You are on page 1of 1

ქართველთა წარმომავლობა

(ეთნოგენეზი)

ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთუ-ლი და სადავო პრობლემაა.


ნებისმიერი ხალხისა თუ ერის ჩამოყალი-ბება ხანგრძლივი პროცესია. იგი იმდენად შორეულ
წარსულში მიმდი-ნარეობდა, რომ არავითარი თანადროული წერილობითი წყაროები არ არის
შემონახული.
ეთნოგენეზის პრობლემების კვლევის დროს დიდი მნიშვნელობა ენი-ჭება არქეოლოგიურ,
ეთნოგრაფიულ, ენათმეცნიერულ მონაცემებსა და სხვა მასალას.
1. წყაროები ქართველთა ეთნოგენეზის შესახებ.
ქართველებს, ისევე როგორც სხვა ერს, აინტერესებდათ საკუთარი წარმოშობის საკითხი. XI
საუკუნის ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით, კავკასიის ყველა ხალხს ჰყავდა საერთო
წინაპარი – თარგა-მოსი ეს იყო ნოეს ძის იაფეტის შვილიშვილი. თარგამოსს ჰყავდა რვა ძე,
რომლებიც კავკასიის ყველა ხალხის მამამთავრებად ითვლებოდნენ. სწორედ თარგამოსის ძე
ქართლოსი ითვლება ქართველთა ლეგენდა-რულ მამამთავრად.
ქართველების, ყოველ შემთხვევაში მისი ნაწილის მაინც, წარმომა-ვლობისა და
თავდაპირველი ადგილსამყოფელის შესახებ საინტერესო ცნობაა დაცული მატიანეში `მოქცევაი
ქართლისაი”.
ქართველების წარმოშობის შესახებ ცნობები დაწერილია უცხოურ წყაროებშიც ძვ.წ. V
საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ისტორიკოსი ჰერო-დოტე წერს, რომ კოლხები ეგვიპტელების
შთამომავლები არიან. ჰერო-დოტე აშკარად ცდება. მის მოსაზრებას კოლხთა წარმომავლობის
შე-სახებ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
რაც შეეხება ქართლის ანუ, როგორც ბერძნები მას უწოდებდნენ, იბერიის მოსახლეობას,
ძველი ბერძნების აზრით, ისინი კავკასიაში გა-დმოასახლა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა
დასავლეთის იბერიი-დან ანუ ესპანეთიდან.
2. ქართველთა ეთნოგენეზის მეცნიერული თეორიები.
დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ქართველთა წარ-მომავლობის საკითხის სხვა
კავკასიელი ხალხების წარმომავლობასთან აკავშირებდა, რადგან, მისი აზრით, ქართველური
ენები ენათესავებიან სხვა კავკასიურ ენებს.
ქართველების ეთნოგენეზის საკითხი განსხვავებულად წარმოადგინა სიმონ ჯანაშიამ. მისი
შეხედულებების თანახმად, 5-6 ათასი წლის წი-ნათ წინა აზიის უდიდესი ნაწილი, ჩრდილოეთ
აფრიკა და სამხრეთ ევ-როპა დასახლებული იყო მონათესავე ხალხებით. შემდეგ ევროპაში მო-
ვიდნენ ინდოევროპელები, რომლებმაც ამ უძველესი მოსახლეობის გა-ვლენა განიცადეს. ამ
ძველ მოსახლეობას ეკუთვნოდნენ ბასკები, ხეთე-ბი და პელაზგები.
ეთნოგენეზის პრობლემების გადაწყვეტაში ენათმეცნიერებასთან ერ-თად საკმაოდ დიდი
მნიშვნელობა ენიჭება არქეოლოგიურ მასალას. სწორედ ამ უკანასკნელზე დაყრდნობით შეიძლება
ვთქვათ, რომ კავკა-სიაში უძველესი დროიდან შეინიშნება განვითარების უწყვეტი, ადგი-
ლობრივი ჯაჭვი.

You might also like