Professional Documents
Culture Documents
გიორგი ქავთარაძე
სოლოლაკის ადგილმდებარეობისათვის
სოლოლაკის ქუჩა XIX საუკუნეში ერქვა დღევანდელ ლეონიძის (ყოფილი კიროვის, უფრო
ადრე აღმასკომის) ქუჩას. ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, ამ ადგილას ადრე
გადიოდა სოლოლაკის ხევი; აღნიშნული სახელი ხევის ამოვსების შემდეგ გადმოვიდა აქ
მოწყობილ ქუჩაზე.
უძველესი ცნობა სოლოლაკის შესახებ ეკუთვნის ვახუშტი ბატონიშვილს, ოღონდ იგი მას
იცნობს სალალაკის ფორმით: "...კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი,
რომელი გამოსდის წავკისისა და კოჟრის მთებსა, სამჴრით და აღმოსავლით უდის კალას
და დასავლით ტფილისს". იქვე: "კალას არს ციხე, ნაშენი მაღალს კლდესა ზედა, და
ჩამოზღუდვილი სალალაკის-ჴევი მტკურამდე. სალალაკის-ჴევის კარს უწოდებენ
განჯისკარად" (ვახუშტი 1973, 334:2-4, 17-19).
კალა, თბილისის ციხის ანუ ნარიყალას უძველესი სახელია, რომელიც სოლოლაკის ქედის
თხემზე იყო აგებული, აკი ვახუშტიც გვამცნობს: "კალა მოზღუდა მეორე შააბაზ...
სამჴრით მოავლო სალალაკის კლდეზედ" (ვახუშტი 1973, 337:9-10). განჯის კარი
ნარიყალის სამხრეთ კედელში იყო დატანებული სტამბოლის კოშკთან. ეს ადგილი
დაახლოებით იმ ადგილასაა, სადაც ამჟამად ბოტანიკური ბაღის შესასვლელია აბანოების
მხრიდან (შდრ. ბერძნიშვილი 1965, 37).
შენიშვნა: ბოლო დროს საუბარია, ძველი თბილისის სავარაუდო დასახლების შესახებ უკვე
რომაელთა ხანაში; კერძოდ, არქეოლოგ გ. ღამბაშიძის აზრით, მტკვრის ვიწრობებში, ბუნებრივი
თბილი წყლების რაიონის ქვედა სტრატიგრაფიულ დონეზე, სავარაუდოდ, რომაული პერიოდის
უძველესი გალავანი და თერმები აღმოჩნდა, რაც შესაძლოა ვახტანგ გორგასალამდელი
გამაგრებული დასახლების არსებობაზე მიგვანიშნებდეს (ალექსიძე 2007). მართლაც ძნელი
წარმოსადგენი იქნებოდა რომაულ-პართული დაპირისპირებისა და განსაკუთრებით I ს. 70-იანი
წლებიდან იბერიაში რომაელთა განსაკუთრებული აქტიურობის პერიოდში მათი ყურადღების
გარეშე დარჩენილიყო [გვ. 312] სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან არმაზციხე-მცხეთის ჩამკეტი
ისეთი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი, როგორსაც თბილისთან მდებარე მტკვრის
ვიწრობები წარმოადგენდნენ (შდრ. ქავთარაძე 2006, 93-95); ამ ადგილებში მტკვარსა და
სოლოლაკის ქედს შორის მართლაც ტიპური კლდეკარი იქმნებოდა (Вейденбаум 1888, 303,
305). შესაბამისად ამისა, ვფიქრობ, უფრო გასაგები უნდა გახდეს თბილისის შესახებ ლეონტი
მროველის მიერ ნათქვამი: "...და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისის კართა შორის ციხედ
მცხეთისად" (ლეონტი მროველი 1955, 136:12-13), იმ კორექტივით, რომ "ციხედ მცხეთისად"
ანუ მცხეთის დამცველად თბილისის კლდეკართა შორის ციხის აგება ყველაზე ნაკლებად
სპარსელთათვის თუ იქნებოდა ხელსაყრელი; მაშინ როდესაც თბილისი ყველა მხრიდან მთებით
არის შემოზღუდული, მტკვრის აღმა, მცხეთისაკენ, მისი საზღვარი თითქმის მთლიანად გაშლილია
(შდრ. დონდუა 1923, 72).
