You are on page 1of 12

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ნინო ონიანი) 2009 წლის 29 დეკემბრისა და 2010 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებები საქმეზე #3/3538-09.

კერძო საჩივრის წარმომდგენი: გიორგი ქავთარაძე, პირადი ნომერი: 01008004995 მისამართი: თბილისი-0179, ჭავჭავაძის გამზ. 50, . 40, სახლის ტელ.: 223050 სამუშაო ადგილი: ივ. ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი-0179, მელიქიშვილის ქ. 10, ტელ.: 930682. ელფოსტა: gkavtaradze@gmail.com

მოწინააღმდეგე მხარე: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (თბილისი, წმ. ნიკოლოზის/. ჩხეიძის #2); 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 89/24).

კ ე რ ძ ო

ს ა ჩ ი ვ ა რ ი

(გასაჩივრებული გადაწყვეტილება)

მოგახსენებთ, რომ ამა წლის 25 თებერვალს გადმოგვეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ამა წლის 19 თებერვლის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ (მოსამართლე: მანანა ჩოხელი) ჩვენს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისადმი წარდგენილ მოთხოვნათა საპასუხოდ და დაგვავალა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარდგენა. ამასთანავე დაგვევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დედნის სახით განჩინების ასლის ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში.

მოთხოვნა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 386-ე მუხლის საფუძველზე:

  • 1. გაუქმებულ იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა

კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრისა და 2010 წლის 12 იანვრის განჩინება.

  • 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 8 და 10 სექტემბრის #882009269587-03 და #882009269612-05 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა;

  • 3. გააუქმოთ ჩვენი ნაკვეთის ერთადერთი მისასვლელი გზის საკუთრების უფლება,

რომელიც უკანონოდ არის გაცემული მფლობელზე, რომლის მიწის ნაკვეთის

საკადასტრო კოდია #01.20.01.139.055;

  • 4. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის #225055 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ფაქტობრივი გარემოებები და უსწორებები :

როგორც ირკვევა, მოსამართლე ვერ ან არ გაერკვა საკითხის არსში; ეს შესაძლოა ჩვენი ბრალიც არის, რადგან ცალსახად არ განვაცხადეთ, რომ ადგილი აქვს საჯარო რეესტრის მიერ ჩვენ სახელზე გაცემული ნახაზების გაყალბებას. ამის სამტკიცებელი დასაბუთება თუნდაც ჩვენ სარჩელთან თანდართული ტოპოგადაღებებისა, ტექბიუროს მიერ გაცემული ნახაზებისა და ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული ნახაზის სახით სასამართლოს მოეპოვებოდა. ამასთანავე ეს გაყალბება ძირითადად შეეხება ჩვენი მიწის ნაკვეთების კოორდინატების შესაბამისობას ჩვენი ნაკვეთების სამხრეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ნაკვეთების კოორდინატებთან; ხოლო კოორდინატთა გაყალბება თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს ნაკვეთების პარამეტრებზე, ამის შედეგად ბუნებრივია ხდება გაუყალბებელი კოორდინატების მქონე მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებთან აღნიშნული ნაკვეთების გადაფარვა.

ვინაიდან ითვლება რომ აღნიშნული ნახაზები ჩვენს მიერ სათანადო უფლებებით აღჭურვილი პირის მიერ არის შეტანილი საჯარო რეესტრში დასამტკიცებლად, გამოდის რომ ჩვენც უნებლიე თანამონაწილე გამოვდივარ ზემოაღნიშნული დანაშაულის საჯარო რეესტრის მიერ გაყალბებული ნახაზების დამზადების, – რისი, ბუნებრივია, არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია და რის გამოც (სხვა მიზეზებთან ერთად) მივმართეთ სასამართლოს. მით უფრო უცნაურია სასამართლოს გადაწყვეტილება პროცესუალური უზუსტობების მომიზეზებით (რაც თავის მხრივ, საფუძველს მოკლებულად მიგვაჩნია) აღნიშნული ნახაზების განხილვისაგან თავის შეკავება, რაც არა მარტო ჩვენ, არამედ თვით სასამართლოსაც საჯარო რეესტრში დაშვებული გაყალბების თანამონაწილედ აქცევს. არადა საკმარისი იქნებოდა, ზემოაღნიშნულ საბუთებსა და ნახაზებს თავი რომ დავანებოთ (თუ სასამართლოს კომპეტენციაში ნახაზებში გარკვევა და დოკუმენტების კითხვა რატომღაც აღარ შედის), თუნდაც ადგილზე გარკვევა იმისა თუ რამდენად შეესაბამება საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ნახაზები არსებულ რეალობას; რომ არ შეესაბამება ეს საკმაოდ კარგად ჩანს თუნდაც წყნეთის შესაბამისი უბნის Google-ის მიერ წარმოდგენილი სატელიტური გადაღებების მიხედვით; იხ., ბმული: http://maps.google.com/maps?

