You are on page 1of 18

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამა

,,განხილულია
,,განხილულია”
განხილულია” ,,დამტკიცებულია
,,დამტკიცებულია”
დამტკიცებულია”
სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს სხდომაზე ოქმი № 14 საბჭოს სხდომაზე ოქმი #
13 ივლისი 2009 წელი ,, “ “ 2009 წ.
დეკანი, პროფ. ო.შაინიძე რექტორი, პროფ. ა.ბაკურიძე

ფაკულტეტი: სასოფლო სამეურნეოE


სამეურნეოE
აკადემიური ხარისხი - სოფლის მეურნეობის ბაკალავრი
სპეციალობა აგროეკოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამის
ხელმძღვანელი _ ასოცირებული პროფესორი დ.ჯაში
საბაკალავრო პროგრამის
პროგრამის აქტუალობა და მიზანი -ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება,
აღდგენა და დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, რომლის
დადებითად გადაწყვეტასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ახლანდელი და მომავალი
თაობების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
სახელმწიფოებრივი ზრუნვის პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს
ეკოლოგიური პრობლემების გადაუდებელი მოგვარება, რაც სხვა საკითხებთან ერთად
ეკოლოგიურ მიწათმოქმედებას, მცენარეული ორგანიზმებისა და გარემო ფაქტორების
ურთიერთდამოკიდებულებების შესწავლას, მცენარეთა დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო
ღონისძიებების გამოყენებას და მის ოპტიმალურ გადაწყვეტას გულისხმობს. ამისათვის
აუცილებელია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. აღნიშნული საბაკალავრო
პროგრამა სწორედ ასეთი სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფს. აგროეკოლოგიის
სპეციალობის სტუდენტები შეისწავლიან ორგანიზმების, ბუნებრივი პოპულაციების,
ბიოცენოზების, აგროლანდშაფტების ეკოლოგიას; ბუნებრივი სავარგულების მცენარეთა
ბიოლოგიასა და ეკოლოგიას; ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ხერხებს;
ნიადაგების ნაყოფიერების ზრდისა და ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის გზებსა და
მეთოდებს; სასუქების შენახვისა და გამოყენების ეკოლოგიურ ასპექტებს; სასოფლო სამეურნეო
კულტურების სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის ეკოლოგიურად
უსაფრთხო ინტეგრირებულ მეთოდებს; გარემოს დაბინძურების მიზეზებს და მის აღმკვეთ
ღონისძიებებს; აგროეკოსისტემების მდგრადობას და მის ფუნქციონირებას ტექნოგენეზის
პირობებში, ნიადაგის ეროზიის პრობლემებს; ალტერნატული და ბიოლოგიური
მიწათმოქმედებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.
შედეგი - საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება სასოფლო - სამეურნეო
კულტურებზე მოქმედი ფაქტორების ეფექტიანობის დადგენა; დაეუფლება აგრონომიული
დისციპლინების თეორიულ საფუძვლებს, შეძლებს გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს
უარყოფითი ანთროპოგენური ზეგავლენა გარემოზე. უზრუნველყოფს ნიადაგის ნაყოფიერების
ზრდის, ორგანული და მინერალური სასუქების სწორად გამოყენებისა და შენახვის
ეკოლოგიური ასპექტების მართვას; მოახერხებს სასოფლო - სამეურნეო და სხვა კულტურულ
მცენარეთა დაცვას მავნებელ - დაავადებებისაგან და შეიმუშავებს მათ წინააღმდეგ ბრძოლის
ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებს. ბაკალავრს შეეძლება მავნე ორგანიზმების
მონიტორინგი, მათი გავრცელების პროგნოზირება და წინასწარი აღმკვეთი ღონისძიებების
ჩატარება; გარემოს გაჭუჭყიანების მიზეზების გამოკვლევა და მისი თავიდან აცილების გზების
დადგენა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის შემოწმება და მათი ექსპერტიზა;

2
ბუნებათსარგებლობის ისეთ ღონისძიებათა საფუძვლების შემუშავება, რომლებიც
უზრუნველყოფს ადამიანისა და ბიოსფეროს ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებას.
დასაქმების სფერო
სფერო - სხვადასხვა სახის ფერმერული მეურნეობები, სასოფლო -
სამეურნეო ან დარგობრივი წარმოებები, სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი
დაწესებულებები, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურები.
საფაკულტეტო მიღება - ვინაიდან ეროვნული გამოცდები ტარდება საფაკულტეტო
განაცხადით, სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტზე შემოსული ყველა სტუდენტი სწავლების
პირველ კურსზე გაივლის ფაკულტეტზე არსებულ ზოგად და საუნივერსიტეტო საგნებს.
მეორე კურსიდან ისინი ირჩევენ ძირითად სპეციალობას და შეისწავლიან შესაბამის
სპეციალურ დისციპლინებს.

კრედიტების განაწილება საგნების მიხედვით

კრედიტების კრედიტების განაწილება სემესტრების


საგნის/ მოდულის დასახელება საერთო მიხედვით

# რაოდენობა 1 2 3 4 5 6 7 8

I ძირითადი (major - 120)


120) 120
მცენარეთა გენეტიკა,
1 10
სელექცია,Mმეთესლეობა, ჯიშთმცოდნეობა 5 5
აგროქიმია მიწათმოქმედების
2 10
საფუძვლებით 5 5
ერთწლიანი და მრავალწლიანი
3 10
კულტურები 5 5
მცენარეთა ფიზიოლოგია ბიოქიმიის
4 10
საფუძვლებით 5 5
5 აგრომეტეოროლოგია 5 5
6 აგროეკოლოგია 10 5 5
7 სასოფლო - სამეურნეო ფიტოპათოლოგია 5 5
8 სასოფლო - სამეურნეო ენტომოლოგია 5 5
9 სუბტროპიკულ მცენარეთა ეკოლოგია 5 5
10 მცენარეთა დაცვა 5 5
11 სასოფლო - სამეურნეო მელიორაცია 5 5
სასოფლო - სამეურნეო პროდუქტთა
12 5
შენახვა გადამუშავება 5
13 მეცხოველეობა, მეფუტკრეობა 5 5
აგროეკოლოგიური მონიტორინგი,
14 5
ექსპერტიზა, სამართალი 5
15 მიწათმოწყობა გეოდეზიის საფუძვლებით 5 5
16 საველე, სასწავლო, საწარმოო პრაქტიკა 10 5 5
სპეციალობის არჩევითი კურსები 10
1 ზოგადი ეკოლოგია 5 10
2 გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები 5