სალალაკის წყლის ხევის თანამედროვე სახელია წავკისის წყალი, ძველად მას ლეღვთა
ხევიც რქმევია, ხოლო XIX საუკუნეში იგი ძირითადად "დაბახანკის" (Дабаханка -
დაბახანის თუ დაბაღხანის ხევი) სახელით იყო ცნობილი; ვინაიდან უძველესი დროიდან
თბილისში დაბაღების (მეტყავეების) რიგები განლაგებული იყო ამ მდინარის ქვედა
დინებაზე, მის შესართავთან მტკვართან, მდინარის ქვემო წელს და მიმდებარე მცირე
ტერიტორიას და მათგან თვით მდინარესაც დაბახანა უწოდეს (დონდუა 1923, 87; მესხია
1958, 3-4; ბერიძე 1960, 33; კვირკველია 1985, 29). თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამ
სახელწოდებებში არა მხოლოდ ქრონოლოგიურ, არამედ სივრცობრივ სხვაობასაც ხედავს;
მათი აზრით, ეს მდინარე სათავეში წავკისისწყლად იწოდება, რადგანაც სოფ. წავკისზე
გაივლის, შემდეგ ფართო ხევში შედის და ლეღვთახევს უწოდებენ, ხევში ლეღვთა ხის
სიხშირის გამო, ხოლო შესართავთან დაბაღხანას, დაბაღების საქმიანობის გამო
(ზარდალიშვილი 1978, 20-21, 42).
არაბულად َ( ﺴَلَﺦsāllaḥa) - ტყავის გაცლა, გაძრობას ნიშნავს, ხოლო ﺴَﻠَﺨَاﻨَﺔ (sāllaḥānatun) სასაკლაოს
(შდრ. Баранов 1962, 460). სპარსულად სასაკლაო, "სასალახო" არაბული წარმომავლობის
სიტყვით ( ﺴﻼخسىsāllaḥi), ან ამავე სიტყვიდან ნაწარმოები ( ﺴﻼخانسهsāla-ḥane)-თი აღინიშნება (შდრ.
Миллер 1960, 289); იგივე სიტყვა შესულია თურქულშიც ( ﺴﻼخsallaḥ) გამტყავებელი,
ტყავისმხდელი, ხოლო سسسﻠﺦ خانسسﺔ, ﺴالﺨاﻨﺔ seleḥ სასაკლაო, "სასალახო" (შდრ. Будагов 1869,
631-632).
მოსაზრება, რომ თითქოს ავანაანთ ხევის ძველი სახელწოდება "სალალაკის წყალი" უნდა
ყოფილიყო (კვირკველია 1985, 34; ბერიძე 2002, 836), არსებული მონაცემებით არ
დასტურდება [1]. ეს შეხედულება უნდა მომდინარეობდეს ვახუშტის გეგმის (H - 2079)
ექსპლიკაციებიდან, სადაც სალალაკის წყალი ეწოდება წყლის ნაკადს, რომელიც გეგმაზე
("სახე ტბილისისა") ჯერ სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ ფერდობს გასდევს
აღმოსავლეთის მიმართულებით ანუ ვახუშტისეული აღწერის "სალალაკის წყლის" (უფრო
გვიანდელ ცნობათა "წავკისის წყლის") პარალელურად, შემდეგ დასავლეთისაკენ
მიემართება [2], ბოლოს კი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ იღებს პირს და იქვე მდებარე
ბაღებში იქსაქსება. აქ ბაღები მეფე-დედოფლის გარდა ჰქონიათ ბატონიშვილებს,
თბილელს, ქალაქის მამასახლისს და სხვ. აღნიშნული ბაღები ვახუშტის გეგმაზე ბეჟანას
ქარვასლას (გეგმის განმარტებებში № 37-ით აღნიშნული), ანუ დღევანდელი
თავისუფლების მოედნისა და დადიანის ქუჩის გადაკვეთის ადგილის სამხრეთ-
დასავლეთით მდებარეობდნენ და ცხადია, ეს წყალი ავანაანთ ხევის ზემო ნაწილში,
კერძოდ, დღევანდელი ლეონიძის ქუჩის ქვეშ გამავალ ხევში ნაკლებად თუ მოხვდებოდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ხევი მშრალ, სანიაღვრე ხევად ყოფილა მიჩნეული
(Кобяков 1880, 260; შდრ. კვირკველია 1985, 34) და ბუნებრივია, იგი ვერ ატარებდა
ვახუშტის გეგმის ექსპლიკაციებში მოცემულ სალალაკის წყლის სახელს.
