ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის არსებობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა "შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის" პროექტი. დღეს კონცეფციის სამუშაო ვერსია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
კონცეფციის სამუშაო ვერსია უკვე მიეწოდათ სამხედრო თემატიკაზემომუშავე ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პროექტი მათ J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ გააცნო.
"შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია" იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, თუ როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და მოქალაქეების მზადყოფნა - როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში.
იმედს ვიტოვებთ, რომ საჯარო დისკუსიაშიც და შემდეგ რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებებშიც საზოგადოების მაღალი აქტიურობა და თანამონაწილეობა იქნება.
თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ღია დიალოგს საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ.
დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს გთხოვთ, მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდოთ ელექტრონულ მისამართზე - Stratcom@mod.gov.ge.