3
მავნე ორგანიზმთა ეკოლოგია სოფლის
3 5
მეურნეობაში
4 აგროტურიზმი და გარემოს დაცვა 5
საბაკალავრო ნაშრომი 10
სულ 120 30 30 15 15 15 15
II საფაკულტეტო (40) 40
1 ზოგადი ქიმია 5 5
მათემატიკა, მათემატიკური სტატისტიკის
2 5
ელემენტებით 5
3 ფიზიკა აგროფიზიკის საფუძვლებით 5 5
4 ბოტანიკა 5 5
5 ნიადაგმცოდნეობა 5 5
სოფლის მეურნეობის .მექანიზაცია,
6 5
ელექტრიფიკაცია 5
5
7 სოფლის მეურნეობის ეკონომიკა 5

8 სოფლის მეურნეობის საფუძვლები 5 5


სულ 40 20 20
საუნივერსიტეტო არჩევითი
არჩევითი 20
1 საქართველოს ისტორია 5 5
2 ქართული ენა, მეტყველების კულტურა 5 5
3 ფიზიკური კულტურა 5
4 უცხო ენა 5 5
5 ინფორმატიკა 5 5
6 ფსიქოლოგია 2
7 აზრონების ფილოსოფია 3
სულ 10 10

III დამატებითი (minor-


minor-60)
60) აგროეკოლოგია 60 15 15 15 15
1 აგროეკოსისტემები 5
2 ნიადაგმცოდნეობა, აგროქიმია 10
3 აგროეკოლოგია 10
ერთწლიანი და მრავალწლიანი
4 5
კულტურები
ეკოლოგიური მონიტორინგი, ექსპერტიზა,
5 10
ეკოლოგიური სამართალი
6 ორგანული სოფლის მეურნეობა 5
ფიტო პათოლოგია, ენტომოლოგია,
7 10
მცენარეთა დაცვა
8 მიკროორგანიზმთა ეკოლოგია 5
სულ 240 30 30 30 30 30 30 30 30

4
სტუდენტთა რაოდენობა - მატერიალურ _ ტექნიკური და ადამიანური რესურსებიდან
გამომდინარე პროგრამა მოემსახურება 25 სტუდენტს.

სასწავლო პროცესის ორგანიზაციის აღწერა

სასწავლო პროცესის ფორმა - სასწავლო პროცესი ჩატარდება აკადემიურ ჯგუფებში


დღის სწავლების ფორმით, საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის სახით.

სწავლების მეთოდები/
მეთოდები/კურსის ტიპები - ლექცია, პრაქტიკული, ლაბორატორიული
მეცადინეობები, სემინარები, ინდივიდუალური მუშაობა ხელმძღვანელის
მეთვალყურეობით, კონსულტაცია, დამოუკიდებელი მეცადინეობა, რეფერატებზე
მუშაობა, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა.

სასწავლო საქმიანობის ტიპები -სტუდენტის ლექციებზე დასწრება, სპეციალურ


დავალებათა შესრულება, ლაბორატორიული მეცადინეობების უნარ-ჩვევების
გამომუშავება, საველე პირობებში პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება და
პრეზენტაციების მოწყობა. კონფერენციებში მონაწილეობის და კონფერენციების
ჩატარების ჩვევის ჩამოყალიბება, ინდივიდუალური მუშაობა, საშუალედო და
საკონტროლო წერა, კოლოქვიუმი, ახალი ლიტერატურის გაცნობა - გარჩევა, სხვისი
შრომების კონსტრუქციული კრიტიკის უნარის გამომუშავება და ა.შ. ცოდნისა და უნარ-
ჩვევების გამოყენება, ზეპირი და წერითი გამოცდა, ტესტირება, ინდივიდუალური
გასაუბრება, უწყვეტი შეფასება, სამეცნიერო მოხსენებების გაკეთება და ა.შ.

კვლევითი სფერო და პრაქტიკა -საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელოვანი


ნაწილია კვლევითი საქმიანობა, რეფერატისა და პროექტის მომზადება, რომელიც
ჩადებული იქნება ცალკეული საგნის შესაბამის სილაბუსში. სტუდენტი ასრულებს
საკვალიფიკაციო საბაკალავრო ნაშრომს, აქტიურადაა ჩაბმული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების ფარგლებში გათვალისწინებულ კვლევით პროექტებში.

5
შეფასების
შეფასების მოთხოვნები
შეფასება მოხდება ESTC - ის მიხედვით მოცემული ცხრილის შესაბამისად.

A 91 - 100 ქულა ფრიადი


B 81 - 90 ქულა ძალიან კარგი
C 71 - 80 ქულა კარგი
D 61 - 70 ქულა დამაკმაყოფილებელი
E 51 - 60 ქულა საკმარისია

Fx 41 - 50 ქულა სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი


მუშაობა სჭირდება

F 0 - 40 ქულა სტუდენტს მნიშვნელოვანი


სამუშაო აქვს ჩასატარებელი

პროგრამის მატერიალური პირობები -სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტი


განლაგებულია მწვანე კონცხზე, ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის 4 სართულიან
კორპუსში, ფაკულტეტის განკარგულებაშია სასწავლო - საცდელი ბაზა, აგროქიმიA,
ნიადაგმცოდნეობის DA მექანიზაციის ლაბორატორია. სწავლა მიმდინარეობს 1000 -1500
საათამდე.
ურთიერთხელშეკრულების საფუძVელზე ფაკულტეტს ემსახურება შემდეგი საბაზო –
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები:
ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი
ინსტიტუტი; საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი; ლ.
ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი; მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტი; ბათუმის
ბოტანიკური ბაღი; სასოფლო - სამეურნეო კულტურების მავნებლებთან ბიოლოგიური
მეთოდებით ბრძოლის სამეცნიერო ცენტრი; ბათუმის სახელმწიფო. უნივერსიტეტის და
სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
სტუდენტებთან თანამშრომლობა - სპეციალობაზე სასწავლო პროცესი
განხორციელდება სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობებით, სტუდენტები აქტიურად
თანამშრომლობენ სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმართვის პროცესში.
სტუდენტები მონაწილეობენ სოციოლოგიურ გამოკითხვებში (ლექტორ – სტუდენტის
თვალით).

