You are on page 1of 14

მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი


ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის
გიორგი ქავთარაძის

CURRİCULUM VİTAE

გვარი – ქავთარაძე სახელი – გიორგი

1. დაბადების თარიღი – 1945 წლის 29 იანვარი

2. მოქალაქეობა – საქართველოს მოქალაქე

3. ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული, მეუღლე – მარინა ქავთარაძე


(დაბ. 1957 წ.), დიასახლისი.

4. ბინის მისამართი – თბილისი-0179, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 50, ბ.


40.

ტელეფონი: 223050, მობილ.: 893672063, ელ.ფოსტა:


gkavtaradze@gmail.com

ვებგვერდები: www.scribd.com/kavta
http://kavtaradze.wetpaint.com

5. განათლება:
1962-1968 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიული განყოფილების
სტუდენტი.

1968-1971 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის


კათედრის დასწრებული ასპირანტურის ასპირანტი

1981 წ. საკანდიდატო დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის


ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს
ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების
შუქზე.

1992 წ. სადოქტორო დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის


ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: კავკასიისა და ანატოლიის ეთნიკური
ისტორიის საკითხები და ქრონოლოგია-პერიოდიზაციის პრობლემა (ძვ. წ.
VI-I ათასწლეულები).

6. სამეცნიერო ხარისხი და წოდება:


1992 წ-დან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

7. სამუშაო გამოცდილება:
1973-1985 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის
კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი

1986-1992 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის


კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

1993-1998 წწ. არქეოლოგიის კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-


თანამშრომელი

1992-2006 წწ. გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი (ს.


პატარძეული)

1994-1997 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის


კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი

1998-2006 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე


ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის
წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი

2006 წ-დან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის


ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

შენიშვნა: 2007 წლის აპრილში, ორიოდე კვირა გახლდით ოთარ


ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ოთარ
ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი) პრეისტორიული არქეოლოგიის
განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, იქ ჩატარებული
კონკურსის შედეგად; ვიდრე იმავე თვის 27-ში, ძალაში არ შევიდა ივანე
ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული
კონკურსის შედეგები და არქეოლოგიის ინსტიტუტის იმჟამინდელი
წესდების თანახმად აღარ მომეცა შესაძლებლობა შემეთავსებინა მუშაობა
ორივე ზემოაღნიშნულ ინსტიტუტში.
8. სამეცნიერო ინტერესების სფერო:
1. კავკასიის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მონაცემთა შუქზე;

2. კავკასიისა და ახლო-აღმოსავლეთის ადრეული ლითონების ხანის


არქეოლოგიურ კულტურათა პერიოდიზაცია-ქრონოლოგია;

3. არქეოლოგიურ მონაცემთა სოციოლოგიური ინტერპრეტაცია;

4. არქეომეტალურგია;

5. ცირკუმპონტური არეალის ქალკოლით-ბრინჯაოს ხანის კულტურათა


ურთიერთმიმართების საკითხები;

6. კავკასიისა და ანატოლიის მოსახლეობის განსახლებისა და ეთნიკური


ისტორიის საკითხები;

7. ეთნოგენეზი;

8. ძველი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები;

9. ანატოლიისა და ამიერკავკასიის ისტორიული გეოგრაფია;

10. გეოპოლიტიკა;

11. ამიერკავკასიასა და ანატოლიაში სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა-


ჩამოყალიბების პრობლემატიკა;

12. გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელობა წინა და ადრე ისტორიული


საზოგადოებების ფუნქციონიერებაში.

9. ძირითადი სამეცნიერო შედეგები:


I. კავკასიისა და ახლო-აღმოსავლეთის ადრეული ლითონების ხანის
არქეოლოგიურ კულტურათა პერიოდიზაცია-ქრონოლოგიისა და
არქეომეტალურგიის საკითხთა დამუშავება. კერძოდ, არქეოლოგიური
მასალის დათარიღებისათვის, პირველად აღმოსავლეთ ევროპაში,
გამოვიყენეთ შესწორებული რადიონახშირბადული თარიღები და
განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ საქართველოსა და
მისი მომიჯნავე მხარეების არქეოლოგიური კულტურებისათვის ახალი
ქრონოლოგიური განზომილებები. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა
აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო, ე.წ. შულავერ-შომუ
თეფეს კულტურის ძირითადად ძვ.წ. VI ათასწლეულით გადათარიღება,
ნაცვლად ადრე მიღებული თარიღისა, რომელიც ძირითადად V
ათასწლეულით განისაზღვრებოდა, ხოლო მტკვარ-არაქსის კულტურის
განვითარებული ეტაპის საწყისმა თარიღმა IV ათასწლეულის
შუახანებისაკენ გადაიწია. ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული
ქრონოლოგიური განზომილებები შესაბამისობაშია ახლო აღმოსავლეთში
მიკვლეული ანალოგიური მასალებისათვის შემუშავებულ თარიღებთან,
რაც მათი მართებულობის დამასტურებელი საბუთია. ამავე გარემოებამ
შესაძლებლობა მოგვცა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ერთმანეთთან
დაგვეახლოვებინა ახლო აღმოსავლეთის ძირითადად წერილობითი
წყაროების გამოყენებით მიღებულ ისტორიული ქრონოლოგიების
საშუალებით განსაზღვრულ განათხარ მასალასთან ძირითადად ფიზიკური
მეთოდების საშუალებით დათარიღებული კავკასიური მასალა და ამით
ერთმანეთთან დაგვეახლოვებინა ის ”რღვევის ზოლი”, რომელიც
ტრადიციულად არსებობს ამ ორ განსხვავებულ მეთოდოლოგიურ
საფუძველზე მიღებული ქრონოლოგიების საშუალებით დათარიღებულ
ძეგლებს შორის. ამის შედეგად, საიმედო საფუძველი აღმოცენდა ახლო
აღმოსავლურ-ევროპული არეალების ადრეული ლითონების ხანის
კულტურათა ურთიერთმიმართების დადგენისა და ძველი სამყაროს
ერთიანი ქრონოლოგიური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, რაც საიმედო
წინაპირობას ქმნის ზემოხსენებული ”რღვევის ზოლის” დასაძლევად.
ჩვენი სამეცნიერო მოღვაწეობის ადრეული ხანებიდანვე შევეცადეთ
გაგვეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ არქეოლოგიის განვითარებას
მნიშვნელოვანი სტიმული ეძლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
მონაცემთა ინტენსიური გამოყენებით. არქეოლოგიური კვლევა დღეს ხომ
წარმოუდგენელია დათარიღების ფიზიკური მეთოდების, უპირველეს
ყოვლისა რადიონახშირბადული თარიღების, არქეომეტალურგიული
კვლევის შედეგებისა და სხვ. გარეშე, რაშიც ჩვენც შეძლებისდგვარად
შევიტანეთ ჩვენი წვლილი. უკანასკნელ დროს, ეთნოგენეტურ საკითხთა
კვლევისას, ვცდილობთ არქეოლოგიური და ბიოქიმიური (გენეტიკური)
მონაცემების კორელაციას მივაღწიოთ.
სამეცნიერო მუშაობისათვის საჭირო შემოქმედებითი ბაზის
გაფართოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა
გერმანიაში ხანგრძლივი ყოფნა და ევროპელ მეცნიერებთან
ურთიერთობის ინტენსიური ხასიათი. საერთო ინტერესების მქონე
პრობლემების მიმართ მათი თვალთახედვის გათვალისწინება, ჩემს მიერ
ჩატარებული კვლევა-ძიების მათ მიერ შეფასება და რჩევები. იხ. დანართი
¹ 1; უფრო ვრცლად, იხ.: www.scribd.com/doc/35011764/

II. გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელობის დადგენა ისტორიული


საქართველოს ტერიტორიაზე ადრეულ სახელმწიფოთა წარმოქმნა-
ჩამოყალიბების საკითხთან მიმართებაში. ისტორიული საქართველოს
ტერიტორიაზე არსებულ უმთავრეს მდინარეთა (ჭოროხი, რიონი, მტკვარი)
აუზების მიხედვით გამოყოფილი სახელმწიფოებრიობის აღმოცენების სამი
უძველესი კერიდან: სამხრეთ-დასავლურს (დაიაენი-დიაუხი), დასავლურს
(კოლხეთი) და აღმოსავლურს (იბერია), პირველი მათგანი – დაიაენი-
დიაუხის – განლაგებული შუამდინარეთის უდიდესი მდინარის, ევფრატის
სათავესთან, ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად მივიჩნიეთ ქართული
სახელმწიფოების წინაპარ ქვეყნად.
იბერიის (=საქართველოს) სახელმწიფოს წარმოქმნა-ჩამოყალიბება
და შემდგომი განვითარება, ჩვენი კვლევის თანახმად, უპირველეს
ყოვლისა დაკავშირებული იყო ”კავკასიის კარზე” (დარიალი) ეფექტური
კონტროლის განმახორციელებელი ძალის არსებობისა და ჩრდილოეთის
მომთაბარე ტომებისათვის მაღალგანვითარებულ
ხმელთაშუაზღვისპირეთულ-ახლოაღმოსავლურ სამყაროში შეჭრისათვის
გზის გადაკეტვის საჭიროებით.

