You are on page 1of 14

მასალები საქართველოსა და კავკასიის

არქეოლოგიისათვის, VII

რედაქტორი ტარიელ ჩუბინიშვილი

თბილისი
გამომცემლობა ”მეცნიერება”
1979

გიორგი ქავთარაძე

”სამეფო აკლდამების” სოციოლოგიური


ინტერპრეტაციისათვის

/გვ. 83/ ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში ძველ აღმოსავლეთსა და მის


მომიჯნავე მხარეებში, პირველყოფილი თემური წყობილების უმაღლეს
საფეხურზე, საკვებწარმოებითი ეკონომიკის მნიშვნელოვანმა
განვითარებამ და რეგულარული ნამატი პროდუქტების არსებობამ
დასაბამი მისცა შრომის მეორე დიდ საზოგადოებრივ დაყოფას,
ხელოსნობის გამოყოფის მიწათმოქმედებისაგან და წარმოების
პარცელაზიას. სასაქონლო წარმოებამ და მასთან დაკავშირებულმა
სავაჭრო ურთიერთობების ჩასახვამ გამოიწვია ქონებრივი და სოციალური
დიფერენციაციის ზრდა, ტომობრივი არისტოკრატიის განცალკევება და მის
ხელში ქონებისა და ძალაუფლების თავმოყრა. კლასთა წარმოქმნის ეს
პროცესი, რომელიც პირველყოფილი თემური წყობილების დასკვნით
ფაზას განეკუთვნება.
წინაისტორიული ხანის საზოგადოებებში სოციალურ–ეკონომიკური
განვითარების დონის დადგენა მხოლოდ არქეოლოგიური მასალის
განხილვის შედეგად ხდება შესაძლებელი. თუ ზოგიერთი არქეოლოგი
წერილობითი წყაროების გამო ამის დადგენას შეუძლებლად მიიჩნევდა1,
დღეს არქეოლოგიური მასალის საფუძველზე გაგვაჩნია რიგი საინტერესო
ნაშრომი, სოციალური დიფერენციაციის პროცესის ჩასახვისა და
მსვლელობის შესახებ2.
“კლასთა წარმოქმნის“ ხანა, რომელიც უფრო „სამზედრო
დემოკრატიის“ სახელით არის ცნობილი, ხშირად ხასიათდება
მდიდრულად მორთული სამარხების ე. წ. „სამეფო აკლდამების“
არსებობით, რომლებიც ტომთა ან ტომთა კავშირების ბელადებისა და, ზოგ
1
Брюсов 1956, 53.
2
Массон 1967; Массон 1973; Кушнарева 1973 და სხვ.
შემთხვევაში კი, თვით მეფეების (თუკი ამ საზოგადოებაში უკვე იყვნენ
მეფეები) სასუფევლებს წარმოადგენდნენ. „სამეფო აკლდამების“
წარმოქმნის ხანა საკმაოდ ფართო ქრონოლოგიურ პერიოდს მოიცავს და
ამდენად მათი გამოჩენა ძველი სამყაროს სხვადასხვა მხარეში მუდმივად
ერთი და იმავე ცენტრიდან მომდინარე ზემოქმედებით ძნელი ასახსნელია.
/გვ. 84/ ეს აკლდამები, როგორც ჩანს, საზოგადოებრივი განვითარების
გარკვეული სტადიის, პირველყოფილი თემური წყობილების დაშლისა და
ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების გამომხატველნი არიან3,
მათი სოციოლოგიური ინტერპრეტაციისას ანგარიშგასაწევია, როგორც
ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსხვავებები სამარხთა ინვენტარის
შემადგენლობაში, ასევე თვით დასაკრძალავი ნაგებობის ხასიათი და
დაკრძალვის რიტუალი.
ცხოვრების პირობების თანდათანობით გაუმჯობესებასთან ერთად
იზრდება იმ საგანთა რიცხვიც, რომლებსაც წინაისტორიული ხანის
ადამიანები იყენებდნენ, ეს კი იწვევდა სამარხეული ინვენტარის ზრდას4.
პირველყოფილი საზოგადოების განვითარებასთან ერთად თანდათანობით
სულ უფრო შესამჩნევი ხდება ქონებრივი უთანასწორება. ეს პროცესი
თავის უმაღლეს საფეხურს აღწევს ტომთა ბელადების სამარხების (ე. წ.
”სამეფო აკლდამების”) სახით, რომლებიც გამოირჩევიან როგორც
სოლიდურობითა და ზოგიერთ შემთხვევაში თავისი გრანდიოზულობით,
ასევე უფრო ადრინდელი ხანებისათვის წარმოუდგენელი სიმდიდრითა და
სიუხვით; მათში მოთავსებულ ექსპონატებს შორის ხშირად ვხვდებით
ხელოვნების მაღალმხატვრულ ნიმუშებს, ”ბელადების” დაკრძალვა,
როგორც ჩანს, რთული სარიტუალო ცერემონიალის მიხედვით
ტარდებოდა.
როდესაც ძველ აღმოსავლეთში მიმდინარე სოციალური პროცესები
დამახასიათებელი ხდება მისი ”ბარბაროსული” პერიფერიისათვისაც
(სადაც თვით სოციალური დიფერენციაციის პროცესის ჩასახვა უნდა
მიეწეროს ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე იმპულსებს, რომელთაც
დააჩქარეს ადგილობრივი საზოგადოების წიაღში არსებული
წინამძღვრების განვითარება), ვრცელდება დაკრძალვის წეს-ჩვეულებების
ზოგიერთი ელემენტიც, რომლებიც ახასიათებდა სოციალური
განვითარების მოცემულ ეტაპს5. მაღალგანვითარებული ცივილიზაციების
ზემოქმედების ძირითად მექანიზმს ეტყობა ვაჭრობა წარმოადგენდა;
სწორედ სავაჭრო კავშირების ინტენსიფიცირება დაწინაურებულ
მხარეებთან იწვევდა ისტორიული განვითარების ტემპების დაჩქარებას
”ბარბაროსულ” პერიფერიაში6, ხოლო დაკრძალვის რიტუალი, რომელიც
ხაზს უსვამდა ბელადთა დაწინაურებულ მდგომარეობას იმქვეყნიურ
სამყაროშიც, როგორც ვარაუდობენ, შესაძლოა ნასესხები იყოს უფრო
განვითარებულ საზოგადოებებში ჩამოყალიბებულ მეფეთა დამარხვის
რიტუალიდან7. შესაძლოა, სწორედ ამ ნასესხობით აიხსნას ის დიდი