როგორც ირკვევა , მოსამართლე ვერ ან არ გაერკვა საკითხის არსში ; ეს შესაძლოა ჩვენი ბრალიც არისhttp://maps.google.com/maps? f=q&source=s_q&hl=en&geocode=&q=Tskneti+Georgia&sll=41.714443,44.770317&sspn=0.060867,0.110378&g=Tbilisi ,+Georgia&ie=UTF8&ll=41.682784,44.693198&spn=0.001903,0.003449&t=h&z=18 [შდრ. შენობების ერთმანეთთან მიმართება ფერადი აერო გადაღებისა და სააგენტოს გაცემული ნახაზების მიხედვით] ჩვენთვის გაუგებარია , თუ ჩვენი სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ამავე სამსახურის 2009 წლის 08 და 10 სექტემბრის (№882009269587-03 და №882009269612-05) გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის ნაწილში ცნობილი იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში გაუმართებლად შეწყდა საქმის წარმოება . როგორც ჩანს , სწორედ ამის გამო " id="pdf-obj-1-76" src="pdf-obj-1-76.jpg">

[შდრ.

შენობების

ერთმანეთთან

მიმართება ფერადი აერო გადაღებისა და სააგენტოს გაცემული ნახაზების მიხედვით]

ჩვენთვის გაუგებარია, თუ ჩვენი სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ამავე სამსახურის 2009 წლის 08 და 10 სექტემბრის (№882009269587-03 და №882009269612-05) გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის ნაწილში ცნობილი იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში გაუმართებლად შეწყდა საქმის წარმოება. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო

გამოითხოვა (თუმცა კი ჩვენთან შეთანხმებისა და ჩვენგან თანხმობის მიღების გარეშე) ჩვენმა წარმომადგენელმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ ჩვენი სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში.

მოსამართლე ნინო ონიანის 2010 წლის 12 იანვრის განჩინების პრეამბულაში ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ჩვენი სასარჩელო განცხადების მოთხოვნების ჩამოთვლისას გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 ოქტომბრის №225055 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნისა ნახსენებია მხოლოდ ამავე სამსახურის 2009 წლის 08 სექტემბრის (№882009269587-03) გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა და არაფერია ნათქვამი არც 2009 წლის 10 სექტემბრის (№882009269612-05) გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და არც სხვა მოთხოვნების (იხ. ქვემოთ) შესახებ, რაც შეიძლებოდა უნებლიე დაუდევრობად მიგვეჩნია თუ არა იმავე მოსამართლის მიერ 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინების ტექსტი სადაც ასევე გამოტოვებულია ჩვენი მოთხოვნა 2009 წლის 10 სექტემბრის (№882009269612-05) გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მოსამართლე ნინო ონიანის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებაში (ისევე როგორც იმავე მოსამართლის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებაში ხუთჯერ) 2009 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ნომერი შეცდომით არის მითითებული – №88200929612-05 ნაცვლად

№882009269612-05-ისა.

მიუხედავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ანუ მოპასუხის წარმომადგენლის ზურაბ ლაზუაშვილის მიერ გაკეთებული დასკვნისა, რომ გასაჩივრებული აქტით სარჩელის ავტორის კანონიერ უფლებას/ინტერესს პირდაპირი და უშუალო ზიანი არ ადგება”, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა ჩვენ კანონიერ საკუთრების უფლებას, ამასთან ვითვალისწინებთ ადმინისტრაციული- საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილს, სადაც ნათქვამია: თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალოდ (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. მხედველობაში ვიღებთ შემდეგ გარემოებებს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მხედველობაში არ მიიღო მათ წინაშე წარდგენილი ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, განჩინებითა და გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული დანართი № 2-ის მიხედვით დადგენილი ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთის პარამეტრები, მოახდინა მათი ყოვლად უსაფუძვლო უგულვებელყოფა, რაც თვალსაჩინოთ არის ასახული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 08 მაისსა და 01 ივნისს გაცემული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველ ნახაზებზე, როდესაც №01.20.01.139.021 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან კოორდინატთა გაყალბების საშუალებით წარმოქმნილი გადაფარვის მომიზეზებით, რის გამოც ჩვენი ნახაზების შემდგენელი არქიტექტურული ფირმა პრივატსერვისი») იძულებული გახდა ჩამოეჭრა ჩვენი ნაკვეთისთვის დაახლ. 100 კვმ ფართის მიწის ნაკვეთი (შდრ. ერთმანეთს ჩვენი ძირითადი სარჩელის დანართი 18, დანართი 23 და დანართი 22 – როგორც ვხედავთ, სააგენტო გასაოცარ შემოქმედებით უნარს ავლენს და აიძულებს განმცხადებლებს მისთვის სასურველ და რეალურად არსებულისაგან განსხვავებული გაყალბებული ნახაზები წარუდგინონ დასამტკიცებლად), რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შედიოდა ჩვენი ეზოს ფართში და რომელიც გარდა არაერთი ტექბიუროს მიერ გაცემული ნახაზისა, ვაკე-საბურთალოს სასამართლოს ზემოაღნიშნული 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით მიერ მიღებული დანართი

2-ის მიხედვითაც ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთის ფარგლებში იყო მოქცეული და რომელიც დღეს ფორმალურად საერთოდ აღარ ჩანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ნახაზებში არც ჩვენ და არც სხვათა ნაკვეთების ფარგლებში, ვინაიდან კოორდინატთა გაყალბების შედეგად საერთოდ ამოვარდნილია გეგმებიდან, ხოლო ფაქტობრივად მოქცეულია ჩვენი მეზობლის შოთა ნათენაძის ნაკვეთებში (№01.20.01.139.021 და №01.20.01.139.085). ეს ხომ ძალზე მარტივად დამტკიცდებოდა ადგილზე დათვალიერებით.

ამ მანიპულაციების შედეგად მეტად «ტექნიკურად» მოხდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების ფაქტიური გაუქმება, ჩვენი ნაკვეთისათვის უკანონოდ მიწის ფართის ჩამოჭრა ჩვენი მეზობლის მიერ ჩვენს ნაკვეთში (გერმანიაში ჩვენი ყოფნის დროს) უკანონოდ მოწყობილი ღობის მიხედვით (შდრ. ერთმანეთს ჩვენი ძირითადი სარჩელის დანართი 14-ის მე-5 ფურცელი-ნახაზი, დანართი 19 - ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ დაწუნებული ნახაზი და დანართი 20). აი ასე მოხდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გაყალბება და ამას არავითარი ყურადღება არ მიაქცია მოსამართლე ნინო ონიანმა!

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ანუ მოპასუხის წარმომადგენლის ზურაბ ლაზუაშვილის განცხადებით, ჩვენ სასამართლოში სარჩელი არ წარვადგინეთ ერთი თვის ვადაში და ამდენად გაშვებული გვაქვს სადავო აქტების გასაჩივრების ვადა, რის გამოც ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას. როგორც ჩანს, არც ზ. ლაზუაშვილი და არც მოსამართლე ნ. ონიანი არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ ჩვენ ერთთვიანი ვადის გასვლამდე 2009 წლის 6 ოქტომბერს მივმართეთ ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს, რომელმაც ჩვენი საჩივარი ჩაიბარა, არც არსად არ გადაუგზავნია და იმავე წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სერგო წიქარიშვილის ხელმოწერით გვეცნობა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის შესახებ «შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: . თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №6, მე-12 კილომეტრი), აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში», რაც კიდევაც გავაკეთეთ!

