You are on page 1of 8

კონფ ლიქ ტი ძა ლა უფ ლებ ას ა და მო რა ლს შორის

ჰანს კიუნგი
თარგმანი გერმანულიდან - თენგიზ დალალიშვილი

(1)

დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავმა კითხვამ მოიყარა თავი: კაცობრიობის


ისტორიაში ძალაუფლებასა და მორალს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობის პირობებში
მორალმა ნამდვილად დაკარგა თავისი პოზიცია? ამ აზრს მუდმივად ავითარებენ მაკიაველისტი
პოლიტიკოსები და პუბლიცისტები. ვინ არის ის, ვინც საგარეო პოლიტიკაში განსაზღვრული
ეთიკური ,,ღირებულებების’’ შენარჩუნებას ითხოვს, - ,,ქადაგი’’ და ,,წინასწარმეტყველი’’? ვინ
არის ის, ვინც პოლიტიკას წმინდა ინტერესებზე აგებს, - ცივი და ინტელიგენტი ,,სტრატეგი’’?
ნუთუ შეუძლია უმნიშვნელო ინტერესებს გავლენა მოახდინოს ძალაუფლებისა და მორალის
შეხმატკბილებულ ურთიერთობებზე? ნუთუ ეს უმნიშვნელო ინტერესები გაცილებით ძლიერი
აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე მორალური პოსტულატები?

ა. ძალაუფლება და ადამიანის ამბივალენტური ბუნება

ძალაუფლებისა და მორალის ურთიერთმიმართების საკითხი მეტად რთულ პრობლემას


წარმოადგენს, თუმცა არც ერთ ცნობილ პოლიტოლოგს ამ საკითხის თემატიზაცია არასოდეს
მოუხდენია და საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მიძღვნილ უახლეს ლიტერატურაშიც
რეალისტების (მაგრამ არა მორალისტების) ფილოსოფია დომინირებს, ეყრდნობიან რა
მორგენთაუს, ხოლო ძალაუფლებისა და მორალის ურთიერთმიმართების თაობაზე არაფერს
ამბობენ. ჩვენ ამ საკითხს გვერდს ნამდვილად ვერ ავუქცევთ, პირიქით, ჩვენ მას განსაკუთრებით
უნდა ჩავუღრმავდეთ და ანალიზის დროს მოკლე ანთროპოლოგიურ წიაღსვლებსაც აუცილებლად
მოვიშველიებთ.
ის აზრი, რომ ადამიანი არის ,,zoon politikon’’ ’’ ანუ ,,საზოგადოებრივი არსება’’, არისტოტელედან
იღებს სათავეს, მაგრამ პირველად ნიცშემ და მასთან ერთად მაქს ვებერმა და ჰანს მორგენთაუმ
გაიაზრეს ის, რომ ამ ,,პოლიტიკურ არსებას’’ ,,ძალაუფლებისადმი სწრაფვა’’ ახასიათებს. თუ
ძალაუფლებას ასე ფართო მნიშვნელობას მივანიჭებთ (რის მიმართაც საკმაოდ მყარი საპასუხო
მოსაზრებები არსებობს), მაშინ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ძალაუფლების ღირებულება
პოლიტიკაში ყოველთვის ადამიანის ტიპზეა დამოკიდებული:

• ვინც ოპტიმისტი განმანათლებლისა და გულწრფელი ლიბერალის მსგავსად ადამიანს თავისი


ბუნებით განიხილავს, როგორც კარგს, გონიერს, რომელსაც შეიძლება მისცე განათლება და
აღზარდო;

----
1 Hans Kueng, Weltethos fuer Weltpolitik und Weltwirtschaft. Muenchen, 1997, gv. 78 – 88.
-----

ის, ვინც კოსმოსს მოწესრიგებული ფორმით აღიქვამს, პოლიტიკაში იგი ადამიანის პროგრესისა და
სამყაროს გაუმჯობესების მედიუმს ხედავს. ასეთი პიროვნებისათვის ძალაუფლება სიკეთესა და
კეთილდღეობას წარმოადგენს. კონტრშეკითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ სიკეთისაგან და
ამ სიკეთით გამსჭვალული ადამიანისაგან ბოროტება იშვას?
• ვინც პესიმისტი ანალიტიკოსისა და ფილოსოფიური თუ თეოლოგიური წარმომავლობის