III. კავკასიისა და ანატოლიის ურთიერთმიმართების განსაზღვრა


ეთნოგენეზისა და ძველი ისტორიის საკითხებთან დაკავშირებით.
მივაკვლიეთ რა, კავკასიისა და ანატოლიის ადრეული ბრინჯაოს ხანის
მასალაში მნიშვნელოვან თანხვედრას, რაც მათი შემოქმედი
მოსახლეობის სიახლოვით უნდა იყოს განპირობებული, შესაძლებლობა
მივიღეთ ძვ.წ. III ათასწლეულის შიდა ანატოლიის ეთნიკური სურათის
ძირეული რეკონსტრუქციისათვის.
დავადგინეთ ქ. ერზურუმის მუზეუმში დაცული
არაიდენტიფიცირებული ქანდაკების კუთვნილება ანისის მეფის გაგიკ I-ის
დაახლ. ათასი წლის წინ შესრულებულ მრგვალ ქანდაკებასთან, რომელიც
1920 წ-დან დაკარგულად ითვლებოდა.

IV. ძველაღმოსავლური და კლასიკური ხანის წერილობითი


წყაროების ანალიზი კავკასიის ისტორიული გეოგრაფიის საკითხთა
გადასაწყვეტად. ასურულ-ურარტული წერილობითი წყაროების
მონაცემების შესწავლის საფუძველზე მოვახდინეთ თორთუმის-ციხესთან
დაიაენი/დიაუხის ქვეყნის ადრეული ხანების დედაქალაქის შაშილუს
ლოკალიზება.
ძველი ბერძენი და რომაელი ავტორების მონაცემების შეჯერებით
კავკასიაში დადასტურებულ ისტორიული ხასიათის მასალებთან ახლებური
ინტერპრეტაცია მივეცით სტრაბონთან მოხსნიებულ ”ხორძენესა” და
”მოსხებს”, ფსევდო-სკილაქსის ”მელანქლაინებს”, ქსენოფონტის
”ჰესპერიტებსა” და ”ხალდებს”, არიანის ”ხორაზმიელებს”, ქართლის
მოქცევის “არიან-ქართლს” და სხვ.

10. სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა:


2009 – თბილისი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – რენე
ლაფონი–110, 2009 წლის 17-18 დეკემბერი. თბილისი, საქართველოს
ეროვნული მუზეუმი. მოხსენება: კავკასიისა და პირენეის იბერიის
ურთიერთმიმართების საკითხი ძველი წერილობითი წყაროების მიხედვით.
(მოხსენების ტექსტი იბეჭდება).

2009 – თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის


ინსტიტუტის მიერ პლატონ იოსელიანის დაბადების 200 წლისთავისადმი
მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი, 7-8 დეკემბერი, 2009
წ.). მოხსენება: გიორგი ლეონიძის მიერ დანახული საქართველოს
ისტორიის ზოგიერთი ფურცელი (პლატონ იოსელიანის შემოქმედების
მიხედვით). ხათუნა იოსელიანთან ერთად. იხ.: www.scribd.com/doc/33892447/

2009 – ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისური საუბრები, XII.
სიმპოზიუმი ეძღვნება საქართველოში მოციქულთა შემობრძანებასა და
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ქუთაისი, აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 13-14 ნოემბერი, 2009 წელი.
მოხსენება: ტერმინ ”არიან-ქართლის” განმარტებისათვის. (სიმპოზიუმის
სამუშაო პროგრამა და წარმოდგენილ მოხსენებათა მასალები დაიბეჭდა).
იხ. www.scribd.com/doc/24322255/

2009 – ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო


ბიბლიოთეკის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ეძღვნება
საქართველოში წიგნის ბეჭდვის 300 წლისთავს. ქუთაისი, 15-16
ოქტომბერი, 2009 წელი. მოხსენება: არიან-ქართლი: რეალობა თუ
ფიქცია? (მოხსენების ტექსტი იბეჭდება).

