You are on page 1of 17

G. Kavtaradze.

The Chronological Interrelations of Early Bronze Age Cultures of Palestine, Anatolia and Transcaucasia (in Georgian)

დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა


ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის

შრომები

IV
თბილისი

2006

ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო


მოღვაწის,
დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-
ეთნოგრაფიული მუზეუმის აღორძინების საბჭოს თავმჯდომარის,
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის საპატიო წევრის,
აკადემიკოს ანდრია აფაქიძის (1914-2005)
ხსოვნას

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო


დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა
ასოციაცია
საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი

რედაქტორი: გ. ღამბაშიძე

გამოცემა დააფინანსა ქ. თბილისის მერიამ


ISBN 99940-866-7-7

D. Baazov Museum of History and Ethnography of Jews of


Georgia

Works
IV

Tbilisi

2006

Dedicated to the Memory of Andria Apakidze (1914-2005)

Illustrious Georgian scientist and public figure,

Academician,

Honorable Member of the Association of the Georgian-Jewish Relations,

Chairman of the Restoration Council D. Baazov Museum of History and


Ethnography of Jews of Georgia

Ministry of Culture, Monuments Protection and Sport of Georgia

D. Baazov Museum of History and Ethnography of Jews of Georgia

Academy of Sciences of Georgia

Association of the Georgian-Jewish Relations

World Congress of Jews of Georgia

Editor: G. Gambashidze

The volume is published by the financial support of the Tbilisi City Hall
ISBN 99940-866-7-7

გიორგი ქავთარაძე

პალესტინის, ანატოლიისა და ამიერკავკასიის ადრეული ბრინჯაოს


ხანის კულტურათა
ქრონოლოგიური ურთიერთმიმართების საკითხისათვის
[გვ. 107:] უძველესი პალესტინისა და კავკასიის მოსახლეობისა და მათი
ცხოვრების წესის მსგავსება ძველი ქვის ხანამდე აღწევს, მაგრამ განსაკუთრებულ
სიახლოვეს ეს ორი რეგიონი ძვ. წ. III ათასწლეულში ავლენს, როდესაც როგორც
კავკასიაში, ასევე პალესტინაში თავს იჩენს ერთმანეთის მსგავსი ადრეული
ბრინჯაოს ხანის კულტურა. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ეჭვს გარეშეა,
რომ ეს კულტურა პალესტინაში ამიერკავკასიურ-აღმოსავლეთანატოლიური
წარმომავლობის მოსახლეობის დასახლების შედეგად იყო გავრცელებული (იხ.
ქვემოთ). მტკვარ-არაქსის კულტურა ანუ ადრეული ამიერკავკასიური კულტურა
ზოგიერთი სპეციალისტის შეფასებით გავს მრავალთავიან ურჩხულს, რომლის
შემადგენელი კომონენტების ურთიერთკავშირი ნაკლებად არის ცნობილი, ხოლო
ამ კულტურის შემოქმედთა მამოძრავებელი ძალები დღემდე არ არის დადგენილი
(1 : 508). მართლაც, ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში და III ათასწლეულის
დასაწყისში მტკვარ-არაქსის კულტურა ფართოდ ვრცელდება ახლო
აღმოსავლეთში; ამ კულტურის ლოკალური ვარიანტები ცნობილია აღმოსავლეთ
ანატოლიაში, ამუკის ველსა და ჩრდილოეთ სირიაში, პალესტინაში, დასავლეთ
ირანში.

უაღრესად ხელშემწყობ გარემოებას მტკვარ-არაქსის კულტურის (ამ ტერმინის


ფართო მნიშვნელობით, რომელიც შორს სცილდება ამ ორი მდინარის
შუამდინარეთს) დათარიღებისათვის წარმოადგენს ის გარემოება, რომ არსებობს
შესაძლებლობა ამ კულტურის სხვადასხვა ლოკალური ვარიანტებისათვის
აბსოლუტური, ანუ კალენდარული თარიღები განისაზღვროს, როგორც
მესოპოტამიური, ასევე ეგვიპტური ისტორიული ქრონოლოგიების მონაცემების
გათვალისწინებით.

მტკვარ-არაქსის კულტურის დათარიღებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სირია-


პალესტინაში გავრცელებული ამავე კულტურის (ე. წ. ხირბეთ-კერაკის კულტურის)
თარიღებს. ხირბეთ-კერაკული ნაწარმი პირველად ტიბერიადის ტბის სამხრეთ-
დასავლეთ ნაპირზე მდებარე ბეთ იერაჰის (ამჟამად ხირბეთ-[გვ. 108:]კერაკი)
ნამოსახლარ გორაზე იყო მიკვლეული უ. ფ. ალბრაითის მიერ (2 : 28). ეს კერამიკა
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩრდილოეთ პალესტინის ფენებშია
მიკვლეული, ჯეზრიილის ველზე, გალილეაში, იორდანის ზემო დინებაზე,
მეგიდოში, აფულაში, ბეთ შანში (XII-ადრეული XI), თელ კიშიონში, ხირბეთ
ყუნეითირაში, კანეშ ნაფთალში, ჰაზორში (XX-XIX), თელ ეშ-შუნაჰ V-ში (3 : 39).

ჯერ კიდევ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მართებულად აღნიშნავდა რ. ამირანი,
რომ ხირბეთ-კერაკის კულტურა პალესტინაში ადრეული ბრინჯაოს ხანის III
პერიოდში უეცრად და ყოველგვარი სტილისტური წინამორბედებისა და
ადგილობრივი ტრადიციების გარეშე ჩნდება და რომ იგი არ უნდა
განეკუთვნებოდეს რომელიღაც უცხო სახეობის ნაწარმის ადგილობრივ იმიტაციას,
არამედ შემოტანილი უნდა იყოს ამ კერამიკის დამამზადებლების
გადმოსახლებასთან ერთად (4 : 89). პალესტინაში სულ უფრო მეტი რაოდენობით
ხირბეთ-კერაკის კულტურის ძეგლების გამოვლენა და პალესტინის ადრეული
ბრინჯაოს ხანის II პერიოდის ფენებში დადასტურებული ნგრევის კვალი, მისი
აზრით, ხირბეთ-კერაკის კულტურის მატარებელი მოსახლეობის პალესტინაში
შეჭრას უნდა მიეწეროს (6 : 318). საინტერესოა რ. ამირანის დაკვირვება, რომ თუ
პალესტინის ხალკოლითური და ადრეული ბრინჯაოს ხანის I და II პერიოდის
კერამიკა მორგვზეა ნამზადი, ადრეული ბრინჯაოს ხანის III პერიოდის ხირბეთ-
კერაკული კერამიკა ხელით არის ნაძერწი; ამასთანავე, ახალი ტრადიციის მიერ
უგულვებელყოფილია, როგორც სამეთუნეო მორგვი, ასევე უფრო ადრეული
ხანებისათვის დამახასიათებელი მოხატული ორნამენტული სახეები. სამაგიეროდ
ჩნდება წითელ-შავპრიალა, ჩაზნექილ-ამობურცული ორნამენტით შემკული
ხელითნაძერწი კერამიკა (4 : 89-90). საყურადღებოა, რომ ადრეული ბრინჯაოს
ხანის III პერიოდში არ მომხდარა ამ ორი ტრადიციის შერწყმა ან ადრეული
მათგანის მთლიანი გაქრობა, ამის ნაცვლად აქ ადგილი აქვს აღნიშნულ ძველი და
ახალი კულტურული ტრადიციების მატარებელი მოსახლეობის თანაარსებობას (4 :
90).

ხირბეთ-კერაკის კულტურის უცხო ხასიათს პალესტინისათვის უნდა ავლენდეს


ჭურჭლის ფორმების პალესტინური, ხოლო შემკულობისა და ზედაპირის
დამუშავების მტკვარ-არაქსული იდეების შერწყმა (6 : 318). ვფიქრობ, ამასვე უნდა
ადასტურებდეს მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით, აიში, მტკვარ-არაქსის
კულტურისათვის დამახასიათებელი კერის ნალისებური სადგრების აღმოჩენა (6 :
318); პალესტინაში აღნიშნულ კერებს, აღმოსავლეთ ანატოლია-ამიერკავკასიის
მთიანეთისაგან განსხვავებით, [გვ. 109:] საკულტო მნიშვნელობის გარდა, სხვა
ფუნქციური დატვირთვა ნაკლებად ექნებოდათ. აღსანიშნავია, რომ ჯ. მელართის
შეხედულებით, მტკვარ-არაქსის კულტურაში კერის დიდი მნიშვნელობა ცივი და
ხანგრძლივი ზამთრის გამო უნდა ჩამოყალიბებულიყო (9 : 42). პალესტინის
ხირბეთ-კერაკის კულტურის კერის ნალისებური ზესადგრები განსაკუთრებით
ახალციხის ამირანის გორასა და აღმოსავლეთ ანატოლიის მტკვარ-არაქსის
კულტურის ძეგლებზე მოპოვებულ სადგრებთან პოულობენ მსგავსებას (10 : 97-98).
გასათვალისწინებელია, რომ ამუკის ველის ძეგლებზეც ნალისებური ფორმის
კერებთან ერთად თავს იჩენს აგრეთვე ამ ხანის პალესტინისათვის
დამახასიათებელი კერამიკა (11 : 260).