1
იდეოლოგიური კრიტიკის წარმომადგენლის მსგავსად, ადამიანს თავისი ბუნებით განიხილავს,
როგორც გარყვნილს, ზნედაცემულს, უგუნურსა და საშიშს; ვინც სამყაროს ქაოტური ფორმით
აღიქვამს, მისთვის პოლიტიკა ყოველთვის ბინძური და გარდაუვალი ბოროტება იქნება.
შესაბამისად, ძალაუფლებას ის განიხილავს, როგორც ბოროტებასა და რაღაც დემონურს.
კონტრშეკითხვა: არის კი ძალაუფლების პოლიტიკური გამოყენების ყოველი აქტი ცუდი და
აუცილებლად ბოროტებით გამსჭვალული?
ჭეშმარიტების რეალისტური ხედვა ორმაგი რეალობის – ბოროტებისა და სიკეთის – სამყაროს
აღიარებს და ადამიანშიც ორთავეს ნაზავს ხედავს. ადამიანი არც ანგელოზია და არც ეშმაკი.
ამბობენ: ადამიანი ეშმაკი რომ ყოფილიყო, მმართველობა შეუძლებელი იქნებოდაო. ან კიდევ:
ადამიანი რომ ანგელოზი იყოს, მმართველობა საჭირო აღარ იქნებოდაო. მაგრამ ადამიანი გონებასა
და უგუნურებას, სიკეთესა და ბოროტებას შორის მდგარი კომპლექსური და ამბივალენტური
არსებაა, რომელშიც ეგოიზმი და სიკეთე ერთადაა შერწყმული. მას შეუძლია ძალაუფლება
როგორც კარგი, ისე ცუდი მიმართულებით გამოიყენოს – დიდი თუ მცირე მასშტაბებით, პირად
ცხოვრებასა თუ პოლიტიკაში.
და მაინც, რა არის ძალაუფლება? ზოგადად რომ ვთქვათ, ძალაუფლება არის უფლებამოსილება,
შესაძლებლობა ან თავისუფლება, რომელიც სხვა ადამიანებისა თუ მათი ქცევების
გაკონტროლებას ისახავს მიზნად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მაქს ვებერის კლასიკური
სოციოლოგიური განმარტების მიხედვით: ძალაუფლება არის სოციალურ ურთიერთობებში
საკუთარი ნების მოწინააღმდეგეზე თავის მოხვევის თითოეული შანსი და არ აქვს მნიშვნელობა
იმას, თუ რას ეფუძნება ეს შანსები.’’ მაშასდამე, შესაძლებელია ,,ვინმემ ადამიანის პოზიტიური
თვისებები და მისი აზროვნების სტრუქტურა ისეთ პირობებში ჩააყენოს, რომ მოცემულ
სიტუაციაში საკუთარი ნება განახორციელოს’’(2). ვინაიდან ყოველ ადამიანს თავისებური ხასიათი
აქვს, შესაბამისად, ყოველ მათგანში არის ხშირად გამოუყენებელი თუ მინიმალური ძალაუფლება.
ძალაუფლების გარეგანი გამოხატულების არქონა არ ნიშნავს შინაგანი ძალისა და ძლიერების
დაკარგვას, რაც ყველაზე მეტად სწორედ ყოვლისშემძლე დიქტატორებს აშინებთ. ისინი
ფიქრობენ, რომ

----
2 შდრ. M. Weber, Wirtschaft und Gesellschaft. Grundniss der verstehenden Soziologie, hrg. v. M. Weber,
Tuebingen 1921, აქ ციტირებულია ი. ვინკელმანის მეხუთე შესწორებული გამოცემის მიხედვით.
Tuebingen 1972, გვ. 28.
----

მოწინაარმდეგეების დამორჩილებას მხოლოდ მათი ფიზიკური ლიკვიდაციით თუ შესძლებენ...


ძალაუფლება და ძალაუფლების პოლიტიკა, აღნიშნული ფართო გაგებისაგან განსხვავებით,
სინამდვილეში, ადამიანის არსიდან იღებს სათავეს და ბუნებრივია, ნაწილობრივ, მის
ამბივალენტურ ხასიათს უკავშირდება:
• ადამიანის ძალაუფლება შეძლება კარგი, ჭეშმარიტად ადამიანური და ჰუმანური აღმოჩნდეს
ჩაგრული ადამიანებისა და მათი გარემოცვის კეთილდღეობისათვის. ასეთ შემთხვევაში, სულ
მცირე, სამშვიდობო პოლიტიკა უკვე შესაძლებელია.
• ადამიანის ძალაუფლება ცუდი, არაადამიანური და არაჰუმანურიც შეიძლება იყოს, რაც ჩაგრული
ადამიანებისა და მათი გარემოცვისათვის საზიანო იქნება. Aარაჰუმანური ძალაუფლების
პოლიტიკას მრავალგვარი უარყოფითი გამოვლინება ახასიათებს.
პოლიტიკაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ის, რომ ძალაუფლება ამბივალენტური არსების –
ადამიანის ხელში ყველგან და ყოველთვის ვერ იქნება მხოლოდ პოზიტიური ან მხოლოდ
ნეგატიური კუთხით გამოყენებული. აქედან გამომდინარე, უცნაური იყო კაცობრიობის მცდელობა
– ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის ძალაუფლების მფლობელები დაეპირისპირებინა.