3
Иессен 1950, 195f.
4
Чайлд 1949, 148.
5
Массон 1973, 107.
6
Массон 1974, 10.
7
ჯაფარიძე 1969, 78-79; Массон 1973, 108.
მსგავსება, რომელიც შეიმჩნევა იმ ”სამეფო აკლდამების” დაკრძალვის
წეს-ჩვეულებებში, რომლებიც ერთმანეთისაგან დიდი სივრცობრივი და
ქრონოლოგიური საზღვრებით არიან დაშორებული და რომლებიც
განეკუთვნებიან ძველი სამყაროს სრულიად განსხვავებულ კულტურულ
წრეებს. ამავე მიზეზით უნდა აიხსნას ის ზოგიერთი სხვაობაც, რომელიც
შეიმჩნევა ”სამეფო აკლდამებსა” და დასაკრძალავ /გვ. 85/ წეს-
ჩვეულებების ხასიათსა და რიგითი მეთემეების მომიჯნავე სამარხების
აღნაგობას შორის. თუმცა უნდა ვიქონიოთ მხედველობაში ისიც, რომ ერთი
და იმავე კულტურის სამაროვნებში, მიუხედავად იმ განსხვავებებისა,
რომლებიც ფუნქციონალურ ხასიათს იძენენ, ძირითადად შემონახულია
დაკრძალვის წესის ერთგვაროვნება. როგორც ჩანს, ”სამეფო
აკლდამების” ადგილობრივი განვითარების შედეგად აღმოცენების
მტკიცებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია მათი მსგავსება
რიგით სამარხებთან.
საფიქრებელია, რომ დამარხვის წესი, ამსახველი საზოგადოების
განვითარების გარკვეული სტადიისა (როგორც ეს გვაქვს ”სამეფო
აკლდამების” სახით) თავდაპირველად ვრცელდება იქ, სადაც ადგილი
ჰქონია ამ სტადიის ჩამოყალიბებას, ხოლო შემდეგ იძენს ლოკალურ
თავისებურებებს ამა თუ იმ კულტურის წიაღში და უკვე საკუთარი,
ჩამოყალიბებული სახით, თავის მხრივ, ვრცელდება ამ კულტურის
ექსპანსიასთან ერთად; დამახასიათებელი რჩება რა საზოგადოების
განვითარების ისევ იმ გარკვეული სტადიისა, რომელიც ძალდატანებითი
გავრცელების შემთხვევაში, მოსახლეობის მიგრაციის დროს, უკვე
ყოველთვის და ყველგან როდი არის საზოგადოებრივი განვითარების
მომასწავებელი.
კლასთა წარმოქმნის ხანის დაკრძალვის წესებში არსებული
განსხვავებები პირველ რიგში ნიშნავდა სოციალური დიფერენციაციის
არსებობის ასახვას8. ტომის ბელადის გაბატონებული მდგომარეობა
თავისთავად განაპირობებდა მთელი დოვლათის მის ხელში თავმოყრას.
ის, რომ ბელადის ავლა-დიდების დიდი ნაწილი აკლდამაშია
მოთავსებული მასთან ერთად, უნდა მიუთითებდეს იმ გარემოებაზე, რომ
ძალაუფლება არ გადადიოდა მემკვიდრეობით. ძალაუფლება, როგორც ეს
კლასთა წარმოქმნის პერიოდშია საგულვებელი, ტომის განცალკევებული
არისტოკრატიის შიგნით ნაწილდებოდა და ტომის ბელადიცა და მთავარი
ქურუმიც მისი წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. ამავე დროს ისიც,
რომ სიმდიდრის დიდი ნაწილი ”სამეფო აკლდამებისათვის” იყო
განკუთვნილი, მიგვანიშნებს სასაქონლო წარმოების განვითარების დაბალ
დონეზე, როცა შესაძლებელი იყო დაგროვილი კაპიტალის მსგავსი
არარენტაბელური გამოყენება9. მდგომარეობა იცვლება კლასობრივი
საზოგადოების არსებობის ხანაში, როდესაც საერთო კეთილდღეობის
ზრდის პირობებში, სამარხთა შემადგენლობა სულ უფრო მწირი ხდება10.
როგორც ჩანს, მზარდი მოთხოვნილებებისა და მემკვიდრეობითობის