6
პროგრამის ანალოგებია:
ანალოგებია:
1. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი
2. www.iastate.edu – lowa state University
3. www.latech.edu-Louisiana Technical University
4. tttu.edu-Texas technical University
5. University of Natural Resources and Applied Life Sciences, Vienna

სასწავლო კურსების ანოტაცია


ძირითადი
მცენარეთა გენეტიკა,
გენეტიკა, სელექცია,
სელექცია, მეთესლეობა,
მეთესლეობა, ჯიშთმცოდნეობა - დისციპლინის
შესწავლის მიზანია სტუდენტებისათვის ცოცხალი ორგანიზმების ცვალებადობისა და
მემკვიდრეობითობის მართვის მეთოდების გაცნობა, რაც აუცილებელია
საზოგადოებისათვის სასარგებლო მიმართულებით მცენარეების და ცხოველებისა შერჩევის
ხერხებისა და მეთოდების დასაუფლებლად. სწავლის პროცესში სტუდენტები გაეცნობიან
ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა: სქესობრივი განაყოფიერების პროცესი
ფარულთესლიანებში, მემკვიდრეობა და მისი ცვალებადობა გამრავლებისას,
ჰიბრიდიზაცია, ჰეტეროზისი, ინბრიდინგი, მუტაგენეზი, პოლიპლოიდია, გამორჩევა,
გაუმჯობესებული და ახალი ჯიშების პირველადი შეფასება, ჯიშთგამოცდა, რაც საკმარისია
აგრარული დარგის სპეციალისტებისათვის.
აგროქიმია,
აგროქიმია, მიწათმოქ
მიწათმოქმედების საფუძვლებით
საფუძვლებით - სწავლობს სასოფლო-სამეურნეო
მცენარეთა კვების საკითხებს, ნიადაგის თვისებებს სასუქების გამოყენებასთან
დაკავშირებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემას და
აგროქიმიური გამოკვლევის მეთოდიკას. განიხილავს ორგანული და მინერალური
სასუქების მოქმედებას სასოფლო-სამერნეო კულტურების მოსავლიანობაზე, ხარისხზე და
გაჭუჭყიანებაზე, შეისწავლის მიწათმოქმედების სისტემებს, ნიადაგის ნაყოფიერების
აღდგენის წესების და მცენარეთა სასიცოცხლო პირობების ოპტიმიზაციას, აგრეთვე
სარეველების ბიოლოგიურ თავისებურებებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს.
თესლბრუნვების მეცნიერულ საფუძვლებს. ნიადაგის დამუშავების წესებსა და ხარისხის
შემოწმების კრიტერიუმებს, ნიადაგის ეროზიის ძირითად სახეებს და მათგან დაცვის
ღონისძიებებს.

7
სტუდენტები გაეცნობიან მინერალური სასუქების მოქმედებას როგორც ნიადაგში, ისე
მცენარესა და ატმოსფეროში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში ძირითადი საკვები
ელემენტების ზღვრულ დასაშვებ ნორმებს.
ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები - დისციპლინის სწავლების მიზანია,
ისეთი საკითხების შესწავლა როგორიცაა: მცენარის სახალხო - სამეურნეო მნიშვნელობა,
მორფოლოგია და ბიოლოგია. მცენარის თესლში და ნაყოფში ქიმიური ნივთიერებების
შედგენილობა, მცენარეთა ჯიშების განმასხვავებელი ნიშანთვისებები, მაღალი მოსავლის
მიღებისათვის სწორი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების ჩატარება, პლანტაციის
გასაშენებლად ნიადაგის მომზადება, თესვა (დარგვა), ნათესისა და ნარგაობის მოვლითი
ღონისძიებები, მოსავლის აღება, შენახვა და რეალიზაცია.
სწავლების საფუძვლიანი შესწავლისათვის გამოყენებული იქნება თანამედროვე
აგროტექნიკური საშუალებები და ევროპული მოწინავე სწავლების სახვადასხვა მეთოდები.
მცენარეთა ფიზიოლოგია ბიოქიმიის საფუძვლებით -საგნის შესწავლა სტუდენტებს
აძლევს ცოდნას მცენარეში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების კანონზომიერებათა,
ეკოლოგიურ გარემო პირობებისა და მცენარის შინაგანი პროცესების ურთიერთობების,
ადაპტაციის, მცენარის ზრდის, მეტაბოლიზმის, ბიოქიმიურ გარდაქმნების, ფოტოსინთეზის
რეაქციის, ნახშირბადის შთანთქმის, წყლის შეწოვის, გადაადგილების, არაორგანულიდან –
ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის, ოსმოსური წნევის, ტრანსპირაციის პროცესების,
უჯრედის გამრავლების, მისი სტრუქტურის, ქსოვილების აგებულების და ფუნქციების,
მცენარის სუნთქვის, მიკროორგანიზმების აერობული და ანაერობული პროცესების,
ბაქტერიალური ორგანიზმების მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის, სპირტული დუღილის,
ცოცხალი ორგანიზმისა და გარემოს ერთიანობის შესახებ.
აგრომეტეოროლოგია - შეისწავლის მოცემულ აგროკლიმატური ზონისათვის
დამახასიათბელ იმ მეტეოროლოგიურ-კლიმატურ პირობებს, რაზედაც მნიშვნელოვნად
არის დამოკიდებული სასოფლო – სამეურნეო კულტურების პროდუქტიულობის ზრდა.
სტუდენტები შეისწავლიან მეტეოროლოგიური მოვლენების აღრიცხვისა და კლიმატური
პირობების ფორმირების კანონზომიერებებს, ამ ფაქტორების გავლენას მცენარეთა
ყვავილობაზე, ნაყოფმსხმოიარობაზე და მათ პროდუქტიულობაზე, მავნებელ-დაავადებათა
გავრცელებაზე; საგანი ითვალისწინებს კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ მოვლენათა
წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. სასოფლო-სამეურნეო კულტურების
ძირითადი ფაზების განვითარებისა და მოსავლის აგრომეტეოროლოგიური
პროგნოზირების მეთოდების დამუშავებას.

8
აგროეკოლოგია - საგანი განიხილავს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მასზე
მოსახლე ცოცხალ ორგანიზმებზე გარემო ფაქტორების მოქმედებას, აგროლანდშაფტების,
აგროპოპულაციების სტრუქტურულ მახასიათებლებს და აგრობიოცენოზებს. იკვლევს
აგროცენოზებში ორგანიზმებს შორის კავშირებს, მათზე გარემოს გავლენას, აგროცენოზების
პროდუქტიულობას. სტუდენტები შეისწავლიან კულტურული მცენარეულობის
ბიოცენოტური კანონზომიერების გამოყენებას მისი პროდუქტიულობის და ხარისხის
ამაღლების მიზნით. ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროეკოლოგიურ
თავისებურებებს.
სასოფლო - სამეურნეო ფიტოპათოლოგია - შეასწავლის სტუდენტებს დაავადებულ
მცენარეში მიმდინარე გარეგნულ და შინაგან ცვლილებებს, დაავადების სიმპტომებს კვლევის
მეთოდებს . დაავადების გამომწვევი სოკოების, ბაქტერიების, ვირუსების ბიოლოგიას,
ეკოლოგიას და სისტემატიკას. მცენარეთა იმუნიტეტს ინფექციური დაავადების მიმართ.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმთავრეს დაავადებებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებს.
სასოფლო - სამეურნეო ენტომოლოგია - შეასწავლის სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე
გავრცელებულ მავნებლებს, მათ აგებულებასა და ბიოლოგიას, ცალკეული სასოფლო
სამეურნეო კულტურების მავნებლებს, მათ დახასიათებას, მავნეობის ხასიათს, გამრავლების
თავისებურებებს, სასარგებლო და მავნე მწერებს, სასარგებლო მწერების, ენტომოფაგების
ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის საკითხებს. მავნე მწერების კლასიფიკაციას , უარყოფით
სამეურნეო მნიშვნელობას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს.
სუბტროპიკულ მცენარეთა ეკოლოგია - კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება
სუბტროპიკული მცენარის დამოკიდებულება გარემოსთან, ადგილის ეკოლოგიური
გამოკვლევა და მოცემულ ტერიტორიაზე ამ თუ იმ სუბტროპიკული კულტურების
გაშენების დასაბუთება, მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებისა და
ბიოლოგიური ციკლების ცვლილებების თავისებურებანი გარემო პირობებთან კავშირში,
რაც თავის მხრივ გამოხატულებას ჰპოვებს მოსავლიანობის რაოდენობრივ და ხარისხობრივ
მაჩვენებელში. შეისწავლის სუბტროპიკული კლიმატის თავისებურებებს, მის აგრონომიულ
ნიშნებს, სუბტროპიკული მცენარეების ყინვაგამძლეობას და მისი გადიდების გზებსა და
ხერხებს.
მცენარეთა დაცვა - შეისწავლის მწერების, ტკიპების, ნემატოდების, სოკოების,
ბაქტერიების, ვირუსების და მცენარეთა სხვა მავნე ორგანიზმების სისტემატიკის,
ეკოლოგიისა და ბიოლოგიის საფუძვლებს. განხილულია სასოფლო - სამეურნეო
კულტურების მავნებლები, დაავადებები და სარეველები მათთან ბრძოლის ღონისძიებები,

9
მცენარეთა დაცვის ხერხები და მეთოდები, მათი ბიოლოგიური საფუძვლები,
პესტიციდების კლასიფიკაცია, ტოქსიკური მოქმედების ხასიათი, გამოყენების ხერხები და
ვადები, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისა და გარემოს დაცვის პრინციპები.
საგანი დახმარებას გაუწევს მომავალ სპეციალისტებს მავნე ორგანიზმებისაგან
გამოწვეული მოსავლის დანაკარგების შემცირებაში და ეკოლოგიურად სუფთა სასურსათო
პროდუქციის წარმოების საქმეში.
სასოფლო - სამეურნეო მელიორაცია - შეისწავლის მელიორაციის მნიშვნელობას
ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის შემდგომი
ინტენსიფიკაციის საქმეში, განხილული იქნება სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის
საკითხები, როგორიცაა წყლისმიერი მელიორაცია (ჰიდრომელიორაცია), მორწყვა
(ირიგაცია), ამოშრობა (დრენაჟი), კოლმატაცია, წყალდიდობებთან, მეწყერებთან ბრძოლა,
მდინარის და ზღვის ნაპირების გამაგრება. ნიადაგის დამლაშება, წყლისმიერი და
ქარისმიერი ეროზია.
სტუდენტები გაეცნობიან მლაშობი, ბიცი და ბიცობი ნიადაგების მელიორაციას,
ეროზიის სახეებს და აღკვეთის გზებს, მიწების დაშრობის რეჟიმს, მეთოდებსა და წესებს,
ყველა საკითხის შესწავლით და პრაქტიკაში გამოყენებით შესაძლებელი იქნება მიწის -
ნიადაგის ძირეული თვისების ხანგრძლივი გაუმჯობესება და მისი ეკოლოგიზაცია.
სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-
შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგია - სოფლის
მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების შედეგად იქმნება მნიშვნელოვანი მარაგი
საკვები პროდუქტების, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას,
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტების ხარისხის ამაღლებას და დარგის
სპეციალისტების საფუძვლიან ცოდნას, რათა ისინი ერკვეოდნენ ყველა იმ ფაქტორებს
რომლებიც განსაზღვრავენ მცენარეული ნედლეულის ხარისხსა და დანაკარგებს, იმ
პროცესებს, რომლებსაც ვხვდებით მოსავლის აღების, ტრანსპორტირების, პირველადი
დამუშავების, შენახვისა და გადამუშავების დროს, შესწევდეთ უნარი მართონ ნედლეულში
მიმდინარე პროცესები, უზრუნველყონ ნედლეულისაგან მზა პროდუქციის მაქსიმალური
გამოსავლიანობა, დანახარჯების შემცირება.
მეცხოველეობა - მეფუტკრეობა - შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა
მეცხოველეობის მნიშვნელობა, ცხოველთა წარმოშობა, ჯიში და მისი სტრუქტურა, ზრდა-
განვითარება, სანაშენო მუშაობა, მეძროხეობა, ძროხის ჯიშების კლასიფიკაცია და
დახასიათება, ნახირის აღწარმოება, რძისა და ძროხის ხორცის წარმოება, მეღორეობა, ღორის
ბიოლოგიური თავისებურება და ჯიშები, ღორის ხორცის წარმოების ტექნოლოგია,

