You are on page 1of 5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

მეცნიერების და ხელოვნების
ფაკულტეტის
მეორე კურსის სტუდენტების :
გოჩა გაბოძის და ბექა
გელაშვილის
რეფერატი თემაზე:
დოგონების ტომი და მათი საოცარი მითები სირიუსზე
აფრიკაში ,მალიში ბანდიაგარას ზეგანზე , ცხოვრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი
აფრიკული ტომი დოგონები. ისინი თითქმის არაფრით განსხვავდებიან სხვა
ტომებისგან რომ არა ერთი უცნაურობა.
ისინი უნიკალურ ასტრონომიულ ცოდნას ფლობენ. მათი ცოდნა მსგავსია ინკების და
ძველი ეგვიპტელების კოსმოლოგიურ ცოდნასთან თუმცა სათუოა მათ შორის რაიმე
სახის კავშირი ყოფილიყო.

ასევე უცნაური და თავისებურია მათი წარმოდგენა სამყაროს აგებულებასა და


განვითარებაზე მათი ასტრონომიური ცოდნა გასაოცარია იმით რომ ისინი არა
მხოლოდ თანამედროვე მეცნიერთათვის ცნობილ პლანეტებს და ვარსკვლავებს
აღწერენ მეტ ნაკლები სიზუსტით არამედ ბევრ ისეთ პლანეტაზე და ვარსკვლავზეც
საუბრობენ რომლებიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იქნა აღმოჩენილი.
კერძოდ ვარსკვლავ სირიუსზე და მის სისტემაზე.

1931-1952 წლებში ამ ტომს იკვლევდნენ ფრანგი ეთნოგრაფები მარსელ გრიოლი


და ჟერმენ დიტერმენი. მათმა მონათხრობმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია .
სკეპტიკოსებს სხვადასხვა არგუმენტები მოყავდათ იმის ასახსნელად რომ
შეუძლებელი იყო მსგავსი ცოდნა აფრიკულ ტომს შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ
ცის კაბადონზე დაკვირვებით მიეღოთ.
.
1970 წელს გამოვიდა რობერტ ტემპლის წიგნი ”სირიუსის სისტემა” სადაც აღწერილი
იყო ამ ეთნოგრაფთა მიერ მოგროვებული მასალა დოგონთა მონათხრობიდან.

დოგონებმა იცოდნენ მზის სისტემის აგებულება. თუმცა არ იცოდნენ მერკურის


არსებობის შესახებ ისინი მას როგორც მერკურის ერთ ერთ თანამგზავრს ისე
მოიხსენიებდნენ . ( თანამედროვე მეცნიერთა ერთი ნაწილში გაჩნდა მოსაზრება რომ
მერკური სწორედ ვენერას თანამგზავრი იყო , გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი მზემ
მიიტაცა და მერკურმა საკუთარ ორბიტაზე დაიწყო ბრუნვა)

დოგონებმა იცოდნენ რომ მთვარე მშრალი და უნაყოფოა

იცოდნენ იუპიტერის მთვარეების შესახებ თუმცა სულ ოთხ მათგანს ასახელებდნენ .

იცოდნენ სატურნის გარშემო მბრუნავი რგოლის შესახებ, რომ გალაქტიკა ირმის


ნახტომი სპირალურად ვითარდება რომ პლანეტები ელიფსურად ბრუნავენ .

თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი ცოდნა ვარსკვლავ სირიუსის და მისი


სისტემის შესახებ.ეს ვარსკვლავი ევროპელმა მეცნიერებმა მხოლოდ 1834 წელს
აღმოაჩინეს (ფრიდრიხ ვილჰელმ ბერსელმა) ამ სისტემის მეორე ვარსკვლავი სირიუს
ბ კი მხოლოდ და მხოლოდ მეოცე საუკუნის 70-იან წლებსი იქნა აღმოჩენილი.
დოგონები საუბრობენ მესამე ვარსკვლავ ” ემეი ია ტოლო” ს შესახებაც რომელიც
მათი სიტყვებით ”ქალი მზეა” ეს ვარსკვლავი დღემდე უცნობია თანამედროვე
მეცნიერთათვის.