2009 – თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის


ინსტიტუტის მიერ 1989 წლის 9 აპრილის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი
სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი, 27-29 მაისი, 2009 წ.). მოხსენება:
არიან-ქართლის საკითხისათვის. იხ.: www.scribd.com/doc/33682539/

2008 – თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის


ინსტიტუტის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
(თბილისი, 2-5 ივნისი, 2008 წ.). მოხსენება: იბერიის სამეფოს
წარმართული პანთეონისათვის. იხ.: www.scribd.com/doc/24321708/

2007 – თბილისი, კონგრესი: First International Congress of Caucasiologists.


Caucasian Civilization in Linguo-Cultural Context of the Near East. Tbilisi Ivane
Javakhishvili State University, Faculty of Humanities Institute of Caucasiology; Arnold
Chikobava Institute of Linguistics. Tbilisi, 22-26.X.2007. მოხსენება: The Problem of
Interpretation of Ancient Gem from Paris. იხ.: www.scribd.com/doc/2536384/

2007 – თბილისი, კონფერენცია: Der Schwarzmeerraum vom Äneolithikum bis in


die Früheisenzeit (5000-500 v. Chr.). Kommunikationsebenen zwischen Kaukasien und
Karpaten. Internationale Fachtagung von Humboldtianern für Humboldtianer.
მოხსენება: The Importance of the Caucasian Chronology for the Foundation of the
Common East European - Near Eastern Chronological System of Early Metallic Age.
Place of Event: Tbilisi.

2007 – თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის


ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი გელათის მონასტრის
900 წლისთავისადმი, თბილისი, 30 აპრილი-4 მაისი, 2007 წ. მოხსენება:
`კართაგენელები" და კავკასია. იხ.: www.scribd.com/doc/9522209/
2006 – ბათუმი: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქართველი ხალხის სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და
ეთნოლინგვისტური კვლევის საერთაშორისო ცენტრის სიმპოზიუმი, ბათუმი
22-24 სექტემბერი 2006 წ. მოხსენება: უძველესი ტაო ისტორიულ-
გეოგრაფიული და ეტიმოლოგიური თვალსაზრისით. (მოხსენების ტექსტი
იბეჭდება).

1999 – ბაქო. კონფერენცია: The Fourth Baku International Symposium: Azerbaijan


in the Agelong Multilateral Cultural Intercommunications. Baku, 1999; მოხსენება:
The Circumpontic Area and Its Implication in Ethno-Cultural History of the Ancient
World. (თეზისები და კრებული დაიბეჭდა).

1996 – კონსტანცა. კონფერენცია: The 7th International Congress of Thracology.


(Constanţa-Mangalia-Tulcea, May 1996). Bucharest: the Romanian Institute of
Thracology, 1996;.მოხსენება: The Interrelationship between the Transcaucasian and
Anatolian Populations by the Data of the Greek and Latin Literary Sources (თეზისები
და კრებული დაიბეჭდა); იხ.: http://kavtaradze.wetpaint.com/page/Transcaucasian+
%26+Anatolian+Populations

1995 – ბოხუმი. კონფერენცია: International Symposium on the Beginnings of


Metallurgy, Bochum, 26-28 April 1995; მოხსენება: The Importance of Metallurgical
Data for the Formation of Central Transcaucasian Chronology. (მოხსენებები
დაიბეჭდა) იხ.:
http://kavtaradze.wetpaint.com/page/The+Importance+of+Metallurgical+Data

1989 – საგარეჯო. კონფერენცია: Третий Международный симпозиум _ Кавказ


и Юго-Восточная Европа в эпоху раннего металл" (Сагареджо 1989);
მოხსენება: The Circumpontic Area and Its Role in the Ethno-Cultural History of the
Ancient World.

1988 – თელავი-სიღნაღი. კონფერენცია: Fourth USA-USSR Archaeological


Exchange: "The Emergence and Developmeny of Metallurgy". Tbilisi-Sighnaghi, 1988;
მოხსენება: The Problems of the Caucasian Chronology.