10
მეცხვარეობა, ცხვრის ბიოლოგიური თავისებურება და ჯიშები, ცხვრის მოშენება და
პროდუქტების წარმოება, მეფრივველეობა, ფრინველის ბიოლოგიური თავისებურება,
ჯიშები, ხაზები და კროსები, კვერცხის ინკუბაცია, მეცხენეობა, ცხენის ბიოლოგიური
თავისებურება და ჯიშები, პროდუქტიული მეცხენეობა. მეფუტკრეობა, ფუტკრის
როლი მცენარეთა ჯვარედინ დამტვერვაში, თაფლი, ჭეო, სანთელი, დინდგელი, ფუტკრის
რძე, ფუტკრის შხამი.
აგროეკოლოგიური
აგროეკოლოგიური მონიტორინგი,
მონიტორინგი, ექსპერტიზა,
ექსპერტიზა, სამართალი - შეასწავლის გარემოზე
და მის ელემენტებზე ინფორმაციის მოპოვების ხერხებსა და მეთოდებს, გარემოში
მიმდინარე პროცესებს და მოსალოდნელი ცვლილებების აღრიცხვას. გაეცნობა ამათუ იმ
ფაქტორის მოქმედების კრიტიკულ დონეებს, ფაქტორთა ზღვრულ დატვირთვებს
გარემოზე, დატვირთვის ფონურ მაჩვენებლებს, ეკოსისტემებში ყველაზე მგრძნობიარე
რგოლების მოძიებას, რომლებიც ყველაზე უკეთ ახასიათებს მოცემული გარემოს
მდგრადობას. შეისწავლის პროგნოზირების მეთოდებს, ექსპერიმენტების ჩატარებას და
პროცესების მოდელირებას, რის საფუძველზე ჩაატარებს გარემოზე ამა თუ იმ ფაქტორის
მოქმედების ექსპერტიზას, და შეეძლება უარყოფითი ფაქტორების მოქმედების თავიდან
აცილების გზებისა და ხერხების დაგეგმვა - გატარება. შეისწავლის სახელმწიფო
ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესებს, და იმ გარემოსდაცვის ხასიათის
სახელმწიფო პროცედურის ჩატარების გზებს, რომელიც ხორციელდება სამეწარმეო და სხვა
სახის საქმიანობაზე გარემოსდაცვით ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების პროცესში, სტუდენტები შეისწავლიან გარემოზე ზემოქმედების შეფასების
საფეხურებს. განიხილავენ საქართველოს კანონებს `გარემოს დაცვის შესახებ~,
`სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ~ და `გარემოსდაცვითი ნებართვების
შესახებ~.
მიწათმოწყობა გეოდეზიის საფუძვლებით - შეისწავლის სამიწათმოწყობო პროექტების
შედგენას, დედამიწის ზედაპირის გამოსახვას გეგმაზე და რუქაზე, ხაზების გაზომვას,
გეგმისა და ტოპოგრაფიული რუქის წაკითხვას, გეოდეზიურ ხელსაწყოებსა და
ინსტრუმენტებს, თეოდოლიტურ გაზომვებს, გეომეტრიულ ნიველირებას, მასშტაბსა და
მისი შედგენის ხერხებსა და მეთოდებს. შეასწავლის სტუდენტს ფართობის
ტოპოგრაფიული აგეგმარების ხერხებსა და მეთოდებს.

11
არჩევითი
ზოგადი ეკოლოგია - შეისწავლის გარემო ფაქტორებს და ორგანიზმებზე მათი
ზემოქმედების ზოგად კანონზომიერებებს; პოპულაციების, ბიოცენოზების და
ეკოსისტემების ეკოლოგიას. სტუდენტები გაეცნობიან ბუნებრივ გარემოში არსებული
ურთიერთობის იმ კანონზომიერებებს, რომელიც არსებობს ცოცხალ ორგანიზმებსა და
გარემოს ეკოლოგიურ ფაქტორებს შორის, რაზეც მჭიდროდაა დაკავშირებული ახლანდელი
და მომავალი თაობების ჯანმრთელობა, მათი კეთილდღეობის ამაღლება. შეისწავლის
ბიოსფერული პრობლემების ეკოლოგიურ ასპექტებს და შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელებას, განიხილავს საერთაშორისო ორგანიზცაციების როლს გარემოს დაცვის
საქმეში.
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები - საგნის შესწავლა სტუდენტს აძლევს
ღრმა ცოდნას ჩვენი გარემომცველი სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური სტაბილიზაციის
მთავარ ფაქტორებზე. ისწავლება ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია, ამომწურავადი
რესურსები, ქვანახშირი, ნავთობი, ტორფი, წიაღისეული სიმდიდრეები; ამოუწურავი
რესურსები, წყლები, კლიმატური მოვლენები, კოსმიური მიგრანტები. შეისწავლება
აგრეთვე კონკრეტული ბუნებრივი რესურსები და მისი დაცვის ღონისძიებები და
აუცილებლობა: ატმოსფეროს, წყლის, წიაღისეულის სიმდიდრის, ნიადაგის,
მცენარეულობის, ცხოველების, ბუნებრივი ლანდშაფტების დაცვა, ბუნების დაცვის
ორგანიზება, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირები.
აგროტურიზმი და გარემოს დაცვა - საგნის სწავლების დროს განიხილება ტურიზმის
ინდუსტრიის ძირითადი საკითხები, ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
აგროტურიზმის ფორმების განვითარების საკითხების შესწავლა რეგიონის ეკონომიკის
განვითარებისა და შესაბამისად ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტის საქმეში,
აგროტურიზმის როლი სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.
მავნე ორგანიზმთა ეკოლოგია სოფლის მეურნეობაში - კურსის მიზანია მავნე
ორგანიზმთა – სარეველა მცენარეების, მწერების, სოკოების, ბაქტერიების, ვირუსების ზრდა-
განვითარების თავისებურებების შესწავლა გარემო პირობებზე დამოკიდებულებით, საკვები
ბაზის, განათების, ტემპერატურის, ტენიანობის, ნიადაგსაფარისა და სხვა ეკოლოგიური
ფაქტორების გავლენა მათ ზრდა განვითარებაზე და მავნეობის ხარისხზე. ცოცხალ ორგანიზმთა
შორის ურთიერთობათა კანონზომიერებების შესწავლა, მათ მართვას ისე რომ კულტურულ
მცენარეებს შეექმნას არსებობისათვის უკეთესი პირობები.