8
იხ. Крюков 1968, 203.
9
Массон 1974, 10f.
10
Чайлд 1949, 150.
ინსტიტუტის დაფუძნების ვითარებაში, ვლინდება სულ უფრო ქმედითი
შესაძლებლობები დაგროვილი სიმდიდრის გამოსაყენებლად
კლასთა წარმოქმნის ხანაში წინააღმდეგობა სიმდიდრის
საზოგადოებრივი მოპოვების ფორმასა და მისი მითვისებისა და ფლობის
ინდივიდუალურ ფორმას შორის სულ უფრო მატულობს11. საზოგადოების
სტრუქტურის გართულებასთან ერთად იზრდება სოციალური ფაქტორის
როლიც; გაბატონებული ფენა /გვ. 86/ ქმნის მზარდ მოთხოვნილებას
შორეული, განვითარებული ქვეყნების სამკაულებსა და იარაღზე12 და
ხელში იგდებს ვაჭრობის საშუალებებს13. ვაჭრობა ხელს უწყობს
კულტურული მიღწევების გავრცელებას დიდ ტერიტორიებზე14; მისი
საშუალებით ხდება გაბატონებული ფენის წარმომადგენელთა
მატერიალური კულტურის გარკვეული ინტეგრაცია15, სარიტუალო
ცერემონიალის მსგავსებასთან ერთად.
უკანასკნელ დროს გავრცელებული შეხედულების თანახმად,
ტომობრივი არისტოკრატიის სამარხთა ასაგებად დახარჯული შრომის
რაოდენობა, მოცემული საზოგადოების ეკონომიკური შესაძლებლობების
ფონზე, ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია აღნიშნული საზოგადოების
სოციალური განვითარების დასადგენად16.
როდესაც ამა თუ იმ საზოგადოების ეკონომიკურ შესაძლებლობებზე
ვლაპარაკობთ, აუცილებელი ხდება მასში მესაქონლეობის მნიშვნელობის
გათვალისწინება. მესაქონლეობა საწარმოო ძალების განვითარების
დაბალ საფეხურზე მიწათმოქმედებასთან შედარებით უფრო იოლად
იძლეოდა ნამატ პროდუქტს17. საქონელი, მოძრავი ქონების ადვილად
გასხვისებადი ფორმა, შესამჩნევ როლს ასრულებდა კერძო საკუთრების
ინსტიტუტის ფორმირებაში18. იმ საზოგადოებებში, სადაც ცალკეულ
ოჯახებს ჰქონდათ დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა, იწყება
მათ მიერ თემის ერთობლივი მეურნეობის დაყოფა; პირუტყვის კერძო
მფლობელობის უპირატესობა სულ უფრო თვალნათლივი ხდება19.
აღსანიშნავია, რომ წინაკლასობრივ ხანაში მდიდრული სამარხები,
”სამეფო აკლდამების” სახით, თითქმის ყოველთვის მესაქონლე ტომების
კუთვნილება იყო20. მესაქონლეობა, ისევე როგორც მეტალურგია,
წარმოადგენდა საწარმოო ძალების იმ ახალ ელემენტებს, რომლებმაც
თავისი განვითარებით დაარღვიეს საწარმოო ძალებსა და და საწარმოო
ურთიერთობებს შორის პირველყოფილ საზოგადოებაში მანამდე
არსებული თანაფარდობა21. მესაქონლე ტომები აწარმოებდნენ არა მარტო
უფრო მეტ პროდუქტს, ვიდრე ის ტომები, რომლებიც მეურნეობის სხვა

11
იხ. Абрамзон 1970, 66.
12
Массон 1974, 8; Кушнарева 1974, 35.
13
Пиотровский, см.: Шарафутдинова 1974, 105.
14
Массон 1974, 10.
15
Массон 1974, 10.
16
Массон 1967, 85.
17
Пиотровский 1973, 2.
18
Массон 1970, 53.
19
Лашук 1967, 111.
20
Пиотровский 1973, 3.
21
Брюсов 1956, 52.
ფორმებს მისდევდნენ, არამედ იძლეოდნენ დიდი რაო/გვ. 87/დენობით
განსხვავებულ ნაწარმსაც, რაც ხელს უწყობდა რეგულარული აღებ-
მიცემობის განვითარებას22. მესაქონლეობასთან ერთად ფართოდ
ვითარდება ტომთა შორის გაცვლა-გამოცვლაც23. მესაქონლე
ტომებისათვის პირუტყვი გადაიქცა ძირითად გაცვლით ერთეულად; მისი
საშუალებით ხდებოდა ყველა სხვა საქონლის შეფასება24. ზოგიერთ
ტომებში ნამატი პროდუქტის დაგროვება თავდაპირველად იწვევდა
ცალკეული ტომების დაწინაურებას სხვებთან შედარებით25, ხოლო შემდეგ
თვით ტომის შიგნით, ცალკეული ოჯახებისას26. ტომის ბელადებისა და
მათი ახლობლების ხელში თავს იყრიდა სულ უფრო მეტი სიმდიდრე, რაც
თვალსაჩინოდ არის კიდეც ასახული მათ აკლდამებში27. როგორც ჩანს,
ქონებრივი დიფერენციაცია თანდათანობით სოციალურში გადადიოდა28,
ხოლო სოციალური უთანასწორობა იდეოლოგიის საშუალებით
ფუძნდებოდა დაკრძალვის წეს-ჩვეულებებში .
29
ერთი და იგივე
საზოგადოებაში არსებული სამარხები, საკმაოდ განსხვავდება
ერთმანეთისაგან თავისი ხასიათით.
ვ. მასონის შეხედულებით, განსახილველი ხანის სამარხების
ინვენტარზე დაყრდნობით, შესაძლებელი ჩანს სამი ფაზის გამოყოფა30.
პირველი ფაზისათვის დამახასიათებელია რაოდენობრივი ზრდა
ყოველდღიური მოხმარების საგნების; მეორე ფაზაში, რომელიც უკვე
წარმოგვიდგენს ტომობრივი არისტოკრატიის გამოყოფის საიმედო
კრიტერიუმს, გვხვდება სამარხები ინვენტარის ხარისხობრივად ახალი
შემადგენლობით; მესამე ფაზაში კი ჩანან ადრეკლასობრივი
საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ”სამეფო” სამარხები, რომლებიც,
გარდა ძვირადღირებული ნივთების რაოდენობრივი ზრდისა, უკვე ავლენენ
მათ აგებაზე დახარჯული მნიშვნელოვანი საწარმოო ძალის არსებობას და,
აგრეთვე, ადამიანთა მასობრივ მსხვერპლშეწირვასაც31.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე და მესამე ფაზების
ურთიერთმონაცვლეობას ხშირად არც კი ჰქონია ადგილი. ამის ახსნა,
ვფიქრობ, უნდა ვეძიოთ საზოგადოებრივი განვითარების საფუძვლებში.
სხვადასხვა საზოგადოებაში პირველყოფილი წყობილების დაშლის
პროცესი განსხვავებულ ფორმებში მიმდინარეობდა და განსხვავებული
შედეგებიც მოიტანა. როგორც ჩანს, მეურნეობის სახეობა, რომელიც ხელს
უწყობდა კლასების წარმოქმნას, იყო სწორედ მესაქონლეობა32. ბ.
პიოტროვსკის შეხედულებით, თვით ეგვიპტესა და მესოპოტამიაში
განვითარებულ ირიგაციულ მეურნეობას წინ უსწრებდა განვითარებული

