You are on page 1of 1

კირიონ მეორის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას

წმინდა მღვდელმოწამე პატრიარქმა კირიონ მეორემ მონაწილეობა მიიღო 1918 წ.


26 იანვარს ქართული უნივერსიტეტის გახსნაში - მის პატივსაცემად ქართული
გიმნაზიის ეკლესიაში ლიტურგია გადაიხადა, შემდეგ კი პატრიოტული
სულისკვეთებით და დიდი ეროვნული შეგნებით გამსჭვალული სიტყვა
წარმოსთქვა:

"ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო, ბედ-იღბალი ამ მაღალი


სამეცნიერო ტაძრისა. ჩვენი გული ივსება სიხარულით, რომ სიბრძნეს,
რომელიც დაუსრულებელია, ვნერგავთ ამიერიდან ჩვენს ხალხში, ამ დღესაც
მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით... ლტოლვილებამ
სინათლისადმი, ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტმა სიყვარულმა შეჰკრიბა
დღეს აქ აუარებელი ხალხი.

კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისგან ჩანერგილია მასში


ღვთიური ნიჭი - ძიება ჭეშმარიტებისა, რომელიც ჰქმნის კაცს თავისუფლად.
გილოცავთ ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელნო და ვისურვებ
ჩვენი საზოგადო საქმის წარმატებას საკეთილდღეოდ ჩვენი ერისა.

განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან. იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის


შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა".

წყარო: ივანე ჯავახიშვილი. ენციკლოპედიური ლექსიკონი; თსუ-ს გამომცემლობა 2002


წელი, გვერდი 396.

You might also like