You are on page 1of 2

პატრიციები და პლებეები

მდინარე ტიბროსის ბორცვიან ნაპირზე, 25 კმ. დაშორებით იმ ადგილიდან სადაც ტიბროსი


ტირენის ზღვას უერთდება, ძვ.წ. IX ს. წარმოიქმნა მწყემსებისა და მიწათმოქმედთა
დასახლებანი, რომლებიც შემდგომ თანდათან გაერთიანდა და გალავნით შემოიზღუდა. ეს
გახლდათ ქალაქი რომი. უფრო გვიან გაჩნდა ლეგენდა, თითქოს რომი დაარსა ტყუპმა ძმამ
რომულუსმა და რემუსმა, რომლებიც ძუ მგელს გამოუკვებია.
რომის უძველესი მოსახლეობა გვარებად ცხოვრობდა: გვარებს უხეცესნი მართავდნენ.
მოსახელობის გვარებად დაყოფა საზოგადოების განვითარებას აფერხებდა. ხელოსნობის და
აღებ-მიცემობის განვითარებამ წარმოშვა თანამედროვეთა შორის მდიდრები და ღარიბები.
გვარის გამდიდრებული, დაწინაურებული წრეები ერთიანდებოდნენ სხვა გვარების მდიდრებთან
და თანდათან იქმნებოდა გვაროვნული არისტოკრატიის შეძლებული და გავლენიანი ფენა,
რომელსაც რომში პატრიციებს (კეთილშობილებს) უწოდებდნენ. გვარების ღარიბი და უუფლებო
უმრავლესობა კი ჰქმნიდა პლებეების ფენას.
უკვე გვაროვნულ წყობილებაშივე თანასწორუფლებიანი საზოგადოება გაითიშა. ამასთან
პლებეები მოკლებული იყვნენ ყოველგვარ უფლებებს. მათ მიწის ყველაზე უვარგისი და მცირე
ნაწილი ეკუთვნოდათ. ამასთანავე დაკისრებული ჰქონდათ სხვადასხვა ვალდებულებანი
(გადასახადი, ბეგარა, ჯარში სამსახური).
ძვ.წ. VI ს. რომს მართავდნენ ეტრუსკული წარმოშობის მეფეები (ტრადიციის თანახმად იყო
სულ შვიდი მეფე) მაგრამ ძვ.წ. 510 წ. რომაელმა პატრიციებმა განდევნეს მეფე ტარქვინიუს
ამაყი და საკუთარი ძალაუფლება დაამყარეს. მეფის ნაცვლად ქვეყანას მართავდნენ
მაგისტრატები – უმაღლესი თანამდებობის პირები, რომელთაც სახალხო კრებებზე პატრიციები
ირჩევდნენ ორ კონსულს და მათ თანაშემწეებს – ქვესტორებს. უფრო გვიან კონსულთა
მოადგილეებს – პრეტორებს, ქალაქის დაცვის უფროსებს – ედილებსა და სხვა ხელისუფალთ
ირჩევდნენ. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც რომს რაიმე მძიმე საგარეო ან საშინაო
გაჭირვება ადგა, ირჩევდნენ დიქტატორს (ექვსი თვის ვადით), რომლის ხელშიც გადადიოდა
მთელი ძალა-უფლება. სახალხო კრებები ამტკიცებდნენ ან უარყოფდნენ სხვადასხვა კანონებს,
რომლებიც განსახულველად შემოჰქონდათ მაგისტრატებს ან სენატს. სენატი, რომელიც ოდესღაც
უხუცესთა საბჭოს წარმოადგენდა, იქცა უმაღლეს სახელმწიფოებრივ დაწესებულებად. ასეთ
მმართველობას რომაელები რესპუბლიკას უწოდებდნენ. ყოველივე ისე გამოიყურებოდა, თითქოს
ძალა-უფლება რომაელი ხალხის ხელში იყო, სინამდვილეში `რომაელი ხალხი” მხოლოდ
პატრიციები იყვნენ.
რესპუბლიკის ხანაში პლებეების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თუმც ისინი
კვლავინდებურად მონაწილეობდნენ ომებში, მაგრამ დაპყრობილი მიწები მხოლოდ პატრიციებს
შორის ნაწილდებოდა. პლებეები იტანჯებოდნენ სიღატაკისა და უმიწობის გამო. ხშირად ისინი
მეზობელი პატრიციებისაგან მარცვლეულს ან საქონელს სესხულობდნენ, ვალს თუ ვერ
გადაიხდიდნენ, კარგავდნენ თავისუფლებას და პატრიცის კაბალაში ექცეოდნენ. სავალო