არც ზ. ლაზუაშვილის ის განცხადება მიგვაჩნია მართებულად, რომლის მიხედვითაც ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ განცხადებით უნდა მიგვემართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის. მაგრამ საკმარისია შეხვიდეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: http://www.napr.gov.ge/index.php და დარწმუნდებით, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი გვერდის ქვემო ნაწილში ყველასათვის სრულიად გასაგებად და ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ:

«გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (მის.: . თბილისი, წმ. ნიკოლოზის/. ჩხეიძის ქ.#2) და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით». ეს სიმართლეა, თუ მხოლოდ განმცხადებელთა შეცდომაში შეყვანისათვის არის გამიზნული? რატომ არსად არ წერია, რომ უნდა მიგვემართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, თუ ეს მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელთათვის ცნობილი «საიდუმლოა»?

გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მოსამართლემ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება ჩვენი სარჩელის მესამე მოთხოვნას, რომლითაც ვითხოვდით ჩვენი ნაკვეთის ერთადერთი მისასვლელი გზის საკუთრების უფლების

გაუქმებას, რომელიც უკანონოდ და შეიძლება ითქვას დანაშაულებრივად იყო გაცემული ჩვენთვის უცნობ მფლობელზე, რომლის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია №01.20.01.139.055 და რის შესახებაც ჩვენ მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ნახაზის გაცნობის შედეგად შემთხვევით გავიგეთ.

ამდენად, ვფიქრობთ სრული საფუძველი მოგვეპოვება რათა განვაცხადოთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პირდაპირი და უშუალოდ ზიანი მიაყენა ჩვენს ანუ მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და უკანონოდ შეგვიზღუდა ჩვენივე უფლებები, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ონიანი არასათანადოთ გაეცნო ჩვენს მიერ წარდგენილ საჩივარს.

ხელმოწერა:

გიორგი ქავთარაძე

დანართი - ბაჟის ქვითარი

02/მარტი/2010 .

კერძო საჩივრის ჩაბარების საბუთი:

გაუქმებას , რომელიც უკანონოდ და შეიძლება ითქვას დანაშაულებრივად იყო გაცემული ჩვენთვის უცნობ მფლობელზე , რომლის მიწის

წინამდებარე

კერძო

საჩივარში

მითითებული

ძირითადი

სარჩელის

დანართები (იხ. ნახაზის ქვემო ნაწილში მდებარე მრავალკუთხედი) :

1. ძირითადი სარჩელის დანართი 14-ის მე-5 ფურცელი-ნახაზი ანუ ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული დანართი 2:

2. ძირითადი სარჩელის დანართი 18 ანუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის

2. ძირითადი სარჩელის დანართი 18 ანუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 08 მაისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით

დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი:

დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი: 3. ძირითადი სარჩელის დანართი 19 ანუ საქართველოს იუსტიციის

3. ძირითადი სარჩელის დანართი 19 ანუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სახელით გ. წურწუმიას, . ინაშვილის და დ. ჩხეიძის მიერ 2003 წლის 12 თებერვალს შედგენილი ნახაზი:

4. ძირითადი სარჩელის დანართი 20 ანუ ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ, ჩვენი საერთო ნაკვეთის ყოფილი მოზიარის, თინა ლეონიძის სახელზე 2007 . გაცემული გეგმა:

4. ძირითადი სარჩელის დანართი 20 ანუ ქ . თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ , ჩვენი

5. ძირითადი სარჩელის დანართი 22 ანუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 11 ივნისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი:

5. ძირითადი სარჩელის დანართი 22 ანუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის

6. ძირითადი სარჩელის დანართი 23 ანუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის 01 ივნისს, წყნეთში, რუსთაველის 3 ჩიხის №10-ში მდებარე სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით დამზადებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი:

6. ძირითადი სარჩელის დანართი 23 ანუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამა წლის

გაგრძელება - ძირითადი სარჩელი, იხ.: http://www.scribd.com/doc/28303269/Sas- Sarcheli-Dziritadi

ძირითადი სარჩლის დანართები, იხ.:

იხ. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებანი: