You are on page 1of 30

პროფ.

ტარიელ ფუტკარაძე

საქართველოს ისტორია
(მოკლე ვარიანტი)

შესავალი.
1. სხვადასხვა დამპყრობელთან მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში ჩამოიძერწა
ქართველური მეობა (იდენტობა) და სახელმწიფოებრივი კულტურა (რაც
გულისხმობს ცენტრალიზებულ, მაგრამ, ტოლერანტულ სახელმწიფოს).
ისტორიულად, ზოგი დამპყრობელი ახერხებდა საქართველოს დანაწევრებას თუ
ნაწილობრივ მიერთებას; ასეთ დროს საქართველოს ეკლესია რჩებოდა
ქართველთა მიერ შექმნილი სახელმწიფოს ურღვევობის გარანტად, ქართველი ერი
კი არასოდეს ეგუებოდა დამპყრობელს. საქართველოს ბოლო პერიოდის მთავარი
პრობლემაა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის -
აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის - დეოკუპაცია, ამ მხარეებიდან დეპორტირებული
მოსახლეობის თავიანთ სახლებში დაბრუნება, სამოქალაქო მშვიდობის დამყარება
და აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის მცხოვრებთა უფლებების დაცვა.
დღეს, მთელი მსოფლიო აქტიურად ადევნებს თვალს კავკასიაში მიმდინარე
პროცესებს; შესაბამისად, ამჟამად უფრო რეალურია საქართველოს
დემოკრატიული სახელმწიფოს აღორძინების პერსპექტივაც (ვიდრე ეს იყო მე-20
საუკუნეში) და საქართველოს ტერიტორიის აღდგენაც. ამ გზაზე არსებითი
მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო
საზოგადოებისთვის ისტორიული დოკუმენტებისა და ობიექტური კვლევების
მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის არსის
გარკვევასა და პოსტკონფლიქტურ პერიოდში მშვიდობიანი თანაცხოვრების სწრაფ
აღდგენას.

2. ყველა ადამიანს უფლება აქვს, იცოდეს საკუთარი ენობრივ-ეთნიკური


ისტორია, მაგრამ სხვა ეთნოსის მიერ შექმნილ სახელმწიფოში მცხოვრებ ინდივიდს

1
ყოველთვის არა აქვს ობიექტური ცოდნა საკუთარი ფესვების შესახებ (მაგ., თურქეთში
მცხოვრებ ლაზებს).

ობიექტური სწავლების პროცესს ართულებს ისიც, რომ ყოველი ერის


ისტორიის რამდენიმე ვარიანტი იქმნება; კერძოდ, ისტორიას ქმნიან
ჟამთააღმწერნი, მოცემული ქვეყნის სახელისუფლებო სტრუქტურების როგორც
ობიექტური, ისე მედროვე მემატიანენი და სხვადასხვა ხედვის მქონე
ისტორიკოსები; აგრეთვე, შორეული წარსულიც კი აღბეჭდილია ხალხის
მეხსიერებაში, ვინაიდან ამბავთა ციკლი, გადადის რა თაობიდან თაობაზე,
ლეგენდურ-ფრაგმენტული სახით ეძლევა შთამომავლობას... თქმულებებ-
გადმოცემებიდან, დოკუმენტური წყაროებიდან თუ მიწას შემორჩენილი
არქეოლოგიური მონაცემებიდან შესაძლებელია აღდგეს წარსული.
როგორც წესი, ისტორიული ფაქტების სხვადასხვაგვარი ანალიზი
შეპირობებულია დაპირისპირებული მხარეების განსხვავებული ათვლის სისტემების
თუ მოტივაციების არსებობით. თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში
შესაძლებელია უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებული ისეთი ისტორიის დაწერა,
რომელიც მაქსიმალურად დაახლოვებს დაპირისპირებულ მხარებს.
სინამდვილის კვლევას დიდად უშლის ხელს სამეცნიერო ასპარეზის
პოლიტიზებაც, რაც, როგორც წესი, იმპერიული სახელმწიფოების ნებისამებრ
ხორციელდება. სამწუხაროდ, ბოლო 80 წლის განმავლობაში, როცა მეცნიერული
აზრი მთელ მსოფლიოში შთამბეჭდავად განვითარდა, ქართველი ერის ცხოვრების,
კულტურის თუ ენის ისტორია, ძირითადად, საბჭოთა იმპერიის სქემით იწერებოდა;
მაგ., "რატომღაც" საბჭოთა კავშირში ნაკლებპერსპექტიულად ითვლებოდა:
ქართველური და ძველი წინააზიური კულტურების მიმართების ჰიპოთეზა, ივანე
ჯავახიშვილისა და არნოლდ ჩიქობავას მიერ ნალოლიავები იბერიულ-კავკასიური
ენების ნათესაობის თეორია და სხვა. სამაგიეროდ, მეტისმეტი სუბიექტურობითა და
ინტენსივობით შუქდებოდა რუსეთ-საქართველოს "მეგობრული" თანაცხოვრება;
უმწერლობო ენებად მიჩნეული ქართველური დიალექტების ბაზაზე, რუსეთის
იმპერიის იდეოლოგიური მრწამსის (დასაპყრობი ტერიტორიის მფლობელი ერის
დაშლა-დაქუცმაცება!) შესაბამისად, დაჩაგრულ "ხალხებს" უქმნიდნენ
"სამწიგნობრო ენებს". გარდა ამისა, ქართველობა წარმოიდგინებოდა რამდენიმე
დამოუკიდებელ ნაციად: საკუთრივ ქართველებად, ხევსურებად, თუშებად,
სვანებად, ლაზებად, მეგრელებად, აჭარლებად, მესხებად...

2
მეცნიერების პოლიტიზების თვალსაზრისით, საინტერესო მსჯელობა აქვს
გ.მელიქიშვილს:
“ქართველთა ეროვნული თვითშეგნება ძლიერდება XIX საუკუნის ბოლოს;
ამავე პერიოდში გამოქვეყნდა ფ.ჰომელის ახალი სამეცნიერო თეორია, რომლის
მიხედვითაც ქართველობის წინაპრებად მიიჩნეოდა კავკასიაში, ახლო
აღმოსავლეთსა და ევროპის დიდ ნაწილში განფენილი წინარეინდოევროპული
მოსახლეობა - “ხალხთა ალაროდიული ოჯახი: ელამელები, კასიტები,
ურარტუელები (მათი შთამომავლები არიან ქართველები), პელაზგები, ეტრუსკები,
ბასკები... ფ.ჰომელის სამეცნიერო თეორიამ გააძლიერა ქართველთა
კონსოლიდაცია, მაგრამ ამ დროს ქართველობის წინააღმდეგ ანტაგონისტურად
განეწყვნენ რუსეთის იმპერიის მესვეურნი და ამიერკავკასიაში არსებული ძლიერი
სომხური ბურჟუაზია…” (გ.მელიქიშვილი, ნა-რკვევები, I, გვ.329)…
ქართველთა ისტორიის მიმართ თვისობრივად ამგვარი (“გათიშე და იბატონე”)
ინტერპრეტირება რუსეთსა თუ ზოგ საზღვარგარეთულ წრეში გრძელდება დღესაც
(იხ., მაგ., ი. კორიაკოვის, ჯ.ჰიუიტის, ი.ზეირეკის, ვ.ფოირშტაინისა და სხვათა
შემოქმედება). გარეშე ძალები ახლაც ცდილობენ საქართველოში ენობრივ-
ეთნიკურ უმცირესობად გამოაცხადონ და ამ გზით დიდ სამწიგნობრო კულტურას
მოწყვიტონ: ლაზები, მეგრელები, სვანები (ვფიქრობ, ამგვარი ენობრივი დივერსია ზოგს
უნებურად გამოსდის საკმარისი სამეცნიერო ინფორმაციის ვერფლობის გამო; იხ., მაგ.,
http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html).

რუსეთის იმპერიის მიზანიც უცვლელია: საერთაშორისო საზოგადოებისა თუ


საქართველოს მოქალაქეების დეზორიენტირებით საქართველოს ტერიტორიის
თანდათანობითი ოკუპაცია და ანექსია, პარალელურად, ქართველობის ენობრივ-
ეთნიკური დაშლით ამ ტერიტორიის ისტორიული მფლობელი ერის სრული
ასიმილაცია.
უცვლელია ქართველ ერის, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მიზანიც:
საკუთარი სახელმწიფოებრიობის გადარჩენით ეროვნული იდენტობისა და
კულტურის გადარჩენა. თანამედროვე გლობალისტურ მსოფლიოში ეს მიზანი
მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი თანამედროვე მეთოდოლოგიით
შეიქმნება ქართველი ერისა და საქართველოს ისტორიის ახალი,
დეპოლიტიზებული და აკადემიური ისტორია. ამ ისტორიის ერთ-ერთ არსებით

3
ეპიზოდად მიგვაჩნია საქართველო-რუსეთის დოკუმენტურად აღნუსხული
200-წლიანი კონფლიქტი.
ბოლო 200 წელზე მეტია საქართველოს (/კავკასიის) ანექსიას ცდილობს
რუსეთის იმპერია; 1801 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოს ძალადობით გაუქმებით
რუსეთი კავკასიაში იწყებს სამხედრო ინტერვენციას; რუსეთ-კავკასიის თითქმის
ასწლიანი ომის დამთავრება რუსეთმა გამოაცხადა ჯერ კიდევ 1864 წელს (თუმცა, ეს
სისხლიანი ომი გაგრძელდა მომდევნო 100 წელშიც და სხვადასხვა ეპიზოდების სახით დღემდეც
გრძელდება; მაგ., საქართველო-რუსეთის ომი 1991-2009 წლებში და რუსეთ-ჩეჩნეთის ომი 1993-
2009 წლებში).
1864 წლიდან რუსეთის იმპერია უფრო ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური
დივერსიებით ცდილობს სრულად მოშალოს ქართველთა (კავკასიელთა)
ეროვნული ცნობიერება და ცალკეულ ეთნოსებად დაანაწევროს ქართველი ერი.
საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი სრულდება 1917 წლით, როდესაც
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დროებით იშლება რუსეთი იმპერია.
1918-20 წლებში ქართველი ერი ესწრაფვის ააღორძინოს თავისი
სახელმწიფოებრიობა, მაგრამ 1921 წლის დასაწყისში რუსეთის ბოლშევიკური
იმპერია კვლავ ძალადობის გზით აუქმებს ახალაღორძინებულ საქართველოს
სახელმწიფოს და ახდენს მის ოკუპაციას და ანექსიას.
საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ შეწყვეტილა: მე-20
საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთთან გეოპოლიტიკურ ჭიდილში სუსტდება
რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირი). ამ ფონზე საქართველოში ძლიერდება
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას
ხელმძღვანელობით ლეგიტიმური გზით - 1990 წლის 28 ოქტომბერის
მრავალპარტიული არჩევნებით - იღებს ძალაუფლებას. ეროვნულმა ხელისუფლბამ
1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
აქტი" და საბჭოთა იმპერიის შეარაღებული ძალებს მიანიჭა ოკუპანტის
სტატუსი.
1992 წლის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ისევ ძალადობის გზით დაამხო
საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, საქართველო ისევ მოაქცია თავისი
გავლენის ველში და უშუალოდ მიიერთა აფხაზეთი და ცხინვალის მხარე.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელახლა იწყება საქართველოს
გამოსვლა რუსეთის გავლენის ველიდან; პროცესი იურიდიულად მთავრდება 2008

4
წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის სამხედრო შენაერთებს საქართველოში
აღუდგა ოკუპანტის სტატუსი და საქართველო გამოვიდა ე.წ. დსთ-დან.
დღეს რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ანექსირებულია საქართველოს ტერიტორიის
20 % - აფხაზეთი, ცხინვალის მხარე, ახალგორის რაიონი და საჩხერის რაიონის
ნაწილი.
საქართველოს სახელმწიფოს სრული დეოკუპაცია არსებითადაა
დამოკიდებული საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფოებრივ
პატრიოტიზმსა და ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერაზე. ამ ორივე ფაქტორის
წარმატებით განსაზღვრა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე
კონფლიქტების არსის ობიექტურ გააზრებას.

ქართველი ერის ისტორიის პერიოდიზაცია.


იმპერიის მიერ პატარა ქვეყნის დაპყრობა აგრესიული გლობალიზაციის
გამოვლინებაა. ისტორია ადასტურებს, რომ ხალხის ფიზიკურ-გენეტიკური მოსპობა
თითქმის შეუძლებელია: ერისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს აგრესიის
"კულტურული" სახეობა - ენობრივ-კულტურული (ცნობიერი) ასიმილაცია
წარმოადგენს.
ეროვნულ-კულტურული თავისთავადობის (ეროვნული მეობის, თვითობის)
შენარჩუნებისათვის იმედდაუკარგავი ბრძოლის კარგი მაგალითია ქართველი ერის
ისტორია, თუმცა ქართველობამ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა.

5
სტრატეგიულად საინტერესო კავკასია დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების
მუდმივი ინტერესის ობიექტია. საქართველოს სახელმწიფო ამიერკავკასიის მთავარ
გეოპოლიტიკურ სიმლავრეებს ფლობს, ამიტომ დიდი იმპერიების ერთი ნაწილი
საქართველოსთან კეთილმეზობრული ურთიერთობით ახერხებდა კავკასიის (თუ
კავკასიონის უღელტეხილების) კონტროლს, მეორე ნაწილი კი საქართველოს
ავტოქთონი მოსახლეობის განადგურებით ცდილობდა ამ რეგიონის მიერთებას.
ქართველი ერის ისტორია და აწმყო უფრო თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა.
საქართველომ მრავალი დამპყრობლის შემოტევას გაუძლო და გადარჩა. ვფიქრობ,
ყველაზე რთული აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის მოგერიება, ვინაიდან ამ ქვეყანამ
აგრესიის ორივე ძირითადი ფორმა ერთდროულად გამოიყენა (და ახლაც
იყენებს): ავტოქტონი მოსახლეობის (ქართველების) ფიზიკური მოსპობისა
(გენოციდისა) თუ გადასახლების შემდეგ ითვისებს ცარიელ ტერიტორიას და,
პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობის დედაენის ნაცვლად რუსული ენის
თავსმოხვევით ცნობიერად შლის და იმსგავსებს (ასიმილირებას უკეთებს)
ადგილობრივ მოსახლეობას.

ქართველთა ენობრივ-ეთნიკური ისტორია სათავეს იღებს უძველესი


კავკასიურ-წინააზიური ცივილიზაციებიდან (საკითხის ისტორიისათვის იხ., ტ.
ფუტკარაძე, ქართველები, ქრისტიანობამდელი ეპოქა, 2005). ქართველურ-
კაავკასიური მოდგმის ხალხების წინარეისტორიულ ხანად ვვარაუდობთ კავკასიასა
და წინა აზიის დიდ ნაწილში განფენილ მტკვარ-არაქსის კულტურის ქმნადობის
პერიოდს.
ლოგიკური ჩანს მოსაზრება, რომ ძვ.წ. - ათასწლეულებში არსებული კოლხური
კულტურა შეიქმნა საერთოქართველური ენის მქონე ხალხისგან და იგი მოიცავდა
ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა: პიტიუნტიდან (ბიჭვინთიდან) სინოპიმდე
შავიზღვისპირეთს, ანატოლიის ნაწილის, რიონ-ყვირილას, ჭოროხის, მტკვრის ზემო
წელის (მცხეთამდე) ხეობებს, აგრეთვე, ცხინვალისა და ყობანის რეგიონებს.
სავარაუდოდ, ამ კულტურის ველში არსებობდა ქართველური უძველესი
სახელმწიფოები: კოლხა და დიაოხი.
ქართველი მემატიანენი კონკრეტულ მეფეთა აღრიცხვას IV-III საუკუნეების
ქართველი მეფეების - აზოსა და ფარნავაზის ისტორიით იწყებენ - სწორედ ამ
დროიდან ბერძენთათვის კარგად ცნობილი "ოქრომრავალი აია-კოლხეთი" მეფე
6
ფარნავაზისა და ეგრისის ერისთავის - ქუჯის აქტიურობით აღორძინდა ერთიან
სახელმწიფოდ, ძირითადი ცენტრით - მცხეთაში.
წელთაღრიცხვათა მიჯნიდან უფრო იოლია ქართველთა პოლიტიკური და
ენობრივ-კულტურული ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთებად წარმოდგენა.
უძველესი პერიოდიდან დღემდე ქართველი ერის სავარაუდო ისტორიული ჯაჭვი
ასეთ სახეს მიიღებს:
წინარექართველური ეპოქა - ძვ.წ. V-III ათასწლეულები;
კოლხური (საერთოქართველური) კულტურის ეპოქა - ძვ.წ. II ათასწლეულის შუა
პერიოდიდან ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდამდე;
სრულიად საქართველოს აღორძინება აზოს, ფარნავაზისა და ქუჯის ქართლად -
ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარი;
ქრისტიანობიდან გორგასალის მკვლელობამდე - ახ.წ. IV-V საუკუნეები;
არაბობიდან ახალ საქართველოს ხელახალ აღორძინებამდე - VII-X საუკუნეები;
დავით აღმაშენებელი და თამარი - ოქროს ხანა - XI-XII საუკუნეები;
დრო ლაშა-გიორგიდან გიორგი ბრწყინვალემდე - XIII- XIV საუკუნეები;
სპარს-თურქობის პერიოდი - პატარ-პატარა საქართველოებად დაშლა - XV-XVIII
საუკუნეები;
რუსობის პერიოდი - მეფე გიორგი მეთორმეტედან - პრეზიდენტ ზვიად
გამსახურდიას მკვლელობამდე - 1801-1991 წლები;
საქართველოს დეოკუპაციისა და ევროპასთან დაახლოების პერიოდი - 1992
წლიდან დღემდე.

7
საქართველო უძველესი დროიდან -1801 წლამდე.
ძვ.წ. V-III ათასწლეულებში კავკასიასა და წინა აზიაში ფართოდ იყვნენ
განფენილნი ერგატიული კონსტრუქციის ენის მქონე კავკასიურ-ხურიტულ-ხათური
ტომები. ძირითადად კავკასიურ-ხურიტულ მოსახლეობას უკავშირდება მტკვარ-
არაქსის კულტურა.
ძვ. წ. III ათასწლეულში ინდოევროპული და სხვა ტომების დაწოლით
"ერგატიული კონსტრუქციის ენის მქონე ხალხი" იწყებს სწრაფ დივერგენციას.
ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულიდან წელთაღრიცხვათა მიჯნამდე
საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ქართველური
(ქართველურ ენა-კავებზე მოლაპარაკე) ტომები: მუშქები/მოსხები/მესხები,
დაიანელები/დიაუხები/ტაოხები, კოლაელები, ტიბარენები, იბერები/სასპეირები,
ქუთები/კოიტები/კვიტები, კორაქსები, მარები, ბექეირები, ჰალიძონები/ხალიბები,
ხალდები/ქალდები, მოსინოიკები, დიძერები, ძიდრიტები,
მაკრონები/მაკროკეფალები, ფასიანები, მელანქლაინები, ეკრიკტიკეს
მცხოვრებნი/ეკექეირები, ჰენიოხები, სანები/ჭანები, სანიგები/სანიკები, ლაზები,
აფხაზები, აბასკები, აფსარები, სვანები/მისიმიელები, სვანო-კოლხები, ამარანტები
(კოლხური ტომი), ტუსკები, კახები, კუხები, ცხუმები, ფხოველები, ჰერები...

8
ჰალისის, მტკვრის, ჭოროხის, რიონ-ყვირილის, ენგურის, ლიახვის... ხეობებში
განფენილი ქართველური მოდგმა იმიერ-კავკასიაში მოსახლე ზოგ მონათესავე
ტომთან ერთად ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულიდან აქტიურად ქმნის დიდ
კოლხურ-ყობანურ კულტურას; კოლხური კულტურის შემქმნელი ხალხის
სახელმწიფოს ძირითადი ენა, სავარაუდოა, იყო საერთოქართველური კოინე/ენა.
ქართველთა ისტორიული სამწიგნობრო ენა – სასულიერო მწერლობის ენა
(ე.წ. ძველი ქართული ენა) ეფუძნება საერთოქართველურ ენობრივ კოინეს;
ქართული სამწიგნობრო ენის თანამედროვე ვარიანტი და ქართველური
დიალექტები (ლაზურ-მეგრული, სვანური, მესხური, ქართლ-კახური, რაჭული,
ჰერული, ფხოური...) უშუალო გაგრძელებაა საერთოქართველურისა და
ისტორიული სამწიგნობრო ენისა.
მეზობელ ხალხთა ენებში ქართველურიდან შესული ონომასტიკური მასალის,
ქართველური ნასესხობისა და ე.წ. თარიღიან ტოპონიმთა ანალიზი საფუძველს
გვაძლევს ვთქვათ, რომ თანამედროვე ქართველური ენა-კილოები (სამწიგნობრო
ქართული, მეგრულ-ლაზური, სვანური, ფხოვური, მესხური და სხვა კილოები)
სათავეს იღებენ წელთაღრიცხვათა მიჯნიდან.
ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულიდან არსებულ ქართველთა
სახელმწიფოს უმთავრეს ფუნქციას იმთავითვე განსაზღვრავდა კავკასიონის
სტრატეგიული უღელტეხილების ფლობა. ჯერ კიდევ პლინიუს დიდი წერდა:
"კავკასიის კარი სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფს"...
I-XV საუკუნეები საქართველოში გაბატონებას ესწრაფოდნენ: სპარსეთი
(ირანი), ბიზანტია, არაბეთი, მონღოლეთი, ოსმალეთი... საქართველომ გაუძლო
დიდი იმპერიების შემოტევას და პარალელურად დიდი კულტურაც შექმნა.
XVI-XVIII საუკუნებში ირანისა და ოსმალეთის მუდმივმა აგრესიებმა
საქართველო აიძულა მოკავშირე ეძებნა დასავლეთ ევროპაში, მაგრამ ინდოეთის
გზის ძიებაში ამერიკის პოვნით აჟიტირებულმა ევროპამ აღარ მოისურვა
საქართველოს გამო დაპირისპირებოდა ძლიერ აღმოსავლურ იმპერიებს.
თავდაპირველად, რუსეთი ერთმორწმუნეობის მოტივით ცდილობდა ნდობა
მოეპოვებინა საქართველოში და ამ გზით დამკვიდრებულიყო კავკასიაში (იხ. 1483
წ. მოსკოვში კახეთის მეფის ელჩების დოკუმენტური მასალა).
კავკასიისთვის ბრძოლის "გეოპოლიტიკურ ასპარეზზე" რუსეთის იმპერია XVI
საუკუნეში ჩნდება (მას შემდეგ რაც ივანე მრისხანე იერთებს ყაზანისა და
9
ასტრახანის სახანოებს). საქართველოში რუსეთის ჯარი, როგორც "მეგობარი
ქვეყნის" სამხედრო ძალა, პირველად შემოვიდა 1561 წელს (კახეთის მეფის -
ლევანის - თანხმობით), მაგრამ მალევე რუსეთმა თავი აარიდა ირანთან და
ოსმალეთთან დაპირისპირებას და 1563 წელს დატოვა ამიერკავკასია; მეტიც, 1564
წელს რუსებმა თავისი ჯარი გაიყვანეს ჩრდილოკავკასიიდანაც.
1587 წლის 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრემ მიიღო "წიგნი
ფიცისა", ხოლო 1589 წელს რუსეთის მეფე თეოდერემ საქართველოში (კახეთში)
გამოგზავნა "წყალობის სიგელი". "1587-1589 წლების ეს აქტები არის პირველი
ოფიციალური ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის (ნ. ასათიანი,
საქართველოს ისტორია, 2001, გვ. 269). კახეთის დაახლოებამ რუსეთთან
გააღიზიანა ირანი, რის გამოც საქართველო რამდენჯერმე ააოხრა შაჰ-აბასმა. 1601
წლიდან (სახელმწიფო გადატრიალება კახეთში) 1883 წლამდე ირანმა ფაქტობრივი
კონტროლი დაამყარა აღმოსავლეთ საქართველოში.
XVII-XVIII საუკუნების მიჯნაზე პეტრე პირველის რუსეთი ისევ ინტერესდება
კავკასიით (იხ., არტემი ვოლინსკის მოხსენება იმპერატორისადმი); პირველ რიგში
ის შეეცადა აზოვიდან განედევნა ოსმალოები და მოეპოვებინა გასასვლელი შავ
ზღვაზე. XVIII საუკუნის შუა პერიოდში პრუსისათან ომში ჩაბმული რუსეთი უკვე
ოსმალეთის გაღიზიანებას ერიდება და ხელს იღებს კავკასიაზე. 1768 წელს
ოსმალეთთან ომში ჩაბმული იმერეთის (დასავლეთ საქარველოს) მეფე სოლომონ
პირველი რუსეთს პარტნიორობას სთავაზობს; ამავე წელს იწყება რუსეთ-
ოსმალეთის ომი, რომელიც1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავით დამთავრდა (ამ
ზავის ერთი პუნქტი საქართველოსაც ეხებოდა).
1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში დაიდო ე.წ.
გეორგიევსკის ტრაქტატი, რამაც გააღიზიანა ოსმალეთიც და ირანიც; კერძოდ:
ოსმალეთის ინიციატივით მუსლიმანურმა სახანოებმა დაიწყეს ქართული სამეფო-
სამთავროების ხშირი დარბევები, ხოლო 1795 წლს 8-11 სექტემბერს ირანის
ახალმა ლიდერმა აღა-მაჰმად-ხანმა გაანადგურა რუსეთის შენაერთებისგან
მიტოვებული ერეკლე მეორის ჯარი.
მე-18 საუკუნის დასასრულს პატარა და სამეფოებად დაშლილ საქართველოს
ერთდროულად შეუტია ოსმალეთმაც და ირანმაც. საქართველოს განადგურება
დაასრულა რუსეთმა; კერძოდ ერთმორწმუნეობის მანტიით მოსულმა რუსმა
დამპყრობელმა 1801 წელს გეორგიევსკის ტაქტატის იგნორირებით და სამხედრო
10
ძალის გამოყენებით გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და მიიერთა საქართველოს
ეს ნაწილი (იხ. 1801 წლის 18 იანვრისა და 12 სექტემბრის მანიფესტები); რუსეთის
იმპერიამ მოგვიანებით დაიპყრო დასავლეთ საქართველოც (შდრ.: თურქეთს დარჩა
სამხრეთი საქართველო - ისტორიული მესხეთი).
რეგიონის სამ დიდი გეოპოლიტიკურ მოთამაშეთაგან კავკასიაში პოზიციები
დათმო ირანმა.

დოკუმენტური მასალა:
1770 წლის 16 ივლისს, რუსეთის იმპერიის კანცლერის, გრაფ ნიკიტა პანინის მიერ გენერალ
ტოტლებენისათვის გაგზავნილ საიდუმლო წერილში ვკითხულობთ:
"საქართველოში საქმე ისე უნდა წარმართოთ, რომ იქ მცხოვრებთა სული აქაური, რუსული
იყოს, ხოლო სხეული ქართული" ("...была бы душа здешняя, а тело грузинское").

შდრ., ამავე წელს იქმნება "იბერიელთა ერთობის ტრაქტატი".

11
საქართველო 1802-1864 წლებში: საქართველოსა და კავკასიის ნაწილ-ნაწილ
დაპყრობა.

1803 წელს ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ "გეორგიევსკის


ტრაქტატის" მსგავსი ხელშეკრულება გააფორმა ოდიშის სამთავროსთან; ეს
ხელშეკრულება ფაქტობრივად გააუქმა 1857 წელს, როცა სამეგრელოს
მმართველი ეკატერინე დადიანი იძულებით გაასახლეს რუსეთში (ოდიშის
სამთავროს გაუქმება იურიდიულად გააფორმა 1867 წელს).
1808 წელს იმპერიამ ანალოგიური ხელშეკრულება გააფორმა იმერეთის
სამეფოსთან; 1810 წელს ეს ხელშეკრულებაც დაარღვია და გააუქმა იმერეთის
სამეფოც.
1811 წლის 30 ივლისს იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანებით
გაუქმდა მცხეთის საკათოლიკოსო ტახტი - კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა
შეიცვალა ეგზარქოსით და საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას უკანონოდ
დაეპატრონა რუსეთის ეკლესია (სამართლიანობა აღდგა ერთი საუკუნის შემდეგ).
1834 წელს რუსეთი იქვემდებარებს სვანეთის სამთავროს, 1837 წელს -
წებელდასა და სამურზაყანოს.
1864 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა აფხაზეთის სამთავროც; ამავე წლის
ზაფხულში იარაღის ძალით დაიკავა კავკასიელთა უკანასკნელი წინააღმდეგობის
კერები: აჰჭიფსი და ფსხუ. დამპყრობელმა ადგილობრივი მოსახლეობის (აფხაზების
უბიხების...) დიდი ნაწილი გაწყვიტა, ნაწილი თურქეთში გაასახლა (რითაც
არსებითად შეცვალა შავიზღვისპირა რეგიონის დემოგრაფია) და ოფიციალურად
განაცხადა, რომ დაამთავრა კავკასიის დაპყრობა იარაღით (სინამდვილეში კავკასიის
დაპყრობითი სისხლიანი ომი დღემდე გრძელდება).
დოკუმენტური მასალა: საქართველოში განლაგებული რუსული არმიის მთავარსარდალი,
გენერალი ა. ტორმასოვი 1810 წელს იმპერატორ ალექსანდრე პირველს დასავლეთ საქართველოს
შესახებ სწერდა: "ამ საკმაოდ ვრცელი მხარის გაყოფით ოთხ სამფლობელოდ, როგორიც,
მაგალითად, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთია... ადვილი იქნება მისი შენარჩუნება... იმ
რაოდენობის რაზმებით, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან, მით უფრო კი მაშინ, როცა საშუალება
გვექნება, აუცილებელ შემთხვევაში ერთი მთავრის ძალა დავუპირისპიროთ მეორისას" (რ.
ლომინაძე, 2000, გვ. 128).
დოკუმენტური მასალა იხ. აგრეთვე: აფხაზეთი (ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან),
2007, გვ. 250-252.

12
საქართველო 1865-1917 წლებში: ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური
იმპერიული დივერსიები
რუსეთის იმპერიამ 1864 წელს გამოაცხადა კავაკასიის 100-წლიანი ომის
დამთავრება. ამის შემდეგ რუსეთი ააქტიურებს აგრესიის მეორე ფორმას:
კავკასიაში "დემოგრაფიული სიმძლავრის" არსებითად შესაცვლელად, რუსეთის
იმპერიის მოხელეები ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური კვალიფიკაციების
გაყალბებით იწყებენ კავკასიის ადგილობრივი მოსახლეობის, პირველ რიგში
ქართველების ეროვნული იდენტობის მოშლას. ამისთვის რუსეთი ადრიდანვე
ემზადებოდა; ამ თვალსაზრისით საინტერესოა შტაბსკაპიტან შახოვსკის 1834 წლის
მოხსენება მეფისნაცვალ გ. როზენისადმი:
"ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი იქნება, თუ სხვათა შორის [სვანეთში] შემოვიღებთ რუსულ
ღვთისმსახურებას, რაც მოაჯაჭვებდა ამ ხალხს თქვენთან. ამის შესასრულებლად აუცილებლად
მიმაჩნია: გამოვართვათ რამდენიმე სვან ღვთისმსახურს შვილები, ვასწავლოთ მათ საღვთო სჯული
რუსულ ენაზე, ვაკურთხოთ მღვდლებად და გავგზავნოთ თავიანთ ხალხში, რომელიც მათ
სიხარულით მიიღებს, ხოლო მამები საკუთარი ნებით დაუთმობენ ადგილს თავიანთ შვილებს".
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია უკვე ინტენსიურად
ცდილობს, საქართველოში დაამკვიდროს რუსული ენა; პარალელურად,
ესწრაფვის რა შეზღუდოს ქართული ენის გამოყენების არეალი აფხაზეთში,
სამეგრლოში, სვანეთში, იმპერიის მოხელეები აფხაზეთში ააქტიურებენ რუსულს,
ხოლო სამეგრელოში ოფიციალურ დოკუმენტებს გამოსცემს მეგრული კილოს
("ენის") მიხედვითაც. ამ თვალსაზრისით "სანიმუშოა" კავკასიაში რუსეთის მეფის
წარმომადგენლის - "ნამესტნიკ" ღენერალ-ფელდცეიხმეისტერის, მიხაილის 1867
წლის 27 იანვრის "კანონნი უფლებისათვის, რომელთაცა მოიპოვებენ გლეხნი ყმობიდან
გამოსულნი სამეგრელოში (ზუგდიდისა, სენაკის და ლეჩხუმის მაზრასა შინა)... ხელი მოწერილია:
ნაჩალნიკი გლავნის უპრავლენიისა კავკასიის ნამესტნიკი, სენატორი, სტატსსეკრეტარი ბარონი ა.
ნიკოლაი".

შდრ., მეგრული ვარიანტის დასახელება:


"თი უფლება შენი, ნამუსოთი სამარგალოს მახორუუ (მაზრეფი: ზუგიდი, სენაკი, ლეჩხუმა)
პატრონჭყორალიშე გშუულირი ყაზახეფი... ხე მოჭარილი რენ: ნაჩალნიკი კავკასიასი ნამესტნიკიში
დუდი მართველობაში, სენატორი, სტატსსეკრეტარი ბარონი ა. ნიკოლაი" (დოკუნებტი იხ. აქვე).
შდრ., ასევე:
1899 წელს გამოცემული მეგრული საანბანო სახელმძღვანელოს ავტორი ალ.
გრენი ამ წიგნის წინასიტყვაობაში აცხადებს: "ამ ანბანის შედგენისას მე მიზნად მქონდა,
როგორმე, თუნდაც არაპირდაპირ, გამომეწვია ნაციონალური ბრძოლისათვის მეგრელები,

13
რომელნიც ითელებიან უფრო ძლიერი ქართველი ხალხისაგან. ასეთი ბრძოლა, ჭეშმარიტად,
სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად, [იმ ანბანისა], რომლითაც
მეგრელი თავის აზრებს ისევე გამოხატავდა, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში - ქართველი" (ს.
ხუნდაძე, 1940, გვ. 104).

იდეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა, აგრეთვე, ქუთაისის გუბერნიის


სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ გერშელმანის 1900 წლის საიდუმლო
წერილი, სადაც მითითებულია, რომ: "...указом грузинско-имеретинской
синодальной конторы от 17-го марта 1898 г. за №2771, преподавание
грузынского языка в школах Абхазии и Самурзакани совсем
воспрещено..." ; ამ დოკუმენტით რუსები სამუზაყანოელ (გალელ!) მეგრელებს
სხვა ეროვნებად, ხოლო მათ მეტყველებას სხვა "ენად" წარმოაჩენენ და
უპირისპირებენ დანარჩენ ქართველებს (ე.დადიანი, ტ. ფუტკარაძე, რ. შეროზია,
"ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ" და საქართველო",
2009, გვ. 21-39).
იანოვსკების, ვოსტორგოვებისა და აშორდიების ქმედებებს სათანადოდ
პასუხობდა საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობა, სამღვდელოება და
ქართული ინტელიგენცია.
დოკუმენტური მასალა: თედო სახოკია (თქვენ რაღას მისდევთ?!"):
"...მკითხველს უკვე გაცნობილი ექნება პრესაში დაბეჭდილი წერილები ამ ავტონომისტთა
უსუსურობის, თუ გნებავთ, მოღალატური საქციელისა და ბოროტ ზრახვათა შესახებ. საერთო
აღშფოთების ჟამს არ შემიძლია ჩემი, როგორც ქართველისა, კერძოდ, სამეგრელოს მკვიდრის, ხმაც
არ შევუერთო და არ გამოვთქვა ჩემი გულისწყრომა სამეგრელოს ამ არამკითხე პატრონების
მიმართ.
როგორც ქართველი ერის განუყრელ, ორგანიულ ნაწილს, სამეგრელოს, რომელსაც თავისი
დღენი, რაც თავი ახსოვს, დედაქართველთან უცხოვრია საერთო ცხოვრებითა, მათთან ერთად ერთ
უღელში შებმულს უწევია ცხოვრების ჭაპანი, მათთან ერთად შეუქმნია საერთო კულტურა, ახლა,
ამდენ საუკუნეთა შემდეგ, ვიღაც გარეწარი გამოდის და ურჩევს - შენს ღვიძლს დედას გულიდან უნდა
მოსწყდეო?!.
როგორ, "საქართველოს სუვერენიტეტი" ჩაგრავს სამეგრელოსა, რომელსაც მთელი
საქართველო თვალის ჩინსავით ულოლიავებს? ნუთუ მეოცე საუკუნეში ვინმემ უნდა თქვას: მეგრული
სხვა არის და ქართული კიდევ სხვაო?! სხვა არის ის მეგრული, რომელშიაც თითქმის ასი პროცენტი
ქართული ძირის სიტყვებია? ის მეგრული, რომელიც წარმოადგენს აწინდელის ქართულის
შევსებას?! მეგრულს ოჯახში, შინაურობაში, ხმარობს ხალხი, მაგრამ მეგრული, როგორც
დამახასიათებელი ეროვნებისა, არ არსებულა, ყოველსავე შემთხვევაში ქრისტეს აქეთ. საუკეთესო
მცოდნენი ქართულის ენისა სამეგრელოს მოუცია ქართული კულტურისათვის. მარტო სახელოვანი

14
მქადაგებელი ანტონ ჭყონდიდელი და საქართველოს ისტორიკოსი და ქართული გრამატიკის
შემდგენელი თ.ჟორდანია კმარა, რომ სხვათა მთელი გუნდი არ ვახსენოთ.
ყოველივე "მეგრელ ავტონომისტთაც" მშვენივრად იციან. იციან და მაინც ვითომდა
"სამეგრელოს პროლეტარიატის" ქომაგთა როლსა კისრულობენ და გაიძახიან და ვითომ ვიღაცეები
უნდა დაარწმუნონ - სამეგრელოს ხალხი ცალკე ეროვნებას შეადგენს.
გვეთაკილება კიდეც კამათი ამ საანბანო ჭეშმარიტებაზე... მხოლოდ გვინდა, სამზეოზე
გამოვიტანოთ ნამდვილი მიზეზი ამისა - ეს უდავო ჭეშმარიტება სადავოდ რად გახდა, უხრიკავი
სახრიკავად რამ აქცია?
ყველას მოგეხსენებათ, რომ მეგრული ენის საკითხი რუსების შემოსვლამდე არ არსებობდა. ეს
საკითხი გაჩ-ნდა მას აქეთ, რაც რუსებმა საქართველოში ფეხი მოიკიდეს. როცა საქართველოს
სხვადასხვა სამთავროები გაუქმდა და ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა ნაწილები გაერთიანდა, რუსის
მთავრობამ იგრძნო ამ გაერთიანების საშიშროება და გადაწყდა ხელოვნურად შეექმნა დაქუცმაცება
ჩვენის ქვეყნისა. 1870-იან წლებში იერიში მიტანილ იქნა სამეგრელოს სკოლებზე. აქ სამინისტრო
სკოლებიდან ქართული ენა გამოდევნილ იყო, როგორც არადედაენა და პირდაპირ რუსულის
საშუალებით ასწავლიდნენ საგნებს. ასე იყო საქმე "სამოქალაქო" და "ნორმალურ" სკოლებში. ამ
სკოლებში მყოფი შეგირდები ქართულის,ანუ, როგორც ისინი ამბობდნენ და დღესაც ამბობენ,
"ჩქინობურას" ე.ი. (ჩვენებურას) წერა-კითხვას კონტრაბანდით, შინაურულად, მალვით თუღა
სწავლობდნენ.
ასე მიდიოდა სამეგრელოს გარუსების საქმე 1890 წლამდე. ამ ხნიდან იწყება უფრო
"დასაბუთებით"უარყოფა ქართული ენისა, როგორც სამშობლო ენისა, რომლის საშვალებით უნდა
მომხდარიყო. თანახმად რაციონალური პედაგოგიის მოთხოვნილებებისა, სწავლა-აღზრდა
სამეგრელოს მოზარდი თაობისა. ამ ხნიდან სცენაზე გამოდის კავ-კასიის სასწავლო ოლქის
მზრუნველი იანოვსკი (ტომით პოლონელი) და მისი მარჯვენა ხელი ლევიცკი (ისიც პო-ლონელი).
ლევიცკიმ ჯერ შემოიღო ეგრეთ წოდებული "მუნჯური" მეთოდი სკოლებში, რომლის მიზანი იყო
რუსული ენის შესწავლა ჯერ უშუალოდ, დედაენის დაუხმარებლად და მერე სრულიად განდევნა
ქართული ენისა საქართვე-ლოს სკოლებიდან. ლევიცკის "მუნჯურ" მეთოდს ხმალამოღებული
დაუხვდა ჩვენი ნეტარხსენებული პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი და აღმოსავლეთ საქართველოში
გასავალი არა ჰქონდა.
სულ სხვანაირად მიდიოდა საქმე იმერეთში, სადაც ლევიცკი სკოლების საგუბერნიო
ინსპექტორად იყო. განსა-კუთრებით იერიში მიიტანეს სამეგრელოს სკოლებზე. აქ ხელზე დაიხვიეს
მეგრულის არსებობა, რომელიც, ერთი შე-ხედვით, თითქოს სხვა, განსაკუთრებული ენა არისო. რა
თქმა უნდა, ლევიცკებისათვის ხელსაყრელი არ იყო აღიარება იმისა, რომ ეს სხვაობა მხოლოდ
გარეგნული იყო და რომ არსებითად ქართულ ენას, როგორც ლიტერატურულს და სამშობლო ენას,
უნდა დაეჭირა ადგილი სამეგრელოს სკოლებში.
ლევიცკიმ ხონის სემინარიის მასწავლებელ პეტროვს მეგრელთათვის ცალკე ანბანიც
შეადგენინა, რა თქმა უნ-და, რუსული ასოებით და იმავე სემინარიის მუშაკის და შემდეგში "ცნობილი"
თადა აშორდიას საშვალებით მეგრული ხალხური ზღაპრები თუ ლექსებიც ჩააწერინა; ეს
სახელმძღვანელო უნდა გამხდარიყო სამეგრელოს სკოლებში. თ. აშორდიას კარგი ადგილი მისცეს,

15
მატერიალურად უზრუნველყვეს, თან დაავალეს, ზუგდიდის მაზრაში ქართული ენა, თუკი სადმე
არსებობდა ასეთი, სკოლებიდან გამოედევნა და ხელი შეეწყო რუსული ენის განმტკიცებისათვის.
აშორდიას თავის მხრივ აგენტებიც გაუჩნდნენ და გააჩაღა საქმე; სამეგრელოს სკოლა
გადაიქცა ბავშვების დაჩლუნგებისა და გადაგვარების ერთგვარ ქარხნად. ერთი თოფის დაცლით
მთავრობამ ორი კურდღლის მოკვლა მოახერხა: სამეგრელოს სამინისტრო სკოლებიდან ქართული
გამოდევნა და გარუსების გზაზე შეაყენა სამეგრელოს მკვიდრნი.
სამშობლო ენას, ქართულ ენას თუ კიდევ სული ედგა სამეგრელოში, ისევ სამრევლო
სკოლებში. მიზეზი ამისა ის იყო, რომ ღვთისმსახურების ენა ეკლესიებში ქართული იყო და, რაკი
სკოლები მრევლში, ეკლესიებთან იყო გახსნი-ლი, ენაც ქართული უნდა ყოფილიყო სახმარად ასეთ
სკოლებში. გაიმართა ჯერ ყრუ ბრძოლა სამინისტრო უწყება-სა და ადგილობრივ სასულიერო
უწყებას შორის ამ ნიადაგზე, მაგრამ გამარჯვებული ჯერჯერობით სასულიერო უწ-ყება რჩებოდა,
მხოლოდ დიდხანს არა. ლევიცკიმ გადაწყვიტა სხვა მხრივ მოეარნა საქმისათვის. ამავე აშორდიას
ახალი მისია, გიორგი მთაწმინდელობა დააკისრა. აშორდიას უნდა "ეთარგმნა" საღმრთო წერილი
ქართულიდან მეგ-რულად. ეს, ლევიცკის აზრით, განდევნიდა სამეგრელოს სამრევლო სკოლებიდან
ქართულ ენას, მაგრამ მთელი სამეგრელო, როგორც ერთი კაცი, ფეხზე დადგა ასეთი უხამსობისა
და არამკითხე ჭირისუფლების წინააღმდეგ და ეს კოლექტიური გულისწყრომა და აღშფოთება
სამეგრელოს მკვიდრთა გამოიხატა მაშინდელი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლის
დასაბუთებულ მოხსენებაში, რომელშიაც სამეგრელოს წარმომადგენელი ერისკაცნი, სხვათა შორის,
ნიკო (დიდი) დადიანი მისთვის ჩვეული ოსტატობით ამტკიცებდა მთელს უგვანობას და
უსაფუძვლობას ასე-თი განზრახვისას. გრიგოლის მოხსენებას საფუძვლად დაედო მოხსენება
ეპისკოპოს ბესარიონისა, რომელსაც, რო-გორც სამეგრელოს მკვიდრს, მოსთხოვეს თავისი აზრი
წარმოედგინა მეგრულად საღმრთო წერილის თარგმნის შესა-ხებ. ეპისკოპოს ბესარიონის მიერ
შედგენილ კომისიაში, სხვათა შორის, მუშაობდა ჩვენი ისტორიკოსი თ. ჟორდანია, რომელმაც
სავსებით დაასაბუთა მთელი უაზრობა და ზედმეტობა ასეთი ცდისა.
ეპისკოპოს გრიგოლის მოხსენებამ ერთხანს შეაჩერა მეგრულად საღმრთო წერილის
მთარგმნელნი და, მაშა-სადამე, სამეგრელოს სკოლებში ქართული ენაც დარჩა.
მაგრამ, აჰა, საქართველოს საეგზარქოსოს საეპარქიო სკოლათა მეთვალყურედ დაინიშნა
დეკანოზი ივ. ვოს-ტორგოვი. ამჟამად საქართველოს სასულიერო უწყების სწავლა-განათლების
საქმეს სათავეში ჩაუდგა ანაფორას ქვეშ ამოფარებული ჯალათი და სულთამხუთავი ჩვენი სულისა,
ეს ებრაელთა იროდი ჩვენი ყრმებისა, ეს კარიერისტი და საუკეთესო განმახორციელებელი რუსთა
სახელმწიფოს მტარვალური მთავრობის გამარუსებელი და გამანადგუ-რებელი პოლიტიკისა.
მაბეზღარობა, ჯაშუშობა, გამცემლობა, მუხანათობა გაჩნდა მასწავლებელთა შორის...
განსაკუთრებით სამეგრელოსათვის შეიქმნა მძიმე დეკანოზ ვოსტორგოვის ფარფაში. იგი
თამამად იძახდა - მეგრელები სხვანი არიან, ქართველებთან საერთო არაფერი აქვთ და ამიტომ
ქართული ენა მათს სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს, მის მაგივრად რუსული, სახელმწიფო ენა,
ასწავლეთო. ბოლოს იმდენად გაკადნიერდა ეს ანაფოროსანი პოლიტიკანი, რომ პრესაშიაც გაბედა
ამის მტკიცება. ალბათ მკითხველს ახსოვს პროფესორ ნ.მარის პასუხიცა; აკადემიკოსმა ნ.მარმა
მიწასთან გაასწორა მეტიჩარა, პოლიტიკანობით დაბრმავებული დეკანოზი, რო-მელმაც ისეთ

16
სფეროში შეტოპა, სადაც არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა და გამოაჩინა მარტოოდენ უსუსურო-
ბა.
მაგრამ ახლა მეორე მხრიდან მოიტანეს იერიში ქართულ ენაზე. სოხუმის ეპარქიაში მთავრობა
რუს ეპისკოპოსებს გვიგზავნიდა. ამ ეპისკოპოსებმა და განსაკუთრებით არსენიმ ბრძანება გასცეს,
სამურზაყანოში და მთლიანად აფხაზეთშიც წირვა-ლოცვა რუსულად უნდა ყოფილიყო. სოხუმში
ჟანდარმერიის დახმარებით სდევნიდა სასულიე-რო მთავრობა ყველას, ვინც მრევლის
გულისნადების გამომჟღავნებას გაბედავდა და მოითხოვდა წირვა-ლოცვის შეს-რულებას სამშობლო
ენაზე ეკლესიებში. ვინ მოსთვლის, რამდენი ოჯახი აატირეს ამ ნიადაგზე.
1905 წ. რევოლუციამ ცოტათი შეანელა ჩვენი რუსიფიკატორების გულმოდგინება.
რევოლუციის შემდეგ, რე-აქციის დაწყებისთანავე, ბნელეთის ძალნი ისევ ამუშავდნენ. 1918 წ.
ფოთში მასწავლებელ სტეფანე გაგუას ინიცია-ტივით უკვე თვით მეგრელები გამოვიდნენ ლევიცკი-
ვოსტორგოვის მიერ დაწყებული საქმის განმგრძობნი, როგორც მოხალისენი. მაგრამ ყველას
ბალღთა ლაღობად მიგვაჩნდა მათი ნაცოდვილი და სერიოზულობაში არ ჩამოგვირთმე-ვია, სანამ
1925 წელს, როცა ყველაზე ნაკლებ მოველოდით ასეთი ავანტიურის გაღვიძებას, ზუგდიდში დაიწყო
ავტო-ნომიის ნიადაგის მზადება. მაფალუელთა ჯგუფმა მოსკოვში თხოვნა გაგზავნა: "გვიხსენით
საქართველოს სუვერენი-ტეტისაგან, სამეგრელოს "პროლეტარიატის საცოდაობას ნუღა უყურებთ
და უშუალოდ შეუერთეთ რუსეთის პროლეტარიატსო".
მკითხველს ნებას ვთხოვ, მეგრული ანდაზით მოვათავო ჩემი მოკლე საუბარი: "მწევარი
კურდღელს მისდევს, მაგრამ კურდღელი რაღას მისდევს? (წიარი კურდღელ მეთხოზუნია, მარა
კურდღელი მუს მეთხოზუნია?).
ლევიცკი-ვოსტორგოვები ყველამ იცის, რასაც მისდევდნენ, მაგრამ თქვენ, სამეგრელოს
"ავტონომისტებო", თქვენ რაღას მისდევთ?!.."

საქართველო 1918-21 წლებში

1918-20 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სამწლიან


პერიოდში, ბუნებრივია, ქართველთა ენობრივ-ეთნიკურ იდენტობაზე შეიზღუდა
იმპერიის ხელისუფლების ზეწოლა და დაიწყო ქართული ენის უფლებების აღდგენა.
პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ტრადიციული ქართული
ტოლერანტობით მოეკიდა უმცირესობების ენობრივ უფლებებს, რაც იმაშიც
გამოიხატა, რომ სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხვა
ეროვნების მოქალაქეებს თავიანთ ენაზე შეეძლოთ სიტყვით გამოსვლა, ხოლო
1918-21 წლების საქართველოს პარლამენტში არჩეულ დელაგატს უფლება
17
ჰქონდა, თავის ენაზე წარმოეთქვა სიტყვა, თუ ეს ენა იცოდა პრეზიდიუმის ერთმა
წევრმა მაინც. საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთს განესაზღვრა
ავტონომიური სტატუსი და სხვ.
1918-21 წლებში მომზადდა ბევრი იურიდიული დოკუმენტი დამოუკიდებელი
საქართველოს აღორძინებისათვის.

დოკუმენტური მასალა:

საქართველო 1922-1990 წლებში

რუსული იმპერიული პოლიტიკა უფრო აგრესიულად გაგრძელდა


საქართველოს 1921 წლის ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ. ლენინისა და შემდეგ
სტალინის, ხრუშჩოვის, ბრეჟნევის, გორბაჩოვის იმპერიაც ცდილობდა
საქართველოს არა მარტო ტერიტორიულ დანაწევრებას, არამედ ქართველთა
ცალკეული ჯგუფებისთვის ქართველური ისტორიის, კულტურის და ერთიანი
ენობრივი იდენტობის გაუცხოებას. სტალინმა და სხვა ბოლშევიკებმაც კარგად
იცოდნენ, რომ ერის დასანაწევრებლად პირველ რიგის ამოცანაა "ენათმეცნიერული
დივერსიებით" (დიალექტების დამოუკიდებელ ენებად გამოცხადებით) ერის
შემქნელი დედაენის გაუცხოება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამჟამინდელი რუსეთის
იმპერია (პუტინ-მედვედევ-დუგინის რუსეთი) ახლა უფრო დახვეწილი მეთოდებით

18
ცდილობს თავისი საუკუნოვანი მიზნის მიღწევას - ქართველი ერის დანაწევრების
გზით კავკასიაში სამუდამო გაბატონებას.
"ენათმეცნიერული დივერსიები" განსაკუთრებული აქტივობით განხორციელდა
გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისის საქართველოში (თუმცა ამ მხრივ
დღეს უფრო დიდი რისკფაქტორები ჩნდება!). ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი
ქართველი ერის მთელი ისტორიის მანძილზე:
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობის შემდეგ
სოციალურ-პოლიტიკური ტერორი მძვინვარებდა. თუ მეფის რუსეთი თავისი
გენერლების, სასულიერო პირებისა (იანოვსკებს, ვოსტორგოვებს, გერშელმანებს...)
და თითო-ოროლა ადგილობრივი რენეგატის (აშორდიების) საშუალებით
ცდილობდა ქართველთა დანაწევრებას, ბოლშევიკების ტაქტიკა უფრო ვერაგული
გახლდათ: დემოკრატიისა და სოციალური თანასწორების ლოზუნგით მოსული
დამპყრობელი თავის მიზნის აღსრულებას შეეცადა ადგილობრივი ბოშლშევიკ-
კომუნისტების გამოყენებით.
სტრატეგიული გეგმა იგივე იყო:
გრძელდებოდა არამარტო აფხაზების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელებისა
და სხვათა ამხედრება ქართველი ერის წინააღმდეგ, არამედ გეგმაზომიერად
ხორციელდებოდა ქართველთა ენობრივ-ეთნიკურ დანაწევრებაც. მეფის
მოხელეების მსგავსად, ბოლშევიკებმაც გამოაცხადეს, რომ მეგრელები, აჭარლები,
სვანები, ლაზები, იმერლები, ხევსურები, თუშები და სხვ. ქართველები არ არიან და
ქართველებისგან იჩაგრებიანო. აქვე ერთი დეტალიც უნდა აღინიშნოს:
აფხაზებს ჩააგონებდნენ, რომ ქართველი მათი ისტორიული მტერია, რომ
თითქოს, ქართველები იტაცებენ აფხაზთა მიწებს, ჩუმ-ჩუმად სახლდებიან იქ, ხელს
უშლიან აფხაზური კულტურის განვითარებას და სურთ მოსპონ აფხაზი ერი ; ზოგი
აფხაზი მართლაც იჯერებდა ამ სიცრუეს . არადა, რუსეთის მიერ აფხაზთა
გენოციდის შეჩერებას სწორედ ქარველი ინტელიგენცია ცდილობდა... დღესაც,
პირველ რიგში ქართველებს შეუძლიათ, შეაჩერონ რუსეთის მიერ აფხაზთა
განადგურებაც და, ზოგადად, კავკასიის სრული დაპყრობაც.
რუსეთის იმპერია "გათიშე და იბატონეს" პრინციპით მოქმედებდა
სამეგრელოშიც; ოღონდა აქ წინა პლანზე წამოსწია სხვა ტაქტიკური გეგმა; მაგ.,
"სოვეტიზაციის" პერიოდში რუსები სამეგრელოს მკვიდრ ბოლშევიკებს იმავეს ვერ
ათქმევინებდნენ, რასაც აფხაზებს, ამიტომ სხვა "იდეოლოგიური" ფონი მოიძებნა:
19
წინა პლანზე წამოიწია მეფის რუსეთის (პატკანიან-იანოვსკ-აშორდია-
ვოსტორგოვების) მიერ დამუშავებული თემა - "დავიცვათ დაჩაგრული მეგრული
ენა"; ამ "მოძრაობის" ბოლშევიკ ლიდერად მოგვევლინა საბჭოთა კავშირის
კომუნისტური პარტიის ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივანი ისაკ ჟვანია.
1925 წელს, ზუგდიდის პარტიულმა კომიტეტმა განიხილა საკითხი, ხოლო
იმავე წელს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის (კახიანი,
ოკუჯავა, ელიავა, გეგეჭკორი, ორჯონიკიძე) სხდომამ გამოიტანა დადგენილება
სამეგრელოს სკოლებსა და სასამართლოებში მეგრული ენის შემოღების, ასევე
მეგრული გაზეთის გამოცემის შესახებ. 1928 წელს მოსკოვიდან ჩამოვიდა ცკ
ინსტრუქტორი პშენიცინი, რომელმაც შემოიარა სამეგრელოს სოფლები და
დაასკვნა: "მეგრელ გლეხებს უნდა მივცეთ სკოლა, სასამართლო და პოპულარული
ბროშურა მშობლიურ ენაზე". 1929 წლის 25 მარტს ცკ მდივანმა კახიანმა მიიღო
დადგენილება მეგრული ენის პრივილეგიების აღსადგენად სკოლაში, სასამართლო
საქმის წარმოების, გამოძიების საქმეში. ამ დადგენილების მიხედვით იმ ადგილებში,
სადაც მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ქართული ენა არ იცოდა (!), საქმის
წარმოება და სასამართლოს წარმოება მეგრულ ენაზე უნდა შესრულებულიყო"... (ი.
ჟვანია, 1931, გვ. 147). ნიშანდობლივია: დადგენილების I და II პუნქტებში
ერთმანეთს უპირისპირდება ქართული და მეგრული; IV პუნქტში კი მითითებულია,
რომ დადგენილებები, განკარგულებები უნდა გამოქვეყნდეს როგორც სახელმწიფო
ენაზე, ისე მეგრულ ენაზეც.
ამგვარი ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა შეუძლებელი იყო რუსეთის
მთავრობის, კერძოდ კი სტალინის ნებართვის (ან მითითების) გარეშე. რუსული
იმპერიული მანქანა XVIII საუკუნეში დაწყებულ სვლას განაგრძობდა; "მავრის"
როლის შემსრულებელნი კი სხვები იყვნენ (ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე, ისაკ
ჟვანია, მამანტი კვირტია...).
1929 წლის ამ ავბედითი დადგენილების მერე ი. ჟვანიას და მის
თანამზრახველებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. დაიწყო მეგრული სიტყვა-ფორმებით
ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა. 1931 წ. იბეჭდება ი. ჟვანიას წიგნიც: "როგორ იბრძოდა
სამეგრელოს მშრომელი გლეხობა საბჭოების ხელისუფლებისათვის". იმპერიის
მესვეურნი ამ წიგნს რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ჩანს მისი 30-ათასიანი
ტირაჟითაც .