შენიშვნები:
[1] სახელწოდება ავანაანთ ხევის სიძველეს თუნდაც ის უნდა მოწმობდეს, რომ ჯერ კიდევ ქართლის მეფე
ლუარსაბ I-ის ხანაში, მცხეთის 1546 წლის სიგელში იხსენიებიან თბილისის მცხოვრები ავანაშვილები
(ლეონიძე 2000, 475). ავანაანთ ხევი ყოფილა კახეთშიც, ძველ გავაზში (ლეონიძე 2000, 475), ხოლო
სოფ. ავანა ნიგალის ხეობაში, ართვინის ჩრდილო-დასავლეთით (Исарлов 1899, 283).
[4] ეს უნდა ყოფილიყო ჟ. ტურნეფორისეულ თბილისის 1701 წლის ნახატზე, სოლოლაკის ქედის თხემზე
გამავალი აკვედუკი (კვირკველია 1985, 70). იგივე არხი გარდა ვახუშტის გეგმისა დატანილია 1785 და
1800 წწ. თბილისის რუკებზეც (იხ. ბერძიშვილი 1965, 76).
[5] ნიშანდობლივია, რომ 1823 წ. მარტში რუსი ადმინისტრაციისადმი მიწერილ განცხადებაში (იხ. ბერიძე
1977, 57) თეკლა ბატონიშვილი მისი ბაღის მოსარწყავად გამოყენებულ ნაკადულს მოიხსენიებს არა
ჰიდრონიმით სოლოლაკის წყალი, არამედ როგორც "განწესებულს სოლოლაკიდამ წყალს". [გვ. 317]
[6] იგივე ვითარებაა ასახული 1785 წელს პიშჩევიჩის მიერ შესრულებულ რუკაზეც (იხ. ბერძნიშვილი
1965, 80-82; დანართი: თბილისის 1785 წლის გეგმა პიშჩევიჩისა).
[7] "Новый план Тифлиса", შესრულებული ტენგინის ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკის სემიონოვის მიერ. ეს
გეგმა შემდგომში საფუძვლად დასდებია სოლოლაკის უბნის მშენებლობას (იხ. ბერიძე 1960, 28, 29).
[8] თაბორის მთის ადგილმდებარეობისათვის, იხ., მაგ., Исарлов 1899, 328; ბერიძე 1977, 88;
კვირკველია 1985, 44.
[9] აღსანიშნავია, რომ ჰ.-ი. კლაპროთი სოლალანის სახელით იცნობს სოლოლაკის ქედსაც, თუმცა
ვახუშტისეულ სალალაკის წყალს უკვე "წავკისის წყალს" უწოდებს (იხ. Полиевктов/Натадзе 1929,
67-68), ისევე, როგორც თვით ვახუშტისეული 1735 წ. გეგმა (Кобяков 1880, 290-291).
ლიტერატურა:
ბერიძე 1947 = ვ. ბერიძე. XVIII საუკუნის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით, - ანალები,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, 1947. თბ., 1947.
ლეონტი მროველი 1955 = ლეონტი მროველი. ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.: ქართლის
ცხოვრება, ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის
მიერ. თბილისი, 1955. [გვ. 318]
ლეონიძე 2000 = გ. ლეონიძე. ავანაანთ ხევი, წგნ.: გიორგი ლეონიძე, ოლე. შემდგენელი და
რედაქტორი: ი. ორჯონიკიძე. თბილისი, 2000.
Ган 1909 = К. Ф. Ган. Опыт объяснения кавказских географических названий, В кн.: Сборник
материалов для описания местностей и племен Кавказа, вып. 40. Тифлис, 1909.
Натадзе 1925 = Г. Натадзе. Этюды по истории Тифлиса на основании рельефа его территории. В
кн.: Тифлис и его окрестности (Путеводитель). Ред.: И. А. Асланишвили. Тифлис, 1925.
Villari 1906 = L. Villari. Fire and Sword in the Caucasus. London & New York, 1906. [gv. 319]
GIORGI KAVTARADZE
Sololaki Street was the name of the present Leonidze street (Kirov street during the
Soviet times). According to the popular thought the place was the ravine of the Sololaki river and
after filling up the place the name was transferred to the street that was built in this place.
The word "Sololaki" is considered to be originated from the Arabic word "Sululahad"
meaning irrigating channel. However, more convincing seems the origination of the word
"Sululahad" from the Turkish word "Su-Lula", su meaning water and lula - a hole where the
stream flows through. We should not also exclude that the word salalaki, apart from the Arabic
سال, sāla, "to flow", may have another element as a word لقىlaqiya "to meet" which denote the
water reservoir arranged in the citadel at the ridge of the mountain.
According to Vakhushti Bagrationi, a 18th century scholar and a geographer, Narikala
castle is built on the crest of the Sololaki hill and that the river Sololaki divides Kala (Narikala)
and Abanotubani, located to the south direction from Kala, i.e. Tbilisi city, proper.
The modern name of the river Sololaki is Tsavkisis Tskali, it had also the name Leghvis
Khevi; and in the 19th century it was known as Dabaghkhanis Khevi.
As Sololaki river valley joins the Kura at the opposite bank of Metekhi, lower of the
Abanotubani i.e. Seidabadi, the 19th century "Sololaki street" could not be arranged at the place
of the Sololaki river; the place of this street was known as Avanaant Khevi which was mainly a
dry channel for rain flood, and naturally it could not bear the name Salalakis Tskali.
In addition to Vakhushti's information about the location of Salalaki ravine there is an
Award Certificate of 1776 which says that the plot of land at the foot of Tabori castle was
irrigated by Sololaki waters. It should be noted also that in the beginning of 19th century H.-J.
Klaproth, visiting Tbilisi, gives us the information according to which the road leading from
Ganjiskari to Ganja, crossing the southern part of Tbilisi, went through the Solalani field.
If the place-name Salalaki/Sololaki was originally denoting (except the crest of the hill)
the river (the Tsavkisis Tskali), its ravine and the field located to the southern part of its estuary,
later, because of the application of this name as the irrigating source of the orchards of the
western part, it came to use in the beginning of the 19th century for the newly emerged
settlement. When the ravine of Avanaant Khevi was roofed to arrange a new street by the name
of "Nagornaya" and this later name was changed into the Sololaki street, the place name Sololaki
spread far to the west direction of the former city walls and to the vast locality south to
Mtatsminda.
ქართველური მემკვიდრეობა, X
Kartvelian Heritage, X
Akaki Tsereteli State University
Kutaisi: Kutaisi State University Press, 2006
Back:
http://kavtaradze.wetpaint.com/
&
http://www.geocities.com/komblege/publications2.htm
&
http://www.scribd.com/people/view/400119-giorgi-leon-kavtaradze
or
http://www.geocities.com/komblege/kavta.html