22
Энгельс 1970, 178.
23
Брюсов 1956, 59.
24
Энгельс 1970, 179.
25
Пиотровский 1955, 7; Пиотровский 1973, 3.
26
Пиотровский 1955, 7.
27
Пиотровский 1973, 3.
28
Массон 1973, 108.
29
Массон 1967, 85.
30
Массон 1967, 85f.
31
Массон 1967, 86.
32
Пиотровский 1964, 12f.; Пиотровский 1973, 3.
მესაქონლეობა, რომლის გარეშეც, მხოლოდ მიწათმოქმედებაზე
დაყრდნობით, პირველი სახელმწიფოები ვერ აღმოცენდებოდ/გვ. 88/ნენ,
რადგან საზოგადოებაში არ იქნებოდა სოციალური დიფერენციაციისათვის
მყარი ეკონომიკური საფუძველი33. მეორე მხრივ, იქ, სადაც
მიწათმოქმედებას ერწყმოდა მესაქონლეობა, თვალსაჩინოა სამეფო
ძალაუფლების შემზღუდავი ძველი საზოგადოებრივი ფორმების
გადმონაშთები34. სამეფო ძალაუფლების ზრდისათვის საჭირო იყო
განვითარებული ირიგაციული მიწათმოქმედების არსებობა35.
როდესაც მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასულ ტომებში, რომლის
წიაღშიც ზოგი გვარი მიწათმოქმედებას მისდევდა და ზოგი
მესაქონლეობას, მოსახლეობის სიჭარბე აიძულებდა ტომის გარკვეულ
ნაწილს ახალი მიწები ეძებნა, უფრო მობილური, მესაქონლური
მიდრეკილების მქონე გვარების წარმომადგენლები თავის საქონელთან
ერთად გამოეყოფოდნენ დანარჩენ ტომს36. მესაქონლეთა ეს ჯგუფი
შესაძლებელია შემდეგ მომთაბარე ცხოვრების გზას დასდგომოდა, ანდა
რომელიმე უცხო კულტურის წიაღში შეეღწია და იქ ადგილობრივ, უფრო
ნაკლებად ორგანიზებულ მოსახლეობას გაბატონებულ ფენად
მოვლინებოდა და ამით დაეჩქარებინა ადგილობრივად მიმდინარე
კლასთა წარმოქმნის პროცესი. მესაქონლე ტომების საბრძოლო
ორგანიზაციის შედარებით მაღალ დონეს ალბათ ისიც აპირობებდა, რომ
მათი მეურნეობის საფუძველს ისეთი ადვილად გასხვისებადი სახეობა
წარმოადგენდა, როგორიც საქონელია. პირველ რიგში მიიტაცებოდა
სწორედ საქონელი და საძოვრები37. მეორე მხრივ, მესაქონლეთა
საზოგადოებებში, ჯერ ცალკეულ გვარებსა და შემდეგ ტომებს შორისაც,
სულ უფრო მზარდი იყო ინტეგრაციის ტენდენცია საქონლის მზარდი
ფარების გარედან მომდინარე თავდასხმებისაგან დასაცავად38.
საზოგადოებრივი განვითარების მოცემულ ეტაპზე მეზობლების ძარცვა
უფრო სარფიან და საპატიო საქმედ ითვლებოდა, ვიდრე შემოქმედებითი
შრომა39.
”სამხედრო დემოკრატიის” (ანუ კლასთა წარმოქმნის) ხანაში ომები
და ორგანიზაცია ომებისათვის სახალხო ცხოვრების რეგულარული
ფუნქცია ხდება40. ამ გარემოებას ჯერ კიდევ ლ. მორგანმა მიაქცია
ყურადღება. მისი დაკვირვებით, საზოგადოება, რომელშიც ”სამხედრო
დემოკრატიის” ხანა ყალიბდება, ხასიათდება ”მხედრული სულის”
ზრდით41. ძარცვითი ხასიათის ბრძოლების საფუძველს, მოსახლეობის
განუხრელი ზრდის პირობებში, ნამატი პროდუტებისა და წარმოების
ძირითადი საშუალებების ნაძალადევი გასხვისება წარმოადგენ/გვ.

33
Пиотровский 1973, 4.
34
Пиотровский 1973, 4.
35
Редер 1950, 126.
36
Хлопин 1970, 102f.
37
Пиотровский 1949, 56.
38
Абрамзон 1970, 63.
39
Энгельс 1970, 183.
40
Энгельс 1970, 183.
41
Морган 1934, 125.
89/და42. როდესაც გვაროვნული და ტომობრივი არისტოკრატია ჯერ კიდევ
არ იყო იმდენად ძლიერი, რომ წარმოების საშუალებების ექსპროპრიაცია
მოეხდინა, იგი ცდილობდა საზოგადოების ტრადიციული სტრუქტურა
შეენარჩუნებინა, ხოლო გამდიდრების ძირითადი წყარო ამ საზოგადოების
გარეთ, მძარცველურ ომებში ეძებნა43. ასეთ პირობებში, ომებისა და
ლაშქრობების წარმოება ეკონომიკურ აუცილებლობად გადაიქცევა;
ომისათვის მზადყოფნა და ომის კულტი დამახასიათებელი ნიშანია ამ
საფეხურზე მყოფი ყველა ხალხისათვის44.
ომები გვაროვნული წყობილების რღვევის ძირითად საშუალებას
წარმოადგენდა45. სწორედ პერმანენტული ომიანობის აუცილებლობით
უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ კლასთა წარმოქმნის ხანაში აღწევს
ტომი, როგორც სოციალური ორგანიზაცია, უპირატესობას გვარსა და
თემზე46. ”სამხედრო დემოკრატიის” ხანაში ტომობრივი ორგანიზაცია
ხდება საზოგადოების აზრი და არსი47. უკვე ამ დროს ღებულობს ტომი
სამხედრო ორგანიზაციის სახეს. ტომის შიგნით სულ უფრო ძლიერდება
არისტოკრატიის როლი, რომელიც წარჩინებული მეომრებისა და მდიდარი
მეთემეებისაგან შედგება48. მძარცველური ომების მსვლელობაში ხდება
გვაროვნული წყობილების საზოგადოებრივი ფუნქციების მქონე
ორგანოების გადაზრდა პოლიტიკურში49.
მძარცველური ომები აძლიერებდნენ სამხედრო ბელადის
ძალაუფლებას, ისევე როგორც მისდამი დაქვემდებარებული წარჩინებული
მეომრებისას50. იქმნებოდა მემკვიდრეობითი ძალაუფლების
საფუძვლები51. როგორც ჩანს, სწორედ საბრძოლო წინამძღოლობა
აძლევდა საშუალებას ბელადს გამოცალკევებულიყო დანარჩენი
გვაროვნულ-ტომობრივი არისტოკრატიიდან52 და თავის გარშემო
შემოეკრიბა საკუთარ გვარებთან და თემებთან კავშირდაკარგული
პროფესიონალი მეომრების რაზმები53. სამხედრო-დემოკრატიულ
საწყისებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მხოლოდ სიმდიდრე ან უხეში
ძალა ვერ იქნებოდა საკმარისი წინამძღოლობისათვის, საჭირო იყო,
აგრეთვე, პირადი ღირსებები და დამსახურებანი54. მემკვიდრეობითი
უფლებების მქონე გაბატონებული ფენის ჩამოყალიბება, ძირს უთხრიდა
გვაროვნულ წყობილებას და თანდათანობით სულ უფრო იქცეოდა
ძალმომრეობისა და ძარცვის იარაღად; იგი რო/გვ. 90/გორც ტომის
გარეთ, ისე ტომის შიგნით მოქმედებდა55. მძარცველური ლაშქრობები
42
Хазанов 1972, 150.
43
Лашук 1967, 115.
44
Аверкиева 1973, 56; Энгельс 1970, 185.
45
Толстов 1935.
46
Хазанов 1972, 151.
47
Абрамзон 1970, 63, 69.
48
Абрамзон 1970, 69.
49
Хмелинский 1973, 71.
50
Энгельс 1970, 184.
51
Энгельс 1970, 184.
52
Хазанов 1972, 153.
53
Хазанов 1972, 153.
54
Лашук 1967, 112.
55
Энгельс 1970, 184.
სტიმულს აძლევდნენ ქონებრივი უთანასწორობის თანდათანობით
ზრდას56. ისინი პირველ რიგში ამდიდრებდნენ არისტოკრატიულ
ზედაფენას და ამით კიდევ უფრო ამტკიცებდნენ მის სოციალურ
პოზიციებს57. კერძო საკუთრების ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაზე
სიმდიდრე, როგორც სოციალური უთანასწორობის საფუძველი,
საზოგადოებრივ აღიარებას პოულობს მხოლოდ მისი საჯარო გაცემით,
რადგან სიუხვე განსაზღვრავს ადამიანის ადგილს საზოგადოებაში, მისი
გავლენისა და ძალაუფლების ხარისხს58. კერძო საკუთრების დაგროვება
იღებს უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მიზნის მნიშვნელობას,
რომლის მიღწევაც საზოგადოების განვითარების მოცემულ საფეხურზე,
მხოლოდ ომებისა და ლაშქრობების საშუალებით ხდება59.
”სამხედრო დემოკრატიის” (ანუ კლასთა წარმოქმნის) ხანის
ტომობრივ გაეთიანებებში გამოიყოფა ორი სახეობა სამხედრო
წინამძღოლებისა. ზოგ საზოგადოებაში გვხვდება ტომის ბელადი,
რომელიც აერთიანებდა თავის ხელში სამოქალაქო, სახალხო და ზოგჯერ
სასულიერო ფუნქციებს, ზოგში კი სამოქალაქო ბელადის გარდა იყო -
სამხედროც60. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი მოვალეობა
დამახასიათებელი იყო უფრო სამხედრო-დემოკრატიული წყობილების
ადრეულ საფეხურებზე, ხოლო საზოგადოებრივ განვითარებასთან ერთად
საერო ბელადის ძალაუფლებას ითვისებდა სამხედრო ბელადი61,
”სახალხო კრებას” კი მეომართა საბჭო სცვლიდა62. გაჩნდნენ ქურუმები,
რომლებიც თანდათანობით სულ უფრო მეტ გავლენას იძენდნენ; ზოგიერთ
ტომში კი შეინიშნებოდა ტენდენცია ქურუმისა და ბელადის ერთ
პიროვნებაში გაერთიანებისა63. ამ ორი სხვადასხვა ფუნქციის ერთ
პიროვნებაში გაერთიანება, ეტყობა, უბრძოლველად არ ხდებოდა64. ამ
ბრძოლის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მომავალი
სახელმწიფოებრიობის ხასიათისათვის65, თუმცა საკუთრივ კლასთა
წარმოქმნის საერთო პროცესისათვის მას მეორეხარისხოვანი
მნიშვნელობა ენიჭებოდა66. მძარცველური ომების კვალდაკვალ სამხედრო
ბელადების ძალაუფლების ზრდა, მათ ხელში მნიშვნელოვანი
სიმდიდრეების თავმოყრასთან ერთად, მტკიცდება ეთნოგრაფიული
მონაცემებითაც67.
ა. ხაზანოვის აზრით, კლასთა წარმოქმნის ხანაში ყველაზე უფრო
მეტად ”დემოკრატიული” ის საზოგადოებები იყვნენ, რომლბისთვისაც ომი
ყოველ/გვ. 91/დღიური საქმიანობა იყო, ხოლო ლაშქრობებსა და

56
Абрамзон 1970, 64.
57
Хазанов 1972, 158.
58
Аверкиева 1970, 44.
59
Аверкиева 1970, 44
60
Хазанов 1972, 152; Хазанов 1975, 125.
61
Аверкиева 1973, 57; Аверкиева 1970, 42.
62
Аверкиева 1973, 57.
63
Аверкиева 1973, 57.
64
Хазанов 1972, 152, прим. 43.
65
Хазанов 1972, 153.
66
Хазанов 1972, 153.
67
Аверкиева 1970, 41.
გადასახლებებში მონაწილეობდა მათი წევრების უმრავლესობა68. ასეთი
საზოგადოების აგრესიულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, შესაძლოა,
სწორედ ის იყო, რომ ძირითადი მწარმოებლის გამოყოფის პროცესი
წარმოების საშუალებებისაგან იქ მხოლოდ იწყებოდა, ეს კი აიძულებდა
გაბატონებულ ფენას ეძებნა გამდიდრებისათვის გარეშე წყაროები69.
ეტყობა, როდესაც საზოგადოებაში შინაგანი პროცესების შემდგომი
განვითარება ფერხდება, ხდება ექსპანსია სხვა საზოგადოებების
მიმართულებით და ამის ხარჯზე გრძელდება მისი შემდგომი განვითარება.
ყოველივე ეს ანელებდა, მაგრამ არ ამსუბუქებდა იმ წინააღმდეგობებს,
რომლებიც უკვე არსებობდა კლასთა წარმოქმნის ეტაპზე მყოფ
საზოგადოებებში, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება მეტალურგიული
წარმოების აღმოცენების შემდეგ70. სულ უფრო ღრმავდებოდა, აგრეთვე,
წინააღმდეგობა, სიმდიდრის (საქონელი, მონები, სამკაულები)
ძალისმიერი საშუალებით მოპოვების საზოგადოებრივ ფორმასა და მათი
მითვისებისა და ფლობის ინდივიდუალურ ფორმას შორის71.
ომები, წარმოადგენდნენ რა სხვა ანალოგიურ საზოგადოების წიაღში
დამზადებული პროდუქტების მიღების ქმედით საშუალებას, აჩქარებდნენ
სოციალური დიფერენციაციის პროცესს72; გარდა ამისა, ისინი
ამდიდრებდნენ ერთ ტომს და აღატაკებდნენ სხვებს და ამით ხელს
უწყობდნენ მომიჯნავე ტომების უთანაბრო განვითარებას, ქმნიდნენ
წინაპირობებს დაჩაგრული ტომებს სრული დაქვემდებარებისათვის უფრო
დაწინაურებულებისადმი, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა
ადრეკლასობრივი საზოგადოების აღმოცენებას73. დაპყრობა-შემოსევების
შედეგად ჩამოყალიბებულ საზოგადოებაში ჩქარდება კლასთა წარმოქმნის
პროცესი, შრომა ნაწილდება მასში შემავალ სხვადასხვა ეთნიკურ
დაჯგუფებას შორის, რისი რეგულირებაც, თავის მხრივ, საჭიროებდა
პოლიტიკური ინსტიტუტების შემდგომ მნიშვნელოვან განვითარებას74.
ეთნოგრაფიული მონაცემებითაც დასტურდება, რომ ომები და დაპყრობები
ხელს უწყობდნენ ეთნიკური განსხვავებების ჯერ კასტურ, ხოლო შემდეგ
კლასობრივ განსხვავებებში გადაზრდას75. მძარცველური ომები იწვევდნენ
მოსახლეობის გადაადგილებას საკმაო მანძილზე და არცთუ იშვიათად
მთელი ხალხის გადასახლებასაც, რაც მნიშვნელოვნად ცვლიდა ეთნიკურ
რუკას76. ”სამხედრო დემოკრატიის” პერიოდში ტომთა კონფედერაციების
ჩამოყალიბება ნიშნავდა არა მხოლოდ სხვადასხვა წარმომავლობისა და
ტრადიციების მქონე ტომების დაახლოებისა და შეჯვარებას77 და ახალი
უფრო /გვ. 92/ ფართო ეთნიკური წარმონაქმნების ჩამოყალიბებას78,