1983 – თელავი-სიღნაღი. კონფერენცია: Кавказ в системе


палеометаллических культур Евразии. Первый Международный симпозиум _
Кавказ и Юго-Восточная Европа в эпоху раннего металла (Телави-Сигнахи);
მოხსენება: Некоторые вопросы хронологии Грузии эпохи энеолита-ранней
бронзы. ix.: www.scribd.com/doc/2536292/

1981 – თბილისი, კონფერენცია: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის


დაარსების მე-40 წლისთავისადმი მიძღვნილი თბილისის ახალგაზრდა
მეცნიერთა საიუბილეო კონფერენცია; მოხსენება: ზოგიერთი მინოსური
სიტყვის ეტიმოლოგიისათვის. (თეზისები დაიბეჭდა).
1978 – თბილისი, კონფერენცია: არქეოლოგიური კვლევის ცენტრის
სამეცნიერო კონფერენცია; მოხსენება: ცენტრალურ ანატოლიაში ხეთური
ტომების გამოჩენის საკითხისათვის. იხ.: www.scribd.com/doc/35109197/

1975 – თბილისი. კონფერენცია: Античные, византийские и местные традиции


в странах восточного Черноморья; მოხსენება: К вопросу о взаимоотношении
раннебронзовых культур центральной Анатолии и северного Кавказа. (თეზისები
დაიბეჭდა). იხ.: www.scribd.com/doc/34800545/

1973 – თბილისი, კონფერენცია: ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის,


არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტთა და
ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა სამეცნიერო კონფერენცია; მოხსენება:
ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაოს ხანის პირველი ფაზის
ქრონოლოგიის საკითხისათვის. (თეზისები დაიბეჭდა).

11. პედაგოგიური მოღვაწეობა:


ლექციები:

1971-1973 – წინა აზიის არქეოლოგიის სპეცკურსი თბილისის


სახელმწიფო უნივერსიტეტი. ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის
კათედრაზე (თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1). იმავე კათედრაზე
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ.

1992-1994 – წინა აზიის არქეოლოგიის სპეცკურსი თბილისის


სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის
ასიროლოგიის კათედრაზე (თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. 36).

1994-1997 – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის


არქეოლოგიის კათედრის თანამშრომელი. ამავე პერიოდში კითხულობს
მოხსენებებს გერმანიის უნივერსიტეტებში და გერმანიაში და რუმინეთში
გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სახელით.

მოხსენებები:

მოხსენება: Interrelations between the Caucasus and Anatolia in the 1st. Millennium
B.C. დრო და ადგილი: am Mittwoch 14. Dezember 1994, 18.00 Uhr c.t. im
Übungsraum des Altorientalischen Seminars, Schloss Hohentübingen, Raum 136. Institit
für Ur- und Frühgeschichte/Altorientalisches Seminar der Universität Tübingen.
ორგანიზატორები: Prof. Dr. W. Röllig & Prof. Dr. M. Korfmann.

მოხსენება: The Interrelationship between Anatolia and Transcaucasia in the First


Millennium B.C. დრო და ადგილი: Dienstag, den 14. Febr. 1995 um 18.00 Uhr c.t.
Hauskolloquium im Seminar für Ur- und Frühgeschichte. Freie Universität, Berlin.
ორგანიზატორები: Prof. Dr. Biba Teržan & Prof. Dr. Bernhard Hänsel.
მოხსენება: Some problems of the historical geography of Anatolia and Transcaucasia
of the 1st millennium BC. დრო და ადგილი: Mittwoch, 03. Mai 1995, 18.00 Uhr,
Hörsaal 313, 2. OG., Kollegiengebäude, Marstallhof 4, 6900 Heidelberg. Institut für Ur-
und Frühgeschichte und Vorderasiatische Archäologie der Universität Heidelberg.
ორგანიზატორი: Prof. Dr. Clemens Eibner.

მოხსენება: One of the aspects concerning the emergence of the Iberian Kingdom in
the Caucasus. დრო და ადგილი: Dienstag, 12. Dezember 1995, 18.00 Uhr, Hörsaal
313, 2. OG., Kollegiengebäude, Marstallhof 4, 6900 Heidelberg. Institut für Ur- und
Frühgeschichte und Vorderasiatische Archäologie der Universität Heidelberg.
ორგანიზატორი: Prof. Dr. Clemens Eibner.

მოხსენება: Fragen zur ethno-politischen Geschichte des östlichen


Schwarzmeergebietes. Ein Versuch, einige Ethnonyme der klassischen Quellen zu
interpretieren. დრო და ადგილი: Dienstag, dem 7. Mai 2002 um 19.00 Uhr in der
Bibliothek Alte Geschichte, Universität Stuttgart, Historisches Institut, Abteilung Alte
Geschichte. ორგანიზატორი: Prof. Dr. Eckart Olshausen.

იხ. დანართი ¹ 2; დამატებითი ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი ლექცია-


მოხსენებების შესახებ, იხ.: www.scribd.com/doc/34983599/

12. სამეცნიერო სტიპენდიები და საგრანტო პროექტები:

2005  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტით დაფინანსებული


ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროექტი
”სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ძვ. წ. I ათასწლეულში (ჭოროხის
ხეობა და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი)” (თანაავტორი).

1999/2000  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტი


შტუტგარტის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტში.

1995/1996  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტი


ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ძველი და ადრეული ისტორიის
ინსტიტუტში.

1991  გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ქ. ბონის საერთო და


შედარებითი არქეოლოგიის კომისიის სტიპენდიანტი (ბონი  საერთო და
შედარებითი არქეოლოგიის კომისია, მაინის ფრანკფურტი  რომაულ-
გერმანული კომისია).

იხ. დანართი ¹ 3; აგრეთვე, www.ufg-va.uni-


hd.de/informationen/gastwissenschaftler.html
13. სადისერტაციო ნაშრომების ოპონირება:
ოფიციალური ოპონენტი:

1992  დავით ლოსაბერიძის საკანდიდატო დისერტაციის: საქართველოს


უძველესი მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის პრობლემები.

1993  ლამარა ნებიერიძის სადოქტორო დისერტაციის: დასავლეთ


საქართველოს ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული
საფეხური.

1994  გურანდა ფხაკაძის სადოქტორო დისერტაციის: დასავლეთ


ამიერკავკასია ძვ. წ. III ათასწლეულში.

2002  ჯონი აფაქიძის სადოქტორო დისერტაციის: გვიანბრინჯაოსა და


ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის ქრონოლოგია.

14. პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციების და რედკოლეგიების


წევრობა:
1997-2003  პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის წევრი და
წარმომადგენელი გერმანიაში.

1999-2006  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული


კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი.

1998-დან  არქეოლოგთა ევროპული ასოციაციის წევრი; Member I.D. no:


947 (12/2/98).

1974-1977  ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა საბჭოს კულტურის კომისიის


წევრი.

სამეცნიერო ჟურნალების: „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის


შრომები“ (სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის
ინსტიტუტი, თბილისი, „ქართველური მემკვიდრეობა“ (აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი) და „ამირანი“ (კავკასიოლოგიის
საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის
მოამბე, მონრეალი-თბილისი) სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი.

იხ. დანართი ¹ 4.

15. უცხო ენების ცოდნა:


ინგლისური, რუსული, გერმანული (ლექსიკონის გარეშე); ფრანგული,
თურქული, არაბული, ბულგარულ-მაკედონური (ლექსიკონით)
16. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2006-2010 წწ.) გამოქვეყნებული
სამეცნიერო შრომები:
1. On the Importance of the Caucasian Chronology for the Foundation of the Common
Circumpontic Chronological System, in: Circumpontica in Prehistory: Western
Eurasian Studies. In Memory of Eugen Comşa. Compiled and Edited by Lolita
Nikolova, Marco Merlini and Alexandra Comşa. BAR International Series 10144.
Oxford, 2009, pp. 227-228. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/35250095/

2. არიან-ქართლის საკითხისათვის, – ისტორიისა და ეთნოლოგიის


ინსტიტუტის შრომები, ტ. IX. თბილისი, 2009, გვ. 29-55. ელ-ვერსია, იხ.:
www.scribd.com/doc/33682539/

3. ანატოლია-კავკასიის მიჯნის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი, –


სამეცნიერო პარადიგმები. (კრებული ეძღვნება პროფესორ ნათელა
ვაჩნაძეს), თბილისი: მერიდიანი, 2009, გვ. 98–137. ელ-ვერსია, იხ.:
www.scribd.com/doc/34160104/

4. ტერმინ "არიან-ქართლის" განმარტებისათვის, – საერთაშორისო


სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისური საუბრები XII. სიმპოზიუმის
სამუშაო პროგრამა და წარმოდგენილ მოხსენებათა მასალები. ქუთაისი:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009, გვ. 70-74. ელ-
ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/24322255/

5. The Geopolitical Role of the Caucasus Mountains from the Historical Perspective, in:
Causes of War – Prospects of Peace. Patriarchate of Georgian Orthodox Church &
Konrad-Adenauer-Foundation. Tbilisi: Printed by CGS ltd, 2009, pp. 214-218. ISBN
2345632456. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/24299269/

6. წარმართული იბერიის ღვთაებათა არსისათვის, წგნ.: კავკასიურ-


ახლოაღმოსავლური კრებული, XIII. ეძღვნება გიორგი მელიქიშვილის
ნათელ ხსოვნას, რედაქტორები: ი. ტატიშვილი, მ. ხვედელიძე, ლ.
გორდეზიანი. თბილისი: პროგრამა ”ლოგოსი”, 2009, გვ. 113-139. ISBN
978-9941-401-54-1. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/19201056/

7. სამხედრო საქმე ძველ აღმოსავლეთში. მეომრის ბიბლიოთეკა № 9.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სსიპ ივ. ჯავახიშვილის
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბილისი: საქართველოს
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული
სამმართველოს კარტოგრაფიული განყოფილების სტამბა, 2009, 96 გვ.
ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/34115143/

8. კავკასიონის გეოპოლიტიკური როლი ისტორიული პერსპექტივიდან,


წგნ.: საქართველოში არსებული კონფლიქტები და მშვიდობის
პერსპექტივები. საქართველოს საპატრიარქო და კონრად ადენაუერის
ფონდი. თბილისი: გამომცემლობა ”კალამუსი”, 2009, გვ. 280-285. ISBN
2345632456. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/19204629/
9. გიორგი ლეონიძის მიერ დანახული საქართველოს ისტორიის ზოგიერთი
ფურცელი (პლატონ იოსელიანის შემოქმედების მიხედვით), – კრებული:
ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, XI. თბილისი, 2009, გვ. 278-283.
თანაავტორი. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/33892447/

10. იბერიის სამეფოს წარმართული პანთეონის საკითხისათვის, –


კრებული: ’ქართული მემკვიდრეობა”, ტ. XII. ქუთაისი: გამომცემლობა
“ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”, 2008, გვ. 346-350. ISSN 1512-
09-53. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/24321708/

11. კავკასია და ”კართაგენელები”, – კრებული: იბერია-კოლხეთი,


საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის
არქეოლოგიურ-ისტორიული მკვლევარი, ¹ 4. მთ. რედაქტორი: გ.
გამყრელიძე. თბილისი, 2008, გვ. 112-119, 208-210, ტაბ. 199 (რეზიუმე
ინგლისურ ენაზე). ISSN 1512-4207. ელ-ვერსია, იხ.:
www.scribd.com/doc/9522209/

12. The Problem of Interpretation of Ancient Gem from Paris, – Materials of the First
International Congress of Caucasiologists. Tbilisi Ivane Javakhishvili State University;
Arnold Chikobava Institute of Linguistics. Editor-in-Chief: V. Shengelia. Tbilisi:
Publishing House “Universal”, 2007, pp. 272-273. ISBN 978-9941-12-048-0. ელ-
ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/2536384/

13. კართაგენელთა შესახებ ძველი ამიერკავკასიული ცნობების


ინტერპრეტაციისათვის, – თამარ გამსახურდია 70 – საიუბილეო
კრებული მიძღვნილია თამარ გამსახურდიას ნათელი ხსოვნისადმი:
მშვენიერება მოსილი სევდით. მთავარი რედაქტორი – როინ
მეტრეველი, შემდგენელი და რედაქტორი – ნათელა ვაჩნაძე.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს
ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი. თბილისი: გამომცემლობა “ნეკერი”,
2007, გვ. 75-85, 395, 412. ISBN 978-99940-986-8-2. ელ-ვერსია, იხ.:
www.scribd.com/doc/17682379/

14. ტაოს უძველესი ციხე-ქალაქების ადგილმდებარეობის გამო, –


კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, XII. ეძღვნება პროფესორ
მანანა ხიდაშელის დაბადების 70 წლისთავს. ივანე ჯავახიშვილის
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2006, გვ. 86-108, ელ-
ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/17404580/

15. სოლოლაკის ადგილმდებარეობისათვის, – ქართველური


მემკვიდრეობა, X. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქუთაისი: გამომცემლობა ”ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006, გვ.
310-319. ISSN 1512-09-53. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/17376446/
16. სამხრეთ-დასავლეთი ამიერკავკასიის ისტორიული გეოგრაფიის
ზოგიერთი საკითხი, – შოთა მესხია 90 – საიუბილეო კრებული
მიძღვნილი შოთა მესხიას დაბადების 90 წლისთავისადმი. მთავარი
რედაქტორი: როინ მეტრეველი, შემდგენელ-რედაქტორი: ნათელა
ვაჩნაძე. თბილისი: გამომცემლობა “ნეკერი” 2006, გვ. 394-411. ISBN
978-99940-910-6-5. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/17592623/

17. Диаохи – Древнейшие государственные объединения (Грузия), В кн.:


Православная Энциклопедия, т. XIII. Москва, 2006 (со-автор). ელ-ვერსია,
იხ.: www.scribd.com/doc/33883474/ & www.pravenc.ru/text/168205.html

18. საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები


(ადრეული ხანიდან). იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო
ცენტრი. კავკასიოლოგიური სერია, II. თბილისი: “უნივერსალი”, 2006,
245 გვ. ISBN 99940-61-85-2. ელ-ვერსია, იხ.: www.scribd.com/doc/2413126/
&
http://kavtaradze.wetpaint.com/page/The+Problems+of+State+Development+of+Georgia

19. პალესტინის, ანატოლიისა და ამიერკავკასიის ადრეული ბრინჯაოს


ხანის კულტურათა ქრონოლოგიური ურთიერთმიმართების საკითხისათვის,
– დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-
ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, IV. თბილისი, 2006, გვ. 107-126
(რეზიუმე ინგლისურ ენაზე). ISBN 99940-866-7-7. ელ-ვერსია, იხ.:
www.scribd.com/doc/17690502/

20. Caucasian Georgia – A Bridgehead or a Stronghold of the Modern Geopolitical


Games. A Look from the Historical Perspective, – Amirani, Journal of the
International Caucasological Research Institute, XIV-XV, Montréal – Tbilisi, 2006
(რეზიუმე ქართულ ენაზე). ISSN 1512-0449. ელ-ვერსია, იხ.:
www.scribd.com/doc/2643084/ &
http://kavtaradze.wetpaint.com/page/Caucasian+Georgia

21. უძველესი ტაო ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, წგნ.:


ქართველი ხალხის სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და
ეთნოლინგვისტური კვლევის საერთაშორისო ცენტრის სიმპოზიუმის
(სექტემბერი 2006 წ., ბათუმი) მასალები. თბილისი, 2010 (იბეჭდება).

22. კავკასიისა და პირენეის იბერიის ურთიერთმიმართების საკითხი ძველი


წერილობითი წყაროების მიხედვით, – საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენცია – რენე ლაფონი–110, 2009 წლის 17-18 დეკემბერი.
თბილისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. (იბეჭდება).

23. არიან-ქართლი: რეალობა თუ ფიქცია? – ილია ჭავჭავაძის


სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია. ეძღვნება საქართველოში წიგნის ბეჭდვის
300 წლისთავს. ქუთაისი, 15-16 ოქტომბერი, 2009 წელი. (იბეჭდება).
პუბლიკაციების საერთო რაოდენობაა  101, აქედან 63-ზე მეტი
სამეცნიერო ნაშრომია ისტორიისა და არქეოლოგიის დარგში.
პუბლიკაციათა ჩამონათვალი იხ. დანართში: გიორგი ქავთარაძის
პუბლიკაციების სრული ნუსხა: ა) სამეცნიერო ნაშრომები, ბ)
პუბლიცისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, მემუარები, სამეცნიერო-
პოპულარული და საგაზეთო წერილები; იხ. დანართი ¹ 5.

შენიშვნა: გ. ქავთარაძის პუბლიკაციები ციტირებულია 234 სამეცნიერო


ნაშრომში, მათგან 80 მითითება საინტერნეტო ქსელშია განთავსებული
(2008 წლის მონაცემებით), იხ. www.scribd.com/doc/2434850/List-of-Citations

გ. ქავთარაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის


მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

05.08.2010