12
საფაკულტეტო
სოფლის მეურნეობის საფუძვლები - საგნის შესწავლა სტუდენტებს აძლევს თეორიულ
და პრაქტიკულ ცოდნას თანამედროვე სოფლის მეურნეობის წარმოებისა და მართვის
საქმეში. შეისწავლება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო წარმოების
ისტორია და ევოლუცია უძველესი დროიდან დღემდე. მიწის ფონდები, მიწის რესურსები
და მიწათსარგებლობის თანამედროვე პრობლემები, სასოფლო - სამეურნეო წარმოების
მიმართულებების მეცნიერულ - ტექნიკური დონე, სოფლის მეურნეობის დარგობრივი
განვითარება თანამედროვე პირობებში, სასურსათო პრობლემების დაძლევა სოფლის
მეურნეობის ყველა დარგში.
ინფორმატიკა - შემოიფარგლება მარტივი გასაგები განმარტებებით. იგი ეხმარება
სტუდენტს კომპიუტერთან მუშაობის ჩვევების გამომუშავებაში, სიების, ცხრილებისა და
დიაგრამების შედგენაში რომელთა საფუძველი არის კომპიუტერის მოწყობილობის შესწავლა
და პროგრამების გამოყენება. შეისწავლება ყველა მატემატიკური ოპერაცია და
გეომეტრიული ფიგურების აგების ხერხები, უახლესი თაობის კომპიუტერული პერიფერიები
საოფისე ტექნიკა, ტექნიკური და საგარანტიო მომსახურება, ქსელური აპარატურა და
ქსელების მონტაჟი, ინტერნეტში მუშაობის ტექნოლოგია.
ზოგადი ქიმია - შეისწავლის ქიმიის განვითარების ისტორიას, ძირითად ცნებებს და
კანონებს, ატომურ მოლეკულურ თეორიას. მენდელეევის პერიოდულ სისტემასს ელემენტთა
ვალენტობას და ქიმიურ განტოლებებს, ატომებს, მის აღნაგობას და პერიოდულ სისტემას,
ქიმიური ბმების ტიპებს, ჟანგვა-აღდგენის რეაქციებს, ელექტროლიტურ დისოციაციას,
ოქსიდებს, მარილებს, მჟავეებს და ფუძეებს. დისპერსიულ სისტემებს, ხსნარებს და ხსნარების
ელექტროქიმიურ თვისებებს. სტუდენტი შეისწავლის სუფთა და დაჭუჭყიანებული ქიმიური
ნივთიერებების გარკვევას, სხვადასხვა ნივთიერებების დაშლის ეტაპებს, განსაკუთრებით
ხსნარების მომზადების წესებს, ნივთიერებათა კონცენტრაციას და მისი განსაზღვრის წესებს,
ქიმიური რექციების სიჩქარეს და ნეიტრალიზაციის რეაქციებს.
მათემატიკა,
მათემატიკა, მათემატიკური სტატისტიკის ელემენტებით - ისწავლება ზოგადი უნარ-
ჩვევების გამომუშავების მიზნით. იგი განიხილავს სპეციალობების მიხედვით მარტივი და
რთული მათემატიკური გაანგარიშების ხერხებსა და მეთოდებს, ეკონომიკურ მათემატიკურ
მეთოდებს, რომლის საშუალებითაც ისწავლება ვარიაციული სტატისტიკის, ეკონომიკურ
მათემატიკური მეთოდები ახდენენ ცალკეული კულტურების დაგეგმვის, მოსავლიანობის
და ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშებას.

13
ფიზიკა – აგროფიზიკის საფუძვლებით - სტუდენტები ეცნობიან ფიზიკური
მოვლენების გამოყენებას სახალხო მეურნეობაში. შეისწავლება ძირითადი ფიზიკური
კანონები, რომელიც ეხება როგორც სტატიკას, კინემატიკას, ისე დინამიკას. თბური
მოვლენების შეწავლის საფუძველზე ანალიზი უკეთდება სოფლის მეურნეობაში
გამოყენებული მანქანების თბური მუშაობის პრინციპებს, მცენარეთა ზრდა
განვითარებისათვის აუცილებელ საკითხებს. მექანიკური თვისებების საფუძველზე
სტუდენტები ნიადაგობრივი შემადგენლობის გაანგარიშებას ახდენენ. ფიზიკურ
ოპტიკური მოვლენების ცოდნა გამოიყენება სოფლის მეურნეობის სინათლის ენერგიისა და
ოპტიკური დასხივების ანალიზისათვის.
ნიადაგმცოდნეობა - შეისწავლება ნიადაგის არსი და მისი ძირითადი თვისებები, სოფლის
მეურნეობაში ნიადაგის როლი და თეორიულ-პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა.
განხილულია ნიადაგწარმოქმნის პროცესები, ნიადაგის ჰუმუსი, ჰუმუსის როლი
ნიადაგწარმოქმნის პროცესში, ნიადაგის მორფოლოგია, კოლოიდები, შთანთქმისუნარიანობა,
წყალმართვი თვისებები, ნიადაგის ნაყოფიერება.
სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ელექტრიფიკაცია - საგნის შესწავლა
სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლონ სოფლის მეურნეობაში არსებული
ტრაქტორებისა და სასოფლო - სამეურნეო მანქანების ზოგად აგებულებას და მუშაობის
პრინციპებს, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ელექტრო მანქანების მუშაობას
ფერმერული და გლეხური მეურნეობების პირობებში, შეისწავლიან მცირე მექანიზაციასა
დამ ის როლს მცირე ფერმერულ მეურნეობებში.
სოფლის მეურნეობის ეკონომიკა - შესწავლის მთავარი მიზანია ეკონომიკური
პოტენციალის შესაძლებლობის გამოყენება მაქსიმალური სამეურნეო ეკონომიკური მოგების
მისაღებად, ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითრება, სასურსათო პრობლემები,
სიღარიბესთან ბრძოლა, ბუნებათსარგებლობის სამართლებრივ საფუძვლები, კონტროლს
ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და დაცვაზე.
ბოტანიკა - კურსის შესწავლის მიზანია მცენარეთა სისტემატიკა, მორფოლოგია, მათი
ზრდა-განვითარების ბიოლოგიური თავისებურებები, მცენარეული უჯრედი, ენერგია და
სიცოცხლე, ბაქტერიები, სოკოები, წყალმცენარეები, მათი განვითარების თავისებურებანი,
ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი მცენარეები, მცენარის ზრდის ფაქტორები,
კვება,გამრავლება ყვავილოვან მცენარეთა ევოლუცია.

14
დამატებითი
შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული უმაღლესი განათლებისა
და აკადემიური განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელების დებულების - მუხლი 2-ის, პუნქტი 2-ის და ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით
პროგრამის ფარგლებში სტუდენტს აქვს საშუალება აირჩიოს და შეისწავლოს დამატებითი
სპეციალობა 60 კრედიტის მოცულობით. იგი ემსახურება სტუდენტებისათვის დამატებითი
კომპეტენციების და უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
დამატებითი სპეციალობით ,,აგროეკოლოგია” სტუდენტები შეისწავლიან სხვადასხვა
ორგანიზმების, პოპულაციების, ბიოცენოზებისა და აგროლანშაფტების ეკოლოგიას,
მცენარეული ორგანიზმებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულებებს,
ნიადაგის ნაყოფიერების ზრდისა და ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის ხერხებსა და
მეთოდებს, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, სასუქების შენახვისა და
გამოყენების ეკოლოგიურ ასპექტებს, სასოფლო - სამეურნეო მცენარეთა სხვადასხვა
მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გზებს, გარემოს
დაბინძურების მიზეზებს და მის აღმკვეთ ღონისძიებებს.

დამატებითი სპეციალობის კურსების განაწილება


კრედიტების კრედიტების განაწილება სემესტრების
საგნის / მოდულის დასახელება საერთო მიხედვით
# რაოდენობა 1 2 3 4 5 6 7 8
დამატებითი (minor-
(minor-60)
1 აგროეკოსისტემები 5 5
2 ნიადაგმცოდნეობა, აგროქიმია 10 5 5
3 აგროეკოლოგია 10 5 5
ერთწლიანი და მრავალწლიანი
4 5
კულტურები 5
ეკოლოგიური მონიტორინგი, ექსპერტიზა,
5 10
სამართალი 5 5
6 ორგანული სოფლის მეურნეობა 5 5
ფიტოფათოლოგია, ენტომოლოგია
7 10
მცენარეთა დაცვა 5 5
8 მიკროორგანიზმთა ეკოლოგია 5 5
სულ 60 15 15 15 15
აგროეკოსისტემები - შეისწავლის ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილ
კულტურულ ეკოსისტემებს, სახნავებს, მდელოებს, კულტურულ მცენარეთა ნათესებს,
ბაღებს, ზღვებსა და ოკეანეებში ხელოვნურად შექმნილ ტერიტორიებს მცენარეების და
ცხოველების გამრავლების მიზნით, განიხილავს ხელოვნური აგროეკოსისტემების მართვის
ოპტიმალურ ხერხებს და მეთოდებს, განსხვავებას და მსგავსებას ხელოვნურ (აგრო) და

15
ბუნებრივ სისტემებს შორის, აგროეკოსისტემების კლასიფიკაციას, მათი მდგრადობის
შენარჩუნების გზებსა და ხერხებს.
ნიადაგმცოდნეობა
ნიადაგმცოდნეობა, აგროქიმია - შეისწავლის ნიადაგის ნაყოფიერების დონეს და მისი
ამაღლების გზებს, სასუქების გამოყენების შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ და ქიმიურ
ცვლილებებს ნიადაგში და მიღებულ მოსავლის რაოდენობასა და ხარისხში, სოფლის
მეურნეობაში გამოყენებულ მინერალურ სასუქებს, მცენარის ქვეშ მათი შეტანის ვადებსა და
დოზებს, ორგანულ სასუქებს და მათ როლს ჰუმუსის გაზრდის საქმეში.
აგროეკოლოგია - საგანი განიხილავს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მასზე
მოსახლე ცოცხალ ორგანიზმებზე გარემო ფაქტორების მოქმედებას, აგროლანდშაფტების,
აგროპოპულაციების სტრუქტურულ მახასიათებლებს და ბიოცენოზებს. იკვლევს
აგროცენოზებში ორგანიზმებს შორის კავშირებს, მათზე გარემოს გავლენას, აგროცენოზების
პროდუქტიულობას. სტუდენტები შეისწავლიან კულტურული მცენარეულობის
ბიოცენოტური კანონზომიერების გამოყენებას მისი პროდუქციულობის და ხარისხის
ამაღლების მიზნით. ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროეკოლოგიურ
თავისებურებებს.
ერთ
ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები - სწავლების მიზანია, ისეთი
საკითხების შესწავლა როგორიცაა: მცენარის სახალხო - სამეურნეო მნიშვნელობა,
Kკულტურული მცენარეების მორფოლოგია და ბიოლოგია. მცენარის თესლში და ნაყოფში
ქიმიური ნივთიერებების შედგენილობა, მცენარეთა ჯიშების განმასხვავებელი
ნიშანთვისებები, მაღალი მოსავლის მიღებისათვის სწორი აგროტექნოლოგიური
ღონისძიებების ჩატარება, პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგის მომზადება, თესვა
(დარგვა), ნათესისა და ნარგაობის მოვლითი ღონისძიება, მოსავლის აღება, შენახვა და
რეალიზაცია.
სწავლების საფუძვლიანი შესწავლისათვის გამოყენებული იქნება თანამედროვე
აგროტექნიკური საშუალებები და ევროპული მოწინავე სწავლების სახვადასხვა მეთოდები.
მცენარეთა ფიზიოლოგია ბიოქიმიის საფუძვლებით - შესწავლა სტუდენტებს აძლევს
ცოდნას მცენარეში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების კანონზომიერებათა, ეკოლოგიურ
გარემო პირობებისა და მცენარის შინაგანი პროცესების ურთიერთობის, ადაპტაციის,
შეგუების, მცენარის ზრდის, მეტაბოლიზმის, ბიოქიმიურ გარდაქმნების, ფოტოსინთეზის
რეაქციის, ნახშირბადის შთანთქმის, წყლის შეწოვის, გადაადგილების, არაორგანულიდან –
ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის, ოსმოსური წნევის, ტრანსპირაციის პროცესების,
უჯრედის გამრავლების, მისი სტრუქტურის, ქსოვილების აგებულების და ფუნქციების,