ხირბეთ-კერაკის ჭურჭელი გასაოცარ მსგავსებას ავლენს ამუკის ველის H-I


ფაზების წითელ-შავპრიალა კერამიკასთან, რომელიც იქ მთელი კერამიკული
ნაწარმის თითქმის ნახევარს შეადგენს, ხოლო საკუთრივ ბეთ იერაჰში ხირბეთ-
კერაკის კერამიკა მთელი ნაწარმის მესამედია (3 : 39). კერამიკაში გამოყენებული
თიხის ნეიტრონული აქტივიზაციის საშუალებით ჩატარებულმა ანალიზებმა
ცხადყო, რომ ამუკის მხარისა და პალესტინის ორივე ეს კერამიკული ნაწარმი, მათ
შორის ამ კულტურისათვის დამახასიათებელი კერები და კერის სადგამებიც,
როგორც ამუკში, ასევე პალესტინურ ნამოსახლარებზე, ბეთ იერაჰში, ჰაზორში და
ბეთ შანში ადგილზევე იყო დამზადებული. ეს გარემოება ყოველგვარი ეჭვის
გარეშე მიგვანიშნებს, რომ მეთუნეობის აღნიშნული ტრადიცია ლევანტში
გადმოსახლებული მოსახლეობის ჯგუფების შემოტანილი უნდა იყოს და არა
ვაჭრობისა თუ დიფუზიის შედეგად გავრცელებული (3 : 39). ჩ. ბიორნიც, ამ
კერამიკის დასამზადებლად ადგილობრივი თიხის გამოყენებით ასაბუთებდა მის
გავრცელებასთან ერთად სირია-პალესტინაში ახალი მოსახლეობის
გადმოსახლებას (13 : 50). ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ დღემდე ხირბეთ-
კერაკის კერამიკის არცერთი ნიმუში არ ყოფილა მიკვლეული ეგვიპტეში (3 : 41).

მტკვარ-არაქსის კულტურის პალესტინური ანუ “ხირბეთ-კერაკული” ვარიანტის


კერამიკა მართლაც იმდენად ახლოა ამუკის H და I ფაზების ნაწარმთან, რომ
ტერმინი “ხირბეთ-კერაკის კერამიკა” თანაბრად გამოსაყენებელი ჩანს ამუკის
ველის ნაწარმისთვისაც. თავისთავადაც, ტერმინოლოგიური მოსახერხებულობის
გამო, ამუკის ველის ამ ნაწარმს ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე “ხირბეთ-კერაკის
კერამიკის” სახელით. აღსანიშნავია, რომ ამუკის მხარე განიხილება ხოლმე,
როგორც პალესტინისა და აღმოსავლეთი ანატოლიის დამაკავშირებელი
კორიდორი (14 : 446). პალესტინის ადრეული ბრინჯაოს ხანის II პერიოდის B ფაზის
დასკვნით ეტაპზე პალესტინაში შეჭრილი და ადრეული ბრინჯაოს [გვ. 110:] ხანის
III პერიოდისათვის სათავის დამდები ხირბეთ-კერაკის კულტურის მატარებელი
მოსახლეობა აქ უშუალოდ ამუკის მხარიდან და ჩრდილოეთ სირიიდან უნდა
ყოფილიყო გავრცელებული, თუნდაც იმიტომ, რომ ხირბეთ-კერაკის კულტურის
ნაწარმი ჯერ ამუკის მხარეში და ჩრდილოეთ სირიაში ვრცელდება და მხოლოდ
შემდეგ იწყება მისი შეღწევა პალესტინაში (15 : 74; 16 : 79). ამუკის H ფაზა
შეესაბამება პალესტინის ადრეული ბრინჯაოს ხანის III პერიოდს და ორივე
მათგანი ხასიათდება ე. წ. ხირბეთ-კერაკის კულტურის წითელ-შავი პრიალა
კერამიკის მნიშვნელოვანი რაოდენობით. ამუკის H ფაზაში ეს კერამიკა ჩნდება
სხვა მხრივ სტანდარტული G ფაზის მასალის წიაღში. პოსტ-ხირბეთ-კერაკული
კერამიკის პერიოდს განეკუთვნება ამუკში მომდევნო I ფაზა, რომელიც J ფაზასთან
ერთად პალესტინის ადრეული ბრინჯაოს ხანის დასკვნითი სტადიებისა და შუა
ბრინჯაოს ხანის I პერიოდის თანადროულია (11 : 260-261, 263, 269). აღსანიშნავია,
რომ ამუკის H-I ფენებისათვის დამახასიათებელი კერამიკა ჯერ კიდევ ამუკის G
ფაზის გვიანდელ ფენებში იჩენს თავს (17 : 294, figs. 233 : 13—15, 234; pls. 33 : 9, 36 :
3).

ჩრდილოეთ სირიაში რას შამრას III A1 ფაზაში ხირბეთ-კერაკის კერამიკის საწყის


გამოჩენას ძვ. წ. 2900 წ. ათარიღებენ (18 : 236-237), ხოლო სამხრეთ პალესტინაში -
დაახლ. 2700-2650 წწ.; ეს გარემოება ახსნილია ხოლმე ამ კულტურის მატარებელი
მოსახლეობის ჯგუფების თანდათანობითი გადანაცვლებით ამუკის რეგიონიდან
სამხრეთისაკენ. უკანასკნელ ხანებში გ. ფილიპმა და ა. რ. მილარდმა ნაკლებად
დასაშვებად მიიჩნიეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში და სამხრეთ პალესტინაში
ერთი და იგივე წითელ-შავპრიალა თუ ხირბეთ-კერაკის გამოჩენას შორის 200
წლოვანი დროის შუალედის არსებობა და ფიქრობენ, რომ ლევანტში შემოღწევის
შემდეგ ამ კულტურის მატარებელი მოსახლეობა აქ საკმაოდ სწრაფად უნდა
გავრცელებულიყო (19 : 260, 284). მათი ვარაუდით, ხირბეთ-კერაკის კულტურული
ნაშთების უქონლობა ჰამასა და თელ დანს შორის მდებარე მხარეში და ახალი
რადიონახშირბადული თარიღები, რომლებიც ამუკსა და პალესტინაში ამ
კულტურის გავრცელების ხანას ერთმანეთთან აახლოებენ, შესაძლებლობას
იძლევა პალესტინაში მისი გავრცელების ხასიათის გადასინჯისათვის. ისინი
მხედველობაში იღებენ ლევანტის ჩრდილოეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთ
პალესტინას შორის არსებულ ხანგრძლივ კონტაქტებს, რას შამრა III A1 მასალის
ინტენსიურ სამხრეთულ კავშირებს და ხირბეთ-კერაკის კულტურის ნაშთების
დადასტურების ფაქტს სანაპირო ზოლის უკიდურეს სამხრეთით მდებარე თელ
არყააში; მათი აზრით, ამ ორ რეგიონს შორის ადგილი უნდა ჰქონოდა საზღვაო
გზით [გვ. 111:] განხორციელებული კონტაქტების უწყვეტ პროცესს (19 : 287-288).

ამუკის მხარისა და პალესტინის კერამიკის ურთიერთშეთანაპირება მართლაც


მოწმობს უფრო ადრეულ ხანებშიც მათ შორის არსებულ ინტენსიურ კონტაქტებზე.
მ. თადმორის აზრით, ამუკის G ფაზის შუაგულში გადიოდა გამყოფი ტეხილი,
კერძოდ 20-15 დონეებში არსებობას განაგრძობს F დონისათვის დამახასიათებელი
და პალესტინის ადრეული ბრინჯაოს ხანის I პერიოდის შესაბამისი მასალა, ხოლო
პალესტინის ადრეული ბრინჯაოს ხანის II პერიოდის მსგავსი ინვენტარის
შემცველი G ფაზის 15-12 დონეები ემთხვევა ეგვიპტის პროტოდინასტიურ
პერიოდს. მ. თადმორის დაკვირვებით, G და H ფაზების განმავლობაში ამუკის
მხარე წარმოადგენს სირია-პალესტინის კულტურულ ერთეულს, მაშინ როდესაც
კონტაქტები მესოპოტამიასა და კილიკიასთან – ჯერ კიდევ შესამჩნევი F ფაზის
ხანაში – სავსებით უჩინარდება (11 : 259).