2
ბ. აღმოჩენები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ

XX საუკუნეში საერთაშორისო ურთიერთობების კვლევა ახალი შეხედულებებისა (გეოგრაფია,


ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია) და სწრაფად განვითარებადი
პოლიტოლოგიის ფარგლებში დაიწყო. თუ რამდენად ნაყოფიერია Lძალაუფლებისა და
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შეძლებისდაგვარად ფართო პოლიტოლოგიური კვლევა
თანამდეროვეობისა და მომავლისათვის, ამას შვეიცარიელი პოლიტოლოგი ალოის რიკლინის (St.
Gallen) ისტორიულ – ფილოსოფიური ანალიზი სამაგალითოდ გვიჩვენებს. ის შესაშური
სიცხადითა და სისტემატიურობით გვიხსნის, თუ რა საშუალებებს მიმართავდნენ დასავლური
ცივილიზაციის წინაპრები ანტიკურ საბერძნეთში, რათა ძალაუფლების გამოყენება რაიმე ფორმით
დაერეგულირებინათ. ,,ცდებისა და შეცდომების’’ სამიათასწლოვან პროცესში ევროპამ
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ექვსი დიდი აღმოჩენა გააკეთა, რომელიც
,,დღეს სამართლებრივი და სოციალური, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებით შინაარს
წარმოადგენს’’: ,, ადამიანის მიერ მოფიქრებული, ექსპერიმენტებით შემოწმებული და მუდმივად
განვითარებადი პოლიტიკური ინოვაციები’’ ,,ცივილიზაციის ისტორიაში სულ მცირე, ისეთივე
მნიშვნელობისაა, როგორც, მაგალითად, სტამბის, ორთქმავლის ან კომპიუტერის გამოგონება’’(3).
რიკლინი თავის მკაფიო

----
3 A. Riklin, Politische Ethik,: H. Kramer (Hrsg.), Politische Theorie und Ideengeschichte in Gespraech, Wien
1995, გვ. 81 – 104, ციტატა იხ. გვ. 87.
-----