68
Хазанов 1972, 158.
69
Хазанов 1968, 96; Хазанов 1975, 127; Хазанов 1972, 158.
70
Косвен 1960, 245-250.
71
Абрамзон 1970, 66.
72
Хазанов 1975, 126.
73
Хазанов 1972, 126.
74
Redfield 1971, 423f.
75
Хазанов 1975, 126.
76
Хазанов 1975, 123.
77
Аверкиева 1970, 44.
78
Абрамзон 1970, 72.
არამედ ტომობრივი გაერთიანებების ჩარჩოებში სპეციფიკური
სუბორდინაციული ურთიერთობების აღმოცენებას .
79
ა. ხაზანოვის
შენიშვნით, აღნიშნულ ხანაში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული იყო
არა კონფედერაციები, არამედ ტომობრივი კავშირები და იერარქიული
ტიპის გაერთიანებები, რომელთა შემადგენლობაშიც გაბატონებული ტომის
წარმომადგენელთა გარდა, შედიოდნენ, აგრეთვე, განსხვავებულ ხარისხში
დაქვემდებარებული ტომებიც80. ახლად შექმნილი იერარქიული ტიპის
ტომობრივ გაერთიანებებში გაბატონებული ტომის დაბალი კლასი
შედარებით ნაკლებად ექსპლოატირებული იყო81; მისი რიგებიდან
იქმნებოდა რაზმები, რომელთათვისაც ომი გახდა პროფესია და
არსებობის ძირითადი წყარო82. ხდებოდა შრომის საზოგადოებრივი
განაწილების შემდგომი განვითარება - სპეციალიზაცია ომზე83.
როგორც ირკვევა, ”სამეფო აკლდამების” აღმოცენებით
ხასიათდებიან ის საზოგადოებები, რომელთა წიაღშიც დიდია
მესაქონლეობის ხვედრითი წილი84. მესაქონლეობაზე, როგორც
მეურნეობის წამყვან ფორმაზე, დამყარებულ საზოგადოებებში
აუცილებელი ხდება ცხოვრების სამხედრო წესის არსებობა; ამას
საზოგადოების შიგნით კრიზისული მდგომარეობის არსებობისას, ხელი
უნდა შეეწყო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიგრაციებისათვის,
რაც, თავის მხრივ, აჩქარებდა იმ საზოგადოებებში მიმდინარე კლასთა
წარმოქმნის პროცესს, სადაც შეაღწევდა მიგრირებული მოსახლეობის ეს
ნაკადი85.
ყოველივე ზემოთქმული საშუალებას გვაძლევს გარკვეულად
ერთმანეთს დავუკავშიროთ ”სამეფო აკლდამების” არსებობა,
მეურნეობაში მესაქონლეობის სექტორის ზრდა, ცხოვრების სამხედრო
წესის დაფუძნება და ხალხთა მიგრაციები, როგორც კლასთა წარმოქმნის
ეტაპის არსებობისათვის დამახასიათებელი მოვლენები, რომლებიც
უნივერსალურ ხასიათს იღებენ ძველ სამყაროში.

Г. Л. Кавтарадзе

К СОЦИОЛОГИЧЕСКОЙ ИНТЕРПРЕТАЦИИ «ЦАРСКИХ ГРОБНИЦ»

Резюме

Ставится вопрос о возможности существования взаимосвязи между


появлением т. н. «царских гробниц», ростом удельного веса скотоводства в
хозяйстве, укоренением «военного духа» в обществе и переселением племен, как
характерными явлениями этапа классообразования.
79
Аверкиева 1970, 44.
80
Хазанов 1972, 151.
81
Хазанов 1975, 124.
82
Хазанов 1975, 125.
83
Хазанов 1975, 125.
84
შდრ. Иессен 1950, 196.
85
მსგავსი მოვლენის არქეოლოგიურ მასალაში ასახვის შესახებ, იხ. ქავთარაძე 1978.
ბიბლიოგრაფია:
ქავთარაძე 1978 = გ. ქავთარაძე. ცენტრალური ანატოლიისა და
ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ურთიერთობის საკითხისათვის
ადრებრინჯაოს ხანაში, – არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია,
ბიზანტინისტიკა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები,
183, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
1978, გვ. 5-19 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე).

ჯაფარიძე 1969 = ო. ჯაფარიძე. არქეოლოგიური გათხრები


თრიალეთში. თბილისი, 1969.

Абрамзон 1970 = С. М. Абрамзон. Некоторые вопросы социального строя кочевых


обществ, - Советская этнография, № 6, 1970.

Аверкиева 1970 = Ю. П. Аверкиева. О месте "военной демократии" в истории


индейцев Северной Америки, - Советская этнография, № 5, 1970.

Аверкиева 1973 = Ю. П. Аверкиева. О путях распада родового строя. В


кн.: Основные проблемы Африканистики. Этнография,
История, Филология. К 70-летию члена-кор. АН СССР Д. А.
Ольдерогге. Москва: Издательство «»Наука», 1973.

Брюсов 1956 = А. Я. Брюсов. Археологические данные об экономике доклассового


общества в неолитическую эпоху, - Советская археология, Вып. XXV, 1956, стр.
35-63.

Иессен 1950 = А. А. Иессен. К хронологии «больших кубанских курганов», -


Советская археология, ХП, 1950, сс. 157-200.