ძვ. წ. IV ათასწლეულში პალესტინასა და ამიერკავკასიას შორის კონტაქტების


არსებობას შესაძლოა მოწმობდეს მკვდარი ზღვის დასავლეთით (ენ გედის
ოაზისის სამხრეთით) მდებარე ნაჰალ მიშმარის გამოქვაბულის განძში 442
ლითონის, უპირატესად სპილენძის ნივთების გამოვლენა, რომელთა შორის
გარკვეული რაოდენობა, სავარაუდოდ, ამიერკავკასიიდან შემოტანილი,
დარიშხანის მაღალი შემცველობით გამოირჩევა (3 : 27-28).

პალესტინის ხირბეთ-კერაკის კულტურის დათარიღებისათვის მნიშვნელოვან


გარემოებას წარმოადგენს აის სამლოცველოს მასალებში ხირბეთ-კერაკის
კულტურის თიხის ნაწარმის გამოვლენა, რამაც შესაძლებელი გახადა აღნიშნული
კულტურის საწყისი თარიღის პალესტინის ადრეული ბრინჯაოს ხანის III პერიოდის
დასაწყისისა და ადრეული ბრინჯაოს ხანის II პერიოდის დასასრულისაკენ
გადაწევა (6 : 318). პალესტინის ადრეული ბრინჯაოს ხანის II პერიოდის
დასასრული კი ეგვიპტის მეორე დინასტიის არსებობის ბოლო პერიოდის
თანადროულად არის მიჩნეული (20 : 17; 21 : 24; 22 : 63; 16 : 71) და დაახლ. XXVIII
საუკუნით უნდა დათარიღდეს, ხოლო მაღალი ქრონოლოგიით – XXIX საუკუნით
(23 : 204-206; შდრ. 24 : 165; 20 : 9, ნახ. I; 25).

ეგვიპტის ქრონოლოგიური სკალის დაძველება თავისთავად საბაბი გახდა


ხირბეთ-კერაკის კულტურის პალესტინაში გამოჩენის თარიღის
დაძველებისათვისაც. ამდენად ამ კულტურის საწყისი თარიღი არსებული
მონაცემების საფუძველზე ადრეული III ათასწლეულით უნდა განისაზღვროს.

კერძოდ, ეგვიპტის ისტორიული ქრონოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი ჩანს


მიახლოებით მაინც დათარიღდეს ხირბეთ-კერაკის კულტურის პალესტინაში
გამოჩენის ხანა. სამხრეთ პალესტინაში, [გვ. 112:] მკვდარი ზღვის ჩრდილო-
დასავლეთით მდებარე აის სამლოცველოში ამ კულტურის კერამიკა
გამოვლენილია ისეთი მასალის კონტექსტში, რომელიც საშუალებას იძლევა
განისაზღვროს მისი თარიღი პალესტინის ადრეული ბრინჯაოს ხანის II პერიოდის
დასასრულით ანუ ეგვიპტის მეორე დინასტიის დასკვნითი ხანით, ე. ი. არაუგვიანეს
ძვ. წ. XXVIII საუკუნისა.

ვინაიდან ხირბეთ-კერაკის კულტურის აღმოსავლეთანატოლიური წარმომავლობა


ეჭვს გარეშეა (იხ., მაგ., 29 : 83; 30 : 117), ხოლო მას ეგვიპტური მასალის მიხედვით
განსაზღვრული მასალა მოეპოვება, იგი, ეგვიპტის ისტორიულ ქრონოლოგიასთან
კორელირებით, გარკვეულ საყრდენს მაინც უნდა იძლეოდეს აღმოსავლეთ
ანატოლიისა და მასთან ერთად ამიერკავკასიის მტკვარ-არაქსული კულტურის
თარიღის განსაზღვრისთვისაც. საწყისი თარიღი პალესტინის ხირბეთ-კერაკის
კულტურისა მისი მსგავსების გამო მტკვარ-არაქსის კულტურის აღმოსავლეთ
ანატოლიის ვარიანტის შედარებით გვიანდელ ფენებთან, რომლებიც თავის მხრივ
სამხრეთ საქართველოს ახალციხის ამირანის გორის ზედა ფენების მასალას
უკავშირდებიან, უნდა წარმოადგენდეს ტერმინუს ანტე ქუემ-ის თარიღს როგორც
საკუთრივ პალესტინაში გამოჩენამდელი ხანის სირიისა და ამუკის ველის ხირბეთ-
კერაკის კულტურისა და აღმოსავლეთ ანატოლიის მასთან დაკავშირებული
კულტურის მასალისათვის, ისე საქართველოს მტკვარ-არაქსის კულტურის იმ
ფენებისათვის, რომლებიც ამირანის გორის ზედა ფენებზე უფრო ადრეულები
არიან. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, გამორიცხული არ
უნდა იყოს ხიზანაანთ-გორა-ქვაცხელების B დონის და მასთან ერთად
საქართველოს მტკვარ-არაქსის კულტურის ზედა ზღვრის დაახლ. ძვ. წ. III
ათასწლეულის ადრეული ხანებით დათარიღება.

როგორც ჩანს, ხირბეთ-კერაკის კულტურის მასალა აღმოსავლეთ ანატოლიის


მტკვარ-არაქსის კულტურის შედარებით გვიანი ხანის მასალებთან უნდა
პოულობდეს საერთოს. ამ მხრივ საყურადღებოა რ. ამირანის შენიშვნა, სირია-
პალესტინის ხირბეთ-კერაკის კერამიკაში რელიეფური სპირალის – ანატოლიის
მტკვარ-არაქსის კულტურის კერამიკაში ფართოდ გავრცელებული ორნამენტული
მოტივის – არქონის შესახებ (6 : 318). ტ. ჩუბინიშვილის აზრით, ხირბეთ-კერაკის
კულტურის კერამიკა ავლენს სამხრეთ ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ
ანატოლიის მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელი ფენებისათვის
დამახასიათებელ ზოგიერთ ელემენტს (31 : 82). ხირბეთ-კერაკის კულტურის
კერამიკის პროტოტიპებს ჰ. კოშაი და ჰ. ვარი ერზურუმის ფულურისა და კარაზის
ფენებში ხედავენ (15 : 74), ხოლო ჩ. ბიორნი ამ ნაწარმს ელიაზი[გვ. 113:]გის მხარის
მასალასთან აახლოებს (32 : 174). ო. ჯაფარიძის შეხედულებითაც, ხირბეთ-კერაკის
კერამიკა ყველაზე ახლოს დგას ელიაზიგის მხარეში გავრცელებულ იმ თიხის
ნაწარმთან, რომელსაც თავის მხრივ ბევრი აქვს საერთო არარატის ველისათვის
დამახასიათებელ კერამიკასთან (33 : 161). იგი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას,
რომ ხირბეთ-კერაკის კულტურაში აღმოსავლეთანატოლიური ტიპის ნალისებური
კერის სადგრებია წარმოდგენილი, ხოლო ამიერკავკასიის მტკვარ-არაქსის
კულტურისათვის დამახასიათებელი მრგვალი, შვერილიანი კერები იქ არ ჩანს
(33 : 159—160). შენიშნულია, რომ ხირბეთ-კერაკული კერამიკა სხვა “მტკვარ-
არაქსული” ნაწარმისაგან გამოირჩევა უფრო ძლიერი ორფერა ეფექტით,
კერძოდ, ძლიერად გაპრიალებული უშავესი ზედაპირითა და მკვეთრი წითელი
სარჩულით, აგრეთვე მთლიანი ბრწყინავი ზედაპირის ძლიერი გაპრიალებით;
ზედაპირი ხშირად აქვს ღარებით შემკული, რაც დაწინაურებული ტექნოლოგიური
დონის მაუწყებელია (14 : 446).

ო. ჯაფარიძის აზრით, მტკვარ-არაქსის კულტურა აღმოსავლეთ ანატოლიაში


თავისი განვითარებული საფეხურის ხანაში უნდა ვრცელდებოდეს (33 : 143).
როგორც ჩანს, ამიერკავკასიიდან აღმოსავლეთ ანატოლიაში ამ კულტურის
მატარებელი მოსახლეობა ორ, ერთმანეთისაგან ქრონოლოგიურად დაშორებულ
ნაკადად იჭრება. ადრეული მასალა დამოწმებულია ერზურუმის კარაზის ქვემო
ფენაში, გიუზელოვაში, ფულურში, აგრეთვე ქებანის კაშხლის აგებისას მიკვლეულ
ზოგიერთ ძეგლზე. აქ მოპოვებული მასალა ბევრ საერთოს ავლენს ახალციხის
ამირანის გორის უძველესი ფენის მასალასთან, რომელიც თავის მხრივ
თანადროული ჩანს ხიზანაანთ გორა-ქვაცხელების სტრატიგრაფიული
თანამიმდევრობის C1 ფენასთან (31 : 78-80).

საყურადღებოა ო. ჯაფარიძის დაკვირვება, ამირანის გორისა და კარაზის


მასალებში მტკვარ-არაქსის კულტურის სხვადასხვა ეტაპისათვის
დამახასიათებელი ელემენტების მსგავსი თანამიმდევრობით ასახვის შესახებ, რაც
მათ სინქრონულ განვითარებას უნდა მოწმობდეს; ორივე ძეგლის ზედა ფენებში
გამოჩენას იწყებს აგრეთვე არარატის ველის კულტურისათვის დამახასიათებელი
ჭურჭლის ფორმები და ორნამენტები (33 : 147). ო. ჯაფარიძის აზრით, აღმოსავლეთ
ანატოლიაში განსაკუთრებით ფართოდ სწორედ არარატის ველიდან მომდინარე
მტკვარ-არაქსის კულტურის ეს მეორე ნაკადი ვრცელდება (33 : 149-152). ტ.
ჩუბინიშვილი ამირანის გორის ყველაზე გვიანდელ მასალებს ცალკეული
კერამიკული ელემენტების მხრივ აახლოებდა თრიალეთის ყველაზე ადრეული
ყორღანების, გვიანდელი შენგავითის, ქვაცხელების ზედა ფენის და ხირბეთ-
კერაკის კულტურის მასალებთან (31 : 82). აღსანიშნავია, რომ არარატის [გვ. 114:]
ველის მასალას (შენგავითის II-III დონეები) უკავშირებენ აგრეთვე ჩრდილო-
დასავლეთ ირანში, იანიქ თეფეზე გამოვლენილ მტკვარ-არაქსის კულტურას,
რომელსაც, თავის მხრივ, აღმოსავლეთ ანატოლიაში გავრცელებულ მტკვარ-
არაქსულ მასალასთანაც აახლოებენ (34 : 51).
საფიქრებელია, რომ ფულურის (საქიოლი) და ერზურუმის ჩრდილოეთით მდებარე
გიუზელოვის ქვედა ფენები, აქ ნაპოვნი ინვენტარიდან გამომდინარე, ყველაზე
უფრო საქართველოში მიკვლეული ძეგლებიდან უახლოვდებიან ამირანის გორის
გვიანდელი მტკვარ-არაქსის მასალას (ე. წ. სამცხე-ჯავახეთის ადრეული ბრინჯაოს
ხანის მესამე ეტაპი). მათ შორის საერთოა ნალისებური კერის სადგამები
ანთროპომორფული გამოსახულებებით, სტატუეტები, ბიკონოსური, ხოლო ზოგჯერ
სამნაწილად დიფერენცირებული ჭურჭლები, პირგადაშლილი ქოთნები, ჭურჭლები
ჩაზნექილ-ამობურცული, გრავირებული გეომეტრიული ორნამენტებით,
რელიეფური ორმაგი სპირალებით თუ ზოომორფული გამოსახულებებით,
ნახევარმთვარისებრი ფორმის საკინძები, “ბორბლების მოდელები” და სხვ.

აღმოსავლეთ ანატოლიის მტკვარ-არაქსული კულტურის ქრონოლოგიური


ადგილის განსაზღვრისათვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ამ კულტურის
ნაწარმის გამოვლენას ერთი და იმავე ფენებში გვერდი-გვერდ მესოპოტამიური და
ჩრდილოსირიული წარმომავლობის მასალებთან. ამ მხრივ პირველ რიგში
გასათვალისწინებელია მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპისათვის
დამახასიათებელი, ე. წ. წითელ-შავპრიალა კერამიკის აღმოჩენა მალათიის
არსლანთეფეს VI А პერიოდის მასალაში, რომლის კერამიკული ნაწარმი
მთლიანობაში ავლენს გვიანურუკული (=არქაული ურუკი IV) კერამიკისათვის
დამახასიათებელ ნიშნებს (35 : 104-106). ა. პალმიერი შენიშნავდა, რომ
არსლანთეფეს VI А პერიოდის მონაცემები აყენებენ ამ ძეგლის კულტურული და
ქრონოლოგიური კორელაციის საკითხს გვიანურუკული პერიოდის მესოპოტამიის,
ჩრდილოეთ სირიის და სამხრეთ ანატოლიის სხვადასხვა საკითხებთან
მიმართებაში (35 : 106). ჩ. ბიორნის შეხედულებით, არსლანთეფეს და თეფეჯიქის
(ალთინოვას ველზე) მასალები ავლენენ გვიანურუკულ ელემენტებს, რაც, ცხადია,
მათ წიაღში მესოპოტამიური ეკონომიკური შეღწევის მანიშნებელი უნდა იყოს (36 :
159). თეფეჯიქის 3 ფენა წარმოადგენდა ჰაბუბა ქაბირას ურუკული ექსპანსიის
სახეობას და ამუკ F-G გარდამავალ ხანას განეკუთვნებოდა (37 : 213).

ჰასექ ჰოიუქის (ევფრატის მარცხენა ნაპირთან, ქ. ურფას მახლობლად)


მონაცემებით, ამ ძეგლზე გვიანი ურუკის უკვე საკმაოდ განვითარებულ ფაზაში
ადგილი უნდა ჰქონოდა ცხოვრების [გვ. 115:] იძულებით შეწყვეტას. ამ დროს,
როგორც ჩანს, არც შუა – ჰაბუბა ქაბირა სამხრეთი/თელ ყანასისა და ჯებელ
არუდას – და არც ზემო ევფრატული ძეგლების – არსლანთეფე (მალათია) VIA-ის
და თეფეჯიქის – არსებობის ხანა უნდა გადასცდენოდა (38 : 75). განსხვავებული
მდგომარეობა ჩანდა მდ. ხაბურის ზემო წელზე, სადაც თელ ბრაკში თითქოს
ფინალური ურუკ/ჯემდეთ ნასრის ფაზის ფენები დასტურდებოდა, მაგრამ მ. რ. ბეემ-
ბლანკეს აზრით, ძეგლის მასალის შესწავლა მოწმობს, რომ ორივე ზემოაღნიშნულ
რეგიონში ურუკელთა არსებობის დასასრული ხანა მეტნაკლებად თანადროული
უნდა ყოფილიყო და ამ მოვლენას საერთო, ზოგადრეგიონალური, ხასიათი უნდა
ჰქონოდა ჩრდილომესოპოტამურ მთისწინეთსა და შუა ევფრატის ველზე (38 : 76,
80).

ზემოჩამოთვლილი ძეგლები გვიანი ურუქის მოსახლეობის ანკლავებსა და


ავანპოსტებს წარმოადგენს და ყველა მათგანი თითქმის ერთსა და იმავე დროს
წყვეტს არსებობას, როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი
მოსახლეობის შემოჭრისა თუ მძლავრი მიწისძვრის შედეგად, თუმცა
შესაძლებელია ორივე ამ მოვლენას თითქმის ერთდროულად ჰქონოდა ადგილი.
ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ერთი რამ ცხადია, როგორც ზემო და შუა ევფრატის
ველზე, ასევე დასავლეთ ირანში, სადაც ამავე დროს წყვეტს არსებობას გოდინ
თეფე V-ის ურუკელთა კოლონია, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი
მოსახლეობა არღვევს ამ რეგიონებში ადრე არსებულ ურუკელთა ეკონომიკური
და შესაძლოა პოლიტიკური აქტიურობის შედეგად ჩამოყალიბებულ ერთიანი
სისტემის ქსელს (39 : 79).

აღსანიშნავია, რომ არსლანთეფეზე VI B1 პერიოდს წინამორბედი VI A


პერიოდისაგან სტრატიგრაფიულად გამოყოფს თხელი, ყავისფერი დანალექების
2-4 სმ ფენა, რომელიც ჩატარებული ანალიზების შედეგად გამოდგა, როგორც ჩანს,
VI A პერიოდს განკუთვნილი ხის ნაგებობების ჩაქცევის შედეგად წარმოქმნილი (40
: 523-524). არსლანთეფეს მომდევნო, VI B1 პერიოდის ნაგებობები წარმოადგენდა
ორმაგმწკვრივიანი წნელისგან ნაგებ თიხით შელესილ ფაცხა-სახლებს,
ამიერკავკასიულ-აღმოსავლეთანატოლიურ ტრადიციასთან დაკავშირებულს;
ამავე პერიოდის წითელ-შავი პრიალა კერამიკაც, ძეგლის გამთხრელთა
დაკვირვებით, ასევე ამიერკავკასიულ-აღმოსავლეთანატოლიური
წარმომავლობისაა (40 : 524, 536). ხაზგასასმელია, რომ არსლანთეფეს VI B
პერიოდის სამშენებლო დონეების დაურღვეველ სტრატიგრაფიულ
თანმიმდევრობაში ეს თიხით შელესილი წნულ-ფაცხებიანი VI B1 ფენა
წარმოდგენილია თითქმის მხოლოდ ხელით ნაძერწი წითელ-შავი მტკვარ-
არაქსული (ე. წ. ამიერკავკასიული) კერამიკით, რომელიც, როგორც ჩანს IV-III
ათასწლეულის [გვ. 116:] მიჯნაზე აქ შემოჭრილი და გაბატონებული უცხო
მოსახლეობის კუთვნილებაა, ხოლო მომდევნო VI B2 მასალაში ისევ ჭარბობს
სამეთუნეო მორგვზე ნამზადი ღია ფერის კერამიკა, რომელმაც ააღორძინა
ადგილობრივი გვიანურუკული ტრადიცია, ხოლო წითელ-შავი ქოთნები უკვე
იშვიათია (14 : 447-448). ამ ხელით ნაძერწი კერამიკის გამოჩენა აღნიშნავს მკვეთრ
განხეთქილებას წინამორბედ, VI A პერიოდის სამეთუნეო მორგვზე გამოყვანილ
გვიანურუკულ ტრადიციასთან (40 : 536, 572). არსლანთეფეს VI B1 ფაზაში
გამოჩენილმა ამიერკავკასიური წარმომავლობის მოსახლეობამ მნიშვნელოვნად
შეცვალა ამ სამოსახლოს ხასიათი (41 : 75). მ. ფრანჯიპანე შენიშნავს, რომ ასეთი
მკვეთრი ცვლილება გამოწვეული უნდა იყოს ტავროსის ჩრდილოეთით მდებარე
ევფრატის ველის სამოსახლოებში განსხვავებული კულტურული წარმომავლობის
მოსახლეობის გამოჩენით ამავე მდინარის ჩრდილოეთით განლაგებული
ამიერკავკასიული და აღმოსავლეთანატოლიური მხარეებიდან (40 : 572). თუმცა
არც არსლანთეფე VI A პერიოდის ფენებში მტკვარ-არაქსული თიხის ჭურჭლის
მიკვლევა უნდა იყოს მოულოდნელი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კულტურის
მატარებელთა შეჭრა არსლანთეფეში სწორედ ამ პერიოდში ხდება და ამ
მოვლენით აღინიშნება ამ პერიოდის დასასრული.

გ. ფილიპისა და ა. რ. მილარდის შეხედულებით, არსლანთეფე VI-ის თარიღები


ცხადყოფენ მალათიის რეგიონში წითელ-შავპრიალა კერამიკის გამოჩენის
საგრძნობ ადრეულობას ლევანტში ხირბეთ-კერაკის კერამიკის გავრცელებასთან
შედარებით (19 : 284). თუმცა ლ. ე. სთეჯერის მონაცემებით, ლევანტში აღნიშნული
კერამიკა სპორადულად მისთვის დამახასიათებელ ადრეული ბრინჯაოს ხანის III
პერიოდზე ბევრად უფრო ადრე იჩენს თავს, კერძოდ, კერამიკული ნეოლითისა და
ადრეული ბრინჯაოს ხანის I პერიოდის ხანაში (3 : 35).

ის გარემოება, რომ ამიერკავკასიული წარმომავლობის საგნების მართალია


შეზღუდული, თუმცა მუდმივი რაოდენობა იჩენს თავს არსლანთეფე VI A-ს
ადგილობრივ, გვიან ურუკულ კონტექსში, მ. ფრანჯიპანესა და ქ. მაროს აზრით,
უნდა აიხსნას ამიერკავკასიური მოსახლეობის აქტიურობით ამიერკავკასიის
მთიანეთსა და ანტი-ტავროსის ველებს შორის, რომლებიც ადგილობრივ
მოსახლეობას ამარაგებდნენ ხორცითა და ლითონის ნაწარმით (1: 504). ამდენად,
მიუხედავად იმისა, რომ მტკვარ-არაქსული მოსახლეობა ელიაზიგ-მალათიის
რეგიონში ადრეული ბრინჯაოს ხანის I პერიოდში უკვე მკვიდრად იკიდებს ფეხს,
მისი გამოჩენა საწყისი გამოჩენა ამ რეგიონში უფრო ადრე, გვიანურუკული ხანის
განმავლობაშია საგულვებელი. [გვ. 117:]

არსლანთეფეს მონაცემებით, პირველი გამოჩენა ორფერა, წითელ-შავპრიალა,


ხელითნაძერწი, თუმცა მაღალტექნოლოგიური დონის კერამიკული ნაწარმის
ცალკეული სპორადული ნატეხებისა დასტურდება VII პერიოდის დასასრული
ხანით. ისინი აქ, ამ ხანის სათავსო ნაგებობებშია მიკვლეული და ძალზე ახლო
დგანან ტექნოლოგიურად და ფორმით მომდევნო VI A პერიოდის ერთ-ერთ
ძირითად კერამიკულ ჯგუფთან. მ. ფრანჯიპანეს აზრით, ეს გარემოება ნათლად
მიგვანიშნებს, რომ ჯერ კიდევ არსლანთეფეს VII პერიოდის დამლევს ფუძნდება
მალათიის ველის ადგილობრივი თემების კონტაქტი ამიერკავკასიული
წარმომავლობის მოსახლეობასთან, რომელმაც დასაბამი მისცა ანატოლიურ
ადრეული ბრინჯაოს ხანის კერამიკულ ტრადიციას (14 : 443-444). საყურადღებოა მ.
ფრანჯიპანეს განცხადება, რომ აღნიშნულ რეგიონსა და ამიერკავკასიასა თუ
ჩრდილო-დასავლეთ ირანს შორის ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ IV
ათასწლეულის პირველ ნახევარშია დადასტურებული, თუმცა მათი ხასიათი არ
არის ბოლომდე ნათელი (14 : 443). ამიერკავკასიისა და ჩრდილო-დასავლეთ
ირანის ერთ კონტექტში მოხსენიება ამ კავშირურთიერთობათა ობიექტად მტკვარ-
არაქსის კულტურას უნდა სახავდეს.

ამიერკავკასიული წარმომავლობის წითელ-შავპრიალა, ხელითნაძერწი


კერამიკის სპორადული ნატეხების გამოვლენა არსლანთეფეს VII პერიოდის
გვიანდელ ხანაში, რომელსაც თვით მ. ფრანჯიპანე ძვ. წ. 3600-3400 წწ. ათარიღებს,
მოწმობს, რომ IV ათასწლეულის შუა ხანები უნდა მივიჩნიოთ terminus ante
quem-ად ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიისა და ამიერკავკასიის მტკვარ-
არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპის კერამიკისათვის. აღნიშნული
გარემოება, აღმოსავლეთ ანატოლიის სხვა გვიან ურუკული ძეგლების (იხ. ქვემოთ)
მონაცემების გათვალისწინებით, თავისთავად უნდა მოწმობდეს ამიერკავკასიის
მტკვარ-არაქის კულტურის აბსოლუტური თარიღების დაძველების საჭიროებას,
შესწორებული რადიონახშირბადული თარიღების მონაცემების გათვალისწინების
გარეშეც, რომლებიც, მიუხედავად თავისი ნაკლულობისა, სწორედ მტკვარ-არაქის
კულტურის ქრონოლოგიური განზომილებების დაძველების სასარგებლოდ
მეტყველებენ (42).

არსლანთეფე VI A-ს წითელ-შავპრიალა კერამიკა, მ. ფრანჯიპანეს შეხედულებით,


აშკარად რამდენადმე განსხვავებულია არცთუ ასეთივე მაღალხარისხოვანი
ცენტრალურანატოლიური ნაწარმისაგან და იმდენად ახლო დგას მომდევნო VI B I
პერიოდის ნაწარმთან, რომ ორივე მათგანი ერთი და იმავე კერამიკულ
ტრადიციას უნდა მივაკუთვნოთ (14 : 447). არსლანთეფეში გამოვლენილი ურუკის
ხანასთან დაკავშირებული მასალების [გვ. 118:] ქრონოლოგიური კავშირები
საშუალებას იძლევა დავათარიღოთ მალათიის რეგიონში აღნიშნული ორფერა
კერამიკის პირველი გამოჩენა. ჟ. მ. დი ნოსერას შეფასებით, არსლანთეფეს VI A
არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც არსებითად სინქრონულია ჰასექ
ჰოიუქის, ჰაბუბა ქაბირასი და ჯებელ არუდა 13-ის, არქეოლოგიური და
სტრატიგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელია დათარიღდეს
ძვ. წ. 3300-2900 წწ. (41 : 74). მ. ფრანჯიპანე არსლანთეფე VI A პერიოდს ძვ. წ. 3400-
3000 წწ. ათარიღებს (14 : 451, ტაბ. I).

ამიერკავკასიური წარმომავლობის მქონედ მიჩნეული კერამიკა გვხვდება


აგრეთვე ჰასექ ჰოიუქის 5, გვიან ურუკულ ფენაში, ხოლო ცალკეული ნატეხები
კურბან ჰოიუქის გვიან ხალკოლითურ VI პერიოდის დანალექებში და სამსათში
(39 : 79). ზემოაღნიშნული მასალა რომ კონკრეტულად მტკვარ-არაქსის კულტურას
განეკუთვნება და არა ზოგადად მეტად ფართო შავპრიალა კერამიკიანი ოჯახს,
შეგვიძლია დავასკვნად “წითელ-შავპრიალა ნაწარმად” წოდებული ამ
კერამიკული ჯგუფის აღწერილობიდან. ზემომოყვანილ სახელწოდებას მ.
ფრანჯიპანე უპირატესობას ანიჭებს ამ კერამიკის ჩვეულებრივ შავი ძლიერად
გაპრიალებული ზედაპირისა, ანუ იოლად ხილული, და მოწითალო ან ღია
მოყავისფრო სარჩულიანი (ზოგჯერ ლაქებიანი) შიდა (მაგ., ქოთნების) თუ
გვერდითი (მაგ., ჯამების), ანუ ნაკლებად ხილული, ნაწილებისათვის (14 : 446).

ამავე დროს, სპეციალისტთა აზრით, აღნიშნული შავპრიალა ტიპის კერამიკაში


შეინიშნება გარკვეული გაორება, თუ თავისი კეცის ტექნოლოგიური მონაცემებით
იგი აშკარად ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიისა და ამიერკავკასიის ტიპური
პროდუქტი, ფუნქციონალური კატეგორიების მქონე ფორმების მხრივ კავშირს
უფრო ცენტრალურ ანატოლიასთან ავლენს. მ. ფრანჯიპანე შენიშნავს, რომ თუ
კავშირები ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიასა და ამიერკავკასიასთან იქიდან
შემოჭრილი, მომთაბარე ტომების აქტიურობით შეიძლება აიხსნას, ცენტრალურ
ანატოლიასთან მიმართება გაურკვეველი რჩება, ვინაიდან ჭურჭლის პროფილები
ერთადერთია, რაც კი აკავშირებს არსლანთეფეს ამ რეგიონთან (14 : 447). ბოლო
ხანებში ანატოლიის ცენტრალური ზეგნისა და აღმოსავლეთის მთიანეთის
ურთიერთმიმართების საკითხით დაინტერესდა მ. იოზდოღანი, რომელიც შეეცადა
აეხსნა ელიაზიღ-მალათიის შავპრიალა კერამიკასთან დაკავშირებული
ზემოაღნიშნული პრობლემა. მისი აზრით, ის რაც ადრე ითვლებოდა ორ სრულიად
განსხვავებულ კულტურად, ერთი მხრივ მტკვარ-არაქსული კულტურის საუფლოდ,
წარმოდგენილით ერზურუმის მახლობლად მდებარე კარაზის, ფულურისა და
გიუზელოვას მასალებით, ხოლო მეორე მხრივ, [გვ. 119:] ისეთი
ცენტრალურანატოლიური ძეგლების კულტურით, როგორიცაა ალიშარი ან ალაჯა
ჰოიუქი, სინამდვილეში აღმოჩნდა ერთიანი კულტურული სფერო, რომელიც
არსებობდა რაიმე გამყოფი კულტურული საზღვრის გარეშე და რომელშიც
აქტიური ურთიერთზემოქმედება სათავეს ჯერ კიდევ შუა ხალკოლითის ხანაში
უნდა იღებდეს. მ. იოზდოღანის აზრით, ამ ორივე მხარის შავპრიალა კერამიკის
ტრადიცია ერთმანეთს შეერწყა და ეს განსაკუთრებით მკაფიოდ აისახა თეფეჯიქის
”ურუკული კომპლექსის” ადგილობრივი მეთუნეობის ტრადიციაში (43 : 499).

არსლანთეფე VI B-ში მოპოვებული მასალას მ. ფრანჯიპანე ადარებს ა. საგონას


მიერ გამოყოფილ მტკვარ-არაქსის კულტურის II ფაზას და ფიქრობს, რომ
ვინაიდან ორფერა ჭურჭლის ტრადიცია ამიერკავკასიის მტკვარ-არაქსის
კულტურის მხოლოდ განვითარებულ ეტაპზე ჩნდება, იგი შესაძლოა ანატოლიური
წარმომავლობისა იყოს და არ გამორიცხავს მისი აღმოცენების შესაძლებლობას
იქვე, ზემო ევფრატის დაბლობის მხარეში (14 : 448). მაგრამ, როგორც უკვე
აღინიშნა თვით მ. ფრანჯიპანეს მიერ, ცხადია, რომ ეს ხელითნაძერწი და ამ
რეგიონისათვის უცხო კერამიკა ჯერ სპორადულად ჩნება და მხოლოდ შემდეგ
იკავებს გაბატონებულ მდგომარეობას გვიანურუკული ტიპის სამეთუნეო მორგვზე
დამზადებული ჭურჭლის წიაღში, ხოლო საბოლოოდ ისევ მარცხდება
არსლანთეფე VI B2 პერიოდში ადგილობრივ ტრადიციასთან ჭიდილში. ამის გამო,
აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არსლანთეფეს მხარისათვის სავსებით უცხო
ნაწარმთან, რომლის აღმოცენებაც ზემო ევფრატის დაბლობზე ძნელი
წარმოსადგენია. აღსანიშნავია ისიც, რომ, გარდა კერამიკისა, არსლანთეფეში
მტკვარ-არაქსის კულტურის ტრადიციების შემოჭრაზე მიუთითებს აგრეთვე ამ
კულტურისათვის დამახასიათებელი ლითონის ნაწარმი და ცისტური სამარხები –
არცერთი ადრე არ იყო დამახასიათებელი ამ მხარისათვის, ამას თვით მ.
ფრანჯიპანეც აღიარებს (14 : 450-452).

ამდენად, ვფიქრობ, არ უნდა მოიპოვებოდეს საფუძველი მტკვარ-არაქსის


კულტურის ლოკალური ვარიანტების შედარებით ქრონოლოგიასა და
პერიოდიზაციაში ცვლილებების შეტანისათვის და ამ კულტურის განვითარებული
საფეხურის წარმოქმნის პოსტულირება აღმოსავლეთ ანატოლიის ზემო ევფრატის
დაბლობის მხარეში. თუ რამდენად არის მისაღები მტკვარ-არაქსის კულტურის
ქვედა თარიღის დაძველების ვარაუდი, ეს, ალბათ მომავალში გაირკვევა ამ
ვრცლად განფენილი და მრავალსაუკუნოვანი კულტურის ლოკალური
ვარიანტების განსხვავებული ხასიათის მონაცემთა ურთიერთშეთანაპირებით.

ამიერკავკასიისა და ანატოლიის ქრონოლოგიური სკალების [გვ. 120:]


ურთიერთმიმართების საკითხში სადღეისოდ არსებულ სიძნელეებთან
დაკავშირებით, უკანასკნელ ხანებში აზრი გამოთქვა ჟ. მ. დი ნოსერამ. მისი
განცხადებით, აღმოსავლეთ ანატოლიისა და კავკასიის არქეოლოგიური მასალის
განხილვისას განსაკუთრებით რთულია განსხვავებულ ქრონოლოგიურ-
სტრატიგრაფიული თანამიმდევრობებს შორის სინქრონული კავშირების დადგენა.
იგი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოპოვებული მთელი
რიგი ძალზე მაღალი ტექნოლოგიური დონის ამსახველი ლითონის საგნები
ახლოს უკავშირდებიან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ანატოლიაში
გამომზეურებულ მასალებს, ამ კულტურული ურთიერთკავშირების მნიშვნელობის
გაგება მხოლოდ აბსოლუტურგანზომილებიანი ქრონოლოგიური ჩარჩოს
მიხედვით ამ რეგიონების ქრონოლოგიური ურთიერთმიმართების დადგენის
შემდეგ გახდება შესაძლებელი (41 : 77). ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებად,
ჟ. მ. დი ნოსერა სავსებით მართებულად მიიჩნევს, ანატოლიისაგან განსხვავებით,
კავკასიაში სისტემატური რადიომეტრული ქრონოლოგიური კვლევის უქონლობას,
რამაც მეტად გაძნელებული გახადა ამ ორ რეგიონში დადასტურებული ცალკეული
კულტურული მოვლენისათვის აბსოლუტური ქრონოლოგიური განზომილებების
გამოყენება (41 : 79).

აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის ქრონოლოგიის საკითხები


სცილდება მხოლოდ ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების დათარიღების
პრობლემას. მხედველობაში გვაქვს მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი
მოსახლეობის განსახლების ფაქტი უძველესი წერილობითი წყროების
მონაცემების საფუძველზე შემუშავებული აბსოლუტური ქრონოლოგიური
სკალების მქონე მხარეებსა თუ მათ მიმდებარე რეგიონებში. ამ მხრივ მტკვარ-
არაქსის კულტურის გავრცელების არეალი აერთიანებს ორ სამყაროს: პირველს –
დათარიღებულს ისტორიული ქრონოლოგიური სკალის ექსტრაპოლირების
შედეგად და მეორეს – რომლის აბსოლუტური თარიღები მიღებულია უპირატესად
ფიზიკური, ე. წ რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდის გამოყენებით.

ისტორიული წყაროების გამოყენებით შედგენილი აბსოლუტური ქრონოლოგიური


სკალების მონაცემების საფუძველზე მტკვარ-არაქსის კულტურის სამხრეთული
ვარიანტებისათვის მიღებული თარიღების შეთანაპირება, რელატიური
ქრონოლოგიის მონაცემების გათვალისწინებით, საზოგადოდ ამ კულტურისათვის
არსებულ ქრონოლოგიურ განზომილებებთან, მათ შორის რადიონახშირბადულ
თარიღებთან, საშუალებას იძლევა შევიმუშავოთ მტკვარ-არაქსის კულტურის
ერთიანი დათარიღების სისტემა და განვსაზღვროთ ფიზიკური მეთოდის
გამოყენებით მიღებული თარიღების გამოყენების მართლზომიერების ხარისხი.
[გვ. 121:]
აღნიშნული გარემოება უნიკალურ შესაძლებლობას მოგვცემდა, კავკასიის
აბსოლუტური ქრონოლოგიური სკალის შემდგომი ექსტრაპოლირების
საშუალებით დაგვეთარიღებინა უფრო ჩრდილოეთით მდებარე მხარეები, რაც
თავის მხრივ უმნიშვნელოვანეს საყრდენს მოგვცემდა, ანატოლიურ
ქრონოლოგიურ მონაცემებთან ერთად, ადრეული ლითონების ხანის
აღმოსავლეთ ევროპისა და საზოგადოდ ევროპული არქეოლოგიური მასალის
ქრონოლოგიური ინტერპრეტაციისათვის. ამ თვალსაზრისით მტკვარ-არაქსის
კულტურის დათარიღების საკითხი შორს გასცილდება რეგიონალურ
პრობლემატიკას და იმ უმნიშვნელოვანესს საკითხთა რიგში მოექცევა, რომელთა
აქტუალურობა უაღრესად დიდია ძველი სამყაროს წინარეისტორიული და
ადრეისტორიული საზოგადოებებების მატერიალური კულტურის ქრონოლოგიური
განზომილებების განსაზღვრისას.

ლიტერატურა:

1. Frangipane/Marro 2000 = Frangipane, M. & Marro, C. Chronological Results. In: C. Marro &
H. Hauptmann (eds), Chronologies des Pays du Caucase et de l'Euphrate aux IVe-IIIe
Millenaires. Actes du Colloque d’Istanbul, 16-19 décembre 1998, [Varia Anatolica XI]. Institut
Français d'Etudes Anatoliennes d'Istanbul. Istanbul-Paris: De Boccard, 2000.

2. Albright 1926 = Albright, W. F. The Jordan Valley in the Bronze Age. – Annual of the
American School of Orient Research, vol. 6, 1926.

3. Stager 1992 = Stager, L. E. The Periodization of Palestine from Neolithic through Early
Bronze Times. In: Chronologies in Old World Archaeology, 3rd ed. R. W. Ehrich (ed.), volume
1. Chicago & London: The University of Chicago Press, 1992.

4. Amiran 1952 = Amiran, R. Connections between Anatolia and Palestine in the Early Bronze
Age. — Israel Exploration Journal, vol. 2, no. 2, 1952.

5. Wright 1937 = Wright, G. E. The Pottery of Palestine from the Earliest Times to the End of
the Early Bronze Age. New Haven, 1937.

6. Amirаn 1968 = Amirаn, R. Chronological Problems of the Early Bronze Age. — American
Journal of Archaeology, vol. 72, 1968.

7. Amiran 1970 = Amiran, R. Ancient Pottery of the Holy Land from Its Beginnings in the
Neolithic Period to the End of the Iron Age. New Brunswick, N.J.: Rutgers University Press,
1970.

8. Miroschedji 2000 = de Miroschedji, P. La céramique de Khirbet Kerak en Syro-Palestine: état


de la question In: C. Marro & H. Hauptmann (eds), [გვ. 122:] Chronologies des Pays du
Caucase et de l'Euphrate aux IVe-IIIe Millenaires. Actes du Colloque d’Istanbul, 16-19
décembre 1998, [Varia Anatolica XI]. Institut Français d'Etudes Anatoliennes d'Istanbul.
Istanbul-Paris: De Boccard, 2000.

9. Mellaart 1965 = Mellaart, J. Anatolia с. 4000-2300 В. С. Cambridge, 1965.

10. Orjonikidze 2004 = Orjonikidze, A. Hearths and Andirons of the Kura-Araxes Culture
(According to Georgian Material). – Journal of Georgian Archaeology, I, 2004.
11. Tadmor 1964 = Tadmor, M. Contacts Between the ‘Amuq and Syria-Palestine. – Israel
Exploration Journal, vol. 14, no. 4, 1964.

12. Todd 1973 = Todd, I. A. Anatolia and the Khirbet Kerak Problem. In: Orient and Occident.
Essays presented to Cyrus H. Gordon on the Occasion of his Sixty-fifth Birthday. H. A. Hoffner,
Jr. (ed.). Neukirchen-Vluyn: Verlag Butzon & Bercker Keveler, 1973.

13. Burney/Lang 1971 = Burney, С. A. & Lang, D. М. The Peoples of the Hills. London, 1971.

14. Frangipane 2000 = Frangipane, M. The Late Chalcolithic/EB I Sequence at Arslantepe.


Chronological and Cultural Remarks from a Frontier Site. In: C. Marro & H. Hauptmann (eds),
Chronologies des Pays du Caucase et de l'Euphrate aux IVe-IIIe Millenaires. Actes du Colloque
d’Istanbul, 16-19 décembre 1998, [Varia Anatolica XI]. Institut Français d'Etudes Anatoliennes
d'Istanbul. Istanbul-Paris: De Boccard, 2000.

15. Коşау/Vary 1964 = Коşау, Н. Z. & Vary, H. Die Ausgrabungen von Pulur. Ankara, 1964.

16. Hennesy 1967 = Hennesy, J. B. The Foreign Relations of Palestine During the Early Bronze
Age. London, 1967.

17. Braidwood/Braidwood 1960 = Braidwood, R. J. & Braidwood, L. S. Excavations in the


Plain of Antioch, I. Chicago, 1960.

18. Schwartz/Weiss 1992 = Schwartz, G. M. & Weiss, H. Syria, ca. 10,000-200 B.C. In:
Chronologies in Old World Archaeology, 3rd ed. R. W. Ehrich (ed.), volume 1. Chicago &
London: The University of Chicago Press, 1992.