16
მცენარის სუნთქვის, მიკროორგანიზმების აერობული და ანაერობული პროცესების,
ბაქტერიალური ორგანიზმების მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის, სპირტული დუღილის,
ცოცხალი ორგანიზმისა და გარემოს ერთიანობის შესახებ.
ეკოლოგიური მონიტორინგი,
მონიტორინგი, ექსპერტიზა,
ექსპერტიზა, სამართალი - შეასწავლის ინფორმაციის
მოპოვებას გარემოზე და მის ელემენტებზე, გარემოში მიმდინარე და მოსალოდნელი
ცვლილებების აღრიცხვას, გაეცნობა ამათუ იმ ფაქტორის მოქმედების კრიტიკულ დონეებს,
ფაქტორთა ზღვრულ დატვირთვებს გარემოზე, დატვირთვის ფონურ მაჩვენებლებს,
ეკოსისტემებში ყველაზე მგრძნობიარე რგოლების მოძიებას, რომლებიც ყველაზე უკეთ
ახასიათებს მოცემული გარემოს მდგრადობას. შეისწავლის პროგნოზირების მეთოდებს,
ექსპერიმენტების ჩატარებას და პროცესების მოდელირებას, რის საფუძველზე ჩაატარებს
გარემოზე ამა თუ იმ ფაქტორის მოქმედების ექსპერტიზას, და შეეძლება უარყოფითი
ფაქტორების მოქმედების თავიდან აცილების გზებისა და ხერხების დაგეგმვა - გატარება.
შეისწავლის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესებს, და იმ
გარემოსდაცვის ხასიათის სახელმწიფო პროცედურის ჩატარების გზებს, რომელიც
ხორციელდება სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობაზე გარემოსდაცვით ნებართვის
გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სტუდენტები შეისწავლიან
გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფეხურებს. განიხილავენ საქართველოს კანონებს
`გარემოს დაცვის შესახებ~, `სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ~ და
`გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებ~.
ორგანული სოფლის მეურნეობა - საგნის შესწავლა სტუდენტებს აძლევს თეორიულ და
პრაქტიკულ ცოდნას ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოებისა და მართვის საქმეში.
შეისწავლება ისეთი საკითხები, როგორიცაა სასუქები და აზოტის ბალანსი და მცენარის მიერ
მისი გამოყენება, აზოტის შევსების გზები, თესლბრუნვა და მისი როლი ჰუმუსის აღდგენის
საქმეში, მცენარეთა დაცვის უსაფრთხო მეთოდები და მათი ეკოლოგიური მნიშვნელობა,
ეკოლოგიური მიწათმოქმედების საფუძვლები, ქიმიური ნაერთების შემცირების გზები და
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების ხერხები და საშუალებები სოფლის
მეურნეობაში.
ფიტოპათოლოგია,
ფიტოპათოლოგია, ენტომოლოგია,
ენტომოლოგია, მცენარეთა დაცვა - საგნის მიზანია შევასწავლოთ
სტუდენტებს დაავადებულ მცენარეში მიმდინარე გარეგნული და შინაგანი ცვლილებები,
დაავადების კვლევის მეთოდები, დაავადების გამომწვევი სოკოების, ბაქტერიების,
ვირუსების ბიოლოგია, ეკოლოგია და სისტემატიკა, მცენარეთა იმუნიტეტი ინფექციური
დაავადების მიმართ, სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმთავრესი დაავადებები და

17
მათთან ბრძოლის მეთოდები, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელებული
მავნებლები, მათი ბიოლოგია, უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა და მათთან ბრძოლის
მეთოდები. განხილულია მწერების, ტკიპების, ნემატოდების, სოკოების, ბაქტერიების,
ვირუსების და მცენარეთა სხვა მავნე ორგანიზმების სისტემატიკის, ეკოლოგიისა და
ბიოლოგიის საფუძვლები, სასოფლო - სამეურნეო კულტურების მავნებლები, დაავადებები
და სარეველები, მათთან ბრძოლის ღონისძიებები, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური
საფუძვლები, მცენარეთა დაცვის საშუალებების - პესტიციდების კლასიფიკაცია,
ტოქსიკური მოქმედების ხასიათი, გამოყენების ხერხები და ვადები, მცენარეთა
ინტეგრირებული დაცვისა და გარემოს დაცვის პრინციპები.
მიკროორგანიზმთა ეკოლოგია - შეასწავლის სტუდენტებს მცენარეთა პათოგენურ
მიკროორგანიზმებს, სოკოებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს, მათ ვირულენტურობას გარემო
ფაქტორებზე დამოკიდებულებით, დაავადებათა გადამტანებს, გადატანის ხერხებსა და
მეთოდებს, დაავადებათა პროგნოზირებას გარემო ფაქტორების მაჩვენებლების მიხედვით,
დაავადებათა დროულად აღმოჩენის მეთოდებს, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების
ვადებს პათოგენური მიკროორგანიზმების (სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები) გავრცელებაზე.

18

You might also like