Косвен 1960 = М. О. Косвен. К вопросу о военной демократии, - Проблемы


истории первобытного общества. Труды института этнографии им. Н. Н.
Миклухо-Маклая АН СССР, Новая серия, том LIV. Москва-Ленинград, 1960, сс.
241-261.

Крюков 1968 = М. В. Крюков. Социальная дифференциация в Древнем Китае (опыт


сравнительно-исторической характеристики). В кн.: Разложение родового строя
и формирование классового общества. Москва, 1968, сс. 199-249.

Кушнарева 1973 = К. X. Кушнарева. К вопросу о социальной интерпретации


некоторых погребений Южного Кавказа, - Краткие сообщения института
археологии, вып. 134: Бронзовый век на территории СССР. Москва, Наука, 1973,
стр. 11-19.

Кушнарева 1974 = К. X. Кушнарева. Обмен и торговля в Закавказье в


древности;
Краткие сообщения института археологии, вып.138, 1973: Торговля и обмен в
древности. Москва, 1974:

Лашук 1967 = Л. П. Лашук. О характере классообразования в обществах ранних


кочевников, 105-121; Вопросы истории, № 7, 1967.

Массон 1967 = В. М. Массон. Становление раннеклассового общества на Древнем


Востоке, - Вопросы истории, № 5, 1967, сс. 82-94.

Массон 1970 = В. М. Массон. Экономические предпосылки сложения


раннеклассового общества. В кн.: Ленинские идей в изучении
истории первобытного общества, рабовладения и
феодализма. Сборник статей. Москва: Издательство «Наука»,
1970, сс. 49-57.

Массон 1973 = В. М. Массон. Древние гробницы вождей на Кавказе (некоторые


аспекты социологической интерпретации). В кн.: Кавказ и Восточная Европа в
древности. Москва, 1973.

Массон 1974 = В. М. Массон. Развитие обмена и торговли в древних


обществах, -
Краткие сообщения института археологии, вып.138, 1973: Торговля и обмен в
древности. Москва, 1974.

Морган 1934 = Л. Г. Морган. Древнее общество или исследование линий


человеческого прогресса от дикости через варварство к цивилизации.
Ленинград, 1934.

Пиотровский 1949 = Б. Б. Пиотровский. Археология Закавказья с древнейших


времен до I тысячелетия до н. э. Курс лекций. Ленинград, 1949.

Пиотровский 1955 = Б. Б. Пиотровский. Развитие скотоводства в древнейшем


Закавказье. Сб. Советская археология, вып. XXIII, 1955.

Пиотровский 1964 = Б. Б. Пиотровский. Страницы древней истории Северной


Нубии. В кн.: Древняя Нубия. Результаты работ археологической экспедиции АН
СССР в Объединенной Арабской Республике 1961-1962 гг. Под общей редакцией
Б. Б. Пиотровского. Москва-Ленинград, 1964, сс. 5-31.

Пиотровский 1973 = Б. Б. Пиотровский. Формы хозяйства, способствующие


образованию классов и становлению государства. В кн.: Конференция
«Возникновение раннеклассового общества». Тезисы докладов. Редакционная
группа по подготовке тезисов: В. Д. Блаватский, Д. А. Крайнов, С. А. Токарев, М.
Г. Гусаков. Москва, 1973.

Редер 1950 = Д. Г. Редер. Военная демократия на Древнем Востоке, - Ученые


записки Московского областного педагогического института, т. XIV. Кафедра
истории древнего мира, выпуск I. Москва, 1950.

Толстов 1935 = С. П. Толстов. Военная демократия и проблема «генетической


революции», - Проблемы истории докапиталистических обществ.
Ежемесячный исторический журнал издаваемый Государственной академией
истории материальной культуры им. Н. Я. Марра. Москва – Ленинград, 1935, № 7-
8, сс. 175-216.

Хазанов 1968 = А. М. Хазанов. Военная демократия и эпоха классообразования, -


Вопросы истории, № 2, 1968, сc. 93-94.

Хазанов 1972 = А. М. Хазанов. Ф. Энгельс и некоторые проблемы


классообразования. В кн.: Проблемы этнографии и антропологии в свете
научного наследия Ф. Энгельса. Москва: Издательство «Наука», 1972, сс.
134-161.

Хазанов 1975 = А. М. Хазанов. Разложение первобытнообщинного строя и


возникновение классового общества. В кн.: Первобытное общество. Основные
проблемы развития. Москва, 1975.

Хлопин 1970 = И. Н. Хлопин. Возникновение скотоводства и


общественное разделения труда в первобытном обществе. В кн.:
Ленинские идей в изучении истории первобытного
общества, рабовладения и феодализма. Сборник статей.
Москва: Издательство «Наука», 1970: сс. 94-112.

Хмелинский 1973 = В. М. Хмелинский. О понятии "военная демократия",


Советская этнография, № 4, 1973.

Шарафутдинова 1974 = Э. С. Шарафутдинова. Симпозиум по вопросам


обмена и торговли в древних обществах. Краткие сообщения
института археологии, вып.138, 1973: Торговля и обмен в древности. Москва,
1974.

Чайлд 1949 = Г. Чайлд. Прогресс и археология. Москва, 1949.

Энгельс 1970 = Ф. Энгельс. Происхождение семьи, частной собственности и


государства в связи с исследованиями Льюиса Г. Моргана. Москва, 1970.
Redfield 1971 = R. Redfield. How Human Society Operates. In: Man, Culture and
Society. Revised Edition. Edited by Harry L. Shapiro. London, Oxford, New York:
Oxford University Press, 1971.

Back:

http://www.scribd.cჲm/kavta

You might also like