You are on page 1of 3

სტილი ჩარლზ ბუკოვსკი თარგმანი ინგლისურიდან - ნიკა ჯორჯანელი

სტილი – აი ყველაფერზე პასუხი.

ახლებური მიდგომა მოსაწყენი თუ სახიფათო რამეებისადმი.

უმჯობესია სტილურად ქმნა მოსაწყენის, ვიდრე ქმნა სახიფათოსი უსტილოდ.

სახიფათოს სტილურად ქმნა არის ის, რასაც მე ხელოვნებას ვეძახი.

ხარების ბრძოლა შეიძლება იყოს ხელოვნება.

კრივი შეიძლება იყოს ხელოვნება.

სიყვარული შეიძლება იყოს ხელოვნება.

სარდინის ქილის გახსნა შეიძლება იყოს ხელოვნება.

ცოტას აქვს სტილი.

ცოტას შეუძლია სტილის დაცვა.

მე ძაღლები მინახავს ადამიანებზე უფრო სტილური.

თუმცაღა ცოტა ძაღლსა აქვს სტილი.

კატები სტილის სიჭარბეს განიცდიან.

ჰემინგუეიმ საფანტიანი თოფის მეშვეობით კედელს ტვინი რომ მიასხა,

ეს სტილი გახლდათ.

ზოგჯერ ადამიანები გვთავაზობენ სტილს.

ჟანა დ’არკს ჰქონდა სტილი,

იოანე ნათლისმცემელს,

იესოს,

სოკრატეს,

კეისარს,

გარსია ლორკას.

მე ციხეში შევყრივარ სტილის მქონე ადამიანებს.

ციხეში მეტია სტილის მქონე ადამიანი, ვიდრე ციხის გარეთ.

სტილია, თუ როგორ ქმნა, როგორ იქმნა.

თუ როგორ დგას ტბორში მშვიდად ექვსი ყანჩა

ან თუ როგორ გამოდიხარ აბაზანიდან შიშველი, ისე, რომ ვერ მხედავ.

You might also like