19. Philip/Millard 2000 = Philip, G. & Millard, A. R. Khirbet Kerak Ware in the Levant: The
Implications of Radiocarbon Chronology and Spatial Distribution. In: C. Marro & H. Hauptmann
(eds), Chronologies des Pays du Caucase et de l'Euphrate aux IVe-IIIe Millenaires. Actes du
Colloque d’Istanbul, 16-19 décembre 1998, [Varia Anatolica XI]. Institut Français d'Etudes
Anatoliennes d'Istanbul. Istanbul-Paris: De Boccard, 2000.

20. Mellaart 1979 = Mellaart, J. Egyptian and Near Eastern chronology; a [გვ. 123:] dilemma?
— Antiquity, vol. LIII. 1979.

21. Weinstein 1980 = Weinstein, J. Palestinian Radiocarbon Dating: a Reply to James Mellaart.
— Antiquity, vol. LIV, 1980.

22. Thomas 1967 = Thomas, Н. L. Near Eastern, Mediterranean and European Chronology
(Studies in Mediterrranean Archaeology, vol. XVII : I). Lund, 1967.

23. Hassan 1980 = Наssan, F. A. Radiocarbon Chronology of Archaic Egypt. — Journal of Near
Eastern Studies, vol. 39, 1980.

24. Easton 1976 = Easton, D. F. Towards a chronology for the Anatolian Bronze Age. —
Anatolian Studies, vol. XXVI, 1976.

25. Mellaart 1980 = James Mellaart Replies to His Critics. — Antiquity, vol. LIV, 1980.
26. Аlbright 1965 = Аlbright, W. F. Some Remarks on the Archaeological Chronology of
Palestine Before About 1500 В. С. In: Chronologies in Old World archaeology. R.W. Enrich
(ed.). Chicago, 1965.

27. Gophna 1978 = Gophna, R. ‘En-Besor. — Expedition, vol. 20, no. 4, 1978.

28. Beit-Arieh 1978 = Beit-Arieh, I. A Canaanite Site Near Sheikh Mukhsen. — Expedition, vol.
20, no. 4, 1978.

29. Mellaart 1966 = Mellaart, J. The Chalcolithic and Early Bronze Ages in the Near East and
Anatolia. Beirut, 1966.

30. Mellink 1965 = Mellink, M. J. Anatolian Chronology. In: Chronologies in Old World
archaeology. R. W. Enrich (ed.). Chicago, 1965.

31. ჩუბინიშვილი 1963 = ჩუბინიშვილი, ტ. ამირანის გორა. თბილისი, 1963.

32. Burney 1958 = Вurnеу, С. A. Eastern Anatolia in the Chalcolithic and Early Bronze Age. —
Anatolian Studies, vol. VIII, 1958.

33. ჯაფარიძე 1976 = ჯაფარიძე, ო. ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის


საკითხისათვის. თბილისი, 1976.

34. Kelly-Buccellati 1974 = Kelly-Buccellati, M. The Early Bronze Age Pottery and Its
Affinities. The Excavations at Korucutepe, Turkey, 1968—70. — Journal of Near Eastern
Studies, vol. 33, 1974.

35. Palmieri 1981 = Palmieri, A. Excavations at Arslantepe (Malatia). — Anatolian Studies, vol.
XXXI, 1981.

36. Вurneу С. Aspects of the excavations in Altinova, Elâzığ, — Anatolian Studies, vol. XXX,
1980.

37. Mellink 1992 = Mellink, M. J. Anatolian Chronology. In: Chronologies in Old World
Archaeology, 3rd ed. R. W. Ehrich (ed.), volume 1. Chicago & London: The University of
Chicago Press, 1992.

38. Behm-Blancke 1993 = Behm-Blancke, M. R. Einige Überlegungen zum Ende des Späten
Urukzeit an Euphrat und Çağçağ. – Aspects of Art and Iconography: Anatolia and Its Neighbors,
Studies in Honor of [გვ. 124:] Nimet Özgüç. M. J. Mellink, E. Porada, T. Özgüç (eds). Ankara:
Türk Tarih Kurumu Basımevi, 1993.

39. Kavtaradze 1999 = Kavtaradze, G. L. The Importance of Metallurgical Data for the
Formation of Central Transcaucasian Chronology. In: The Beginnings of Metallurgy.
Proceedings of the International Conference "The Beginnings of Metallurgy", Bochum 1995. A.
Hauptmann, E. Pernicka, Th. Rehren and U. Yalçin (eds). Der Anschnitt, Zeitschrift für Kunst
und Kultur im Bergbau, Beiheft 9. Veröffentlichungen aus dem Deutschen Bergbau-Museum,
Nr. 84. Bochum: Deutsche Bergbau-Museum, 1999.

40. Frangipane/Palmieri 1983 = Frangipane, M. & Palmieri, A. Cultural Developments at


Arslantepe at the beginning of Third Millennium. – Origini, Preistoria e Protostoria delle
Civiltà Antiche. Rivista fondata da Salvatore M. Puglisi. Roma, 1983.
41. Nocera 2000 = di Nocera, G.-M. Radiocarbon Datings from Arslantepe and Norşuntepe: The
Fourth-Third Millennium Absolute Chronology in the Upper Euphrates and Transcaucasian
Region. In: C. Marro & H. Hauptmann (eds), Chronologies des Pays du Caucase et de
l'Euphrate aux IVe-IIIe Millenaires. Actes du Colloque d’Istanbul, 16-19 décembre 1998, [Varia
Anatolica XI]. Institut Français d'Etudes Anatoliennes d'Istanbul. Istanbul-Paris: De Boccard,
2000.

42. ქავთარაძე 1981 = ქავთარაძე, გ. საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის


არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე. თბილისი:
მეცნიერება, 1981.

43. Özdoğan 2000 = Özdoğan, M. An Overview From Anatolia and Prospects for Future
Research. In: C. Marro & H. Hauptmann (eds), Chronologies des Pays du Caucase et de
l'Euphrate aux IVe-IIIe Millenaires. Actes du Colloque d’Istanbul, 16-19 décembre 1998, [Varia
Anatolica XI]. Institut Français d'Etudes Anatoliennes d'Istanbul. Istanbul-Paris: De Boccard,
2000. [გვ. 125:]

G. Kavtaradze

The Chronological Interrelations of Early Bronze Age Cultures of Palestine,


Anatolia and Transcaucasia

Summary

The common features in Transcaucasian and Palestinian archaeological materials we can trace
already since the oldest period of the Stone Age, but considerable closeness of these two regions
were brought to the light in the Early Bronze Age when the bearers of the so-called Khirbet-
Kerak culture, who were of Transcaucasian-East Anatolian origin, settled in Palestine.

The Red Black Burnished Ware of Khirbet-Kerak culture is well-represented in Palestine and the
Amuq (Phase H-I) region. It can be traced to earlier traditions in eastern Anatolia and
Transcaucasia where it is called pottery of the Kura-Araxes culture. The lower limit of the
Khirbet Kerak culture, prevalent in Palestine, is dated to the end of period II and the beginning of
period III of the Early Bronze Age of Palestine. It should be noted that in the Amuq area the
“Kura-Araxes” pottery begins to appear already in the period of the existence of the Amuq G
layers.

The first appearance of bearers of the Transcaucasian Kura-Araxes culture to the Malatya-Elâzığ
area of eastern Anatolia and the territories south of the Taurus range was contemporary with the
Late Uruk period. It seems that in the second half of the 4th millennium the same phenomenon
took place in the north-western part of the Middle East - the destruction of the sites, that revealed
the traits typical of Late Uruk period, by the “Kura-Araxes” population of northern provenance -
characterized by the red-black, hand-made burnished pottery, the high-arsenic copper metallurgy
and certain types of metal artifacts, the "wattle and daub" houses and the particular type of
hearths. The intrusive character of the Kura-Araxes culture in this area became quite obvious
after the exposure of the stratigraphical sequence, documented at Arslantepe, where layers [გვ.
126] containing the material of this culture interrupted the preceding and following development
of local horizons.
The dates obtained for the Near Eastern Kura-Araxes culture layers, by correlation with the
evidence of historical sources of Mesopotamia and Egypt, constitute an important argument per
se to demonstrate the necessity of considerably shifting back of the accepted dating of the
Transcaucasian Kura-Araxes culture, as the latter belongs to the period earlier than the Near
Eastern “Kura-Araxes” materials; this can be done even without using the calibrated radiocarbon
dates. The similar conclusion is obtained according to the data of western Iranian archaeological
sites as well.

Back:

www.scribd.com/kavta

&
kavtaradze.wetpaint.com/?t=anon