დასკვნებში სწორედ იმ ექვსი აღმოჩენის თაობაზე საუბრობს, რომელიც


ინსტიტუციონალიზირებული პოლიტიკური ეთიკის სახით დღემდე ინარჩუნებს თავის
მნიშვნელობას.
პირველი აღმოჩენა: ძალაუფლების შეზღუდვა კონსტიტუციითა და კანონებით. ძალაუფლების
მართვა ხდება მმართველთა კანონმორჩილების საშუალებითაც. თვითნებობის წინააღმდეგ
კანონის უზენაესობის (ნომოკრატია) ფილოსოფიური დასაბუთება ჯერ კიდევ პლატონთან
გვხვდება. არისტოტელემ კი ეს იდეა განავითარა და ერთმანეთისაგან გამიჯნა კანონი და
(უპირველეს ყოვლისა დაუწერელი) კონსტიტუცია. უნდა ბატონობდნენ კანონები და არა
ადამიანები. კანონი კი თავის მხრივ, კონსტიტუციასთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში.
პირველი დაწერილი კონსტიტუცია ჯერ კიდევ მოდერნის დასაწყისში (1654 წელს, ოლივერ
კრომველის დროს) გვხვდება, თუმცა მისი განხორციელება, ზოგადად, XIX – XX საუკუნეებში
გახდა შესაძლებელი.
მეორე აღმოჩენა: ძალაუფლების დანაწილება შერეული კონსტიტუციისა თუ ძალაუფლების
გადანაწილების საშუალებით. სახელმწიფოში მონოკრატიული, ოლიგოკრატიულო და/ან
დემოკრატიული ელემენტებისაგან შემდგარი კონსტიტუციის იდეაც პლატონს ეკუთვნის.
მოგვიანებით ის არისტოტელემ, პოლიბიოსმა, ციცერონმა, თომა აქვინელმა და იტალიური
რენესანსის წარმომადგენლებმა განავითარეს. სხვადასხვა ურთიერთმაკონტროლებელ ორგანოებს
შორის ძალაუფლების ამდაგვარი განაწილების მეტნაკლებად რეალისტური იდეა XVI საუკუნეში
დონატო ჯიანოტის (მან ერთმანეთისაგან გამიჯნა სახელმწიფოს ოთხი ფუნქცია და
გადაწყვეტილების მიღების სამი ფაზა) მიერ იქნა წამოყენებული, ხოლო XVIII საუკუნეში
მონტესკიე მას - უკვე თანამედროვე ფორმით - ფეოდალურ აბსოლუტიზმს უპირისპირებს, თუმცა
ის ტერმინს: ,,séparation des pouvoirs’’’ ჯერ კიდევ არ იყენებს თავისუფლად და საკანონმდებლო,
აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების დიფერენცირებასაც არ ახდენს მკაფიოდ.
მიუხედავად ამისა, ამ პერიოდიდან მოყოლებული აშკარა გახდა, რომ არაკონტროლირებადი
3
ძალაუფლება, ძალაუფლების კონცენტრაცია და უპირველეს ყოვლისა ძალაუფლების მონოპოლია
თითოეული ადამიანის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს და ამიტომაც ძალაუფლება
ძალაუფლებითვე უნდა შეიზღუდოს (Que le pouvoir arête le pouvoir).
მესამე აღმოჩენა: ძალაუფლების შეზღუდვა ხელშეუხებელი ფუნდამენტური უფლებებით. ის
აზრი, რომ არსებობს ხელშეუხებელი და განუყოფელი ფუნდამენტური უფლებები, რომელიც
ზესახელმწიფოებრივია (მაგრამ სახელმწიფო უნდა მფარველობდეს მას) და თვით ადამიანის
ბუნებაშია გამყარებული, პირველად განმანათლებლობის ეპოქაში გაცხადდა, თუმცა მისი
საფუძვლები ანტიკურ პერიოდსა და ქრისტიანობაში ძევს. ამ აზრს, უპირველეს ყოვლისა, ჯონ
ლოკთან და 1976 წლის ამერიკაში მისი იდეებით შთაგონებული დამოუკიდებლობის
ფილოსოფიის ტექსტებში ვხვდებით (თომას ჯეფერსონი გააზრებულად საუბრობს საკუთრების
უფლების თაობაზე), რომლებიც საფრანგეთის რევოლუციის (1789) ადამიანის უფლებების
დეკლარაციის იდეალად მოგვევლინა. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის
პროკლამირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოხდა 1948 წელს და დღეს იგი უკვე
თითქმის ყველა თანამედროვე კონსტიტუციაშია დაცული: იოანე XXIII-მ და ვატიკანის მეორე
კრებამ (1962-65) ადამიანის უფლებები კათოლიკურ ეკლესიაშიც დაამკვიდრა. რომი ხომ მას
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ღვთისგმობად მიიჩნევდა.
მეოთხე აღმოჩენა: ძალაუფლების შეზღუდვა შესაბამისობის პრინციპით. სახელმწიფოს და
საერთოდ ძალაუფლების მატარებელს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების შესაბამისი
საშუალებების გამოიყენების უფლება აქვს. მან უნდა დაიცვას საშუალებათა შესაბამისობის
(გადამეტების აკრძალვა) პრინციპი, როგორც ეს თანამედროვე სისხლის სამართალშია მოცემული.
თუმცა საერთაშორისო სამართალში ამ პრინციპთან ერთად, სანქციების (საპასუხო ზომა),
რეპრესალიებისა და თავდაცვის უფლების გამოყენებისას, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფოთა
თვითდახმარების პრინციპის გათვალისწინება ხდება. ჩვენს დროში ძალაუფლების შეზღუდვის
პრინციპი ყოველგვარი კანონმდებლობის, კანონის გამოყენებისა და სასამართლო პრაქტიკის
სამართლებრივ ფუნდამენტს წარმოადგენს.
მეხუთე აღმოჩენა: ძალაუფლებაში ქვეშევრდომთა მონაწილეობა. აქ დემოკრატიის ის ფორმა
იგულისხმება, რომელიც ათენელებმა აღმოაჩინეს: ძალაუფლების მატარებელთა და ადრესატთა
მინიმალური იდენტობა. ამ პრინციპმაც მოდერნში განიცადა მარცხი, უპირველეს ყოვლისა,
ინგლისური პარლამენტის, ფრანგული და ამერიკული რევოლუციების ფონზე. XX საუკუნეში კი
ის სრულყოფილ სახეს ღებულობს, როდესაც ზოგადი საარჩევნო უფლება სახელმწიფოს ყველა
ზრდასრულ მამაკაც მოქალაქეს, ხოლო მოგვიანებით უკვე ქალებსაც მიენიჭა.
მეექვსე აღმოჩენა: ძალაუფლების დაბალანსება ძალაუფლების მფლობელთა მხრიდან ზეწოლის
შემცირებით. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ძალაუფლების მფლობელთა მხრიდან ზეწოლა
შეიზღუდოს, ზეწოლა, რომელიც ძლიერ და სუსტ ინდივიდებსა და ჯგუფებს, პრივილეგირებულ
და არაპრივილეგირებულ ადამიანებს, დამქირავებელსა და მოსამსახურეს, დასაქმებულ და
შრომის პროცესს მოწყვეტილ ადამინებს შორის არსებობს. ძალაუფლების შეზღუდვა არასოდეს
არაა ადვილი. ამიტომ სახელმწიფომ და სხვა ინსტიტუტებმა კეთილსინდისიერად უნდა
გააწონასწოროს ის. აქ გზა ფორმალისტურ ეგალიტარიზმსა და სოციალურ-დარვინისტულ
უტილიტარიზმს შორის უნდა მოიძებნოს, როგორც ეს ჩვენ დროში სამართლიანობის დიდმა
თეორეტიკოსმა, ჯონ როულზმა სცადა.
ეს აღმოჩენები, რომლებიც ძალაუფლების დარეგულირებას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანია
სწორედ საგარეო და მსოფლიო პოლიტიკისათვის, თუმცა ყველა ეს აღმოჩენა, უპირველეს
ყოვლისა, განსაზღვრული ხალხისა თუ სახელმწიფოს საზღვრებშია მოქცეული. მაშ როგორ უნდა
მოხდეს ძალაუფლების დარეგულირება ერებს შორის? ამაზე უკვე იზრუნეს ჰანს მორგენთაუს
შთამომავლებმა და მისი თეორიისაგან განსხვავებული, ,,ნეორეალისტური’’ პოლიტიკური
თეორია შექმნეს.

