You are on page 1of 1

ბერტოლდ ბრეხტი ღონისძიება ძალადობის წინააღმდეგ ერთხელ, როდესაც ბატონი კოინერი, ფრიად მოაზროვნე კაცი, მსმენელებით სავსე დარბაზში

ძალადობის წინააღმდეგ საუბრობდა, მოულოდნელად შენიშნა, რომ ადამიანები მისგან თანდათან უკან იხევდნენ და ტოვებდნენ დარბაზს. ბატონმა კოინერმა მიიხედა და დაინახა, რომ მის უკან ძალადობა იდგა. - რაზე ლაპარაკობდი?, შეეკითხა მას ძალადობა. - მე ვსაუბრობდი ძალადობის სასარგებლოდ, მიუგო ბატონმა კოინერმა. როდესაც ბატონი კოინერი წამოვიდა, მოწაფეები მისი უპრინციპობით დაინტერესდნენ, რაზეც ბატონმა კოინერმა უპასუხა: - ჩემს პრინციპებს მე ვერავის შევაბღალინებ. სწორედაც მე უფრო დიდ ხანს უნდა ვიცოცხლო, ვიდრე ძალადობამ. ამის შემდეგ ბატონმა კოინერმა მოჰყვა შემდეგი ისტორია: - ბატონ ეგესთან, კაცთან, რომელსაც შეეძლო ეთქვა ,,არა”, ერთ მშვენიერ დღეს, ჯაშუშობის დროში, მივიდა ერთი აგენტი და წარუდგინა ქალაქის მესვეურთა სახელზე გაცემული დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ მას ეკუთვნოდა ყველა სახლი, სადაც კი ფეხს შესდგამდა ასევე მისთვის უნდა მიერთმიათ საჭმელი, რომელსაც იგი მოისურვებდა მისთვის სამსახური უნდა გაეწია ყველას, ვისაც კი ის შეხედავდა. აგენტი დაჯდა სკამზე, მოითხოვა საჭმელი, დაიბანა, დაწვა და ჩაძინებამდე კედლისკენ მიბრუნებულმა იკითხა: - იქნები ჩემი მსახური? ბატონმა ეგემ მას საბანი დააფარა, ბუზები მოუგერია, და დარაჯობდა მის ძილს. ასე ემსახურებოდა ის აგენტს შვიდი წლის განმავლობაში. ბატონი ეგე ყველაფერს აკეთებდა აგენტისათვის, თუმცაღა მუდამ თავს არიდებდა მასთან საუბარს. ამგვარად ჩაიარა შვიდმა წელმა, ბევრი ჭამის, უდრტვინველი ძილისა და ბრძანებებისაგან ჩათქვირებული აგენტი საბოლოოდ მიიცვალა. ბატონმა ეგემ ის დაფხრეწილ საბანში გაახვია, გაათრია სახლიდან, კაწმინდა საკანი, ამოისუნთქა და უპასუხა: - არა.

You might also like