20
სამეგრელოში ბოლშევიკური "ენობრივი დივერსია" აქტიურად
ხორციელდებოდა 6 წლის მანძილზე (1929-1934). 1934 წელს მსგავსი
პუბლიკაციები შეწყდა; იმპერიის ხელისუფლებამ თანამდებობიდან გადააყენა ისაკ
ჟვანიაც, რომელიც მალევე ფიზიკურადაც მოიშორეს.
ცნობილია, რომ 30-იანი წლების შუა პერიოდიდან ი. სტალინი ცდილობს
მსოფლიოს დაანახოს მისი დაბადების ადგილის - საქართველოს - დიდი წარსული,
რუსთაველის გენიოსობა და ა.შ. პარალელურად, 1937 წელს საქართველოს
მთავრობის მეთაური ლ. ბერია "აღშოთებული" წერს სტალინს, რომ საკავშირო
აკადემიის ენათმეცნიერებისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტების მეცნიერები
"თავგზააბნეულები" არიან და "თავიანთი დასკვნებით ერთმანეთს
ეწინაღმდეგებიან" (წერილის პირველ ვარიანტში მათ "ველიკოდერჟავული" სულით
გაჟღენთილებად მოიხსენიებს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საარქივო სამმართველოს პერიოდული ჟურნალი: "საარქივო მოამბე", VI, 2009, გვ.
116).
საკითხი ეხება 1926 და 37 წლის აღწერების შედეგად საკავშირო აკადემიური
წრეების მიერ საქართველოს დაყოფას სხვადასხვა ეროვნებად. კერძოდ, 1926
წელს რუსეთის (იგივე საბჭოთა) აკადემიამ საქართველო ასე დაყო: ქართველები
(ქართლელები, კახელები, თუშები, ფშავ-ხევსურები, სომხები, ჯავახები, მესხები,
კლარჯები, ტაოელები, აჭარლები, გურულები, იმერლები, რაჭველები,
ლეჩხუმელები), მეგრელები, ჭანები, სვანები, ბაცბები.
საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის
შეხედულებით კი 1937 წელს ასეთი სურათი გვაქვს: ქართველები, მეგრელები,
ლაზები, სვანები, ბაცბები, აჭარლები.
იმავე წელს ანთროპოლოგიის ინსტიტუტს შეუდგენია თავისი ვარიანტი,
რომელიც შემდეგ საფუძვლედ დასდებია "ეროვნებათა ლექსიკონს". აქ უკვე
ქართველებად არიან მიჩნეული: მეგრელები, ლაზები, სვანები და ბაცბები, მაგრამ
აჭარლები ცალკე ნაციად არის დასახელებული. ლ. ბერია ყველა მასალას იცნობს,
მაგრამ აქცენტს აჭარლებზე აკეთებს და თხოვს სტალინს, ჩაერიოს და არ დაუშვას
ასეთი შეცდომა "ეროვნებათა ლექსიკონში", რადგან ეროვნებათა ასეთი დაყოფა
ეწინააღმდეგება ბელადის მოსაზრებებს ნაციის შესახებ.
რუსეთის იმპერიის მიერ ქართველი ერის იდენტობის (თვითობის) მოშლა
ახალი ინტენსივობით იგეგმება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან. 1978 წლის 14
21
აპრილს საბჭოთა იმპერიას ჰქონდა მცდელობა, გაეუქმებინა ქართული ენის -
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენის - ისედაც დაკნინებული სტატუსი.
რუსეთს უფრო "დიადი" გეგმები ჰქონდა; წარმოგიდგენთ მიხეილ სუსლოვის (1902-
1982) დახურული მოხსენების ფრაგმენტს, რომელიც გამოქვეყნდა პარიზის
ეროვნული საბჭოს ჟურნალში ("მებრძოლი საქართველო"; 26 მაისი, 2003 წელი):
"კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ ეს წებო თავის ძალას, თავის თვისებას არ
დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშაოთ რუსეთის გადარჩენის გეგმა, რომელიც სხვადასხვა
რესპუბლიკებში სხვადასხვა იქნება.
შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ გენერლებს უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური
საშუალება. მათ ჩამოსასახლებლად გვჭირდება შავი ზღვის სასაზღვრო ტერიტორია, სადაც,
როგორც მოგეხსენებათ, ქართველები ცხოვ-რობენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები
ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან, ადრე თუ გვიან, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს
დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ. მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან.
აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ
დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა.
დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის
მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოთ. პარალელურად ქართველები მეცნიერულად უნდა
დავარწმუნოთ, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვადასხვა ერის
წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუა-
ლებას მოგვცემს”.

22
საქართველო 1991 წელს: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
აქტი

1989 წლის 9 აპრილით საქართველოში იწყება ეროვნულ-


განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი, რომელიც დამთავრდა 1990 წლის
28 ოქტომბრის მრავალპარტიული, დემოკრატიული და არასაბჭოთა არჩევნებით. ამ
გზით ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა (ბლოკი: "მრგვალი მაგიდა -
თავისუფალი საქართველო") აღადგინეს საქართველოს სახელმწიფოს
დამოუკიდებლობა და რუსეთის სამხედრო შენაერთებს მიანიჭეს ოკუპანტის
სტატუსი.
საქართველოს კანონიერი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობდა აფხაზთა ენობრივ-კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და
ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბების
საკითხს. ეროვნული ხელისუფლება ზრუნავდა ასევე, ოსთა და საქართველოში
მცხოვრებნი სხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციისთვის. სამწუხაროდ, რუსულმა
პროპაგანდისტულმა მანქანამ გააყალბა ეროვნული ხელისუფლების საშინაო
პოლიტიკა და ქართველი რენეგატების დახმარებით რუსეთის მიერ ჩადენილი
ვანდალური ფაქტები ქართველებს გადმოაბრალა (მაგ., ცხინვალის ქართულ
სოფლებში დახვრეტილი ქართველები ეთნიკურ ოსებად გამოაცხადეს და სხვ.).
საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა
საერთო-სახალხო რეფერენდუმი და 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს
რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა. რუსეთი მიხვდა რომ ზვიად
გამსახურდიას ხელისუფლება კავკასის სამუდამოდ აკარგვინებდა.
1991 წლის შემოდგომაზე რუსეთმა დაიწყო დამოუკიდებლობისკენ მსწრაფავი
და რუსის ჯარისთვის ოკუპანტის სტატუსის მიმნიჭებელი ხელისუფლების დამხობის
გეგმის განხორციელება (სამწუხაროდ, დასავლეთს იმხანად მიზნად ჰქონდა აღმოსავლეთ
ევროპის, მათ შორის ბალტიის ქვეყნების გამოყვანა რუსეთის გავლენის ველიდან; კავკასია,
უკრაინა, მოლდოვა, შუა აზია რუსეთის გავლენის ველში დარჩა).
კრემლის ინსტრუქციების შესაბამისად, ქართველმა პუტჩისტებმა მოამზადეს
საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმა და განახორციელეს კიდეც (ეს

23
დადასტურებულია კიდეც ირაკლი ბათიაშვილის, ჯაბა იოსელიანის და სხვათა თვითაღიარებებით,
რომლებიც გამოქვეყნებულია წიგნებსა თუ ინტერვიუების სახით).

საქართველო 1992-2008 წლებში

1991 წელს რუსეთი არ შეეგუა საქართველოდან წასვლის პერსპექტივას.


მიუხედავად წარმატებული რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის
გამოცხადებისა, 1991-93 წლებში საქართველო მაინც აიძულეს რუსულ
გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენილიყო (მსჯელობისათვის ვრცლად იხ. ტ.
ფუტკარაძე, "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, ანუ მიმდინარე პროცესების შესახებ", გაზეთი
"საქართველოს რესპუბლიკა", 28 სექტემბერი, 1991 წ.).
1991–1992 წლების მიჯნაზე რუსეთმა საქართველოში ძალადობით შეცვალა
კანონიერი ხელისუფლება; "თავისად" დატოვებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში
რუსეთმა იარაღის ძალით დაამხო ასევე აზერბაიჯანისა და იჩქერიის კანონიერი
ხელისუფლებებიც (აღსანიშნავია, რომ გარკვეული ძალები დღემდე ჩქმალავენ ამ მოვლენის
არსს და საქართველოში კრემლის მიერ განხორციელებულ სამხედრო გადატრიალებას

"სამოქალაქო ომად" ნათლავენ).

1992-93 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის მხარეში კონფლიქტების


პროვოცირებით რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ამ ისტორიული ქართული
მიწებიდან განდევნა ავტოქთონი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (ქართველები,
კრემლის მოწინააღმდეგე აფხაზები, კრემლის მოწინააღმდეგე ოსები...).
ამის მიუხედავად, შევარდნაძის ხელისუფლებამ საოკუპაციო ჯარის სტატუსი
მოუხსნა რუსეთის სამხედრო შენაერთებს; მეტიც, დამპყრობელი "მეგობარ
ქვეყნად" გამოაცხადა და რუსულ ჯარს ე.წ. ქართულ-"აფხაზური" და ე.წ.
"ქართულ-ოსური" სინამდვილეში: ქართულ-რუსული კონფლიქტის ზონაში
სამშვიდობო მისია დაეკისრა.
1993 წლიდან კავკასიაში იწყება რუსული ექსპანსიის ახალი ეტაპი:
გენოციდისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ რუსული კაპიტალის
დრო დგება: ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე არსებულ
საქართველოს სტრატეგიულ სიმძლავრეებს ძირითადად რუსეთი ეუფლება.

24
დღეს დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ბათუმის მაგისტრალები. ამერიკისა და დასავლეთ
ევროპის სახელმწიფოებისთვის თუ აღმოსავლეთი ევროპა უფრო ღირსებისა და
უსაფრთხოების საკითხი იყო, შუა აზიის რესურსები და ამიერკავკასიის
ენერგომატარებლები მათთვისაც და თურქეთისთვისაც სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა: მხოლოდ ამიერკავკასიიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაში
იქნება ევროპა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი.
შევარდნაძის 10-წლიანი მმართველობის შემდეგ ამ და სხვა ფაქტორებმა
მალევე განაპირობა ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკური ბალანსის გარკვეული
კორექტირების აუცილებლობა:
2003 წლის "ვარდების რევოლუციის" მხარდაჭერით დასავლეთმა
შესამჩნევად გააძლიერა საქართველოში ევროატლანტიკური ორიენტაციის ძალები;
შედეგად, საქართველოს ხელისუფლების, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის
როლი გაიზარდა; ამან რუსეთში კიდევ უფრო გააძლიერა ამიერკავკასიაზე
გავლენის დაბრუნების სურვილი; შედეგად მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს აგრესია
- რუსული რევანშის მორიგი ეტაპი.
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის აქტიურობით, რუსული აგრესია
დედაქალაქის - თბილისის - მისადგომებთან შეჩერდა; ამ ისტორიულ მოვლენას
საქართველოსთვის ბევრი უარყოფითი და ზოგი დადებითი შედეგი მოჰყვა:
დაიღუპა საქართველოს ბევრი მოქალაქე (ქართული თუ ოსური
წარმომავლობისა), ათასობით ქართველი იქცა დევნილად; საქართველომ
ფაქტობრივად კიდევ დაკარგა ტერიტორიები (დალის/კოდორის ხეობა ანუ ზემო
აფხაზეთი, ახალგორის რაიონი, ცხინვალის მხარის ქართული სოფლები, საჩხერის
რაიონის სოფელი პერევი...); დასუსტდა საქართველოს სახელმწიფო; დიდი
ზარალი მიადგა სამხედრო პოტენციალს; გაიზარდა ალბათობა, რუსეთისგან
მართული “სეპარატისტული“ ძალების გამოყენებით დაიშალოს ქართული
სახელმწიფო. გარდა ამისა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
აღიარებით, გაჩნდა რეალური საფრთხე, ჩრდილო კავკასია იქცეს მუდმივი ქაოსის,
ტერორიზმისა და რადიკალური ისლამის ფორპოსტად.
აგვისტოს მოვლენების დადებით და სამართლიან შედეგადაა მისაჩნევი
საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ჯარისთვის ოკუპანტის სტატუსის
აღდგენასა და ამიერკავკასიაში ევროკავშირის გააქტიურებას.
25
საქართველო 2009 წლიდან

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს (2008) ომის შემდეგ კრემლი აკონტროლებს


საქართველოს უფრო მეტ ნაწილს, ვიდრე ომამდე. პუტინ-დუგინ-მედვედევის
რუსეთს ეს არ აკმაყოფილებს; რუსეთის აგრესიულ ხელისუფლებას არა მხოლოდ
ამიერკავკასიაზე, არამედ მთელ ევრაზიაზე სურს კონტროლი. აქვე აღვნიშნავ, რომ
26
საქართველოს სრული იზოლაციის მიზნით რუსეთი აქტიურად მუშაობს რუსეთ-
სომხეთ-ირანისა და რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების
მიმართულებითაც; რეგიონში მრავალმხრივი გეოპოლიტიკური ვექტორები
იკვეთება, რაც უფრო ართულებს საქართველოს პროდასავლური კურსის
პერსპექტივას.
საქართველოს უმთავრესი პრობლემა ისევ მოუგვარებელია:
ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაცია მომავლის საქმედ რჩება.