კაბალაში მოხვედრილ პლებეებს პატრიციები არამარტო ამუშავებდნენ თავიანთ მიწებზე,
არამედ ზოგჯერ მონებად ჰყიდდნენ ტიბროსს გადაღმა მხარეში, ე.ი. რომის მაშინდელი
სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ. ზოგჯერ მოვალეს კლავდნენ კიდეც, თუ ის მოხუცი ან
ავადმყოფი იყო და მისი შრომა მასზე ხარჯს არ ანაზღაურებდა.
პლებეების აღშფოთება თანდათან იზრდებოდა. პლებეები ჰქმნიდნენ საკუთარ სახალხო
კრებებს, რომლებზედაც ირჩევდნენ მეთაურებს – ტრიბუნებს. ერთხელ რომს ექვების ტომები
შემოესივნენ, პლებეებმა უარი თქვეს მათთან ბრძოლაზე და რომის მახლობლად მდებარე ე.წ.
`წმინდა მთაზე” გაიხიზნენ.
პლებეების გარეშე პატრიციები მტერს ვერ მოიგერიებდნენ, ამიტომ პატრიციები იძულებული
გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ: პლებეების ტრიბუნებმა, ანუ სახალხო ტრიბუნებმა, მიიღეს
საგანგებო, მეტად დიდი უფლებები: ისინი ხელშეუხებელნი იყვნენ, ჰქონდათ უფლება
აეკრძალათ (ვეტო დაედოთ) პატრიციანული მაგისტრატების ან სენატის ყველა განკარგულება,
თუკის ის პლებეებს შეეხებოდა. ტრიბუნის სახლის კარი მუდამ ღია უნდა ყოფილიყო, მასთან
ყველა პლებეის შეეძლო თავი შეეფარებინა. ეს მოხდა ძვ.წ. 494 წ.
ბრძოლა პატრიციებსა და პლებეებს შორის არც ამის შემდეგ შეწყვეტილა.
პატრიციების უმთავრესი უპირატესობა ის იყო, რომ მათ ჰქონდათ სასამართლო უფლებები.
დაწერილი კანონები მაშინ არ არსებობდა და პატრიციების სასამართლო თავისი გვაროვნული
ჩვეულებების მიხედვით მუშაობდა. ამ ჩვეულებებით სამართალს ისინი საკუთარი ინტერესებისა
და სურვილის მიხედვით ხსიდნენ. პლებეები დაინტერესდნენ, ეს ჩვეულებები ჩაეწერათ. ეს
მათ ერთგვარად მაინც დაიცავდა პატრიციების თვითნებობისაგან. ბოლოს, ხანგრძლივი ბრძოლის
შემდეგ, ამას მიაღწიეს. ძვ.წ. 450 წ. გამოქვეყნდა 12 ტაბულაზე ჩაწერილი კანონები. 12
ტაბულის კანონები მკაცრ სავალო სამართალს ამტკიცებდნენ და მდიდართა საკუთრებას
იცავდნენ, მაგრამ ამასთან, მათ ხელი შეუწყვეს პლებეების შემდგომ წარმატებებს ძვ.წ. 445
წლამდე აკრძალული იყო პატრიციებისა და პლებეების ქორწინება, ეს კანონი გაუქმდა.
ძვ.წ. 367 წ. მიიღეს კანონი, რომელიც ზღუდავდა პატრიციების უფლებას სათემო მიწების
სარგებლობაზე. ეს ერთგვარად აუმჯობესებდა მიწის წვრილ მესაკუთრეთა მდგომარეობას.
შემდეგ შემსუბუქდა დაკაბალებულ მევალეთა მდგომარეობა, ბოლოს კი, საერთოდ, აიკრძალა
თავისუფალი რომაელი მოქალაქის დაკაბალება ვალის გადაუხდელობის გამო.
ძვ.წ. V-VI სს. რომის ისტორიული განვითარების ძირითადი ხაზი იყო სწორედ პატრიციებსა
და პლებეებს შორის ბრძოლა. ამ ბრძოლის შედეგად პატრიციებმა და პლებეებმა თანაბარი
პოლიტიკური უფლებები მოიპოვეს, ამავე დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა მონათმფლობელური
საზოგადოება და სახელმწიფო.
პლებეების გამარჯვებამ სავალო მონობა გააუქმა, ამან გზა გაუხსნა უცხოელთა დამონებას.
რომში დაიწყო ახალი ეპოქა – მეზობელ ქვეყნებში მონებისა და სიმდიდრის მოპოვებისათვის
ომების ეპოქა.

You might also like