You are on page 1of 3

სექსი და ინტ იმურო ბის კვლევა

რას მოი თხო ვს თქ ვენ გან ის , რო მ განიცა დო რეალუ რი ინტი მუ რი გან ცდ ა


ვინმ ეს თან ? რა არის სიყ ვარული ? რა არი ს ინტი მუ რობა ?

დიკ ფურნელისგან

დოქტორმა ჰენრი ბრანდტმა, სტუდენტურ გაზეთში, თქვა რომ არსებობს სინდრომი,


ნიმუში, როდესაც წყვილები მიდიან მასთან; და ამბობენ: “ჩვენი ერთად ცხოვრების
დასაწყისში, სექსი არაჩვეულებრივი იყო. შემდეგ რაღაც უცნაური განცდა მოვიდა,
თითქოს მეცინებოდა საკუთარ თავზე, მეცინებოდა ჩემს პარტნიორზეც... ჩვენ
ვმსჯელობდით, ვჩხუბობდით, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დავანგრიეთ. ახლა
ჩვენ მტრები ვართ.”

ეს ის სინდრომია, რომელსაც მე სინდრომის შემდგომი დილა ვუწოდე. ჩვენ


ვიღვიძებდით და ვხედავდით, რომ ინტიმურობა არ იყო ჩვენს შორის. სექსუალური
ურთიერთობა უკვე აღარ გვაკმაყოფილებდა, და რა მდგომარეობამდეც მივედით
ბოლოს არ ყოფილა ის, რომელიც თავიდან გვინდოდა. ყველაფერი რაც სახეზეა არის
მხოლოდ ორი საკუთარი თავისადმი მიმართული ადამიანი, რომელიც ეძებს თავის
დაკმაყოფილებას. ნამდვილი სიყვარულისა და ინტიმურობის ელემენტები
შეუძლებელია მიღწეულ იქნეს “მყისიერად”, და თქვენ თავს აღმოაჩენთ
გაუწონასწორებელ მდგომარეობაში; ეს მდგომარეობა ჰარმონიას ეძებს.

თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების ხუთი არსებითი ნაწილი გააჩნია. ესენია: ფიზიკური,


ემოციური, გონებრივი, სოციალური და სულიერი. ხუთივე ნაწილი განკუთვნილია
იმისათვის, რომ ყველა მათგანმა ერთად და ჰარმონიულად იმუშაოს. ინტიმურობის
ჩვენეულ გამოკვლევაში ჩვენ დღესვე გვინდა გადაწყვეტილება. ერთ-ერთი ჩვენი
პრობლემა არის ის, რომ გვინდა “მყისიერი” სიამოვნება. და როდესაც ინტიმურობის
საჭიროება ურთიერთობაში ვერ პოულობს პასუხს, ვეძებთ “მყისიერ”
გადაწყვეტილებას. საკითხავია სად ვეძებთ? ფიზიკურში, გონებრივში, სოციალურში,
ემოციურში თუ სულიერში? ცხადია ფიზიკურში. ყველაზე უფრო ადვილია
ფიზიკური სახის ინტიმურობის განცდა ვინმესთან, და გაცილებით ძნელია იყო
ინტიმური დანარჩენ ოთხ სფეროში. თქვენ შეგიძლიათ ფიზიკური სახის
ინტიმურობას მიაღწიოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთ საათში, ანდა
ნახევარ საათში – ეს მხოლოდ ლტოლვაზეა დამოკიდებული! თუმცა მალევე
აღმოაჩენთ იმას, რომ სექსი მხოლოდ დროებითი განტვირთვაა ზედაპირული
სურვილისა. არსებობს გაცილებით ღრმა საჭიროება, რომელიც ჯერაც ელის
შეხვედრას.

როგორ იქცევით მაშინ, როდესაც აღგზნება თანდათან ნელდება და რაც უფრო მეტი
გაქვთ სექსი, მით უფრო ნაკლებად მოგწონთ ის? ჩვენ ვახდენთ ამის
რაციონალიზაციას და ვამბობთ, “ჩვენ სიყვარულით ვართ დაკავებულნი. დიახ ჩვენ
მართლაც სიყვარულით ვართ დაკავებულნი.” თუმცა თავს კვლავ დამნაშავედ და
დაუკმაყოფილებლად ვგრძნობთ. მთელს ამერიკაში მე ყველგან ვხვდებოდი კაცებსა
და ქალებს, რომლებიც ეძებდნენ ინტიმურობას, იცვლიდნენ პარტნიორებს და იმედი
ჰქონდათ, რომ “ამჯერად არ მოტყუვდებოდნენ, რომ ამჯერად შეძლებდნენ
ისეთ ურთიერთობას, რომელიც უკანასკნელი იქნებოდა.”

დარწმუნებული ვარ, რომ ის რასაც ჩვენ რეალურად ვეძებთ არ არის სექსი. ის


რაც სინამდვილეში გვინდა ინტიმურობაა.

რა არ ის ინ ტი მურო ბა ?