ქვეყნის სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრისთვის კიდევ ერთხელ


თვალი გავადევნოთ საქართველოს ბოლო 200 წლის გეოპოლიტიკურ
ისტორიას:
1801-1917, 1921-1990 წლებში რუსეთს გეოპოლიტიკური კონტროლი
უკანონოდ და უალტერნატივოდ ჰქონდა დამყარებული ამიერკავკასიაში და ახლა
ვერ ეგუება რეგიონში სხვა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენას.
ორ საუკუნეზე მეტია, ქართველი ერი კეთილმეზობლობას ესწრაფვის რუს
ხალხთანაც, მაგრამ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებაც ყველა
არალეგიტიმური ხერხით ცდილობს, თავისი გეოპოლიტიკური ამბიცია
დაიკმაყოფილოს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე.
საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება თავისი სასიცოცხლო
ინტერესების შელახვას. ეს რუსეთმაც იცის, ამიტომაც, გამუდმებით ცდილობს,
თვისობრივად შეცვალოს დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში და
დემოგრაფიული სიმძლავრის მართვით სამუდამოდ დამკვიდრდეს კავკასიაში;
კერძოდ:
- XIX-XXI საუკუნეებში ჯერ ე.წ. მუჰაჯირობით, შემდეგ კი რუსეთ-საქართველოს
1992-2008 წლების ომით რუსეთმა განახორციელა ქართველთა და ანტირუსულად
განწყობილ აფხაზთა გენოციდი საქართველოს ისტორიულ კუთხეში - აფხაზეთში.
აქ ჯერ ხელოვნურ საზღვრებში შექმნა აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიური
რესპუბლიკა; ახლა კი ცდილობს, ეს პროცესი დაასრულოს სატელიტი
"სახელმწიფოს" წარმოქმნით, სადაც აფხაზეთიდან გამოდევნილი ძირითადი
მოსახლეობის - ქართველების - ნაცვლად იცხოვრებენ პრორუსულად განწყობილი
აფხაზები, მიგრანტი სომხები, ახალჩამოსახლებული რუსები.

27
- XX-XXI საუკუნეებში რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო შიდა ქართლში -
ცხინვალ-ჯავის რაიონებში ოსეთიდან (ჩრდილოკავკასიიდან) ჩამოესახლებინა
თავისი მხარდამჭერი ოსები, რომელთაც ჯერ არალეგიტიმურად და ულოგიკოდ
შეუქმნა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის ავტონომია"; ახლა კი ცდილობს ამ ხელოვნურ
წარმონაქმნზე დაამყნოს კოკოითის რუსულენოვანი "სახელმწიფო". საკითხის
ისტორიისათვის აქ მოკლედ ვიტყვი: საბჭოთა პერიოდშიც და ამჟამადაც ჩრდილო
ოსეთის ავტონომიად წოდებულ ნომინალურ ავტონომიაშიც - რეალურ ოსეთშიც -
კრემლი ფაქტობრივად კლავს ოსურ ენასა და კულტურას; მაგ., ოსეთში არ
არსებობს ოსურენოვანო საშუალო თუ უმაღლესი განათლების შესაძლებლობა და
ოსური კულტურის აღორძინება-განვითარების პერსპექტივა; ოსეთშიც აქტიურად
მიმდინარეობს გარუსების პოლიტიკა. პარალელურად, ბესლანის ტრაგედიამ
აჩვენა, რომ ჩეჩენთა და ინგუშთა კვალად, კრემლი ახორციელებს ოსთა
გენოციდსაც (რუსეთის ენობრივი პოლიტიკის შესახებ ვრცლად იხ., მ. ტაბიძე, ენობრივი
სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები, თბ., 2005; თ.
გვანცელაძე, ენისა და კილოს საკითხი ქართველოლოგიაში, 2006).
- ბოლო 150 წელია რუსეთის იმპერიული ხელისუფლების შეკვეთით
პოლიტიზებული ენათმეცნიერები, ეთნოლოგები და ისტორიკოსები ამახინჯებენ რა
ქართველი ერის რეალურ ენობრივ-კულტურულ და ეთნიკურ-პოლიტიკურ
ისტორიას, ცდილობენ, ქართველთა დიდი ნაწილი არაქართველებად, მათი
ისტორიული საცხოვრისები კი არაქართულ მიწებად გამოაცხადონ. ამ მიზნის
მისაღწევად რუსეთის იმპერიის ხელისუფლება სამი მიმართულებით მუშაობს:
1. ფსევდომეცნიერული დებულებების საქართველოში პროპაგანდით
ცდილობს, რომ ქართველთა ნაწილს მაინც შეუცვალოს ეროვნული მეობა
(იდენტობა); მაგ., რუსეთისგან დაფინანსებული პირები დღემდე წარუმატებლად
ცდილობენ დააჯერონ სვანები, რომ მათი დედაენა არ არის ქართული ენა, რომ
ისინი ქართველები არ არიან;
2. მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს, დააჯეროს მთელი
მსოფლიო, რომ ქართველები არ არიან: აჭარლები, მეგრელები, ლაზები, სვანები,
ხევსურები, მესხები, თუშები და ა.შ. მათი მონაცემებით, საქართველოდ წოდებულ
სახელმწიფოში ეს "ეთნიკური ჯგუფები" "იჩაგრებიან" ქართველებისგან
(/ქართლელებისგან), რამდენადაც მათ საკუთარი "დედაენების" მიხედვით
არა აქვთ სამწიგნობრო კულტურა. ამ "ხალხებს" ე.წ. "ქართიზაციით" თავს

28
მოხვეული აქვთ "დამპყრობელი" ქართველების ენა; მსოფლიო უნდა დაეხმაროს ამ
"დაჩაგრულ" "ეთნოსებს".
3. საეჭვო ღირებულების "სამეცნიერო კვლევებით" ცდილობს, დააჯეროს
მსოფლიოს ელიტური წრეები, რომ არ არსებობს ერთიანი ქართული კულტურა;
რომ საქართველო მცირე იმპერიაა; რომ ქართველებმა (/ქართლელებმა) თავის
დროზე დაიპყრეს და დღესაც ჩაგრავენ "უმწიგნობრო ენების" მქონე "ხალხებს":
მესხებს, აჭარლებს, მეგრელებს, ლაზებს, სვანებს...
ამ ფონის შექმნის შემდეგ რუსეთისგან დაფინანსებული პოლიტიკური ძალების
დახმარებით უნდათ ქართული მხარეების ავტონომიზაცია და ე.წ. ფედერაცია-
კონფედერაციის გზით - საქართველოს დაშლა.
ერთი სიტყვით, მოვლენების არაადეკვატური ტერმინოლოგიური შეფასებითა
და ფაქტების არსის გაყალბებით რუსეთი ცდილობს, დაარწმუნოს მთელი
მსოფლიო, რომ საქართველო დასაშლელი "მცირე იმპერიაა", რომ აგრესორი
ქართველები "ჩაგრავენ" "განუვითარებელ" სხვა "ეთნიკურ ჯგუფებს" და სხვ.

სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 1991 წლის 9


აპრილიდან - 19 წელი გავიდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ
შეძლო იმპერიული ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური "ნაღმების" განეიტრალება;
მეტიც, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ახლა უფრო აგებს საინფორმაციო
ომს, ვიდრე ოდესმე. დღეს უკვე ევროპელი ჰიუტები თუ ფოიერშტაინები
აფრიალებენ "ყაზახიში გაზეთს" და დიდი ფინანსური გრანტებით "აღჭურვილი"
ატყუებენ მსოფლიოს, რომ თურმე ქართული ენის გავრცელების არეალი არ არის:
სამეგრელო, სვანეთი, ლაზეთი, იმერხევი, ცხინვალის მხარე, აფხაზეთი და
ქართველები არ არიან: მეგრელები, ლაზები, მესხები, სვანები... იხ., მაგ.:
http://linguarium.iling-ran.ru/maps/14-kartv.gif;
http://www.armazi.com/georgian/unicode/the_kartvelian_languages.htm;
http://titus.uni-frankfurt.de/didact/karten/kauk/kaukasm.htm)...
ამ დროს, "გრანტების" მიმღები ზოგი ჩვენი თაობის ქართველი თუ უცხოელი
მეცნიერი ცუდს ვერაფერს ხედავს ამ პოლიტიზებულ კვალიფიკაციებში.
ვფიქრობთ, ცივილიზებულ სამყაროსთან საქართველოს ინტეგრაციის
პროცესში არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საქართველოს ენობრივ-
ეთნიკური სიტუაციის აკადემიურ, დეპოლიტიზებულ აღწერებსა და კვალიფიკაციებს.

29
თუ საერთაშორისო საინფორმაციო ველი არ გათავისუფლდება რუსულიმპერიული
დეფინიციებსა და კვალიფიკაციებისგან (რომლებიც, საბჭოთა "მეცნიერების"
ინერციით დღესაც დომინანტურია საერთაშორისო საცნობარო ქსელში),
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქართველი ერის
იდენტობას დაუძლეველი საფრთხეები შეექმნება.

30

You might also like