ჯარი
გარემო
საშემოსავლო
საშემოსავლო და
გადასახადი - 20 %,
მოგების
მოგების გადასახადი
გადასახადები - 10 %
- 15 %
როგორ დავეწიოთ ესპანეთს 30 წელში

y 1989 წლის მშპ-ს 77% 1994 წელს აღარ არსებობდა


y 1950 წელს არსებულ ეკონომუკური განვითარების
დონეს საქართველომ მიაღწია მხოლოდ 2006 წელს
y საშუალო ქართველის ცხოვრების დონე
განვითარებული სამყაროს ანალოგიურ
მაჩვენებელს გაუტოლდეს, საქართველოს
დაახლეობით დასჭირდება 30 წელი,
რევოლუციიდან ომამდე არსებული ზრდის ტემპის
პირობებში
y გვჭირდება კონსტიტუციური მოდელი, რომელიც
უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდისათვის
მაქსიმალურად ხელშემწყობ თუ არა, მინიმალურად
ხელშემშლელ პოლიტიკურ გარემოს
მოდერნიზაცია: მონაწილეობა და ინსტიტუციონალიზაცია

y რამდენადაც მოდერნულ ქვეყნებს სტაბილობა ახასიათებთ,


იმდენადვე ტურბულენტურია თავად მოდერნიზაციის პროცესი
y ამჟამად საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს,
მოდერნიზაციის თანმდევი ურბანიზაციის შედეგად მიგრაცია ახალ
პოლიტიკურ სინამდვილეს შექმნის
y მოდერნიზაციის პროცესში მოლოდინების ინფლაცია უფრო სწრაფად
ხდება, ვიდრე მათი დაკმაყოფილებაა შესაძლებელი, შედეგად -
ფრუსტრაცია, რომელიც პოლიტიკური გააქტიურების მიზეზი ხდება.
y სტაბილობის შენარჩუნება დამოკიდებულია პოლიტიკური
ინსტიტუტების უნარზე, მოახდინონ ახალი სოციალური ძალების
აბსორბირება
y ტრადიციული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დაბალი
მონაწილეობა და დაბალ ინსტიტუციონალიზაცია მოდერნიზაციის
დაწყებასთან ერთად მაღალი მონაწილეობითა და დაბალი
ინსტიტუციონალიზაციით შეცვლება
y მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ გვექნება მაღალი მონაწილეობა
და მაღალი ინსტიტუციონალიზაცია
y ინსტიტუციურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ახალი სოციალური
ძალების პოლიტიკურ სისტემაში შესვლის პროცესის მოდერირება და
ამ ძალების სოციალიზაცია, რათა მათმა მოზღვავებამ პოლიტიკური
სისტემის რღვევა არ გამოიწვიოს.
სოციალური მობილიზაცია
= სოციალური ფრუსტრაცია
ეკონომიკური განვითარება

სოციალური ფრუსტრაცია
= პოლიტიკური მონაწილეობა
მობილობის შესაძლებლობები

პოლიტიკური მონაწილეობა
პოლიტიკური ინსტიტუციონალიზაცია
= პოლიტიკური არასტაბილურობა
უფასო ყველი და მონაწილეობის ხაფანგი

y გლობალიზაციის ერამდე ეკონომიკური განვითარებისათვის


ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად საკმარისი იყო
ძალაუფლების დანაწილება, რათა სახელმწიფომ ადვილად ვერ
შეძლოს კერძო პირებთან დადებული სოციალური კონტრაქტის
პირობების ერთპიროვნული გადახედვა
◦ ინგლისის დიდებული რევოლუცია
y გლობალიზაციისა და აუტსორსინგის პირობებში მხოლოდ პირის
გატეხვის სიძნელე საკმარისი არაა
y გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თუ რის სტიმულირებას
ახდენს კონსტიტუციური მოდელი: ვეტო მოთამაშეთა
ინტერესების შეკრებას თუ გამოკლებას
y ინტერესთა დაკმაყოფილება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე
ხდება - უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია
y მონაწილეობის ხაფანგი – სპეციალურ ინტერესთა
ნაკლოვანებათა ურთიერთგაქვითვის ნაცვლად მათი შეკრება
ლოგროლინგის გზით
კანცეროგენული სახელმწიფო
y საარჩევნო კონკურენციის პირობებში ძალაუფლების
შესანარჩუნებლად ხელისუფალამ სხვა და სხვა
სპეციალური ინტერესს მეტი და მეტი უნდა გაუკეთოს
y სხვა თანაბარ პირობებში პოლიტიკური მონაწილეობისა
და სახელმწიფო ხარჯების ზრდა პირდაპირ
პროპორციულია
y ვარდების რევოლუციამდე სახელმწიფოს
გადასახადებისა და ქრთამების სახით მიქონდა
პროცენტულად თითქმის იმაზე 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე
რევოლუციის შემდეგ
y პოლიტიკურ არასტაბილობას ფისკალური ფესვებიც აქვს
- საგადასახადო ტვირთის ზრდა სოციალურ
უკმაყოფილებას იწვევს
ქრთამები და ჩრდილოვანი ეკონომიკა