დღეს, სიტყვა ინტიმურობა აღებულია სექსუალური კონტექსტიდან. თუმცა ის


გაცილებით მეტია ვიდრე ეს. ის შეიცავს ჩვენი ყოფის ყველა განსხვავებულ
განზომილებებს – ცხადია ფიზიკურსაც, თუმცა სოციალურსაც, ემოციურსაც,
გონებრივსაც და სულიერსაც. ინტიმურობა რეალურად ნიშნავს ცხოვრების სრულ
გაყოფას. და ყველა ჩვენგანს განა არ ჰქონია სურვილი ოდესმე სიახლოვისა,
ერთიანობისა, ჩვენი ცხოვრების განაწილებისა ვინმესთან სრულიად?

მარშალ ჰოჯმა დაწერა წიგნი სახელწოდებით თქვენი შიში, რომელიც


სიყვარულისგან არის გამოწვეული. მასში ის წერს: “ჩვენ ძალიან გვსურს
სიყვარულის, სიახლოვისა და სინაზის გამოხატვის წუთები, მაგრამ ხშირად,
კრიტიკულ მომენტში უკან ვიხევთ. ჩვენ გვეშინია სიახლოვის; გვეშინია
სიყვარულის.” მოგვიანებით იმავე წიგნში ჰოჯი აღნიშნავს, “რაც უფრო ახლოს
მიდიხარ ვინმესთან, მით უფრო დიდი პოტენციალია ტკივილისთვის.” და სწორედ
ამ ტკივილის შიშია, რომელიც ხშირად გვაიძულებს უკან დავიხიოთ და აღარ
ვეძებოთ ნამდვილი ინტიმურობა.

მე ჩავატარე ლექციების სერია სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში. ერთ-ერთი


შეხვედრის შემდეგ ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა, “მინდა რომ გესაუბროთ
ჩემი მეგობარი ბიჭის პრობლემებზე.” ჩვენ ჩამოვსხედით და მან დაიწყო თავისი
გასაჭირის მოყოლა. რამდენიმე დეტალის შემდეგ, მან ასეთი რამ თქვა: “ახლა მე
ვცდილობ, რომ აღარასოდეს მივაყენო ტკივილი კვლავ.” მე ვუთხარი მას, “სხვა
სიტყვებით, თქვენ ახლა ცდილობთ, რომ აღარასოდეს გიყვარდეთ კვლავ.” მას ეგონა,
რომ ვერ გავუგე და განაგრძო. “არა, ეს ის არ არის რასაც მე ვამბობ. მე მხოლოდ ის
მინდა აღარასოდეს მივაყენო ტკივილი მას. მე არ მინდა ტკივილი ჩემს ცხოვრებაში.”
მე მივუგე, “კი სწორია, თქვენ აღარ გსურთ სიყვარული თქვენს ცხოვრებაში.” იცით,
არ არსებობს ისეთი რამ, რასაც `უტკივილო სიყვარული” ჰქვია. რაც უფრო ახლოს
მივდივართ ვინმესთან, მით უფრო დიდი პოტენცია არსებობს ტკივილისათვის.

მინდა ვივარაუდო, რომ თქვენ (და დაახლოებით მოსახლეობის 100 პროცენტი)


იტყვით, რომ ტკივილი მოგადგათ წინა ურთიერთობებში. კითხვა კი იმაში
მდგომარეობს თუ როგორ უმკლავდებოდით ამ მწუხარებას? იმისათვის, რომ
დამალოს ტკივილი, მრავალი ჩვენგანი აწვდის ადამიანებს იმას, რასაც მე “ორმაგ-
ნიშანს” (დოუბლე-სიგნ) ვეძახი. ჩვენ ვეუბნებით პიროვნებას, “შეხედე, მე მინდა რომ
ახლოს მოხვიდე ჩემთან. მინდა რომ მიყვარდე და ვიყო საყვარელი... თუმცა
მოიცადე, მე ტკივილი მომადგა ადრე. ამიტომაც აღარ მსურს ამ საგნებზე ლაპარაკი.
აღარ მსურს მეტად ამის მოსმენა.” ჩვენ კედლებს ვაშენებთ ჩვენი გულების ირგვლივ
იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი ვინმე გარეშესგან, რომ აღარ მოგვადგეს
ტკივილი. თუმცა იგივე კედლები, რომლებიც გვიცავს ჩვენ გარეშეებისგან, კეტავს
ჩვენს შინაგანსაც. შედეგი კი მარტოობაა და ნამდვილი ინტიმურობა და სიყვარული
შეუძლებელი ხდება.

=====================================

დიკ ფურნელს უსაუბრია 450 უნივერსიტეტისა და კოლეჯის სტუდენტთან. ის


გახლავთ 12 წიგნის ავტორი, რომელთა შორისაც არის: როგორ გახდეთ მეგობარი,
საყვარელი და თავისუფალი, რომ კვლავ გიყვარდეთ...

© 1997 რიჩარდ ფურნელი

You might also like