გ. ეთიკის ,,მეცნიერული’’ უგულვებელყოფა

4
მიუხედავად იმისა, რომ ჰანს მორგენთაუს ამერიკელი პოლიტოლოგები ,,მამა-დამფუძნებელს’’
უწოდებენ (სტენლი ჰოფმანი), ,,პოლიტიკური რეალიზმის’’ წარმომადგენელთა შორის
მორგენთაუს თეორიის მიმართ კრიტიკული განწყობა იმთავითვე არსებობდა. კრიტიკა,
უპირველეს ყოვლისა, იმ ცენტრალურ ცნებას ეხებოდა, რომელსაც საერთაშორისო
ურთიერთობები უნდა განემარტა. ამ ცნებას უზუსტობასა და ბუნდოვანებაში დებდნენ ბრალს:
ძალაუფლების ცნება იყო ძალიან ფართოდ გაგებული (ნიცშეს გავლენაზე მაშინν არავინ
საუბრობდა): ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, როგორც ადამიანის ბუნების ზოგადი ხასიათი და
თვითმიზანი უგულვებელყოფდა ადამიანში სხვა ჰუმანურ და პოზიტიურ თვისებებს, რომელთა
წყალობითაც ომებს სახელმწიფოებს შორის ინტენსიური ხასიათი არ აქვს.
ძალიან ზოგად წინაპირობას წარმოადგენდა ასევე რაციონალობის პრინციპიν საერთაშორისო
ურთიერთობებში: ეს პრინციპი არც შესაძლო ირაციონალიზმსა და არც საინფორმაციო
დეფიციტსა თუ სიმულაციებს არ ითვალისწინებდა.
ძალთა წონასწორობა უნივერსალურ ცნებად წარმოგვიდგა: ის მხოლოდ არსებულიν
წონასწორობის თაობაზე გვიქმნის წარმოდგენას, მაგრამ არა ზოგადად ძალთა შეჯახების
ნებისმიერ სიტუაციაზე.

ამგვარი უადგილო განზოგადებებიდან გამომდინარე კონფლიქტი გარდაუვალი იყო. მისი


თავიდან აცილება მხოლოდ ახალი, ,,უფრო მეცნიერული’’ თეორიების შექმნით თუ იქნებოდა
შესაძლებელი: ამგვარად მოგვევლინენ ,,ახალი რეალისტები’’ ანუ ,,ნეორეალისტები’’. ისინი
კლასიკოსი რეალისტებისაგან (მორგენთაუ, კისინჯერი) ბევრად განსხვავდებიან. მსოფლიო
პოლიტიკაში მზარდი უთანხმოებისა და თანამშრომლობის ასახსნელად ისინი არა ადამიანის
ბუნებას, არამედ მსოფლიო პოლიტიკის, როგორც ასეთის, კონკურენციაზე ორიენტირებულ
ანარქიულ ხასიათს მიმართავენ. სტაბილურობისა და დესტაბილიზაციის, ომისა და მშვიდობის
მუდმუვი მონაცვლეობის ახსნა საერთაშორისო სისტემათა თეორიის მეშვეობით ხდება.
აღნიშნული თეორია სისტემაში არსებულ სტრუქტურებსა და ძალთა განაწილებაზე
კონცენტრირდება. სტრუქტურალისტურ სისტემათა თეორიას ძალაუფლებისა და ძალთა
წონასწორობის თაობაზე მყარი თეორია უნდა შეექმნა. იმ დიდ წინამორბედთა შემდეგ, რომლებიც
მორგენთაუს ადრევე აკრიტიკებდნენ (4), ნეორეალისტური სინთეზი, საბოლოოდ, 1979 წელს
კენეთ ნ. უოლცმა (5) წარმოადგინა და დღემდე ის ავტორიტეტულ თეორიას წარმოადგენს.
საყოველთავო აზრის მიხედვით, უოლცმა საერთაშორისო პოლიტიკის

----
4 მორგენთაუს ცნობილ კრიტიკოსთა შორის აღსანიშნავია მ. კაპლანი (1957), ს. ჰოფმანი (1959/1965)
და რ. როზენკრანცი (1963). მორგენთაუდან მოყოლებული საერთაშორისო პოლიტიკის თეორიების
თაობაზე დისკუსიის დაღვივებას ბრემენელ მეცნიერს, მშვიდობის მკვლევარს, დიტერ ზენგჰაასს
უნდა ვუმადლოდეთ.
5 შდრ. K.N. Waltz, Theory of International Politics, Reading/Mass. 1979.
----

მჭიდროდ შეკავშირებული და დედუქციური თეორიის შექმნა მოახერხა: მორგენთაუს


ყოვლისმომცველი ,,სუბიექტივიზმისა’’ და ,,საღი აზრის’’ (,,common sense’’) მაგივრად, მან
მსოფლიო პოლიტიკის ჯერ კიდევ მზარდი რაციონალიზაციის პრინციპი აირჩია.
ზოგიერთ კრიტიკოსს ნეორეალისტური სინთეზის მიმართაც ჰქონდა უკმარისობის გრძნობა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა რობერტ ო. კიოჰენმა(6) გამოაქვეყნა დისკუსიის
მასალები შემდეგ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით: ტერმინების - ძალაუფლებისა და
ძალთა წონასწორობის - მნიშვნელობის ჯერ კიდევ გადაულახავი მრავალფეროვნება; საგარეო
პოლიტიკის მიმართ საშინაო პოლიტიკის მნიშვნელობის უგულვებელყოფა;

5
სტრუქტურალისტური სისტემათა თეორიის სისტემურ-იმანენტური სირთულეები
საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით; და ბოლოს,
პოზიტივისტურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ისტორიის უგულვებელყოფის ტენდენცია,
ისტორიისა, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ყველა საერთაშორისო სისტემა ეფუძნება.
ნეორეალიზმის, როგორც კომპლექსური პოლიტოლოგიური თეორიის თაობაზე მე აქ არაფერს
ვიტყვი. ჩვენ, უბრალოდ, გვაინტერესებს ბოლო კრიტიკული პუნქტი: ისტორიის ან სულ მცირე
მისი პირველხარისხოვანი ასპექტების იგნორირება. კიოჰენის აზრით, ,,უოლცისეული
ნეორეალიზმის მიმართ ფართოდ გავრცელებული და განსხვავებული გრძნობები
დაუკმაყოფილებლობისა’’ კლასიკური რეალიზმის თეორიასთან (რომელიც დღის წესრიგში
ატომური ომის საშიშროებას აყენებს) ერთად, უწინარეს ყოვლისა, ,,მსოფლიო პოლიტიკის
შეფასების კრიტიკული იდეალიზმის ტრადიციებიდან იღებს სათავეს.’’(7) მაგრამ რა არის აქ
,,კრიტიკული’’ და რა ,,იდეალისტური?’’ ჰარვარდის გონიერი ინტელექტუალი თავად
მიგვითითებს ყოველგვარი ნეორეალისტური პოზიციის სისტემურ სისუსტეებზე, მაგრამ თავადაც
გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება, როდესაც ისტორიის თაობაზე რიჩარდ კ. ეშლის გინდა არ
გინდა სამართლიან შეკითხვაზე მიდის საუბარი: ,,ვინ და როგორ შეძლებს ისტორიის
ინტეგრირებას იმ ტიპის თეორიაში, რომელიც მე შევქმენი?’’(8)
სინამდვილეში: საერთაშორისო ურთიერთობათა ყველა ეს ნეორეალისტი (თუ როგორც ხშირად
უწოდებენ) თეორეტიკოსი დღესდღეობით (მორგენთაუსა და კისინჯერისაგან განსხვავებით)
უფრო ეკონომიკურ ინფრასტრუქტურებზე, ფორმალური თუ არაფორმალური საერთაშორისო
ორგანიზაციების როლსა და ურთიერთდამოკიდებულების პრობლემატიკაზე იღებს
ორიენტაციას(9) ყოველივე ამასთან ერთად, ისინი თავიანთ პოზიტივისტურ-
სტრუქტურალისტურ მეთოდოლოგიასა და მუდმივ რედუქციაზე დაყრდნობით მაინც
უგულვებელყოფენ ისტორიის განსაზღვრულ პირველხარისხოვან ასპექტებს, უპირველეს
ყოვლისა კი მსოფლიო

---
6 შდრ. R. O. Keohane, (Hrg.), Neorealism and its Critics, New York 1986.
7 შდრ.aaO იხ. გვ. 24.
8 შდრ.aaO იხ. გვ. 340.
9 შდრ.R. O. Keohane – J. S. Ney, Power and Interdependence. World Politics in Transition, Cambridge/Mass.
1977, მეორე გამოცემა თანდართული ანალიზით, 1989.
----

პოლიტიკური კონფლიქტების ეთნიკურ, ეთიკურ და რელიგიურ განზომილებებს.


ნეორეალისტური დისკუსიისადმი თვალის გადევნების დროს გარედამკვირვებლს, გარკვეულ
წილად, შეიძლება ნეოსქოლასტიკა მოაგონდეს: ამდენი განმარტებები, სიზუსტეები,
განმასხვავებელი ნიშნები და ამავე დროს ამდენი აბსტრაქტულობა, ირეალურობა, ცნებებისა და
აზრების აკრობატიკა ე.წ. ნაკლებად ,,აკადემიურ’’ მორგენთაუსთან, რომელიც პრაქტიკოს
პოლიტიკოსებს გაცილებით მეტს სთავაზობდა, არ გვხვდება.
საკითხავია, მოისურვებს თუ არა სტრუქტურალისტური სისტემათა თეორია 1989 წლის
ევროპული რევოლუციებისა და ისრაელ – პალესტინის კონფლიქტის დამაჯერებლად ახსნას
მაშინ, როდესაც ის ეთნიკური, ეთიკური და რელიგიური განზომილებების აბსტრაგირებას
,,სისტემური’’ საფუძვლებიდან ახდენს? გამართლებულია ამგვარი განზოგადება? იქნება კი ეს
თეორია, როგორც ჭეშმარიტად რეალისტური და როგორც მსოფლიო პოლიტიკის ,,პრობლების
გადაწყვეტაზე ორიენტირებული თეორია’’, მისი მეცნიერული გამოყენებისას, საკმარისად
დამაჯერებელი?
ამ მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, პრინსტონის უნივერსიტეტის

6
პოლიტოლოგი რობერტ გილპინი დარწმუნებულია, რომ ,,რეალიზმს ბევრი, განსაკუთრებით კი
ახალგაზრდა თაობის მეცნიერებში, ვერ ეწყობა.’’ რატომ? ,,იმიტომ, რომ ის საუკეთესო
შემთხვევაში ამორალურ მოძღვრებას შეიცავს და უარეს შემთხვევაში კი ნებართვისათვის კვლას,
ომის წარმოაებასა და ძარცვა-გლეჯის გიჟურ აქტს უშვებს?’’(10) ეს ბოლო ხედვა ნამდვილად არ
არის მართებული. რეალისტები არ არიან ,,ამორალური მონსტრები’’. და მაინც, გილპინის აზრით,
,,აშკარად ძნელია გაამართლო’’(11)აზრი მათი ,,მორალური ნეიტრალობის’’ თაობაზე, რომელიც
ამორალობას ემიჯნება.
თავად გილპინი, რომელსაც ომისა და მსოფლიო პოლიტიკის ცვლილებების, პოლიტიკური
ეკონომიისა და ასევე სამონეტო პოლიტიკის თაობაზე ისტორიული პერსპექტივების
გათვალისწინებით უამრავი წიგნი აქვს დაწერილი,(12)ნეორეალისტურ თეორიაში მორალის
საკითხის თაობაზე გასაოცარ უკმაყოფილებას ამჟღავნებს. მაკიაველის ,,მორალის’’ დამოწმება აქ
ნამდვილად არ არის საკმარისი, მითუმეტეს თუ მის მიმართ გილპინის აშკარა დისტანციაზე
მივუთითებთ: ,,რეალიზმის ეს ამორალური ვერსია, რომელიც სახელმწიფოს უმაღლეს
ავტორიტეტს აღიარებს და არანაირ ეთიკურ პრინციპებს არ უკავშირდება, რეალიზმის ჩემეულ
გაგებას არ წარმოადგენს.’’(13)
და რა ხდება შემდეგ? რეალისტური თეორიების პოლიტიკური ,,რჩევების’’ მორალის კუთხით
განხილვისას გილპინის ბოლოდროინდელი ლტოლვა ,,აღსარებისადმი’’ (,,confession’’) ნაკლებად
დაგვეხმარება: ის ხომ ,,კაბინეტის ლიბერალი’’ (,,a closet liberal’’) იქნებოდა, რომელსაც
,,ლიბერალური

----
10 შდრ. R. G. Gilpin, The Richness of the Tradition of Political Realism, in: R. O. Keohane, Neorealism, იხ.
გვ. 301 – 321.
11 შდრ. aaO. იხ. გვ. 319.
12 შდრ. იგივე ავტორი, War and Change in World Politics, Cambridge 1981; ასევე The Political Economy of
Interational Relations, Princeton 1987.
13 შდრ. იგივე ავტორი, The Richness, იხ. გვ. 320.
----

ღირებულებების’’ – დაუკვირდით თანმიმდევრობას – ,,ინდივიდუალიზმის, თავისუფლებისა და


ადამიანის უფლებებისა’’ სწამს.(14) თითქოს ყოველგვარ ამორალობას პოლიტიკაში
ინდივიდუალიზმითა და თავისუფლებით არ ამართლებდნენ და თითქოს დღესაც არ
შეიძლებოდეს ამგვარი რამ! თითქოს ლიბერალებმა არ უნდა გაიაზრონ პრაქტიკულად ის, რომ
პოლიტიკური მორალი განსაზღვრულ თავისუფლებებთან და უფლებებთან ერთად მოვალეობებსა
და გარკვეულ მასშტაბებსაც მოიცავს.
აქ დასმული კითხვები, რომლებიც არა მხოლოდ პიროვნებებს, არამედ ერებსა და მათ
პოლიტიკასაც ეხება, პასუხებს ითხოვს. ამ ქვეთავში პოლიტიკისა და ეთიკის თაობაზე რამდენიმე
არსებით შენიშვნას გავაკეთებ და ამით დავამთავრებ. ეს შენიშვნები ახალი და უახლესი ისტორიის
აქტუალურ საკითხებზე ერთგვარ პასუხებს წარმოადგენს.

დ. მარადიული და ძაბ ულობა პო ლიტი კასა და ეთიკას შორის


რეალისტური პოზიცია ფლობს საკუთარ ჭეშმარიტებას, რისი უარყოფაც არ შეიძლება: პოლიტიკა
რომ აბსტრაქტულ იდეალებს, ცრუ იმედებსა და უტოპიურ სურვილებს მიჰყვეს, მაშინ ის ხომ
ილუზიური იქნებოდა. იდეოლოგიებს, რომლებიც ძალთა ურთიერთდამოკიდებულებას ნიღბავს
და ფარავს, იდეოლოგიის კრიტიკით უნდა აეხადოს ფარდა. პოლიტიკური რეალობა, რომელიც
არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იგივდებოდეს საღ აზრთან, უნდა იყოს ზუსტად ისე აღქმული,
როგიცაა ის სინამდვილეში.
სტრუქტურალისტური სისტემათა თეორიის გამზიარებელი პოლიტოლოგებიც საკითხს
7
ამგვარადვე აყენებენ: პოლიტიკური სტრატეგიები და გადაწყვეტილებები არ შეიძლება უბრალოდ
მეტი ,,მეცნიერებით’’, ,,მეცნიერული სისტემითა’’ და ,,მეცნიერული’’ ფორმულებით, ხოლო
პოლიტიკოსები ,,ექსპერტებით’’ შეიცვალოს. ბისმარკს თუ მოვიხმობთ, თავად პოლიტიკა ხომ არა
მეცნიერება, არამედ ყოველი ახალი ვითარების დროულად და ინტუიციურად შეცნობის
ხელოვნებაა, რაც ყველაზე სწორ გზას წარმოადგენს. ნებისმიერი სახის მეცნიერული გააზრება
განსაზღვრული დოზით სუბიექტურობასა და ზედმეტ რისკს მაინც შეიცავს. მეორეს მხრივ,
პოლიტიკური სტრატეგიებისა და გადაწყვეტილებების ჩანაცვლება არც უფრო მეტი ,,მორალითა’’
და მორალური რეკომენდაციებით, ხოლო პოლიტიკოსების ჩანაცვლება - მორალისტებითა და
თეოლოგებით არ შეიძლება.
უფრო მიზანშეწონილი იქნება თუ პოლიტიკის განსაზღვრულ ავტონომიას აღიარებენ,
ავტონომიას, რომელიც არც მეცნიერულ ლოგიკას, არც ეკონომიკურ კანონებს, არც სამართლებრივ
ნორმებსა და არც მორალისტურ იდეალებს არ შეიძლება ტოტალურად ექვემდებარებოდეს,
როგორც ამას სციენტისტები, ეკონომისტები, მეორეს მხრივ ლეგალისტები და მორალისტები
დიდი სიამოვნებით გააკეთებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ კი ცხადი გახდა:
პოლიტიკასა და ეთიკას შორის არსებობს მარადიული დაძაბულობა, რაც უნდა შენარჩუნდეს. ეს
ნიშნავს შემდეგს:
---
14 შდრ. aaO იხ. გვ. 321.
----
• ,,იდეალისტებმა’’ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეთიკისადმი პოლიტიკის სრული სუბორდინაცია
საკუთრივ პოლიტიკის კანონებთან არ მოვა შესაბამისობაში, იქნება უსამართლო და
ირაციონალური. ძალაუფლებისა და ინტერესების უგულვებელყობა არ არის დასაშვები:
,,მორალურად’’ შთაგონებული ჯვაროსნული პოლიტიკისა და მისი ექსცესების გამოცდილებიდან
გამომდინარე, საქმისადმი ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს.
• რეალისტებს კი არ უნდა მოეხდინათ იმ აზრის კორექტირება, რომლის მიხედვითაც ეთიკისადმი
პოლიტიკის სრული დისტანცირების შემთხვევაში თავად ეთიკის საყოველთაო მნიშვნელობა
დადგებოდა ეჭვქვეშ და ამორალიზმსაც ვერ ავიცილებთ თავიდან: პოლიტიკაში ღირებულებების,
იდეალებისა და მასშტაბების უგულვებელყოფა არ ეგების. ინდივიდუალისტურ–ჰედონისტური
საზოგადოებისა და მილიტარისტული საგარეო პოლიტიკის გამოცდილებიდან გამომდინარე
ეთიკური პასუხისმგებლობის გათავისება საჭირო და აუცილებელია.
• პოლიტიკურმა მეცნიერებებმაც რეალისტურად უნდა გაარკვიოს ის, თუ რა არის ადამიანის
ამბივალენტური რეალობა და მისი სამყარო. ამასთან ერთად მან უნდა თქვას ისიც, თუ რა უნდა
იყოს სამომავლოდ: აქცენტი ადამიანის ჰუმანურობასა და ძალაუფლებასთან მიმართებაში
კაცობრიობის უდიდეს და ამოუწურავ შესაძლებლობებზე უნდა გაკეთდეს. პოლიტიკური ქცევის
ყველაზე დიდ კრიტერიუმად არა რეალობა, რომელიც პოლიტიკაში შეიძლება სიმხეცედ
მოგვევლინოს, არამედ ჰუმანურობა უნდა იქცეს, ჰუმანურობა, სადაც მორალი თავის კულმინაციას
აღწევს.(15)
ვინაიდან პოლიტიკაში საქმე მხოლოდ ძალაუფლებასა და სისტემას არასოდეს ეხება და ვინაიდან
იქ ყურადღების ცენტრში ადამიანი დგას, პოლიტიკის მხოლოდ პოლიტიკოსებისა და
პოლიტოლოგებისადმი მინდობა შეუძლებელია. მოდერნის ყოველგავარი გამოცდილება
პოლიტიკის ახალი, ეთიკურად გამსჭვალული პარადიგმის შექმნის აუცილებლობას ადასტურებს.
სამომავლოდ ამ საკითხზე ფიქრი ნამდვილად ღირს.

----
15 ამ შენიშვნისათვის მინდა მადლობა გადავუხადო სოციალური ეთიკის სპეციალისტს, სტეფან
პფიურტნერს მარბურგიდან.

You might also like