y 2000
წ - ქრთამების
მოცულობა
y საწარმოს ბრუნვის 9 %
y მოქალაქეთა შემოსავლების 3 %

y 2003
წ - საქართველო
ბოლივიის შემდეგ მეორე
მსოფლიოში - მშპ-ს 68.2 %
მშპ, ლარი

y 2003 წ – 8 564 მილიარდი


y 2008 წ – 19 070 მილიარდი
y ზრდა – 2.2
საგადასახადო შემოსავლები, ლარი

y 2003 წ - მშპ-ს 13.9 %, 1 186 მილიონი


y 2008 წ - მშპ-ს 30.4 %, 5 791 მილიონი
y ზრდა - 4.8 ჯერ
საბიუჯეტო ხარჯები, ლარი
y 2003 წ – 1 207 მილიონი
y 2008 წ – 6 448 მილიონი
y ზრდა – 5.3 ჯერ
ცდუნება
y ფუძემდებელ მამებს კონსტიტუციის საკუთარ
თავზე მორგების ცდუნება ექნებათ
◦ რომ იცოდეს, რომ პოლიტიკოსი იქნება, დაინტრესებული იქნება
რომ მოწოდება სამსახურად იქცეს, პოლიტიკის კეთებაზე
პროფესიული მონოპოლია დააწესოს, მოქალაქეთაგან მეტი
ავტონომია ქონდეს
◦ რომ იცოდეს, რომ რიგითი მოქალაქე იქნება, დაინტრესებული
იქნება რომ პოლიტიკოსები კასტად არ იქცნენ, მათი
ანგარიშვალდებულება გაიზარდოს და იყოს მეტი კონკურენცია
◦ რომ იცოდეს, რომ ხელისუფლებაში მოუწევს ყოფნა,
დაინტრესებული იქნება რომ ძალაუფლების მაქსიმუმის
აკუმულირება მოახდინოს ხელისუფლების ხელში
◦ რომ იცოდეს, რომ ოპოზიციაში მოუწევს ყოფნა, დაინტრესებული
იქნება, რომ ხელისუფლების გამგებლობაში მყოფი ბერკეტები
შეასუსტო
◦ რომ იცოდეს, რომ ღარიბი იქნება, დაინტრესებული იქნება რომ
ქონების რედისტრიბუცია ადვილი იყოს
◦ რომ იცოდეს, რომ მდიდარი იქნება, დაინტრესებული იქნება რომ
მასების ჩართულობა შემცირდეს და საკუთრების
ხელშეუხებლობის გარანტიები გაიზარდოს
უმეცრების რიდის ქვეშ მყოფი
პატიმრის კონსტიტუციური დილემა
y სამართლიანი საზოგადოებრივი ხელშეკრულების
გასაფორმებლად, აზრობრივი ექსპერიმენტის ფარგლებში,
არავინ არ იცოდეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური
სისტემის შიგნით თუ რა როლი, პოზიცია, სტატუსი შეხვდება
y საწყის პოზიციაში მყოფ პირთა შორის კონსენსუსი
კონსტიტუციის ამერიკულ მოდელზე შედგება, ვინაიდან აქ
ყველას ინტერესი მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული
◦ პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების
◦ ხელისუფლებისა და ოპოზიციის
◦ უმრავლესობის და უმცირესობის
◦ მდიდრის და ღარიბის

ხელისუფლება ოპოზიცია
საპარლამენტო მოდელი მცირე მოგება მცირე წაგება
შერეული მოდელი დიდი მოგება დიდი წაგება
საპრეზიდენტო მოდელი ზომიერი მოგება ზომიერი წაგება
დანართი
y http://konstitucia.wordpress.com/
y ხელისუფლებათა გამიჯვნის,
შეკავებისა და გაწონასწორების
(ამერიკული) მოდელზე
დაფუძნებული კონსტიტუციის
პროექტი

You might also like