დოგონთა რიტუალებში ვარსკვლავ სირიუსს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. მათ


განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ამ ვარსკვლავისადმი. ისინი თვლიან რომ
მათი წინაპრები სწორედ ამ ვარსკვლავიდან ჩამოვიდნენ დედამიწაზე სირიუსზე
მოსალოდნელი კოსმოსური კატასტროფის გამო.

60 წელიწადში ერთხელ ვარსკვლავ სირიუსის დედამიწასთან მოახლოებასთან


თანადროულად იმართება სხვადასხვა რიტუალები რომლებიც 7 წლის განმავლობაში
გრძელდება . ამ რიტუალებს სიგუი ჰქვია . ბოლო სიგუი 1967 -1973 წლებში იყო. ის
უკავშირდება სიცოცხლის დაბადებას . სიგუის ცერემონიის დროს განსაკუთრებული
დატვირთვა აქვს რიტუალურ ცეკვებს რომლებსაც უცნაური ფორმის ნიღბებში და
სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები ასრულებენ.

მათი კალენდარიც სამოცწლიან ციკლზეა აგებული და ყოველი სიგუის შემდეგ


თავიდან ხდება მისი ათვლა.

დოგონების უმრავლესობას სამი მთავარი კულტი აქვს. ესენია ავა, ლებე და ბინუ .
ასევე არიან როგორც ქრისტიანი ასევე მუსულმანი დოგონები.

ავა გარდაცვალებულთა სადიდებელი კულტია. მის სადიდებლად ტარდება სხვადასხვა


სახის სპირიტუალური რიტუალები ასევე ავას კულტის მიმდევრები რიტუალის დროს
ასრულებენ სპეციალურ ცეკვებს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ნიღბებით.

ლებე მიწის ღმერთი გახლავთ. მისდამი მიმართული რიტუალები მიწათმოქმედების


ციკლთან არის დაკავშირებული. მას უხვ მოსავალს შესთხოვენ.

ბინუ ერთგვარი შუამავალია ამ ორ კულტს შორის მას როგორც გარდაცვალებულთა


ასევე ცოცხალთათვის ევედრებიან.

სიკვდილის წინ დოგონები ავას კულტს შესთხოვენ რომ კვლავ სირიუსზე დააბრუნოს
მათი სულები.

ჩემის აზრით ძალიან საინტერესო და ამავდროულად უცნაური ტომია დოგონები.


რთულია იმის ახსნა თუ საიდან ფლობენ ისინი ასეთ გასაოცარ ასტრონომიულ
ცოდნას. განსაკუთრებით მათი ცხოვრების პრიმიტიულობიდან გამომდინარე. ისინი
არ იყენებენ ტელესკოპებს და სხვა მოწყობილობებს პლანეტებზე დასაკვირვებლად.
შეუიარაღებელი თვალით კი რთულია დაიჯერო რომ მსგავსი ინფორმაცია
მოეპოვებინათ.

ასევე საინტერესოა მათი მითოლოგიური გადმოცემები დოგონთა წინაპრების


ვარსკვლავ სირიუსიდან დედამიწაზე ჩამოსვლის შესახსებ. თუ მათ რიტუალურ
ნიღბებს დავაკვირდებით შესაძლოა გარკვეული მსგავსებაც აღმოვაჩინოთ სხვა
ადამიანების მიერ აღწერილ უცხო ცივილიზაციებთან.

და მაინც ადამიანებს კიდევ მრავალი წელი ექნებათ კითხვა : თუ საიდან ფლობდნენ


დოგონები ასეთ მაღალ ასტროლოგიურ ცოდნას?????
გამოყენებული მასალა:
http://zodiaqo.blogspot.com/2009/06/blog-post_4016.html
http://www.gwup.org/infos/themen-nach-gebiet/91-prae-astronautik/339-das-
sirius-raetsel
http://www.sacredsites.com/africa/mali/dogon.html
http://en.wikipedia.org/wiki/Dogon_people

You might also like